Jump to content

Leaderboard

  1. david_888

    david_888

    წევრი


    • Points

      6

    • Posts

      17006


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      5

    • Posts

      5887


  3. STI-228

    STI-228

    მოდერატორი


    • Points

      4

    • Posts

      7434


  4. Gogla1990

    Gogla1990

    მოდერატორი


    • Points

      3

    • Posts

      19557


Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/17/18 in all areas

  1. პროცესორებთან დაკავშირებული სიახლეების მოყვარულები მოუთმენლად ელიან CPU Coffee Lake Refresh-ის ლაინაფის გამოსვლას პლატფორმისთვის - LGA1151. წინასწარი ცნობების თანახმად, Intel Core-ის მე-9 თაობის ჩიპების სიაში შევა მოდელები: Core i9-9900K, Core i7-9700K, Core i5-9600K და Core i3-9350K. მათ, ვისაც განზრახული აქვს CPU Core i9-9900K ფლაგმანური პროცესორის შეძენა, მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოუწევთ - მისი ღირებულება დაახლოებით 500 $-ია. კარგი სიახლე ისაა, რომ 8 ბირთვისა და მონაცემთა დამუშავების 16 ნაკადის წყალობით, შესაძლებელი იქნება დიდი ხნით დავივიწყოთ პლატფორმის „აფგრეიდის“ შესახებ. თუკი რაიმე მომენტში Core i9-9900K-ის მწარმოებლურობა არასაკმარისი აღმოჩნდება, შესაძლებელი იქნება მისი აჩქარება ეფექტური გაგრილების გზით. ჰონგკონგელმა ოვერქლოქერმა, ცნობილი გუნდის - HKEPC-ის წევრმა Lau Kin Lam-მა მოახდინა დემონსტრირება, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია LGA1151-ზე პროცესორებს, 5 გჰც სიხშირეზე (მისი boost-რეჟიმის შესაბამისად. ნომინალური სიხშირე 3,6 გჰც-ია). კონფიგურაციის დეტალების უმეტესობა გაუხმაურებელი დარჩა, თუმცა სარწმუნოა, რომ საქმე მხოლოდ ჰაერის გამაგრილებლით არ შემოიფარგლა. Core i9-9900K-მა 1.28 ძაბვის გამოყენებით დატვირთვაზე 2166 ქულა მოაგროვა Cinebench R15-ის მრავალნაკადიან ბენჩმარკ ტესტირებაზე. მიღებული შედეგი ბევრად აღემატება 6 ბირთვიანი და 12 ნაკადიანი პროცესორის - Core i7-8700K-ის მაჩვენებელს (1650 ქულა 5გჰც-ზე). ბირთვების რაოდენობის მატებამ განაპირობა მწარმოებლურობის ზრდა - და ეს ყველაფერი LGA115x პლატფორმის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს ვერ ახერხებდა ვერაფერი სერიოზულის შეთავაზებას, გარდა ოთხბირთვიანი Core i7-7700K პროცესორისა. Intel Core i9-9900K-ის წარმატებებმა დიდი ალბათობით უნდა მოახდინოს გავლენა AMD-ზე, რომ მან გამოუშვას 10 ან 12 ბირთვიანი პროცესორები იმავე ფასად (500$-ად), რამდენადაც 12 ბირთვიანი CPU Ryzen Threadripper 2920X-ის კონფიგურაცია ბევრად ძვირი ჯდება ჯერჯერობით. https://3dnews.ru/975446
    4 points
  2. მაგაზეც იგივეა + ჩქარ დამნტენებს მოერიდე, ბატარეიკის დედას ტირობს, მე ჩვეულებრივით ვტენი ყოველთვის ჩქარი მაქ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, თუ დამავიწყდა ან უცბად გავხდი სადმე წასასვლელი
    2 points
  3. კაცობრიობა უახლოვდება 50 წლისთავს მთვარეზე პირველად გაფრენის შემდეგ. NASA-ს აზრით, ადამიანი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მთვარეზე, თუნდაც იმ მიზნით, რომ შევძლოთ მისი გამოყენება ერთგვარ სადგურად, „გაჩერებად“, რაც საჭირო იქნება უფრო შორეული კოსმოსური მისიების ხელშეწყობისთვის. ამიტომ, უამრავი დრო, ენერგია და რესურსი იხარჯება ბირთვული რეაქტორის შექმნაზე, რომლის ექსპლუატაციაც იგეგმება მთვარეზე. რას წარმოადგენს Kilopower-ი? ეს არის მსუბუქი, მობილური ბირთვული რეაქტორი, რომელიც შემუშავებულ იქნა NASA-სა და აშშ-ის ბირთვული უსაფრთოების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ერთობლივი