Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 01/11/15 in all areas

  1. ძაან მაგარი თანამდებობა აქ
    6 points
  2. გავაგრძელოთ აქეთ. ნუ ჩვენ რას ვაგრძელებთ. ჯორჯი აგრძელებს ))
    3 points
  3. 1) რა არის SSD(SOLID STATE DRIVE)? ეს არის ახალი თაობის მყარი დისკები, იგი მეხსიერების შენახვისათვის იყენებს მეხსიერების ჩიპებს (როგორც წესი DDR RAM ან FLASH MEMORY) მონაცემების ჩაწერა/წაკითხვისათვის. SSD-ებს ბევრად ნაკლები წვდომის დრო (access time) აქვთ ვიდრე HDD-ებს. მაგალითად Texas Memory System-ის RAM solid state disk-ს გააჩნიათ 15 მიკროწამით წვდომის დრო, რაც 250-ჯერ სწრაფია ჩვეულებრივ HDD-სთან შედარებით. 2)რა განსხვავებაა SSD-სა და USB FLASH DRIVE (ეგრეთწოდებული "ფლეშკა")-ს შორის?! SSD-ებს გააჩნიათ სპეციალური პროცესორი ECC(შეცდომების გასწორების კოდი)-ს მხარდაჭერით მონაცემების დაზიანების რისკის შესამცირებლად. თქვენი მონაცემები უფრო მეტად დაცულია,საიმდოობა გაზრდილია თითოეულ უჯრედში სწორი განაწილების შედეგად (კონკრეტული ადგილი კონკრეტულ მიკროსქემაში Fლეშზე) ეს ფუნქციები "ფლეშკას" არ გააჩნია 3)რა პლიუსები და მინუსები აქვს მას? დავიწყოთ რაღათქმა უნდა პლიუსებით : ა) SSD-ები არ გამოცემენ ხმას ბ) არ აქვს მოძრავი ნაწილები და შესაბამისად მასზე ცუდად არ მოქმედებს არც რყევა და არც დავარდნა (ანუ არის დარტყმაგამძლე,რათქმა უნდა გარკვეულ დონემდე) გ) ისინი ჩვეულებრივ მყარი დისკისაგან განსხვავებით (HDD) გამოიყენებენ ნაკლებ ენერგიას რაც შესაბამისად გულისხმობს იმას რომ ისინი ნაკლებ სითბოს გამოყოფენ, შესაბამისად არ სჭირდება დამატებითი ფენები გაგრილებისათვის და ასევე ეს ყველაფერი მოქმედებს ენერგომოხმარებაზე დ) ძებნის დროს გაცილებით ნაკლებია HDD-სთან შედარებით ე) არის გაცილებით მსუბუქი და ზომებშიც მცირე რაღათქმა უნდა ისევ და ისევ HDD-სთან შედარებით ( ) გადავიდეთ მინუსებზე: ა) SSD-ს გააჩნია განსაზღვრული რაოდენობის წაკითხვა/ჩაწერის ციკლი. როდესაც ციკლების რაოდენობა მიაღწევს ზღვარს , ის იწყებს ცუდად მუშაობას ბ) ფასი თითოეულ GB-ზე HDD-სთან შედარებით გაცილებით მაღალია (თუმცა ამ ბოლო დროს მაინც იგრძნობა ფასის ვარდნა ჩვენდა სასიხარულოდ ) 4) რას ნიშნავს SLC და MCL და რა განსხვავებაა მათ შორის ? SSD მოწყობილობებში გამოიყენება სხვადასხვა სახის მეხსიერება , SLC (single level cell- ერთი დონის საკნები (უჯრები)) და MLC (მრავალდონიანი უჯრედები) SLC-ს თითოეულ უჯრედში 1 ბიტი გააჩნია, ხოლო MLC-ს 2 ბიტი. MLC ტექნოლოგიით დამზადებული SSD-ები შედარებით იაფი ჯდება მაგრამ ამავდროულად შემცირებულია პერფორნამსი(ასე უფრო გასაგები იქნება ) და გაზრდილია ენერგომოხმარება , აგრეთვე ისინი ნაკლებად საიმედონი არაინ და არ გამოიყენება HIGH-END მოხმარებისთვის (ალბათ ნაგულისხმებია მაგალითად სერვერებისთვის) SLC-თი დამზადებული SSD-ების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგეს 100 წელიწადს, მაშინ როდესაც MLC-სი მხოლოდ და მხოლო 5 წელია (თუმცა ეს მაინც მეტია ვიდრე HDD-სი) დღესდღეისობით MLC