Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 11/24/14 in all areas

  1. პროცესორი: Snapdragon 810 (8994) 64-bit 8 ბირთვიანი Qualcomm Adreno 430 GPU Qualcomm Hexagon V56 DSP ეკრანი:6.17” QHD (2560×1600) 490ppi მეხსიერება: 4 GB LP-DDR4 ოპერატიული 32 GB eMMC 5.0 შესანახი კამერა: მთავარი: 13 MP with OIS, Dual LED flash (4K at 30 fps, 1080p @ 60fps) ფრონტალური: 4 MP AF(1080p at 120 fps) სენსორები: 3-axis accelerometer and 3-axis gyro 3-axis magnetometer (compass) Ambient light sensor Proximity sensor Pressure sensor Temperature and humidity sensor UV sensor Mobeam sensor Fingerprint reader (back side) Tri-color status/notification LED ბატარეა: 3020 mAh Lithium-ion battery Qualcomm® Quick Charge™ 2.0 support when used with optional HVDCP charger- სწრაფი დატენვის ექნოლოგია აუდიო: Headset jack with ANC support 8 microphones (2 analog/ 6 digital) with support for Qualcomm Fluence™ Pro technology and Snapdragon™ digital pen technology Ultrasound emitter for gesture applications Mono speaker 802.11 a/b/g/n/ac Wi-Fi 2.5 GHz/5 GHz Bluetooth 4.1, Qualcomm® IZat™ Gen8C GPS, NFC ტაბლეტი ჩამოვწერ იმ მონაცემებს რომელიც განსხვავდება სმარტფონისგან ეკრანი: 10.1” UHD 4K (3840 × 2160) 16:9 display Dual-display capable (tablet + HDMI or wireless) კამერა: Dual 3D IR gesture cameras ბატარეა:7560 mAh Lithium-ion battery Qualcomm® WiPower™ charging capable Qualcomm® Quick Charge™ technology 2.0 support when used with optional HVDCP charger ფასი 799 ამერიკული დოლარი. მოკლედ ამ ყველაფერს 2015 წლის დასაწყისში ვიცილავთ 1. Sony Xperia Z4 , Z4 Compact, Z4 Tablet, Z4 Ultra 2. Samasung GalaXy S6 3. LG G4 , 4. HTC ONE M9 5. Xiaomi MI5 6. MEIZU MX5 7. OPPO FIND 9 8. Lenovo Vibe Z3 9. Asus PadFone Infinity 3 10. OnePlus Two
    4 points
  2. ესეც 4790K 4.9GHz-ზე და 2666-იანი ოპერებით 2800MHz-ზე რამდენიმე წუთის წინაა გატესტილი
    3 points
  3. მეტალი უნდა იყიდო სკალპის ახდას თუ აპირებ, თუ არა და მაშინ Noctua NT H1 ან Arctic MX4, ნუ არც ეგ გელიდი არაა ცუდი
    2 points
  4. ლუსის ვუყურე, შტერობა იყო.
