Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 01/18/18 in all areas

  1. მოგესალმებით, დღეს წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო მოწყობილობას. ეს არის: Arduino Uno (გამოსახულია ფოტოზე) Arduino uno არის microcontroller board რომელიც დაფუძნებულია ATmega328P (datasheet) ჩიპზე. მას აქვს 14 ციფრული input/output pin-ები (აქედან 6 შესაძლოა გამოიყენოთ PWM output-ებად), 6 ანალოგური output, 16 MHz-იანი quartz crystal, აქვს USB, power jack კვებისთვის, ICSP header და reset ღილაკი. შეგიძლიათ ის მიაერთოდ კომპიუტერს USB-თ, მიაერთოდ კვება AC DC კონვერტერით ან პინებიდან მიაწოდოთ კვება ელემენტებიდან. მასზე პროგრამების ჩასაწერად გამოიყენეთ Arduino Software (IDE). მას შეგიძლიათ მიუერთოდ უამრავი სენსორი და მოდული, მათ შორის სინათლის, თითის ანაბეჭდის, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, IR მიმღები/გადამცემი, GSM-GPRS მოდული SIM კარტის გამოსაყენებლად, Ethernet/Wifi Shield, ლაზერის სენსორი, მოტორების სამართავი მოდული, 250 V/10 A-იანი რელეები და უამრავი სხვა... ზემოთ სურათზე გამოსახულია ორიგინალი arudino uno R3 რომელიც 15-20$ ფასში მერყეობს ebay-ზე. მაგრამ საბედნიეროდ არსებობს მისი კლონები, რომლებიც გაცილებით იაფია. მათი ფასი მერყეობს 3-5$-მდე ebay-ზე. მე თვითონაც კლონი მაქვს ნაყიდი და ჩვეულებრივად მუშაობს. ფუნქციონალში განსხვავება არ აქვს. ასე რომ შემიძლია თავისუფლად გირჩიოთ კლონის ყიდვა მითუმეტეს თუ დამწყები ხართ, რადგან შესაძლოა შემთხვევით დაწვათ იგი (ამ დროს კი ჯობს მასში 3-5$ გქონდეთ გადახდილი ვიდრე 15-20$ ) კლონები ასე გამოიყურება. მონაცემები იგივეა. ერთი განსხვავებით ის იყენებს CH340G ჩიპს, რომელსაც windows-ში დრაივერის დაყენება ჭირდება, Linux-ს ჩაშენებული აქვს ეს დრაივერი ასე რომ შეგიძლიათ პირდაპირ მიუერთოთ თუ გინდათ სწრაფად გაერკვიოთ რას წარმოადგენს არდუინო და რისი გაკეთება შეგიძლიათ უყურეთ ამ ვიდეოს ამ თემაში განახებთ რამდენიმე პატარა პროექტს. მანძილის გასაზომი მოდული: მიუერთეთ მისი VCC - arduino-ს 5 V პინს Trig - arduino-ს D12 პინს Echo - arduino-ს D13 პინს Gnd - arduino-ს Gnd პინს შემდეგ ეს კოდი ჩაწერეთ arduino-ში Arduino IDE-ს დახმარებით. გაშვების მერე კი გახსენით serial მონიტორი მენიუდან Tools -> Serial Monitor (ან კლავიშების კომბინაციით Ctrl + Shift + M) ეს კი მეორე პროგრამა IR სიგნალის მიმღები და ეს ბიბლიოთეკები: https://github.com/cyborg5/IRLib2 დაგჭIრდებათ IR მიმღები. ეს მოდელია TSOP382 ის თავსებადია თითქმის ყველა IR remote კონტროლერთან. სურათზე როგორც ხედავთ ისე მიაერთეთ pin_ები: პირველი pin - arduino-ს ნებისმიერ Digital პინს (ამ შემთხვევაში მეორე პინს) შუა - arduino-ს Gnd პინს და მესამე - arduino-ს 5 V პინს ჩაწერეთ arduino-ში ეს კოდი გახსენით Serial Monitor, შემდეგ რამე პულტით გააგზავნეთ სიგნალები ამ IR მიმღების მიმართულებით და დააკვირდით Serial Monitor-ს. ამ მოწყობილობით თქვენ გაერკვევით პროგრამირებაში და ასევე ელექტრონიკაში. გაიგებთ როგორ მუშაობს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, რაც მთავარია თქვენ უამრავი რამის გაკეთებას შეძლებთ. შეგიძლიათ ჭკვიანი "შტეფცელები" გააკეთოთ, შეგიძლიათ კომპიუტერის fan კონტროლერი გააკეთოთ, რომელიც ფანებს ტემპერატურის სენსორზე დაყრდნობით მართავს, შეგიძლიათ თქვენი კომპი თითის ანაბეჭდით ჩართოთ, CO-ს სენსორი ააწყოთ, რომელიც SMS-ს გამოგზავნის GPS/GPRS მოდულის დახმარებით და ა.შ. შესაძლებლობები უსაზღვროა. საბოლოოდ კი გირჩევთ აუცილებლად დარეგისტრირდით arduino-ს ფორუმზე. იქ უამრავ ინფორმაციას ნახავთ https://forum.arduino.cc/
    1 point
  2. @eolsori 3.40 სოლი გაქვს ვატზე, რაც ძალიან კარგია. კი, ეთერეუმისთვის ლიმიტი მემორია და ქორი არ სჭირდება და მინუს -400-ზეც იგივე შედეგი გექნება, რაც +150-ზე. მემორი უნდა დაქლოქო ეთერეუმისთვის რაც შეიძლება მაღლა.
    1 point
  3. გასაგებია მადლობა.
    1 point
  4. დღეს ისე გავერთე ასეტოთი, მემგონი აღარ გავყიდი რულს :დ
    1 point
  5. საკაიფოა მარა კამერა გააჩერე თუძმახარ დავინაოხ რახდება ქუდი არმომწნს ისე კაია Cinema 4D, Redshift Renderer, AfterEffects ძალიან ნუ გამნსჯით : |
    1 point
  6. განბაჟებას ბანკში იხდი და შიფინგის ფულიც შედის Sent from my HUAWEI VNS-L21 using Tapatalk
    1 point
  7. ხო აბა რაა, დავიმშვიდოთ და მოვიტყუოთ თავი
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.