Jump to content

Leaderboard

  1. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      6611

    • Content Count

      70657


  2. G1ORG1

    G1ORG1

    მოდერატორი


    • Points

      5977

    • Content Count

      27197


  3. lomsa

    lomsa

    VIP


    • Points

      5401

    • Content Count

      24263


  4. მათე

    მათე

    მოდერატორი


    • Points

      5204

    • Content Count

      14593



Popular Content

Showing content with the highest reputation since 11/08/10 in all areas

  1. 37 points
    ვთვლი, რომ სამი თვის მანძილზე დაგროვილი ცოდნა უფლებას მაძლევს, შემოგთავაზოთ მორიგი თემა, რომელიც დაამშვენებას "ტექნოლოგიების" სტატიას... თემა ეხება პროფესიონალური ციფრული აპარატების დახასიათებას და წესითა და რიგით მან უნდა "დაგანახოთ", თუ რის მიხედვით შეგიძლიათ შეაფასოთ ესა თუ ის ფოტოკამერა და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი... -------------------------------------------------------------------- უწინ და შემოგთავაზეთ სტატიები, სადაც ზოგადად განვიხილეთ ციფრული ფოტოკამერის მოწყობილობა. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი თემა უკვე გადაიკითხეთ, იცით, რა არის სენსორი, მეგაპიქსელი, "კომპაქტური", "ჰიბრიდული" და "სარკიანი" ციფრული ფოტოაპარატები და რა განსხვავებაა მათ შორის, ასე რომ ზედმეტი საუბრისგან გავთავისუფლდები და გადავალ პირდაპირ საქმეზე... 1. გინდათ თუ არა სარკიანი ციფრული ფოტოკამერა? თვით ეს შეკითხვაც კი ზოგიერთებისთვის მეტისმეტად მარტივი, სხვათათვის კი - საკმაოდ რთულია ხოლმე... და მართლაც, ხართ თუ არა მზად, რომ მოისროლოთ საკუთარი საფულიდან მინიმუმ 500 აშშ დოლარი იმ ნივთში, რომლის, ერთი შეხედვით ანალოგებიც ორ-სამჯერ უფრო იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ? ზოგი იტყვის "კი", ზოგი - "არა" და ამას სრულიად გაუცნობიერებლად, ერთი ხელის მოსმით იზამს. სინამდვილეში კი ყველაფერი დაიყვანება თქვენს საჭიროებამდე. მოდით, ვნახოთ, ვის რა სჭირდება! კომპაქტური, იგივე სამოყვარულო, იგივე "სასაპნე" ციფრული აპარატი სჭირდება მას, ვისაც უნდა მინიმალური დანახარჯით მიიღოს მაქსიმალური შედეგი. ამ "მაქსიმალურ შედეგში" მოიაზრება მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა (MP), ვიდეოგადაღების უნარი, "ზუმის" მისაღები დონე (როგორც წესი 3-4x) და სახის დეტექცია. ყველა ამ მონაცემის მქონე ციფრული ფოტოკამერის შეძენა შეგიძლიათ 150 დოლარიდან "ზევით". ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი მონაცემების მქონე ციფრულებში Nikon-ის მოწყობილობა ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე Canon-ისა. თუმცა ამ უკანასკნელს ყოველთვის აქვს რაღაც უპირატესობები, ასე რომ სჯობს ჯერ კარგად გადაავლოთ მახასიათებლებს თვალი... რათქმაუნდა არსებობს Sony, რომელიც ცდილობს თქვენს მოხიბლვას Carl Zeiss-ის ლინზებით (კარლ ცაისი მართლაც ერთ-ერთ საუკეთესო ოპტიკას აწარმოებს), Panasonic, რომელიც ცდილობს ჩაგითრიოთ HD Video-თი და Samsung, რომელიც სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რით "გახუჭუჭებთ", მაგრამ ფაქტია, რომ გახუჭუჭებთ! შემდეგ მოდის Olympus, Pentax, HP და სხვა მოდელები... მოკლედ, "სასაპნეებში" არჩევანი დიდია და თუ თქვენი მოთხოვნები მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რაც ცოტა მაღლა მსხვილად გამოვყავი, მაშინ დაანებეთ სტატიის კითხვას თავი, ტყუილად დაიღლით თავს. ჰიბრიდული ციფრული კამერა სჭირდება მას, ვისაც არ ეზარება ისეთი აპარატის ქონა, რომელიც არ ეტევა შარვლის ჯიბეში, ლიფის შესაკრავში, ნიფხავში... უნდა, რომ მის კამერას ქონდეს მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა, კარგი ხარისხის ვიდეოს გადაღების და დიდი "ზუმი" (10-24x), გარდა ამისა ჰქონდეს რამოდენიმე სასიამოვნო "ბონუსი" გამოსახულების სტაბილიზატორის, მძლავრი მაშუქის, ცუდი განათებისას კარგი სურათის გადაღების საშუალების და სხვა მსგავსი რამეების სახით. რათქმაუნდა მას ამ ყველაფერში მინიმუმ 300 დოლარის გადახდა მოუწევს და ეს თანხა არამც და არამც არ უნდა ენანებოდეს, თორემ თუ კარგად დაფიქრდა, მიხვდება, რომ ქარს ატანს ფულს... კამერების არჩევანი აქაც საკმაოდ დიდია და არცერთი ბრენდის უგულებელყოფა არ შეიძლება - ბევრია კარგი კამერა, თითი ბრენდში მინიმუმ 3-4 დასახელებისა, ამიტომ, თუკი ჭეშმარიტების ძიებაში არ გინდათ ერთი კვირა დახარჯოთ, ჯობია ისარგებლოთ პრინციპით "ეს ქენონია და იმიტომ მინდა ყიდვა" და იყიდოთ თქვენი სანუკვარი ძვირი სათამაშო... დაბოლოს, ვის სჭირდება პროფესიონალური ფოტოკამერა? იმას, ვისაც შეგნებული აქვს, რომ ცხოვრება მარტო კომპაქტურობა არ არის, და არც ფოტოაპარატია მარტო "მეგაპიქსელი" და "ზუმი"... ასეთი ხალხი სურათის მაქსიმალური ხარისხის (ხარისხის და არა ზომის) მისაღწევად არ ერიდება მინიმუმ 500 გრამიანი კამერის, დამატებით 500 გრამი ობიექტივების და სხვა რაღაცების და ხშირ შემთხვევაში - 2-3 კილოგრამიანი შტატივის "თრაქვას" წაღმა-უკუღმა და ხშირად სასურველ შედეგსაც იღებს!.. თუ რათქმაუნდა, გადაღება იცის... თუკი მსგავსი ფოტოკამერის შეძენა განგიზრახავთ, გულწრფელად გილოცავთ იმიტომ, რომ ჯერ ერთი, საკუთარი თავის დარწმუნება - "დახარჯე 1500 ლარი" (მინიმუმ!), არც ისე იოლია... მერე მეორეც, თუკი ეს გააკეთეთ, გიჟი ხართ! ( ) მერე მესამეც, შეგიძლიათ სტატიის კითხვა განაგრძოთ! 1. DSLR: ფიზიკური მხარე "ზოგადსაკაცობრიო" ენაზე პროფესიონალურ ციფრულ ფოტოკამერას DSLR ქვია, რაც გრძლად იშიფრება, როგორც "Digital single-lens reflex camera", ანუ ქართულად "ციფრული ერთობიექტივიანი სარკიანი კამერა" (თარგმანი არაპირდაპირია!). გარეგნულად (და შიგნიდანაც) იგი ძლიერ წააგავს "სავეცკი" "ზენიტ"-ებს, "კიევ"-ებს და სხვა დანარჩენ ფირიან პროფესიონალურ ფოტოკამერებს, რომლებთან შეხებაც შეიძლება გქონიათ კიდეც. სარკიანი ფოტოკამერის ძირითადი სისტემის მოწყობილობა ასეთია: 1. ობიექტივი; 2. მოძრავი სარკე; 3. ჩამკეტი; 4. სასურათე სიბრტყე; 5. ფოკუსირების ეკრანი; 6. "გადამყვანი" ლინზა; 7. პენტაპრიზმა; 8. მაძიებელი (ხედის). ციფრული ფოტოკამერა ფირიანისგან ერთადერთი რამით განსხვავდება: მას არ აქვს ფოტოფირი, ასე რომ არ ჭირდება არც ფირის გადამხვევი მექანიზმი და სასურათე სიბრტყეზეც ფოტოფირის მაგიერ სურათის ციფრული სენსორი "პოზირებს"... ისევ და ისევ წმინდა ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტივის გარდა ციფრული კამერის წარმადობაზე გავლენას ახდენს მისი სენსორი, პროცესორი და სხვათა შორის მეხსიერების ჩიპიც. ობიექტივს დროებით შევეშვები, მასზე ცალკე ვისაუბრებ. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს. სენსორი სენსორი არის გარკვეული ზომების მქონე შუქმგრძნობიარე ფირფიტა, რომელიც იღებს გამოსახულებას და გადასცემს მას ბუფერში, შემდეგ კი პროცესორში. წინა ორ სტატიაში მშვენივრად იყო განმარტებული რა და რა ტიპის სენსორები არსებობს, ასე რომ ტიპებს აღარ გავარჩევ და აღარც მათ დადებით/უარყოფით მხარეებზე შევჩერდები... კამერის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ სენსორის ზომა. როგორც წესი, სენსორის ზომა მითითებულია ხოლმე ამა თუ იმ მიმოხილვის საიტებზე. ზომა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც რაც უფრო დიდი ზომისაა სენსორი, მით უფრო მკვეთრი გამოსახულების "ჩაბეჭდვა" შეუძლია შეცდომების გარეშე. მაგალითად, თუ გაქვთ ორი სენსორი, ერთი 8x16მმ ზომის, ხოლო მეორე - 10x19მმ ზომის, ორივე მათგანი აბსოლუტურად იდენტურ პროცესორზეა მიერთებული და ორივეს ერთნაირი გარჩევადობა აქვს (ვთქვათ, 10MP), დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ 10x19მმ-იანი სენსორი უკეთეს ფოტოს გადაიღებს. ერთი შეხედვით ეს არ გამოჩნდება, მაგრამ რეალურად ეს ასე იქნება. ზევით, სურათზე ხედავთ Nikon D60-ის "DX" ფორმატის სენსორს. მისი ზომებია 23.6x15.8მმ. ახლა, გლეხური ენიდან ისევ სამეცნიეროზე გადავალ და ვიტყვი, რომ სენსორის "ზომას" სინამდვილეში სენსორის ფორმატი ჰქვია. ბუნებაში სენსორების 25 ფორმატი არსებობს. მათგან ამჟამად აქტუალურია 10. ამ 10 ფორმატიდან 4 კონკრეტული ცოფრული ფოტოკამერისთვისაა შექმნილი და სხვა არსად გამოიყენება. დანარჩენები - 1", 4/3", APS-C, APS-H, DX და 35mm ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ციფრულ ფოტოკამერებში. ცხრილში ხედავთ სხვადასხვა ფორმატის სენსორების ზომებს: ძირითადად, DSLR-ებში გამოიყენება: Full-frame digital SLR, რომელიც 35მმ-იანი ფირიანი აპარატის ფორმატის ექვივალენტურია. Canon APS-H ფორმატი პროფესიონალური DSLR-ებისთვის (crop factor 1.3) Leica M8 და M8.2 (crop factor 1.33). APS-C ყველაზე მრავლისმომცველი დასახელებაა, რომელიც მოიცავს Nikon DX, Pentax, Konica Minolta, Sony α, Fuji-ს წარმოების კამერებს (crop factor 1.5) Canon entry-level DSLR formats (crop factor 1.6) Foveon X3, რომელიც Sigma SD სერიის DSLR-ებში გამოიყენება (crop factor 1.7) 4/3 - "Four Thirds" ფორმატი (crop factor 2.0) მტვრის მოცილების სისტემა ხშირად ობიექტივის გამოცვლისას სენსორზე მტვრის უმცირესი ნაწილაკები რჩება, რაც აფუჭებს გამოსახულებას, პიქსელებს ამუქებს და ა.შ. ამიტომ, მტვრის მოცილების მიზნით შემუშავებულ იქნა რამდენიმე ტექნოლოგია. დღესდღეობით ყველა მსხვილი მწარმოებელი (Canon, Nikon, Olympus, Sony, Sigma, Pentax) იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას. მაგალითად Sigma-ს კამერებს ობიექტივის გამოცვლის წინ სარკე ეფარება სენსორს, რათა დაიცვას იგი მტვრის მოხვედრისგან. Olympus-ის ტექნოლოგია "Supersonic Wave Filter (SSWF)" გულისხმობს სენსორზე თხელი ფირფიტის არსებობას, რომელიც არ უშვებს მტვერს სენსორამდე, იკრავს მას და შემდეგ, კამერის ყოველი ჩართვისას ულტრაბგერითი რხევების მეშვეობით იცილებს მტვრის ნაწილაკებს. სურათზე სწორედ ასეთი სენსორია გამოსახული: სხვათა შორის Olympus-მა პირველმა გამოიგონა და დანერგა მსგავსი ტექნოლოგია. სხვა მწარმოებლების ტექნოლოგიები სენსორის რხევას, სენსორის თავზე გამწმენდის გადატარებას და ა.შ. გულისხმობს, მაგრამ ყველაზე დახვეწილი მაინც SSWF-ია. გარდა ავტომატური სისტემებისა, არსებობს სპეციალური კომპლექტები, რომლებშიც საწმენდი სითხე, "ოყნა" (ჰაერის შესაბერად) და ფუნჯია მოთავსებული იმისთვის, რომ სენსორი ხელით გაწმინდოთ. Crop Factor/FOV Crop დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ სენსორების მონაცემებში ერთ-ერთი გახლავთ "Crop Factor". მას მგონი ქართული შესატყვისი არ აქვს, ამიტომ ჩამოჭრის ფაქტორს ვუწოდებ (თუ ვინმეს უკეთესი ვერსია ექნება, სიამოვნებით გამოვცვლი ). ჩამოჭრის ფაქტორი ეწოდება ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირისა (36x24მმ) და ციფრული სენსორის თანაფარდობას. ჩამოჭრის ფაქტორი გავლენას ახდენს კადრში მოსაქცევ სცენაზეც. ეს კარგად ჩანს შემდეგი ფოტოდან: აქ წითელი ჩარჩო 35მმ-იანი ფოტოფირის მიერ ხილვადი არეა, ხოლო ლურჯი - 1.6 ჩამოჭრის ფაქტორის მქონე სენსორის ხედვს არე. სხვათა შორის ამ მონაცემით სენსორის ზომების დადგენაც შეგიძლიათ. ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირის კადრი 36x24მმ ზომისაა, ჩამოჭრის ფაქტორი კი 1.6. ესე იგი სენსორის სიგანე გახლავთ 36:1.6=22.5, ხოლო სიგრძე - 24:1.6=15. ვუალა! არ გჭირდებათ არსად ქექვა ციფრული ფოტოკამერის სენსორის ზომების დასადგენად! რათქმაუნდა იმასაც მიხვდებოდით, რომ რაც უფრო მცირეა ჩამოჭრის ფაქტორი, მით უფრო ახლოსაა იგი 35მმ-იან ფირთან და მით უკეთესია სენსორიცა და კამერაც. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიდი ზომის სენსორი კამერის ზომებსაც ზრდის! ქვედა სურათზე ხედავთ "APS-C" (მარცხნივ) და "Full Frame" (მარჯვნივ) ფორმატის ციფრული ფოტოკამერებს. ახლა, გადავიდეთ პროცესორზე. მართალია ეს პროცესორი აჩქარებას არ ექვემდებარება (სოსო, შეგიძლია გახვიდე თემიდან, საშენო აქ არაფერია ), მაგრამ არანაკლები სამუშაო აქვს შესასრულებელი, ვიდრე კომპიუტერის პროცესორს... ციფრული ფოტოკამერის პროცესორს ევალება: 1. სენსორიდან სურათის მიღება. ამ ეტაპზე იგი სენსორის თითოეული პიქსელიდან იღებს კოდირებულ სიგნალს. სინამდვილეში ყველა სენსორი "შავ-თეთრია" - ისინი ფერად გამოსახულებას არ იჭერენ, რადგან ფოტოდიოდებისგან შედგებიან. ფოტოდიოდები "ხედავენ" მხოლოდ ნაცრისფრის ტონალობაში და ამა თუ იმ პიქსელზე ინფორმაციასაც ბაიერის ფილტრის გავლით გადასცემენ პროცესორს. ბაიერის ფილტრი (გამომგონებლის პატივსაცემად დაერქვა) პიქსელებს ფერებზე ინფორმაციას "აწებებს" და პროცესორს უკვე შეუძლია ამ პიქსელებიდან ფერადი გამოსახულების აწყობა. 2. დემოზაიცია (demosaicing). ეს სპეციალური პროგრამული ალგორითმია, რომლის მეშვეობითაც პროცესორი ცალკეული პიქსელებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთიან სურათს ქმნის. ამ დროსვე ხდება სურათის საერთო დამუშავება, გამისა და ფერებით გაჯერების რეგულირება, რათა მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი გამოსახულება იქნეს მიღებული. 3. ხმაურის მოშორება, ან შემცირება. აქ იგულისხმება არა აკუსტიკური, არამედ ელექტრული "ხმაური", რომელიც სენსორიდან პროცესორში ინფორმაციის გადაგზავნისას წარმოიქმნება. სურათზე ხმაური წინწკლების, ან გადღაბნილი ლაქების სახით გამოიხატება და ამახინჯებს მას. ხმაურის მოშორების ალგორითმის ხარისხზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად სუფთა სურათებს გადაიღებს ფოტოკამერა არამხოლოდ მაღალი შუქმგრძნობელობის პარამეტრებისას (ISO 800 და მეტი), არამედ დაბალი შუქმგრძნობელობის დროსაც (ISO 400 და ნაკლები). 4. გამკვეთრება. ამ ეტაპზე ფოტოს ეძლევა სიმკვეთრე, რათა არ იყოს ბუნდოვანი და უკეთ გადმოსცემდეს გადაღების ობიექტს. 5. სისწრაფე. რათქმაუნდა ოთხივე სტადიის დასრულებას და შემდეგ საბოლოო სურათის ჩიპზე შენახვას გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროზეა დამოკიდებული, თუ რამხელა ბუფერი დაჭირდება ფოტოკამერას, წამში რამდენი კადრის გადაღებას შეძლებს მიყოლებით და ა.შ. ხშირად პროცესორის სისწრაფე ბევრს წყვეტს, ასე რომ სანამ რამის ყიდვას გადაწყვეტდეთ, გირჩევთ გადახედოთ მიმოხილვების საიტებს და ნახოთ რა პროცესორი უდგას თქვენთვის სასურველ კამერას... ჩიპი. მართალია ეს ფოტოკამერის უშუალო დეტალი არ არის, მაგრამ ნაწილობრივ (უფრო სწორად კი, ნახევრად) მასზეა დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით გაიცლება ფოტოკამერის ბუფერი და შეძლებთ ახალი ფოტოს გადაღებას. პროფესიონალურ კამერებში დღეისათვის პოპულარულია CF და SD/SDHC, თუმცა CF ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს და მასზე ყურადღებას არ გავამახვილებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ფორმატის ჩიპები ძალიან უყვარს კომპანია Canon-ს. რაც შეეხება SD-სა და SDHC-ს, ეს ორი ჩიპი ერთმანეთისგან გარეგნულად არ განირჩევა, უბრალოდ SDHC (HC - High Capacity) არსებობს 4-32GB ტევადობისა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი SD მხოლოდ 4GB-მდე ტევადობისაა. SDHC მოწყობილობაში SD ჩიპიც მუშაობს. პირიქით - არა. ამიტომ ამას ყურადღება მიაქციეთ. გარდა ამისა, ჩიპები რამდენიმე "კლასად" არის დაყოფილი. დღესდღეობით ეს გახლავთ Class 2, Class 4, Class 6 და Class 10. კლასის აღმნიშვნელი რიცხვები ჩაწერის სიჩქარეს "გვკარნახობენ". ანუ Class 2-ს აქვს 2მბ/წმ ჩაწერის სიჩქარე, Class 4-ს - 4მბ/წმ და ა.შ. როგორც წესი, ჩიპს ზედვე აწერია ხოლმე კლასი. მაგალითად, ზედა სურათზე წარმოდგენილი ჩიპი მეოთხე კლასისაა.
  2. 37 points
    დღეს საექსპერიმენტოდ მქონდა შემდეგი ვიდეო ბარათი: http://www.asus.com/...60_TIDC2OG2GD5/ მიზანი იყო რაც შეიძლება მაქსიმალური ტაქტის ვალიდაცია და სტაბილური ტაქტის გამოვლენა სატესტო სისტემა: 3930K P9X79 პრო 4X4 GB სამსუნგის დდრ3 1 კილოვატიანი კვება ვინდოუს 7 64 ბიტი ვიდეობარათის გაგრილებას დავუმატე რამდენიმე ფანი და ეს ყველაფერი ბენჩ მაგიდაზე იდო აივანზე ჰაერის ტემპერატურა გერმანიაში ამ წუთას -5.5 გრადუსია ვიდეობარათის GPU-ს ვალიდაციის მომენტში ჰქონდა 1.2VGPU ტდპ ლიმიტერი არ მომიხსნია. მიღწეულ იქნა სტაბილური შედეგები: 1.მაქსიმალური ტაქტი GPU ზე 1507 მეგაჰერცი 2. მაქსიმალური სტაბილური ტაქტი GPU ზე 1380 მეგაჰერცი ვალიდაცია შედეგი საბოლოო არაა.მაქსიმალური ტაქტის ლიმიტი ამ წუთას მხოლოდ სოფტშია.თუ მოვახერხე როგორმე ოვერრაიდი პროგრამულ დონეზე ალბათ უფრო შორს წავა
  3. 29 points
    დღეს წარმოგიდგენთ NVIDIA-ს ახალი თაობის ვიდეობარათს GTX 980-ს ASUS-ს უძლიერეს ვერსიას, რომელიც ასე გამოიყურება ეს ვიდეობარათი დაფუძნებულია GM 204 ჩიპზე. მას აქვს 2048 CUDA core-ები, 64 Raster Operating Units (ROPs), 128 Texture Mapping Units (TMUs), 4 GB GDDR5 ტიპის მეხსიერება 224.4 GB/s გამტარობით. ჩიპს გააჩნია 16 Streaming Multiprocessors “Maxwell” (SMM) მისი სიხშირეებია base clock -> 1178MHz boost clock -> 1279MHz. მას აქვს DirectX 12 API-ს მხარდაჭერა და OPenGL 4.4-ს მხარდაჭერაც. აქვს ASUS-ს 3 წლიანი გარანტია. მასში არის 5.2 მილიარდი ტრანზისტორი, ხოლო თავად ჩიპის ფართობი შეადგენს 398 mm2-ს ეს ვიდეობარათი რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მოითხოვს მხოლოდ და მხოლოდ 165 w-ს ანუ კარგ 500 W-იანზე თავისუფლად იმუშავებს. მას მხოლოდ 2 ცალი 6 pin-იანი შესაერთებელი სჭირდება. შეიძლება ითქვას რომ MAXWELL არის სასწაული OVERCLOCKER ASUS-ს ვიდეოს შედეგები არ მაქვს მაგრამ განახებთ Gigabyte-ს 980 windforce-ს შდეგებს, რომელიც ასე გამოიყრება ეს უკვე ხუმრობა არაა 1547 MHZ boost-ზე ჰაერზე რაც 980-ს სტოკ boost-დან 331 MHZ-თ მაღლაა. + მეხსიერებაც 1000 MHZ-თ დარაზგონებულია და დგას 8 GHZ-ზე გვაქვს soft-ს მხრივაც წინსვლა. მას ექნება ახალი თაობის ფიზიკის მხარდაჭერა და ასევე ახალი თაობის aliasing-ს მხარდაჭერა (MFAA) რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე არსებული MSAA და დაახლოებით MFAA2x >= MSAA 4x ესეც MFAA-ს დემონსტრაცია მას ასევე აქვს ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერა Dynamic Super Resolution (DSR) ეს გავს Downsampling-ს (ამის შესახებ დაწვრილებით აქ მიწერია ---> ). ანუ თქვენ თუ გაქვთ 1080p მონიტორი შეგიძლიათ ითამაშოთ 4k გაფართოებაზე და გამოსახულება ბევრად უფრო კარგი იქნება. AA-ც არ დაგჭირდებათ (პირადად მაქვს ნაცადი მსგავსი რამ გემახსოვრებათ თემაც მქონდა გახსნილი) ფაქტიურად 4k gaming ხარისხი 1080p მონიტორზეც კი ეს DSR-ს დემონსტრაცია აქვს კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგია Voxel Global Illumination (VXGI) ეს არის NVidia GameWorks-ს ნაწილი (GameWorks-ზე დეტალურად აქ მიწერია ) რომელიც გამოიყენება დინამიური ნათების ეფექტების შესაქმნელად. ესეც მისი დემონსტრაცია მას აქვს NVIDIA surround-ს მხარდაჭერა მაქსიმუმ 4 მონიტორით. განლაგება ასეთია NVidia-ს მიხედვით ვიდეობარათების სიმძლავრე ძალიან საინტერესო შედარება GTX 980 vs GTX 780 Ti vs R9 290X CRYSIS 3-ში ტესტები გატარებულია i7 3770K-ზე 1080p გაფართოებაზე როგორც ხედავთ ჯამში 980 ჯობია ამ ორივე ბარათს. ამ ტესტში 980-მა 290x-ს 14%-თ ხოლო 780 ti-ს 5%-თ აჯობა. შედარებისთვის ეს ბარათი GTX 680-ს ჯობს 61%-თ და მოიხმარს იგივე ენერგიას და არის იგივე memory bus-ზე 256 bit ესეც ბენჩები იგივე ვიდეოებზე სხვადასხვა თამაშებში. კერძოდ: Battlefield 4 CRYSIS 3 Metro LL Tomb Raider 2013 Bioshock Infinite შედეგები ეს კი იგივე ბენჩები 1440p გაფართოებაზე შედეგები გვაქვს 4 way SLI-ს გაკეთების შესაძლებლობაც ეხლა კი წარმოგიდგენთ GTX 980 3 WAY SLI-ს 4K გაფართოებაზე. ტესტები ჩატარდა i7 5960x-ზე რომელიც მუშაობდა 4.6 GHZ-ზე. აღსანიშნავია რომ მოცემული ვიდეობარათებიდან თითოეული მოიხმარდა idle-ზე 13 w-თ ხოლო დატვირთვაზე 97 w-თ ნაკლებ ენერგიას GTX 780 Ti-სთან შედარებით. უფრო დაწვრილებითი ტესტები ----> http://www.guru3d.com/articles_pages/gigabyte_geforce_gtx_980_g1_gaming_review,12.html ესეც მაგარი შედეგი ესეც ბენჩმარკი ამ მხეცუნაც ფასი იქნება 549$ Amazon-ზე უკვე დევს გასაყიდად http://www.amazon.com/Gigabyte-GeForce-Overclocked-Graphics-GV-N980D5-4GD-B/dp/B00NH2D2M6/ref=sr_1_13?ie=UTF8&qid=1411115140&sr=8-13&keywords=nvidia+gtx+980 მოკლედ ეს ვიდეო რაც ვნახე 780 ti-ზე ძლიერია და ძალიან მაგრად რაზგონდება. გაითვალისწინეთ რომ ახალი არქიტექტურაა და დრაივერები რო გამოვა performance კიდე უფრო გაიზრდება NVIDIA მაგაში მაგარია და ჩემ 660-ზეც დავრწმუნდი. მოკლედ MAXWELL-მა ნამდვილად გაამართლა. და ეს ყველაფერი არაა GTX 980 Ti კიდევ წინაა... მადლობთ ყურადღებისთვის თემა მოამზადა matusala-მ