    2 points
  5. გიო, გაიხარე! ... მაგრამ იყოს გადამივიდა მაშინდელი ენთუსიაზმი ))) გამოდგება ეს თემა. + თითქმის ყველა აქტიური თემა გახსნილია უკვე, ლექსოს წყალობით. აქ უბრალოთ, რა თემაც არ არის, იმას და ზოგად ინფოს თუ დავდებ. ამ დღეებში მინდა გავხსნა ლეგენდარული და დღემდე აქტუალური და საუკეთესო რალის სიმულატორი RBR (Richard Burns Rally) ძალიან მოძველდა და საკმაოდ ვრცელი ტუტორიალია მის გასაცოცხლებელად. ეს, ამ გახსენებაზე, ჩემი ვიდეო ტესტი )) http://youtu.be/5k6Xz0IEiH8
    2 points
  6. შენი ჩამოთვლიდან არცერთს არ ვიყიდდი სილკონ პაუერი მეორე ეშელონია. სამსუნგის ევო და სანდისკის ეგ ულტრა TLC ჩიპებზეა, თან სანდისკის 120-იან და 240-იან დისკებს კასტრირებული კონტროლერი უყენია, ამ რევიუს გადახედე: http://www.anandtech.com/show/8520/sandisk-ultra-ii-240gb-ssd-review ან სამსუნგის პრო უნდა იყიდო ან კრუციალის მხ550. კრუციალის 550-ს სრული 8 არხიანი ჩიპი აქვს და მიკრონის MLC ჩიპები
    2 points
  7. ჩემი სუბიექტური აზრით სხვაობა პროცესორებს შორის არამგონია არსებობდეს, რეალურად პროცესორის დამზადება თავადაც უკეთ იცი როგორ ხდება. ლაზერული დასხივებით ხდება კრისტალის დაჭრა, დამუშავება და როგორც არის მოკლედ. მემორი კონტროლერის პრობლემა არ უნდა არსებობდეს პროცესორში რადგან, ყველა ნებისმიერი კორპორაცია, ბრენდი თუ ფირმა, ვალდებულია მინიმუმ თავისი იმიჯისთვის, შეამოწმოს კონვეირიდან გამოსული ტექნიკის მუშაობა ყველა იმ პარამეტრებით რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქცია, ამ შემთხვევაში კი პროცესორი. არამგონია ინტელი კონვეირიდან გადმოღებულ პროცესორებს ეგრევე ფუთავდეს და რეალიზაციაში უშვებდეს. იგი მის ყველა პროცესორს ვიდრე რეალიზაციაში გაუშვებდეს, ყველა საჭირო ტესტით შეამოწმებს რათა გამოავლინოს "ბრაკი" პროცესორები და არ გაუშვას რეალიზაციაში. შეუძლებელია ეხლა ინტელის წარმომადგენელს ბრალდება წაუყენო ასე: იცი რა შენი ჰაი-ენდ პროცესორი 4790K ბრაკია და არ მუშაობს მემორი კონტროლერიო. მაგ პროცესორის კრისტალს ამუშავებს უჭკვიანესი და უზუსტესი რობოტები, რომელიც ადამიანის მიერ დაპროგრამებულია. თუ ერთი რობოტი ვერ მუშაობს კარგად, შეცდომებს უშვებს და ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს, დაღუპულა ინტელი და ეგ არის. წესით და კანონით, შენ რომ ფულს იხდი პროცესორში, გარანტიასაც ღებულობ, იგივე დედაპლატაზე, იგივე ოეპრატიულებზე და ა.შ. თუ მასეა დაუბრუნე ინტელს და გამოგიცვლის პროცესორს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ პროცესორის ბრალი ტექნიკურად/ფიზიკურად არ უნდა იყოს. გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას ამ საკითხში, ვის რამდენად გამოგადგებად არ ვიცი მაგრამ მაინც დავწერ. უამრავი შემთხვევა მქონია ოპერატიული მეხსიერების პრობლემებთან დაკავშირებით და არასოდეს პროცესორის ბრალი არ იყო. არააქ მნიშვნელობა 775, 1156, 1550 თუ AMD-ს სოკეტი იქნებოდა. მანდ ყველაზე უმთავრესი და პრობლემატური მხარე არის: დედაპლატა, მისი ბიოსი და ოპერატიული მეხსიერების მოდულები. ოპერატიულ მეხსიერებამ რომ გამართულად იმუშაოს, ჯერ ბიოსმა უნდა წაიკითხოს ოპერატიულები, შეამოწმოს ტაიმინგები, მისი სიხშირეები, სპეციფიკაცია და მერე შეადაროს დედაპლატასთან