Jump to content

Leaderboard

  1. nseries430

    nseries430

    წევრი


    • Points

      4

    • Posts

      7267


  2. G1ORG1

    G1ORG1

    მოდერატორი


    • Points

      3

    • Posts

      30375


  3. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      2

    • Posts

      5887


  4. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      2

    • Posts

      103236


Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/11/18 in all areas

  1. ვიყიდე ეს თამაში ვისაც ნაყიდი აქვს დამამატოს დელუქსი გაეძრო 9 დოლარად პლატიზე და ვერ მოვითმინე
    1 point
  2. კომპანია Microsoft-მა ხელახლა გამოუშვა Windows 10 October 2018 Update ბეტა-ტესტირების ჯგუფისთვის, რისი მიზეზიც იყო ფაილების წაშლასთან დაკავშირებული ინციდენტი. ამ ხარვეზმა აიძულა კომპანია - დროებით შეეწყვიტა განახლების გაშვება და გაეანალიზებინა სიტუაცია. Microsoft-ის პროდუქტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯონ კეიბლმა (John Cable) განაცხადა, რომ ზემოთხსენებული პრობლემა შეეხო Wondows 10-ის 700 000 მომხმარებელს (მომხმარებელთა სრული რაოდენობა 700 მილიონზე მეტია). მან დააზუსტა, რომ კომპანიამ უკვე გაარკვია, რომელ მომხმარებლებს წაეშალათა ფაილები და მუშაობს ამის გამოსწორებაზე. კეიბლი აცხადებს, რომ მწარმოებლები შეძლებენ მონაცემთა აღდგენას, რადგან ფიზიკურად ისინი დისკიდან არ წაშლილა. ამის გამო მომხმარებლებს მიეცათ რეკომენდაცია - ნაკლებად ისარგებლონ ამ დისკებით, რათა არ გართულდეს აღდგენის პროცესი. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება გამოსწორება საბოლოოდ, თუმცა ცხადია, ტესტირებისთვის დროა საჭირო. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მონაცემთა დაკარგვის მიზეზი - კეიბლის თქმით - მდგომარეობს ფუნქციაში: Known Folder Redirection (KFR). ეს ფუნქცია ახორციელებს მონაცემების გადატანას ერთ დისკიდან მეორეზე, რაც შეეხება ფუნქციას - Known Folder Migration, - იგი ახდენს მონაცემების ასახვას Cloud-ში ისე, რომ ორიგინალი არ იშლება. როგორც აღმოჩნდა, ეს ორი რამ ერთმანეთში აერიათ მწარმოებლებსაც კი. აპრილის განახლების დროს გამოყენებულ იქნა ფუნქცია KFR, რამაც შექმნა ფაილ „დოკუმენტები“-ს ცარიელი ასლი. ოქტომბრის განახლების შემთხვევაში კი, განზრახული იყო ასლი-ფაილების წაშლა, თუმცა წაიშალა არა ასლები, არამედ ორიგინალი ფაილები მთელი შიგთავსით. კომპანიამ უკვე განაახლა კავშირი მომხმარებლებთან, რამაც, იდეაში, უნდა განაპირობოს Microsoft-ის მხრიდან ოპერატიული ქმედებები ჩივილის შემთხვევაში. – „ვცდილობთ, ვისწავლოთ ამ გამოცდილებით და გავხადოთ ჩვენი სისტემები და პროცესები სრულყოფილი“- აცხადებს ჯონ კეიბლი. www.3dnews.ru www.theverge.com
    1 point