  4. 28 points
    ფორუმზე ხშირად შემოდიან ახალბედა მომხმარებლები რომელთაც აინტერესებთ თუ რა არის კომპიუტერი, რა ნაწილებისგან შედგება, რა მონაცემებს აქვს მნიშვნელობა და ა.შ. ვეცდები მოკლედ და გასაგებად ავღწერო ზოგადად კომპიუტერი და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილები. ეს არ იქნება მაღალი დონის მიმოხილვა დეტალებით, ეს უფრო იქნება ზოგადი საუბარი, მარტივი ენით რათა ახალბედამ შეძლოს გარკვევა, მით უმეტეს რომ გარკვეულ დეტალებში მეც ვერ ვერკვევი ბოლომდე პირველ რიგში ყველა ახალბედას ვურჩევ გადახედონ ჩვენს და ასევე სადაც საკმაოდ დიდი მასალაა უკვე მოგროვილი ქართულ ენაზე. სტატიაში ბოლო ცვლილელების შეტანის თარიღი 2013 წლის 28 დეკემბერია, ამის შემდეგ კიდევ ბევრი შეიცვლება და ვეცდები ცვლილებები ავსახო ხოლმე სტატიაში. არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს თუ როდის გამოიგონეს პირველი პროცესორი და რა შესაძლებლობები ჰქონდა მას, ვილაპარაკებ თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებზე და მათ ძირითად კომპონენტებზე: პროცესორი - CPU - თემა მიკიპედიიდან! პროცესორი კომპიუტერის ძირითადი ნაწილია, ასე ვთქვათ მისი ტვინი, ცენტრალური გამომთვლელი ერთეული - მოწყობილობა (central processing unit). ხშირად მომხარებლებს ზუსტად არ ესმით თუ რა არის პროცესორი და მისი ზომების შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვთ, თუ პირველი პროცესორები რამოდენიმე ოთახშიც ვერ ეტეოდნენ, თანამედროვე პროცესორები ასანთის კოლოფის ხელაა და არ უნდა აგვერიოს ის ე.წ. კეისში ანუ ყუთში რომლის ფუნქციაც მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის კომპნენტების ერთ ყუთში მოქცევაა. ეს სურათი სპეციალურად შევარჩიე, რადგან ნათლად ჩანს თუ რა ზომის არის პროცესორი (ზედ თერმოპასტა უსვია) ესეც ის ყუთი, რომელსაც ბევრი მომხარებელი პროცესორს უწოდებს არადა კომპიუტერი მაგ ყუთის გარეშეც მშვენივრად მუშაობს ჩვენი ფორუმის ერთ-ერთი წევრის კომპიუტერი ყუთის (case) გარეშე ზოგადად პროცესორების ორი მწარმოებელია რომელიც ჩვეულებრივ მომხარებელს შეიძლება აინტერესებდეს. ეს არის Intel და AMD. სწორედ ეს ორი გიგანტი აწარმოებს პროცესორებს პერსონალური კომპიუტერებისთვის. არსებობს კიდევ სხვა მწარმოებლები, რომლებიც მხოლოდ სერვერული სეგმენტისთვის აწარმოებენ პროცესორებს, ან მწარმოებლები რომლებიც მხოლოდ მობილური სეგმენტისთვის (მობილურები, სმარტფონები, ტაბლეტები) აწარმოებენ პროცესორს. მაგრამ უმეტესობისთვის ძირითადად Intel და AMD არის ცნობილი. ასევე არსებობს ტერმინი მიკროპროცესორი რომელიც ამჟამად აღარ არის აქტუალური, რადგან თანამდეროვე პროცესორები ყველა მიკროა ზომით. პროცესორის (CPU) ძირითადი ნაწილია ALU - არითმეტიკული ლოგიკური ერთეული, სწორედ ის აწარმოებს ძირითად გამოთვლებს და სინამდვილეში პროცესორმა იცის მხოლოდ და მხოლოდ მიმატება, სხვა დანარჩენი ოპერაცია გამოიყვანება მიმატებიდან, მაგალითად გამოკლებისას უმატებს უარყოფით ციფრს, გამრავლებისას რამდენჯერმე უმატებს და ა.შ. ასევე პროცესორის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია FPU - Floating point unit რომელიც ALU ბაზაზეა აგებული, უბრალოდ ბევრად რთული შენება აქვს და გამოთვლებს აწარმოებს არასრულ ციფრებზე, როგორიც არის მაგალითად π (Pi) - 3.14159.... პროცესორის მუშაობის პრინციპი ერთი შეხედვით მარტივია, მასში არის მილიონობით (არ ვაჭარბებ) ნახევარგამტარული ტრანზისტორი რომლებიც ორ მდგომარეობაში არიან: დენი არის (=1) და დენი არ არის (=0) სადაც საუბარია მილოვოლტებზე (ესეც არ არის მთლად ზუსტი, ჩართულ პროცესორში დენი ყოველთვის არის უბრალოდ გარკვეული ძაბვა არის ზღვარი, ამ ზღვარის ზევით 1-ია და ამ ზღვარის ქვევით აღიქმება როგორც 0). სწორედ ეს ენა ესმის ცენტრალურ პროცესორს 0-იანების და 1-იანების ენა, და აბსოლუტურად ყველა ოპერაცია, გამოთვლა და ბრძანება გადაითარგმნება ორობით ენაზე და მხოლოდ ამის შემდეგ აღიქვამს ბრძანებას პროცესორი. ყველა დანარჩენი პროგრამირების ენა ითარგმნება ჯერ ასამბლერში, ყველაზე დაბალი დონის (იგულისხმება low level და არა სუსტი) ენაზე და შემდეგ პროცესორისთვის ითარგმნება ორობით სისტემაში. ეს იმიტომ ხდება რომ ორობითი სისტემის აღქმა და ორობით სისტემაში პროგრამის დაწერა ადამიანისთვის წარმოუდგენელია, ხოლო პროცესორს არ ესმის არც ერთი ადამიანისთვის გასაგები ენა (არც ინგლისური მათ შორის ). პროცესორის შემადგენლობაში ასევე შედის ქეშ მეხსიერება (cache), რომელიც დღეისათვის უკვე სამი დონის არსებობს. იმისათვის რომ ქეშ მეხსიერება გავიგოთ დაახლოებით უნდა გვესმოდეს როგორ მუშაობს ზოგადად პროცესორი. პრინციპი დაახლოებით ასეთია (მაგრა მეზარება, მაგრამ მოდი მთელ გზა გავიაროთ) თქვენ რაღაცას აკრიფავთ (თუნდაც უბრალოდ Enter) კლავიატურაზე ეს პროგრამის საშუალებით მაშინვე გარდაიქმნება ბრძანებად რომელიც იგზავნება ჯერ დედა დაფაში ჩიპსეტში, იქიდან ბრძანება გადადის ოპერატიულ მეხსიერებაში, შემდეგ მესამე დონის (აქაც Level იგულიხმება და არა სუსტი და მძლავრი) ქეშ მეხსიერებაში L3 cache, შემდეგ L2 cache, შემდეგ L1 cache და უშუალოდ პირველი დონის ქეშიდან კითხულობს პროცესორი ბრძანებას, ასრულებს მას და შემდეგ იგივე გზით აბრუნებს უკან პირიქით თანმიმდევრობით - L1 cache, L2 cache, L3 cache, ოპერატიული მეხსიერება და იმის მიხედვით თუ რა ბრძანება იყო დედა დაფა გასნაზღვრავს სად გაუშვას ეს სიგნალი, იქნება ეს ხმა, მაშინ გასიმება ხმა, იქნება ეს გამოსახულება მაშინ გამოვა გამოსახულება ეკრანზე, იქნება ეს ვინჩესტერის დაფორმატება, მაშინ დაიწყება ვინჩესტერის ფორმატირება და ა.შ. მაგრამ ბრძანებები ცალცალკე არ იგზავნება და მარტივი ოპერაციებიც კი რამოდენიმე ბრძანებისგან შედგება და ბრძანებების მთელი რიგი იგზავნება ერთდოულად, პროცესორმა კი ისინი თანმიმდევრობით უნდა შეასრულოს. ნუ ზოგიერთ შემთხვევაში ბრძანებები პარალელურ რეჯიმში სრულდება მაგრამ ყველა ბრძანება არ და ვერ სრულდება პარალელურ რეჟიმში ამიტომ ბრძანებებს უწევთ რიგში დგომა და სწორედ აქ არის ქეშ მეხსიერება. პროცესორი რიგში პირველად იმ მეხსიერებას გაუშვებს რომელიც უფრო ახლოს არის მასთან, ანუ პრიორიტეტი ენიჭება ჯერ L1 cache დონის ქეშში შენახულ ბრძანებას შემდეგ L2 cache და ა.შ. ყველაზე ბოლოს მიმართავს პროცესორი ოპერატიულ მეხსიერებას. და რაც უფრო დაბალი დონის არის ქეშ მეხსიერება ანუ L1 cache მით უფრო სწრაფია მასთან მიამართვა ხოლო ოპერატიულ მეხსიერებასთან მიმართვა ყოველთვის უფრო ნელია ვიდრე ქეშ მეხსიერებასთან, თუმცა ბევრად უფრო სწრაფი ვიდრე უშუალოდ ვინჩესტერთან (HDD) მიმართვა. ქეშ მეხსიერება დაახლოებით გავიგეთ ასევე უნდა ვიცოდეთ რომ რაც უფრო დაბალი დონის არის ქეშ მეხსიერება მით უფრო მცირეა მისი მოცულობა და მით უფრო ძვირია მისი წარმოება მწარმოებლისთვის. რა თქმა უნდა პროცესორში ქეშ მეხსიერებას და მის მოცულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ არის უმთავრესი მაჩვენებელი, რადგან როგორც ნახეთ მისი ძირითადი ფუნქცია "რიგში მდგომი" ბრძანებების შენახვაა, ხოლო გამოთვლების წარმოება, ანუ უშუალოდ პროცესორის ფუნქციის შესრულება დამოკიდებულია ALU და FPU კომპონენტებზე. ქეშ მეხსიერება თავიდან სულაც არ იყო პროცესორში, არამედ ინტეგრირებული იყო დედა დაფაში და შემდეგ პროცესორების განვითარებასთან ერთად მოხდა მისი ინტეგრაცია CPU-ში. იყო დრო როცა არსებობდა მხოლოდ ორი დონის ქეშ მეხსიერება მაგალითად 775 სოკეტზე სულ ორი დონის ქეში იყო და AMD იყო პირველი ვინც გამოიგონა L3 დონის ქეში და მოახდინა მისი ინტეგრაცია პროცესორში. ინტელმა ეს უფრო მოგვიანებით გააკეთა და ნეჰალემ არქტიტექტურიდან მოყოლებული i7, i5 და i3 პროცესორებში უკვე ჩაშენებულია L3 დონის ქეშ მეხსიერება. პროცესორს ასევე გააჩნია ტაქტური სიხშირე - Clock rate. რომელიც იზომება ჰერცებით hz. ტაქტური სიხშირე ეს არის ციკლების რაოდენობა წამში. ციკლებში იგულისხმება აი ის გადართვა ზევით რომ დავწერე 0-დან 1-ში ან პირიქით. რაც უფრო მეტი გადართვის ანუ ციკლის შესრულება შეუძლია პროცესორს წამში მით მეტია მისის ტაქტური სიხშირე ანუ მით მეტ ჰერციანია, თუმცა ჰერციანი პროცესორები აღარ არსებობს, ამჟამად უკვე პროცესორების ტაქტური სიხშირე რამოდენიმე ასეულ მეგაჰერცს Mhz და რამოდენიმე გიგაჰერცს აღწევს Ghz. (კილოჰერცი - 1 000 ჰერცია, მეგაჰერცი 1 000 000 ჰერცი ხოლო გიგაჰერცი 1 000 000 000 - მილიარდი ჰერცი). რაც უფრო მეტ ჰერციანია პროცესორი მით უფრო სწრაფია იგი. უნდა ვიცოდეთ რომ პროცესორს აქვს ორი სიხშირე ეს არის ბაზისური სიხშირე და ტაქტური სიხშირე (ტაქტური სიხშირით იცნობს ყველა პროცესორს, ანუ რამდენ გიგა თუ მეგაჰერციანია სწორედ ტაქტური სიხშირეა ეგ), ბაზისური სიხშირე ეს არის ინტელისთვის იგივე FSB (Front Side Bus) და ახალ პროცესორებში BCLK (Baseclock) ხოლო AMD შემთხვევაში ეს არის HT (HyperTransport). ტაქტური სიხშირე ბაზისური სიხშირის პროცესორის მამრავლზე Multiplier გამრავლებით მიიღება და ბაზისური სიხშირე ყოველთვის უფრო ნაკლებია ვიდრე ტაქტური სიხშირე. ზოგჯერ ბაზისური სიხშირე 20-ჯერ და მეტჯერ ნაკლებიც კი შეიძლება იყოს ტაქტურ სიხშირეზე. თუ რამდენი იქნება ბაზისური სიხშირე და რამდენი მამრავლი ამას მწარმოებელი განსაზღვრავს თავისი სურვილის მიხედვით. თუ მაგალითად პროცესორს აქვს ბაზისური სიხშირე 333 ხოლო მომრავლი 9 მაშინ პროცესორის ტაქტური სიხშირე გამოვა 333*9=3000Mhz (intel core 2 duo E8400 მაგალითად). ხოლო თუ პროცესორის ბაზისური სიხშირე არის 100 ხოლო მამრავლი 34 მაშინ პროცესორის ტაქტური სიხშირე გამოვა 100*34=3400mhz (i7 2600 მაგალითად). პროცესორის აჩქარებაც (overclocking) სწორედ ამ მონაცემების შეცვლით ხდება, ან ბაზისური სიხშირის გაზრდით ან მამრავლის მატებით თუ ამის საშუალებას მწარმოებელი გვაძლევს, რადგან ხშირად მამრავლი ჩაკეტილია და მხოლოდ ბაზსიური სიხშირის გაზრდით შეიძლება აჩქარება, ზოგჯერ მამრავლი ღიაა (unlocked multiplier) და აჩქარება მხოლოდ მამრავლის მატებით შეიძლება. ბაზისური სიხშირის მატება ყოველთვის უფრო ძნელია ვიდრე მხოლოდ მამრავლის მატება მაგრამ ხშირად უფრო ეფექტური, ანუ თუ ბაზისურ სიხშირეს გაზრდი რეალურად პროცესორი უფრო მძლავრი გახდება ვიდრე მხოლოდ მამრავლის მატებით. თუმცა მაგალითად ინტელის ახალ პროცესორები ბაზისური სიხშირის მატებას ვერ იტანენ და ფაქტიურად ერთადერთი საშუალება მხოლოდ მამრავლის მატება რჩება. არსებობს ტექნოლოგია Turbo boost რომელსაც იყენებს Intel-ის და უკვე AMD-ს პროცესორები და მისი აზრია დატვირთვაზე (ანუ მძიმე სამუშაოს შესრულებისას) პროცესორის ავტომატური აჩქარება - ტაქტური სიხშირის მატება მამრავლის მატების გზით. იმის მიხედვით თუ რამდენი ბირთვია დატვირთული სხვადასხვა პროცესორი სხვადასხვა სიხშირემდე მატულობს. ზოგჯერ შეიძლება მოიმატოს 1 მამრავლით სიხშირემ ან 5 მამრავლითაც. ეს პრაქტიკაში გამოიხატება ტაქტური სიხშირის 100mhz მატებით ან 500mhz მატებით შესაბამისად. ასევე AMD-მ მოახდინა თავის ახალ პროცესორებში Turbo core ტექნოლოგიის დანერგვა რომლის არსიც ზუსტად იგივეა რაც Turbo boost. პროცესორის ტაქტური სიხშირე ავტომატურად მატულობს დატვირთვაზე. თუ რამდენით მოიმატებს სიხშირე ეს ბაზისურ სიხშირეზე და მწარმოებლის სურვილზეა დამოკიდებული. თუ მაგალითად ბაზისური სიხშირე 100mhz-ია მამრავლის 1 ერთეულით მატებით ტაქტური სიხშირეც 100mhz-ით იზრდება, ხოლო თუ ბაზისური სიხშირე 133mhz-ია მაშინ მამრავლის 1 ერთეულით მატებით ტაქტური სიხშირე 133mhz-ით იზრდება. იგივე შემთხვევაში 2 ერთეულით მატებისას ტაქტური სიხშირე 2-ჯერ 133 ანუ 266mhz-ით მოიმატებს და ა.შ. ასევე საყურადღებოა რომ ბაზისურ სიხშირეზე მიბმულია ოპერატიული მეხსიერებაც (რომელსაც ასევე გააჩნია თავისი მამრავლი) და ბაზისური სიხშირის გაზრდასთან ერთად ავტომატურად მოიმატებს ოპერატიული მეხსერების სიხშირე, გვინდა ჩვენ ეს თუ არა. ერთადერთი ვარიანტი როცა ოპერატიულის სიხშირე არ მატულობს ეს არის მამრავლის მომატებით პროცესორის აჩქარება, შესაძლებელია ცალკე ოპერატიულის სიხშირის გაზრდა პროცესორის სიხშირის გაზრდის გარეშე ამისთვის ოპერატიულის მამრავლი უნდა გავზარდოთ. რადგან ოპერატიულთან მივედით აქვე ვიტყვი რომ ყველა კომპონენტს სჭირდება თავისი კონტროლერი რომელიც აკავშირებს ამ კომპონენტს დედა დაფასთან და შემდეგ პროცესორთან. შესაბამისად ოპერატიულ მეხსიერებას გააჩნია თავისი კონტროლერი (memory controler, IMC, MCH). ეს კონტროლერი განსაზღვრავს თუ რომელი ტიპის ოპერატიული მეხსიერება შეიძლება დაყენდეს სისტემაზე DDR, DDR2 თუ DDR3 და რა სიხშირეზე შეუძლიათ მათ მუშაობა (უკვე ინერგება DDR4 ტიპის მეხსიერება). თავიდან ეს კონტროლერი დედა დაფაში იყო ინტეგრირებული ხოლო ეხლა უკვე კონტროლერმა გადაინცავლა პროცესორში. პირველად მეხსიერების კონტროლერი პროცესორში AMD-მ გადაიტანა ხოლო შემდეგ მას ინტელმაც მიბაძა. ასე რომ დღეისათვის თუ რა ტიპის ოპერატიული მეხსიერება და რამდენი GB შეიძლება დაყენდეს სისტემაში დამოკიდებულია პროცესორზე და არა დედა დაფაზე, როგორც ეს ადრე იყო. ასევე საინტერესოა რომ ახალ პროცესორებში გადატანილია უკვე PCI-e სლოტის კონტროლერიც რომლებიც გაფართოების დაფებისთვის გამოიყენება (ძირითადად ვიდეო დაფა, ასევე ხმის დაფა, ქსელის დაფა...) PCI-e კონტროლერო ასევე თავიდან დედა დაფებში იყო ინტეგრირებული. კონტროლერების პროცესორში გადატანით მათთან მიმართვა ხდება უფრო სწრაფად, თუმცა პროცესორი ამის გამო ხდება უფრო ცხელი და ასაჩქარებლად უფრო ძნელი. ასევე უახლეს პროცესორებში მოხდა უკვე ვიდეო დაფების ინტეგრაციაც და ამჟამად AMD-ც და intel-იც უშვებენ პროცესორებს ინტეგრირებული ვიდეო დაფებით. ძველი თაობის ინტეგრირებული ვიდეო დაფები დედა დაფის ჩრდილოეთ ხიდში იყო ინტეგრირებული. საბოლოოდ ჩრდილოეთ ჩიპსეტი ანუ ხიდი North Bridge მთლიანად პროცესორში აღმოჩნდა და დედა დაფიდან გაქრა. ბირთვები - ყველამ ვიცით რომ პროცესორს აქვს ბირთვები. თითო ბირთვი ეს ფაქტიურად არის ALU და FPU პლუს L1 და L2 დონის ქეშ მეხსიერება, ხოლო L3 დონის ქეშ მეხსიერება ბირთვებს როგორც წესი საერთო აქვთ. დღეისათვის არსებობს 1, 2, 3, 4, 6, 8 და 12 ბირთვიანი პროცესორიც (8 და 12 მხოლოდ სერვერულ პროცესორებზე არსებობს ჯერჯერობით). ექსპერიმენტულ 48 და 100 და ა.შ. ბირთვიან პროცესორებზე არ მაქვს საუბარი 4 ბირთვიანი პროცესორის კრისტალი (Die) ჩანს 4 ბირთვი (core) რომლებშიც არ ჩანს L1 და L2 ქეშ მეხსიერება სამაგიეროდ ჩანს რომ L3 დონის მეხსიერება განაწილებულია. ასევე ზევით ჩანს ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი. უნდა გვახსოვდეს რომ ბევრი ბირთვი არ ნიშნავს რომ პროცესორის სიხშირე ორმაგდება და ოთხმაგდება. თუ გვაქვს 2 ბირთვიანი პროცესორი რომელიც მუშაობს 3000Mhz სიხშირეზე ეს იმას არ ნიშნავს რომ ორივე ერთად 6000mhz სიხშირეზე მუშაობს! ანალოგიას გავავლებ მანქანასთან, ვთქვათ გვაქვს ორი მანქანა რომლებიც თითო 100 კმ საათში სიჩქარით დადის, ორივე ერთად რომ დავძრათ 200 კმ საათში სიჩქარით არ ივლიან. უბრალოდ ორივე ერთად ორჯერ მეტ ადამიანს გადაიყვანს, სწორედ მასეა პროცესორშიც. ორი ბირთვი 3000Mhz სიჩქარეზე მომუშავე ორჯერ მეტ მონაცემს დაამუშავებენ 3000mhz სისწრაფით და არა 6000Mhz სისწრაფით. 6000mhz-იანი პროცესორი თუ გინდათ დაარაზგონეთ! აზოტის გაგრილებით ასევე საინტერესოა ინტელის ტექნოლოგია HTT - Hyper-threading. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ პენტიუმების დროს მოიგონა ინტელმა და ამ დროს ერთი ბირთვი მუშაობს ისე როგორც ორი (ვირტუალური ბირთვი). ანუ ამ დროს ერთი ბირთვი მუშაობს ისე როგორც ორი, ანუ პროცესორი ერთდროულად ამუშავებს ბრძანებების ორ ნაკადს და ამისთვის ის ამუშავებს ბრძანებების ერთ ნაკადს ხოლო მეორე ნაკადისთვის იყენებს ბირთვის (და არა მთლიანი პროცესორის) იმ რესურსებს რომელიც არ სჭირდება პირველი ნაკადის ბრძანებების დამუშავებას. ასე 2 ფიზიკური ბირთვის მქონდე პროცესორი მუშაობს როგორც 4 ბირთვიანი, 4 ბირთვიანი როგორც 8 ბირთვიანი და ა.შ. თუმცა ეს ტექნოლოგია ორმაგ მატებას არ იძლევა და სინამდვილეში წარმადობა არა ორჯერ არამედ დაახლოებით 1.5-ჯერ იზრდება. თუმცა ესეც საკმაოდ დიდი შედეგია. ნანომეტრული ტექნოლოგია - კომპიუტერებთან მიმართებაში ეს არის ტექნოპროცესი რომლითაც მზადდება პროცესორი. ნანომეტრი (Nanometre) სინამდვილეში სიგრძის საზომი ერთეულია და ერთი ნანომეტრი მეტრის მემილიონედი ნაწილია ანუ მილიმეტრის მეათასედი ზომის. რაც უფრო დაბალი ნანმეტრული ტექნოლოგიით არის დამზადებული პროცესორი მით უფრო სწრაფია იგი, მით უფრო მეტ სიხშირეზე მუშაობს, მით უფრო ნაკლებ ძაბვას მოითხოვს და ასევე მით უფრო ცხელია ! მით უფრო ადვილად ზიანდება ძაბვის მატებისას და შესაბამისად აჩქარებისას! ამჟამად პროცესორების წარმოება ძირითადად 45 და 32 ნანომეტრული და ეხლა უკვე 22 ნანომეტრულ ტექნოლოგიით მიმდინარობს თუმცა ეს პროცესი უსასრულოდ არ გაგრძლედება და დღეს უკვე ფიქრობენ, რომ მაგალითად 1 და 2 ნანომეტრული ტენქოლოგიით აგებული პროცესორები შეიძლება ვერასდროს ვიხილოთ. პროცესორს ასევე გააჩნია თავისი არქიტექტურა, თუ რა არის არქიტექტურა ახალბედისთვის კი არა ჩემთვისაც ძნელი გასაგებია ეს არის პროცესორის შიდა აგებულება, ტრანზისტორების რაოდენობა, ALU და FPU შიდა შენება თუ რა ლოგიკით მუშაობენ ეს ერთეულები, თუ რა მოცულობის არის ქეშ მეხსიერებები, თუ რა კონტროლერებია მასში ინტეგრირებული (მეხსიერების, PCI-e) თუ რა ნანომეტრული ტექნოლოგიით არის აშენებული. თუ რა სალტეებს იყენებს ის სხვა კომპონენტებთან დასაკვშირებლად - FSB, QPI, DMI, HT და ა.შ. მე შემიძლია განახოთ ინტელის და AMD-ს პროცესორების არქიტექტურა უბრალოდ ეს რიგითი მომხარებლისთვის დეტალებში სრულიად არაფრის მომცემია ნეჰალემ ერთი ბირთვის არქიტექტურა ბულდოზერ ერთი ბირთვის არქიტექტურა მოკლედ არქიტექტურა განსაზღვრავს თუ რა გზას გაივლის ბრძანებები, მონაცემები პროცესორში და თუ როგორ და რა თანმიმდევრობით ხდება მათი შეყვანა, შესრულება და გამოყვანა. ასე რომ პროცესორის ყიდვისას შეგიძლიათ გაითვალისწინოთ: მისი ტაქტური სიხშირე მისი ქეშ მეხსიერების ზომა ბირთვების რაონდეობა ნანომეტრული ტექნოლოგია ასევე ვინ აწარმოებს მას და რა თქმა უნდა ფასი უნდა გაითვალისწინოთ რისთვის გჭირდებათ პროცესორი, რადგან უმეტეს თამაშებში დღეისათვის რეალურად 4 ბირთვზე მეტი არ დაგჭირდებათ არქიტექტურა და სხვა დეტალები ყიდვისას ნამდვილად არ ჩანს და რეალურად თუ გინდათ იცოდეთ რა შეუძლია პროცესორს და რომელი უკეთესია, ჯობია ნახოთ მიმოხილვები და რევიუები სხვა პროცესორებთან შედარებით რათა გაიგოთ კონკრეტულ თამაშებში და პროგრამებში რომელი პროცესორი აჩვენებს უკეთეს შედეგს. პრინციპში მემგონი პროცესორებზე საკმარისი ვილაპარაკე და გადავიდეთ დედა დაფებზე (მანამდე წავალ ყავას დავადგავ, თქვენ არ დაიშალოთ)
  5. 22 points