თავსებადობა. თუ არის თავსებადი, ჩართავს, თუ არადა ვერა. აი შენ თვითონვე თქვი რომ: "1 თვის უკან მეგობარს ავაწყობინე სისტემა და კინგსტონ ჰაიპერიქსები სიე ჩვეულებრიავდ ჩაირთო 4790K-სტან 2400-ზე როგორც არაფერი" აი რატომ ჩაირთო? მე გეტყვი, იმიტომ რომ იმ დედაპლატის ბიოსი შეიცავდა იმ ინფორამცია/კოდებს რასაც მუშაობაში და სრულ თავსებადობაში მოყავდა ოპერატიული თავის დედაპლატასთან. მე ადრე აქაც დავწერე რომ Crucial-ის ოეპრატიულებზე შემექმნა პრობლემა, 3-ცალ ინტელის სისტემაზე მოვსინჯეთ ეს ოპერატიულები და ერთზე საერთოდ არ ჩაირთო, მეორეზე ჩაირთო, მესამეზე ვინდოუსის ჩატვირთვის დროს ფრიზავდა და აბლუსქრინებდა. მე დარწმუნებული ვარ რომ ეგ არ იქნებოდა ოპერატიულების ბრალი, არც პროცესორის, არამედ ეგაა მაზერის ბიოსის. თვითონ ბიოსი არ შეიცავს იმ საჭირო კოდებს, რამაც უნდა ჩართოს ოპერატიულები. მე ჩემ მაგალითს მოვიყვან ჩემ სისტემაზე. მე ხომ მაქვს MSI A88X-G45 GAMING-ის მაზერი რომლის საპორტიც ნორმალურად მუშაობს ანუ ახალ ბიოსებს არ აგვიანებს. აი უბრალოდ გადახედე ბიოსების ცვლილებებს, რეებია განახლებული? http://www.msi.com/support/mb/A88X-G45-GAMING.html#down-bios პირველი ბიოსის მერე 4 განახლება გამოვიდა და ყველა განახლებაში ეს წერია: - Updated AMD AGESA code. - Improved memory compatibility. ანუ ბიოსიდან ბიოსამდე გამოსულია ოპერატიული მეხსიერებების თავსებადობა/გაუმჯობესება და AGESA კოდი. ეს კოდი ბიოსში იწერება რომელიც პასუხს აგებს პროცესორის ბირთვების, ოეპრატიული მეხსიერების და HyperTransport კონტრელერის ჩატვირთვაზე. ესეიგი ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი რათა მომხარებელს დროულად მიეწოდოს საჭირო ბიოსი და არ შეექმნას პრობლემები. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ გადაიკითხეს ეს საინტერესო თემა რომელიც ამ მიკროკოდებს ეხება http://hwbot.org/newsflash/2124_amd_users_are_you_running_the_latest_agesa_microcode AGESA კოდი ეს არის იგივე მიკროკოდი (µCode) AMD-სთვის რომელსაც იყენებს თავის სისტემაში რათა პროცესორმა თუ ჩისპეტმა იმუშაოს გამართულად. თუკი ვინმეს რაიმე შეუთავსებლობის პრობლემა ექნება, ამ მიკროკოდის შეცვლით მარტივად მოახდინოს პრობლემის მოგვარება. ეს მიკროკოდი აქვს იგივე Intel-საც და Nvidia-საც. თუკი აქამდე შეუთავსებლობის პრობლემა გქონდათ, ეგ არ ნიშნავს რომ პროცესორის ბრალია, ან ოპერატიულის, ან მაზერის. უნდა დაიწეროს ისეთი მიკროკოდი რომელიც ახალ ტექნიკას ერთმანეთში შეუთავსებლობას გამორიცხავს. ესაა და ეს. სხვა ახსნა ამას არააქვს. აი მეც ეხლა დავფლეშე სულ ეხლახანს ვიდრე ამ პოსტს ვწერდი ბოლო ბიოსი. ჩემს სისტემასაც აქვს გარკვეული უცნაურობები, მაგალითად 32 ბიტიან ვინდოუსზე "გული ერევა". ვინდოუსი რომ დავაყენე, ბროუზერი ვერ მუშაობს ნორმალურად. არამარტო ბროუზერი, ასევე სხვადასხვა პროგრამები არ მემორჩილებიან, ბოლოს პროგრამები თავისით იჭედება, იქრაშება და იფრიზება. მოკლედ რომ ვთქვათ ეგეთი არაფერი მინახია დღემდე. აი 64 ბიტიან ვინდოუსებზე არანაირი პრობლემა არააქვს. თქვენი აზრით ეს რისი პრობლემა იქნება? იქნებ ამ ბიოსმა და განახლებულმა AGESA კოდმა გამოსწოროს 32-ბიტიანი ვინდოუსის პრობლემები თუმცა ამის გამო მეზარება ეხლა ვინდოუსის ახლიდან დაყენება.