ტიპის მეხსიერებები უფრო ხშირად გამოიყენება 5) რა ტემპერატურას უძლებს SSD მოწყობილობები? მათ შეუძლიათ იმუშაონ -5-დან +75 გრადუსის დიაპაზონში, მათი შენახვა კი შესაძლებელია -55-დან +95 გრადუსის დიაპაზონში (რათქმა უნდა სავალდებულოა ისინი დაცული იყვნენ კონდესატისაგან) 6) შესაძლებელია თუ არა SSD-ებს ქონდეთ BAD sector-ები (დაზიანებული სექტორები) მსგავსად HDD-სი? შესაძლებელია. SSD-ების შემთხვევაში მათ BAD block-ებს უწოდებენ. თუ ასეთი ბლოკები არსებობს ინფორმაცია რომელიც ინახება მათში ავტომატურად გადადის დაუზიანებელ ბლოკებში , რაც უზრუნველყოფ მონაცემების მთლიანად შენახვას. არსებობს აგრეთვე დამალული "spare block" (სათადარიგო ბლოკები) რომლის საშუალებითაც SSD-ს მოცულობა არ იკლებს. 7) რა არის აუცილებელი ასეთი ტიპის მოწყობილობის შეძენისას? ყველაზე მთავარი რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ : ა) I/O ოპერაცია წამში. აქ მოქმედებს მარტივი წესი: რაც მეტია მით უკეთესია . ამ მაჩვენებელს შეუძლია არც თუ მცირე რამ გვითხრას პერფორმანსზე .მაგალითისთვის: ინტელის x25-E გააჩნია 35000 I/O ოპერაცია წამში კითხვის შემთხვევაში და 3300 ჩაწერის , რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ბ) სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე. იგი მოცემულია მეგაბაიტების რაოდენობით წამში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ კარგ მონაცემად წაკითხვისათვის ითვლება მინიმუმ 150 მეგაბაიტი/წამში , ხოლო ჩაწერისათვის 80+ . საუკუთესო მოდელებს ამ მოწყობილობისა რომელიც დღეს არსებობს ბაზარზე გააჩნიათ დაახლოებით 250მბ/წმ წაკითხვა და 200მბ/წმ ჩაწერა (რათქმა უნდა ნაგულისხმები არაა SSD-ები რომლებიც რაიდშია...) ______________ კრიტიკას არ ვართ, ისედაც თვალები მტკივა უკვე მერე დავამატებ კიდე რაღაცეებს By mischaia88 SSD კონტროლერი ხშირად მესმის ხოლმე SSD-ს მთელი მუღამი ისაა, რომ კონტროლერი აქვსო. ჰოდა გადავწყვიტე გამერკვია რა არის ეს კონტროლერი და რას აკეთებს. უკვე კარგად იცით რას წარმოადგენს DRAM ტიპის მეხსიერება. ის საკმაოდ სწრაფი გახლავთ. მათზე ჩაწერა-წაშლა ნანოწამებში ხდება, ფაქტობრივად CPU-ს ტაქტთან შეწყობით. უპირატესობა HDD-სთან შედარებით შთამბეჭდავია. HDD-ს ხომ ფიზიკური დრაივი აქვს, დისკები, მაგნიტური წამკითქველი, მოკლედ მექანიკური ნაწილები, რომლებიც მოძრაობენ, ამას კი დრო სჭირდება...აი, მაგალითად ყველაზე სწრაფი HDD 7 მილიწამს ხარჯავს დისკიდან ინფორმაციის წაკითხვაში მაშინ, როცა CPU-ს ამ დროში ასი ათასი ოპერაციის ჩატარება შეუძლია...სხვაგვარად რომ ვთქვათ, HDD CPU-სთვის მეტისმეტად ნელია. აქაა DRAM-ის მთავარი პლიუსი - სისწრაფე, მაგრამ DRAM-ს აქვს უარყოფითი მხარეც - თუკი მასში შენახულ ინფორმაციას პერიოდულად არ გაუკეთდება განახლება (refresh), იგი იკარგება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც DRAM მოწყობილობას გამორთავთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მასში ინახება, დაიკარგება. NAND ფლეშ მეხსიერება "ოქროს შუალედია", ის