Jump to content

Leaderboard

  1. STI-228

    STI-228

    მოდერატორი


    • Points

      5

    • Posts

      7434


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      5

    • Posts

      5884


  3. Gobro

    Gobro

    მოდერატორი


    • Points

      3

    • Posts

      10888


  4. zelda

    zelda

    წევრი


    • Points

      2

    • Posts

      33


Popular Content

Showing content with the highest reputation on 01/30/19 in all areas

  1. 20 თებერვალს უნდა მოხდეს დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონ Samsung Galaxy Fold-ის წარდგენა. საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს, რომ ამგვარ მოწყობილობებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მათ შორისაა Xiaomi, Huawei, LG და Motorola. ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ მათ რიცხვს პროცესორების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი - Intel-იც შეუერთდა. კომპანიამ უკვე დააპატენტა ნიმუში. არსებული მონაცემების მიხედვით, Intel-ის პროდუქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება კონკურენტების მოწყობილობებისგან. პირველ რიგში, დაკეცილი მდგომარეობისას იგი სრულფასოვან სმარტფონს მოგვაგონებს. მეორე - მოწყობილობის დაკეცვა სამგვარად იქნება შესაძლებელი. მესამე - ახალ სმარტფონს ექნება სტილუსის მხარდაჭერა, ელექტროფანქარი კი მოწყობილობის ერთ-ერთ ნაკეცში შეინახება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ის დრეკად სმარტფონს შეეძლება მიიღოს პრიზმის ფორმა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows-ზე და არა Android-ზე. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23818/intel-mozhet-predstavit-smartfon-s-gibkim-ekranom
    2 points
  2. ევროპული კოსმოსური სააგენტო ESA ამზადებს ასტრონავტების ახალ თაობას მთვარის ახალი პილოტირებული მისიისთვის. მცირე ხნის წინ დაიწყეს მათთვის საკვლევი ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება, ასტრონავტები აქედანვე ეჩვევიან მძიმე სკაფანდრებსა და შეზღუდულ მოძრაობებს. მაგრამ რაც შეეხება დაბალ გრავიტაციას... ეფექტურად რომ ისარგებლონ აღჭურვილობით, საჭიროა, რომ ასტრონავტებმა ისწავლონ გადაადგილება ახალ პირობებშ და, რაც მთავარია, თავი დაიზღვიონ მოსალოდნელი შედეგებისგან. რა გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ორგანიზმზე მთვარის გრავიტაციას - ამის გარკვევას ცდილობენ ESA-ს თანამშრომელი დეივიდ გრინი და ინჟინერი ტობიას ვებერი. ამისათვის მათ მოაწყეს ვერტიკალური სარბენი ბილიკი, რომელზეც უნდა იმოძრაონ გამოსაცდელმა ასტრონავტებმა. მათი ჯანმრთელობის მაჩვენებლების შესწავლის შედეგად მკვლევარები აპირებენ შესაძლო გართულებების გამოვლენასა და მათი მოგვარების საშუალებების ძიებას. რა ემართება ადამიანის ორგანიზმს დაბალი გრავიტაციის პირობებში: მცირდება ძვლოვანი მასა; სუსტდება კუნთები; ჩნდება ფილტვებთან და გულთან დაკავშირებული პრობლემები; იცვლება გემოს აღქმა; ქვეითდება იმუნიტეტი. როგორც ვხედავთ, დაბალი გრავიტაციის პირობებში ყოფნა უარყოფით გავლენას ახდენს ძვლებზე. მეცნიერთა აზრით, მათი ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალებაა მეტი მოძრაობა, საუკეთესო შემთხვევაში კი - ხტომა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის არსებული ტრენაჟორი არ იძლევა საშუალებას - ასტრონავტებმა დიდი ზომის ნახტომები განახორციელონ, ამიტომ სააგენტო გეგმავს მიმართოს NASA-ს და განაგრძოს სისტემა ARGOS-ის შესახებ კვლევა. სამომავლოდ ESA გეგმავს თავისი სავარჯიშო ტრენაჟორი NASA-ს დონის ინსტრუმენტად აქციოს. ამგვარად სააგენტო შეძლებს გულმოდგინედ მოამზადოს თავისი ასტრონავტები მთვარის მისიებისთვის. თარიღი, თუ როდის შევა ტრენაჟორი ექსპლუატაციაში - უცნობია, თუმცა მას უკვე აქვს სახელი - Luna 2. https://hi-news.ru/research-development/kak-nizkaya-gravitaciya-luny-vliyaet-na-zdorove-astronavtov.html
