Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/13/14 in all areas

  1. აბა შევესიეთ http://torrent-games.net/news/dragon_age_inquisition_update_2_2014_pc_124_repack_ot_r_g_steamgames/2014-12-26-45265 http://www.rutor.org/torrent/397544/dragon-age-inquisition-update-2-2014-pc-repack-ot-r.g-steamgames
    6 points
  2. შენც ეგრე ორი სამი დღე გინდა ხოლმე შუტკის რენდერისთვის :D
    5 points
  3. OLD GOLD Alan, Ow,Alan, Alan, Alan, Alan, Ow, Ow,Alan, Alan,Oh that's not Alan... Steve. That's Steve... STEVE, STEVE,STEVE, STEVE,STEVE, STEVE :D http://www.youtube.com/watch?v=xaPepCVepCg
    4 points
  4. X-ART-ების ანჯელიკას სრისამს ვუყურე წეღან. წლის ფილმია იმენა. მაგრად მოიტანა. ყველამ ნახეთ!
    4 points
  5. მოგესალმებით FIGHTING ჟანრის მოყვარულებო თქვენთვის სასიამოვნო სიახლე მაქვს ლეგენდარული სერიის DEAD OR ALIVE მეხუთე თამაში ბოლო განახლებით გამოდის ყველა და მათ შორის პერსონალური კომპიუტერებისათვის steam პლატფორმაზე. 2015 წლის 17 თბერვალს. ალბათ მიბაძეს სხვა დეველოპერებს და გამოუშვეს პს პლატფორმაზე. მე პირადად მისწორდება mortal kombat injustice gods among us ონლინში თამაში. დეველოპერი TEAM NINJA გამომცემელი KOEI TECMO ჟანრი FIGHTING პლატფორმები PC, PS4, PS3, XBOX one, Xbox 360 გამოშვების თარიღი 17 თებერვალი 2015 წელი ფასი სტიმზე 18$ წინასწარი შეკვეთთ ხოლო გამოშვების შემდგომ 20$. ტრეილერი
    3 points
  6. მაგარი კაცი https://www.youtube.com/watch?v=ZOEuFZod7Co
    3 points
  7. Blaster-თან კონსულტაციების შედეგად, რომელმაც თავის მხრივ სოსოსთან გაიარა კონსულტაცია, გადაწყდა დამეწერა სტატია Linux-ის Ubuntu-ზე, რათა მომხდარიყო ამ ოპერაციული სისტემის პოპულარიზება. 1. ზოგადი ცნობები დავიწყოთ სახელწოდებით. სიტყვა Ubuntu სამხრეთ აფრიკულია, დაახლოებით იშიფრება, როგორც "კაცობრიობა კაცობრიობის დასახმარებლად", "ადამიანობა" (ან "კაცობა და მეობა" ) და წარმოადგენს ერთგვარ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. ხედავთ რა ღრმა ფილოსოფიური სახელი ჰქონია ამ OS-ს? თქვენ კიდევ ალბათ ბევრჯერ დაგიცინიათ... აბა რა ჯობია? Microsoft-შუშაბანდი? ან ლოჯია? განვაგრძოთ... Ubuntu Linux არის "FOSS" - Free And Open Source Software, ანუ ოპერაციული სისტემა, რომელიც უფასოდ ვრცელდება (კაცობრიობის შესანიშნავი გამოგონება, რაც კრეკების საჭიროებას სპობს). ერთი სიტყვით არანაირი აქტივაცია საჭირო არაა, პროგრამა ლიცენზიურია და უფასო. Ubuntu 2006-7 წლებში Linux-ის ბაზაზე არსებული კომპიუტერების 30%-ს იკავებდა. 2. შემადგენლობა Ubuntu არის Debian GNU/Linux-ის ბაზაზე შექმნილი ოპ. სისტემა, რომელსაც Linux-ის კერნელი აქვს. მისი პირველი ვერსია 2004 წელს გამოვიდა. დებიანის სხვა ოპ. სისტემებისგან განსხვავებით უბუნტუ უფასოდ გავრცელებად პროგრამებს შეიცავს. ქართველებს რათქმაუდნა ფეხებზე გვკიდია ლიცენზია, საავტორო უფლებები (Copyright) და მისთანები - "კრეკი და მისი ჯანიო" ვიტყვით, მაგრამ უცხოეთში, სადაც ლიცენზიური პროგრამა შეიძლება ასობით დოლარი დაგიჯდეთ, უფასო სოფტის არსებობა დიდი შეღავათია საშუალო მომხმარებლისთვის. Ubuntu-ს თავისებურებაა ლიცენზიის "მხარდაჭერის" ვადა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ოპ. სისტემა ხმარებაში გამოდის, კომპანია მას აძლევს გარკვეულ ვადას, რომლის განმავლობაშიც პროგრამა კომპანიის პროგრამული მხარდაჭერით სარგებლობს. ამასთან ერთად ეს მხარდაჭერა არის ორგვარი - LTS (Long Term Support) და CLTS (Canonical Long Term Support). CLTS ვერსია გამოდის 2 წელიწადში ერთხელ და აქვს 3-წლიანი განახლებების მხარდაჭერა დესკტოპ სისტემებზე და 5-წლიანი - სერვერებზე. ბოლო CLTS არის Ubuntu 8.04, ანუ სისტემის ამჟამინდელი ვერსიის - 9.04-ის წინამორბედი. მომდევნო CLTS რელიზის გამოშვება 2010 წლისთვისაა დაგეგმილი. მანამდე კი მზის სინათლეს Ubuntu 9.10 - Karmic Koala იხილავს. რაც შეეხება სახელდებას, როგორც უკვე მიხვდით, პროგრამის ვერსიის პირველი რიცხვი წლის აღმნიშვნელია, ხოლო მეორე - თვის. ანუ "კარმულ კოალას" 2009 წლის ოქრომბრის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ. სურათზე - ამჟამინდელი ვერსიის ინტერფეისის სქრინი 3. ფუნქციურობა Ubuntu ფოკუსირებული გამოყენების სიმარტივესა და უსაფრთხოებაზე. ოპ. სისტემას მოყვება ინსტალატორი "Ubiquity", რომლის საშუალებითაც შეიძლება Ubuntu-ს კომპიუტერში დაყენება. 5.04 ვერსიიდან მოყოლებული OS-ს აქვს UTF-8 კოდირების მხარდაჭერა. "Sudo Tool" ემსახურება მომხმარებლისთვის ადმინისტრატორის უფლების დროებით მიცემას, ან უფლებების შეზღუდვას. ოპ. სისტემას შეუძლია აკრძალოს ინტერნეტ-პორტებთან წვდომა "Firewall"-ის მსგავსი პროგრამის მეშვეობით. Ubuntu-ში "ჩაქსოვილია" რამდენიმე უფასო პროგრამა, მაგალითად OpenOffice, Firefox, Pidgin, Transmission, GIMP და რამდენიმე თამაში (სუდოკუ, ჭადრაკი და ა.