    2 points
  8. http://www.rutor.org/torrent/427606/the-evil-within-update-4-dlcs-2014-pc-repack-ot-xatab ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი: 2014 ჟანრი: Action (Survival horror) / 3D / 3rd Person შემქმნელი: Tango Gameworks გამომშვები: Bethesda Softworks ენა: ENG, RUS გამოშვების ტიპი: ლიცენზია პლათფორმა: PC კრეკი: მოყვება ზომა: 38GB თამაშის შესახებ: The Evil Within არის ახალი პროექტი Resident Evilის შემქმნელებისგან. ნამდვილი survival horror ჟანრის განსახიერება, რომელსაც აერთიანებს თრილერის და საშინელებათა თამაშის ელემენტები. ბნელი ატმოსფერო და ჩახლართული ისტორია ჩაგითრევთ თამაშის სამყაროში, რომლეიც არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას. თქვენ უნდა ეცადოთ გადარჩეთ იმ მინიმალური რესურსებით, რომელიც გაქვთ.... სისტემური მოთხოვნები: Minimum: OS: Windows 7/8 (64 bit) GPU: GTX 460 or an equivalent 1gb VRAM card CPU: i7 or an equivalent 4+ core processor RAM: 4 GB HDD: 50 GB Recommended: OS: 64-bit Windows 7/Windows 8 (64 bit) GPU: GeForce GTX 670 or equivalent with 4GBs of VRAM CPU : i7 with four plus cores RAM: 4 GBs RAM HDD: 50 GB of hard drive space Additional options for PC (if supported by your hardware) Fullscreen or windowed support Anti-aliasing – FXAA, MLAA, SMAA Shadow Quality – High, Medium, Low Motion Blur SSAO Reflections
    1 point
  9. პროცესორის სოკეტი იგივე სლოტი წარმოადგენს მექანიკურ კომპონენტს რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან კომპიუტერის პროცესორსა და დედა დაფას რომელიც დატანილია დედა დაფაზე და სწორედ მასზე თავსდება პროცესორიც,არსებობს სოკეტის რამოდენიმე სახე ერთ ერთია LGA (land grid array) სოკეტის რომელსაც ყველაზე ბევრი Pin ების რაოდენობა აქვს იგი ასევე მოიხსენიება ZIF ( zero-insertion force ) სახეობათ .კიდევ ერთი და უძველესი სოკეტია PGA,DIP და PLCC რომლებსაც ნაკლები Pin ების რაოდენიბა აქვთ ,მათგან ყველაზე ძველია DIP სოკეტი შედეგ PLCC და ბოლოს PGA და LGA (უახლესი),პროცესორის სოკეტი მზადდება პლასტიკური მასალისაგან, მისი ჩამკეტი კი მეტალისგან. LGA სოკეტი ასე გამოიყურება : ეს კი უფრო ძველი PGA სოკეტი : ეს კი ინფორმაცია ყველა სოკეტის სესახებ 1970 წლიდან დღემდე... DIP თავისი პირველი მიკროპროცესორისთვის კომპანია Intel-ის ინჟინრებმა მრავალნაცადი "DIP" სოკეტი გამოიყენეს (DIP - Dual In-Line Package). DIP არ იყო სპეციალურად პროცესორისთვის შექმნილი, არამედ ჩვეულებრივი მიკროსქემების ჩასამაგრებელი სოკეტი გახლდათ. Intel 8086-ისთვის მწარმოებლები DIP-ის 40-პინიან ვარიანტს იყენებდნენ. დედადაფა თავის პროცესორით