Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5824
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Everything posted by Power_VANO

  1. სად იპოვნე? CoinMarketCap-ზეც კი არაა. უნდა ნახო რომელ ბირჟებზე უვაჭრება. როგორც კი მინიმუმ ბიტკოინში ან ეთერში გადააკონვერტირებ, შემდეგ უკვე გაფიატებასაც ადვილად მოახერხებ.
  2. @gio_kiborg გავაკეთე განყი. გეიმინგის მოდერებს აქვთ ფერმიშენებიც.
  3. სამაგიეროდ ალბათ 4კ აპარატურა გაგვიიაფდება, რაც კარგი იქნება საკმაოდ.
  4. აუფ კონტენტში გვიჭირს ძალიან, თორემ ტექნიკა კი ვითარდება.
  5. 2 გჰც-მდე გაუზრდიათ ახალ ფირმვეარში ლიმიტი: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-overclock-2-ghz,6254.html
  6. მე ყველა ვერსია დავაპრეორდერე :დ CanaKit-იდან. ძალიან კარგი რამეა უკვე ეს. რევიუ და ბენჩები: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-b,6193.html ოვერქლოქინგი: https://www.tomshardware.com/reviews/raspberry-pi-4-b-overclocking,6188.html თან ოვერქლოქინგი ბიოსიდანაა რეალურად დალიმიტებული და შეიძლება ლიმიტმა აიწიოს მერე. ძალიან მომეწონა მე. Windows on ARM ხომ დააპორტირეს თან 3ბ-ზე. ამაზეც იზამენ და გაცილებით კარგი გარემო იქნება წესით. რასპბიანიც მშვენივრად მუშაობს.
  7. https://www.amazon.com/AmazonBasics-High-Speed-Micro-HDMI-HDMI-Cable/dp/B014I8U6N0/ref=sr_1_3?keywords=Micro-HDMI%2Bto%2BHDMI%2BCable&qid=1563035533&s=gateway&sr=8-3&th=1 https://www.amazon.com/dp/B000CAYSQK/?coliid=IRMX90YQJ280P&colid=KJ3K4HQ6SSOH&psc=1&ref_=lv_ov_lig_dp_it
  8. https://www.amazon.com/Samsung-Class-Micro-Adapter-MB-MC32DA/dp/B00WR4IJBE/ref=sxin_2_ac_d_pm?keywords=samsung+evo%2B&pd_rd_i=B00WR4IJBE&pd_rd_r=24f99c58-5f68-4d2f-91bc-69c70e18f027&pd_rd_w=MGIAF&pd_rd_wg=JORxz&pf_rd_p=64aaff2e-3b89-4fee-a107-2469ecbc5733&pf_rd_r=PSVMRYR11Z3ZTJS6BY46&qid=1562934636&s=electronics https://www.amazon.com/Samsung-Class-Adapter-MB-MC64DA-AM/dp/B01273JZMG/ref=sr_1_18?keywords=samsung+evo%2B+microsd&qid=1562934652&s=electronics&sr=1-18
  9. მეგობრებო, როგორ მუშაობს განახლებული ფორუმი თქვენთან ახლა?
  10. აფგრეიდი გავაკეთე და რეინდექსაცია მიდის ყველაფრის. სერჩი არ იმუშავებს ნორმალურად. დიდი დატვირთვაა სერვერზე ძალიან ახლა. დღეს ღამე-ხვალ დილისთვის დალაგდება თავისით.