შ.), მაგრამ მას შეუძლია MS Windows-ისთვის შექმნილი პროგრამების უმრავლესობის შეთავსება (მათ შორის VMware-სიც კი), აქვს 46 ენის მხარდაჭერა. ქვემოთ მითითებულ ლინკზე გადასვლის შემთხვევაში ნახავთ, როგორ უნდა უბუნტუში პროგრამის ჩაწერა/წაშლა: http://www.youtube.com/watch?v=jS7s2kFPO9U 4. მოთხოვნები და ინსტალაცია Ubuntu-ს დაყენება შესაძლებელია სპეციალური LiveCD-დან და რათქმაუნდა USB ფლეშ-დრაივიდან. ოპ. სისტემის "გასასინჯად" გაშვება პირდაპირ დისკიდან ან ფლეშკიდანაც შეიძლება, ოღონდ, რათქმაუნდა წარმადობა დაბალი იქნება. უბუნტუს ISO იმიჯები გამოსვლისთანავე იდება მისსავე საიტზე - http://www.ubuntu.com/GetUbuntu/download . პროგრამის მინიმალური სის. მოთხოვნებია: 300 MHz x86 CPU 64 MB ოპ. მეხსიერება მინიმუმ 4GB თავისუფალი ადგილი HDD-ზე დისპლეი მინიმუმ 640x480 გაფართოებით CD-ROM დრაივი და ლანქარდი ოპტიმალური მოთხოვნები: 1.2GHz CPU 386MB ოპ. მეხსიერება 8+ ადგილი HDD-ზე. პროგრამის LiveCD ვერსიის ასამუშავებლად "ზედმეტი" 256MB ოპ. მეხსიერება დაგჭირდებათ. სურათზე სწორედ LiveCD ვერსიის სქრინს ხედავთ რა არის Ubuntu live CD? Ubuntu-ს ნებისმიერი საინსტალაციო თავისთავად არის live CD ანუ სისტემის გაშვება ინსტალაციის გარეშე, რაც საკმაოდ მოსახერხებელია ხშირ შემთხვევებში (მაგ. სისტემის და კომპიუტერის ნაწილების ურთიერთშეთავსება, ზოგადად დისტრიბუტივის გაცნობა და ა.შ.). სისტემის live CD-დან გაშვების დროს მთელი ოპერაცია მიმდინარეობს კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში და არანაირი კავშირი არ აქვს HDD-სთან (თუ სპეციალურად არ შევალთ კომპიუტერის მყარი დისკის ფაილურ სისტემაში), შესაბამისად არანაირი რისკი არ არსებობს, იმისა, რომ შეიძლება უნებლიედ რაიმე ზიანი მივაყენოთ შენახულ ინფორმაციას. რა ანტივირუსი უნდა დავაყენოთ Ubuntu-ზე? Ubuntu-ს არ სჭირდება ანტივირუსი, ვინაიდან linux-ზე არ არსებობს ვირუსი და საშიში პროგრამები. 5. რელიზები როგორც ზემოთ ვთქვი, Ubuntu-ს ვერსიების აღნიშვნა საკმაოდ სპეციფიურია და რადგან მისი პირველი ვერსია 2004 წელს გამოვიდა, იგი არის 4.10 და არანაირი 1.00 ან რამე მისთანა. ასე რომ მოცლილო ხალხო, არ ეძებოთ "საკოლექციო" 1.00 რელიზი. ქვემოთა ცხრილში მოყვანილია Ubuntu-ს რელიზები თავიანთი კოდური სახელწოდებებითურთ: 6. ვარიანტები დღესდღეობით არსებობს Ubuntu-ს რვა ოფიციალური ვარიანტი: 1. Kubuntu. იგი GNOME-ს მაგივრად KDE გრაფიკულ ინტერფეისს იყენებს. 2. Edubuntu - პროგრამის "სასწავლო-საგანმამათლებლო" ვერსია, ძირითადად გამიზნულია სკოლებისთვის (ალბათ სამხრეთ აფრიკის ) 3. Ubuntu Server Edition. მგონი სახელიდანაც ხვდებით ... და თუ ვერ ხვდებით, მაშინ გეტყვით, რომ ეს ვერსია სერვერისთვისაა განკუთვნილი. 4. Xubuntu - Ubuntu-ს "ლაით" ვერსია. როგორც ჩანს განკუთვნილია განსაკუთრებით დანჯღრეული და დრომოჭმული კომპიუტერებისთვის, ან კომპიუტერებისთვის, რომლებსაც პატარა HDD აქვთ. 5. Ubuntu MID Edition - განკუთვნილია მობილური ინტერნეტ-მოწყობილობებისთვის (MID - Mobile Internet Device). 6. Ubuntu Netbook Remix - ნეთბუქებისა და ლეპტოპებისთვის. 7. Gobuntu - Ubuntu, რომლის აბსოლუტურად ყველა პროგრამა უფასოა. 8. Ubuntu JeOS (წარმოითქმება, როგორც "ჯუს" - ინგლისურად წვენი) - სპეციალური ვერსია ვირტუალური კომპიუტერებისთვის. სურათზე: Kubuntu KDE ინტერფეისით ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- როგორც ხედავთ, Ubuntu ერთი შეხედვითაც საკმაოდ საინტერესო ოპერაციული სისტემაა ძალზედ დაბალი სისტემური მოთხოვნებით. ასე რომ თუკი შინ გიდევთ კომპიუტერი, რომელიც სასუნთქ აპარატზეა მიერთებული და დღე-დღეზე კაბელებს გაფშეკს, თქვენ კი გინდათ ასეთი კომპი აამუშაოთ და ინტერნეტისთვის, ან საოფისე პროგრამებისთვის გამოიყენოთ Ubuntu-ს ვუწევ რეკომენდაციას. თანაც დღე-დღეზე ახალი ვერსია გამოვა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ეს არის ზოგადი ცნობები Ubuntu-ზე, თუკი რომელიმე თქვენგანი რეკომენდაციას მომცემს იმის შესახებ, თუ რა ჩავამატო სტატიაში, მადლობელი დავრჩები
    1 point
  8. ახლა გაატარე? ასე მალე როგორ ქენი? სრული მიეცი სკანირება არ უნდა მორჩენილიყო ასე მალე
    1 point
  9. მყარი დისკის ბრალი არ იქნება ეგ, იმას რაიმე რომ სჭირდეს სხვანაირად "გამოხატავდა", ეგ არაფერია. ნამდვილად ვერ გეტყვი შეიძლება თუ არა uTorrent-ის ბრალი იყოს. cmd (command promt) რა შუაშია uTorrent-თან ვერ ვხვდები... მე მგონია, რომ ვინდოუსი არის დაზიანებული, გადააყენე
    1 point
  10. პირველ კურსელმა დათომ შემთხვევით დაინახა, თუ როგორ კოცნიდა ფაკულტეტის დეკანი ლექტორს და სამ დღეში უკვე მაგისტრატურა დაამთავრა
    1 point
  11. სამწუხაროა ვინდოუს 8 რომ არ გაქვს. System automatic repair არ აქვს სევენს. თუ აქვს შეიძლება მე არ ვიცი. უფრო კომპეტენტურებიც არიან, მე სხვას ვერაფერს გირჩევ
    1 point
  12. ლენოვოს ავიღებდი N1 ბრენდია ლეპტოპებში ჩემი აზრით Z510 მომხიბვლელია ძალიან
    1 point
  13. კი სანდოა , მე მაქვს ეგ მოდელი 510 რომელსაც აქვს 740 და კარგი ნოუთბუქია , 840 ჯობს რა თქმა უნდა სადღაც 15% ით , მაგრამ 510 სამაგიეროდ უკეთსი M სერიის პროცესორი აქვს და მატოვი ეკრანი
    1 point
  14. System Restore გააკეთე აბა იქამდე სანამ ერორს ამოაგდებდა
    1 point
  15. http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=2045&category_id=53&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=2047&category_id=53&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en ამ ორიდან ერთ ერთი მაგ ფასში კონკურენტი არ ყავს მე პირველს ავიღებდი ეკრანი აქ კარგი
    1 point
  16. http://www.amazon.com/Sony-MDRXB50AP-Extra-Earbud-Headset/dp/B00JE08H8O/ref=sr_1_7?ie=UTF8&qid=1418473972&sr=8-7&keywords=sony+in+ear+headphones&pebp=1418473988251
    1 point
  17. run-ში ჩწერე msconfig--ხოლო გამოსულ ფანჯარაში გადადუ boot გვერდზე და მანდ მონიშნე safe mode
    1 point
  18. არ ვიცი მაგრამ თუ დაყენებული გაქ ვერ წაშლი. მაინც მალევე გათიშავენ მაგ Update-ს. ეგეთი რამეები მოკლე დროით ხდება ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ არ აგორდეს დიდი ანტიკამპანია microsoft_ს მიმართ.