    1 point
  3. 2014 წელს სან-ფრანცისკოში ამოქმედებული სავაჭრო პლატფორმა Purse ამჟამად 12 ათას მომხმარებელს ითვლის. იგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ბიტკოინის შეძენა საკრედიტო ბარათით და მათთვისაც, ვისაც სურს საკუთარი ბიტკოინით Amazon-ის პროდუქცია შეიძინოს. როგორ მუშაობს სავაჭრო პლატფორმა Purse.io მაგალითისთვის მოვიყვანოთ შემდეგი რამ: ვთქვათ, ელისს სურს, დახარჯოს 50 დოლარის ღირებულების ბიტკოინი Amazon-ზე. იგი ადგენს სასურველი ნივთების სიას, აქვეყნებს მას Purse-ის სავაჭრო პლატფორმაზე და უთითებს ბიტკოინების შესაბამის საგადასახადო ღირებულებას. ბობს კი სურს, რომ პლატფორმაზე შეიძინოს 50 დოლარის ღირებულების ბიტკოინი, ამისთვის იხდის თანხას საკრედიტო/სადებეტო ბარათიდან. როდესაც ელისი თავის შეძენილ ნივთებს მიიღებს, იგი ამის შესახებ აცნობებს ვებ-გვერდს და გამოთავისუფლებული (ელისისგან გადახდილი) ბიტკოინები მიემართება ბობისკენ. სერვისი საბოლოო ჯამში აღფთოვანებას იწვევს მომხმარებლებსა და ინვესტორებში. Bitcoin Foundation-ის გუნდის წევრი და BTC China-ს გენერეალური დირექტორი ბობი ლი აცხადებს, რომ იგი Purse-ის სერვისის მუდმივი მომხმარებელი გახდა და ერთ-ერთი მათგანია, ვინც პოტენციალს ხედავს Purse.io-ს ბიზნეს-მოდელში. ფასდაკლებები იზრდება ფასდაკლებები დაფუძნებულია პრემიებზე, რომლებსაც ბიტკოინის მყიდველები იხდიან მომსახურებისთვის და გამყარებულია Amazon-ის მომხმარებლებისგან, როდესაც ისინი შეკვეთას განათავსებენ სავაჭრო პლატფორმაზე. აღსანიშნავია, რომ Purse.io-მ გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც მოცემულია, რომ შვიდი თვის განმავლობაში ბიტკოინით მოვაჭრეთათვის ფასდაკლებები 20%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კომპანიის საწყის მოლოდინსაც კი აღემატება. Purse.io აცხადებს: „ჩვენ ვვარდაუდობდით, რომ პლატფორმა შეძლებდა მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა 5-8%-იანი ფასდაკლება. ვერასდროს წარმოვიდგენდით პლატფორმის ამოქმედებისთანავე 20%-იან ფასდაკლების გაცემის შესაძლებლობას“. VIP-სარგებელი კომპანიამ აამოქმედა „invite-only“ პრემიუმ-პროგრამაც - Purse VIP, რომელიც მხოლოდ Amazon Prime-ის წევრებისთვისაა განკუთვნილი. VIP-მომხმარებლებისთვის Purse.io-ს პლატფორმაზე შემოთავაზებულია საუკეთესო ფასები ბიტკოინის საყიდლად. პრემიუმ-მომხმარებლებს 10%-იან ფასდაკლებაზე აქვთ წვდომა Amazon-ის პროდუქციის გამოქვეყნებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. VIP-შეკვეთები სრულდება 6 საათზე მცირე დროში და მიწოდება ხდება ორდღენახევარში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეძენილი ნივთების მიწოდება ხდება იმაზე სწრაფად, ვიდრე პირდაპირ Amazon Prime-იდან რომ შეიძინოთ. კომპანიის ყოველთვიური ტრანზაქციები 120 ათას დოლარს აღემატება. Purse.io დაფუძნებულია გამორჩეულად ფუნქციურ ბლოკჩეინ-საფულეზე და წარმოადგენს მნიშვნელოვანი უპირატესობის მქონე სავაჭრო პლატფორმას. Purse-ის გამოყენების სამი გზა: „შოპინგი და თანხის დაზოგვა“ მოძებნეთ სასურველი პროდუქტები კატეგორიების მიხედვით. დაამატეთ კალათში და მიუთითეთ თქვენი ფასდაკლება შეკვეთის გაფორმებისას. „სასურველი ნივთების სიის იმპორტირება“ მოახდინეთ თქვენი სიის იმპორტირება შეკვეთის სწრაფად შემოწმებისა და შესრულებისთვის. პლატფორმა თვალყურს მიადევნებს პროდუქტებს, რომელთაც დაამატებთ. „გამომუშავება- მიღება“ არ ვაჭრობთ? გამოიმუშავეთ ბიტკოინები Amazon-ის მომხმარებელთა შეკვეთების შევსებით. როდესაც უთითებთ 5%-იან ფასდაკლებას, შეგიძლიათ მიიღოთ ყველაზე სწრაფი შეკვეთა და მიღება უმოკლეს დროში. ხოლო თუ გნებავთ უფრო მეტი ფასდაკლება, შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი ფასდაკლება სისწრაფისა და ეკონომიის შესაბამისად. ამის შემდეგ შეკვეთა გამოჩნდება Earner-ების შეკვეთებში. გამომმუშავებლები, ე.