    მოგესალმებით, თითქმის 2 წლიანი შესვენების მერე ისევ დავბრუნდი ამჯერად ახალი ტესტებით და ბევრი ლაპარაკის გარეშე გადავალ პირდაპირ საქმეზე ამ ტესტებში ნაჩვენებია მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოკარტების წარმადობა ტემპერატურას და ხმაურის დონეს არ ვეხები, დავტესტე 3 კარტა სამივე აბსოლიტურად იდენტურ პირობებში ბევრს აქვს დღეს Nvidia-ს მე 4 და მე 5 სერიის კარტები კონკრეტულად კი GTX 460-GTX 560 Core 448/GTX570-ები და ალბათ აინტერესებთ თუ დაახლოებით რა სხვაობა იქნება 460-დან 560 core 448ზე ან 570ზე გადასვლისას ან თავის მხრივ 570დან 670ზე გადასვლისას მე კი ეგ სამივე კარტა ჩამივარდა ხელთ და გადავწყვიტე ჩამეტარებინა ტესტები და გამეზიარებინა თქვენთვისაც. ერთი ის ფაქტორი გაითვალისწინეთ ოღონდ რომ ამა თუ იმ თამასში რა FPSებიც ჩემთან დაფიქსირდა შეიძლება სხვა საიტზე დაფიქსირებულ FPSებს არ დაემთხვას იმიტომ რომ ელემენტარულად თამაშის ტურში იყოს სხვაობა ან თამაშის ნასტროიკებში + ამას ერთი და იგივე თამაშის ტურში შეიძლება ზოგან უფრო მეტი იყოს FPS-ი ზოგან კი უფრო ნაკლები თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში ზუსტად ერთნაერად და ზუსტად ერთიდაიგივე ადგილას მაქვს დატესტილი სამივე კარტა ასე რომ ამ შემთხვევაში ცდომილება ვერ იქნება. ტესტირება ჩატარდა თანამედროვე ნორმალური დონის კომპიუტერზე კონკრეტულად კი intel Core i5 2400 MB: Asus Z68 Chipset Ram 8GB DDR3 2133Mhz რაც შეეხება ვიდეო კარტებს და მათ სიხშირეებს 1) 2GB 256Bit Galaxy GTX 670 OC @ Core clock 955 - ცოტათი დარაზგონებული GTX670-ი 2) 1.28GB 320Bit EVGA GTX 560 Core 448 FTW Edition @ Core Clock 797 - საკმაოდ კარგ რაზგონზე მყოფი GTX560 Core 448 რომელიც სტანდარტულ 570ზე ოდნავ უფრო ძლიერი გამოდის 3) 0.76GB 192Bit Gigabyte GTX 460 OC @ Core Clock 715 - ცოტათი დარაზგონებული GTX460 ყველა ტესტის წინ რომ არ ვწერო ბარემ წინასწარვე დავწერ რომ ყველა თამაშის ტესტი არის გატარებული FULL HD რეზოლუციაზე მაქსიმალურ გრაფიკაზე DX11.0ის რეჟიმში (რომლებსაც აქვთ) ყველაფერი ბოლომდე აწეულზე 4X AA-თი Dirt 3-ის გამოკლებით სადაც 8X არის ჩართული და კრიზის 2 რომელიც High Resolution Texture pack-ით არის და რამდენია AA ჩართული უბრალოდ ვერ გავიგე თუმცა ძალიან სუფთად კი გამოიყურებოდა. ბენჩმარკებით დავიწყოთ 1) 3Dmark Vantage High Preset როგორც ხედავთ 460GTX-ი კატასტროფულად აგებს 560 Core 448 FTW-სთან თავის მხრივ კი ეს უკანასკნელი საკმაოდ სოლიდურად ჩამორჩება 670-ს. 2) New Down DX11.0 Demo თუ გინდათ რომ თქვენი კარტა მართლა "დაიგრუზოს" ჩართეთ New Down -ის ბენჩი და ნოკაუტი გარანტირებულიაქვს თქვენს ვიდეოს ^^ GTX 670-ი აქ თითქმის 2 ჯერ ჯობია უახლოეს მდევარს GTX 560 Core 448 FTW-ს რომელიც თავის მხრივაც 2 ჯერ ჯობია ლამის GTX 460 OC-ს რომელსაც 5 FPS-ი ძლივს უჭირავს Free Camera-ს დროს. 3) Far Cry 3 DX11.0 Ultra High 4X AA როგორც ხედავთ Far Cry 3 ში ძალზე დიდია სამივე კარტას შორის სხვაობა და საკმაოდ ჩამორჩებიან კარტები ერთმანეთს ძალიან მომთხოვნი თამაში გამოუვიდათ აშკარად ძალიან დიდ სიმძლავრეს ითხოვს ვიდეოებისგან, გრაფიკა მართლა ძალიან მაღალი დონის აქვს დღევანდელი სტანდარტებით ამ თამაშს. 4) Battlefield 3 Ultra High 4X AA აქაც ძალიან დიდი რაზრივია კარტებს შორის... 460GTX ზე არ ითამაშება ამ სეთინგებზე და ჩამორჩება GTX 560 Core 448 FTW-ს 19 FPS-ით თავის მხრივ კი FTW Edition-ი 670-ს ჩამორჩება მთელი 20 FPS-ით. 5) Hitman Absolution Ultra High 4X AA როგორც ხედავთ აქ შედარებით კარგად უჭირავს თავი მეხუთე სერიის კარტას და ჩამორჩენა არარის ისეთი კატასტროფული მე 6 სერიის High End-თან, GTX 460ზე კი ძალიან ჭედავს ამ ნასტროიკებზე 6) Dirt 3 Ultra High 8X AA როგორც იქნა გამოჩნდა ისეთი თამაში სადაც GTX460-ზეც შეიძლება ძალიან მაღალ ნასტროიკებზე თამაში, Dirt3! GTX 670-ის FPS-ის მაჩვენებელმა კი ლამის "გაჭედა" მიუხედავად ულტრა სეთინგებისა და 8X AA-სი ლამის 90 დააფიქსირა. 7) Crysis 2 High Res pack Ultra High კრიზისში ისევ გამოჩნდა რომ "სხვადასხვა" ლიგის წარმომადგენლები არიან კარტები აშკარად ძალიან დიდია სხვაობა ისევ კარტებს შორის. 8) Metro 2033 Ultra High 4X AA კინაღამ დაიწვა GTX 460-ი ისეთი სლაიდ შოუ იყო! აქ საკმაოდ კარგად უჭირავს თავი GTX 560 Core 448 FTW-ს მითუმეტეს 460-ის ფონზე რაც ნამდვილად არ მეგონა და ვითომ არარის ძალიან დიდი ჩამორჩენა 670-თან 6 FPS-ი ვითომ რა დიდი რამეო შეიძლება იფიქროთ მაგრამ რეალურად თამასში სხვაობა საკმაოდ შესამჩნევია იმიტომ რომ 670-ი 30-იანის ნიშნულთან არის და ჯამში გაცილებით უფრო პლავნად მიაქვს და "ითამაშება" 670-ით, 560 core 448ზე კი შანსი არარის ამ სეთინგებით თამაში და აუცილებლად დაწევა ან გამორთვა მოგიწევთ რამის თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მაინც ყოჩაღ ამ კარტას რომ უფრო მეტად არ გაჭედა. ვერდიქტი : GTX 560 Core 448 FTW 1-2% ით ჯობია სტანდარტულ GTX570-ს ასე რომ ამ კარტას რომ განვიხილავდი შეგიძლიათ ავტომატურად 570-იც განიხილოთ ამის მაგივრად ასე რომ დაისმის კითხვა ღიირს GTX 460-დან 560Core448ზე ან 570ზე გადასვლა და დიდ სხვაობას მოგცემთ ? პასუხი მარტივია ღირს და თან როგორ! კატასტროფული სხვაობაა პრაქტიკულად ყველა თანამედროვე თამასში გაფშიკა ფეხები 460-მა ასე რომ როგორც ცა და დედამიწაო რომ იტყვიან ისეთი სხვაობაა ამ ორ კარტას შორის.... რაც შეეხება GTX570დან GTX670ზე გადასვლას..... ფაქტია რომ მთლა ისეთ გრანდიოზულ განსხვავებას ვერ მოგცემთ წარმადობაში როგორც 460 დან 570ზე გადასვლისას იქიდან გამომდინარე რომ თითონ 570-ი უკვე საკმაოდ მძლავრი და კარგი კარტაა თუმცა განსხვავება აშკარად არის და თან არც თუ ისე პატარა. მადლობთ ყურადღებისთვის 1-2 წლის მერე შეიძლება კიდევ დავბრუნდე ახალი ტესტებით .
  6. 22 points
    ჩემო ძვირფასო ფორუმელნო, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე გამეხსნა ციფრული აპარატების ყიდვის გიდი, რომელიც დაგეხმარებათ ოპტიმალური კამერის შეძენაში. რათქმაუნდა ბაზარზე ფასები და პროდუქცია ხშირად იცვლება, ამიტომ გიდი განახლდება თვეში ერთხელ. პროდუქციას დავყოფ რამოდენიმე კატეგორიად 1. ყველაზე იაფი სასაპნე. ამ კატეგორიაში რათქმაუნდა დინოზავრები და ჭაღარა ხუთმეგაპიქსელიანი ბაბუები არ მოიაზრება, მაგრამ "refurbished" პროდუქციას გვერდს ვერ და არ ავუვლით. No.3: წითელი Nikon Coolpix L22 http://www.adorama.com/INKCPL22RDR.html 12 მეგაპიქსელიანი კამერა 3.6-ჯერადი ზუმითაა აღჭურვილი, აქვს სამდუიმიანი LCD დისპლეი. მუშაობს "AA" ტიპის ელემენტებზე, რომლებსაც ეგზომ ვერ ვიტან აქვს 640x480 MJPEG ვიდეოგადაღების ფუნქცია, შეფასებულია მხოლოდ 50 დოლარად, ანუ მის შეძენას და ჩამოტანას ას ლარზე ნაკლებ თანხაში მოახერხებთ და ცოტას გაერთობით კიდეც! No.2: ნაცრისფერი Canon Powershot A490 http://www.adorama.com/ICAA490R.html მათ, ვისაც არ უყვარს ნიკონი, ან წითელი ფერი (ან ორივე ერთად), ან ვისაც ჰგონია, რომ "ქენონი ყველაზე მაგარია", შეუძლიათ Canon Powershot A490 შეიძინოს. ათმეგაპიქსელიან კამერას 3.3-ჯერადი ზუმი აქვს, სურათებთან ერთად იღებს 640x480 გაფართოების ვიდეოსაც. მის მყიდველს ისევ და ისევ "AA" ელემენტებთან მოუწევს ურთიერთობა, მაგრამ 60 დოლარად ცუდი ნამდვილად არ არის. No.1: წითელი Nikon Coolpix S60 http://www.cameta.com/Nikon-Coolpix-S60-Digital-Camera-Crimson-Red-Factory-Demo-41849.cfm ჩემი აზრით ორივე ზემოხსენებულ კამერას მოცემული მოდელი დიზაინით ჯობნის. ათმეგაპიქსელიანი, 5-ჯერად ზუმიანი ნიკონი 640x480 გაფართოების ვიდეოსაც გადაიღებს და რაც მთავარია, მას არა "AA" ელემენტები, არამედ EN-EL10 მოდელის აკუმულატორი აქვს. შეფასებულია 70 დოლარად და თუ ძალიან არ გიჭირთ, ან ძალიან ძუნწები არ ხართ, ნაღდად ღირს 20$-ით მეტის გადახდა! 2. "ეგებ როგორმე საბაჟოს ავცდე" ამ კატეგორიაში ისეთი პროდუქცია შევა, რომლის ყიდვისა და ჩამოტანის ღირებულება 300 ლარს უახლოვდება. No.2: Sony Cyber-Shot DSC-H70 http://www.amazon.com/dp/B004H8FNEE/ref=as_li_ss_til?tag=lensgearblogs-20&camp=213381&creative=390973&linkCode=as4&creativeASIN=B004H8FNEE&adid=179TZ0GHDWHA0P5XJRD9& ეს კამერა 16-მეგაპიქსელიანია და იღებს HD ვიდეოს (რომელსაც პირდაპირ კამერიდან გაუშვებთ HDMI პორტით), აქვს 10x ზუმი. მისი ღირებულება 160 დოლარია რაც იმას ნიშნავს, რომ სონის თბილისში ჩამოტანა 285 ლარამდე დაჯდება. No.1: Fujifilm FinePix S2950 http://www.amazon.com/Fujifilm-FinePix-Digital-Fujinon-Optical/dp/B004HO58NO/ref=dp_cp_ob_p_title_2 ფუჯის ჰიბრიდები საკმაოდ პოპულარულ პროდუქციას წარმოადგენს. ეს კონკრეტული მოდელი 14MP-იანი სენსორითაა აღჭურვილი. ზუმი 18-ჯერადი აქვს, რიგითი მომხმარებლისთვის საკმარისზე მეტია. იღებს HD ვიდეოს და აქვს მისი HDMI პორტით გაშვების საშუალებაც. კამერის ჩამოტანა დაახლოებით 290 ლარი დაგიჯდებათ, მაგრამ საუბედუროდ იგი "AA" ელემენტებზე მუშაობს, რის გათვალისწინებასა და გააზრებასაც აუცილებლად გირჩევთ, სანამ ამ ფუჯის შეძენას გადაწყვეტდეთ. 3. ვაცნობიერებ, რომ იაფი DSLR-ს ქონას საერთოდ არქონა ჯობია, მაგრამ მაინც მინდა! არსებობს მომხმარებლის ისეთი კატეგორია, რომელიც იმის ხათრით, "ოღონდაც "პროფესიონალი" მქონდესო", ისეთ რამეს ყიდულობენ, რაც სრულებით არ ჭირდებათ. და როგორც წესი, ყველაზე იაფ DSLR-ს ყიდულობენ. რათქმაუნდა SLR-ის გამოყენებას ცოდნა უნდა და მერე გული წყდებათ ხოლმე, "კარგ სურათებს არ იღებსო". როგორც წესი ყველაფერი კარგად მთავრდება ხოლმე - ან სუბიექტი სწავლობს კამერის გამოყენებას და ყოვლად კმაყოფილია, ან არა და ყიდის კამერას და ვიღაც სხვას აბედნიერებს მოკლედ, ამ კატეგორიაში სამი შესაძლო ვარიანტი არსებობს. ვარიანტი "ა": შევიძინოთ მართლაც იაფი DSLR. შესაძლებელია მართლაც იაფად იყიდოთ Refurbished კატეგორიის წარმომადგენლები. მაგალითად Olympus E-420: http://www.amazon.com/Olympus-E420-Digital-14-42mm-40-150mm/dp/B001Q3M4HC/ref=sr_1_28?s=photo&ie=UTF8&qid=1318175664&sr=1-28 რომელიც 800 ლარი დაჯდება განბაჟების ჩათვლით. ან, Nikon D3000-ის კორპუსი: http://www.adorama.com/INKD3000R.html რომელიც 634 ლარი დაგიჯდებათ თბილისამდე და "კიტ ლინზის" შეძენის შემდეგ 800 თუარა, 750 ლარს მაინც მიუკაკუნებთ. საერთო ჯამში ორივე კამერა ერთმანეთს "ავსებს". მაგალითად ოლიმპასს Live View აქვს, მაგრამ სამაგიეროდ Nikon-ს სენსორი აქვს უფრო დიდი და ფოტოს ხარისხიც ოდნავ უკეთესი აქვს ამის წყალობით. ასეა თუ ისე, ორივე კამერა საკმაოდ ანგარიშგასაწევია. დამწყებთათვის D3000 მისწრებაა ყველაფრის მიუხედავად, E-420-ის მფლობელს კი შეეძლება იამაყოს იმით, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა სერიულ DSLR-ს ფლობს. ვარიანტი "ბ": საერთოდ არ შევიძინოთ DSLR http://www.cameta.com/Olympus-PEN-E-PL1-Micro-4-3-Digital-Camera-14-42mm-Lens-Slate-Blue-Black-Factory-Demo-52499.cfm დიახ, არ შევიძინოთ მძიმე SLR, რომელიც სასურველია თავისივე ჩანთით ვატაროთ ყველგან... და შევიძინოთ რაღაც ისეთი, რაც შეითავსებს DSLR-ის ფუნქციებს და ამავდროულად იქნება კომპაქტური. შევიძინოთ Olympus PEN! ეს კამერა თბილისამდე 611 ლარი დაგიჯდებათ და დამერწმუნეთ, საუცხოო ნივთის მფლობელი გახდებით არამხოლოდ იმიტომ, რომ PEN-ს უსწრაფესი ავტოფოკუსი აქვს (არაფრით ჩამოუვარდება SLR-ებისას!), არამედ იმიტომაც, რომ ასეთი ნივთი ჩვენში იშვიათობაა და ყველას ზედ დარჩება თვალები 4. "მიშა 1000 ლარში რას მირჩევ?" "მოიცა დავძებნი " - ასეთია ხოლმე ჩემი პასუხი. სინამდვილეში დღევანდელი გაზრდილი ფასების პირობებში ბევრს ვერაფერს გირჩევთ. თქვენ თავად კარგად ნახეთ, თუ როგორ SLR-ებში მოგიწევთ 800 ლარის გადახდა. ათას ლარად ბევრად უკეთესი არაფერი მოდის. ა) DSLR-ებს: რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს, მოგიწევთ სამში ერთის არჩევა Nikon D5000: http://www.adorama.com/INKD5000RD.html Refurbished Nikon D3100: http://www.adorama.com/INKD3100KR.html Sony A390: http://www.adorama.com/ISODSLRA390L.html ბ) ყველაფერ დანარჩენს: აქ შეგვიძლია შევყაროთ "სუპერზუმები" Canon SX40 IS: http://www.amazon.com/Canon-SX40-HS-Stabilized-Vari-Angle/dp/B005MTMFHU/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1318178009&sr=8-1 Canon SX30 IS: http://www.amazon.com/Canon-SX30IS-Digital-Optical-Stabilized/dp/B0041RSPR8/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1318178045&sr=8-1 Nikon P500: http://www.amazon.com/Nikon-COOLPIX-P500-Wide-Angle-Black/dp/B004M8SVHK/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1318178102&sr=8-2 ან Micro Four Thirds სტანდარტის მქონე Panasonic DMC-G2, რომელიც SLR-ს კი ჰგავს, მაგრამ სარკე არ აქვს: http://www.amazon.com/Panasonic-DMC-G2-Interchangeable-14-42mm-3-5-5-6/dp/B003AOAXKK/ref=lh_ni_t ზემოხსენებული Olympus PEN, ოღონდ ამჯერად უკვე ახალთახალი (ამიტომ ლინკს არც დავდებ). ავადსახსენებელი Sony NEX-3: http://www.amazon.com/Sony-Interchangeable-Digital-Camera-18-55mm/dp/B003MPOLX2/ref=sr_1_36?s=photo&ie=UTF8&qid=1318178232&sr=1-36 ამათგან Panasonic-ის გარდა ყველა ჯდება ათას ლარიან ლიმიტში. პანასონიკი ცოტათი ცდება (1030 ლარი გამოდის), მაგრამ "არაუშავს" 5. "ფული ბევრი მაქვს, ოპტიმალური SLR მინდა!" No. 3: Nikon D5100 http://www.amazon.com/Nikon-D5100-Digital-18-55mm-3-5-5-6/dp/B004V4IWKG/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1318178572&sr=8-1 ამ კამერის შესაძლებლობები ყოველი თქვენთაგანისთვის კარგადაა ცნობილი, ბევრი ოცნებობთ მასზე, ზოგს შეიძლება გაქვთ კიდევაც. 16MP-იანი კამერა, რომელსაც ამ შემთხვევაში 18-105მმ-იანი ზუმ ლინზა მოყვება სახელგანთქმული D5000-ის შემცვლელად მოიაზრება. მისი ჩამოტანა და განბაჟება 1500 ლარად შეგიძლიათ (მე თვითონაც მიკვირს!) No. 2: Canon EOS Rebel T2i http://www.amazon.com/gp/cart/view-upsell.html?ie=UTF8&storeID=photo&nodeID=502394&HUCT=1&newItems=U33Z0UNDZD6G6Q%2C1 ზუსტად იმავე ფასად შეგიძლიათ ჩამოიტანოთ 18 მეგაპიქსელიანი Canon-ი. გემოვნებაზე არ უნდა ვიდაოთ, "სტატუს კვოს" დაცვას ვცდილობ და გთხოვთ vs თემად ნუ ვაქცევთ. ორივე კამერა საკმაოდ კარგია! No. 1: Sony SLT A55 http://www.amazon.com/Sony-DSLR-Camera-18-55mm-zoom/dp/B0043DKBTK/ref=sr_1_1?s=photo&ie=UTF8&qid=1318179150&sr=1-1 "ალფა 55" ციფრულ კამერებში ახალი ეპოქის დასაწყისად მოიაზრება, რადგან მას ნახევრად გამჭვირვალე სარკე აქვს, რომლის წყალობითაც საგრძნობლად სწრაფდება ავტოფოკუსი და მიყოლებით გადაღების რეჟიმი (მთელი 10fps!!! ნიკონს მხოლოდ 4fps აქვს, ქენონს კი 3.7fps). კამერას ასევე აქვს 1080p რეჟიმით ვიდეოგადაღებისას მუდმივი ავტოფოკუსი, რაც მაღალი ხარისხის ვიდეოს გვაძლევს. მართალია ვიდეო მეორეხარისხოვანია ფოტოკამერებისთვის, მაგრამ მაინც ყურადსაღები ფაქტია. რათქმაუნდა უარყოფითი მხარე ამ კამერასაც აქვს. ნახევრად გამჭვირვალე სარკე ოპტიკური ხედისმაძიებლის არსებობას გამორიცხავს, A55 ციფრული ხედისმაძიებლითაა აღჭურვილი (სხვათა შორის ძალიან მაღალი ხარისხისაა, 1152000 წერტილიანი). Sony SLT A55-ს ჩამოტანა და განბაჟება 1625 ლარი დაგიჯდებათ. 6. "ფული ოხრად მაქვს, რასაც მინდა იმას ვიყიდი, აქ რატომ შემოვიხედე საერთოდ?" თუ ასეთი ადამიანი ამ ფორუმზე არსებობს, მომილოცავს, მილიონერი გვყოლია ------------------------------------------------------------- რათქმაუნდა შემეძლო კიდევ უფრო მეტი ჩამომეწერა, ჩამომეთვალა Full Frame კამერები, რომელთა ფასიც რამდენიმე ათასი დოლარია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ვინმეს მსგავსი კამერის შეძენა მოუწევს, overclockers.ge-ს რჩევის გარეშეც მშვენივრად აარჩევს სათავისო პროდუქტს. დასასრულს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ ფორუმელ walkman-ს, რომელიც აქტიურად ერთვება ხოლმე ჩემთან დისკუსიებში და არ მაძლევს ჩემ იდიოტიზმში ჩაძირვის საშუალებას გიდის შემდეგი ვერსია გამოვა ამა წლის ნოემბრის ბოლოს. გმადლობთ ყურადღებისთვის.
  7. 22 points
    გაგიმარჯოთ! ალბათ ყველას გსმენიათ,რომ ამბობენ,მობილური მავნებელია,ასევეა კომპიუტერიც და სხვა ელ. ხელსაწყოც,ამავეს ამბობენ გარუჯვაზეც,რენტგენის სხივებზეც იონიზაცია ეწოდება მოლეკულისა თუ ატომის მიერ ელექტრული მუხტის შეძენას. ეს გახლავთ ატომი,სადაც პროტონი დადებითად დამუხტულია,ნეიტრონი-ელ. ნეიტრალურია,ელექტრონი კი უარყოფითად დამუხტული გახლავთ,nukleos-ბირთვს ნიშნავს. დადებითად თუ უარყოფითად დამუხტვა ატომის თუ მოლეკულის,დამოკიდებულია ელექტრონების შეერთებაზე და დაკარგვაზე. მაგ:დადებითად დამუხტვა მიიღწევა ელექტრონ(ებ)ის ჩამოცილებით. დადებითად დამუხტული ნაწილაკი,ცდილობს შეიერთოს,შეივსოს ელექტრონთა რიცხვი,შესაბამისად,ორგანიზმში მოხვედრისას,იგი გამოგლიჯავს ელექტრონებს სხვა მოლეკულას თუ ატომს და "წყნარდება" ელექტრონების შევსების შემდეგ,ორგანიზმში კი,ის ნაწილაკი,რომლისგანაც შეივსო ელექტრონი,თავადვე იწყებს იმავე ტიპის ქმედებას,რადგან დადებითად დამუხტული ხდება,ეს კი იწვევს ორგანიზმში უჯრედის გენურ დონეზე ცვლილებებს,თუ გენის დაზიანება მოხდა. სიმსივნური პროცესები უჯრედში გენეტიკური აპარატის გაუმართაობის/დაზიანების შედეგია. დადებითად დამუხტული იონები,მავნებელია ორგანიზმისთვის. ადამიანის ორგანიზმი ჰაერიდან მიითვისებს მხოლოდ უარყოფითად დამუხტულ იონებს და არცერთ დადებითად დამუხტულს. აუდიტორიებში,სადაც ბევრი ადამიანია,ყველაზე ცოტაა უარყოფითი იონები,ქალაქში კი უფრო ცოტაა,ვიდრე სოფლად. ამისათვის იყენებენ იონიზატორებს,ანუ ჰაერის იონიზაციის. ერთერთი მაგალითია ჩიშევსკის ლუსტრა,იგი გახლავთ უნიპოლარული,ანუ მხოლოდ 1 სახეობას,უარყოფით იონს იყენებს(ჟანგბადის იონიზებას ახდენს). იონების წარმოქმნა კი ხდება 20 000-30 000 ვოლტით,დაბალი ამპერი აქვს და ნუ გეშინიათ,არ მოგკლავთ,იცოცხლებთ მისი მხოლოდ უარყოფითი იონების გამომუშავების თვისების გამო,მას არ იყენებენ 15 წუთზე მეტს,რადგან,შემდეგ უკვე ვნებს ორგანიზმს. ჩიშევსკის უნიპოლარული ლუსტრის ამ ფაქტორის დატიუნინგებული ვარიანტი,ბიპოლარული იონიზატორი გახლავთ,რომელიც,როგორც დადებით,ასევე უარყოფით იონებს გამოიმუშავებს,შესაბამისად,უფრო ხანგრძლივად შეგვიძლია ჩავრთოთ. უარყოფფითი იონების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 წუთი,მაქსიმუმ წუთ-ნახევარია. უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკთა დიდი რაოდენობაა ჩანჩქერებთან,მდინარეებთან,ზღვაზე ... ონიზაცია ხდება:რადიოაქტიური ნივთიერების დაშლის დროს,ულტრაიისფერი სხივების დახმარებით... უარყოფითი იონები აუმჯობესებენ: სისხლის შემადგენლობას,სუნთქვის ნორმალიზებას,ნივთიერებათა ცვლას ამაღლებენ,ასტიმულირებენ ზრდას ორგანიზმის იმის თვალნათლივი მაგალითი,თუ რამდენად დიდი როლი აქვს მოლეკულა/ატომების ურთიერთქმედებას ჩვენს ცხოვრებაში,წარმოადგენს ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურა,რომლის კოლბაც გავტეხეთ და ისე ჩავრთეთ: სწორედ ეს გახლავთ ჟანგბადის მოლეკულის ურთიერთქმედება ვოლფრამთან(ამ ნათურებში კი არე ინერტული აირითაა შევსებული ამ ფაქტორის აღმოსაფხვრელად). რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს იონიზაციას(მობი,ულტრაიისფერი სხივები,რენტგენი..),გადავიდეთ უჯრედშიდა ცვლილებებზე. უჯრედში მაიონიზირებელი გამოხივება იწვევს თავისუფალი რადიკალების გაჩენას. თავისუფალი რადიკალი(იგივე იონიზირებული ატომიც) ეწოდება აქტიურ მოლეკულას თუ ატომს,რომელიც იწვევს პათოგნომურ ცვლილებებს ორგანიზმში(განხილვა ტექსტის ბოლოს). ემულგატორები თუნდაც,იმიტომაა მავნე,რომ თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნიან და აზიანებენ გენურ აპარატსაც(განეიტრალებას პეროქსისომა ემსახურება უჯრედში). მაიონიზირებელი სხივების მოქმედება წყლის მოლეკულას H2O-ს შლის H,O,HO2,H2O2 და სხვა ნაერთებად. ეს იონები ცდილობენ ელექტრონული შრის შევსებას და აზიანებენ უჯრედს. რაც შეეხება გარუჯვას,კანის "ჩაშოკოლადებამდე" არ გირჩევთ,მითუმეტეს როცა მზე ზენიტშია,ეს არის ყველაზე დიდი იდიოტიზმი მოდის დახამებას ამოფარებული. ულტრაიისფერი სხივი იმავე მავნე მოქმედებით ხასიათდება,რადგან მაიონიზირებელი გამოსხივებაა. იგი იწვევს მელანომას და არა მარტო(მელანინი არის პიგმენტი,რითაც კანი ღებულობს მუქ ფერს გარუჯვისას,მელანომა კი ამ უჯრედის სიმსივნური დაავადებაა),ძალზედ რთულად სამკურნალო ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებაას. მაიონიზირებელი გამოსხივების დოზა,რომესაც შთანთქავს ორგანიზმი,წელიწადში 2,4 მილიზივერტს არ უნდა აღემატებოდეს. მაგ: 0,03 მილიზივერტი დასხივება არის კბილის რენტგენოგრამის გადაღებისას 0,1 მილიზივერტი,გამოსხივების დოზა 1 სთ. მზეზე გარუჯვისას 0,005 მილიზივერტი,ტელევიზორის ყურება 1 წლის განმავლობაში,ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში. 10 მილიზივერტი,გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შედეგად. თუ ადამიანმა მიიღო 50 მილიზივერტზე მეტი დასხივება,მან არ უნდა გადაიღოს რენტგენი(იონიზირებად სხივებს უნდა მოერიდოს),100 მილიზივერტზე მეტი დასხივებისას კი,საერთოდ არც კი გაირუჯოს. უჯრედი მრავლდება მისი გაყოფით,გაყოფა კი გენეტიკური მასალის გაორმაგებაში მდგომარეობს,რაც უჯრედის ფუნქციურ კოდს წარმოადგენს. მაიონიზირებელი სხივები როდესაც აზიანებენ უჯრედში გენეტიკურ მასალას და არამარტო,უჯრედს არ შესწევს უნარი გამრავლდეს,ხოლო როდესაც ამ გენის ნაწილობრივი მონაკვეთია დაზიანებული/შეცვლილი,ისე რომ გენის ფუნქციური შესაძლებლობა ნაწილობრივაა რეალიზებული,იგი არ ემორჩილება ნორმალური "გამრავლება/ფუნქციონირების" კანონს და დეგრადირებული ნაწარმი მრავლდება ატიპიურად(ამიტოზურად).ეს არის მავნე ეფექტი მაიონიზირებელი გამოსხივების,რომელის მიერ გამოწვეულ დაავადებებს,ისევ იმითვე მკურნალობთ:სიმსივნის მკურნალობა,ისევ იონიზაციის ეფექტზეა დაფუძნებული,რაც იმ სწრაფად მზარდი უჯრედების შიგთავსს შლის იმავე ეფექტით,რაც განვიხილეთ. იმის ხილული მაგალითიც,რომ არ შესწევს უჯრედებს გამრავლება,არის თმის ცვენა სხივური თერაპიის შემდეგ,რადგან გამოსხივებიდან რამდენიმე კვირაში ვითარდება ეს პროცესი(ანუ როდესაც უჯრედი იღუპება და შთამომავლობას ვერ ტოვებს). მობილურებზე უფრო ვრცლად იხილეთ: მოუფრთხილდით ჯანმრთელობას! პატივისცემით: NEIRON