სწრაფიცაა და არც მონაცემებს "აორთქლებს". ეს მეხსიერება შედგება სპეციალური ტრანზისტორ MOSFET-ისგან (MOSFET - metal–oxide–semiconductor field-effect transistor), მასში მუხტის გატარების შემდეგ აღარაა საჭირო refresh-ი - ინფორმაცია აღარ იკარგება. ერთი MOSFET-ი მხოლოდ ერთ ბაიტ ინფორმაციას "აკავებს", ასე რომ NAND ჩიპებს მწკრივებად განლაგებული მილიონობით მოსფეტი აქვთ, რომლებიც შემდეგ ჯგუფებადაა დაყოფილი. ამ ჯგუფებს page (პეიჯი რა). თანამედროვე page 4KB ზომისაა. მოსფეტში ინფორმაციის ჩაწერა მარტივია, მაგრამ ინფორმაციის წაშლისას ერთი მოსფეტის გასუფთავება შეუძლებელია, სუფთავდება მოსფეტების მთელი ბლოკები. NAND ჩიპის ბლოკი ძირითადად 128 პეიჯისგან შედგება (ანუ 512KB). ანუ თუკი მე მინდა ამ ბლოკში ერთი page-ს წაშლა (4KB), ამისათვის დანარჩენი 127 page-ც უნდა წავშალო (508KB). ხშირი წაშლა-ჩაწერა კი ჩიპისთვის საზიანოა, 10000 ციკლის შემდეგ იგი უკვე შეცდომებს უშვებს. ჰოდა ზუსტად იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ერთსადაიმავე ბლოკში ხშირი წაშლა-ჩაწერა და ნაადრევად არ გამოვიყვანოთ იგი მწყობრიდან, საჭიროა კონტროლერი. კონტროლერი არის მოწყობილობა, რომელიც ყველა ბლოკზე თანაბრად ანაწილებს ჩაწერის და წაშლის ციკლებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კონტროლერის წყალობით ჩვენ არ გაგვიფუჭდება მთელი მეხსიერების რომელიმე ნაწილი 2 დღეში, არამედ გაგვიფუჭდება მთელი მეხსიერება, ოღონდ, მაგალითად 2 წელიწადში . გარეგნულად იგი ჩვეულებრივი ჩიპია, სურათზე - ზედა მარცხენა კონტროლერი იმახსოვრებს, რომელი ბლოკია წაშლილი, რომელი - ჩაწერილი, რომელი ცარიელი და რომელი - წასაშლელი (ასეთად მიიჩნევა ბლოკი, რომელშიც ყველაზე მეტი "ნაგავია"). ყველაფერი ეს აადვილებს ძებნასაც და ასწრაფებს SSD-ს მუშაობას, მაგრამ საკუთარ მეხსიერებაში ქექვისთვის კონტროლერს რათქმაუნდა გარკვეული დრო ეხარჯება. დრო, რომელსაც ლატენტურობა ეწოდება და უკვე კარგად იცით რას ნიშნავს . ქვემოთა სურათზე თქვენ ხედავთ ზოგიერთი SSD-ს კონტროლერის საშუალო ლატენტურობას მილიწამებში როგორც ხედავთ საშუალო ლატენტურობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ იმის ცოდნაც საჭიროა, რომ მაქსიმალური ლატენტურობა დაახლოებით 350-ჯერ მეტია, აი ასე: კონტროლერს შეუძლია ინფორმაცია დაყოს და სხვადასხვა ბლოკებში ერთდროულად ჩაწეროს ან წაშალოს. დაახლოებით ისე, როგორც სურათზეა. შედეგი - უფრო მეტი სისწრაფე. SSD იგებს. ყველაზე პატარა ინფორმაცია, რისი დაყოფაც საჭირო არაა, 4KB სიდიდისაა. ხოლო თუკი გვაქვს ცარიელი ბლოკები, ინფორმაცია იყოფა თანაბარ ნაწილებად და ისე იწერება ბლოკებში (რომ ისინი რიგრიგობით არ გაფუჭდეს, ამაზე ზევით ვილაპარაკე). ფაილის წაშლისას კი ხდება შემდეგი: ან თუკი ფაილი უფრო მცირე ზომისაა: იმედია ცოტა მაინც გაერკვიეთ იმაში, თუ რა არის SSD-ს მეხსიერების კონტროლერი და რამხელა მნიშვნელობა აქვს მას SSD-ს სიცოცხლის გახანგრძლოვებისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი მონა-მორჩილი, მიხეილ რ.
