Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5825
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Everything posted by Power_VANO

  1. ეს ანახე ახლა ჩვენს მშობლებს :დ ისე, ჩემი აზრით, სკოლა, იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს ჩვენთან, არ ვარგა და გადასაგდებია. ალბათ ჩინეთშიც ეგეთი ან მსგავსი. მსოფლიოს მასშტაბით სკოლამ ფეხი ვერ აუწყო განვითარებას, ერთეული ქვეყნების გარდა. თანამედროვე ცხოვრებისთვის ვერ ვამზადებთ ბავშვებს ვერც ბაღში და ვერც სკოლაში დღეს.
  2. აი ამ "მოღუნვად-მოკეცვად" ტელეფონებში ჯერ ვერ ვნახე ისეთი კონცეპტი, რომელიც მართლა კარგი იქნება გამოყენებადობის კუთხით. + UI-ს მხრივ კარგი საპორტი სჭირდება.
  3. ჰოო, აფლოუდის სიჩქარე ამდენი და ამაზე მეტიც გვაქვს ახლა ჩვენს 4G/LTE-ზე, ჯერ აშკარად შთამბეჭდავი ვერაა. თუმცა, მიხედავენ, კარგია რომ უკვე იწყება პროდაქშენში გაშვება.
  4. Titan V-ში რაღაც აქვს NVIDIA-ს ჩადებული, რაც რეიტრეისინგს აკეთბს ისევე მშვენივრად, როგორც 2080 Ti გურუზე დადეს ინფო და ფორუმის ლინკებიცაა, სადაც იუზერები არეპორტებენ Battlefield-ის ფრეიმრეიტებს: https://www.guru3d.com/news-story/nvidia-titan-v-raytraces-battelfield-v-in-rtx-mode-at-proper-perf-(but-does-not-have-any-rt-cores).html
  5. რიპლთან კიდევ ერთი პრობლემაა. ის ტექნოლოგია, რასაც რიპლი ბანკებში იყენებს არის პრაივით ბლოკჩეინი და არაფერ კავშირში არაა XRP ტოკენთან თუმცა, ხალხის 95%-ს, რა თქმა უნდა, ჰგონია, რომ XRP ტოკენი გამოიყენება ბანკების მიერ და ყიდულობენ
  6. რიპლი არ არის დეცენტრალიზებული და ჭეშმარიტი კრიპტოვალუტა. ცენტრალიზებულია და ინფლაციური. ასე რომ, ვერაფერსაც ვერ მართავენ ბანკები, მიუხედავად იმისა, რომელ ადგილზე იქნება რიპლი CMC-ს ჩარტში. და ისედაც, CMC-ს მარკეტ კაპის ჩარტი რეალურად ძალიან ცრუ სურათია ბლოკჩეინ პროექტების შესახებ. უამრავი პროექტი თითქმის მაქსიმალურ რაოდენობაზეა კოინების, უამრავი შეუზღუდავად გამოსცემს ახალ ერთეულებს და შესაბამისად, ჩარტის თავში არიან.
  7. ისე, ახლა რომ ასეთი შედეგები აქვს AI-ს სამაგიდო თამაშებში, ცოტა ხანიც და თეორიულადაც კი შეუძლებელი იქნება ნორმალური AI-ს დამარცხება ადამიანის მიერ. 1 ადამიანის კი არა, ადამიანთა ჯგუფის მიერაც კი.
  8. მოღუნვადი OLED-ები ძვირია, თან მინიმუმ 4K ხომ იქნება. ფასი ექნება, უჰ...
  9. რა კარგ დროში ვცხოვრობთ იმდენი დროც კი არ გვაქვს საკმარისად, რომ ყველა სიახლე უბრალოდ გავიგოთ
  10. იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარი ასეთ ნიუსებზე უკვე ნაკლებად რეაგირებს (რაც კარგია), არაუშავს გადადებასაც. მთავარია გამოყენებითობა, ანუ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის მიტანა. შესაბამისად, იმდენად მარტივი უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომ ჩვენმა მშობლებმაც კი უპრობლემოდ შეძლონ გამოყენება. ფასს რეალურად და სტაბილურად გამოყენება გაზრდის, ასე მგონია.