  3. დარწმუნებული ვარ რომ ფაილების ერთ-ერთი წაშლის მიზეზი შეიძლება ახალი შპიონური ფიშკები იყოს რაც მაგ ბილდში ჩააშენა კიდე მიკროსოფტმა, ამიტომ ზუსტი მიზეზი რომც იცოდენ მიკროსოფტის კამანდაში მაგას არ გაამხელენ ნამდვილათ, იგივე დეფენდერის ახალი ფიშკები შეიძლება იწვევდეს ფაილების წაშლას, ან გაძლიერებული სლეშკა და ანტიპირატული სლუჟბები ფაილების სკანირების დროს რომ იყენებს მიკროსოფტი, თუმცა რამე ბაგიც გამოხტა შეიძლება ბოლო მომენტში და მართლა არ ქონდეთ ბოლომდე შესწავლილი, მაგიტომაც თავი დაიზღვიეს და მინიმუმ რამდენიმე კვირით ისევ გადაიდო RTM გამოშვება როგორც ეგ წინა RS4 1803 ბილდზე მოხდა ლამის ივნისში რომ გამოჩნდა აპრილის შვა რიცხვების მაგივრათ, ეხლა ალბათ ნოემბრისთვის უნდა ველოდოთ მარტო განახლებულ ოფიციალურ ვერსიას, მაგან კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ეხლანდელი 6 თვეში ერთხელ ახალ-ახალი ბილდების კონვეირივით გამოშვება საერთოდ არ ამართლებს, მალე მემგონი ბევრს მობეზრდება ეგრე სწრაფ-სწრაფათ ვინდოუსის განახლება და ადგება და წელიწადში ერთხელ გადავა ხოლმე შემდგომ ბილდზე მარტო, ანუ სიტყვაზე 1903 როცა გამოვა მარტო მერე გადავა 1809-ზე და ბაგებიც გაცილებით ნაკლები შეხვდება მაგ შემთხვევაში, ეხლანდელი RTM კი ფაქტიურათ არის ბეტა ვერსია რომელიც ალფა ვერსიის შემდეგ გამოდის, ბეტები კი ალფა სტადიაშია ლამის, უბრალოთ მაგდენი სულელური შეცდომები და მელკი ბაგები არ შეიძლება ოფიციალურ ვერსიაში ქონდეს, მაგრამ ბოლო წლებში მიკროსოფტი სულ სხვა რაღაცეებზე აკეთებს აქცენტს და ბაგების დაფიქსვას და შესწავლას უფრო ნაკლებ დროს უთმობენ, რასაც ავალებენ ზემოდან იმას აკეთებენ პირველ რიგში დეველოპერები, დონა სარკარის დანიშვნაც დიდი უაზრობა იყო და მთლათ აირ-დაირია ყველაფერი, მოკლეთ რაც ბაბუა ბილი აღარაა მიკროსოფტის პრეზიდენტი მაგის შემდეგ დაეცა ვინდოუსის ხარისხიც
    1 point
  4. გეიმინგისთვის სანამ ნომერ პირველი os არ გახდება ჩემთვის ლუბოი ლინუქსის დისტრო 0 ტოლფასია და სხვა ყველაფერს ვინდოუსითაც კარგათ აკეთებს მე რაც მჭირდება ხოლმე, ამიტომ მე ჯობია მაგ საკითზე საერთოდ თუ შემეკამათები რახან მე და ლინუქსი ძალიან შორს ვდგავართ ერთმანეთთან, სისწრაფე კი სრულებით მაკმაყოფილებს დაჟე ჩართული KIS 2019 და სპექტრი-მელტდაუნის ზაშიტით, მე არც მანამდე მქონდა პერორმანსის დეგრადაციის პრობლემა ჩემ სსდ-ზე და არც პრაშივკის ორჯერ აპგრეიდის შემდეგ გამჩენია ეგ პრობლემა, სპექტრი-მელტდაუნის ზაშიტა აგდებს ბენჩებში გარკვეულ პერფორმანსს მაგრამ თვალით მაგის შენიშვნა ძალიან რთულია, თუ მაგ ზაშიტას დროებით გამოურთავ და მაქსიმალური პერფორმანსი დაგჭირდა მაგის გაკეთებაც საკმაოთ მარტივათ შეიძლება inpsectre უტილიტით და ისევ ძველ მაჩვენებლებზე დაბრუნდება ბენჩები, მაგრამ არც თამაშებში და არც სხვა რაღაცეები