კი ასე გამოიყურებოდა: ინფორმაციის გაცვლის სალტის სიხშირე 5/10 მეგაჰერცს შეადგენდა. PLCC Intel-ის გაუმჯობესებული პროცესორის - 80186-ისთვის უკვე სხვანაირი სოკეტი გახდა საჭირო. სურათზე სწორედ ასეთ სოკეტს ხედავთ. მას "PLCC" (Plastic Leaded Chip Carrier - ჩიპის პლასტიკის ტყვიიანი მატარებელი) ეწოდა. გამოდიოდა ორი ვარიანტი - 68 და 132-პინიანი. ინფორმაციის გაცვლის სალტე 6-დან 40MHz-ის დიაპაზონში მოქმედებდა. გამოიყენებოდა სოკეტი არამხოლოდ 80186, არამედ 80286 და 80386 პროცესორებზეც უცვლელი დარჩა. Socket 1 მაგრამ არც PLCC აკმაყოფილებდა ახალი პროცესორების მზარდ მოთხოვნილებებს. შედეგად შეიქმნა პირველი "PGA" (Pin Grid Array) ტიპის სოკეტი, რომელსაც "Socket 1" ეწოდა. იგი Intel-ის ახალთახალი (1989 წლისთვის), "80486" ტიპის პროცესორისთვის იყო განკუთვნილი, ჰქონდა 169 პინი, ხოლო სალტის სიხშირე 16-50MHz-ს შეადგენდა. მასზე მუშაობდა 5-ვოლტიანი 16-33MHz-იანი "486" პროცესორები, აგრეთვე "486DX", "486DX2" და "486 OverDrive". Socket 2, Socket 3 მოგვიანებით Socket 1 დაიხვეწა და გაჩნდა 238 და 237-პინიანი Socket 2 და Socket 3. Socket 2 ისევ 5-ვოლტიან პროცესორებს ამუშავებდა, ხოლო Socket 3-ს არამხოლოდ 5, არამედ 3.3-ვოლტიან "486 DX4" და "Pentium OverDrive"-საც ითავსებდა. Socket 4 1993 წელს Intel-მა თავისი ახალი პროცესორის - "P5 Pentium"-ისთვის ახალი სოკეტი შექმნა. იგი Intel-ის უკანასკნელი 5-ვოლტიანი სოკეტი გახლდათ, აღჭურვილი იყო 273 პინით და 60-66 მეგაჰერციანი სალტით. Socket 5 ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, 5 ვოლტი ძაბვა ზედმეტი აღმოჩნდა ახალი პროცესორისთვის, ამიტომ Intel-ის ინჟინრებს კვლავ მოუწიათ ახალი, ამჯერად 320-პინიანი, 3.3 ვოლტზე მომუშავე სოკეტის შექმნა. Socket 5 პირველი აღმოჩნდა SPGA (Staggered Pin Grid Array - ურთიერთმონაცვლე პინებიანი მწკრივი). პინების წანაცვლებულმა განთავსებამ ინჟინრებს მათი რაოდენობის გაზრდის საშუალება მისცა. მართალია სალტის სიხშირე არ გაზრდილა, მაგრამ სწორედ ამ სოკეტზე მოარგეს Intel Pentium-ის ახალი პროცესორები, AMD K5, IDT WinChip C6 და IDT WinChip 2. Socket 7 1994 წელს გამოსული Socket 7 Socket 5-ის პირდაპირი შთამომავალია (Socket 6 ნაკლებადცნობილი სოკეტია, რომელიც "80486"-ის უკანასკნელი სერიისთვის შეიქმნა და მისით მხოლოდ რამდენიმე დედადაფა აღჭურვეს). 