Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5824
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Everything posted by Power_VANO

  1. მეც მაქვს 3 ინვაითი TORRENTDAY-ს, @George-ს მსგავსად. მომიპმეთ მეილი და გამოვუშვებ მეც.
  2. ვაცდი 2-3 დღე აქ და ფორუმ.ჯი-ზე და მერე დავდებ იქ. აქაურებთან ურთიერთობა ადვილია უფრო
  3. იყიდება Workstation ტიპის კომპი MoBo: ASUS X99-A/USB 3.1 CPU: Intel Xeon E5-2690 v4 LGA2011-3 14 Core (28 Cores with HT) RAM: 64 GB (8x8GB) - Corsair Vengeance LPX 32GB (4x8GB) DDR4 DRAM 3000MHz C15 Cooler: Noctua NH-U12S GPU: Gigabyte GeForce GTX 1070 G1 GV-N1070G1 GAMING-8GD SSD: Samsung 870 EVO 500GB PSU: Antec TruePower TP-550 550W Case: Sharkoon Rebel 12 Economy, Full Tower ზომის დამატებითი აქსესუარები: USB Type C ადაპტერი: LINKUP - [Active Chip] USB 3.0 (3.1 Gen 2) IDC 20 Pin to A-Key (Type-E) 20 Pin Female ადაპტერი USB Type C პორტის ადაპტერის მისაერთებლად ვენტილატორი ქეისისთვის: Scythe Slip Stream 120 mm 800 rpm ქეისის გვერდებზე შიგნიდან აკრულია ხმის იზოლაციის მატერიალები გამზადებულია წყლის გაგრილების დასაყენებლად ფასი: 1500 ლარი ფასი: 1400 ლარი კომპის დეტალური AIDA64 რეპორტი ნახეთ მიბმულ ფაილში
  4. იყიდება ASUS GeForce GTX 1070 8GB ROG STRIX მდგომარეობა: მეორადი, ხმარების კვალით, გატესტილი და ჯანმრთელი, საკმაოდ გრილი სხვა 1070-ებთან შედარებით (კარგი გაგრილება + ქარხნულად შედარებით დაბალი Power Limit აქვთ). გაუხსნელი. იყიდება მხოლოდ ვიდეო დაფა - არ მაქვს ყუთი და აქსესუარები. გარანტიასაც ვერ მოგცემთ. სურათები, FurMark სტრეს ტესტი და 3DMark იხილეთ ქვემოთ. ზუსტი მოდელი: https://rog.asus.com/graphics-cards/graphics-cards/rog-strix/rog-strix-gtx1070-8g-gaming-model/ მაქვს 2 ცალი ცალის ფასი: 350 ლარი ცალის ფასი: 300 ლარი (ბოლოა)
  5. იყიდება Gigabyte GeForce GTX 1070 G1 Gaming 8G მდგომარეობა: მეორადი, ხმარების კვალით, გატესტილი და ჯანმრთელი, არ ცხელდება ზედმეტად. შეცვლილი აქვს თერმოპასტა, თერმოპედები და ვენტილატორები. იყიდება მხოლოდ ვიდეო დაფა - არ მაქვს ყუთი და აქსესუარები. გარანტიასაც ვერ მოგცემთ. სურათები, FurMark სტრეს ტესტი და 3DMark იხილეთ ქვემოთ. ზუსტი მოდელი: https://www.gigabyte.com/Graphics-Card/GV-N1070G1-GAMING-8GD-rev-10#kf ფასი: 350 ლარი ფასი: 300 ლარი (ბოლოა)
  6. იყიდება EVGA SuperNOVA 850 G3, 80 Plus Gold 850W https://www.evga.com/products/specs/psu.aspx?pn=4fcc968a-35be-4f7c-be05-807e9a819a9b ნაყიდია 2018-ში ამაზონზე. კომპლექტაციიდან მოყვება ყველაფერი, გარდა აქსესუარების ჩასადებისა, ნაბეჭდი ინსტრუქციისა (ელექტრონული შეგიძლია აქედან გადმოწეროთ) და სატესტო 24-პინიანი კვების ჩამრთველისა. კვების კაბელი მოყვება ევროპულთავიანი. 10-წლიანი გარანტია აქვთ ამ კვებებს, შესაბამისად, ჯერ საგარანტიო პერიოდის ნახევარი კიდევ დარჩენილი აქვთ. მაქვს 2 ცალი, ცალის ფასი: 300 ლარი
  7. იყიდება Akasa AK-ICR-32, USB 3.1 Gen2 Type-C/A წინა პანელის ადაპტერი დეტალური სპეციფიკაციები: https://www.akasa.com.tw/search.php?seed=AK-ICR-32 ფასი: 60 ₾
  8. დაშალე კარტა, ოქროები ექნება ჩაყოლებული
  9. @Fatal Fighter 3000 ლარზე მეტი როცა ღირს ნივთი საბაჟოს მომსახურების თანხა არის 100 ლარი (ნაცვლად 20 ლარისა, რაც 300-დან 3000 ლარამდე ნივთებზეა). არასწორ დეკლარირებაზე ჯარიმა ნივთის ღირებულებიდან ითვლება. 40%-ია პირველ შემთხვევაზე, შემდეგზე 100%, განსაბაჟებელი თანხის. თუ უბრალოდ ფასის დადგენისთვის გააჩერეს ნივთი და არასწორ დეკლარირებაში არ გაატარეს, ეგ კარგი იქნება.