  8. 21 points
    თუ ხართ მოწყენილი, ხართ მიმსხდარი კომპებთან და არ იცით რა გააკეთოთ მაშინ თქვენ გეტყვით Shopen-ი:ფორუმელებო ამა ქვეყნისა მოდით ან დავარაზგონოთ ჩვენი კონფიგები აან გავერთოთ ცოტათი მაინც გუგლის დახმარებით! პირველ რიგში გვჭირდება ინტერნეტი(ბუნებრივია თქვენ გაქვთ ინტერნეტი რადგანაც ამას კითხულობთ) ბრაუზერი(ნებისმიერი)(ესეც გექნებათ) ბეჭდვის ან კოპირების უნარი მაუსი(ნებსიმიერი ესეც) დავიწყოთ! 1.გუგლის საძიებო სისტემაში ვწერთ:Googl’а: Google Gravity ამის შემდეგ პირველ ან მეორე ბმულზე გადავდივართ და ვხედავთ რომ გუგლი ჩამოვარდა ამის შემდეგ პატარა მისი კუბიკები შეგვიძლია იქეთ-აქეთ წავიღოთ. 2.გავხსნათ შემდეგი ბმული(ლინკი)- http://www.google.com/logos/2011/lespaul.html ამის შემდეგ შეგვიძლიათ დავუკრათ გიტარაზე(ასევე ჩავწეროთ ეს ჩვენი "ნამუშევარი" და შემდეგ მოვუსმინოთ 3.გახსნათ შემდეგი ბმული http://www.google.com.hk/intl/zh-CN/landing/shuixia/ ამის შემდეგ გუგლი აღმოჩნდება ოკეანეში ზვიგენებთან ერთად 4.Google საძიებო ფანჯარაში ვწერთ Zerg Rush ამის შემდეგ თქვენ მოგიწევთ გაუმკლავდეთ O-ებს მაუსის კურსორის გამოყენებით 5. გადავდივართ შემდეგ ბმულზე https://www.google.com/doodles/30th-anniversary-of-pac-man ამის შემდეგ შეგვეძლება ვითამაშოთ PAC-MAN(მოძრაობა ხდება კლავიატურის ისრებით) სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ
  9. 21 points
    მომავალი მეორე ოქელი
  10. 21 points
    დღეს მე $#^#(|დები აგიხსნათ ზოგადად რა არის მნიშვნელოვანი ვიდეო კარტაში და რა თამაშს რა დონის კარტა სჭირდება. არსებობს 2 გიგანტი კომპანია NVIDIA და ATI Radeon. NVIDIA-ს ბევრად უფრო დახვეწილი ტექნოლოგიები აქვს ჩაქსოვილი თავის კარტებში. დრაივერების მხრივაც NVIDIA ლიდერია, მაგრამ ამ ბოლო დროს ატის ახალი დრაივერები წარმარდობის საკმაო ზრდას გვიჩვენებს. ასევე ვიდეო კარტებს აქვთ თავიანთი ბირთვები, რაც მეტია ისინი მით უფრო ძლიერია კარტა, NVIDIA-ში ამ ბირთვებს CUDA ქვია, ატისაც აქვს მსგავსი ტექნოლოგია. თუ ჩვენ გვინდა ატის კარტის ბირთვების შედარება, 5000 სერიამდე ეს რაოდენობა უნდა გავყოთ 5 ზე და 6000 იდან კიდევ 4 ზე რათა მიახლოებით შევადაროთ NVIDIA -ს კარტას. საერთო ჯამში ორივე კომპანია თითქმის ერთ დონეზეა და გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს NVIDIA უფრო მოგწონს თუ ATI. ეხლა კი გეტყვით მიახლოებით რა კრიტერიუმებით ფასდება ვიდეო კარტა. პირველ რიგში კარტის ყიდვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მის GPU CLOCK-ს ანუ ბირთვის სიხშირეს,რაც უფრო მაღალია ის მით უფრო ძლიერია კარტა, საშუალო დონის კარტას მიახლოებით 700 უნდა ქონდეს. შემდეგ უნდა შევხედოთ ვიდეოს Bandwith-ს და GB-ს. 1Gb დღეს ყველა თამაშისთვის საკმარისია. Bandwith ითვლება ბიტების და Memory Clock ის დახმარებით. ბევრს გონია რომ რაც უფრო მეტი აქვს ვიდეო კარტას ბიტი მით უფრო ძლიერია ის და 256 ბიტიანი ვიდეო ყოველთვის მოერევა 192 ბიტიანს, რათქმაუნდა ეს ასე არ არის, მაგალითად 192 ბიტიანი GTX 550 ხევს 256 ბიტიან 9800-ს. ასევე გასათვალისწინებელია რომელი GDDR -ია ვიდეო კარტა დღეს მაქსიმუმია GDDR5. GDDR არის იგივე Graphic DDR. ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეო კარტის ბირთვის არქიტექტურაც. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას თუ რომელ DirectX ზეა ვიდეო კარტა, სასურველია 11 ზე იყოს ან მინიმუმ 10 ზე. ვიდეოს სახელი ფაქტიურად გვეუბნება მის დონეს.აქ კერძოდ ნვიდიას კარტებზე ვისაუბრებ. ეხლა კი გეტყვით როგორ უნდა ამოიცნოთ ის. გამოვტოვებ 9000 და 8000 სერიებს ვინაიდან ძალიან ძველებია უკვე და დავიწყებ 2 სერიიდან. არის 2xx,4xx,5xx და 6xx. ეს სერიები ფაქტიურად არქიტექტურაა, გამოშვების სიახლე და ყოველთვის ჯობია ახალი სერიის რომელიმე დონის კარტა წინა სერიის იმავე დონის კარტას. ციფრები, ასეულობის ამღნიშვნელი ციფრი გვიჩვენებს მის სიახლეს. შემდეგ კი იწერება დანარჩენი. ყველა სერიაში არის 10,20,30,40,50,60,70,80,90. მეორე და მეოთხე სერიებში არის 275 465 და კიდევ 5 იანის შემცველები. 5 და 6 სერიიდან კი უკვე ამოიღეს ისინი. მთავარი რაც უნდა იცოდეთ : x10=ეს არის სერიაში ყველაზე დაბალი დონის კარტა. x20=ეს კი სუსტი x30=ნორმალურთან ახლოს x40=ნორმალური x50=დაბალი ფასისა და კარგი წარმარდობის მქონე (ძლიერი) x60=საუკეთესო ფასი/წარმარდობის მქონე ვიდეოკარტა სერიაში x70=ძალიან ძლიერი x80=1 ბირთვში მოქცეული მაქსიმალური სიმძლავრე x90= 2 ცალი 80 თუ თქვენ გინდათ ვიდეო ვორდისთვის და ფეისბუქისთვის-x10 ი საკმარისია, თუ ხანდახან სტრატეგიების ან ქაუნთერის ტიპის თამაშებით ერთობით მაშინ x20,x30 გეყოფათ, თუ გინდათ ითამაშოთ ახალი თამაშები, მაგრამ მაღალი გრაფიკა არ გჭირდებათ მაშინ x30,x40 სავსებით საკმარისია. ეხლა კი უკვე მაღალი დონის კარტები მოდის . x50-HD ზე, სათამაშო ვიდეო კარტა რომელიც ადვილად უმკლავდება უმეტესობა თამაშებს full HD-ზე,რათქმაუნდა ჩაწეული იქნება დანარჩენი ყველაფერი.x60 - full HD-ზე სათამაშო ვიდეო კარტა რომელიც ძალიან კარგად უმკლავდება ყველა თამაშს. x70 და x80- მაქსიმალურ, გრაფიკზე სათამაშო ვიდეო კარტები. x90-კიდევ, ძირითადად, 2 ან 3 მონიტორისქონისას იყენებენ. ეს ზედაპირულადაა ვინაიდან 5 სერიის 560 10დან 9 თამაშს ბოლო გრაფიკაზე 2xAA თი უმკლავდება. 660 კიდევ ნებისმიერ თამაშს ბოლო გრაფიკაზე 4xAA თი ქაჩავს. საქმე იმაშია, ყოველი ახალი სერიის ვიდეოკარტა ჯობნის თავის წინამორბედს და ხშირად შემდეგსაც, მაგალითად 560ტი-მ არა მარტო 460 ს აჯობა არამედ მის მომდევნოსაც (470). მაგრამ ხდება ისეთი შემთხვევებიც სადაც ვიდეოს არა მარტო მისი წინამორბედისთვის და წინამორბედის შემდეგი ვერსიისთვის არამედ მის შემდეგისათვისაც უჯობნია, ცოტა გაუგებრად გამომივიდა. აი მაგალითად 660ტი-მ 580 საც აჯობა. ხო კიდევ Ti გვხვდება x50 და x60-ებში, Ti არის სწრაფი უფრო,უფრო გასაგები რო იყოს მაგალითს მოვიყვან : 650Ti GTX 650-ზე 40%-ით უფრო სწრაფია. პირველად ვიდეო კარტა ტი ნიშნით 5 სერიაში გამოჩნდა. 4 სერიიდან უკვე ვიდეო კარტებს DirectX 11 ის საფორთი უჩნდებათ. GT GTX GTS, ეს სახელებიც დონეების მიხედვით ყოფს კარტებს, GT-ძალიან კარგი კარტა საოფისე პროგრამებისთვის და 720p ვიდეოებისთვის. GTS-1080p ვიდეოებისთვის, თამაშებშიც არ წაიკოჭლებს ხოლმე.GTX-ძლიერი გეიმერული კარტა HD ზე ან full HD ზე სათამაშოდ და მას მოყვება ყველა ახალი ტექნოლოგია რაც იმ სერიაში არის გამოშვებული. ეხლა კი მიახლოებით დავახასიათებ ყველა კარტას GT-220,230,240,430,420,520,610,620- 720p ვიდეოებისთვის და საოფისე პროგრამებისთვის, უპრობლემოდ ითამაშებთ ყველა თამაშს 1280x1024 ზე დანარჩენი დაბალზე რათქმაუნდა. GT-440,545,630,640,GTS 250 - 1080p ვიდეოებისთვის, შეძლებთ ითამაშოთ 10 დან 9 თამაში 1680x1050 ზე დანარჩენი დაბალზე რათქმაუნდა. GTX-260,GTS 450- შესაძლებელია ყველა თამაშის 1680x1050 ზე თამაში დანარჩენი მედიუმზე რათქმაუნდა GTX-275,280,285, - შესაძლებელია ყველა თამაშის 1920x1080 ზე თამაში დანარჩენი მედიუმზე. GTX-460,465,470,550(ti),560(ti),560(SE),650(ti) - 10 დან 9 თამაშს ითამაშებთ 1920x1080 ულტრა ზე ყველაფერი,2xAA-თი GTX-295,480,570,580,660(ti)- 10 დან 10 თამაშს ითამაშებთ 1920x1080 მაქსიმუმზე ყველაფერი 4xAA-თი. GTX-590,670,680,690-შეძლებთ 4 მონიტორზე ერთად თამაშს უმაღლესი გრაფიკით. ყველაფერი ჩემით დავწერე და რამეს თუ გატყუებთ მითხარით შევასწორებ :D
  11. 20 points
    მოგესალმებით, დიდი ხანია აქ თემა არ დამიდია მოუცლელობის გამო. დღეს მოგახსენებთ gaming სამყაროსთვის ძალიან კარგი ამბის შესახებ. მოგეხსენებათ დღეს-დღეობით ძირითად gaming პლატფორმად ითვლება windows (PC) არა იმიტომ რომ ხალხი გიჟდება მასზე, არამედ იმიტომ რომ ის API (Directx) რომელიც გამოიყენება თამაშების შესაქმნელად არის მხოლოდ ამ OS-ზე. კიდევ არსებობს OpenGL იმდენად დახვეწილი არაა როგორიც Directx თუმცა ამის მიუხედავად არსებობს რიგი თამაშებისა რომელიც მას იყენებს და მუშაობს windows-სგან განსხვავებულ OS-ზე ესაა linux. დღეისათვის ამ პლატფორმაზე საკმაოდ ბევრი თამაშია შექმნილი, ამ დროისთვის Steam-ზე მათი რიცხვი 1952-ია. მათ შორის დაახლოებით 60-70-მდე თანამედროვე თამაშია ისეთები როგორიცაა Shadow of mordor, Bioshok infinit, CS GO, METRO (ორივე), Grid autosport, Dying light და ა.შ. სამწუხაროდ Directx-ს სხვა პლატფორმებზე არ არსებობის გამო უამრავი gamer იძულებულია თავის კომპიუტერზე დააყენოს windows OS. ფაქტობრივად ეს გართმევს არჩევანის საშუალებას და ამავდროულად კონკურენციის უქონლობის გამო განვითარებაც საკმაოდ შენელებულია. თუმცა ბოლო ხანებში გამოჩნდა სხვა API რომელმაც გამოყენება ჰპოვა რამდენიმე თამაშში. ეს იყო AMD-ს მიერ შექმნილი mantle. ის წარმოადგენს Directx-ს შემცვლელ API-ს რომელიც იდეაში გაცილებით უფრო ახლოსაა რკინასთან (low level) ამის გამო არის ბევრად უფრო ეფექტური და მან ეს დაამტკიცა AMD-ს hardware-ზე ამ თამაშებში (battlefield 4 ამაში თავად მაქვს დატესტილი როცა ვიყიდე BF4 გატეხილ ვერსიებში ვერ ვნახე Mantle-ს support და Thief), როდესაც იძლეოდა გაცილებით უკეთესს peformance-ს DX11-თან შედარებით. მალევე AMD-მ ეს API გაქრო როგორც დამოუკიდებელი პროექტი და მთლიანად უსასყიდლოდ გადასცა და ეხმარებოდა დახვეწაში Khronos Group-ს. მათ კი თავისმხრივ წარადგინეს ახალი API სახელად Vulkan. ის წარმოჩენილია როგორც OpenGL-ს გამგრძელებელი, თუმცა თქვენ უკვე იცით თუ საიდან მოდის ეს API. ის იდეაში არა DX11-ს არამედ DX12-ს კონკურენტია. აქვს უამრავი ახალი ტექნოლოგია რომლებშიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს async compute (ამის შესახებ იხილეთ ჩემ თემაში VULKAN არის multi-platform მას აქვს windows-ს, linux-ს, android-ს, Tizen OS-ების მხარდაჭერა. რაც იმას ნიშნავს რომ gaming როგორც ასეთი არ იქნება მიბმული ერთ სისტემაზე და მომხმარებელს ექნება გააკეთოს არჩევანი სასურველ OS-ზე თამაშებზე უარის თქმის გარეშე. ასევე ეს ნიშნავს კონკურენციას რაც რათქმაუნდა ჩვენთვის მომხმარებლებისთვის ძალიან კარგია. არავითარი უოპტიმიზაციო თამაშები და დაუსრულებელი თამაშები (ყველას გახსოვთ ბოლო batman ). როგორც ცნობილია Apple-მა უარი თქვა ამ API-ს მის OS-ებში დანერგვაზე, საუბარია OS X-სა და IOS-ზე, თუმცა khronos-ს თქმით ისინი რჩებიან API-ზე მომუშავეთა ჯგუფში. გადავიდეთ თავად API-ზე. ამ დღეებში ცნობილი გახდა რომ VULKAN API 1.0 უკვე აქაა მასთან ერთად გამოჩნდა ვიდეობარათების დრაივერები. შეგიძლიათ გადმოწეროთ. AMD - არის მხოლოდ windows პლატფორმაზე. მალე იქნება linux-ზე რათქმაუნდა open source სახით http://support.amd.com/en-us/kb-articles/Pages/Radeon-Vulkan-Beta.aspx?webSyncID=823623e8-339a-86be-7b39-5ded94310702&sessionGUID=01e2b0e5-b0ba-a9d2-c358-c01bbdeebb0d აქვს ამ ბარათების მხარდაჭერა Nvidia - არის როგორც windows ასევე linux პლატფორმისთვის https://developer.nvidia.com/vulkan-driver აქვს ამ ბარათების მხარდაჭერა Intel - არის linux პლატფორმაზე open source სახით https://01.org/linuxgraphics/blogs/jekstrand/2016/open-source-vulkan-drivers-intel-hardware აქვს შემდეგი ვიდეობარათების მხარდაჭერა Skylake: Yes; Haswell & Broadwell: unknown VULKAN API 1.0-თან ერთად გამოჩნდა benchmark Talos Principle. ეს მისი მრავალნაკადიანი მუშაობის პრინციპი ეფექტურობის მისაღწევად. აქ ჩანს მისი უპირატესობა OpenGL-თან შედარებით ეს კი არის vulkan api-ს feature set-ები development კუთხით khronos-მა უზრუნველყო დეველოპერები დოკუმენტაციითა და საკუთარი ვალიდაციისა და დებაგინგისთვის განკუთვნილი სოფტის source code-თ. ამასობაში იქმნება LunarG, რომელიც ეკუთვნის VALVE-ს ის იქნება Vulkan SDK რომელიც გამოვა windows-სა და linux პლატფორმებე და ექნება სრული პაკეტი მოწყობილობებისა თამაშების შესაქმნელად. და ბოლოს ესეც khronos group თემა მოამზადა - მათე - მ მადლობთ ყურადღებისთვის.
  12. 18 points
    გამარჯობა თანაფორუმელებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ EVGA GTX580 SCის დიიიდი ბენჩმარკი ( სავალაო შედეგები მივიღე პროცესორის გამო ) კარტა გაიტესტა არა 2 და 3 თამაშში, არამედ ბევრში, ძალაინ ბევრში :დ VS შეგნებულათ არ გავაკეთე, რადგან პროცესორი საკმაოთ სუსტია კარტასთან მიმართებაში, ამიტომ არასწორ შედეგებს და შედარებას მივიღებდით, თუ მაინც ვინმეს სურვილი გაგიჩდებათ შეგიძლიათ გაბენჩოთ თქვენი კარტები ( GTX660, GTX660Ti, HD7850, HD7870 ) და დადოთ შედეგები. ან გახსენით ცალკე თემა, აიღოთ შესაბამისის ბენჩის სურათი რომლებსაც თქვენ გაატარებთ, არჩევანი დიდია :დ -------------------------------------------------------------------------------------- კარტა გავბენჩე 22 თამაშში ( თამაშები გატარებულია Full HD, ultra გრაფიკაზე, VS - Off. ზოგიერთ თამაშს არ გააჩდა ე.წ. ბენჩმარკის უტილიტები, ამიტომ დაახლოებით 15წთ ვთამაშობდი, რომ მიახლოებითი რეზულტატი მიმეღო. ) 1. SniperEliteV2 2. Call Of Pripyat 3. Mars 4. STREET FIGHTER IV 5. Call of Juarez 6. LP2 7. Resident Evil 6 8. Hitman Absolution 9. Batman Arkham City 10. Mafia II 11. Just Cause 2 12. Metro Last Light 13. Tomb Raider 14. Crysis 3 15. BioShock Infinite 16. Arma 3 17. Tom Clancy's Splinter Cell Blacklist 18. Need For Speed™ Most Wanted 19. Battlefield 3 20. Far Cry 3 21. NFS HP 22. Metro 2033 და ოთხ 3D ბენჩში. 1. 3DMARK 2. Vantage 3. 3DMARK 11 4. HWBOT Unigine Heaven Benchmark -------------------------------------------------------------------------------------- სისტემა: OS: Win7 32bit MoBo: Asus P5Q CPU: Q8400 Ram: 2X2GB 1066mhz HDD: F3 1TB GPU: GTX 580 PSU: aOpen 650W (+12V 42A) -------------------------------------------------------------------------------------- 3D ბენჩებში პროცესორი დარაზგონებულია 3.4mhzმდე, ვიდეო 860/1100ზე. ხოლო თამაშებში, CPU - 3.4ghz, Video - 840/1100, რადგან ამ სიხშირეზე კარტა სრულიათ სტაბილურია, დღეიდან ეს იქნება ამის სტოკ სიხშრები 24/7ზე სამუშაოთ ( მაგრამ აზრი - 0 ) :დ -------------------------------------------------------------------------------------- Resident Evil 6 SniperEliteV2 Call Of Pripyat Mars STREET FIGHTER IV Call of Juarez LP2DX11 Hitman Absolution Batman Arkham City Mafia II Just Cause 2 MetroLL Tomb Raider Crysis 3 BioShock Infinite Tom Clancy's Splinter Cell Blacklist Need For Speed™ Most Wanted Arma 3 Battlefield 3 FAR CRY 3 NFS HP Metro 2033 -------------------------------------------------------------------------------------- 3DMark 3DMark Vantage 3DMark 11 HWBOT Unigine Heaven ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ @ G1ORG1 - Overclockers.GE
  13. 18 points
    ჰელოუ გაიზ, მოკლედ ისევ დაგიბრუნდით ოღონდ დღეს უკვე AMD-ს უახლესი 3XX სერიის ყველაზე მძლავრი ვიდეო ბარათის R9 390x-ს მიმოხილვით, კონკრეტულად კი MSI Radeon R9 390x Gaming-ს მიმოხილვით... პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით რომ აღნიშნული ვიდეო ბარათი არის რებრენდირებული ვერსია 290x-ის რომელიც არის დაფუძნებული Hawaii-ი ჩიპზე და მონაცემებიც გვიჩვენებს რომ თითქმის ყველაფერი იდენტურია 290x-თან... მოგეხსენებათ Hawaii ჩიპი დარელზიდა 2013 წლის ოქტომბერში და მისმა პერფორმანსმა იმდენად გაამართლა რომ ის დღესაც აქტუალური გახდა ახალის ერიის გამოშვების დროსაც... შეიცვალა მხოლოდ სახელი და ის ახლა Grenada-თი ჩაენაცვლა მაგრამ მონაცემები როგროც ვახსენე იდენტური დარჩა... ახლანდელი grenada-ს ჩიპზე დაფუძნებული ვდიეო ბარათი შედგება 8 მილიარდი ტრანზისტორისგან და მისი GPU 28nm ტექნოლოგიით არის დამზადებული... რაც შეეხება მეხსიერების ინტერფეისს ის სიევ 512bit-იანია, მაგრამ გაიზარდა გამტარობა და ის 384Gb/s-ს შეადგენს, ასევე გაორმაგდა ვიდეო მეხსიერებაც და ის 8Gb-ი გახდა, ამ ყველაფერთან ერთად ოდნავ მოხდა სიხშირეების ზრდა 290x-ს სტანდარტულ ვერსიასა და 390x-ს ვერსიას შორის, სტანდარტულ 390x-ს 1050mhz აქვს ბირთვზე სიხშირე, ხოლო მემორიზე 5GHz-ს მაგივრად 6Ghz-ი, ხოლო რაც შეეხება MSI R9 390x Gaming ვერსიას კდიევ ფურო მარალი სიხშირეები აქვს მისი ბირთვის სიხშირე შეადგენს 1100-სს, ხოლო მეხსიერების სიხშირე კი 6.1Ghz-ს... გაეცანით R9 390x Gaming OC ვერსიას: შედარება 390x-ს 290-290x-თან: როგორც ხედავთ 390x-ს ბირთვების რაოდენობა შეადგენს 2816-ს, რაც მსგავსია R9 290x-ს, ხოლო რაც შეეხება ტექსტურების გაერთიანება 176-ია რომელიც ანალოგიურია ასევე 290x-ს რაოდენობის, ROPs-ს რაოდენობა არ გაიზარდა და ის სიევ 64-ს შეადგენს, რაც შეეხება გაგრილებას MSI R9 390x Gaming OC ვერსიას უყენია უახლესი TwinFrozr V გაგრილება რომელიც უზრუნველყოფს კარტის დაბალ ტემპერატურაზე მუშაობას, ასევე ბევრად ჩუმ რეჟიმში მუშაობას ვიდრე რეფერენს მოდელის შემთხვევაში... არღნიშნული ვიდეო ბარათი საკმაოდ გფრილი აღმოჩნდა ის სრულ დატვირთვაზე 75გრადუს ტემპერატურას იჭერდა რაც საკმოად კარგი მაჩვენებელია... აღნიშნულ ვიდეო ბარათს აქვს საკმარისი ძალა რომ არა მხოლოდ 1080P-ზე არამედ 1440P-ზე გეიმინგითაც გასიამოვნოთ ასევე მცირე პარამეტრების დაწევით 4K-ზეც ასე თუ ისე ეს კარტა თამაშების საკმაოდ დიდ რაოდენობას გათამაშებთ ნორმალური პარამეტრებით, სწორედ ეს გათვალა პირველ რიგში AMD-მ და ამიტომ 390-ი და 390x-ი მხოლოდ 8Gb ვიდეო მეხსიერები გამოდიან, მაგრამ ეს წინა წელსაც იქნა გათვალისწინებული და ალბათ ყველას გახსოვთ 290x-ბიც გამოიდოდა გაორმაგებული ვიდეო მეხსიერებით (8Gb-თ)...აღნიშნულ ვიდეო ბარათს უყენია უკან დამცავი ეგრედწოდებული backplate-ი, აევე ვიდეო ბარათს აქვს 1 Display port, 1 HDMI და 2 DVI კონექტორი, ვიდეო ბარატს აქვს 1 ცალი 8 პინიანი და ერთიც 6 პინიანი კვების კონექტორი, მისი ენერგომოხმარება 275w-ს შეადგენს... რეკომენდირებულია მინიმუმ 600-650W-იანი კვების ბლოკი სისტემისთვის რომელშიც 390x-ს გამოვიყენებთ... მოდით გადავავლოთ თვალი R9 3xx სერიის ვიდეო ბარათების მახასიატებლებს და დავრწმუდნეთ რომ ის უპირობო ლიდერია ამ სიაში, თუმცაღა დიდი სხვაობა არ არის 390-სა და 390x-ს შორის რასაც მის ფასზე ევრ ვიტყოდით: ახლა კი გადავიდეთ 390x-ს არქიტექტურულ მხარეზე, მისი მონაცემები ასე გამოიყურება: R9 390X (Hawaii / Grenada XT) Stream Processors 2816Clock Frequency up-to 1.05 GHz5.9 TFLOPS compute performance8 GB memory at 6.0 Gbps / 512-bit275W TDPPCI-E 3.0API - DirectX 12 (lowest feature level) / OpenGL 4.4 / Mantleპროგრამული მხარდაჭერა, მოგეხსენებათ რომ სულ მალე გამოვა DX12 და Windows 10-ი რაც იმას ნიშნავს რომ ჩნდება კითხვა აქვს თუ არა DX12-ს სრული მხარდაჭერა AMD-ს რებრენდირებულ ბარათებს, პასუხია რის ერთი: აქვვს მხარდაჭერა მაგრამ არა ყველა მოდელს, მსგავსი სიტუაცია არის Nvidia-ს წინა თაობების შემთხვევაშიც, ამ თაობის ვიდეო ბარათებს როგორც ვახსენე აქვთ DX12-ის არასრული მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს რომ საუბარია მხოლოდ 11.1 და 12.0 ვერსიის მხარდაჭერით, ხოლო Nvidia-ს Maxwell თაობას კი აქვს სრული საფორთი 12.1 მოისაზრება მაქსველის მეორე თაობა... AMD-ს წარმომადგენელმა რობერტ ჰელოქმა განაცხადა რომა რ იქნება პრობლემა DX12.1-ს ნაკლებობა, რადგან ის იმედოვნებს რომ თამაშის ძრავები და ის პროგრამული მხარე რომელიც აუცლებელია გეიმინგ ინდუსტრიაში ის დაყრდნობილი იქნება მხოლოდ DX11.1 და 12.0-ზე, ასევე საუკეთესო თამაშები არ იყოს დაყრდნობილი DX12.1 ვერსიაზე... გაეცანიტ სიას სადაც ნახავთ იმ ვიდეო ბარათების ჩამონათვალს რომლებსაც ექნებათ DX12.1-ს მხარდაჭერა: მისი არქიტექტურა: ძირიტადი შეიდერების რაოდენობას ეწოდება GCN compute გაერთიანება, რომელიც ერთდ როს გამოყენებული ზუსტად ანალოგიური სახით HD7000 სერიაში... აქ გვხვდება 16 ცალი ძირითადი SIMD unity... 64 KB registers / SIMD Unit, როგორც ჩანს გვაქვს 4 ცალი SIMD unity, თითოში 4-4-ი გაერტიანებით (compute unity ანუ CU)-ი რომლებიც 4x4 =16 მსგავსად ქმნიან 16 SIMD unity-ს... ეს 4 თითო compute ერთეული ნიშნავს, რომ თითოეული CU ერთეულის აქვს 64 shader პროცესორები. AMD R9 390x-ს აქვს 2816 shader processors... და თუ ჩვენ ვიცით რომ CU კლასტერს აქვს 64 shader პროცესორი, ესეიგი გამოდის რომ 390x-ს აქვს 64SIMDs x 44 CUs = 2816 shader processors... ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ენერგო მოხმარების გამოთვლაზე: System in IDLE = 94W, System Wattage with GPU in FULL Stress = 342W, Difference (GPU load) = 248W, Add average IDLE wattage ~10W, Subjective obtained GPU power consumption = ~ 258 Watts ახლა კი გადავიდეთ ვიდეო ბარათის ტემპერატურებზე და დატვირთულ და დაუტვირთავ რეჟიმში: ვიდეო ბარათის ხმაურის დონე დატვირთულ და დაუტვირთავ მდგომარეობაში: ახლა კი გადავიდეტ ჩემს საყვარელ მომენტზე, ტესტირების შედეგებზე, მანამდე კი სატესტო სისტემას გავეცნოთ: MB: MSI X99S XPower AC CPU: Core i7 5960X (Haswell-E) @ 4.4 GHz on all eight cores GPU: MSI Radeon R9 390X Gaming 8G OC 8GB RAM: 6 GB (4x 4096 MB) 2133 MHz DDR4 PSU: 1200 Watts Platinum Certified Corsair AX1200i თამაშების და ბენჩმარკების სია: Battlefield Hardline Grand Theft Auto V The Witcher III Metro Last Light BioShock infinite Tomb Raider 3DMark 11 3DMark 2013 FireStrike Hitman Absolution Thief Alien: Isolation LOTR Middle Earth: Shadow of Mordor გადავიდეთ უშუალოდ ტესტების შედეგებზე: 1. GTA V 2. THIEF 3. The Witcher 3 4. Middle Earth: Shadow Mordor 5. Tomb Raider 6. BioShock Infinite 7. Battlefield Hardline 8. Alien Isolation 9. Hitman Absolution 10. 3DMark 11 11. 3DMark 2013 რაც შეეხება უშუალოდ 4K-ზე პერფორმანსს: რაც შეეხება overclocking-ს: 100mhz-ით გავზარდეთ სიხშირე ბირთვზე: გადავიდეთ შედეგებზე: მოკლედ მეგობრებო რა შეიძლება ითქვას ამ ვიდეო ბარათზე, არის საკმაოდ მძლავრი, იგივე 290x-ია 5-7%-იანი პერფორმანსის გაზრდით, აქვს საკმაოდ კარგი დიზაინი MSI-ს ამ მოდელს, არის გრილი ვიდეო ბარათი და ფასიც ნორმალურია, ის შეადგენს 429$-ს, პერფორმანსით კი ის დაახლოებით GTX 980-ს კონკურენტია, მინდა გავამახვილო ყურადრება რომ ამ ტესტებში ეს OC ვერსია შედარებული იყო რეფერენს GTX 980-თან, მოკლედ სულ ეს იყო გაიზ, თქვენტვის გაისარჯა ვანო იგივე NvidiaFan-ი, მე ტრადიციულად დავასრულებ იმ სიტყვებით ამ ტემას როგორც ყოველტვის მჩვევია, გისურვებთ უკეთესზე უკეტესს ჰარდს...^^