  11. აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შეწყვეტის შანსი კიდევ უფრო შემცირდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ქმნის უცხოური კომპანიების საკუთარ „შავ სიას“, რაც Huawei-ს წინააღმდეგ მიღებული შეზღუდვებისა და წნეხის საპასუხო იქნება. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა Gao Feng-მა განაცხადა, რომ იქმნება ორგანიზაციების ჩამონათვალი და მასში შევა ის საზღვარგარეთული კომპანიები, რომლებმაც შეწყვიტეს ან შეზღუდეს თავიანთი ბიზნესი ჩინურ კომპანიებთან. „უცხოური საწარმოები, ორგანიზაციები ან ცალკეული პირები, რომლებიც არ იცავენ ბაზრის წესებს, არღვევენ კონტრაქტს, დებენ ბლოკადას ან წყვეტენ მიწოდებას ჩინურ კომპანიებთან, აყენებენ სერიოზულ ზარალს ჩინური კომპანიების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს - შევლენ „არასანდო სუბიექტების სიაში“ - ციტირებენ სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს ადგილობრივი მედიასაშუალებები. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო ზომას იმაზე, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ კომპანია Huawei და მისი 68 ფილიალი შეიყვანა სიაში „Entity List“ - როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე. ვაშინგტონის მიერ დაწესებული შეზღუდვის შემდეგ რამდენიმე მსხვილმა ტექნოგიგანტმა, მათ შორის Google-მა, Intel-მა და Qualcomm-მა, თანამშრომლობა შეწყვიტეს ჩინურ კომპანიასთან. Huawei-ს ხელისუფლების განცხადებით, მსგავრი რამ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს კომპანიის საქმიანობაზე და ლახავს მის რეპუტაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წყარო: 3dnews.ru
  12. კომპანია ASUS-მა წარადგინა ლეპტოპი ASUS ZenBook Pro Duo (UX581), რომელსაც ორი სენსორული დისპლეი აქვს - მთავარი OLED-დისპლეი NanoEdge 15,6-დუიმიანია, აქვს პიქსელების სიმჭიდროვე 3840 x 2160, რაც შეესაბამება 4K UHD ფორმატს. კონტრასტულობის მაჩვენებელია 100 000:1 და ფლობს 100%-იან ფერთა სივრცე DCI-P3-ს. დამატებითი ეკრანი 14-დუიმიანია, 4K (3840 x 1100), გვერდების შეფარდებაა 32:9-ზე, იგი განთავსებულია კლავიატურის ზემოთ და ეწოდება ScreenPad Plus. დამატებითი ეკრანის შექმნის მიზეზი მრავალგვარია (იგი განსაკუთრებით იმ პირებისთვის იქნება მოსახერხებელი, ვინც მედიაკონტენტს ქმნის) - დამხმარე ეკრანი ჩაანაცვლებს გრაფიკულ პლანშეტს ხატვისას, ასევე მასზე შესაძლებელია ტექსტებთან მუშაობის დროს დამატებითი ინფორმაციის გამოტანა, შესაძლებელია გრაფიკული რედაქტორის ან 3D მოდელირების ინსტრუმენტების პანელის განთავსება, რათა მათ მიერ არ გადაიტვირთოს ძირითადი სამუშაო ზონა. თაჩპედი განთავსებულია კლავიატურისგან მარჯვნივ, რაც მეტად მოსახერხებელია: იგი იმ ადგილასაა, სადაც პერსონალურ კომპიუტერებში მაუსი. მასზე მოცემულია სენსორული ციფრული ღილაკების ბლოკი, რაც არ ახასიათებს ფიზიკურ კლავიატურას. მრავალი ამოცანის შესრულებისას ლეპტოპის მოხერხებულობის დონის ასამაღლებლად შემუშავდა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა Screen Xpert, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა თავად გაანაწილოს სამუშაო სივრცეები ორ ეკრანზე. რაც შეეხება აპარატულ კონფიგურაციას, ლეპტოპში წარმოდგენილია: მეცხრე თაობის Intel Core პროცესორები (რვაბირთვიან Intel Core i9-მდე), რომლებიც მუშაობენ 5 გჰც სიხშირეზე Turbo Boost-რეჟიმში. მოცემულია ასევე 32 გბ-მდე DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება (2666 მჰც), დისკრეტული ვიდეოჩიპები, მათ შორის NVIDIA GeForce RTX 2060 6 გბ DDR6 მეხსიერებით. გაუმჯობესებული გაგრილებისათვის გათვალისწინებულია ფუნქცია Turbo Fan: სპეციალურ ღილაკზე დაჭერით ხდება ვენტილატორების ბრუნვის აჩქარება. შესაძლებელია კლავიატურას შეეცვალოს დახრის კუთხე, რის შედეგადაც დამატებითი სავენტილაციო სივრცეები იხსნება. