Jump to content

Leaderboard

  1. SainT

    SainT

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      483


  2. Harmony Lines

    Harmony Lines

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      9602


  3. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      1

    • Posts

      5903


Popular Content

Showing content with the highest reputation on 04/06/23 in all areas

  1. აი ეს ვინც მოიფიქრა ბრავო... თან ლოგიკურად.
    1 point
  2. რაც არ უნდა ქნა აგერ ტლოუ ზე 12გბ მდეა დეტალიზაცია რომ აწიო ვრამი. რეზიდენტშიც. დღეს 900$ გადაიხადო 12გბ კარტაში ძალიან უაზრობაა. რეალურად 4080 არის 4070 ტი და 4070 ტი არის 4060 ტი. წინა წესიერას თუ შევადარებთ რა სიმძლავრეები იყო რა იმის წინა სერიასთან. მიუხედავად შენი დიდი სიყვარულისა ნვიდიას მიმართ მაინც ვერ ამართლებ აშკარად. გაგიტყდა ესე რომ იქცევიან. მე მაგალითად ვფიქრობ რომ ნვიდია სახეში გვაფურთხებს ეს ვრამს რომ გვიზოგავს და არანორმალური ფასები რომ დაადეს. შესაბამისად პრინციპის ამბავია ამდს აღება რა. 3070 ტი მაქვს ეხლა და რტ + დლსს ნორმალურად ქაჩავს დაჟე დლსს ის გარეშე ოღონდ რტ მაშინ უნდა დაივიწყო. ყველაზე ცუდი ისაა რომ ვრამი არ მყოფნის რა მაღალ დეტალიზაციაზე. (ნვიდიას მადლობა ამისთვის). ხოდა 12გბ ც არ გეყოფა 1-2 წელში 900$ გადახდილი კარტაში. არ გიშველის დლსს და რტ მერე. როგორც კი აუწევ ენვირონმენტის დეტალიზაციის სეტინგებს ეგრევე ვრამ შეგევსება. შესაბამისად რჩება 1200$ იანი 16გბ 4080 რაც უძვირესია. 3000 სერია ყველა ნამაინინგარია 3080 12გბ ს გარდა ეგ ბოლოსკენ გამოვიდა. ხოდა რჩება ამდ. ამდ ვერ ვიტან არ მიყვარს მაგრამ 7900ხტ და ხტხ არაა ცუდი ამ მომენტში და პრინციპულად ამ სერიაში ნვიდიას მხარს არ დავუჭერ. ძალიან დაგვაჯვეს ფანებს იმენა თავზე რა. ამაზრზენია 8გბ 3070 ტი ში. 10გბ 3080 ში და 12. 3090 კიდე ყველა გადახეულია მაინინგში და არ მინდა აღება. 3070 ტი ვიყიდე ახალი ნიუეგზე წინა ზაფხულს 700$ იან კარტას 8გბ ვრამი აქ. ვერ გავთვალე რა რომ ესე მალე აღარ მეყოფოდა 2კ ზე. ინტელიც იგივე გზას ადგა გაიხსენე რა ფასები ედოთ 2000$ და 1000$ ვორკსთეიშენებზე და ამდს გამო დააგდეს ეხლა ტოპ 500$ ღირს. ნვიდია არ მიიჩნევს ამდს კონკურენტად რა. ბევრად დიდი კომპანიაა ნვიდია და უკეთესი სოფთი აქვს მაგით იგებს. ამდ ზე ხან რა ხდება ხან რა. ამ სერიაში ამდ ბევრა დმომგებიანია აიღო მარტო 20 და 24გბ ვრამის გამოც. რტ ში სუსტია მაგრამ საერთოდ გავარტყი მაგ რტს. ესეთი ფასების გადახდა 4 სერიაში არ ღირს. არც თამაშებია შესაბამისი. 2300 თუ 2400 ჯდება 7900ხტ და ხტხ კიდე 2700 ად ჩამოიტან მაქსიმუმ. რავი სად 1200$ გადახდა და 1600 ხო საერთოდ მილიონერებისთვის გამოუშვა ნვიდიამ ეს სერია. მაგარი ჩათლახი კომპანიაა. იცოდნენ რო 3000 სერია და 2000 მაინინგში იყო გახეული და მაგიტომაც დაადეს ეგ ფასები რა. წარმადობით მარტო 4090 ია ძალიან მონსტრი. 4080 კიდე 2კ ს კარტაა. 4კს კარტა ნამდვილად არაა. ინტელი ვიდეოკარტებში მგონი ვერასდროს დაეწევა ვერავის და მაგის განხილვა არც ღირს. 7900ხტ ან ხტხ ზე ვფიქრობ რა.