    1 point
  4. დღეისათვის ეს co-processor მუშაობს პარალელურ რეჟიმში სხვა ძირითად პროცესორთან ერთად და ის გამოიყენება სუპერკომპიუტერებში. სულ მალე კი ინტელი აპირებს რომ გამოუშვას მისი განახლებული ვერსია რომელსაც შეეძლება დამოუკიდებლად მუშობა ოპერაციულ სისტემაში, IO (input output) მოწყობილობებთან "საუბარი" და ასევე ოპერატიული მეხსიერების დამისამართება. ის იქნება 14 nm ტექპროცესით დამზადებული. მას ექნება 6 არხიანი DDR4 ოპერატიული მეხსიერების კონტროლერი მაქსიმუმ 2400 Mhz-იანი მოდულების მხარდაჭერით და თეორიულად 384 GB-ს მხარდაჭერით მას ასევე ექნება PCI-E 3.0 36 lane სხვა მოწყობილობებთან დასაკავშირებლად ამ "Knights Landing" პროცესორს ექნება 72 ATOM "silvermont" ბირთვი, რომელიც ეხლანდელ Xeon Phi-სთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს და ასევე გამოიყენებს უნიკალურ hyperthreading ტექნოლოგიას რომელიც თითოეულ ბირთვს საშუალებას აძლევს 3 დამატებითი ნაკადის სამუშაოდ რაც სულ რომ დავთვალოთ გამოდის 72x4=288 ნაკადი (ვირტუალური ბირთვი ) მისი TDP შეადგენს 200 w-ს. რომელიც 20 w-თ ნაკლებია AMD-ს 8 ბირთვიან 5 GHZ-იან პროცესორთან შედარებით რომელიც 220 w-ს უდრის FX-9590 big fail ასევე გამოვა მისი co-processor-ული ვერსია pci-e სლოტისთვის და მას ექნება ორ არხიანი memory controller შესაბამისად მაქსიმუმ 64 GB ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. სულ ეს იყო მადლობთ. მოვიდა ამ CPU-ების დროც ახალი დეტალები მათზე 60 ბირთვი 240 ნაკადი ვაახ ძაან მაგარი რამე იქნება. HT ახალი დონე 1 ბირთვი = 4 ნაკადი თანაც ამბობენ რომ საბოლოო ვერსიას 60-ზე მეტი ბირთვი ექნებაო. თავად პროცესორის ჩიპზე ხედავთ ოქროსფერ ადგილებს მანდ თითოეულ ადგილას მაგრდება 2 GB მეხსიერება ანუ ჯამში 16 GB near memory ექნება, რომელიც 5-ჯერ უფრო სწრაფია DDR4-ზე ერთიდაიგივე სიხშირეზე. LOL მაგდენი RAM არ მაქვს კომპში. http://www.zdnet.com/article/intels-next-big-thing-knights-landing/ http://www.tweaktown.com/news/44225/details-intels-next-gen-knights-landing-platform/index.html ესეც დაწვრილებით http://cdn3.wccftech.com/wp-content/uploads/2015/04/SZ15_SFTS003_100_ENGf.pdf
    1 point
  5. Portlandia მეოთხე სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინ Web-dl 720P-ში, პრიკოლნი პაროდიული სიტკომია, ფრედ არმისენი, კარი ბრაუნშტეინი და კაილ მაკლოჰენი თამაშობენ, კიდე სტივ ბუშემი, გუს ვან სანტი და კირსტენ დანსტი თამაშობენ მეოთხე სეზონში მოწვეული აქტიორებიდან, 11 პრაიმტაიმ ემიზე იყო წარდგენილი ეგ სერიალი და 2 აიღო, მეოთხე სეზონშიც არ დაუკარგიათ ხვატკა, მაგარი ღადაობები ეძრობოდა, ბოლოს წყალდიდობით დაასრულეს ლოლ, საზიზღარი სკრიტი იუმორია თუ გაიგებ ნამიოკებს მაგარს ასწორებს, მეოთხე სეზონს კი 8 ბალს დავუწერდი ჯამში დღეს ასეთი რელიზები გავაძრე ისე: X-Men: Days of Future Past BD-ზე ჩინური ტრანსფერია უფრო დიდი ბიტრეიტით + 2 წუთიც დაუმატებიათ ამერიკული ტრანსფერიდან რაც ამოიღეს ჩინელებმა ცენზურის გამო http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4912639 კარგი დონის ანგლო-ამერიკული ფანტასტიკური სათავგადასავლო კომიქს ეკშენია Shameless მეოთხე სეზონი BD-ში ალექსფილმის მნაგაგალოსკით HD-DTS-ში http://kinozal.tv/details.php?id=1296361 შიკარნი ვულგარული კომედიური დრამაა, ინგლისური სერიალის რიმეიკია მაგრამ ორიგინალსაც კი ჯობია ამერიკული დაჟე, ვიწერ უკვე და ხვალიდან ჩავუჯდები ალბათ თუ გადმოწერა მანამდე, ნელა მოაქვს