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია 1 ტბ SSD ინტერფეისით PCIe 3.0x4, კონფიგურაციების მიხედვით კი 512 ან 256 გბ სანახი სივრცე PCIex2 ინტერფეისით. მონაცემთა უსადენო გადაცემისათვის განკუთვნილია მოდული WI-Fi 6 802.11ax - Gig+ ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ZenBook Pro Duo (UX581)  წარმოდგენილი იქნება სტილუსით. ხსენებული ლეპტოპის პარალელურად წარდგენილ იქნა მისი უფრო კომპაქტური მოდელი - ZenBook Duo (UX481). მისი NanoEdge დისპლეი 14-დუიმიანია და შეესაბამება Full HD ფორმატს (1920x 1080 პიქსელი). დამატებითი დისპლეი 12,6-დუიმიანია. ლეპტოპს ექნება Intel Core i7 პროცესორი, GeForce MX250 ვიდეო დაფა 2 გბ GDDR5 ოპერატიული მეხსიერებით, ასევე 16 გბ-მდე LPDDR3 სტანდარტის მეხსიერების დაყენების შესაძლებლობა. უმცროს მოდელზე ხელმისაწვდომი იქნება microSD სლოტი. შედარებით მოკრძალებულ მახასიათებლებთან ერთად ZenBook Duo (UX481) უფროს მოდელზე ზომითაც და წონითაც ბევრად პატარაა - 1,5 კგ 2,5 კგ-სთან შედარებით. წყარო: overclockers.ru
  13. ქართულ პროვაიდერებზე მეც არ გამიგია ეგ სერვისი ჰქონდეთ. არაა მოთოხვნა და თავსაც არ იწუხებენ, ბუნებრივია. უცხოური სჯობს ნახო რამე.
  14. ამერიკულმა აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ აირჩია პირველი კონტრაქტორი, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს კოსმოსურ სადგურ Lunar Gateway-ს მშენებლობაში. ხსენებული სადგური მთვარის სიახლოვეს უნდა განთავსდეს: სადგურისთვის საჭირო ელემენტების შემუშავებით დაკავდება კომპანია Maxar Technologies. სიახლის შესახებ განაცხადა NASA-ს დირექტორმა Jim Bridenstine-მა და ხაზი გაუსვა, რომ ამჯერად ასტრონავტების მთვარეზე ყოფნის ვადა ნამდვილად გრძელვადიანი იქნება. მან სამომავლო სადგური, რომელიც განთავსდება მაღალ ელიფსურ ორბიტაზე, დაახასიათა, როგორც თავისებური „მართვის ცენტრი“ მრავალმხრივი გამოყენებისათვის. როგორც იცით, NASA-ს გეგმაშია ასტრონავტების მთვარეზე გადასმა 2024 წლისთვის. ამ გეგმის შესაბამისად, ზემოთხსენებული სადგური გამოყენებული იქნება შუალედურ ბაზად. თავდაპირველად ასტრონავტები მიაღწევენ სწორედ მთვარის სადგურამდე, შემდეგ კი სპეციალური მოდულის გამოყენებით შეძლებენ გადაადგილებას მთვარისკენ და უკან. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ Lunar Gateways-ზე მუშაობა ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიწყო, თუმცა იმ დროს იგი განიხილებოდა როგორც ტრამპლინი, რომელსაც ასტრონავტებისათვის ხელი უნდა შეეწყო მარსამდე მიღწევაში. ტრამპის დროს კი მოხდა პროექტის ორიენტირის შეცვლა მთვარის ათვისებისაკენ. რაც შეეხება Maxar Technologies-თან პარტნიორობას, საუბარი ეხება 375 მლნ დოლარის ოდენობით გრანტს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტი განხორციელდება Blue Origin-სა და Draper-თან ერთად. ეს კი დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ სადგურისთვის საჭირო 5 ტონა ტვირთის კოსმოსში გასატანად გამოყენებულ იქნება Blue Origin-ის გამწევი რაკეტა New Glenn. გეგმის მიხედვით, სასადგურე ძრავების დანადგარები კოსმოსში უკვე 2022 წელს უნდა გაიგზავნოს. წყარო