თვალშისაცემი პერფორმანსის დეგრადაცია ჩემთან არა აქვს, ყველაფერი 1-2 წამის ფარგლებში თუ შემოისაზღვრება მაქსიმუმ და ეგ დიდათ არაფერზე არ მოქმედებს, ჩემთვის კასტრირებული ბოლო ვინდოუს 10 RS3-4 ბილდები უკვე სრულებით ნორმალურათ უბერავენ და პირადათ ვიჯექი მაგ ვერსიებზე დიდი დრო წლები თუ არა და აქამდე გავაბანძებდი ეგრე რომ არ იყოს, RS5 ჯერ არ დამიყენებია და მერე დავწერ რითი გამაოცებს ამჯერათ, ტვიკინგი თუ არ გაქვს ათვისებული შეიძლება უფრო დაგრუზული და დაბაგული იყოს ეგ ვერსიები წინა ბილდებზე დამატებითი ზედმეტი სლუჟბების წაშლის და გათიშვების გარეშე, მაგრამ რამე სერიოზული ლაგები და თვალების თხრა ჩემთან არ გამოუწვევია გეიმინგში მაგ ახალ ვერსიებზე და არც ვიდეობის ყურების დროს, რისი შესწორებაც და დაფიქსვაც შეიძლებოდა ყველაფერი დავფიქსე და მაგიტომ, რაც შეეხება ლინუქსის დისტროებს, მაგაზე პოპილარული დაჟე მაკინტოშებია სტიმზე ამ ეტაპზე და თუ ხმარობენ მაქსიმუმ სულ სტიმის მთლიანი მოხმარებლების 2%-მდე და მაგითივე სრულდება მთელი გეიმინგ პერსპექტივები მაგ სისტემის, აი ეგ პაკაზატელი 10% თუ გაცდა მერე შეიძლება კიდე ლაპარაკი და რაიმეს მტკიცება რომ ვინდოუსსაც შეიძლება გაუწიოს კონკურენცია გეიმინგ სფეროში, ამ ეტაპზე კი უზერების ურმავლესობა ლინუქსის დისტროებს ხმარობს უფრო საქმისთვის და არა გასართობათ, მაგდენი რაღაცის ნოლიდან ათვისება და შესწავლა ბევრს არ სურს და ალბათ მაგიტომაც არის დღემდე ნაკლებათ პოპულარული ლინუქსის დისტროები, ვისაც საქმისთვის ჭირდება ეგენი უფრო ითვისებენ და ინტერესდებიან მაგ სისტემით, მე რომ არ ვიცრუო არცერთხელ არ მყენებია ლინუქსი და იმედია არც დამჭირდება დაყენება, საქმისთვის რომ მჭირდებოდეს ალბათ შევისწავლიდი ნოლიდან, ისე კი არაფერში არ მჭირდება და რაც მთავარია მაინტერესებს ლინუქსის დისტროებში ჩხიკინი და ახალ-ახალი OS შესწავლა (ეგ მაკის ლეოპარდსაც ეხება) , ამიტომ პირადათ ჩემთან კამათი მაგ საკითხზე არ ღირს ამ ფორუმზე, მე ყოველთვის ნეგატიურ ტონებში ვილაპარაკებს მაგ სისტემაზე იმ საქმისთვის რაშიც მე ვიყენებ ვინდოუსს, რახან სხვა რაღაცეებისთვის არაფერში არ მჭირდება და მეეჭვება ვინდოუსიდან ეგრე ადვილათ გადავბარგდე რომელიმე ლინუქსის დისტროზე, სანამ კომერციულ და ადამიანურ ვიდს არ მიიღებს ლინუქსი მანამდე დარჩება ეგ სიტუაცია და დამიჯერე ვერაფრით ვერ გადაიყვან და მოიზიდავ იმ ხალხს დიდი აბიომებით რაც ეხლა ვინდოუსზე ზის მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მანდ კი ასობით მილიონ უზერებზე მაინც მიდის საუბარი, მილიარდზე თუ არა რახან კომპიუტერი და ზოგადათ ვინდოუსი ძალიან ბევრს აქვს უკვე ღარიბ ქვეყნებშიც კი ნაყიდი, ნვიდიას და ინტელსაც მოშნათ თათხავს ბევრი მაგრამ მაინც მაგათ პროდუქციას ყიდულობს და არა ამდ ძალიან ბევრი, ნუ ბევრი რომ არ გავაგრძელო ლინუქსი უფასოა