რაღაც ჯერ, ალექსფილმის ტრეკერზეც დევს ისე http://alexfilm.cc/viewtopic.php?t=507 Gin no saji BDRip 1080P-ში ლუბიტელსკი ორხმიანი პერევოდით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4912506 ერთხელ საყურებელი პრიკოლნი იაპონური კომედიაა ანიმეს მიხედვით გადაღებული Kya Dilli Kya Lahore BDRip 1080P-ში ლუბიტელსკი ერთხმიანი პერევოდით http://kinozal.tv/details.php?id=1267680 საინტერესო ინდურ-ფიჯური ისტორიული ვაენნი დრამაა, ფიჯიშია ალბათ გადაღებული და მაგიტომ უწერია ფიჯიც The Skeleton Twins BDRip 1080P-ში ლუბიტელსკი ერთხმიანი პერევოდით http://kinozal.tv/details.php?id=1296131 ერთხელ საყურებელი კომედიური დრამაა, გლუბოკი ზაპასისთვის გამოდგება ვუდი ალენის The Front BDRip 1080P-ში http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4913188 პრიკოლნი კომედიური დრამაა ვუდი ალენის სტილში
    1 point
  6. მალე თამაშიც გამოვა და ვიღას აინტერესებს ამათ მოთხოვნილებები :D
    1 point
  7. ესეც ბოლო ორი კვირის თამაშების ინდუსტრიის მიმოხილვა: http://www.3dnews.ru/907810 ამ ინფოებს გამოვყოფდი პირველ რიგში: ასე გამოიყურება ამ კვირის თამაშების გაყიდვების ჩარტი ბრიტანეთში და სტიმზე: Call of Duty: Advanced Warfare Grand Theft Auto V FIFA 15 Far Cry 4 Assassin's Creed: Unity The Crew Destiny WWE 2K15 Driveclub Minecraft: Xbox Edition Counter-Strike: Global Offensive Depth DayZ (ранний доступ) SimCity 4 Deluxe Edition Rust (ранний доступ) X-Plane 10 Global — 64 Bit Garry's Mod Heroes of Might & Magic III — HD Edition (предзаказ) The Incredible Adventures of Van Helsing Franchise Pack Van Helsing II: Complete Pack 2014 წელს Kickstarter მომხმარებლებმა 1980 თამაში დააფინანსესო, ფინანსირების ჯამური თანხა 89$ მილიონს შეადგენს,თუმცა თამაშებმა მარტო მეოთხე ადგილი დაიკავაო დაფინანსებაში, მუსიკის,ფილმების და ლიტერატურის შემდეგ, 2013 წელს თამაშები 200$ მილიონით ლიდერობდენ, ეხლა კი დაუკარგიათ ნელ-ნელა პოპულარობა, ეგ ალბათ იმიტომ მოხდა რომ დაფინანსებულმა პროექტებმა ბოლომდე ვერ გაამართლა გეიმერების მოლოდინები, 2014 წელს ყველაზე პოპულარული თამაში Kingdom Come: Deliverance გამხდარა, მაგ თამაშის დაფინანსებაში 1.66$ მილიონი დაუხარჯიათ, მაგ აუქციონმაც ამოქაჩა ცოტათი პს გეიმინგი, PlayStation Now ფინალური ვერსიის გაშვება შტატებში 13 იანვარს შედგებაო, თავიდან მარტო PlayStation 4 ფლობელებს ექნებათო მაგ სერვისის შეძენის საშვალება, სტარტზე მომხმარებლებს PS3-ის 101 თამაშს შესთავაზებენო მათ შორის God of War: Ascension, Killzone 3, Saints Row IV, Resident Evil 5, Batman Arkham City и Uncharted: Drake’s Fortune, ეგ სპისოკი ნელ-ნელა შეივსებაო + მოგვიანებით PS1-2 იგრებიც დაემატებაო, მაგ სერვისის ყოველთვიური გადასახადი 19,99$ იქნებაო, 3 თვე კი 44.99$ ეღირებაო, წელს მაგ სერვისის შეძენა ევროპულ მომხმარებლებსაც შეეძლებათო ცოტა მოგვიანებით, სტუდიამ Fugitive Games თავისი დებიუტნი პროექტი კოსმოსური სიმულატორი Into the Stars დაანონსა, ეგ სტუდია DICE, Capcom და SCEA ყოფილმა თანამშრომელებმა შექმნეს რომლებიც ადრე Battlefield, Medal of Honor, Lost Planet, Shadows of the Damned და MAG პროექტებზე მუშაობდენ, მაგ თამაშის მთავარი პერსონაჟი ARK 13 კაპიტანი იქნებაო, რომელმაც თავისი კამანდა უნდა შექმნას და გამოიკვლიოს უცნობი პლანეტები გალაქტიკაში, ეგ თამაში პს-ზე ივლისში უნდა გამოვიდესო, როგორც ჩანს მაგ თამასშიც საკმაოთ ძლიერი გრაფიკა იქნება და კონსოლებზე მაგიტომ არ დაანონსეს, კიდე რამდენიმე წვრილ-წვრილი ინფო დაიდო ძირითადათ კონსოლების თემატიკაზე და ვისაც ეგეთებიც აინტერესებს თავისით გადაავლოს თვალი