    1 point
  19. windows 7-ზე არავითარ შემთხვევაში არ დააყენოთ ახალი update სახელად 19kb(KB3004394) პრობლემები რასაც ის იწვევს Completely breaks virtual pcs from being created Prevents installing new programs Some chances of administrator abilities suddenly vanishing Security essentials/ windows defender breaking Malwarebytes losing its sh** because windows is trying to prevent it from launching and chameleon kicks in. Refusal to uninstall that patch Youtube not working over 1080p microsoft უკვე აიძულებს ხალხს გადავიდეს windows 8-ზე. ისე კი მართლაც დროა აბსოლუტურად ყველაფერში ჯობია 7-ს 8.1
    1 point
  20. მაგ სისტემაზე მაინც არ აქვს აზრი, მარა ცოტას გაერთობოდი, თუ გართობა კი არა ნერვებს იშლი შეეშვი ერთი მაგის გამომშვები ქარხანაც
    1 point
  21. რამ გადაგრიათ
    1 point
  22. New Tweak Order 0.6G V1.08 Changes in V1.08 added Custom Wheel Shop. removed licence check. NTO still will work only on any server that name contains "Tweak" or "TWEAK" or "[NTO]" Download: PodFolio.eu - Mods
    1 point
  23. ესეც ამ თამაშის მიმოხილვა რუსულათ http://www.3dnews.ru/906392 80% დაუწერეს ამჯერათ
    1 point
  24. Flight Simulator X Lands on Steam Next Week http://www.guru3d.com/news-story/flight-simulator-x-lands-on-steam-next-week.html Just Cause 3 Screenshots http://www.guru3d.com/news-story/just-cause-3-screenshots.html
    1 point
  25. უძლიერესი საჭეა იგივე მაქვს ზუსტად და ძალიან მაგარი რამეა, ფორს ფიდბექი არის და საოცარ ფასში იყიდება არ ღირს ხელიდან გაშვება ამს აჭის: http://www.ebay.com/itm/Logitech-Driving-Force-Pro-Force-Feedback-Racing-Wheel-for-PS2-PS3-PC-WOW-/111545506771?pt=US_Video_Game_Controllers&hash=item19f8a15bd3
    1 point
  26. Gobrona, ბრელოკად გამოდგება ეს პროცესორია. http://ark.intel.com/products/27232/Intel-Core-Duo-Processor-T2250-2M-Cache-1_73-GHz-533-MHz-FSB
    1 point
  27. გადამრიე პაჩი არაა მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე კარგი პაჩია ჯერჯერობით http://pesedit.ge/pes15-patches/21962-pes-2015-pc-patch-tuga-vicio-v06.html რა თქმა უნდა სანამ პესედიტი შეწყვეტდა თავისი პაჩების გამოშვებას
    1 point
  28. George, Opera ს უჭირს 4K ზე Online ში FPS ვარდება ხანდახან გამოსახულებაც უფუჭდება და + ამას ფერებიც ისეთი მკვეთრი ვერ არის როგორიც Chrome ს აქვს. მოკლედ Online ში ვიდეოს საყურებლად უდაოდ Chrome ჯობს. გვერდიგვერდ ჩავრთე Chrome ში და Opera ში ერთი და იგივე ვიდეო ერთდროულად და აშკარა განსხვავებაა FPS შიც ფერებშიც და კადრის სისუფთავეშიც. FPS ს ამ სურათებით ვერ განახებთ მაგრამ ხარისხს და ფერებს მაინც ნახავთ... ეს კი Full Screen ზე Chrome Opera
    1 point
  29. ესეც მაგ თამაშის პრევიუ რუსულათ http://bestgamer.ru/preview/elite_dangerous.htm
    1 point
  30. http://www.imdb.com/title/tt2397535/?ref_=nv_sr_1 გუშინ ვუყურე, შედევრია, წლის ფილმია რა, ამაზე მაგარი ფილმი მე არ ვიცი რა საერთოდ როგორ მოიფიქრა ასეთი სიუჟეტი რეჟისორმა ესეც კი მიკვირს, ამ ფილმს ოსკარი ეკუთვნის რა ცვეტში, გავგიჟდი რომ ვუყურე, საოცრებაა, ჩემი რჩევა: უყურეთ! უყურეთ და კიდევ უყურეთ!
    1 point
  31. Skype 7.0 გამოვიდა უკვე http://blogs.skype.com/2014/12/05/skype-and-lync-deliver-video-calls/ სრული ვერსია ვისაც უნდა ორჯერ დააკლიკეთ პადრიათ გადმოსაწერ ლინკს და მეორე ზახოდზე სრულს გადმოწერს უკვე
    1 point
  32. Skype 6.22 აჩერედნოი ახალი ბილდი გამოვიდა http://www.skype.com/en/download-skype/skype-for-computer/
    1 point
  33. დღეს ახალი სოლო ჩავწერე, Ozzy Osbourne-ის Mama, I'm Coming Home-ის სოლო: https://www.youtube.com/watch?v=YLICZQfps1Q&list=UUZqkZG9KWWWCSc8MM0idXWQ
    1 point
  34. დიდი ხანია მინდა ამ თემის დადება, ხან ვერ მოვიცალე, ხან დამეზარა, ხან ჭკუა გამომელია. ახლა კი ბოლოსდაბოლოს დავდე. ეს გახლავთ ტერმინოლოგიური ლექსიკონი, რომელიც (იმედია) დაგეხმარებათ კომპიუტერულ სამყაროში გარკვევაში. ლექსიკონი ძირითადად გამიზნულია მათთვის, ვისაც ნიუსჰანტერობა გადაუწყვეტია. ჩაიხედონ აქ და ბრმად კიარა, შეგნებულად თარგმნონ სტატიები და სიახლეები. ეს გაზრდის მოწოდებული ინფორმაციის ხარისხს. რათქმაუნდა ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც არ ეკრძალებათ სტატიის წაკითხვა. იმედია საჭირო მომენტში სტატია დაგეხმარებათ . რათქმაუნდა სტატია არ გახლავთ სრული და ყოველ რეკომენდაციას და შენიშვნას დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ. აქ დადებამდე სტატია დახმარების მოლოდინში განისვენებდა ადმინისტრაციის ფორუმში, მაგრამ სამწუხაროდ სოსოს გარდა რეალურად არავინ შეავლო ხელი. კვების ბლოკს რაც შეეხება, სულ სოსოსგან მაქვს გადმოწერილი. ბოლოს მინდოდა მასვე გამოექვეყნებინა, მაგრამ "შენ თუ არ დადებ ნემსს გაგიკეთებო" . ნემსის კი მეშინია და ამიტომ ისევ მე დავდე... აქ სრულდება ყველანაირი ირონია. სტატია სახუმარო არ არის. ----------------------------------------------------------------------------------- ზოგადი ერთეულები. ნანომეტრი (nm). სიგრძის საზომი ერთეული. მეტრის მემილიარდედი, ანუ მილიმეტრის მეათასედი. პროცესორების წარმოებისას გამოიყენება შემადგენელი ტრანზისტორის ზომის აღმნიშვნელად. ჰერცი (Hz). სიხშირის საზომი ერთეული. 1Hz ნიშნავს იმას, რომ პულსაცია წამში ერთხელ ხდება. 60Hz - წამში 60-ჯერ. მეგაჰერცი(MHz). სიხშირის საზომი ერთეული. 1MHz = 1000000Hz. გიგაჰერცი (GHz). სიხშირის საზომი ერთეული. 1GHz = 1000000000Hz. MT/s და GT/s. მეგატრანსფერი და გიგატრანსფერი წამში. ინფორმაციის გადაცემის აღმნიშვნელი სიდიდე. 1MT/s ნიშნავს, რომ წამში გადაიცემა 1 მილიონი ოპერაცია. 1GT/s - 1 მილიარდი ოპერაცია. ბიტი ( B ). ინფორმაციის ყველაზე პატარა საზომი ერთეული. მოდის ოროვანი სისტემიდან (0/1). ერთი ბიტი უდრის ერთ ერთიანს. კილობიტი (Kb) - 1024 ბიტი. მეგაბიტი (Mb) - 1024 კილობიტი/1048576 ბიტი. გიგაბიტი (Gb) - 1024 მეგაბიტი/1048576 კილობიტი/1073741824 ბიტი. ბაიტი ( B ). ინფორმაციის საზომი ერთეული. უდრის 8 ბიტს. კილობაიტი (KB) - 1024 ბაიტი. მეგაბაიტი (MB) - 1024 კილობაიტი/1048576 ბაიტი. გიგაბიტი (GB) - 1024 მეგაბაიტი/1048576 კილობაიტი/1073741824 ბაიტი. DPI (Dots per inch) – 1. წერტილების რაოდენობა კვადრატულ დუიმზე. სკანერების და პრინტერების გარჩევადობის ერთეული. რაც მაღალია, მით უკეთესია. 