წ. Earner-ები ცვლიან თავიანთ სასაჩუქრე Amazon-ის ბარათებს თქვენს კრიპტოვალუტებში, ისე რომ გაცვლა მომგებიანი გამოვიდეს. Earner-ის თანხმობის შემდეგ თქვენი მონაცემები განიხილება და დადასტურდება შეკვეთის გაგზავნა. რატომ უნდა გამოვიყენოთ კრიპტოები ბიტკოინი და ბიტკოინ ქეში - ეს არის უსაზღვრო, სწრაფი და უნივერსალური ვალუტები. არანაირი ბანკები, კომისიები და ფორმები. ისევე, როგორც ინტერნეტმა მოახდინა კომუნიკაციების რევოლუცია, კრიპტოვალუტები ახდენენ იმ საკითხებში რევოლუციას, თუ როგორ ვენდობით და ვახორციელებთ ტრანზაქციებს. ამასთან, იგი სწრაფად იზრდება და იკრებს ფასეულობას! https://www.coindesk.com/purse-io-closes-300k-funding-expand-amazon-discount-service https://purse.io/new-to-crypto
    1 point
  4. zelda - 200.57 fps - i9 7940X 3.1GHz @ 4.3Ghz / Nvidia Titan X Pascal @ (1418/1251) | Photo
    1 point
  5. zelda - 2887 - i9 7940X 3.1GHz @ 4.3Ghz | Photo
    1 point
  6. კომპანია Everspin Technologies-მა, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია, ვინც უშვებს კომერციული რაოდენობის მაგნიტორეზისტული მეხსიერების ჩიპებს, გარკვეული პერიოდის წინ განაცხადა, რომ იწყებს ახალი თაობის STT-MRAM მიკროსქემების წარმოებას. Everspin-ის სერიული პროდუქცია, რომელსაც მისი შეკვეთით უშვებენ კომპანია NXP-ისა და GlobalFoundries-ის ქარხნები, წარმოადგენს 40 ნანომეტრიან STT-MRAM ჩიპებს 256 მბიტი მოცულობით. ახალი თაობის ჩიპებს კი ოთხჯერ დიდი მოცულობის, 1 გბიტიანი მეხსიერება ექნება და წარმოებული იქნება 28-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ამ ახალ, 1 გბიტიან STT-MRAM ჩიპებს გამოუშვებს მხოლოდ კომპანია GlobalFoundries. ფოტოზე: კეშირებული ამაჩქარებელი nvNITRO Accelerator Card 1 გბიტიანი STT-MRAM მეხსიერებით საექსპერიმენტო 1 გბიტიანი STT-MRAM სერიის გამოშვება დაიწყო დაახლოებით ერთი თვის წინ, დეკემბერში. მასობრივი წარმოება კომერციული მიზნებისთვის მოგვიანებით დაიწყება - 2019 წლის მეორე ნახევარში. 1 გბიტიანი STT-MRAM ჩიპების მნიშვნელოვან მახასიათებლად ის ითვლება, რომ ისინი გამოდის ისეთივე კორპუსებითა და BGA-კონტაქტების იმავე რაოდენობით, როგორც 256 მბიტიანი ჩიპები. ასე რომ ახალი პროდუქტის შექმნისას მწარმოებლებს არ მოუწევთ ზედმეტი ძალისხმევა, რათა გადავიდნენ უფრო დიდი მოცულობის მქონე STT-MRAM Everspin-ებზე. 1 გბიტიანი STT-MRAM-ის ინტერფეისი არ შეცვლილა (ST-DDR4). IBM FlashSystem SSD STT-MRAM ბუფერით STT-MRAM ჩიპის მეხსიერების მოცულობის გაოთხმაგება ხელსაყრელი იქნება მაღალი წარმადობის მქონე ქეშირებული ამაჩქარებლების გამოშვებისთვის, რომლებიც განკუთვნილი იქნება უფრო დიდი მოცულობის SSD ბუფერების შესაქმნელად NAND მეხსიერებაზე. შესაძლებელია, რომ STT-MRAM მეხსიერება გამოჩნდეს საშუალო ფასის კატეგორიის SSD ბარათებში და არა მხოლოდ სერვერულ გადაწყვეტილებებში. ამით MRAM მეხსიერება გამოირჩევა ტრადიციული NAND-სგან (3D NAND). იგი უფრო სწრაფია, იყენებს ნაკლებ ენერგიას და მეტად მდგრადია. https://3dnews.ru/981780
    1 point
  7. ბექა მე და შენ მაინც ავიყვანოთ @lomsa მგელსა შემოდი ძველი დრო გავიხსენოთ, რამე თემა შემოაგდე და ვილაპარაკოთ
    1 point
  8. მადლობა კახა ! ოცნების ხელთათმანებიც გამოვწერე. დაჯდა ერთი ფილტვის ფასი
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.