  14. 18 points
    ინტელმა დაანონსა ახალითაობის Ivy Bridge-EP ‘Xeon E7 Ivytown სერიის 15 ბირთვიანი პროცესორი c600 სერიის ჩიპსეტზე დაფუძნებული. მას ექნება 15 ბირთვი და 30 ნაკადი. top პროცესორი იქნება E7-8800 Ivytown. მასთან ერთად გამოვლენ E7 8800/4800/2800 v2 პროცესორები. ინტელის თქმით ეს პროცესორები იმუშავებენ 8 სოკეტიან სისტემაზე. ამ ახალ პროცესორებს ექნებათ ახალი თაობის მემორი კონტროლერი მაქსიმუმ ECC DDR3-1600 and DDR4-2133/2400/3200 სასერვერო ოპერატიული მეხსიერებების მხარდაჭერით. ასევე მას ექნება წინა Quick Path 1.0 ინტერფეისის განახლებული ვარიანტი Quick Path 1.1 ინტერფეისი. მიუხედავად ბირთვების ამდენი რაოდენობისა ის მაინც აგებს ომს (ბირთვების რაოდენობაში მხოლოდ) AMD-სთან რომელსაც უკვე აქვს top კლასის Piledriver არქიტექტურაზე დაფუძნებული 6300 სერიის 16 ბირთვიანი პროცესორი. წარმადობით რათქმაუნდა ინტელი აჯობებს თან მაგრად თავისი ivy bridge არქიტექტურაზე დაფუძნებული 15 ბირთვიანი და 30 ნაკადიანი პროცესორით. ინტელს არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი ამ პროცესორების გამოსვლის თუმცა სავარაუდოდ ამ თვეში მეტი ინფორმაცია გავრცელდება მათ შესახებ.
  15. 18 points
  16. 17 points
    გაგიმარჯოთ! ჩავანაცვლე ჭავლური ჯადო პრინტერი ლაზერულით ძველს 1 საჭირო ფუნქცია ჰქონდა: სკანირება, რაც ახალ პრინტერს არ აქვს ამხელა მახინას დასადები ადგილი ცოტა ძნელი გამოსაძებნი იყო, ამიტომ,გადავჭერი. დანარჩენი ფოტოებში: შამანობის პროცესი(დაშლა, უფრო სწორედ დანაკუწება): სქემოტექნიკაში ბევრი გარკვევა არცაა საჭირო, მარტო ამ მარტივი პრინციპით ვიხელმძღვანელე: დავუყენე ყველა დეტალი(სქემა), რაც "დედა პლატიდან" გამოდიოდა და მერე სათითაოდ ჩავხსენი , სანამ არ ვნახე , რომ უკვე აღარ მუშაობდა. გადაჭრის პროცესი: უკანა მხარეს ორგმინას ვაფიქსირებ(არ ჩანს გამჭვირვალეობის გამო) საბოლოოდ მივიღეთ ეს: და ბოლოს : "ვფიცავ, რომ პრინტერად აღარასოდეს გამრთელდება" დასკანირებული სურათი და ორიგინალი:
  17. 16 points
  18. 16 points
    ეს დღეებია ინტერნეტში გავრცელდა ახალი ვიდეო ბარათის სურათები კერძოდ კი AMD Radeon R9 290X-ის რომელიც წარმოადგენს Radeon სერიის ახალ ხაზს Volcanic Islands (28-ნმ) , მისი ანონსი შედგება ოქტომბერში. დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ რო hawaii მიიღებს 512 ბიტიან ინტერეფეისს 4Gb GDDR5 მეხსიერებით. ეტალონური დიზაინის მქონდე ბარათი აღჭურვილი იქნება ორსლოტიანი ქულერით, დამატებითი კვებისთვის ექნება PCI-E Power 6 და 8 პინიანი კონექტორები ასევე DVI-D (2), HDMI და DisplayPort. უხოური რესურსები ერთხმად აცხადებენ რომ Radeon R9 290X-ს ექნება 2816 ნაკადიანი პროცესორი, 176 ტექსტურული ბლოკი(TMU),44 Units ბლოკი (TOP) და GDDR5 გრაფიკული მეხსიერება ეფექტური სიხშირით- 4,5-დან 5Ghz-მდე. ნომინალურ/ჩვეულებრივ რეჟიმში ბირთვის სიხშირე იქნება 800Mhz ხოლო ტურბორეჟიმში 1000MHz. სხვდასხვა ჭორის მიხედვით R9 290X-ის რეფერენსული პლატა აღჭურვილი იქნება (5+1+1) არხიანი კვების სისტემით, ხოლო TPD-ს დონე კი დაახლოებით 300ვატი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გამოჩნდეს 6Gb მეხსიერებით. ახალი GPU Hawaii-ს ჩიპზე დაფუძნებული გაყიდვაში ჩაეშვება ოქტომბრის შუა რიცხვებში, ფასი კი დაახლოებით $600 იქნება.
  19. 16 points
    ჭორები იმის შესახებ რომ კომპანია Nvidia აპირებს გამოუშვას GeForce GTX 650 Ti-ის მოდიფიკაციური ვარიანტის რომელიც უკვე ანონსირებული უშუალო კონკურენტი იქნება დადასტურდა. ქსელში გავრცელდა ტექნიკური მონაცემები GeForce GTX 650 Ti Boost-ის რომელსაც ჯერ-ჯერობით GALAXY Microsystems Ltd., Micro-Star International (MSI)და ZOTAC-ის სახით მოგვევლინება. GALAXY GeForce GTX 650 Ti Boost MSI GeForce GTX 650 Ti Boost Gaming Edition ZOTAC GeForce GTX 650 Ti Boost სამივე ბარათი დაფუძნებულია Kepler არქიტექტურაზე და 28ნანომეტრიულ გრაფიკულ ჩიპზე GK106-ზე, მას გააჩნიათ 768 CUDA ბირთვი. ვიდეო ბარათი არის PCI Express 3.0 x16 შავ ბეჭდურ პლატაზე, "ბორტზე" აქვს 2048Mb GDDR5 მეხსიერება, 192-ბიტიანი ინტერფეისითურთ, ხოლო სიხშირე შეადგენს 6008MHz-ს. გაგრილებაზე ზრუნავს ორიგინალური კონსტრუქციის მქონდე აქტიური ტიპის ორსლოტიანი ქულერი. ბარათები თავსებადი არიან DirectX 11.1-თან ასევე NVIDIA PhysX, NVIDIA CUDA, NVIDIA SLI, NVIDIA FXAA და Adaptive VSync. ქარხნული სიხშირე გრაფიკული ბირთვის GALAXY GeForce GTX 650 Ti Boost-ისთვის შეადგენს 980MHz-ს, ZOTAC GeForce GTX 650 Ti Boost-ის 993MHz-ს ხოლო MSI GeForce GTX 650 Ti Boost Gaming Edition-ისთვის 1033MHz-ს. NVIDIA GPU Boost ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია ამ მაჩვენებლის დინამიური ზრდა. როგორც იუწყებიან აშშ-ში ვიდეო ბარათების ფასი არ გადააჭარბებს $200-ს.
  20. 16 points
    ისტორია Facebook -ეს არის სოციალური ქსელი და ვებ-გვერდი, რომელიც გაიხსნა 2004 წლის თებერვალში, მფლობელი და მმართველი გალხავთ Facebook, Inc. 2012 წლის მაისის მონაცემებით, Facebook -ს 900 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. ნახევარზე მეტი ამათგან Facebook -ს იყენებს მობილურ მოწყობილობებზე. გაცნობებთ , რომ გამოყენებამდე მომხმარებელი აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ვებ გვერდზე, რის შედეგადაც მათ შეეძლებათ შექმნან პერსონალური პროფილი, დაიმეგობრონ სხვა მომხმარებლები და გაცვალონ მოკლეტექსტური შეტყობინებები. დამატებით, მომხმარებლებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებში, რომლებიც ორგანიზებულია, სამუშაო ადგილის, სკოლის ან კოლეჯის ან სხვა ხასიათის და კატეგორიის ადამიანებისთვის და მეგობრებში იყოფა კატეგორიებად როგორც "ხალხი სამსახურიდან" ან "უახლოესი მეგობრები". ამ სერვისის სახელი წარმოიშვა colloquial name for the book - დან რომელიც ეძლეოდათ მოსწავლეებს აკადემიური წლის დასაწყისში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, შეერთებულ შტატებში, რომ დახმარებოდნენ სტუდენტებს ერთმანეთის გაცნობაში. Facebook უშვებს ყველა მომხმარებელს 13 წლის ასაკიდან, რომ დარეგისტრირდნენ ამ საიტზე. Facebook დაარსდა Mark Zuckerberg (მარკ ცუკერბერგი) - მიერ მისი კოლეჯის თანაკლასელებთან და სტუდენტების Eduardo Saverin, Dustin Moskovitz და Chris Hughes ერთად. ვებგვერდის წევრობა საწყის ეტაპზე ლიმიტირებული იყო დამაარსებლებისგან ჰარვარდის მოსწავლეებისათვის, მაგრამ გაფართოებული სხვა კოლეჯებისთვის ბოსტონის სივრცეში, Ivy League, და Stanford University-სთვის. მას თანდათანობით დაემატა მხარდაჭერა სხვადასხვა უნივერსიტეტებისთვის და საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის და საბოლოოდ 13 წლის ასაკის და ზემოთ მოზარდებისათვის. Consumer Reports მიმოხილვის თანახმად 2011 წლის მაისში იყო რეგისტრირებული 7.5 მილიონი ბავში 13 წლამდე და 5 მილიონი 10 წლამდე რომელიც არღვევდა საიტის წესებს (terms of service - რომელსაც უამრავი ადამიანი წაუკითხავადაც ეთანხმება). 2009 წლის იანვრის Compete.com სწავლებამ Facebook შეაფასა როგორც ყველაზე გამოყენებადი სოციალური ქსელი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლით. Entertainment Weekly შეიტანა საიტი თავის ათეულში "best-of" - საუკეთესო სიაში. Quantcast კომპანია აფასებს რომ Facebook-ს ყავს 138.9 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ყოველ თვე 2011 წლის მაისის მონაცემით. Social Media Today-ზე დაყრდნობით, 2010-ის აპრილში 41.6% ამერიკის მოსახლეობას ჰქონდა Facebook-ის ანგარიში (account). მიუხედავად ამისა Facebook-ის გაზრდილმა ბაზარმა დაიწყო კლება ზოგიერთ რეგიონში. საიტმა დაკარგა 7 მილიონი აქტიური მომხმარებელი აშშ-სა და კანადაში 2011 წელის მაისში. Facebook-მა იყიდა FB.com 11 იანვარს 2011 წელს, 8.5 მილიონ დოლარად აუქციონზე და FB.com იყო ერთ-ერთი იმ ათი ყველაზე მაღალი domain გაყიდვების ისტორიაში. კიდევ 2012 წელს facebook-მა იყიდა ფოტოების გამზიარებელი ვებ-საიტი Instagram, 1 მილიარდ დოლარად. საწყისები Mark Zuckerberg-მა დაწერა Facemash, Facebook-ის წინაპარი, 2003 წლის 28 ოქტომბერს, მაშინ როდესაც სწავლობდა ჰარვარდში როგორც მეორე კუსრის სტუდენტი. The Harvard Crimson-ზე დაყრდნობით, საიტი იყო შემდეგი შედარებით - Hot or Not და იყენებდა ფოტოებს online ფეისბუქერებისგან 9 სახლიდან, 2-2 მიმდევრობით ერთდროულად და ერთმანეთთან. ეკითხებოდა მომხმარებელს აერჩიათ “hotter” (უფრო „ცხელი“) ადამიანი. Mark Zuckerberg კომპანია Facebook შექმნა ჰარვარდის საცხოვრებლის ოთახში. რომ მიეღწია ამისათვის, Zuckerberg შეიჭრა დაცულ სივრცეებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის კომპიუტერულ ქსელში და გააკეთა ასლები „სახლებისა“ და საიდენტიფიკაციო (ID) სურათებისა. ჰარვარდს იმ დროისათვის არ ჰყავდა სტუდენტი სახელად "facebook" (კატალოგი ფოტოებით და ძირითადი ინფორმაციით), მიუხედავად ამისა ინდივიდუალური „სახლები“ გასცემდნენ საკუთარ ფურცელს facebook-ს შუა-1980 იანი წლებიდან . Facemash-მა მიიზიდა 450 ვიზიტორი და დაფიქსირდა 22 000 ფოტო-მონახულება მისი online გაშვებიდან პირველ 4 საათში. საიტი სწრაფად დაეხმარა რამდენიმე უნივერსიტეტის ჯგუფის სიის სერვერებს, მარგამ დაიხურა რამდენიმე დღის შემდეგ, ჰარვარდის ადმინისტრაციის მიერ. Zuckerberg ბრალდებულ იქნა ადმინისტრაციის მიერ, კაკონდარღვევის, კერძოდ კი საავტორო უფლებსბის და ინდივიდუალური ხელშეუხებლობის დარღვევის გამო. საბოლოოდ, ბრალდებები მოიხსნა. მის საწყის პორექტზე იმ სემესტრისათვის Zuckerberg-მა სოციალური სწავლების ინსტრუმენტი შექმნა, 500 Augustan ფოტოს ატვირთვით ვებსაიტზე, 1 სურათის განთავსებით გვერდზე და კომენტარის დაწერის შესაძლებლობით, მან გახსნა საიტი მისი თანაკლასელებისთვის და ხალხმა დაიწყო თავისი დღიურების გაზიარება. იმ სემესტრისთვის, Zuckerberg -მა დაიწყო კოდის წერა ახალი ვებსაიტისთვის 2004 წლის იანვარში. ის შთაგონებული იყო, სტატიით The Harvard Crimson-ში Facemash-ის ინციდენტის შესახებ. 2004 წლის 4 თებერვალს, Zuckerberg-მა გახსნა"Thefacebook", განთავსებული მისამართზე thefacebook.com საიტის გახსნიდან 6 დღეში, 3-მა ჰარვარდის უფროსმა, Cameron Winklevoss, Tyler Winklevoss, და Divya Narendra, ბრალი დასდეს Zuckerberg-ს მათი განზრახ შეცდომაში შეყვანაში, დარწმუნებით, რომ ის დაეხმარებოდა მათ აეგო სოციალური ქსელი HarvardConnection.com. 3-მა მომჩივანმა „Harvard Crimson“, და გაზეთმა დაიწყო გამოკვლევა. 3 მომჩივანი ჩავარდა Zuckerberg-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესში. ჰარვარდის კოლეჯის სტუდენტებისათვის წევრობა საწყის ეტაპზე შეზღუდული იყო და პირველი თვის ვადაში ნახევარზე მეტი ბოლო კურსის სტუდენტი დარეგისტრირდა ამ სერვისზე. Eduardo Saverin (ბიზნეს პერსპექტივები), Dustin Moskovitz (პროგრამისტი), Andrew McCollum (გრაფიკოსი), და Chris Hughes შეუერთდნენ Zuckerberg-ს, რომ დახმარებოდნენ და ხელი შეეწყოთ ვებსაიტის წინსვლისთვის. 2004 წლის მარტში Facebook გავრცელდა Stanford, Columbia, და Yale უნივერსიტეტებში. მან გახსნა ასევე სხვა სკოლები: Ivy League schools, Boston University, New York University, MIT, და თანდათანობით ყველა უნივერსიტეტში კანადასა და აშშ-ში. Facebook გაერთიანდა შუა-2004-ში, და მეწარმე Sean Parker, ვინც არაფორმალურად რჩევებს აძლევდა Zuckerberg-ს, გახდა კომპანიის პრეზიდენტი. ივნისში 2004 წელს, Facebook-მა გადაიტანა მისი ოპერაციების ბაზა Palo Alto, California-ში. Facebook-მა პირველი ინვესტიცია 3 თვის მოგვიანებით კომპანია PayPal დამარსებლის Peter Thiel-გან მიიღო. კომპანიამ მოიცილა „The“ მას შემდეგ რაც, იყიდა facebook.com -domain 2005 წელს $200,000 დოლარად. Facebook საშუალო სკოლის ვერსია გაიხსნა 2005 წლის სექტემბერში, რომელსაც Zuckerberg უწოდებდა - შემდეგი ლოგიკური საფეხური. ამავე დროს, საშუალო სკოლის ქსელები მოითხოვდა მოწვევას, რომ გაწევრიანებულიყავი ამ სოციალურ ქსელში. Facebook მოგვიანებით გაფართოვდა, წევრობის უფლებამოსილებით რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობაში, მათ შორის Apple Inc. და Microsoft. Facebook ხელმისაწვდომი იყო 2006 წლის 26 სექტემბრიდან ყველასთვის, 13 წლიდან ზემოთ, ვისაც ჰქონდა ნამდვილი ელექტრონული ფოსტა. 2007 წლის ოქტომბერში Microsoft-მა განაცხადა რომ მან იყიდა 1.6% საზიარო წილი Facebook 240 მილიონ დოლარად, Facebook-ის ტოტალური ღირებულება $15 მილიარდი იყო. Microsoft-ის შენაძენი შეიცავდა უფლებებს რომ განეთავსებინა საერთაშორისო განცხადებები Facebook-ზე. 2008 წლის ოქტომბერში, Facebook-მა განაცხადა საერთაშორისო შტაბის განთავსებაზე დუბლინში. 2009 წლის სექტემბერში, Facebook-მა თქვა, რომ პირველად გადაერთო თანხის ნაკადზე. 2010 წლის ნოემბერში, SecondMarket Inc.-ზე დაყრდნობით, კერძო კომპანიების სანაცვლოდ, Facebook-ის მაჩვენებელი $41 მილიარდით განისაზღვრა (უმნიშვნელოდ აჯობა eBay-ს) და გახდა მესამე ყველაზე დიდი, ამერიკული ვებ კომპანია, გუგლისა და ამაზონის შემდეგ. Facebook სტაბილურად გაიზარდა 2009 წლის შემდეგ. უფრო მეტი ადამიანი ესტუმრა Facebook-ს ვიდრე Google-ს 2010 წლის, 13 მარტს, კვირის ბოლოს. 2011 წლის მარტში ცნობილი გახდა რომ Facebook ამოშლის დაახლოებით 20,000 პროფილს საიტიდან ყოველ დღე სხვადასხვა გაურკვევლობების, სპამის, შეუსაბამო შინაარსის და არასრულწლოვანი მომხმარებლების გვერდებს როგორც კიბერ უსაფრთხოების ნაწილი. ადრეულ 2011 წელს, Facebook-მა განაცხადა, რომ გადაიტანდა მის ახალ სამმართველო შტაბს, ყოფილი Sun Microsystems კოლეჯის ტერიტორიაზე Menlo Park, California-ში. DoubleClick-ის 2011 წლის ივნისის სტატისტიკამ აჩვენა რომ Facebook-მა მიაღწია 1 ტრილიონ „გვერდების ნახვას“, იგი გახდა ყველაზე მონახულებადი ვებ-გვერდი მსიფლიოში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Google და ზოგიერთი ასეთი გიგანტი არ არის ნაჩვენები DoubleClick-ის შეფასებებში. Nielsen Media Research სწავლების მიხედვით, 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, Facebook არის მეორე ყველაზე მისაწვდომი ვებ-გვერდი ამერიკაში. 2012 წლის მარტში, Facebook-მა განაცხადა App Center-ის შესახებ, ონლაინ მობილური მაღაზია რომელიც ყიდის აპლიკაციებს, რომელიც უკავშირდება Facebook-ს. მაღაზია ხელმისაწვდომია iPhone, Android და მობილური ვებ მომხმარებლისთვის. აპრილში, Facebook-მა იყიდა აპლიკაცია Instagram 1 მილიარდ დოლარად. მარტში 2012 წელს, LGBTI წევრებმა თხოვნით მიმართეს Facebook-ს, რომ დაემატებინა "other", "third gender" ან "intersex" სქესი არჩევანში, რომელიც მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შეიცავს. Facebook-მა უარი განაცხადა და თქვა, რომ ინდივიდუალურად შეუძლიათ გაახმაურონ თავისი სქესი. ადრე 2012 წლის მაისში, Facebook-მა შეიძინა social discovery start-up . Facebook, Inc. შეფასდა $104 მილიარდ დოლარად, 2012 წლის მაისის მონაცემებით. 2012 აპრილში, Facebook-მა შეიძინა მობილური კლიენტების ერთგული ფირმა Tagline. Facebook-მა იყიდა სახის ამოცნობის ტექნოლოგიის კომპანია Face.com 2012 წლის ივნისში. მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური ქსელის პოპულარობა იმდენად მაღალია, რომ უამრავი კომპანია ანთავსებს რეკლამას მისი პროდუქციის შესახებ, გვერდების და განცხადებების სახით. დღეისათვის სოციალური ქსელის სპეციალური აპლიკაცია შექმნილია თითქმის ყველა მობილური და კომპიუტერული ოპერაციული სისტემისთვის. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ 2010 წელს რეჟისორმა David Fincher-მა შექმნა ფილმი სახელად „სოციალური ქსელი“ (The Social Network), რომელშიც მოთხრობილია facebook-ის შექმნის შესახებ. ავტორი - ბექა ბუხრაძე.
  21. 16 points