    1 point
  3. გეიმინგ პლატფორმა Steam-ის მომხმარებლების აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის ახალი, მარტის სტატისტიკით მოულოდნელი ცვლილებები დაფიქსირდა ოპერაციული სისტემის წილის განაწილების მხრივ. Windows 11-ის წილი მკვეთრად, 7.92%-ით შემცირდა. ბოლო თვეეში ოპერაციული სისტემის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდებოდა და მოსალოდნელი იყო, რომ წლის ბოლოსთვის იგი პოპულარობით Windows 10-ს მიუახლოვდებოდა. ამჟამინდელი მაჩვენებლები კი ასეთია: Windows 10 მარტში გამოიყენა გამოკითხულთა 73.95%-მა, Windows 11 კი - 22.41%-მა. მარტის სტატისტიკა. წყარო: Steam დაზუსტებით უცნობია, რას უკავშირდება ასეთი ცვლილებები, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომელთა შორისაა გარკვეული შეცდომები, რომლებმაც Windows 11-ის მომხმარებლები აიძულა ოპერაციული სისტემის წინა ვერსიას დაბრუნებოდნენ. განახლება Windows 11 21H2-ის შემდეგ მომხმარებლებს შესაძლოა შეექმნათ პრობლემები Red Dead Redemption 2-ის გაშვებისას. თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ მსგავსმა შემთხვევამ მომხმარებელს Windows-ის წინა ვერსიაზე დაბრუნებისკენ უბიძგოს. Red Dead Redemption 2-ის შემთხვევაში პირიქით, პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა Windows 11-ის განახლება 22H2-მდე. დიდი ალბათობით, სტატისტიკაში ცვლილებები Steam-ის მონაცემების შეგროვებას უკავშირდება. როგორც gHacks განმარტავს, Valve ავტომატურად არ აგროვებს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის სტატისტიკას ყველა მომხმარებლისგან, კომპანია უგზავნის შეტყობინებებს კონკრეტულ ჯგუფს და ითხოვს მონაცემების ნებაყოფლობით მიწოდებას. ასე რომ, სტატისტიკაში ცვლილებები შესაძლოა გამოწვეული იყოს სამიზნე ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმების ცვლილებით ან გამოკითხული ჯგუფის გაფართოებით. წილის კლება შეეხო არა მხოლოდ Windows 11-ს, არამედ Linux-საც, Phoronix-ის რესურსი აღნიშნავს კლებას 1.27%-დან 0.84%-მდე, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ მომხმარებლების მკვეთრ ზრდაზე, რომელთა ძირითადი სისტემური ენა ჩინურია. ამან შეიძლება დაადასტუროს გამოკითხვაში მონაწილე ჯგუფების ცვლილების შესახებ ვარაუდები. მარტის სტატისტიკა. წყარო: Steam მომხმარებლების აღჭურვილობას რაც შეეხება, სტატისტიკა საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს წარმოდგენა გეიმინგ კომპიუტერის ყველაზე პოპულარული კონფიგურაციის შესახებ: ეს არის Intel-ის 6-ბირთვიანი პროცესორი, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 3060 ან სხვა ადაპტერი 8 გბ ვიდეომეხსიერებით. ეს მონაცემები შესანიშნავია 1080p გაფართოების თამაშებისთვის, რომელთაც მომხმარებელთა უმეტესობა ანიჭებს უპირატესობას. ვიდეო ბარათების რეიტინგში დიდი ხანი ლიდერის პოზიციაზე იყო GTX 1650 და 1060 მოდელები, ამჟამად კი ეს გახლავთ RTX 3060 ბარათი 10.44%-იანი წილით. https://tinyurl.com/4k6vvxx3
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.