  11. ისე, ძალიან კარგია ბაზრისთვის ეს კლონების არსებობა. ფასები დაბლა მოდის, იგივე Tesla-ზეც.
  12. ანუ Certified Refurbished სტატუსი გამოდის, ოფიციალურად. თუმცა, ახლებად გაყიდიან ჩვენთან კია ძალიან გაიაფებული ნამაინინგარი ვიდეო ბარათები და შემოწმება ვინც იცის ასე თუ ისე, დიდი პრობლემაც არაა ნამაინინგარის ყიდვა, თუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მონობის ქვეშ :დ 1080 Ti ვიყიდე მე მაგალითად 1300 ლარად, თან GIGABYTE AORUS GTX 1080 Ti XTREME Edition, 2-3 თვის ნამაინინგარი და შემდეგ გეიმინგისთვის განკუთვნილი. ფანტასტიურად ამაინინგებს ისევ, გეიმინგისთვისაც მშვენიერია, ოვერქლოქსაც იჭერს და გრილიცაა. მოკლედ, მაინინგი განაჩენი არ არის ვიდეო ბარათისთვის, მთავარია, კარგი ედიშენი იყოს, რომელიც მაინინგის ქვეშ მალე არ ფუჭდება და კარგად შევამოწმოთ. მაგათ სერთიფაიდ რეფარბიშდებს, ახლად რომ შემოგვასაღებენ გაცილებით სჯობს მეორადის ყიდვა. თან ფასები არის ახლა ფანტასტიური
  13. მსგავსი ამბავი გვქონდა მაგალითად GMail-ში. გუგლზე კი არავის უთქვამს, სხვას მისცა მეილების წაკითხვის უფლებაო, მაგრამ რომ დაკვირვებოდით, რეკლამები GMail-ში წერილის კონტენტთან თანხვედრაში იყო ხოლმე ხშირად. ანუ წერილის კონტენტი ინდექსირდება და შესაბამისი რეკლამა გამოდის
  14. ისე, სურათზე რაც ჩანს, თუ მართლა მაგ დონეზე გაღუნულ დევაისებს ყიდიან, ნეტა იუზერები როგორ ვერ ამჩნევენ ყიდვისას
  15. დიდი ბიძიების ინტერესებთან კონფლიქტში ყველა თავის პროექტშია, მაგრამ ისე აკეთებს, საჯაროდ, რომ სხვებს ფეხის აწყობა სჭირდებათ.
  16. პირველ რიგში სხვის კომპიუტერზე უნდა გატესტო და გაიგებ მონიტორის ბრალია თუ კომპიუტერის.
  17. ასეა, რამდენადაც ბაზარი გაიფილტრა ძალიან ბევრისგან, იმდენად დაინტერესება მეტია თვითონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიისადმი და მაგ კუთხით ამ მარკეტ ქრეშის კმაყოფილიც კი ვარ
  18. ეგრეა ხო, 4K-ს 2080 Ti ძლივს ყოფნის და ეგეთი სიმძლავრის გრაფიკა მაგ კონსოლებში ვერ გვექნება - კონსოლზე ძვირი ღირს თვითონ 2080 Ti
  19. დაინტერესებულები ბევრნი ვართ, მაგრამ ყველას უამრავი საქმე აქვს და ვერავის ვერაფერს დაავალდებულებ. მე ვერ ვუთმობ იმდენ დროს და ენერგიას აქაურობას , რამდენიც მინდა და სხვას რანაირად უნდა მოვთხოვო? + ადამიანის ინტერესი და ყურადღება განსაკუთრებული რამეა და წლების განმავლობაში იცვლება, სხვადასხვა ადგილას მიდის. დღეს ეს ადგილი სოც. ქსელებია და რომ გავსკდე, ვერ შევცვლი ამას. ბუნებრივია, რომ ფორუმზე აქტიურობა და პოსტები ნაკლებია.
  20. კი ბატონო, იქაც ვპასუხობთ ყველას თუ რელევანტური კითხვაა და პროვოკაციული და გამომწვევი არაა რაც არსებობს ხელმისაწვდომი დროითი რესურსი, მაქსიმალურად იდება ფეიჯშიც და აქაც.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.