    მოგესალმებით ყველას ! დღეს მე მსურს წარმოგიდგინოთ ძალინ საინტერესო მიმოხილვა სადაც საუბარი იქნება გასაოცარ Triple Monitor Gaming ზე და ამ ტესტში მონაწილე 2 უძლიერეს ვიდეო ბარათზე.პირველ რიგში ვინც არ იცის გეტყვით რომ Triple Monitor Gaming გულისხმობს 3 ცალი მონიტორის შეერთების ერთად და 1 გამოსახულების მიღებას რაც თავისთავად იძლევა ძალიან დიდ რეზოლუციას (გრაფიკას) თამაშებში და არამარტო მათში. ამ სახის Gaming კიდევ იფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც მსოფლიოს 2 მა გიგანტმა კომოპანიამ ვიდეო ბარათების წარმოებაში წარმოადგინეს თავ-თავისი 2 ბირთვიანი ,ჯერ არნახული ძალის მქონე ვიდეო ბარათები: GeForce GTX 590 3GB მეხსიერებით კომპანია NVIDIA სგან და Radeon HD 6990 4GB მეხსიერებით კომპანია AMD სგან. ჩვენ უკვე ვიხილეთ ჩემს მიერ მომზადებული ამ 2 უძლიერესი ვიდეო ბარათის მიმოხილვა სადაც ყველაფერი დატალურად იქნა განხილული და მანამდე სანამ უშუალოდ დღევანდელ მიმოხილვას შევუდგებოდეთ ყველას ვთხოვ გადახედოს ზემოთ ნახსნები 2 ვიდეო ბარათი მიმოხილვას: GeForce GTX 590 3GB და Radeon HD 6990 4GB Triple Monitor Gaming ისთვის სახელწოდებიდან გამომდინარეც რაღა თქმა უნდა საჭიროა 3 ცალი მონიტორი,უკეთესი იქნება თუ სამივე მთაგანს ერთიდაიგივე რეზოლუცია ექნება და თავად მონიტორებიც ზომაში ერთნაერი იქნება,რაც საბოლოო ჯამში ულამაზეს ჩვენბეას იძლევა. ჩვენს დღევანდელ მიმოხილვაში გამოყენებული იქნება კომპანია DELL ის იახლესი 30 ინჩიანი Dell 3008WFP 30 LCD მონიტორი რეზოლუციით 2560x1600.იგი ასე გამოიყურება: GTX 590 და HD 6990 ვიდეო ბარათების დაკავშირება Dell ის ამ 3 ერთნაერ მონიტორთან ხდება 3 ცალი DVI პორტის მეშვეობით რომელიც სწორედ ამ ვიდეო ბარათებს აქვთ : მოდით ვნახოთ სატესტო სისტემა: პროცესორი - Intel Core i7 920 (Overclocked @ 3.70GHz) ოპერატიული მეხსიერება - 3X 2GB G.Skill DDR3 PC3-12800 (CAS 9-9-9-24) დედა დაფა - Asus P6T Deluxe (Intel X58 Chipset) კვების ბლოკი - OCZ ZX Series (1250w) მყარი დისკი - Crucial RealSSD C300 256GB (SATA 6Gb/s) ვიდეო ბარათები - GeForce GTX 590 (3072MB) და Radeon HD 6990 (4096MB) პროგრამული უზრუნველყოფა: ოპერაციული სისტემა - Microsoft Windows 7 Ultimate 64-bit დრაივერი GTX 590 ისთვის - Nvidia Forceware 270.61 დრაივერი HD 6990 ისთვის - AMD Catalyst 11.4 ტესტება ჩატარდება შემდეგ რეზოლუციებზე: 5040x1050 5760x1200 7680x1600 გარდა ტესტებში მიღებული შედეგისა აქ წარმოდგენილი იქნება თითო-თითო სურათი ყველა თამაშიდან რომელიც მონაწილეობს ამ ტესტში. მოდით დავიწყოთ უშუალოდ Triple Monitor Gaming ტესტი და პირველი თამაშია: Battlefield Bad Company 2 ეს ტესტის შედეგი: ეს კი სურათი თამაშიდან უმაღლეს 7680x1600 რეზოლუციაზე. Bulletstorm სურათი თამაშიდან: ეს კი ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკის მქონე Crysis Warhead და ახლად გამოსული Crysis 2. Crysis Warhead სურათი თამაშიდან: Crysis 2 სურათი თამაშიდან: Civilization V სურათი თამაშიდან: Dragon Age II სურათი თამაშიდან: Dirt 2 სურათი თამაშიდან: Far Cry 2 სურათი თამაშიდან: Just Cause 2 სურათი თამაშიდან: Mafia II სურათი თამაშიდან: Metro 2033 სურათი თამაშიდან: ამით ტესტები დასრულდა.როგორც ვცნახოთ კომპანია AMD ს 2 ბირთვიანმა Radeon HD 6990 4GB მ ტესტების დიდ ნაწილში აჯობა Nvidia ს 2 ბირთვიან GTX 590 3GB ს FPS ის რაოდენობით. ჯამში ამგვარი სიამოვნება დაახლოებით 5000 ობამა ღირს საიდანც მხოლოდ 700 ობამაა საჭირო ზემოთ აღნისნული 2 ვიდეო ბარათიდან ერთ-ერთის შესაძენად დანარჩენი კი საჭიროა სხვა ნაწილებისთვის და მონიტორებისთვის. სტატია მომზადებულია FC BARCELONA ს მიერ ;)
  22. 15 points
    ჩემს ერთგულ მკითხველებს, თუკი საერთოდ მყავს ასეთი, ალბათ გაახარებს ეს სტატია...თქვენს წინაშეა AMD-ს ისტორია გარდა ამისა, განყოფილების მოდერატორ OgaiB-ს და ადმინისტრაციას ვთხოვ გადახედონ თემას და შეცდომები გამისწორონ Advanced Micro Devices Inc. ანუ AMD მსოფლიოში ნომერი მეორე პროცესორების მწარმოებელი, ნომერი მესამე ვიდეოდაფების მიმწოდებელი (ATI-ს შესყიდვის შემდეგ) და კომპანია Spansion (Flash მეხსიერების მწარმოებელი)-ის 21% აქციების მფლობელი. დასაწყისი, x86 და მაიმუნობა კომპანიის შტაბბინა კალიფორნიაში Advanced Micro Devices 1969 წლის 1 მაისს დააარსეს Fairchild Semiconductor-ის ყოფილმა თანამშრომლებმა. თავდაპირველად კომპანია ლოგიკურ ჩიპებს აწარმოებდა. 1975 წელს კი ოპერატიული მეხსიერებების ბაზარზე შეაბიჯა. ამავე წელს AMD-ში შექმნეს Intel 8080 მიკროპროცესორის "ორეული". როგორც ჩანს კომპანიას პროცესორის "კლონირება" ყველაზე მეტად მოეწონა, ამიტომ მალევე წარმოადგინა თავისი საკუთარი, AMD 29K პროცესორი. სურათზე სწორედ მას ხედავთ, ოღონდ უკვე 1987 წელს გამოსულს... ამავე პერიოდში კომპანია უშვებდა AMD7910 და AMD7911 "World Chip" FSK მოდემებს, 1982 წელს დადებული კონტრაქტის მიხედვით კი AMD-ს უფლება ჰქონდა Intel-ის პროცესორები ეწარმოებინა და აწარმოებდა კიდეც Intel 8086 და 8088 პროცესორებს IBM-ის კომპიუტერებისთვის. აი აქედან დაიწყო AMD-ს მაიმუნობა...1991 წელს მან "გადაშუშა" Intel-ის პროცესორი, ამჯერად უკვე i386 და AM386 უწოდა. წელიწადზე ნაკლებ დროში მილიონზე მეტი AM386 გაიყიდა. AMD-ს შემდეგი პროცესორიც - Am486 ასევე Intel-ის i486-ის ორეული იყო. ყველაფერი მარტივია - "კლონი" პროცესორები ორიგინალთან შედარებით იაფი ღირდა , Intel-ს კი ზემოხსენებული კონტრაქტის გამო არ შეეძლო AMD-სთვის ხელი შეეშალა. მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 1992 წელს AMD გაამართლეს (!). რის შემდეგაც დაიწყო მეორე სასამათლო პროცესი, რომელიც მხოლოდ 1994 წელს დასრულდა. AMD-ს კონტრაქტი შეუჩერეს, მაგრამ მას უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა პროცესპრების წარმოებაში და სრულიად დამოუკიდებელი პროდუქტიც მალევე წარმოადგინა...აი ინტელმა უნდა თქვას "გველი გამიზრდია უბეშიო" K5, K6 და Athlon AMD-ს პირველი ნამდვილად თავისი პროცესორი, რომელიც სერიაში გავიდა, იყო K5. "K" აღნიშნავდა "Kryptonite"-ს (სუპერმენიდან გახსოვთ ალბათ რაცაა ). იდეის მიხედვით ამ "კრიპტონიტს" უნდა დაეუძლურებინა "სუპერმენი" Intel-ი... ის 1996 წელს გამოვიდა და გარეგნულად ასე გამოიყურებოდა ეს კი მისი ბირთვის სქემაა, საქმეში ჩახედული ხალხი რამეს გაიგებს იმედია ეს პროცესორი 500 ან 350nm ტექნოლოგიით მზადდებოდა, 4.3 მილიონი ტრანზისტორისგან შედგებოდა და 16KB კეში ჰქონდა, რაც Pentium-ზე 2-ჯერ მეტი იყო. სამწუხაროდ დაბალმა სიხშირემ (75-100MHz, ბოლო სერიებში - 133MHz) თავისი გავლენა იქონია პროცესორის გაყიდვადობაზე, ამასთანავე Intel-მა თავის პროცესორებში დანერგა MMX ტექნოლოგია და AMD იძულებული გახდა K5-ის გაუმჯობესებული ვერსია - K6 გამოეშვა. ეს 1997 წელს მოხდა. ეს პრცესორი ჰქონდა ჩემს პირველ კომპს, კიდევ მაქვს დარჩენილი და მუზეუმს თუ გახსნით საზეიმო ვითარებაში გადმოგცემთ 350nm ტექნოლოგიაზე აგებულ პროცესორს ჰქონდა 8.8 მილიონი ტრანზისტორი, 32KB კეში, 66MHz FSB და 200, 233, 266 ან 300MHz სიხშირე. იგი ადვილად უწევდა კონკურენციას Pentium II-ს. 1999 წლის 23 ივნისს AMD-მ წარმოადგინა კიდევ ერთი პროცესორი - K7. ჩვენ მას Athlon-ის სახელით ვიცნობთ. Athlon-ის არქიტექტურა ამ სერიის პირველი პროცესორი გახლდათ Athlon Classic. მას კარტრიჯის სახე ჰქონდა (იხ. სურ.) და სპეციალურ სლოტში იდგმებოდა, რომელიც Intel-ის "Slot 1"-ის იდენტური იყო. Pentium II-ის მსგავსად Athlon Classic-საც 512KB მეორე დონის კეში ჰქონდა. ის 22 მილიონ ტრანზისტორს შეიცავდა, ტაქტური სიხშირეები კი 500-დან 1000MHz-მდე მერყეობდა. ეს იყო პირველი პროცესორი, რომლის სიხშირე 1000MHz-ს შეადგენდა. Athlon-ის მეორე პროცესორია Thunderbird (T-Bird). ეს პროცესორიც კარტრიჯიანი გახლდათ, ჰქონდა 256KB მეორე დონის კეში, MMX და 3DNow! ტექნოლოგიების მხარდაჭერა, სიხშირეები 600-დან 1400MHz-მდე მერყეობდა და იოლად ჯაბნიდა PIII და ადრეულ P4-ებსაც კი. სურათებზე თქვენ ხედავთ პროცესორს და კარტრიჯს პროცესორის გარეშე 2001 წელს Intel-მა გამოუშვა 1.7GHz სიხშირის მქონე Pentium 4. AMD-ს T-Bird-ს კი არ შეეძლო 1.4GHz-ზე მეტის განვითარება, ამიტომ ამავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა Athlon XP (Xtreme Performance) 1333–1733MHz (1500+ to 2100+) ტაქტური სიხშირით და 256KB მეორე დონის კეშით. მას 2003 წელს მოჰყვა Barton და Thorton პროცესორები 130nm ტექნოლოგიით და მაქს. 2200MHz ტაქტური სიხშირით. ამავე წელს AMD-მ მოახდინა K8 პროცესორის, ანუ Athlon 64-ის პრეზენტაცია. გამოდიოდა ერთბირთვიანი (Athlon 64) და ორბირთვიანი (Athlon 64 X2) პროცესორები. მათზე ბევრის მოყოლა მეზარება, მაგრამ თუ თქვენი მოთხოვნა იქნება ჩავამატებ კიდევ ინფორმაციას...ისე კი ქვედა გრაფაზე მოცემულია K8 პროცესორის არქიტექტურა Athlon 64-ს მოყვა Opteron-ი, რომლის ბაზაზეც 2007 წლის 10 სექტემბერს გამოუშვეს AMD-ს პირველი ოთხბირთვიანი პროცესორი. შემდეგი ნაბიჯი უკვე 65-45nm-იანი Phenom გახლდათ (K10) . ისე ამ სერიაში AMD-ს აქვს საკმაოდ საინტერესო რამ - სამბირთვიანი პროცესორები, რომლის აზრსაც ვერ ჩავწვდი . ქვემოთ თქვენ ხედავთ პროცესორისთვის სახელების მინიჭების სქემას. ინგლისურის მცოდნეები გაიგებთ ამას კი იმედია თავად მიხვდებით რაცაა Phenom-ს მოყვა Phenom II, რომელსაც 2-ის მაგიერ 6MB L2 კეში აქვს. დარწმუნებული ვარ ამ სერიებს ჩემზე უკეთ იცნობთ ამიტომ უფრო საინტერესო მონაკვეთზე გადავალ... Bulldozer - აი ასე ჰქვია AMD-ს მომავალი თაობის ერთ-ერთ პროცესორის სერიას. მას უნდა ჰქონდეს დაახლოებით 100W TDP, 32nm ტექნოლოგია და 8 ბირთვი. გამოსვლის თარიღად 2011 წელი სახელდება. Bobcat - ეს კი მეორე "მომავალი" პროცესორია, რომელსაც სულ რაღაც 10W TDP უნდა ჰქონდეს. ეს იქნება ძალიან გამარტივებული x86 პროცესორი, რომელიც ალბათ Portable ტექნიკაში დაიდებს ბინას . გამოსვლის თარიღი ამ პროცესორისთვისაც 2011 წელია. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- როგორც იცით, 2006 წელს AMD-მ იყიდა კომპანია ATI და უახლოეს მომავალში გეგმავს მასთან ერთად გამოუშვას ახალი ტიპის პროცესორი, რომელსაც CPU და GPU გაერთიანებული ექნება. პროექტის კოდური სახელწოდებაა "AMD Fusion". ჯერ-ჯერობით აი რა არის ცნობილი: 1. ახალი ტიპის პროცესორი იქნება მრავალბირთვიანი, რომელიც თავის თავში შეიცავს როგორც CPU-ს, ასევე GPU-ს. მათ ექნებათ ერთმანეთისგან განსხვავებული ტაქტური სიხშირეები. 2. პროდუქცია ფოკუსირებული იქნება როგორც გრაფიკული კომპანიებზე, ასევე ჩვეულებრივ მომხმარებელზეც. 3. Fusion სერიის პროცესორებს ექნებათ ახალი დიზაინი, რომელსაც "M-Space" ეწოდება. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება პროცესორების მთელი კომბინაციების შექმნა სხვადასხვა დანიშნულებისთვის. 4. პროდუქციას ექნება მინიმუმ 16 PCIe "სტრინგი" ( ), სავარაუდოდ 3.0 ვერსიისა. 5. პროცესორს ექნება 10%-ით მეტი პინი, ვიდრე "ჩვეულებრივ პროცესორს" აქვს დღესდღეობით. თუმცა უცნობია რომელია ეს "ჩვეულებრივი". სოკეტს ერქმევა "Socket FS1" 6. "Fusion"-ები თავდაპირველად 32nm ტექნოლოგიაზე იქნება აგებული, შემდგომში კი "გადაახტება" Core i9 პროცესორებს და სავარაუდოდ 22nm არქიტექტურაზე გადავა. 7. პროცესორების სახელწოდებები სავარაუდოდ "Falcon" და "Swift" იქნება. აი ეს არის AMD-ს ისტორია, მახინაციები, პროდუქცია და სამომავლო გეგმები...დიდი მადლობა ყურადღებისთვის თქვენი "ისტორიკოსი" მიხეილ რ. :bow:
  23. 15 points
    მოგესალმებით თანაოვერქლოქერებო ვფიქრობ ცოტაოდენ საინტერესო თემას გთავაზობთ, და თუ ეს ესე გამოდგა ხო კაი და შეეტყობა თუ არა და თქვენც კარგად და მეც მოკლედ ბიჭებო და გოგონებო დღეს უსაქმურობის და აუტანელი სიცხის ჟამს გადავწყვიტე ჩემი პროცესორისთვის მაინც მეშველა და ხელთ ბრიტვა მოვიმარჯვე (არ იფიქროთ ვენები გადაიჭრაო მოკლედ ავაძრე სკალპი ამ საცოდავს როგორც ხედავთ არანაირი დეტალი ან კონტაქტი არ აქვს კრისტალის გარშემო, ასე რომ კონკრეტულად ამ მოდელზე როგორც აღმოჩნდა უფრო უსაფრთხო ყოფილა ხსენებული ამბავი. გავასუფთავე გამხმარი პასტისაგან და ხუფის დამჭერი რეზინ-სილიკონისაგან აქ კი ვიწყებ საკმაოდ შრომატევად საქმეს, ხუფის ზედაპირის "გაშკურკვას" მის გასასწორებლად და რადიატორთან უკეთესი კონტაქტისთვის და მივიღე ასეთი სახე (არაა ეს ბოლომდე დამუშავებული, არ მქონდა წმინდა ზუმფარა იმ მომენტში) გავწმინდე კარგად(აციტონი და ნაჭერი გამოვიყენე) და წავუსვი თერმოპასტა Arctic Silver Ceramique 2 ცეცხლგამძლე სილიკონი და კაი ცხოვრება სად იყო ხოდა ვულკანიზაციაში გერმეტიკა თუ რაღაც ვნახე და ხუფი იმით დავსვი თავის ადგილას იგივენაირად გავაპრიალე ქულერის ის ზედაპირი რაც პროცს ეხება და ავაწყვე უმტკივნეულოდ დიდი სურვილი მქონდა ძიძიგურის სიტყვები გამემეორებინა : "შედეგი გვაქვს უზარმაზაარი!" მარა ვერ გამოვიდა ეგ ამბავი და ქუთაისელი ბავშვი გამახსენდა, მამა რომ ეკითხება ბაღიდან გამოსულს: გაჭამეს რამე? ბავშვმა კი უპასუხა: "ჩემიი ღლე" შედეგი ჯერჯერობით არაა სახარბიელო, დავაცდი ერთი დაჯდეს პასტა და დავწერ რა გამოვიდა საბოლოოდ პ.ს თემა თუ შეუსაბამო განყოფილებაშია მოდერატორს ვთხოვ გადაამისამართოს
  24. 15 points
    გაგიმარჯოთ ფორუმელებო! რამდენიმე კვირაა ვმუშაობ რკინოლოგის პასტაზე, დამზადების დეტალებიც გადავიღე როგორ დავამზადე ეს კალამი: საბოლოო ნამუშევარი ასე გამოიყურება: ზედაპირი კალმის სპეციალურადაა "დაჭმუჭნული" ფაქტურით, რადგან კრიალა ნამუშევარი ჩემი ხედვით, უეფექტოა, კალამს უნდა ჰქონოდა (დამზადებამდე ჩანაფიქრი) უფრო "კლდე-ღრე" გამოვლილის იმიჯი. ასეთი უკუღმართობა სად გინახიათ?! დავასრულე და მერე ვიყიდე სამუშაო ხელთათმანი , ჰოდა, ფერის სიუხვისთვის, ცოტას ფოტოზე წითელიც დავუმატე. სხვათაშორის, მეორე ვენტილიც ტრიალებს, სულ დამავიწყდა ვიდეოზე დემონსტრირება ესეც ვიდეო ვერსია: http://postimg.org/image/vpxl3bdqd/eb39e832/ რკინოვნებანი facebook-ზე -Steel ART -
  25. 15 points
  26. 14 points
  27. 14 points
    ესეც ახალი მინით უფრო მესიმპატიურა
  28. 14 points
  29. 14 points
    ვიდეო-გაზიარების ვებ-გვერდი, რომელიც შექმნა კომპანია PayPal-ის ყოფილმა სამმა თანამშრომელმა 2005 წლის თებერვალში. საიტზე მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს, მოძებნოს და გააზიაროს ვიდეოები. კომპანია მდებარეობს სან ბრუნოში (San Bruno) კალიფორნიის შტატში, იგი იყენებს Adobe Flash Video და HTML5 ტექნოლოგიებს, რომ წარმოგვიდგინოს მრავალი სახეობის ვიდეოები, რომელებიც შექმნილია სხვადასხვა თემებზე და ასეთები შეიძლება იყოს : კინო კლიპები, ტელე კლიპები, მონაკვეთები ფილმებიდან, სიმღერები, ვიდეო კლიპები, თამაშის მონაკვეთები, მოკლე ორიგინალი ვიდეოები და საგანმანათლებლო მნიშვნელობის ვიდეოები. ჩად ჰარლი - Chad Hurley, სტივ ჩენი - Steve Chen, ჯოვად კარიმი - Jawed Karim YouTube დააფუძნებლები არიან ჩად ჰარლი (Chad Hurley), სტივ ჩენმი (Steve Chen) და ჯოვად კარიმი (Jawed Karim) რომლებიც უკვე აღვნიშნეთ რომ კომპანია PayPal-ის ძველი თანამშრომლები იყვნენ. ჰარლი დიზაინს სწავლობდა ინდიანას უნივერსიტეტში პანსილვანიის შტატში, იმ დროს როცა ჩენი და კარიმი კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობდნენ ერთად, ილინოისის უნივერსიტეტ Urbana-Champaign-ში. მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ჰარლიმ და ჩენმა 2005 წელს შეიმუშავეს იდეა, რომ შეექმნათ YouTube, ეს მოხდა მას შემდეგ რაც მათ გამოსცადეს ვიდეოს გაზიარების პრობლემა, მაშინ მეგობრები ჩენთან იმყოფებოდნენ საზეიმო წვეულებაზე მის სან-ფრანცისკოში მდებარე აპარტამენტებში. კარიმი არ ესწრებოდა წვეულებას და უარყო ამი იდეის შესახებ, ჩენმა კი განაცხადა, რომ იდეა - YouTube დაარსდა წვეულების შემდეგ, ეს იყო "ყველაზე ძლიერი მოთხრობა მარკეტინგის იდეებს შორის და ამავე დროს ადვილად შესათვისებელი იდეა გახდა“ ვიდეოების უმეტესი ნაწილი საიტზე, ინდივიდუალურად, ადამიანების მიერ არის განთავსებული, მაგრამ სხვადასხვა კორპორაციები როგორიცაა CBS, BBC, VEVO, Hulu, და სხვები გვთავაზობენ მათ შემოქმედებას, როგორც YouTube-სთან თანამშრომლობის პროგრამა. დაურეგისტირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ უყუროს ვიდეოს, ხოლო დარეგისტრირებულებს შეუძლიათ ატვირთონ განუსაზღვრელი რაოდენობის ვიდეოები. ვიდეოები კი რომლებიც შეიცავენ პოტენციურად დამამცირებელი შინაარსის მქონე მასალას ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 წლისა და ზემოთ ასაკის ადამიანებისათვის. კომპანია YouTube-მა საფრთხილო დაწყება განახორციელა, თავდაპირველად $11.5 მილიონი დოლარის კაპიტალი მოიზიდა კომპანია Sequoia Capital-გან, ეს მიმდინარეობდა 2005 წლის ნოემბერიდან და 2006 წლის აპრილამდე. YouTube-ს პირველი შტაბ-ბინა განთავსდა პიცერიისა და იაპონური რესტორნის San Mateo-ს თავზე კალიფორნიაში. დომეინის სახელი www.youtube.com 2005 წლის 14 თებერვალს გააქტიურდა და ვებ-გვერდი შემდგომ თვეებში განვითარდა. YouTube-ს ამჟამინდელი შტაბ-ბინა სან ბრუნოში კალიფორნიის შტატში. პირველი ვიდეო კომოპანიის საიტზე - YouTube - დასათაურებული იყო შემდეგნაირად - „მე ზოოპარკში“ (Me at the zoo) და ამ ვიდეოში ნაჩვენები იყო კომპანიის დამფუძნებელი ჯოვად კარიმი (Jawed Karim) სან დიეგოს ზოოპარკში (San Diego Zoo). ვიდეო 2005 წლის 23 აპრილს აიტვირთა და ახლაც შესაძლებელია მისი საიტზე ნახვა. YouTube-მა მომხმარებელს ბეტა ვერსიის საიტი 2005 წლის მაისში შესთავაზა, 6 თვით ადრე საიტის ოფიციალური გახსნიდან, ხოლო YouTube ოფიციალურად გაიხსნა 2005 წლის ნოემბერში. საიტი სწრაფად გაიზარდა და 2006 წლის ივლისის მონაცემებით ყოველ დღე 65,000 ახალი ვიდეო იტვირთებოდა და საიტი დღის განმავლობაში 100 მილიონ ვიდეო მონახულებას ღებულობდა. market research-ის მონაცემებით, YouTube დომინანტური კომოპანიაა ონლაინ ვიდეო საიტებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით და მისი ბაზრის საზიარო წილი 43 პროცენტია ასევე მოხსენებაში ნათქვამია რომ 14 მილიარდზე მეტი ვიდეო მონახულება განხორციელდა 2010 წლის მარტში.YouTube აცხადებს რომ უხეში გაანგარიშებით ყოველ წუთში 60 საათი ვიდეო იტვირთება ამერიკიდან და საიტს 800 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს ყოველთვიურად. 2007 წელს YouTube-მა გაიუმჯობესა ინტერნეტის მიწოდება. Alexa-ს შეფასებებით YouTube მესამეა ყველაზე მონახულებად საიტებს შორის Google-სა და Facebook-ის მერე. სახელმა www.youtube.com გამოიწვია პრობლემები მსგავსი სახელის საიტთან, www.utube.com ამ საიტის მფლობელმა - Universal Tube & Rollform Equipment, საჩივარი შეიტანა სასამართლოში YouTube-ს წინააღმდეგ და 2006 წლის ნოემბერში ხალხი ვეღარ პოულობდა გვერდს სახელად - YouTube. ამის შემდეგ კი Universal Tube-მა შეცვალა ვებ გვერდის სახელი და - www.utubeonline.com დაირქვა რის შედეგადაც კომპანია Youtube-მა დაიბრუნა საიტის თავდაპირველი სახელი. 2006 წლის ოქტომბერში, კომპანიამ - Google Inc. განაცხადა რომ იგი ყიდულობდა კომპანია YouTube-ს $1.65 მილიარდ დოლარად და ეს გარიგება 2006 წლის 13 ნოემბერს დასრულდა. კომპანია Google არ ასახელებს დეტალურ ციფრებს რაცYouTube-ს დანახარჯებსა და ყოველ წლიურ შემოსავლებს ეხება. 2008 წლის ივნისში ჟურნალმა - Forbes განაცხადა, რომ YouTube-ის 2008 წლის შემოსავალი $200 მილიონი დოლარი იყო და სტატიაში ყურადღება რეკლამების განთავსებაზე იყო გამახვილებული. ვიზიტორები დღეში საშუალოდ 15 წუთს მაინც ატარებენ საიტზე, განსხვავებით ტიპიური ამერიკელისგან რომელიც 4 ან 5 საათს ატარებს ტელევიზორთან. 2006 წლის ივნისში კომპანიაYouTube-მა მარკეტინგისა და განცხადებების პარტნიორობა გააფორმა კომპანია NBC-თან. 2008 წლის ნოემბერში კი, YouTube-მა შეთანხმებას მიაღწია შემდეგ კომპანიებთან: MGM, Lions Gate Entertainment, CBS და მათ ნება დართო, რომ განეთავსებინათ მთლიანი ხანგრძლივობის ფილები და ტელეეპიზოდები რომლებსაც შეწყობილი ექნებოდა სხვადასხვა რეკლამები და განცხადებები, ეს ყველაფერი ამერიკელი მომხმარებლის „სექციაში“ განთავსდა და მას დაერქვა - "Shows". ამ ნაბიჯის განზრახვა ის იყო რომ გამართულიყო შეჯიბრი ვებ-გვერდებს შორის, ისევე როგორც ხდება საიტზე Hulu (youtube-ს მსგავსი და ამერიკაშია ხელმისაწვდომი მხოლოდ) რომელიც აჩვენებს მასალას კომპანიებიდან NBC, Fox, და Disney. 2009 წლის ნოემბერში, კომოპანია YouTube-მა გახსნა შოუების ვერსია რომელიც ხელმისაწვდომი იყო დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისათვის და სთავაზობდა ოთხი ათას მთლიანი ხანგრძლივობის წარმოდგენებს ("Shows") 60-ზე მეტი პარტნიორისგან. 2010 წლის იანვარში, კომპანიამ - YouTube მომხმარებელს გააცნო ფილმების პირდაპირ ეთერში გადაცემის სერვისი, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ ამერიკის კანადისა და დიდი ბრიტანეთისთვის არის ხელმისაწვდომი. სერვისი მომხმარებელს 6000-ზე მეტ ფილმს სთავაზობს. 2010 წლის მარტში, კომპანია YouTube-მა დაიწყო უფასო გადაცემები მასში შედიოდა 60 კრიკეტის მატჩი - Indian Premier League. კომპანიის განცხადებით, ეს იყო პირველი მსოფლიო მასშტაბის უფასო ონლაინ გადაცემა, რომელიც შეეხებოდა დიდ სპორტულ მოვლენებს. 2010 წლის 31 მარტს, კომპანიამ - YouTube წარმოგვიდგინა საიტის ახალი დიზაინი, იმ მიზნით რომ გაემარტივება და მიეზიდა მომხმარებლი საიტზე. კომპანია Google-ს პროდუქტის მენეჯერმა შივა რაჯარამანმა (Shiva Rajaraman) განაცხადა: "ჩვენ ნამდვილად ვიგრძენით რომ გვჭირდებოდა უკან დახევა და უწესივრობების მოწესრიგება“. 2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რომ YouTube მომსახურებას უწევდა ორ მილიარდზე მეტ ვიდეოს დღეში, რომელიც შეიძლება აღწერილი იყოს როგორც: „დაახლოებით ორჯერ მეტი აუდიენცია ერთად აღებული რაც ხორციელდება მთელს ამერიკაში ტელევიზიების მეშვეობით„. 2011 წლის მაისში, YouTube აცხადებდა რომ კომპანიის ბლოგზე, საიტი, სამ მილიარდზე მეტ მონახულებას იღებდა ყოველდღიურად. 2012 წლის იანვარში კომპანია YouTube-მა დაადგინა ციფრი რაც იყო 4 მილიარდი და ეს ეხებოდა საიტზე ვიდეოების ყოველდღიურ „შემოდინებას“. 2010 წლის ოქტომბერში, ჰარლიმ განაცხადა რომ თვითონ დაქვეითდებოდა და გახდებოდა აღმასრულებელი ოფიცერი, მოირგებდა YouTube-ის საკონსულტაციო როლს, ხოლო კომპანიის მმართველი გახდებოდა სალარ კამანგარი (Salar Kamangar). 2011 წლის აპრილში, ჯეიმს ზერნმა (James Zern), YouTube-ის პროგრამულმა ინჟინერმა განაცხადა რომ 99% ვიდეოებისა მოდის მხოლოდ 30% ფილმებიდან. 2011 წლის ნოემბერში, Google+ სოციალურ ქსელსა და ვებ ბრაუზერს - Chrome დაემატა YouTube-თან ინტეგრაცია, რაც საშუალებას იძლევა ვიხილოთ YouTube-ს ვიდეოები Google+ ინტერფეისიდან. 2011 წლის დეკემბერში, YouTube-მა საიტის ახალი ვერსია წარმოგვიდგინა, სადაც ვიდეო არხები განთავსებულია ცენტრალურ ნაწილში, მსგავსად სიახლეებისა და სოციალური ქსელების საიტებისა. ამავე დროს YouTube-ს ლოგოს ახალი ვერსიაც გამოჩნდა და ეს იყო პირველი ცვლილება 2006 წლის ოქტომბრის შემდეგ. ეს YouTube-ის ლოგო გამოიყენებოდა 2006 წლიდან 2011 წლამდე ფერების სხვადასხვა სპექტრით. კომპანია უკონკურენტოა თავის საქმეში და სხვადასხვა კომპანიების ვიდეოებსაც მოიცავს. ვიდეოებს აქვს სხვადასხვა ხარისხის ჩვენება, რასაც მომხმარებელი თავად არეგულირებს, გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც, რომ საიტზე შესაძლებელია 3 განზომილებიანი ვიდეოების ატივრთვა და ნახვა. საიტს -YouTube 54 ენის ინტერფეისი აქვს რომლებიც რა თქმა უნდა ერთმანეთისგან განსხვავდება (ქვეყნების მიხედვით), თუმცა რამდენიმე ქვეყანა დაიბლოკა სხვადასხვა მიზეზების გამო. სამწუხაროდ საქართველო ჯერ არ შედის ამ ოფიციალური მხარდაჭერის მქონე ქვეყნების რიცხვში. ავტორი - ბექა ბუხრაძე