  10. ნუ ხო, ჩვეულებრივმა იუზერმა K სერია არ უნდა იყიდოს იდეაში ალბათ და ეგ იქნება. არა-K სერიებში ტურბო 200 ვატამდე ფარგლებშია ტოპ მოდელებშიც და 200 ვატი სავსებით გამკლავებადია ჰაი ენდ ჰაერის ქულერებისთვის დღეს. ეს K, X და ა.შ. სერიები 300 ვატიანი ტურბოებით კი ვიცით, რომ მარკეტინგისთვისაა, მაგრამ ადრე ამხელა სეგმენტაცია არც იყო პროცებს შორის, არც გვქონდა ამდენი მოდელი. იმხელა სეგმენტაცია გვაქვს დღეს, რომ ოვერქლოქირებადი პროცები ჰაერის გაგრილებისთვის სტოკზე უკვე გამოწურულებია გინდ ინტელის, გინდ AMD-ს ჰაი ენდი კარგი მაგალითია მაგის ახლა. მეორე საკითხია, რიგით იუზერამდე რამდენად სწორად მიდის ეს ინფო და კომპს რომ ყიდულობს რამდენად იცის, რომ K და X სერიები არაა მისთვის რეკომენდირებული. ცალკე AMD-მაც 7000 სერიას როგორც ჩანს ზედმეტად სქელი IHS-ები გაუკეთა ქულერების თავსებადობის შესანარჩუნებლად. IHS-ის დათხელების მერე ძალიან დიდი სხვაობაა ტემპერატურებში როგორც ვნახე რამდენიმეგან.
  11. @Fatal Fighter მადლობა დიდი! ესეც რამდენიმე ბენჩი პაუერ ლიმიტის გარეშე (288 ვატს ვერ ვცდები, 325-იო დერბაუერამ და მაგდენი ვერ დავადებინე მე, თერმალ ტროტილნგი მაქვს ეგრევე 100 გრადუსზე) და 200 ვატიანი PL1 და PL2 ლიმიტით. ლიმიტის გარეშე 100 გრადუსზე ადიან ქორები მულტიში და თერმალ ტროტლინგი მაქვს. 200 ვატიანი ლიმიტით 85-88 გრადუსის შუალედში იჭერს ტემპერატურას და აღარ ატროტლინგებს ჩიპს. დანაკარგიც მიზერულია. კიდევ შეიძლება ოპტიმიზაცია და ცოტა ლიმიტის მომატება ალბათ 220-230 ვატამდე, რომ 95 გრადუსს ქვემოთ დაიჭიროს ტემპერატურა ქულერმა და კიდევ რამდენიმე პროცენტს მოიგებს ალბათ. 3DMARK CPU Profile: 3DMARK CPU Profile 200W: 3DMARK Time Spy 3DMARK Time Spy 200W CPU-Z CPU-Z 200W CINEBENCH R20 CINEBENCH R20 200W CINEBENCH R23 CINEBENCH R23 200W
  12. 13900K ჩამომივიდა გუშინ, დავაყენე და, რა თქმა უნდა, ფეჩია რეალურ აპპებში და ა.შ. ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ ბენჩებში და რენდერინგში, როცა ყველა ბირთვი 100% იტვირთება, თერმალ ტროტლინგზე მიდის სტოკ პაუერ ლიმიტებზე. Thermal Velocity ბირთვები, 5.8-ზე რომლებიც იბუსტებიან ადიან 100 გრადუსამდე და ტემპერატურის შესანარჩუნებლად სიხშირის დაგდებას იწყებს პროცი. 