2. მაუსის გარჩევადობის ერთეული. წერტილების რაოდენობა, რომელსაც მაუსი ერთი დუიმით გადაადგილებისას აღიქვამს. RPM (Revolutions Per Minute) - ბრუნვა წუთში, მაგალითად ქულერის ბრუნვის სიხშირე. Ampere (A) - ამპერი. დენის ძალის საზომი ერთეული. Volt (V) - ვოლტი, ძაბვის საზომი ერთეული. Watt (W) - სიმძლავრის საზომი ერთეული (დენის და არამხოლოდ დენის). 1. პროცესორი CPU (Central processing unit) - ცენტრალური პროცესორი, რომელიც ასრულებს ტვინის ფუნქციაში კომპიუტერში. CPU core - პროცესორის ბირთვი, რაც მეტია ბირთვების რაოდენობა მით მეტი სამუშაოს შესრულება შეუძლია ერთდოულად პროცესორს. Clock Rate, Frequency - ტაქტური სიხშირე. სიხშირე, რომლითაც პროცესორი მუშაობს. ანუ დროის ერთეულში რამდენი ბრძანების შეუძლია პროცესორს (პროცესორების შედარებისას გასათვალისწინებელია ასევე ინსტრუქციების კრებულიც რადგან, მაგალითად 80286 პროცესორი გამრავლებას ახერხებდა 20 ციკლში, ხოლო 80486 ამას ერთ ციკლში ახერხებდა). იზომება ჰერცებით (Hz) მეგაჰერცებით (MHz) და გიგაჰერცებით (GHz). Cache - ქეში. მეხსიერება, რომელშიც ინახება დროებითი ინფორმაცია. იზომება კილობაიტებით (L1) და მეგაბაიტებით (L2/L3). L1 Cache - პირველი დონის ("Level 1") ქეში. L2 Cache - მეორე დონის ("Level 2") ქეში. ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც L1 ქეში. გამიგონეს CPU-სა და RAM-ს შორის ინფორმაციის დროულად გაცვლისთვის. L3 Cache - მესამე დონის ("Level 3") ქეში. ფუნქცია იგივე. როგორც წესი, L2 კეში L1-ზე დიდია, L3 კი - L2-ზე დიდი. მაგრამ შესაბამისად ლატენტურობაც მეტი აქვს. Pipeline - პროცესორის მიერ ბრძანებების შესრულება ჯაჭვურად, ბოლო ბრძანებით მიეღებული შედეგი გამოიყენება შემდეგი ბრძანების შესასრულებლად. Thread - ბრძანებების ნაკადი, მინიმალური ერთობლიობა რომლებსაც პროცესორი ასრულებს თანმიმდევრობით სანამ გადაერთვება სხვა ნაკადზე. Multithreading - როცა პროგრამაში ბრძანებები დაწერილია რამოდენიმე ნაკადად და მათი შესრულება შესაძლებელია პარალელლურ რეჟიმში ანუ სხვდასხვა ნაკადის ბრძანებები ერთდროულად შესრულდეს. პროცესორს უნდა ჰქონდეს რამოდენიმე ბირთვი ან ბრძანებების რამოდენიმე ნაკადად შესრულების უნარი, ასევე პროგრამაშიც ბრძანებები უნდა იყოს რამოდენიმე ნაკადად დაწერილი. ALU (arithmetic logic unit) - ციფრული წრედი რომელიც ასრულებს არითმეტიკულ და ლოგიკურ ოპერაციებს (მიმატება, გამრავლება და ა.შ.). პროცესორის ცენტრალური გამომთვლელი ნაწილია, მისი ასე ვთქვათ გული. FPU (Floating-Point Unit) - პროცესორის ნაწილი, რომელიც აწარმოებს მცოცავი წერტილის მქონე რიცხვებზე (მაგ. 1.234; 12.34 და ა.შ.) გამოთვლებს. ეხმარება ALU-ს თუმცა უფრო რთული შენება აქვს და შეიძლება შეიცავდეს ALU-ს ელემენტებსაც. თავიდან ცალკე ჩიპის სახით იყო დედა დაფაზე, შემდეგში მოხდა მისის ინტეგრაცია ცენტრალურ პროცესორში. FLOPS (FLoating point Operations Per Second) - კომპიუტერის გამოთვლითი სიმძლავრის ერთეული. წამში გადამუშავებული მცოცავწერტილიანი რიცხვების რაოდენობა. Address bus - სამისამართო სალტე (8, 16 ან 32 ბიტიანი), რომელიც მეხსიერებას აწვდის მისამართს. მისი სიფართე განაპირობებს რამდენი GB მეხსირების წაკითხვა შეუძლია სისტემას, მაგალითად 32 ბიტიანი სისტემა კითხულობს 2 ხარისხად 32 ანუ 4,294,967,296 მეხსირებას, ხოლო 64 ბიტიანი 2 ხარისხად 64 ანუ დაახლოებით 17.2 მილიარდ გიგაბაიტამდე. Data bus - მონაცემთა სალტე (8, 16 ან 32 ბიტიანი), რომელიც გზავნის და იღებს მონაცემებს მეხსიერებიდან. RD და WR (ჩაწერა/წაკითხვა) არხები, რომელიც მეხსიერებას აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, მეხსიერების წაკითხვა სურს თუ ჩაწერა. Clock line - ტაქტის არხი. არხი, რომელიც პროცესორს ტაქტურ სიხშირეს აწვდის. Reset line - გაუქმების არხი. არხი, რომელიც აუქმებს მონაცემებს და თავიდან იწყებს გამოთვლას. Core/Processor Stepping - სტეპინგი. სტეპინგი ეწოდება პროცესორის ვერსიას. მაგალითად პროცესორის პირველი ვერსია არის A0 სტეპინგი. შემდგომი მოდიფიკაცია A1 სტეპინგი იქნება, მაგრამ თუკი სერიოზული ცვლილებები ტარდება, მაშინ იცვლება არა რიცხვი, არამედ ასო. ანუ A0 ან A3 შეიძლება B0-ად გადაიქცეს. TDP (Thermal Design Power) - სითბური ენერგიის გათვლა. პროცესორის მიერ დატვირთვისას გამოყოფილი სითბოს მაქსიმალური რაოდენობა. ამ პარამეტრს იყენებენ შესაფერისი გაგრილების სისტემის შესარჩევად. იზომება ვატებით. VID Voltage Range - ძაბვა, რომელზეც პროცესორი მუშაობს. იზომება ვოლტებით. Bus Speed - სალტის სიხშირე. სიხშირე, რომლითაც პროცესორი ოპერატიულ მეხსიერებას უკავშირდება. იზომება მეგაჰერცებით. FSB (Front Side Bus) - "წინა სალტე". სალტე, რომელსაც ევალება CPU-სა და ჩიპსეტის დაკავშირება და მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ინტელის პროცესორებზე 775 სოკეტის ჩათვლით. მისი მომატებით ხდება პროცესორის აჩქარება. QPI (QuickPath Interconnect) - იგივეა რაც FSB და HT მხოლოდ ინტელის i7 პროცესორებზე და X58 ჩიპსეტზე. Multiplier - პროცესორის მამრავლი, მისი გამრავლებით სისტემურ სალტეზე მიიღება პროცესორის ტაქტური სიხშირე. ზოგიერთ პროცესორზე მამრავლი შეიძლება შეიცვალოს დატვირთვის მიხედვით. ზოგიერთ პროცესორზე კი ე.წ. ღია მამრავლია რომლის გაზრდითაც შესაძლებელია პროცესორის აჩქარება. BCLK (Baseclock) - გაიგივებულია QPI და FSB-სთან მისი მომატებით ხდება პროცესორის აჩქარება ნეჰალემის არქიტექტურაზე. დამატებითი ინფორმაცია: Intel-ის პროცესორებს აქვთ: sSpec Number - პროცესორის ნომერი. როგორც წესი ხუთნიშნა (მაგ. SL8VN). მისი საშუალებით შეიძლება პროცესორის და მისი მახასიათებლების დადგენა. TurboBoost - ინტელის Nehalem არქიტექტურიდან მოყოლლებული გაჩნდა ეს პროცესორის ავტომატური აჩქარების ფუნქცია, დატვირთვაზე პროცესორს ემატება მამრავლი multiplier 1 ან მეტი ერთეულით რაც დამოკიდებულია როგორც პროცესორის ტიპზე, ასევე იმაზე თუ რამდენი ბირთვია ამ დროს დატვირთული. HyperThreading - ჰიპერნაკადულობა. Intel-ის ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც პროცესორის ბირთვები გაანგარიშებებს პარალელურ რეჟიმში ახდენენ (იხ. ტერმინი Multithreading). AMD-ს პროცესორებს აქვთ: OPN - დაახლოებით იგივეა, რაც ინტელისთვის sSpec Number, მაგრამ ბევრად გრძელი და ჩახლართული. მაგალითად