  30. 14 points
    ჩემი ახალი სისტემა, რომელიც ზაქროს და მათეს დახმარებით შევიძინე :*** მოვცილდი 1366სოკეტს :დდდ უფრო სწორეთ როცა ჩამომივა დაახლოებით თვენახევარში მოვცილდები :დდდ
  31. 14 points
    ZOTAC International-მა, გრაფიკული ბარათების, დედაპლატების და მინი კომპიუტერების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა და ინოვატორმა, ორი დღის წინ, წარადგინა ახალი ვიდეოკარტა მომხმარებლებისათვის, რომელთაც სურთ წარმადობის დიდი დონე - ZOTAC GeForce GT 440, 512 მბ-ითა და 1 გბ DDR5 მეხსიერებით. NVIDIA Fermi არქიტექტურის მხარდაჭერით, ახალ პროდუქტს 96 გაერთიანებული შეიდერი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია თვალწარმტაცი DirectX 11 გრაფიკის რენდერინგი ან NVIDIA CUDA-გააქტიურებული ვიდეო-კოდირებისა და გამოსახულებების რედაქტირებისა და მაღალი გარჩევადობის ინტერნეტ ვიდეოს ასწრაფება - Adobe Flash ტექნოლოგიით. 'ZOTAC GeForce GT 440 სერიის გრაფიკული ბარათი წარმოადგენს წარმადობის, მახასიათებლებისა და ღირებულების სრულყოფილ ბალანსს, რომელსაც გააჩნია Microsoft DirectX 11 და NVIDIA CUDA ტექნოლოგია - პრემიუმ კლასის კომპიუტერული ატმოსფეროს მიღების მიზნით' - განაცხადა კარსტენ ბერგერმა, კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა. აღნიშნულ ვიდეოკარტას ასევე ექნება 128-ბიტიანი ინტერფეისი, რომელიც უზრუნველყოფს ელვისებურ სწრაფ დაკავშირებას - გრაფიკულ პროცესორსა და მეხსიერებას შორის. TechPowerUP!
  32. 13 points
    აბა ახალ თემაში ახალი ფანებით შემოგიერთდებით ^^
  33. 13 points
  34. 13 points
    Gigabyte -მა წარადგინა თავისი ახალი დედადაფა ექსტრემ ოვერქლოქინგისთვის Z97X-SOC FORCE LN2 ამ დედადაფაზე ინჯინრებმა გამოყენეს თავიანთი სრული შესაძლებლობები რათა ის ყოფილიყო საუკეთესო სარაზგონო დედადაფა მსოფლიოში Z97 ჩიპსეტის დედადაფებს შორის მან აიღო ლიდერის ტიტული Computex OC შეჯიბრში "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი Gigabyte-ის მუშაობისას იყო რომ მათ უნდოდათ განეხორციელებინათ გიჟური ოვერქლოქერების იდეები რაზგონისას, და ჩვენ ინჟინრებს აღმოაჩნდათ უნარი მიეღწიათ ამისათვის და ჩვენ მალე ჩავუშვებთ მას გაყიდვაში " კომენტარი გააკეთა Hicookie-მა. Z97X-SOC FORCE LN2 დედადაფა მოხსნის რეკორდებს მსოფლიო მასშტაბით იმედოვნებს კომპანია უახლეს 9-სერიის ჩიპსეტებს აქვთ მხარდაჭერა მე-4 და მე-5 თაობის Core პროცესორების GIGABYTE Z97X-SOC FORCE LN2 სპეციალურად გამოშვებული იქნა 2 ცალი მეხსიერების DIMM სლოტით რომელიც მდებარეოს ძალიან ახლოს CPU-სთან გაგრილების ხვრელებთან ძალიან ახლოს მათი ეს განლაგება უზრუნველყოფს უსწრაფეს DDR3 პერფორმანსს. OC ევანგელისტებმა HiCookie, Sofos1990 და Dino22-მა შეძლეს ძველი რეკორდის გაუმჯობესება და აჩვენეს უმაღლესი Memory frequency. წინა წლის რეკორდი შეადგენდა 4,4 GHz და ამ უკანასკნელით ეს რეკორდი გაუმჯობესდა და ახალი შედეგი არის 4.56 GHz შედეგი ნაჩვენები იყო მხოლოდ Kingston-ებზე. Gigabyte არ აპირებს ამ შედეგებს დაჯერდეს და ის აპირებს ახალი შემართებით გააგრძელოს OC motherboard-ების წარმოება Computex-ზე შეჯიბრებებს მასპინძლობდნენ Intel, Kingston და G.SKILL განცხადდა რომ Z97X-SOC FORCE LN2 არის ყველაზე პერსპექტიული დედიკო რაზგონისათვის დღესდღეობით არსებულ 9-სერიის დედადაფებს შორის.
  35. 13 points
  36. 13 points
    EA-მა დღეს დააანონსა საკულტო სარბოლო სერიების მორიგი შთამომავალი რომელიც გადაგვისრის ნექსთგენ რეისინგის სამყაროში და გვანახებს მომავალი თაობის შესაძლებლობებს თამაშზე იმუშავა სრულიად ახალმა დეველოპერების გუნდმა GHOST Games-მა Frostbite 3 სათამაშო ძრავზე და კრიტერიონ გეიმსთან თანამშრომლობით ისინი უამრავ ინოვაციას გვპირდებიან ნექსთგენ რეისინგში დაიბრუნდა ფერარის ლიცენზია და შევხვდებით ამ ბრენდის უამრავ ავტომობილს ნექსთგენ Need for Speed-ი გვპირდება ულამაზეს დეტალიზაციას და გიჟურ გეიმფლეის...თამაში აგებული იქნება მრბოლელების და პოლიციელების მტრობაზე და კვლავ ამ თემის ირგვლივ იტრიალებს სიუჟეტი პერსონალიზაცის ფუნქციები გაიზარდა და უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ მოთამაშეებს ავტომობილების Costumization-ისთვის და ასევე 11 გაჯეტი აფგრეიდების მათ შორის Turbo Boost, Jammers da EMP რომელიც საშვალებას მოგვცემს დავუსხლდეთ ოპონენტებს თუ პოლიციას პირველი ტიზერი ესეც სქრინები თამაშის რელიზი შედგება 19 ნოემბერს PC,PS3,XBOX 360,PS4 და XBOX ONE პლატფორმებზე
  37. 13 points
  38. 13 points
    მოგესალმებით ძვირფასო მკითხველნო ! ალბათ უკვე მიჩვეული ხართ ჩემგან კომპანია NVIDIA ს ვიდეო ბარათების მიმოხილვებს რომელიც ვფიქრობ თქვენთვის ყოველთვის საინტერესოა ,სწორედ ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ მორიგი ახალი ვიდეო ბარათის მიმოხილვას რომელიც ეხება კიდევ ერთ ახალ GeForce GTX 580 სერიის ვიოდო ბარათის მიმოხილვას ,ამჯერად საუბარია კომპანია მიერ წარმოებულ GTX 580 ვიდეო ბარათზე რომელიც წარმოადგენს The Republic of Gamers იგივე ROG სერიას და გამოირჩევა საოცარი შესაძლებლობებით,აღნიშნული ვიდეო ბარათის გამოსვლამდე მოლოდინი ძალინ დიდი იყო რადგან ეს ვიდეო ბარათი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა დღემდე წარმოებულ GTX 580 ებს შორის თუმცა ჩვენს მის ძალას ცოტა ხანში ტესტებში ვიხილავთ მანამდე კი მე ვეცდები ზუტსად გაგაცნოთ მისი სტრუქტურა და სხვა მახასიათებლები რათა მასზე წარმოდგენა შეგვექმნას. პირველ რიგში წარმოგიდგენთ ამ ვიდეო ბარათს წინა და უკანა მხრიდან: აღნუშნული პროდუქტი არ წარმოადგენს Nvidia ს სტანდარტული დიზაინის და შესაძლებლობების მქონე პროდუქტს და იგი როგორც ზემოთ ავღნიშნე წარმოებულია კომპანია გან რომელიც ამ გიგანტი კომპანიის პარტნიორია. ვიდეო ბარათი ფართო საზოგადოებამ პირველად Computex 2011 გამოფენაზე იხილა და მან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მათ შორის ჩვენზეც ,ამის მიეზეზი ალბათ ერთის მხირვ მისი დიზანიც არის რომელიც ძალინ წააგავს ამავე ფირმის მიერ შექმნი DIRECTU II სერიის GTX 580 ს რომელიც აქამდე ერთ-ერთი გამორჩეული იყო ,მაგრამ ვფიქრობ ეს ახალი მოდელი რომელიც კიდევ ერთხელ ავღნიშნავ წარმოადგენს ROG სერიას გახდება კიდევ უფრო გამორცეული და წარმატებული ვერსია.როგორც მისი შქმნელები ამბობ ეს პროდუქტი ძალინ კარგი იქნება OVERCLOCKER ებისთვის ,აღარაფერს ვამბობ გეიმინგზე რადგან ეს ვიდეო ბარათი სწორედ ამისთვის არის შექმნილი.ვიდეო ბარათის სახელწოდებააა Matrix Platinum რაც მას კიდევ უფრო მრისხანე იერს ანიჭებს მოდით გავეცნოთ ამ "საოცრების" მონაცემებს: კომპანია ის მიერ შექმნილი ვიდეო ბარათი GTX 580 Matrix Platinum აგებულია 40 ნმ. ტექნოლოგიის მქონე GF 110 არქიტექტურაზე ისევვე როგორც ყველა არსებული GTX 580,მას აქვს 384-bit ინტერფეისის მქონე 1536MB ანუ 1.5GB GDDR5 ტიპის მეხსიერება,512 CUDA პროცესორი.მისი პროცესორის სიხშირეა 816 MHz ,CUDA პროცესორის 1632 MHZ ,მეხსიერების კი 1002 MHz,GDDR5 მეხსიერების კი 5000 MHz,Bandvidh ანუ გამტარობა 216 GB/წამში. ვიდეო ბარათის გაგრილების სისტემა როგორც ზედა სურათიდან გავიგეთ შედგება 2 ცალი 8 სანტიმეტრიანი Fan ისგან რომელიც უზრუნველყოფს ძალინ კარგ ტემპერატურას ,რაც მინდა გითხრათ რომ ქარხნულ GTX 580 ზე ბევრად გრილია. გაგრილების შიდა სისტემა შედგება საკმაოდ დიდი ზომის ალუმინის Fin ებისგან რომლებიც მარჯვენა და მარცხენა მხარეზეა მოთავსებული და ერთმანეთს უკავშირდება სპილენძის 5 ცალი პატარა მილით.გაგრილების სისტემა აღებულია ამავე კომპანიის DIRECTU II ვიდეო ბარათის დიზაინიდან. ვიდეო ბარათი საჭიროებს სამ სლოტს თქვენს სისტემაზე: რაც შეეხება ამ ვიდეო ბარათის პორტებს: იგი აღჭურვილია 2 ცალი DVI ,ერთი HDMI და ერთიც Display პორტით.ამის მეშვეობით შესაძლებელია ამ ვიდეო ბარათის გამოყენება ერთდროულად 2 მონიოტრზე.HDMI პორტს აქვს HDMI 1.4a ინტერფეისი რომლის მეშვეობით შესაძლებელია Blu-ray 3D მასალის ჩვენება,ხოლო DisplayPort ს აქვს DisplayPort 1.2 ინტერფეისი რაც გამოიყენება სწორედ იმისთვის რომ ვიდეო ბარათმა იმუშაოს ერთდროულად 2 მონიტორზე. იგი რა თქმა უნდა თავსებადია SLI ტექნოლოგიასთან რის მეშვეობითაც შეიძლება ერთდორულად მაქსიმუმ 4 ცალი GTX 580 ის მუშაობა.ეს კი SLI მაკავშირებელი: ეს კი მისი PCB ს წინა და უკანა მხარე: PCB ზე დატანილია ძაბვის რეგულატორი რომელიც მოტავსებულია Fan ის ქვემოთ რათა მან დაბალი ტემპერატურა შეინარჩუნოს. ბარათის უკანა მხარე კი დაფარულია მეტალის საფარით რაც მას იცავს ფიზიკური დაზიანებისგანაც. აღნუშნულ ვიდეო ბარათს აქვს 2 ცალი 8 პინიანი PCIe ენერგიის მიმღები მაკავშირებელი ,მის სამუშაოდ კი აუცილებელია მინიმუმ 375 W ენერგია. აქვეა მოთავსებული ძაბვის საკონტროლო ღილაკები ვიდეო ბარათის სხვადასხვა ნაწილისათვის. ვიდეო ბარათს ასევე აქვს რამოდენიმე სხვა ღილაკი ,ერთ-ერთი მათგანია დიდი წითელი ფერის ღილაკი რომლის მეშვეობით შესაძლებელია ვიდეო ბარათის Fan ის ამუშავება 100 % ით,ხოლო მის გვერდით არის კიდევ 2 ღილაკი + და - ნიშნებით რითაც ხდება შესაბამისად ძაბვის მატება/დაკლება. ამ გენიალური ვიდეო ბარათის შექმნელებმა გაითვალისწინეს აბსოლიტურად ყველაფერი და იმ შემთხვევაში თუ მომხარებელი არასწორად განახორცილებს BIOS ის გადაფლეშვას ან Overclocking ს თქვენ გექნებათ საშუალება რომ სისტემა დააბრუნოთ პირვანდელ მდგომარეობაში Safe Mode ღილაკით. აქვეა მოთავსებული კიდევ ერთი საინტერესო რამ,რეზისტორები რომლის მეშვებოთ შესაძლებელია ვიდეო ბარათისთვის რამოდენიმე ფუნქციის გათიშვა/ჩართვა როგორიცაა : Overheat protection ანუ "გადახურების" საწინააღდეგო დაცვის გათიშვა, რაც შეიძლება გამოდგეს Overclokcing ისთვის."FBDDO" ფუნქცია გამოიყენება მეხსიერების ძაბვის გასაზრდელად, "PEXVDD" კი PLL ძაბვის გასაზრდელად, "Power PWM Freq" ფუნქციით შესაძლებელია გავაორმაგოთ ძაბვის მარეგულირებელი სიხშირე 250 KHz დან 500 KHz მდე. GDDR5 ტიპის მეხსიერების ჩიპები დამზადებულია კომპანია Samsung ისგან ,მისი ზუსტი დასახელებაა K4G10325FE-HC04. ვიდეო ბარათზე დატანილია ორი სხვადასხვა სახელწოდების მქონე ძაბვის კონტროლერი: "SHE" ანუ "Super Hybrid Engine" და მეორე ჩიპი "iROG". ამ საოცრების მთავარი გრაფიკული პროცესორი GeForce 110 დამხადებულია 40 ნანომეტრი ტექნოლოგიით ტაივანში.იგი შეიცავს 3 მილიარდ ტრანზისტორს ,გრაფიკული პროცესორის ზომაა - 520 mm². ამით ვიდეო ბარათის აღწერა/განხილვა ნაწილობრივ დასრულდა ,ახლა კი დროა ვნახოთ მისი რეალური ზალა მთელ რიგ ტესტებში,მას ასე სატესტო სისტემა: დავიწყოთ თამაშებით: Aliens vs. Predator Battlefield: Bad Company 2 Call of Duty 4 Civilization 5 Crysis Crysis 2 Dragon Age II Tom Clancy's HAWX Metro 2033 STALKER: Call of Pripyat StarCraft II World of Warcraft: Cataclysm ამით თამაშის ტესტები დასურლდა ,ახლა კი ვნახოთ სხვა სახის ტესტები და დავიწყოთ ბენჩებით: 3DMark 11 Unigine Heaven 2.0 ენერგიის მოხმარება: FAN ის ხმაურიანობა: საერთო შედეგი ყველა რეზოლუციაზე: შედეგი თითოეულ მოხმარებულ WATT ზე : შედგი თითოეული დოლარისათვის ყველა რეზოლუციაზე: ტესტები დასრულდა ახლა კი ვნახოთ ყველაზე საინტერესო > OVERCLOCKING ის შედეგი: Overclocked Performance ტემპერატურა: Voltage Tuning: Clock Profiles მაშ ასე ეს გახლდათ კომპანია ის ახალი GTX 580 სრული სახელწოდებით > ASUS GeForce GTX 580 ROG Matrix Platinum,მოდით ვნახოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები: დადებითი: შესაძლებელია Overclocking მოყვება ახალი პროგრამა GPU Tweak შესაძელებლია ძაბვის გაზომვა არ არის ძალიან ხმაურიანი 2 Fan ის ფონზე აქვს ღილაკები ძაბვის და Fan ის სიხშირის მოსამატებლად შესაზლებელია BIOS ის სტადატულზე დაბრუნდება რაიმე შეცდომის დროს აქვს დაბალი ენერგომოხმარება და ტემპერატურა შეიცავს HDMI & DisplayPort მაკაშირებლებს აქვს DirectX 11 , CUDA , Open GL და PhysX ტექნოლოგიეები უარყოფითი: მას მხოლოდ 2 უარყოფითი მხარე აქვს ერთი რომ აქვს 3 სლოტიანი გაგრილების დიზაინი და მეორეც ის რომ არაა შესაძელბელი მისი Overcloking სტანდარტულ მდოგომარეობაში ამ პროდუქტის ფასია : 530 ობამა ეს კი მისი შედარება სხვა ვიდეო ბარათებთან: საბოლოო დასკვნა: კომპანია ASUS ის ეს ბრწყინავალე ვიდეო ბარათი ROG MATRIX სერიიდან მართლაც რომ ძალიან ძლიერი,მომხიბვლელი და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვით რომ ყოვლისშემძლეა ფასის და მიხედვით,იგი აბსოლიტურად ყველა ტესტში ჯობნის Nvidia ს ქარხნულ GTX 580 ს ,ასევე სხვა ბევრ ვიდეო ბარათს ,ჩამორცება მხოლოდ 2 ბირთვიან ვიდეო ბარათებს ტესტების უდიდეს ნაწილში,მისი არაა კატასტროფულად დიდი იმ ფონზე რომ მას აქვს შესანისნავი გაგრილების სისტემა და შესაძლებლობები,მასში შეტანილია ბევრი საჭირო ფუნქცია როგორიცაა ღილაკი რომლის მეშვეობით შესაძლებელია სისტემის დაბრუნება თავდაპირვეკ მდგომარეობაში რაიმე შეცდომის მოხვედრის შემთხვევაში თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას რომ ვიდეო ბარათი საცდელად გამოვიყენოთ Overcloking ის თუ სხვა რამისთვის. ის ამ ბრწყინავალე ვიდეო ბარათის საბოლოოო შეფასებააა 9.5 სტატია მომზადებულია ფორუმ Overclockers.Ge ს წევრის FC BARCELONA ს მიერ. მადლობთ ყურადღებისთვის ! © FC BARCELONA - OC TEAM !
  39. 12 points
    Skylake არის intel-ს core სერიის მეექვსე თაობის პროცესორების ოჯახი. იქნება ტრადიციულად i3 i5 i7 და სავარაუდოდ pentium მოდელები. მისი დეტალური მონაცემები ასეთია 14 nm ტექპროცესი LGA 1151 სოკეტზი Z170/H170 ჩიპსეტები Thermal design power (TDP) up to 95 W აქვს ორი სახის მეხსიერების მხარდაჭერა DDR3 SDRAM და DDR4 SDRAM (DDR4-2133 და DDR3L-1600) მაქსიმუმ 64 GB RAM აქვს 20 PCI Express 3.0 lanes აქვს Thunderbolt 3.0-ს მხარდაჭერა 64 დან 128 MB-მდე L4 eDRAM cache SATA Express-ს მხარდაჭერა აქვს ეს ინსტრუქციები AVX-512 F, CDI, VL, BW, და DQ Xeon-სთვის Intel SHA Extensions: SHA-1 and SHA-256 (Secure Hash Algorithms) for the Xeon variants[2][3] Intel MPX (Memory Protection Extensions) Intel ADX (Multi-Precision Add-Carry Instruction Extensions) Skylake's Iris Graphics GPU Direct3D 12 -ს feature level 12.0-თ მხარდაჭერით ეს კი ერთ-ერთი Overclocker-ს მიერ დარაზგონებული ახალი i7 6700k ჰაერის გაგრილებაზე და 1.35 ვოლტზე როგორც ჩანს თითქმის sandy გვიბრუნდება რაზგონის ამბავში
  40. 12 points
    http://torrent-games.net/news/sniper_elite_3_4dlc_2014_pc_rus_124_ali213/2014-06-27-42066 http://geotorrents.com/Sniper_Elite_3_Rebellion_ENG_L_RELOADED-s-75885.ts ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი: 2014 ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 3rd Person / Stealth შემქმნელი: Rebellion Developments გამომშვები: 505 Games გამოცემის ტიპი: ლიცენზია ენა: ENG, RUS კრეკი: მოყვება http://bin.ge/dl/135200/Crack.rar.html ზომა: 11.7გბ თამაშის შესახებ: Sniper Elite 3-ის სიუჟეტი ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს. თქვენ იქნებით ამერიკელი აგენტის კარლ ფეიბერნის როლში და გამგზავრებით ჩრდილოეთ აფრიკაში, რათა დაეხმაროთ მოკავშირე ჯარებს ფაშისტების მოგერიებაში. პარალელურად მთავარი გმირი გებულობს საიდუმლო პროგრამას, რომელსაც ფლობს გერმანული კონტრდაზვერვა. პროგრამა შეიცავს ულტრატექნოლოგიური ტანკების სქემას, ამ ტანკების საშუალებით გერმანია შეძლებს შეცვალოს ომის ისტორია. სისტემური მოთხოვნები: OS: Microsoft® Windows® Vista (Service Pack 2) or Windows® 7 (Service Pack 1) or Windows® 8 or Windows 8.1. Windows® XP is NOT supported. Processor: Dual-core CPU with SSE3 (Intel® Pentium® D 3GHz / AMD Athlon™ 64 X2 4200) or better Memory: 2 GB RAM Graphics: Microsoft® DirectX® 10.0 compatible graphics card with 256 MB of memory (NVIDIA® GeForce® 8800 series / ATI Radeon™ HD 3870) or better DirectX: Version 11 Hard Drive: 18 GB available space
  41. 12 points
    http://www.rutor.org/torrent/326697/call-of-duty-ghosts-update-6-2013-pc-steam-rip ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი: 2013 ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 1st Person შემქმნელი: Raven Software გამომცემელი: Activision Publishing პალთფორმა: PC გამოცემის ტიპი: ლიცენზია ენა: RUS. ENG კრეკი: RELOADED ამ კრეკით, შეძლებთ 4GB RAMით თამაშს, 64bit სისტემა და DX11 ვიდეო ბარათის ქონა აუცილებელია :დ http://bin.ge/dl/90299/Call-of-Duty-Ghosts-RAM-Fix-RELOADED.rar.html ზომა: 32GB თამაშის შესახებ: Call of Duty: Ghosts - კროსპლატფორმული თამაში 3D შუტერის ჟანრში პირველი პირისგან, მეათე Call of Duty-ის სერიის თამაშებიდან. შესანიშნავი გრაფიკის და სიუჟეტის გარდა ყურადღებას იქცევს ნგრევადი გარემო. ასევე უნიკალური ელემენტი - ძაღლი, რომელიც არის სრულყოფილი პარტნიორი თამაშში. სისტემური მოთხოვნები: Minimum System Requirements OS: Windows 7 64-Bit /// Windows 8 64-Bit CPU: Intel Core 2 Duo E8200 2.66 GHZ / AMD Phenom X3 8750 2.4 GHZ or better RAM: 6 GB RAM HDD: 50 GB HD space Video: NVIDIA GeForce GTX 550 Ti / ATI Radeon HD 5870 or better DirectX: 11
  42. 12 points
    კომპანია Crytek-მა კიდევ ერთი ახალი თამაში დაანონსა სახელად Hunt: Horrors of the Gilded Age. ახალი პროექტი წარმოადგენს კო-ოპერატიულ ექშენს მესამე პირიდან, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტები გახდება ბრძოლა ბოსებთან. მოთამაშეებს შეეძლებათ გაერთიანდნენ 4 კაციან გუნდში და გაემგზავრონ ბნელ სამყაროში, რომელიც სავსეა მითებით და ზღაპრებით. მოთამაშეები შიეტყობენ, თუ რამდენად მართალია ლეგენდები და შეეჩეხებიან საშინელ ბოროტებას. "Hunt: Horrors of the Gilded Age-ში მოთამაშეებს მოუწევთ დათვალონ ყოველი ტყვია და გამოიყონენ ყოველი დახმარება ღრმა ბნელ სამყაროში, რომელიც ჩვენ შევქმენით. თავდაპირველად ჩვენ $#^#(|ადეთ მთელი ჩვენი ფანტაზია წარმოგვეჩინა, რომ გვესიამოვნებინა Hunt-ის ყოველი მოთამაშე გეიმპლეის ახალი, საინტერესო და მდიდარი შესაძლებლობებით", - განაცხადა დევიდ ადამსმა, Crytek USA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. მოქმედება მიმდინარეობს 19-ე საუკუნეში, სადაც ყოველი ზღაპარი და ლეგენდა ეფუძნება რეალურ ფაქტს. მოთამაშეებს მოუწევთ მოირგონ შეიარაღებული მონადირის როლი, რომ გაემგზავრონ სასიკვდილო ტერიტორიაზე და შეხვდნენ იდუმალ არსებებს. შემქმნელები შეგვპირდნენ, რომ დაამატებენ კონტენტის გენერაციის სპეციალურ სისტემას, რაც თამაშში შეიტანს წარმუდგენელ მრავალფეროვნებას. Hunt: Horrors of the Gilded Age-ში ყოველი მონსტრი და ყოველი ლოკაცია იქნება უნიკალური. Hunt: Horrors of the Gilded Age-ის რელიზი იგეგმება Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და РС-ზე. შემქმნელები გეგმავენ დაიწყონ დახურული ბეტა-ტესტირება უკვე მიმდინარე წელს და სთავაზობენ მსურველებს, რომ დატოვონ განცხადება ოფიციალურ საიტზე. კომპანია ასევე აპირებს, რომ თამაში მიიტანოს E3-ის გამოფენაზე.