5.8-ზე მაინც ბუსტავს მერე პერიოდულად, მაინც ადის 280 ვატზე, მაგრამ დროდადრო აგდებს სიხშირეს ტემპერატურის გამო. მოუწევს ტურბოზე პაუერ ლიმიტის დადება და ოპტიმიზაცია ქორ ვოლტიჯს კი გასაგებია, რატომაცაა ეს 280-320 ვატიანი ტურბო რეჟიმი, რომ AMD_სთვის სადღაც 5 FPS-ით ეჯობნათ და ა.შ. მაგრამ რევიუებში რაც ვნახე და ზემოთაც წერთ, დაბალ პაუერ ლიმიტზე მიზერული პერფორმანსი იკარგება, როგორც ჩანს და ეგ იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. 5% დანაკარგი, რომელიც თან ერთეულ აპპებში ჩანს, რეალურად შესამჩნევი მაინც არ იქნება. ჩვენ der8auer-ს უდევს კარგი ვიდეო 13900K-ს ტუნინგზე და პაუერ ლიმიტებზე:
  13. კი, ეგრეა, ნამდვილი HDR არაა, LG-ს OLED-ზეც გავტესტე და HDR მოუდში არ გადადის არც ტელევიზორი, არც კომპის მონიტორები. მაგრამ დეტალიზაცია და ფერები კარგი აქვთ და 50/60 FPS ძალიან კარგი საყურებელია 4K-ზე.
  14. ეგ ახალი 2160p 50FPS-ები რა კარგი საყურებელია ხოლმე. HDR არაა, მაგრამ მართლა ძალიან კარგი დეტალიზაცია და ფერებია.
  15. მადლობები დიდი, გაიხარეთ!
  16. ყავას გეახლებით ხოლმე მე ახლად მოხალულ ყავას ვყიდულობ ხოლმე ქოფი ლაბში და მერე კარგი ორმაგი ესპრესო
  17. ზოგ ახალ როუტერზე, დიდი ზომისები რომაა საკმაოდ, შავი ფერის, იუზერი არის admin და პაროლი აწერია ქვემოდან, სერიული ნომერია მგონი 8 სიმბოლო.
  18. HWBOT-ზე Intel Open Overclocking Championship-ი მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობა და მოგებაც ყველას შეუძლია! თამაშდება ფულადი პრიზები და 12900K პროცესორები. იქსტრიმ ლიგა გამოთიშულია თან.
  19. @STI-228 დეკლარირება წინასწარვე შეგიძლია გააკეთო, თუმცა რომ ჩავა მერეც შეგიძლია. მთავარია მალევე გააკეთო დეკლარაცია გამოგზავნიდან, რომ არ შეფერხდეს აქ მერე საბაჟოზე. დეკლარაციაში უთითებ მხოლოდ ნივთის თანხას, შიპინგის გარეშე. როცა არცერთი კატეგორია არ მიესადაგება, "სხვადასხვა მზა ნაწარმი" შეგიძლია აირჩიო. თანხის გადახდა როგორც გაგიხარდება - ინტერნეტ ბანკი, ონლაინ გადახდა მაგათივე საიტიდან ბარათით და ა.შ. ყველა შემთხვევაში ცოტა საკომისიო მიაქვს ბანკის ოღონდ. საკომისიოს გარეშე თუ გინდა შევსება, Space-ით შეავსე.
  20. ასევე კარგი იქნება თუ დაგვიწერ კონკრეტულად რა პარამეტრებს ცვლი. ზოგადად, როცა სიხშირეს უმატებ, საჭიროა ძაბვის გაზრდაც, სტაბილურობისთვის. ერთი შეხედვით - 5.0 გჰც-ზე შენი პროცესორი არასტაბილურია და რომ გავიგოთ რატომ, მეტი ინფორმაცია გვჭირდება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.