    1 point
  8. ამ თამაშის სისტემური მოთხოვნები დაიდო პს-ზე: http://www.gametech.ru/news/44699/ არაფერი განსაკუთრებული არ ჭირდება, მთავარია 1080P ნამეტარი ბანძური ტექსტურები არ ქონდეს
    1 point
  9. მე The Sopranos ვუყურებ ახლა 4 სეზონზე გადავედი. აღარც მახსოვს ადრე მქონდა თუ არა ნანახი. კარგია რომც არ მახსოვს, სამაგიეროდ ახლა გამყავს დრო ძალიან კარგი სერიალია
    1 point
  10. დღესაც ბლომათ რელიზები გავაძრე ისე: The Rover სრუყლყოფილ BD-ზე ამერიკული ტრანსფერით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4911905 ერთხელ საყურებელი ავსტრალიურ-ამერიკული კრიმინალური დრამაა The Long, Hot Summer BD-ზე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4121257 ნორმალური დონის დრამაა კლასიკის მოყვარულთათვის Shane BD-ზე კუზნეცოვის პერევოდით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4911921 კარგი დონის ვესტერნია Call The Midwife მეორე სეზონი Web-dl 1080P-ში ბაიბაკოს მნაგალოსკით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4598532 კარგი დონის ინგლისური დრამაა მედიცინის თემატიკაზე, რაღაც აგვიანდება გახმოვანებას, უკვე მალე მეოთხე სეზონი უნდა დაიწყოს და მაგათ მესამის გახმოვანებაც არ დაუწყიათ, ბდ-ზეც გამოვიდა პირველი სამი სეზონი მაგრამ არც ბდრიპები ჩანს სადმე Banshee მეორე სეზონი HDTV 1080i-ში http://kinozal.tv/details.php?id=1168994 კარგი დონის კრიმინალური ეკშენ დრამაა, მიუშლიათ მთლიანათ მაგ სერიალის რაზდაჩები რუტრაკერზე, BDRip 1080P-იც დევს დახურულ ტრეკერებზე მაგრამ ცალცალკე რაზდაჩებათაა დადებული თვითოეული სერია და აღარ დამიმატებია ლინკები გასპარ ნოეს Seul contre tous DVD-ზე ორნაირი ავტორსკი პერევოდით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4911810 ნორმალური დონის ფრანგული კრიმინალური დრამაა არტ ჰაუსიდან სერჟიუ ნიკულაესკოს Atunci i-am condamnat pe toti la moarte DVD-ზე ერთხმიანი პერევოდით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4418110 კარგი დონის რუმინული ვაენნი დრამაა, ეგ რეჟისორი 2013 წელს გარდაცვლილა ისე 82 წლის ასაკში, ბევრი საინტერესო ფილმები აქვს გადაღებული Hell in the Pacific DVD-ზე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4064208 ნორმალური დონის ვაენნი დრამაა ტოსირო მიფუნეს მონაწილეობით
    1 point
  11. მეეჭვება იმიტომ რომ ახალი პაკალენიის კონსოლებზეა ასე თუ ისე მიმაგრებული პს პლატფორმაც და იქ 5გბ-მდე იყენებს მაქსიმუმ რამს თამაშებისთვის, ნუ პს-ზე 10-12გბ ჩაყლაპავს რომ გაუზრდი ტექსტურებს, ეხლა რეზკი სკაჩოკი გააკეთა ბოლო ორი წელია და შემდგომში შეიძლება რამდენიმე წლით დატორმუზდეს რამის საშვალო მოხმარების გაზრდა ახალი პაკალენიის იგრებში
    1 point
  12. ესეც ახალი თაობა : მობაილ სეგმენტში ხო აგოიმებენ ამ U სერიის i7 ებით ხალხს , 4MB ქეში აქვს ანუ სულ რაღც 1MB ით მეტი ი3 სა და ი5 ებზე და მაგის გამო რამხელა სხვაობაა ხოლმე ფასში ნოუთბუქებში : აი მაგალითდ I7-5650U და I5-5300U ს შორის 1მბ ქეში და ინტეგირებული ვიდეოა სხვაობა და მაგ კონფიგებს შორის ფასში 400 ლარი მაინც იქნება სხვაობა
    1 point
  13. ეს ქულა დავდე დღეს მირჩია გოგლამ ამ საიტზე დადეო - p18281 - 2r9 290x @ (GPU/)/4790K 4.0GHz @ 4.6MHz | Photo nel nela davamugameb )) scorad dapostvas ))
    1 point