ვინდოუსი კი ლამის 200$ კი ჯდება პროს ან ინტერპრაიზის ლიცენზია, მაგრამ ხალს ურჩევნია დაჟე პირატული ვერსია დააყენოს კმს სერვერით გააქტიურებული მაინც ვიდრე უფასო ლინუსი მოსინჯოს და ეგ ტენდენცია მეეჭვება შემდგომშიც რომ შეიცვალოს, ეგ ყველაფერი კარგათ იცის და შესწავლილი აქვს მიკროსოფტს (ბოლო-ბოლო გვითვალთვალებს სხვა თუ არაფერი) ხოდა ეგრე ძალიან არც ნერვიულობენ რომ ლინუქსის გამო ჩაეფუშებათ ბიზნესი
    1 point
  5. ტაივანში, Asustek Computer-ის შტაბში არაერთი დღეა მიმდინარეობს GeForce RTX 2080 Ti-ს ექსტრემალური ოვერქლოქინგის ახალი სიმაღლეების დაპყრობის მცდელობები. წინა ჯერზე ექსპერიმენტები ტარდებოდა წყვილი ვიდეო ბარათით, ამჯერად კი ოვერქლოქერები მხოლოდ ერთი ბარათით შემოიფარგლნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ 3DMark Time Spy Extreme -ახალი რეკორდი ცალი ბარათით, ავტორებისგან მოითხოვდა ვიდეო ბარათის ძირეულ აპარატულ მოდიფიკაციას. Power Limit-ის შეზღუდულობისგან რეზისტორების შუნტირებით თავის დაღწევისას მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ძლიერი დატვირთვისას ვიდეო ბარათი მაინც გადადიოდა „ავარიულ რეჟიმზე“ და მუშაობდა არაუმეტეს 300 მჰც სიხშირეზე, არ იძლეოდა ტესტირების საშუალებას სამგანზომილებიანი გრაფიკის გამოყენებით. ფოტოს წყარო: YouTube, Der8auer ერთ-ერთმა გერმანელმა ენთუზიასტმა გაითვალისწინა თავისი ჩეხი თანამოაზრის - Buildzoid-ის გამოცდილება და რეკომენდაციები GeForce RTX 2080 Ti-ის კვების ქვესისტემის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა მიეწოდებინა დამატებითი კვება ცალკე კონექტორით, რომელიც მიამაგრა დაფაზე საჭირო ადგილას. გარდა ამისა, ვიდეო ბარათის PCI Express კონექტორთან ახლოს დაამატა შუნტირების რეზისტორი. პროცესის მსვლელობისას აღნიშნულ იქნა, რომ BIOS-ის მოდიფიცირებული ვერსიები ვერ ახერხებდა ვიდეო ბარათის ოვერქლოქინგის პოტენციალის გაუმჯობესებას. მეორე მხრივ, Der8auer-ის Youtube არხის ვიდეოში აღწერილი აპარატურის ცვლილებები გამართლებულია მხოლოდ ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის მიღწევის პირობებში. GeForce RTX 2080 Ti-ის საუკეთესო ეგზემპლარით, საბოლოოდ, თხევადი აზოტით გაგრილებით, შესაძლებელი გახდა 2490/16900 მჰც სიხშირემდე მიღწევა. ექსპერიმენტის ავტორებმა ასევე გაზარდეს ძაბვა გრაფიკულ პროცესორსა და მეხსიერებაზე. მოგროვებული 9367 ქულით, der8auer-ი ახალი მსოფლიო რეკორდსმენია ცალბარათიან ოვერქლოქინგში. მან უკან ჩამოიტოვა EVGA-ს ოვერქლოქერის - K|ngp|n-ის რეკორდი. ამასთან, Der8auer-ი არ გამორიცხავს, რომ კიდევ შემოგვთავაზებს „სახლის პირობებში მზადებებს“ უმაღლესი შედეგებისთვის, რომელთაც იგი „შავი დღისთვის“ შემოინახავს. https://bit.ly/2PsLxet
    1 point