ძალებით. მის შიგნით მიმდინარეობს ურან-235-ის ატომების დაყოფა, რის შედეგადაც გამომუშავდება სითბური ენერგია. რეაქტორს შეუძლია 10 კილოვატი ელექტროენერგიის გამოყოფა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში და NASA-ს აზრით, ეს იმ რაოდენობაზე მეტია, რაც საჭიროა მთვარეზე ან მარსზე გასაშვებად. ამ კომპაქტური რეაქტორის გამოყენება საჭირო იქნება დედამიწის სხვა პოტენციურ ავანპოსტებზეც, ისეთებზე, როგორებიცაა მაგალითად მარსი და სატურნის მთვარე - ტიტანი. „უსაფრთხო, ეფექტური და უხვი ენერგია გახდება გადამწყვეტი სამომავლო კვლევებისთვის“ - აცხადებს Jim Reuter-ი, NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მმართველის მოვალეობის შემსრულებელი. „გვაქვს მოლოდინი, რომ Kilopower-ი გახდება მთვარისა და მარსის კვლევებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი“. ტექნოლოგია წარმატებით იქნა დემონსტრირებული 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში NASA-ს ექსპერიმენტის - Kilopower Reactor Using Stirling Technology (KRUSTY)-ის ფარგლებში, სადაც უმნიშვნელოვანესი ყურადღება უსაფრთხოების საკითხს ეთმობოდა. როგორც ერთი შეხედვითვე ცხადია, ბირთვული რეაქტორის მოთავსება კოსმოსურ რაკეტაზე და მისი ტრანპორტირება საკმაოდ სარისკო საქმეს წარმოადგენს. რისთვის გვჭირდება ბირთვული ენერგია? სანამ ვიტყვით რაიმე ამის მსგავსს - „ჩვენ არ უნდა დავაბინძუროთ გარემო ბირთვული ნარჩენებით“, გავიხსენოთ, რომ მთვარეზე ღამეები ბევრად ხანგრძლივია, ბვერი ადგილია მოქცეული მუდმივად სიბნელეში, Kilopower-ი კი მოგვცემს საშუალებას და მეტს დროს, რომ ასტრონავტებმა გამოიკვლიონ მთვარის ყველაზე ბნელი კრატერებიც კი. შეგვიძლია თუ არა მზის ენერგიის გამოყენება მთვარეზე? მიუხედავად იმისა, რომ მთვარის ღამეები დიდხანს გრძელდება, თეორიულად არსებობს ერთი ეფექტური მეთოდი მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. იაპონურმა კომპანია Shimizu-მ შეიმუშავა კონცეფცია, რომლის თანახმადაც უნდა აშენდეს 11 000 კმ სიგრძის მასიური მზის ბატარეები მთვარის ეკვატორის ირგვლივ. კომპანია თვლის, რომ ამ „მზის სარტყელის“ ნახევარი ნაწილი მაინც მუდმივად იქნება მზის შუქზე, იმის გათვალისწინებით, რომ მთვარეზე არ არის ატმოსფერო, შესაბამისად არასოდეს იქნება ღრუბლები და მზის ბატარეები იმაზე უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე ეს დედამიწაზე ხდება. https://www.techradar.com
    1 point
  4. აღარ ჭირდება უკან ისეთი ზომები უყენია, წინ ერთი კბილანით თავისუფლად გაართმევს თავს ნებსიმიერ დაბრკოლებას + ველოსიპედს ზედმეტი წონაც აღარ დაემატება. ის მითი, რომ იყო ადრე რაც მეტი სიჩქარე აქვს ველოსიპედს უკეთესია და ყველას ჯობია, ნელ ნელა წარსულს ბარდება. აქ არის კარგი video შედარებები
    1 point
  5. კი რავიცი ანკერებს აქებენ, მე LG G4-ის ორიგინალი დამტენი მაქ დათრეული 5V-1.8A
    1 point
  6. ყოველთვიუ შემოსავალს თუ უყურებ წამგებიანია, მარა მაინინგი დაგროვებისთვისაა, ყოველთვე არც უნდა გაყიდო, მე ლიჩნად დაველოდები ეთერი 4-5კ-ზე მაინც რო ავიდეს
    1 point
  7. მთლად ეგრეც არ არის საქმე დენუვოს წყალი აქ შემდგარი ეს ბოლო პერიოდია.Unravel Two და F1 2018 დენუვოს დაცვაზე იყო მაგრამ შეტეხეს აქ არის ბაზარი რო ვითომ Shadow of the Tomb Raider, Monster Hunter World და Yakuza 0 გატეხეს და მალე ტორენტებზეც გაუშვებენ https://vgtimes.ru/news/51591-denuvo-snova-vzlomali-na-torrenty-otpravilis-shadow-of-the-tomb-raider-monster-hunter-world-i-yakuza-0.html
    1 point
  8. ნამეტნავად რო არ გინდა მეორე ყვითელი ))))))
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.