  14. გუშინწინ ვეღარ შევაღწიე ტრეკერებზე გუშინ კი ასეთი რელიზები გავაძრე: The Bag Man BD-ზე ლიცენზიური მნაგალოსკით http://kinozal.tv/details.php?id=1217419 ერთხელ საყურებელი კრიმინალური ტრილერია, კიდევ ერთი ფილმია სადაც კარგი აქტიორსკი სასტავი თამაშობს მაგრამ სიუჟეტი არაფრათ არ ვარგა Hogfather BD-ზე http://www.imdb.com/title/tt0765458/ პრიკოლნი ინგლისური სატელევიზიო კომედიური ფანტაზიური სათავგადასავლო ტრილერია, მაგ სერიის ორი ნაწილი მაქვს ნანახი და მესამესაც ვნახავ, ერთმანეთთან არ არიან ისე ფართო კავშირში, ანუ ცალ-ცალკეც შეიძლება ნახვა, სხვადასხვა ისტორიებია ერთი ფანტაზიური სამყაროდან უბრალოთ, კომპიუტერული თამაშიც იყო 90-ში მაგ სამყაროს მიხედვით გამოშვებული, discworld ერქვა თუ ახსოვს კიდე ვინმეს, გადმოვწერ მალე მაგ ფილმსაც მოგვიანებით საყურებლათ ალეკსანდრ კორდას That Hamilton Woman BD-ზე http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=18816 ნორმალური დონის ინგლისური ვაენნი მელოდრამაა Anand BDRip 1080P-ში http://kinozal.tv/details.php?id=1295120 კარგი დონის ინდური დრამაა მორალზე აგებული The Skeleton Twins BDRip 720P-ში პერევოდის გარეშე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4909823 ერთხელ საყურებელი კომედიური დრამაა Portlandia მეოთხე სეზონი Web-dl 720P-ში http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4897398 პრიკოლნი პაროდიული სიტკომია, ჩავუჯექი გუშინ უკვე და გრძელდება გასხმა იუმორი ბევრ აქტუალურ თემებზე, ლოლ ტრანსვესტიტების პარაა რაღაც სასწავლი Baron Prasil DVD-ზე დუბლაჟით და ერთხმიანი პერევოდით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4331056 კარგი დონის ჩეხოსლოვაკიური ფანტაზიური სათავგადასავლო კომედიაა, დუბლაჟი ნამეტარი შიშინებს და ალბათ ერთხმიან პერევოდით ვუყურებ, ეგეც კარგია თან შიშინის გარეშეა, გადმოვწერე ეგ ფილმიც და ხვალე ჩავუჯდები ალბათ, სპეციფიკურ სტილშია გადაღებული, ფერებითაც გამოირჩევა, არც შავ-თეთრია და არც ფერადი All This, and Heaven Too ლუბიტელსკი ორხმიანი პერევოდით, თუმცა მეორე რაზდაჩაში იგივე პერევოდზე პროფ მნაგაგალოსკა უწერიათ http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3108914 კარგი დონის მელოდრამაა კლასიკის მოყვარულთათვის
    1 point
  15. რატომ არ გვიყვარს და ძველ ბენჩებში არ დებს წესიერ ქულებს და მაგიტომ, 200+ fps რომ არის ძალიან დიდია აქ ცდომილება, რადგან ძლიერ კარტებზე ირთვება ენერგიის დაზოგვის რეჟიმი და დაბალ სიხშირეზეც 60+ fps აქვს ამიტომ იმ შედეგს ვერ დებს რაც უნდა დადვას. ამიტომ ძლიერ კარტაზე ყოველთვის ჯობს ძლიერი ბენჩი გაატარო რომ სრულად გაიწუროს კარტა და + ამას კიდევ სუსტ ბენჩებში უფრო მაღალი რაზგონის დადების შანსია, რადგან ბირთვის გარკვეული ნაწილი სათანადოდ არ იტვირთება, შესაბამისად მაღალ სიხშირეს უფრო უძლებს ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩემი პასუხიც ნათელია და კიდევ ერთი თუ vantage საკმარისია ძალიან ძლიერი ვიდეოების დასატესტად და ცდომილებას არ იძლევა, რატომ უშვებენ მაშინ ახალ და ახალ, უფრო და უფრო მომთხოვნ ბენჩებს ? firestrike იყო, დაამატეს firestrike Extreme და მგონი კიდევ აპირებენ დამატებას, ზუსტად აღარ მახსოვს
    1 point
  16. 60fps ს gtx 980 ვერ დადებსო ულტრა სეთინგებზეო მარა max payne 3 ზეც ეგრე ამბობდნენ მაშინდელი 980 (gtx 580) ჰქონდა ულტრაზე მოთხოვნილება მარა მაგარი ოპტიმიზაცია ჰქონდა ძაან
    1 point