  6. არა, მარტო კომპის ჩასართავ გამოსართავად მინდა ანუ მარტო ინტერნეტში სამოძრაოდ ვარგა ხო linux დეველოპინგი, სამუშაოზეც ამ კომპს ვიყენებ linux-ს ვხმარობთ იქაც, ბაზები ვებსერვერები, odoo-ს სერვერიც აქ მაქ აწეული, თამაში linux native + windows-საც, როუტერის OS-ს კომპილაცია 0-დან თვეში 1 ხელ ამის ავტომატიზაცია უკვე მოვახდინე, თუ რამე პაკეტი უშლის ხელს ავტომატურად აგდებს და ისე აწყობს, უბრალოდ ლოგებში მანახებს რა პაკეტმა აურია. ეგ ჩემი როუტერის განახლების მიზნით. bleeding edge-ს ვხმაობ openwrt-ს ვერსიას github-ზე რაცაა იმ დღეს ბოლო მაგით ვაწყობ, მობილურის OS-ბთან ჩალიჩი და Sailfish OS-ს კომპილაცია ყოველ განახლებაზე რომ ჩემი შექმნილი ქართული კლავიატურა და სხვა ბევრი საინტერესო პროგრამები ჩავაშენო. ხო და კიდევ ინტერნეტში საძრომიალოდ. ასე რომ იმაზე გაცილებით მეტი რაღაცისთვის ვიყენებ ვიდრე average windows user-ს წარმოუდგენია, რომელიც მხოლოდ თამაშობს და ინტერნეტში ძრომიალობს. სწორედ მაგიტომ ვარ კმაყოფილი რომ ყველაფერს მშვენივრად აკეთებს და პლიუს ბევრად შუსტრია, დაცული და სტაბილური ვიდრე ნებისმიერი windows რაც კი ოდესმე არსებობდა ჩემი პოსტი არ წაგიკითხავს ეტყობა. ჩემივე სისტემაზე ეყენა 10-ც და ეხლა აყენია linux და მაგიტომაც შევამჩნიე. შენ რანაერად შეამჩნევდი მარტო windows გიყენია კი სწრაფია მარა მაგავე კომპზე linux კიდევ უფრო სწრაფი იქნება. შენ არ გაგიჭირდება მაგის შემჩნევა ისეთ პრობლემებს ამჩნევ თუნდაც ფერებში ხოლმე რასაც სხვა ყურადღებასაც არ აქცევს. სწორედ მაგიტომ ავღნიშნე რომ windows-ს უზერი მხოლოდ მაშინ შეამჩნევს როცა დაჯდება კარგად დაკონფიგურირებულ linux-თან მისივე კომპზე სამსუნგის სსდ-ს რაც შეეხება მქონდა ზუსტად 840 ევო-ს ძმობილი PM 851 მოდელი და შენელებული იყო სასტიკად firmware-ს update-მა უშველა. შენ რო არ გქონდა ეგ პრობლემა არ ნიშნავს რომ ზღაპარია. ბევრ უზერს რომ ქონდა პრობლემა მიტომ დავწერე მის დროზე და firmware-ს update-თ მოგვარდა. ჯამში უკვე ლამის 20 ადამიანს დავუყენე ლინუქსი. ბიძებს, დეიდას, ბიძაშვილებს, ნათესავებს და ჯერ ჯერობით ხმა არ ისმის მაგათი პრობლემებთან დაკავშირებით. ზოგთან უკვე 2 წელის იქნება გასული შეილება მეტიც და კომპი ხოშიანად უბერავს გაოგნებულები არიან. ერთი ორმა დამირეკა კიდეც და გადაყენება არ უნდაო მე მეკითხებოდა მეთქი რამეს არაკეთებს ისე როგორც ადრე თქო ან შენელდათქო ან რამე სხვა და არაო ხოდა არ უნდა მეთქი გადაყენება. ეგ სისტემები მაგ კომპიუტერების სიკვდილამდე იმუშავებენ და იმის მერეც კი თუ გამოუცვლი იმ ნაწილს რაც დაებრიდება. ეგეთი უზერებისთვის არ აქვს დიდი სხვაობა linux იქნება თუ windows, სამაგიეროდ ყველაფრით linux ჯობია მაგათთვის და სწორედ მაგიტომ დავუყენე.
    1 point
  7. ჭიანჭველას ვუყურე. 0 ქულა დდდდ
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.