Phenom II X4 965 BE-ს OPN გახლავთ "HDZ965FBK4DGM". HyperTransport - AMD-ს პროცესორებისთვის "FSB"-ს ექვივალენტი. Turbo core - იგივეა რაც ინტელის Turbo boost 2. ვიდეოდაფა GPU (Graphics processing unit) - ვიდეო დაფის პროცესორი, მისი ძირითადი გამომთვლელი ძალა, სწორედ მასზეა დამოკიდებული რომელი ვიდეო დაფა ჯობია. ასრულებს ვიდეოსთვის იგივე ფუნქციას რასაც CPU, განხსვავებით მუშაობს მხოლოდ ვიდეო გამოსახულების დამუშავებაზე და შესაბამის ბრძანებებზე. SP streaming processor - ვიდეო დაფის გამომთვლელი ერთეული (ბირთვი), რაც მეტია მათი რიცხვი მით უფრო მძლავრია ვიდეო პროცესორი. GPU Clock. GPU-ს ანუ SP სამუშაო სიხშირე. იზომება ჰერცებით (Hz) ისევე როგორც ცენტრალური პროცესორის სიხშირე. რაც მეტია სიხშირე, მით მეტი პიქსელის გადამუშავება შეუძლია GPU-ს ერთ წამში. Fill Rate. შევსების სიჩქარე. მახასიათებელი გვიჩვენებს რამდენად სწრაფად შეუძლია GPU-ს პიქსელების დახატვა. ის ROP (იხ. ქვემოთ)-ზეა დამოკიდებული. Pixel Shader. პიქსელის შეიდერები. მათი პირდაპირი დანიშნულებაა პიქსელების შექმნა, ასე რომ რაც მეტია პიქსელის შეიდერი და რაც უფრო მაღალი სიხშირე აქვს მას, მით უფრო სწრაფად იხატება გამოსახულება. Vertex Shader. ვერტექსის შეიდერი. ამ შეიდერების დანიშნულება ვერტექსების შექმნაა. Unified Shaders. უნიფიცირებული შეიდერების რაოდენობა. ეს შეიდერები ორივე ზემოხსენებული შეიდერის გაერთიანებას წარმოადგენს. ისინი პირველად Geforce 8800 ვიდეოდაფაშია გამოყენებული და შედარებით "ახალგაზრდა" მახასიათებელია, თუმცა Dx10-ის მხარდაჭერის მქონე დაფებისთვის ძალიან აუცილებელი. ამ შეიდერისთვის ვერტექსის, პიქსელის და გეომეტრიის შექმნის კოდი ერთია, ანუ აღარ გვჭირდება 200 პიქსელ შეიდერი და 200 ვერტექს შეიდერი, ორივე მათგანს 200 უნიფიცირებული შეიდერი შეცვლის. მგონი უპირატესობა თვალნათელია. Shader Clock. შეიდერის სიხშირე. ტაქტური სიხშირე, რომელზეც შეიდერი მუშაობს. იზომება ჰერცებით (Hz). Nvidia-ს შემთხვევაში მისი სიხშირე გარკვეულ მოდელებზე ორჯერ მეტია GPU clock სიხშირეზე, AMD შემთხვევაში GPU და Shader clock სიხშირეები ერთმანეთს ემთხვევა და ცალცალკე არ არის მითითებული მწარმოებლის საიტზე. Texture Mapping Units (TMU). ტექსტურის გადამამუშავებლები. ეს ერთეულები ყველა სახის შეიდერთან მოქმედებენ და პასუხს აგებენ ტექსტურის აგებაზე და მის ფილტრაციაზე. რაც მეტია TMU, მით უკეთესია ვიდეოდაფის ტექსტურებთან მუშაობის დონე, რადგან "Texture Fill rate", ანუ ტექსტურების შევსების სიხშირე უდრის GPU-ს სიხშირის TMU-ზე ნამრავლს Raster Operation units (ROP). რასტრული გადამამუშავებლები. ისინი GPU-ს მიერ გადამუშავებულ პიქსელებს ბუფერში ათავსებენ, რის შემდეგაც პიქსელებით გამოსახულება იწყობა. ROP-ზეა დამოკიდებული Fill Rate. ეს ასე ხდება: ვიდეოდაფის სიხშირე x ROP = Fill rate. ასე მაგალითად Geforce 7900GT-ს Fill rate=650 (GPU სიხშირე) x 16 (ROP)=10400 მეგაპიქსელი წამში. Memory Size. მეხსიერების სიდიდე. ამ პარამეტრზეა დამოკიდებული რა მოცულობის ტექსტურა, ვერტექსი, პიქსელი და ა.შ. ჩაეტევა ბუფერში, მეგა და გიგაბაიტებით (MB, GB). Memory Clock. მეხსიერების სიხშირე. მასზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფია ვიდეომეხსიერების ინფორმაციის გამტარობა და გარკვეულწილად ყურადსაღები პარამეტრია. იზომება ჰერცებით. Memory Type. მეხსიერების ტიპი. შეიძლება იყოს DDR, DDR2, GDDR3, GDDR4, ან GDDR5 ტიპისა. რაც უფრო ახალი ტიპისაა იგი, მით უფრო სწრაფია და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. Bus width. მეხსიერების სალტის სიფართე. აი ამ მონაცემზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ინფორმაციას გადასცემს GPU ვიდეოს მეხსიერებას წამში. რაც უფრო დიდია ეს მონაცემი, მით უკეთესია GPU-ს გამტარობა და დაფის წარმადობა, იზომება ბიტებში. 3. მეხსიერება RAM (Random Access Memory) - თავისუფალი წვდომის მეხსიერება. მეხსიერება, რომელსაც საჭიროების მიხედვით იყენებს კომპიუტერი. DRAM (Dynamic RAM) - დინამიური RAM. მეხსიერება, რომელსაც ინფორმაციის შენახვისთვის სჭირდება მუხტის მუდმივი განახლება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მუდმივად ჩართული უნდა იყოს, გამორთვის შემთხვევაში მასში არსებული ინფორმაცია იშლება. SRAM (Static RAM) - სტატიკური RAM. მეხსიერება, რომელსაც განახლება არ სჭირდება (DRAM-ისგან განსხვავებით). SDRAM (Synchronous dynamic RAM) - სინქრონული, ანუ გარკვეული ტაქტური სიხშირით მომუშავე დინამიური RAM. NVRAM (Non-volatile RAM) - "არააქროლადი" RAM. მეხსიერება, რომლის შიგთავსიც არ იკარგება კვების გათიშვის შემდეგ. DDR (Double data rate) - მონაცემების გადაცემის მეთოდი როცა ერთ ტაქტზე მონაცემის გადაცემა ხდება ტაქტის როგორც აღმავალი ისე დაღმავალი სიგნალზე, ანუ მონაცმეებსი გადაცემა ორმაგდება. ჯერ-ჯერობით არსებობს სამი ტიპის: DDR1 SDRAM - DDR1 ტექნოლოგიის (მაქს. თეორიული გამტარობა JEDEC სტანდარტით 3200MB/s) SDRAM მეხსიერება. DDR2 SDRAM - DDR2 ტექნოლოგიის (მაქს. თეორიული გამტარობა JEDEC სტანდარტით 8533 MB/s) SDRAM მეხსიერება. DDR3 SDRAM - DDR3 ტექნოლოგიის (მაქს. თეორიული გამტარობა JEDEC სტანდარტით 12800 MB/s) SDRAM მეხსიერება. VRAM (Video RAM) - ვიდეო მეხსიერება, გამოიყენებოდა ვიდეოდაფებზე. GDDR - იგივე ტექნოლოგიაა რაც DDR, გამოიყენება ვიდეო ადაპტერებში, ამჟამად არსებობს GDDR2, GDDR3, GDDR4 და GDDR5. MDDR (Mobile DDR) - მობილურ ტექნოლოგიებში გამოყენებადი DDR მეხსიერება. ROM (Read only memory) - მუდმივი მეხსიერება. მეხსიერება, რომლის მოდიფიცირება შეუძლებელია (ან საკმაოდ რთული). PROM (programmable ROM) - პროგრამირებადი მუდმივი მეხსიერება. სწორედ ამით განსხვავდება ROM-ისგან, რომელიც არ პროგრამდება. EPROM (Erasable programmable ROM) - წაშლად-პროგრამირებადი ROM. EEPROM (Electrically Erasable Programmable ROM) - ელექტრონულად წაშლად-პროგრამირებადი ROM. ერთ-ერთი გავრცელებული ნიმუშია ე.