  17. ჩემტვის შექმნეს რა ეს მოდელი... რახანია მინდოდა ამ წითელიდან მწვანეზე გადასულიყვნენ და აი როგორც იქნა^^ მწვანე<3... Nvidia<3
    1 point
  18. ამ ტექნოლოგიით რამდენიმე მობილურ ტელეფონზე დღესაც კი შეგიძლიათ ისარგებლოთ. როგორც სხვა ტექნოლოგიები უკაბელო დატენვაც განაგრძობს განვითარებას და მალე შესაძლებელი იქნება გაცილებით შორ მანძილებზე მისი გამოყენება. ზოგს შეიძლება არც კი მოუნდეს ამ ტექნოლოგიის გამო მოწყობილობაში იმაზე მეტი თანხის გადახდა ვიდრე მის გარეშე ეღირებოდა, თუმცა წარმოიდგინეთ ტელეფონს დატენით პირდაპირ ჯიბეში. ამ ტექნოლოგიით დაახლოებით 9.144 მეტრზე შეიძლება დატენვა. დღეს არსებული ტექნოლოგია სახელად cota (საკმაოდ დიდი თუმცა მომავალში დაპატარავდება რათქმაუნდა) იყენებს ჩვენთვის ნაცნობ 802.11b Wi-Fi სპეცტრს,რომელიც იაპონიაში გამოიყენება. ის არ აზიანებს Wi-Fi-თ გადაცემულ ციფრულ ინფორმაციას. მას შეუძლია თქვენი ტელეფონის და ტაბლეტის ანტენის გამოყენებაც კი ამისთვის. ანტენის ფაზირებული ზედაპირი (როგორც გავიგე ეგრე დავწერე ) რომელიც დღეს 200–ია და 2015 წლისათვის 20 000–ს შეადგენს პოულობს მოწყობილობას და სიგნალს აწვდის პირდაპირ მას დაბრკოლებებზე გვერდის ავლით მიუხედავად იმისა თქვენ ოთახში მოძრაობთ თუ დივაისია მოძრაობაში (ოთახში მყოფი სხვადასხვა სხეულები მათ შორის ადამიანიც ხელს უშლის ამ სიგნალს, კედლებზე კი ის აირეკლება) საბოლოო ვერსია წამში 100–ჯერ ამოწმებს მოწყობილობის ადგილმდებარეობას და საუკეთესო გზით აგზავნის სიგნალს მასთან. cota აგზავნის 1 ვატს ეს დაახლოებით იმდენივეა რამდენსაც თქვენი ტელეფონი მოიხმარს. თუ რამდენიმე მოწყობილობას აფიქსირებს მაშინ ტენის იმას რომლის ელემენტის დონე ყველაზე დაბალი. მას ისევე იყენებთ როგორც wi-fi ანუ შეგიძლიათ ღია დატოვოთ და ინტერნეტთან ერთად ენერგიაც მისცეთ მეზობლებს ან დაკეტოთ სახლში მოსვლისას ის ავტომატურად იწყებს თქვენი მობილური ტელეფონის ტენვას. ერთადერთი ტექნოლოგია რომელიც cota-ს შეედრება არის ლაზერული ტენვა. (შეედრება კი არა ბევრად აღემატება 300 ფუტი ანუ 91.44 მეტრია მაქსიმალური მანძილი) მაგრამ არის სახიფათო და ტელეფონი უნდა იყოს პრდაპირ ხაზზე დამტენ მოწყობილობასთან არანაერი დაბრკოლება არ უნდა იყოს მათ შორის. ასევე არის ულტრაბგერით ტენვა რომელიც აღწევს 3 მეტრამდე და შეუძლია გაატაროს 40 w ენერგია რომელიც ბევრ ლეპტოპსაც კი დატენის, მაგრამ თქვენ ყოველი მოწყობილობისთვის ცალკე დამტენი დაგჭირდებათ და თან ფიქრობენ რომ ის არ ისე ეფექტურია ენერგიის მოხმარება დაკარგვის მხრივ როგორც cota რომელი იმ 1 ვატს აგზზავნის ნებისმიერი მიმართულებით 9.144 მეტრზე. ულტრაბგერითი გადაცემა მიმდინარეობს 80 KHz სიხშირეზე და ყოველ მეტრზე კარგავს ნახევარ ენერგიას და ვერ ატანს კედლებში cota ატანს ეგრედწოდებულ გიბსოკარდონის მსგავს მასალებში cota-ს დაახლოებითი ფასი იქნება 99$ და ფიქრობენ რომ ულტრაბგერითი მეტი ეღირება. დღეს ის პროტოტიპია თუმცა 2 წელიწადშ თქვენ როცა იყიდით WI-FI access point-ს ის არამარტო ინტერნეტს არამედ ენერგიასაც გადასცემს თქვენს მოწყობილობებს და დატენის მათ მადლობთ ყურადღებისთვის და წაკითხვისთვის ეს ამ ფორუმზე ჯერ–ჯერობით ჩემ მიერ დაწერილი ყველაზე დიდი თემაა
    1 point
  19. ქართული მენიუ რატო უნდა დააყენო საერთოდ ტელეფონზე?
    1 point
  20. amd ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. სუუულ სხვა სეგმენტია. ამ სეგმენტში Tilera არის მაგის კონკურეტი და ჯერჯერობით უგებს ინტელს http://www.tilera.com/ მომავალში რა იქნება, მომავალში ვნახოთ
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.