  15. Apple MacBook ლეპტოპებში უკვე მრავალი წელია თხევადკრისტალური დისპლეები გამოიყენება. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ კომპანია კუპერტინოდან სმარტფონების კვალად იწყებს OLED ტექნოლოგიაზე გადასვლას ლეპტოპების მიმართულებითაც. ინტერნეტ-რესურსების ინფორმაციით, Apple ამზადებს ახალ MacBook Pro-ს, რომელიც სწორედ OLED დისპლეით იქნება წარმოდგენილი. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ახალ პორტატულ კომპიუტერს ექნება 16-დუიმიანი უჩარჩოო დისპლეი. საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Apple-ის ცნობილმა და ავტორიტეტულმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მაც განაცხადა, რომ 2019 ან 2020 წელს ბაზარზე გამოვა 16-დუიმიანი MacBook Pro. თუმცა მის ანგარიშში არაფერი იყო ნათქვამი OLED დისპლეის გამოყენების შესახებ. 2017 წელს, თავის მთავარ კონკურენტებთან შედარებით გვიან, Apple-მა დაიწყო AMOLED ეკრანების გამოყენება iPhone X-ში. 2018 წელს წარმოდგენილ იქნა უკვე ორი მოდელი - iPhone XS და XS Max. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს კომპანია მთლიანად გადავა თავის სმარტფონებში OLED დისპლეის გამოყენებაზე. ამასთან, ზოგიერთ Apple MacBook-შიც გამოყენებულია OLED ტექნოლოგია, თუმცა მხოლოდ ლეპტოპის სენსორული მართვის მქონე პანელებში. ინტერნეტ-რესურსებისგან ცნობილი ხდება ისიც, რომ Apple-ისთვის OLED ეკრანების მიმწოდებელი შესაძლოა Samsung გახდეს, რაც გასაკვირი და მოულოდნელი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით Samsung მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა OLED-დისპლეების წარმოება-მიწოდების თვალსაზრისით. OLED-დისპლეის მქონე ლეპტოპები ბაზარზე უკვე არსებობს - ერთ-ერთი მათგანია Lenovo-ს მიერ წარმოებული პორტატული კომპიუტერი. წყარო
  16. კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელმა ტაივანურმა კომპანია GIGABYTE-მა უკვე შეიმუშავა მსოფლიოში პირველი M.2 ფორმატის SSD ბარათი. შეგახსენებთ, რომ PCIe 4.0 ინტერფეისის მახასიათებლების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდა, მის წინა ვერსია PCIe 3.0-სთან შედარებით ახალი ინტერფეისის სიჩქარე ორჯერ მეტია. ზემოთხსენებული კომპანია M.2 მოდელს წარადგენს გამოფენა СOMPUTEX 2019-ზე, რომელიც გაიმართება 28 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში. ამ დროისათვის ხსენებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მეტად მცირეა. ცნობილი გახლავთ მხოლოდ ის, რომ AMD-ის ახალ პლატფორმაზე მონაცემთა ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარე დაახლოებით 5000 მბ/წმ. იქნება. ეს დრაივი პირველ რიგში შექმნილია იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც ფლობენ მაღალი წარმადობის მქონე გრაფიკულ მატერიალებს. წყარო
  17. ამ დღეებში ახალ აფგრეიდს დავაყენებთ, ვტესტავ ახლა. კარგი მატება აქვს სისწრაფეში. კარგად დახვეწა ინვიჟენმა ახალი ვერსია.
  18. rutracker-ზეა ფორმულა 1-ის და სხვა სპორტების ჩანაწერები კარგ ხარისხში.
  19. Beam & Grin ახლა ალბათ. ახალი ქონებია და შედარებით მეტს წერენ. + ინტერესი იმატებს და იქსჩეინჯებზეც კარგი ბრუნვა აქვთ.
  20. აი ეს ძალიან მომწონს. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია ვითარდება და მეტი ხალხი იყენებს
  21. ამ განყოფილებაში იკითხეთ: https://www.overclockers.ge/index.php?/forum/37-რჩევა-კონსულტაციები/
  22. აო ვარაზის ხევზე ან გაგარინზე რომ გაოფლიანების გარეშე ახვიდე მაგისთვისა ელექტრო ველოსიპედი :დ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.