წ. "ფლეშკა". სავარაუდო მომავალი ტიპები: FeRAM (Ferroelectrical RAM) - RAM, რომელიც დიელექტრიკის ფენის ნაცვლად ფეროელექტრიკის ფენას შეიცავს. ხასიათდება მეტი ეკონომიურობით და ჩაწერის სისწრაფით. MRAM (Magnetoresistive RAM) - მაგნიტომედეგი RAM. მგონი არის გასაგებია. CBRAM (conductive-bridging RAM) - ფლეშ-მეხსიერების ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს მეტ სიცოცხლისუნარიანობას და ენერგოეკონომიურობას. PRAM (Phase-change RAM) - მეხსიერება, რომელიც იყენებს "ქალკოგენიდური მინის" ეფექტს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სითბოს გავლენით იძენს კრისტალურ, ან ამორფულ მდგომარეობას. მდგომარეობის ცვლით იცვლება (თითქმის ორჯერ) მეხსიერების ტევადობაც. SONOS (Silicon-Oxide-Nitride-Oxide-Silicon, Si3N4) - მეხსიერება, რომელიც ჩვეულებრივი სილიციუმის მაგივრად ეგერ (მარცხნივ) ნახსენები ნაერთისგან მზადდება. ხასიათდება ჩაწერის დიდი სისწრაფით. NRAM (Nano RAM) - კომპანია Nantero-ს წარმოების მეხსიერება, რომელიც სილიციუმის მაგიერ იყენებს ნახშირბადის ნანოღეროებს. 4. ოპერატიული მეხსიერება SIMM (single in-line memory module) - ერთრიგიანი მეხსიერების მოდული. ოპერატიული მეხსიერების ერთ-ერთი ადრეული ტიპი. DIMM-ისგან მთავარი განსხვავება ისაა, რომ მოდულის ორივე მხარეს გამომავალი კონტაქტები ერთსადაიმავე მეხსიერებას უკავშირდება (ანუ 2 ერთნაირი კონტაქტი გაქვს, ფაქტიურად ზედმეტი). SIPP (Single Inline Pin Package) - SIMM-ის მსგავსი მოდულები, კონტაქტების მაგიერ აქვთ პინები. DIMM ( Dual in-line memory module) - ორრიგიანი მეხსიერების მოდული. SO-DIMM (Small outline dual in-line memory module) - პატარა DIMM. გამოიყენება მობილურ ტექნოლოგიებში, მეტწილად ლეპტოპებში. Memory Clock - მეხსიერების ტაქტური სიხშირე. იზომება ჰერცებით. Cycle Time - ციკლის დრო. ის დრო, რასაც მოდული ერთ ამპლიტუდას ანდომებს, ანუ 800MHz-იანი მეხსიერების შემთხვევაში - 800 მილიონი რხევის შესრულების დრო. იზომება ნანოწამებით (ns). I/O Bus clock - I/O (შეტანა/გამოტანა) სალტის სიხშირე, მოდულის ცალმხრივი სიხშირე. უდრის მოდულის "საპასპორტო" სიხშირის ნახევარს. Data transfers per second - წამში გადაცემულ მონაცემთა რაოდენობა. Module name - მოდულის სახელწოდება. ტიპიურად - PCx-yz00, მაგ. PC2-4300 Peak transfer rate - მაქსიმალური თეორიული გამტარობა. იზომება MB/s-ით. Timings - ტაიმინგები. მოდულის სხვადასხვა კომპონენტის რეაგირების დრო. იზომება ტაქტური სიხშირის ციკლებით. Latency (CAS Latency) - ლატენტურობა, მეხსიერების მოდულის რეაგირების დრო. "მთავარი" ტაიმინგი. 5. ინფორმაციის მატარებლები HDD (Hard Disk Drive) - მყარი დისკი. ინფორმაციის მატარებელი. SSD (Solid Stade Drive) - ინფორმაციის მყარსხეულიანი მატარებელი, განსხვავებით HDD-საგან არ არის აგებული მაგნიტური ფირფიტის პრინციპით და მასში არაფერი ბრუნავს და ტრიალებს. აგებულია NAND flash ტიპის მეხსიერებას ისევე როგორც Flash მეხსიერების ჩიპები (ფლეშკა). ინტერფეისი - სოკეტის ინტერფეისი და სტანდარტი. შეიძლება იყოს IDE ან SATA. IDE, იგივე PATA - პარალელური ATA პორტი. შეერთების ინტერფეისი. SATA (Serial ATA) - მიმდევრობითი ATA. შეერთების ინტერფეისი. Cache - კეში. როგორც პროცესორში, ისევე აქაც: მეხსიერება, რომელშიც ინახება დროებითი ინფორმაცია Capacity - ტევადობა. იზომება ტევადობის სტანდარტული ერთეულებით (MB/GB/TB). Areal density - ინფორმაციის სიმჭიდროვე HDD-ს დისკზე. საზომი ერთეული - ბიტი კვადრატულ დუიმზე (bits/inch2), რაც მეტია მით უფრო დიდი მოცულობის HDD წარმოება შეიძლება. Track - "სარბენი ბილიკი", ან უბრალოდ ტრეკი. ინფორმაციის შემცველი ზოლი, რომელიც დისკს აქვს. Sector - სექტორი. წრის, ამ შემთხვევაში HDD-ს დისკის შემადგენელი ნაწილი. ხშირად შეცდომით ერევათ "block"-ში. Block - ბლოკი. სექტორის და ტრეკის გადაკვეთის ადგილი. ინფორმაციის ყველაზე პატარა მატარებელი HDD-ს დისკზე. სტანდარტული ბლოკი იტევს 512 ბაიტ ინფორმაციას. Guaranteed Sectors(შეცდომით), იგივე Guaranteed Blocks - გარანტირებული, ანუ რეალურად მომუშავე ბლოკების მინიმალური რაოდენობა HDD-ზე. Spindle Speed - ბრუნვის სიჩქარე. იზომება ბრუნვებით წუთში (rpm) Read Speed - წაკითხვის სიჩქარე. საზომი ერთული - მეგაბაიტი წამში (Mb/s) Write Speed - ჩაწერის სიჩქარე. საზომი ერთული - მეგაბაიტი წამში (Mb/s) Random read seek time - ნებისმიერ ადგილას წასაკითხი ინფორმაციის ძებნის დრო. იზომება მილიწამებით (msec) Random write seek time - ნებისმიერ ადგილას ჩასაწერი ინფორმაციის ძებნის დრო. იზომება მილიწამებით (msec) MTBF (Mean Time Before Failures) - შეცდომებს შორის დრო. იზომება საათებით. Annual Failure Rate - წლიური შეცდომების რაოდენობა. იზომება პროცენტებით. Unrecoverable read errors - გამოუსწორებელი შეცდომები წაკითხვისას. Operating Shock (max) - კრიტიკული გადატვირთვა მუშაობისას. იზომება "G"-ებით. Nonoperating Shock (max) - კრიტიკული გადატვირთვა გამორთულ HDD-ზე. იზომება "G"-ებით. RAID (redundant array of independent disks) - რამდენიმე მყარი დისკის მაკონტროლებელი სქემა. 6.დედაპლატა Form Factor - ფორმატი, დედაპლატის ზომები. ფორმატებია: WTX (Workstation Technology Extended) - 356×425მმ AT (Advanced Technologies) - 350×305მმ Baby AT - 330x216მმ BTX (Balanced Technology Extended) - 325×266მმ ATX (AT Extended) - 305×244მმ. თანამედროვეობაში ერთ-ერთი გავრცელებული ფორმატი EATX (Extended ATX) -305×330მმ LPX (Low Profile eXtension) - 330×229მმ MicroBTX - 264×267მმ NLX (New Low Profile Extended) - 254×228მმ Ultra ATX - 244×367მმ microATX - 244×244მმ. ესეც მეორე გავრცელებული ფორმატი DTX - 244×203მმ FlexATX - 229×191მმ Mini-DTX - 203×170მმ EBX (Embedded Board eXpandable) - 203×146მმ microATX (Min) - 171×171მმ Mini-ITX - 170×170მმ EPIC (Embedded Platform for Industrial Computing) - 165×115მმ ESM (Embedded System Module) - 149×71მმ Nano-ITX - 120×120მმ COM Express - 125×95მმ ESMexpress - 125×95მმ ETX, XTX (Embedded Technology eXtended) - 114×95მმ Pico-ITX - 100×72მმ PC/104 (-Plus) - 96×90მმ mobile-ITX - 60×60მმ Socket - სოკეტი. სპეციალურად პროცესორის ჩასამაგრებლად განკუთვნილი ადგილი. Expansion Slot - გაფართოების სლოტი. დამატებითი მოწყობილობების ჩასამაგრებელი ადგილი. DDR Slot - ოპერატიული მეხსიერების ჩასადგმელი სლოტი. BIOS (basic input/output system) - შეშვება/გამოშვების ძირითადი სისტემა. კომპიუტერის ძირითადი სისტემური კონფიგურაციის შესახებ ინფორმაციის მატარებელი. Chipset - ჩიპსეტი. ერთად მომუშავე ჩიპების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ზუსტად რომელი და რამდენი პროცესორები, ოპერატიულები, ვიდეო დაფები, შემნახველი მოწყობილობები და ასე შემდეგ შეიძლება დაუკავშირდეს დედა დაფას. Northbridge (NB) - ჩრდილოეთ ხიდი. ჩიპსეტის შემადგენელი ჩიპი, რომელიც პროცესორს აკავშირებს მეხსიერებასთან და ვიდეოკონტროლერთან, ახალ პროდუქტებში როგორც AMD ისევე Intel, ის მთლიანად ინტეგრირდა პროცესორში და ფაქტიურად დედა დაფაზე ასეთი ხიდი აღარ არსებობს. Southbridge (SB) - სამხრეთ ხიდი. ჩიპსეტის შემადგენელი ჩიპი, რომელიც ჩრდილოეთ ხიდის გავლით აკავშირებს პროცესორს ყველა იმ პერიფერიულ მოწყობილობასთან, რომელზეც NB არ არის პასუხისმგებელი, ძირითადად HDD, ODD, Floppy, USB და ა.