  43. 12 points
    სალამი ფორუმელებო! დღეს ვისაუბრებ SDHC და microSD კარტების კლასიფიკაციაზე, მაშ ასე დავიწყე. იმისთვის რომ მომხმარებლებისთვის გაეადვილებინათ საქმე SDHC და microSD მეხსიერების ბარათების მწარმოებელმა ფირმებმა მოახდინეს მათი კლასებად დაყოფა,ამ შეთანხმების შემდეგ დაყვეს ისინი 4 კლასად:2, 4, 6 და 10 ,თითეულ კლასში მითითებულია მისი შესაძლებლობები/ჩაწერის მინიმალური სიჩქარე, მაგალითად მეორე კლასის მეხსიერების ბარათებს შეუძლიათ 2მბ/წმ-ში ჩაწერა(მინიმალური), მეოთხე კლასის ბარათებს 4მბ/წმ-ში და ასე შემდეგ. ასევე უნდა გვახსოვდეს რომ ყველა მოწყობილობას სჭირდება ასე თუ ისე მაღალსიჩქარიანი ბარათი რათა მაქსიმალური სიჩქარით იმუშაოს. ეხლა კი გადავიდეთ თითოეული კლასის დახასიათებაზე: class 2: (როგორც ზევით ვახსენეთ მისი ჩაწერის სიჩქარე არის 2მბ/წმ-ში) ის არის ყველაზე იაფიანი და შესაბამისად ყველა დაბალსიჩქარიანი მეხსიერების ბარათი,ოპტიმალურია MP3 ფლეიერისთვის,ვიდეოფლეიერისთვის და სხვა ამ ტიპის მოწყობილობებისთვის რომლებსაც არ სჭირდებათ მიიღონ მაქსიმალური სიჩქარე, მაგრამ მათი გამოყენება არ შეიძლება ისეთ მოწყობილობებში სადაც მიმდინარეობს აქტიური ჩაწერა ფაილების მაგალითად:ფოტოკამერა,camcorder,ვიდეოკამერა და სხვა. class 4: (ჩაწერის სიჩქარე შეადგენს 4მბ/წმ-ში) კარგია "სახლის" ტექნიკისთვის-არაპროფესიონალური(სამოყვარულო) კამერებისთვის რომლებსაც არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩაწერის სიჩქარე ერთის მხრივ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ მეხსიერების ბარათების შენებული მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს ფოტოკამერის შეფერხება/კადრის შეჩერება. class 6: (ჩაწერის სიჩქარე 6მბ/წმ-ში) ამ კლასისი ბარათებს სავსებით საკმარისია დამწყებითი კლასის ფოტოკამერების სამუშაოდ შეუფერხებლად, ამ კლასის კარტებს შეუძლიათ RAW ფორმატში გადაღება. class 10: (ჩაწერის სიჩქარე 10მბ/წმ-ში) ეს კლასი არის ყველაზე მაღალი და ყველა სწრაფი SDHC მეხსიერების ბარათებს შორის, ეს კლასი შექმნილია პროფესიონალთათვის რომლებთაც უწევთ ძვირადღირებულ ტექნიკასთან მუშაობა(ფოტო და ვიდეო კამერებთან) მაგრამ არც თუ ისე იაფი ღირს. class 10 ძირითადი მახასიათებლები: შეუძლია Full HD ფორმატში ვიდეოს ჩაწერა. შეუძლია ფოტოს RAW ფორმატში გადაღება. ძალიან სწრაფი ფოტოს უწყვეტი გადაღება(შეუძლია წამში რამოდენიმე კადრის გადაღება მაღალ ხარისხში რაც განსაკუთრებით საჭიროა სპორტული ფოტოკორესპონდენტებისთვის. 32 გბ მოცულობა. microSD card - SDHC card -
  44. 12 points
  45. 12 points
    ესეიგი ავდექი ასე დილაუთენია და გადავწყვიტე ეს Review დამეწერა, წესით გუშინ უნდა დამედო მარა ჩვენ თელასს სინათლე ბედობაზე რომ არ გაეთიშა არ შეეძლო FC BARCELON-ას Review-ს მიხედვით უკვე წარმოდგენა შეგვექმნა თუ რა პოტენციალი აქვს AMD-ეს ამ უახლეს ვიდეო ბარათს ახლა განვიხილავთ, თუ რა წარმადობა ექნება HD 7970-ს 2 way crossfire-ზე. სანამ ტესტების შედეგებს დავდებ უნდა აღინიშნის რომ ბოლო წლებში AMD მნიშვნელოვნად გააუმჯობესა Crossfire-ის Seting-ი ( სავარაუდოთ ეს ისევ ATI-ის ინჯინრებმა ქნეს და არა AMD-ეს ) ქვემოთ მოყვანილ ტესტებში ზემოთ ხსენებული ვიდეობარათი შესანიშნავ შედეგს აჩვენებს. სატესტო სისტემა პროცესორი - Core i7 965 Extreme @ 3750 MHz ოპერატიული მეხსიერება - 6144 MB (3x 2048 MB) DDR3 Corsair @ 1500 MHz დედა დაფა - MSI Big Bang XPower X58 კვების ბლოკი - OCZ ZX Series (1250w) თამაშების ბენჩმარქების ჩამონათვალი Battlefield 3 Battlefield Bad Company 2 Far Cry 2 Call of Duty: Modern Warfare 2 Crysis 2 Anno 1404 3DMark Vantage 3DMark 11 Metro 2033 Alien vs Predator Lost Planet 2 Hard Reset ორი სიტყვით ბარათის ენერგო მოხმარებასაც შევეხოთ. დაუტვირთავ მდგოარეობაში ბარათის ენერგო მოხმარეობაა 166 W სრული დატვირთვისას 567 W რეკომენდაციები: AMD HD 7970-სთვის რეკომენდირებულია მინიმუმ 550W კვების ბლოკი AMD HD 7970 crossfire-სთვის რეკომენდირებულია მინიმუმ 750W ახლა ტემპერატურასაც შევეხოთ: ტემპერატურა დაუტვირთავ მდგომარეუბაში: ტემპერატურა დატვირთვისას: ახალ განვიხილოთ ვიდეობარათის "ხმაურიანობა" დაუტვირთავი მდგომარეობა: დატვირთული მდგომარეობა: ტესტები DX9: Hard Reset DirectX 9 Ultra Quality settings 4x MSAA 16x AF Internal benchmark DX10: Far Cry 2 Level Ranch Small high-quality DX10 mode 8x AA (Anti-aliasing) 16x AF (Anisotropic Filtering). DX10: Anno 1404 - Dawn of Discovery enable everything enable the highest possible image quality settings. DirectX 10 mode 4x Anti-Aliasing enabled. Use campaign build mode and have built three islands with extensive sizes cities. DX10: 3DMark Vantage DX11: Metro 2033 - The Last Refuge DX11: Battlefield Bad Company 2 Level Upriver DirectX 11 enabled 8x Multi-sample Anti-aliasing 16 Anisotropic filtering All image quality settings enabled at maximum DX11: 3DMark 11 DX11: Crysis 2 - High Res Textures DirectX 11 High Resolution Texture Pack Ultra Quality settings 4x AA Level - Times Square (2 minute custom time demo) DX11: Battlefield 3 DX11 Ultra mode 4xMSAAAA enabled 16x AF enabled HBAO enabled Level: Operation Swordbreaker DX11: Alien Versus Predator DX11: Lost Planet 2 შეჯამება მე პირადად ძალიან მომეწონა AMD -ეს ამ ვიდეო ბარათის წარმადობა მართლაც რომ საშუალოდ Scaling-ი 1.6X-2.0 X-ამდეც კი აღწევდა რაც შესანიშნავი შედეგია, ზოგ ტესტებში HD7970 Crossfire-ზე 4 ბირთვიან HD 6990 და GTX 590-აც კი ჯობნის. 2560-1600 რეცოლუციაზე Crysis 2 HD texture pack-ის ულტრა სეთინგზე 70FPS-ით თამაში მართლაც რომ საოცარია! აბა როგორც იტყვიან ჩემს მიერ ეს კომფიგი გამართლებულია და Thumbs up for HD 7970 !!!
  46. 12 points
  47. 12 points
    ასე მგონია ტუალეტში გინდა და ითMენ ედითედ :givi:
  48. 12 points
  49. 12 points
  50. 12 points
    ინფრაწითელი (IR) ფოტოგრაფია დამწყებთა გიდი გამარჯობა ფოტოგრაფიის მოყვარულებო, დღეს შემოგთავაზებთ მინიგიდს ინფრაწითელი ფოტოგრაფიის შესახებ. ხოლო იმის გამო, რომ მე თავად არ მაქვს კარგი გამოცდილება ამ სფეროში და ამასთანავე არც შესაბამისი ხელსაწყო-აღჭურვილობა და არც სიღრმისეული ცოდნა, ჩემი სტატია მხოლოდ დამწყებთათვის თუ გამოდგება. ან თუნდაც Intermediate მომხმარებლებისთვის. სანამ დავიწყებდით თემის კითხვას, გირჩევდით წაიკითხოთ ნიკას (ჩვენი ფორუმელი NEIRON-ის) თემებს სინათლესა და მისი აღქმის შესახებ. ეს ბევრად დაგეხმარებათ ამ ტიპის ფოტოგრაფიის ზოგიერთი ასპექტის უკეთესად გაგებაში. ფერთა აღქმა რა არის სინათლე იმისათვის, რომ წერა გამიადვილდეს თემა პუნქტებად დავყავი და ასე განვიხილავ ამ სფეროს I. რატომ ინფრაწითელი ფოტოგრაფია? სანამ გადავალ ახსნა-განმარტებებზე დავიწყებ იმით, რომ გაჩვენოთ რამდენიმე შესანიშნავი მაგალითი IR ფოტოგრაფიისა. © DeviantArt © DeviantArt © BP თავიდან შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა (როგორც მე) - პირდაპირ ასეთ ფოტოებს გადაიღებთ თუ არა? რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის მოსმენა - არა/ვერა! გადაღებული ფოტოები სპეციალური დამუშავების შემდეგ (Post-processing) ხდებიან ასეთები, ამაზე სტატიის ბოლოსკე ვისაუბრებ. როგორც ხედავთ სურათები საკმაოდ შთამბეჭდავია და ღირს რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც სცადოთ ასეთი სურათების გადაღება თუ კი, რაღა თქმა უნდა გაინტერესებთ გაჩხაკუნება II. მეცნიერული მიდგომა, მუშაობის პრინციპი. როგორც ვიცით სინათლე ორი ბუნებრიობის არის, მას აქვს კორპუსკულური (ნაწილაკური) და ტალღოვანი ბუნება, თუმცა ჩვენს შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი არის მისი ტალღოვანი ბუნება. სინათლის სპექტრზე ვრცელი თემა, როგორც უკვე ვთქვი NEIRON-ს აქვს (და არ მეზარება და ლინკს აქაც გავამეორებ - რა არის სინათლე) სინათლის სპექტრი: © NEIRON როგორც ხედავთ სინათლე შედგება: რადიოტალღებისაგან, ინფრაწითელი ტალღებისაგან, ხილული ტალღებისაგან, ულტრაიისფერი ტალღებისაგან, რენტგენის ტალღებისა და გამა გამოსხივებისაგან. რადიოტალღები ყველაზე გრძელი ტალღებია, გამა კი - ყველაზე მოკლე. ჩვენ შევეხებით მხოლოდ ორს: ხილულ სინათლესა და ინფრაწითელ სხივებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაახლოებით მაინც ვიცოდეთ ინფრაწითელი ტალღების სიგრძეები, კონკრეტულად კი "ახლო ინფრაწითელის" (Near Infrared) © NEIRON როგორხ ხედავთ NI (Near IR) მოიცავს 0,75-1,4მკმ, ხოლო ხილული სინათლე კი 780-380ნმ (0,78-0,38მკმ) ადამიანის სმენა და მხედველობა გარკვეულწილად შეზღუდულივითაა (შეიძლება უკეთესი მიზნისათვისაც), იმას ვგულისხმობ, რომ იგი ბგერებისა და სინათლის გარკვეულ სიხშირესა და სიგრძეს აღიქვამს, დანარჩენი სპექტრი კი უხილავად რჩება. ალბათ უკვე ნახეთ, რა მცირე ადგილი უჭირავს ხილულ სინათლეს მთლიან სპექტრში. თუმცა ეს პრობლემა არ აქვს კამერებს, მათი სენსორი მთლიანად სინათლის მიმართ არის მგრძნობიარე (თუ არ ჩავთვლით ახლადშემოშავებულ ფუჯის სენსორს, რომელიც ორგანული ნაერთითაა დაფარული და მხოლოდ ხილულ სპექტრს აღიქვამს - ეს სხვა დამცავი შრეების საჭიროებას გამორიცხავს, ანუ IR მბლოკავი ფილტრები აღარ დასჭირდებათ სენსორებზე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სენსორმა აღიქვას IR ტალღები), ამიტომ მათ სენსორზე აღიბეჭდება ის რაც ჩვენ გვსურს )) მაგრამ ალბათ დაკვირვებულხართ, რომ კამერაც კი ისეთ სურათს იღებს, როგორსაც ჩვენი თვალი ხედავს. რატომ? იმიტომ, რომ კამერის სენსორი დაფარულია IR სხივეს მბლოკავი გარსით. უფროსწორედ კი მცირე შრით, რომელიც არ უშვებს სხივებს მატრიცამდე (თუმცა რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ ბლოკავს, თორე ჩვენი საქმე წასული იქნებოდა ) ასეთია კამერა ჩვეულებრივი გადაღების რეჟიმში: Olympus E-3 © WikiMedia ანუ - სინათლე გადის ობიექტივში, სარკე იწევა ზევით, ლინზები აფოკუსირებენ მატრიცაზე (სენზორზე) და ამის შემდეგ ვიღებთ სურათს ხილული სინათლისა და ცოტაოდენი IR/UV-ით. UV - UltraViolet (ულტრაიისფერი) შესაბამისად ინფრაწითელი ფოტოგრაფიის მთელი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ხილული სინათლის რაოდენობა შევამციროთ და გავზარდოთ IR სხივების რაოდენობა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ სურათს, რომელიც IR სხივების მატრიცაზე დაცემით აღიბეჭდა. ამიტომაც გადავალ მესამე ნაწილზე III. პრინიპი ხომ კარგი, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამისათვის არის ორი მეთოდი: კამერაზე ფილტრის დაყენება და მეორე - კამერის კონვერტირება IR კამერაში. ამ უკანასკნელს ძალიან მცირედით შევეხები (ეს უფრო advanced თემაა და საკმაოდ რთული). (1) ფილტრი. არსებობს სპეციალური ინფრაწითელი ფილტრები (რომელნიც მაგრდებიან ობიექტივზე). მათი მუშაობის პრინციპი ასეთია - ისინი შეძლებისდაგვარად არ ატარებენ სხვა სხივებს გარდა ინფრაწითელისა, რაც იმას ნიშნავს, რომ მატრიცამდე მიაღწევს მხოლოდ IR ტალღები (ან სხვა ტალღებიც). უფრო გასაგები იქნება თუ მაგალითს მოვიყვან. ბაზარზე დღესდღეობით არის ბევრი ინფრაწითელი ფილტრი, მათ შორის განსხვავებაც არის. მათი ფასი ვარირებს ~20$-დან 300$-მდეც კი. ფოტოგრაფების უმეტესობა ხმარობს "ever popular" Hoya-ს IR ფილტრებს. მაგ: Hoya RM-72 (52mm) 70$-ად ეს ფილტრი უბადლოა როგორც ვიცი. მაგრამ აი არის მეორე ფილტრიც იგივე Hoya-სი (Hoya იაპონური მწარმოებელია, საკმაოდ სანდო და მაღალი ხარისხის) Hoya RM-90 (58mm) ეს კი როგორც ხედავთ 275$ ღირს. რაშია განსხვავება? ნუ პირველ რიგში თავად ზომაში (52მმ - 58მმ), თუმცა დამიჯერეთ ეს დიდად არ მოქმედებს ფასზე დასახელებას რომ დავუკვირდეთ შევამჩნევთ, რომ ერთი არის RM-72, მეორე კი RM-90. ნუ ძირითადად მწარმოებლები ალალ-ბედზე არ არქმევენ სახელებს გახსოვთ ზედა პუნქტში რომ ტალღების ზომებზე ვისაუბრეთ? ხოდა აი ეგა... "NI (Near IR) მოიცავს 0,75-1,4მკმ, ხოლო ხილული სინათლე კი 780-380ნმ (0,78-0,38მკმ) ეს სახელები ზუსტად იმ ტალღების ზომას გვიჩვენებს, რომესაც იგი "ჩამოჭრის". ანუ RM-72 "ჩამოჭრის" 720ნმ სიგრძის ტალღებს, და მხოლოდ ამაზე გრძელ ტალღებს გაატარებს. რას ნიშნავს ეს? NI (Near IR) იწყება 750ნმ-დან, ხილული კი 380-780ნმ-შია მოქცეული. რადგან ფილტრი 720ნმ-დან იწყებს "ათვლას", ამიტომ იგი მატრიცამდე გაატარებს მცირე ზომის ხილულ სინათლეს (720ნმ-780ნმ) და დანარჩენ ინფრაწითელს. და რადგანაც ხილული სინათლის ამ მონკვეთში (720-780ნმ) არის წითელი/იასამნისფერი სინათლე მოქცეული (საერთოდ ინფრაწითელი სპექტრი ნაწილობრივ წითელი სინათლის მიღმაა), ამიტომ ჩვენს გადაღებულ სურათს მოწითალო/მოასამნისფრო ფერი ექნება. მაგ: © Shawn-Ocia © Flickr © PibWeb აი ასე გამოყურება ნედლი ინფრაწითელი სურათები დამუშავების შემდეგ კი ისინი ულამაზეს თეთრად შეფერილ სურათებად გადაიქცევიან ხოლო მეორე ძვირადღირებული კი ალბათ როგორც მიხვდით "ჩამოჭრის" 900ნმ სიგრძის ტალღებს და შესაბამისად აქ არანაირი ხილული სინათლე არ იქნება. მართალია ერთი მხრივ კარგია, რადგან შეფერილობა არ დაირღვევა, მაგრამ მეორე მხრივ - ფერები აბსოლუტურად დაიკარგება. 720ნმ 800ნმ 850ნმ Hoya 900ნმ ანუ ფილტრის მეშვეობით მოკლედ და ლაკონიურად ასე ჩამოვაყალიბებდი მთელს პრინციპს: 1. ვამაგრებთ ფილტრს ლინზის ბოლოზე 2. თუ ფილტრი ჩვეულებრივი 720ნმ-იანია, მაშინ ის გაატარებს ნაწილობრივ ხილულ სინათლეს და მივიღებთ შეფერილ სურათს. ფილტრის გამოყენების დადებითი მხარეები: - ადვილი სატარებელია, ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ლინზაზე დამაგრდება (თუ ზომა შეესაბამება) ფილტრის ცუდი მხარეეები: - რადგან IR სხივებს სენსორის ფენა ნაწილობრივ ბლოკავს და ამასთანავე ხილული სინათლე ნაწილობრივ შედის/(ან არ შედის), ჩამკეტის დრო (დაყოვნების დრო/shutter speed) საგრძნობლად იმატებს. ამიტომაც ხშირად მოგიწევთ დიდი დაყოვნებით გადაღება. ამაზე დეტალურად ბოლო ნაწილებში მივუდგები. (2) კამერის კონვერტირება. ეს მეთოდი IR ფოტოგრაფიაში ყველაზე კარგია გადაღების მხრივ, მაგრამ საკმაოდ რთული გასაკეთებელი და უარყოფითი მხარეებიც აქვს. პრინციპი იმაში მდგომარებს, რომ: 1. ვშლით კამერას 2. სენსორიდან ვიღებთ IR მბლოკავ ფილტრს 3. ვამაგრებთ IR ფილტრს 4. ვუალა! მივიღეთ კამერა, რომელიც იღებს IR ფოტოებს ჩვეულებრივი Shutter Speed-ით და ვიღებთ უკეთესი ხარისხის IR ეფექტს. მართალია ადვილად ჯღერს, მაგრამ რეალურად რთულია გასაკეთებელია და შეიძლება კამერა დაბრიდოთ კიდევაც © Kinect Hacking დადებითი მხარეები: - სწრაფი დაყოვნების დრო - ბევრად კარგი IR ეფექტი უარყოფითი მხარეები: - კამერა აღარ გამოდგება ჩვეულებრივი სურათების გადასაღებად. ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელია თქვენი კამერა! პრინციპი კი გასაგებია, ფილტრს ყველა ვიყიდით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა კამერას ერთნაირი IR მგრძნობიარობა არ აქვს! უფრო დავაზუსტებ - რაც უფრო ძველია კამერა, მით უფროა მგრძნობიარე IR სინათლის მიმართ (რადგან იმ დროისათვის ცუდი IR მბლოკავი ფილტრები ჰქონდათ სენსორებს), თანამედროვე "პრო" კამერები კი თითქმის ვერც აღიქვამენ. ასე რომ, თუ თქვენ ახალი DSLR გაქვთ, მაშინ უნდა დაივიწყოთ ფილტრის ამბავი... ახალი კამერა კი ცოდოა კონვერტირებისთვის, პახოდუ რისკიანიც მაგრამ თქვენ გაგიმართლათ თუ სასაპნე (ანუ სამოყვარულო კამერა) ან კარგი მობილური ტელეფონი (გარდა iPhone 4S-ისა, ამ ტელეფონს განსაკუთრებული IR Block ფილტრი ადევს) გაქვთ რადგან ამ უკანასკნელებს არც ისე advanced IR Block Filter აქვთ. როგორ შევამოწმოთ რამდენად კარგად აღიქვამს ჩვენი კამერა IR სხივებს? როგორც ვიცით ტელევიზორის "პულტი" (Remote Control) მუშაობს ინფრაწითელი ტალღებით, რომელიც ჩვენთვის უხილავია (მაგრამ არა ფილტრისთვის). 1. აიღეთ კამერა 2. გაუკეთეთ (ან ჩემსავით ხელით ააფარეთ) ფილტრი 3. წინ დადეთ "პულტი" და დააჭირეთ ნებისმიერ ღილაკს. 4. Live View რეჟიმში უნდა გამოჩნდეს სინათლის ბურთულა, რომელიც ჩვენთვის უხილავ სინათლეს გამოსცემს. გააჩნია რა ფერისაა ეს სინათლე, შეგვიძლია დავასვკნათ კამერის ეფექტურობა. მაგ: ეს არის შესანიშნავი IR მგრძნობიარობა (რაც უფრო მოლურჯოა - ციანიდისფერი) ხოლო ეს კი ცუდი IR მგრძნობიარობაა. და გაითვალისწინეთ, რომ ის სურათები, რომელნიც ძალიან გადაწითლებულია - ძალიან ღარიბია IR-ის თვალსაზრისით. IV. კამერა გვაქვს, IR-ის მგრძნობიარეა, ფილტრი გვაქვს, სურათები არ გამოდის, რა გადავიღო?! პირდაპირ გეტყვით - უნდა გადავიღოთ სიმწვანე!!!!!!! ქლოროფილი, რომელიც მცენარის უჯრედში, კონკრეტულად კი ქლოროპლასტებშია მოთავსებული (ფოტოსინთეზში მონაწილეობს) ძალიან კარგად ირეკლავს IR სხივებს და გვაძლევს თეთრ შეფერილობას! სურათები თეთრი ზუსტად იმიტომაა, რომ მწვანე ფოთლები და ბალახი ირეკლავს ამ სხივებს. ანუ სადაც თეთრია - იქ ხილულ სინათლეში მწვანეა. მართალია IR სხივებს ძლიერ გავარვარებული სხეულიც გამოყოფს (სითბო ინფრაწითელი ტალღებით ვრცელდება), თუმცა ჩვენი კამერის სენსორი საკმაოდ სუსტია ამ ტიპის აღქმისათვის. ტყუილად არ სცადოთ სახლში გადაღება - სურათი შავი გამოვა. გაითვალისწინეთ!!! * გვინდა რაც შეიძლება მეტი სიმწვანე - და რაც შეიძლება ხასხასა მწვანე. * გვინდა რაც შეიძლება მეტი სინათლე - მეტი IR მოდის ამ შემთხვევაში. * ეცადეთ დიდი დაყოვნებით არ გადაიღოთ - ძალიან ცუდი ხარისხის ფოტო გამოვა - Noise, Grain ექნება. * ფოკუსირება გააკეთეთ მხოლოდ ფილტრის დახურების შემდგომ! ფილტრის გაკეთებისას ყოველთვის იხმარეთ ახლიდან გადაფოკუსირება. ეცადეთ AF (Auto Focus) იხმაროთ, რადგან მცირე განსხვავებაა manual-ში ხილულ სინათლესა და ინფრაწითელ სინთლეზე ფოკუსირებისას. V. არის, ასრულდა! მაგრამ ისეთი ლამაზი ფერები არ არის, რა ვქნათ? ამისათვის ჩვენ გვჭირდება Adobe Photoshop CS*ნებისმიერი*. გაითვალისწინეთ, რომ მე გთავაზობთ ერთ მთავარ pipeline-ის, ანუ დანარჩენი დამუშავება თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ უფრო მეტი საფეხური გამოიყენოთ ხოლმე. 1. ვიღებთ სურათს, რომელიც მაგალითად გამოიყურებ ასე: 2. თუ სურათ JPEG ფორმატშია: ავირჩიოთ Auto Levels (Shift+Ctrl+L); ამის შემდეგ კი გავხსნათ Image-> Levels (Ctrl+L) და თქვენთვის სასურველ ტონამდე დაიყვანეთ. იმისათვის, რომ მოვაშოროთ ზედმეტი წითელი უნდა ავირჩიოთ Custom White Point (ეს WB-ს პონტია, ოღონდ იმდენად კარგი არა, JPEG-ში გადმოგება) და დავაფიქსიროთ ის ადგილი, სადაც ვიცით, რომ ნამდვილად თეთრი უნდა იყოს - ეს შეიძლება იყოს მცენარის ფოთოლი ან ღრუბლები. თუ სურათი RAW ფორმატშია: პირდაპირ RAW Workshop-იდან დააბალანსეთ WB. 3. შემდეგი ნაბიჯია ყველაზე პოპულარული Red/Blue Swap. ამისათვის ვხსნით Channel Mixer-ს. ავირჩიოთ Red Channel და წითელი დავაყენოთ 0%-ზე, ლურჯი კი 100%-ზე. შემდეგ გადავდივართ Blue Channel-ზე, ლურჯისთვის ვირჩევთ 0%-ს, წითელს კი ვაყენებთ 100%. ვუალა! აი როგორი მივიღეთ: 4. ამის შემდეგ გაითამაშეთ თქვენ თვითონვე. შეგიძლიათ ტონებითა და საერთოდ კონტრასტით "ითამაშოთ" აი კარგი სურათი, სადაც step-by-step არის ყველაფერი კარგად ახსნილი. პ.ს. ამ ადამიანს შემდეგ სურათში კონვერტირებული კამერა აქვს და ამიტომაცაა რომ F8.0-ზე 1/125 აქვს დაყენებული. © DeviantArt ეს კი ჩემი IR სურათი (რომელიც ძლივს გადავიღე ამ გაგანია ზამთარში): თუ გინდათ საკმაოდ ღრმად გაეცნოთ ამ სფეროს, შემოგთავაზებთ ამ წიგნს (თენქს თუ მიშა) Complete Guide to Digital Infrared Photography - Joe Farace: http://ifile.it/19u7yd/__Complete_Guide_to_Digital_Infrared_Photography.l_2jx4033z0x31x3o.pdf http://bin.ge/file/54014/--Complete-Guide-to-Digital-Infrared-Photography.pdf.html
×
×
  • Create New...