შ. LAN/Ethernet Controller - ქსელის კონტროლერი. LED (Light-emitting diode) - მანათობელი დიოდი. Gigabit Ethernet - ქსელის კონტროლერი 1 გიგაბიტი/წმ სიჩქარის მხარდაჭერით. VRM (Voltage regulator module) - ძაბვის მარეგულირებელი მოდული, ან უბრალოდ ძაბვის რეგულატორი. მოდული, რომელიც ცენტრალურ პროცესორს აწვდის ძაბვას. არსებობს ფიქსირებული ძაბვის მიმწოდებელი მოდულები და ცვლადი ძაბვის მიმწოდებელი მოდულები. ეს უკანასკნელნი "გრძნობენ" პროცესორის ენერგომოთხოვნილებას და მის შესაბამის ძაბვას აწვდიან CPU-ს. 7.ინტერფეისები RJ45 (8P8C) - 8-წვერიანი კონექტორი ქსელისთვის. S/PDIF (Sony/Philips Digital Interconnect Format ან Sony Philips Digital InterFace) - ხმის ციფრული ინტერფეისი, რომელიც Sony-სა და Philips-ის მიერ იქნა შემუშავებული. მის შტეკერს შეიძლება წააწყდეთ ვიდეოდაფაზეც და დედაპლატაზეც. RCA (Radio Corporation of America) - გამოსახულებისა და ხმის გადაცემის ანალოგური ინტერფეისი იგივე ე.წ. "წულპანი". PS/2 (IBM Personal System/2) - კომპანია IBM-ის მიერ შემუშავებული ინტერფეისი კლავიატურის და მაუსის შესაერთებლად, ფაქტიურად აღარ იხმარება რადგან ყველა ახალი კლავიატურა და მაუსი (ხელწრუწუნა) USB ინტერფეისით გამოდის. COM - პერიფერიული მოწყობილობის შესაერთებელი მიმდევრობითი ინტერფეისი (მოძველებული სტანდარტია). პერიფერიული მოწყობილობის შესაერთებლად სასურველია კომპიუტერის გამორთვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყობილობა, ან პორტი შეიძლება გადაიწვას, გამოიყენებოდა მაგალითად პრინტერების შესაერთებლად, ასევე კარგავს ადგილის USB წყალობით. USB (Universal Serial Bus) - უნივერსალური მიმდევრობითი სალტე. პერიფერიული მოწყობილობის ინტერფეისი. მასზე მოწყობილობის შესაერთებლად კომპიუტერის გამორთვა არ არის საჭირო, არსებპბს 1.0, 2.0 და 3.0 ვერსია, სხვაობა ინფორმაციის გატარების სიჩქარეშია და მაგალითად ბოლო ბერსია 2.0-ზე ასჯერ უფრო სწრაფია. ყველა თაობა თავსებადია, ლიმიტი იქნება სიჩქარის შეზღუდვა. LPT (Line Print Terminal) - "წრფივი ბეჭდვის ტერმინალი", პრინტერის შეერთების პარალელური ინტერფეისი. IrDA (Infrared Data Association) - ინფრაწითელი პორტი. ISA (Industry Standard Architecture) - კომპანია IBM-ის მიერ შემუშავებული ინტერფეისი გაფართოების სლოტებისთვის. ამჟამად აღარ გამოიყენება. PCI (Peripheral Component Interconnect) - მოდემის, ხმის დაფის, ქსელის დაფის და ა.შ. ჩასამაგრებელი სლოტი. არსებობს 32-ბიტიანი (133MB/s გამტარობით) და 64-ბიტიანი (266MB/s გამტარობით). AGP (Accelerated Graphics Port) - გრაფიკული დაფის ინტერფეისი, აღარ გამოიყენება ახალვიდეო დაფებზე. ვარიანტები: AGP 1x - 66 MHz სიხშირეზე მომუშავე სლოტი. ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე - 266MB/s, 3.3 V ძაბვა. AGP 2x - 133 MHz სიხშირეზე მომუშავე სლოტი. ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე - 533 MB/s, 3.3 V ძაბვა. AGP 4x - 266 MHz სიხშირეზე მომუშავე სლოტი. ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე - 1066 MB/s, 1.5 V ძაბვა. AGP 8x - 533 MHz სიხშირეზე მომუშავე სლოტი. ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე - 2133 MB/s, 0.8 V ძაბვა. PCIe (PCI Express) - ვიდეოდაფისთვის (აგრეთვე ხმის დაფისა და SSD-სთვის) განკუთვნილი სლოტი. მისი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ინფორმაციული არხი (PCIe Lane), მახასიათებლებში იწერება "x" და არხების რაოდენობა, მაგალითად x16 ნიშნავს, რომ სლოტი არის 16-არხიანი. რაც მეტია არხი, მით მეტია გამტარობა. არსებობს ინტერფეისი 1.0, 2.0 და 3.0 ვერსია. ინფორმაციის გამტარობა ვერსიების მიხედვით თითო არხზე: v1.x: 250 MB/s v2.0: 500 MB/s v3.0: 1 GB/s DVI (Digital Visual Interface) - გამოსახულების გადაცემის ციფრული ინტერფეისი. აქვს ერთარხიანი (Signle, 1920×1200 @ 60 Hz, 3.96Gbit/s გამტარობა) და ორარხიანი (Dual, 2560×1600 @ 60 Hz, 7.92Gbit/s გამტარობა) რეჟიმი. HDMI (High-Definition Multimedia Interface) - გამოსახულებისა და ხმის გადაცემის ციფრული ინტერფეისი. შეუძლია ხმის LPCM, Dolby Digital, DTS, DVD-Audio, Super Audio CD, Dolby Digital Plus, Dolby TrueHD, DTS-HD High Resolution Audio, DTS-HD Master Audio, MPCM ხარიხსით გადაცემა, ხოლო გამოსახულებისა - 480i, 480p, 576i, 576p, 720p, 1080i, 1080p, 1440p, 1600p, 2160p გაფართოებებით. ინტერფეისის ინფორმაციის გამტარობა არის 10.2 Gbit/s. VGA connector - გამოსახულების გადაცემის ანალოგური ინტერფეისი. აუდიო სქემები: 3.0 Channel Surround - სამარხიანი, ორი არხი წინ, ერთი უკან 4.0 Channel Surround - ოთხარხიანი, ორი არხი წინ, ორი უკან 4.1 Channel Surround - ხუთარხიანი, სამი არხი წინ, ორი უკან 5.1 Channel Surround - ექვსარხიანი, სამი არხი წინ, ორი უკან, ერთი არხი დაბალი სიხშირის ეფექტებისთვის 6.1 Channel Surround - შვიდარხიანი, სამი არხი წინ, ორი შუაში, ერთი უკან, ერთი არხი დაბალი სიხშირის ეფექტებისთვის 7.1 Channel Surround - რვაარხიანი, სამი არხი წინ, ორი შუაში, ორი უკან, ერთი არხი დაბალი სიხშირის ეფექტებისთვის 8. დისპლეი - მონიტორი Aspect Ratio - თანაფარდობა. დისპლეის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზომების თანაფარდობა. გავრცელებულია 5:4, 4:3, 8:5, 16:9, 16:10 თანაფარდობები. Resolution - გაფართოება. ეკრანზე პიქსელების რაოდენობა. როგორც წესი მოცემულია ჰორიზონტალური და ვერტიკალური წერტილების ნამრავლის სახით, მაგ. 1024x768. არსებობს გაფართოების რამდენიმე სტანდარტი: პირველი ორი სტანდარდი უსახელოა. ისინი 70-იან წლებში შეიმუშავეს და იყო 352×240 და 704×480 გაფართოებები. MDA (Monochrome Display Adapter). 1981 წელს შექმნეს IBM-ის მესვეურებმა მათი IBM PC-სთვის. ჰქონდა 720×350 გაფართოება და მონოქრომული (ერთფერიანი) ტექსტური გამოსახულების ჩვენების საშუალება. CGA (Color Graphics Adapter). შექმნეს იმავე წელს, იმავე კომპანიაში, იმავე კომპიუტერისთვის. 16KB მეხსიერების ვიდეოჩიპს შეეძლო 640×200 (128k), 320×200 (64k) და 160×200 (32k) გამოსახულების ჩვენება. Hercules. გაჩნდა 1982 წელს და თავის დროზე საკმაოდ მკვეთრი მონოქრომული გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა. გაფართოება - 720×348 (250.5k). EGA (Enhanced Graphics Adapter). 1984 წელი, კომპანია IBM, 640×350 (224k) გაფართოება, 16 ფერის გადმოცემის შესაძლებლობა. PGC (Professional Graphics Controller). 1984 წელს შექმნეს სპეციალურად CAD სისტემებში მუშაობისთვის. 640×480 (307k) გაფართოების გამოსახულებას პირველად შეეძლო 60 ჰერციანი განახლებადობის (refrash rate) მიღწევა. MCGA(Multicolor Graphics Adapter). VGA-ს იაფფასიანი ვარიანტი 320×200 (64k) და 640×480 (307k) ჩვენების შესაძლებლობით. 8514 აღსანიშნავია იმით, რომ 1024x768 გაფართოება "მიიღო" 1987 წელს პიქსელზე 8 ბიტით (ანუ ერთ პიქსელში R, G და B-ს "დატევის" საშუალება ჰქონდა). VGA (Video Graphics Array). ისიც 1987 წელს გამოვიდა, მაგრამ შედარებით იაფი გახლდათ, პიქსელზე ნაკლები ბიტის ჩვენების საშუალებით. გაფართოებებია 640×480 (307k), 640×350 (224k), 320×200 (64k), 720×400 (ტექსტი). XGA (Extended Graphics Array) ფაქტობრივად იგივე VGA გახლავთ, ოღონდ "8514"-თან შერწყმული. გაფართოებები: 1024×768 (786k) და 640×480 (307k) XGA+ ძლიერ წააგავს XGA-ს ყველაფრით, ერთადერთი ცვლილება - გაზრდილი გაფართოება 1152×864 (995k). QVGA (Quarter VGA) - 320×240 (75k) WQVGA (Wide QVGA) - 480×272 (127.5k) HQVGA (Half QVGA) - 240×160 (38k) QQVGA (Quarter QVGA) - 160×120 (19k) WXGA (Widescreen Extended Graphics Array) - ფართოფორმატიანი XGA, გაფართოებები: 1280×720 (922k), 1280×800 (1024k), 1440×900 (1296k). SXGA (Super XGA) - 1280x1024. მართალია სტანდარტს XGA ქვია, მაგრამ სინამდვილეში ის VGA-ა. WXGA+ (Widescreen Extended Graphics Array PLUS) - 1440x900 (1296k). WSXGA+ (Widescreen SUPER Extended Graphics Array PLUS) - 1680×1050 (1764k). UXGA (Ultra XGA) - 1600x1200 (1920k) 2K (DLP Cinema Technology) - 2048×1080 (2212k) QXGA (Quad Extended Graphics Array) - 2048×1536 (3146k) WQXGA (Widescreen Quad Extended Graphics Array) - 2560×1600 (4096k) WHUXGA (Wide Hex Ultra Extended Graphics Array). მას შეუძლია 7680×4800 (36864k) გამოსახულების ჩვენება 32bpp ხარისხით. 32bpp ნიშნავს 32 ბიტს პიქსელზე. ანუ ერთ პიქსელში შეიძლება CMYK სისტემის ოთხივე ფერის მოთავსება (თითო ფერი 8 ბიტს უდრის). განათებულობა (Luminance) იზომება კანდელებით კვადრატულ მეტრზე (cd/sq.m) ეკრანის ხედვის არე იზომება დიაგონალით. CRT მონიტორებისთვის ეს სიდიდე დისპლეის დიაგონალზე 1 დუიმით ნაკლებია ხოლმე. წერტილის ზღვარი (dot pitch) ერთიდაიგივე ფერის პიქსელებს შორის მანძილია და იგი მილიმეტრებით იზომება. რაც ნაკლებია ეს რიცხვი, მით მკვეთრია გამოსახულება. განახლებადობა (refresh rate) არის დისპლეიზე გამოსული გამოსახულების განახლების სიხშირე წამში. იზომება ჰერცებით. 60Hz ნიშნავს, რომ გამოსახულება წამში 60-ჯერ განახლდება. რაც მეტია რიცხვი მით უკეთესია. CRT-სთვის უნდა იყოს მინიმუმ 75, თორემ თვალებს თხრის. რეაგირების დრო (response time) არის მატრიცაზე პიქსელის "გაღვიძების" და კვლავ "დაძინების" დრო. იზომება მილიწამებით. რაც ნაკლებია მით უკეთესია. კონტრასტულობა (contrast ratio) არის ფარდობითი სხვაობა ყველაზე ნათელ და ყველაზე ბნელ ფერს შორის. ენერგომოხმარება. ამას შეგნებულად არ ავხსნი. ხედვის კუთხე (viewing angle) გახლავთ ის მაქსიმალური კუთხე, რომლიდანაც გამოსახულების ფერების დამახინჯების გარეშე დანახვაა შესაძლებელი. იგი ჰორიზ. და ვერტ. გრადუსებით იზომება. CRT (cathode ray tube) - ელექტროსხივური მილაკის მქონე მონიტორი. LCD (Liquid crystal display) - თხევადკრისტალური მონიტორი. 9. დისკები CD (Compact Disk) - კომპაქტ-დისკი, 700MB ტევადობა. DVD (Digital Versatile Disk/Digitan Video Disk) - DVD დისკი. ტევადობები: DVD 5 - 4.38GB ტევადობა. DVD 9, იგივე DVD DL (DVD Dual Layer - ორფენიანი) - 7.95GB. DVD 10, ორმხრივი DVD - 8.75GB DVD 14, ორმხრივი, ერთ მხარეს ორფენიანი, მეორე მხარეს ერთფენიანი DVD - 12.33GB DVD 18, ორმხრივი, ორივე მხარეს ორფენიანი DVD - 15.90GB. BD (Blu-ray Disk) - ბლუ-რეი დისკი. ერთმხრივის ტევადობა - 25GB, ორმხირივისა - 50GB. 10. კვების ბლოკი PSU (Power supply unit) - კვების ბლოკი, მისი ძირითადი ფუნქციაა ქსელში არსებული ცვლადი 220 ვოლტიანი (ან 110 ვოლტიანი მაგალითად ამერიკაში) დენის გარდაქმნა მუდმივ დენში 12 ვოლტიანი, 3.3 ვოლტიანი, 5 ვოლტიანი და ა.შ. განხრებში გამოყვანა. 80 Plus - ენერგოეფექტურობის სტანდარტი. ნიშნავს იმას, რომ კვების ბლოკი გამოიყენებს მოხმარებული ენერგიის მინიმუმ 80 პროცენტს. იგივეა რაც მ.ქ.კ. (მარგი ქმედების კოეფიციენტი). არსებობს 80 Plus-ის რამდენიმე ქვევარიანტი: 80 Plus Bronze - 82 პროცენტიანი ეფექტურობა 20%, 50% და 100% დატვირთვაზე 80 Plus Silver - 85%-იანი ეფექტურობა 20%, 50% და 100% დატვირთვაზე 80 Plus Gold - 87%-იანი ეფექტურობა 20%, 50% და 100% დატვირთვაზე 80 Plus Platinum - 91%-იანი ეფექტურობა 20%, 50% და 100% დატვირთვაზე PFC (Power Factor Correction) - ძაბვის ფაქტორის (ძაბვის ამპლიტუდის) კორექცია. არსებობს ორგვარი: Active PFC - აქტიური კორექტორი, ამპლიტუდის გასაწონასწორებლად იყენებს წრედს, ხასიათდება 95%-იანი თეორიული ეფექტურობით. წარწერა კვების ბლოკზე - "PF>0.99" Passive PFC - პასიური კორექტორი, იყენებს დენის ფილტრს, ხასიათდება ნაკლები ეფექტურობით. Load regulation - ძაბვის რეგულაცია. ძაბვის ცვლილების დასაშვები ზღვარი სხვადასხვა განხრებზე. ATX სტანდარტით დასაშვებია ±5% Rail - განხრა. ცალკე "მავთული", რომელზეც განსხვავებული ძაბვა მოდის. განხრები: +3.3V +5V +12V -12V და "მორიგე" +5VSB ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანია +12V განხრა და მასზე მოსული ამპერაჟი, რადგან ვოლტი x ამპერი = ვატს. Over Current Protection - გადაჭარბებული ძაბვისგან დაცვა (A). Over Voltage Protection - გადაჭარბებული ძაბვისგან დაცვა (V). Short-Circuit Protection - მოკლე ჩართვისგან დაცვა
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.