321-პინიან, 60MHz სალტიან სოკეტზე მაგრდებოდა როგორც Intel Pentium და Pentium MMX, ასევე AMD-ს ახალი "K6" პროცესორი. Super Socket 7 Socket 7 წარმატებული გამოდგა და AMD-ს ინჟინრებმა 1998 წელს მისი მოდერნიზებული ვარიანტი - Super Socket 7 შექმნეს, რომელიც "Super 7"-ის სახელითაცაა ცნობილი. იგი Socket 7-ისგან არაფრით განსხვავდებოდა, გარდა 66-100MHz-იანი სალტისა და ამუშავებდა AMD K6-2, AMD AMD K6-III, Rise mP6 და Cyrix MII პროცესორებს. Socket 8 მაშინ, როდესაც AMD Socket 7-ზე იმყოფებოდა, Intel-მა ახალი, რიგით მერვე სოკეტი შეიმუშავა. მასზე 3.3 და 3.1V ძაბვით შეეძლოთ ემუშავათ როგორც Pentium Pro, ასევე Pentium 2 Overdrive-ს. ფოტოზე ზუსტად ამ პროცესორის საინჟინრო ნიმუშია წარმოდგენილი: Slot 1 1997 წელს Intel დროებით წყვეტს სოკეტების შემუშავებას და სლოტებზე გადადის. 242 კონტაქტიანი, 66-133MHz სიხშირის სალტის მქონე სლოტი Pentium 2 და Pentium 3 პროცესორებისთვის იყო განკუთვნილი. ამ დროისთვის შეიცვალა პროცესორების გარეგნული სახე და იგი ასეთი გახდა: სლოტის მთავარი უპირატესობა გადამყვანის არსებობა გახლდათ. გადამყვანს "Slotket" ეწოდებოდა. ჩვეულებრივი Pentium 2 პროცესორის მოყვანილობის მქონე მოწყობილობაში სოკეტი იყო მოთავსებული (სოკეტი სხვადასხვა მოდელისა შეიძლებოდა ყოფილიყო. სურათზე Socket 8-ის გადამყვანია), რომელშიც შესაბამისი სოკეტის პროცესორი თავსდებოდა. Slot 2 Slot 1-ის პარალელურად Intel-მა Slot 2-იც გამოუშვა, ამჯერად 330 კონტაქტით. ეს სლოტი Pentium 2 Xeon-ის სერვერული პროცესორებისთვის იყო განკუთვნილი, პინების კონტაქტების რაოდენობის გაზრდა კი იმით იყო გამოწვეული, რომ Pentium 2 Xeon-ის გაზრდილი L2 კეშის (512-2048 კილობაიტი) გამტარობისთვის Slot 1 საკმარისი არ აღმოჩნდა. Slot A 1999 წელს AMD-მაც გადაიღო სლოტების პრაქტიკა და "Slot A" შექმნა, რომელშიაც 242 კონტაქტიანი AMD Athlon-ები ჯდებოდა. ეს პირველი Athlon-ები იყო, 500-1000MHz ტაქტური სიხშირით და 1.3-2.05V მუშა ვოლტაჟით, ამიტომ 100MHz-იანი სალტე Slot A-სთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. Socket 370 იმავე 1999 წელს Intel ისევ სოკეტებზე გადაერთო და ნაცადი ტექნოლოგიით (SPGA) დამზადებული Socket 370-იც გამოუშვა სერიაში. იგი Tualatin და Coppermine სერიის Pentium 3 პროცესორებისთვის და აგრეთვე პირველი სერიის Celeron-ებისთვის იყო განკუთვნილი. Socket 462/Socket A კონკურენტს არც AMD ჩამორჩა და 2000 წელს ისიც დაუბრუნდა სოკეტებს Socket 462(იგივე Socket A)-ით. იგი მუშაობდა 1-2.05V-იან მთელ რიგ პროცესორებთან: AMD Athlon, AMD Athlon XP, AMD Duron, AMD Sempron, AMD Athlon MP, AMD Geode NX. სოკეტი საკმაოდ უნივერსალური გამოდგა თავისი 462 პინით და 100-200MHz-იანი სალტით (AMD-ში ინფორმაციის გაცვლის სალტეზე გაცვლის სიჩქარე "MT/s" - Megatransfer/Second-ით აღინიშნება და Socket A-ს 400MT/s ჰქონდა). Socket 423 იმავე 2000 წელს Intel-ის ახალი სოკეტიც გამოვიდა, რომელიც Pentium 4-ის პროცესორთა "Willamette" მოდელისთვის იყო განკუთვნილი. სოკეტი სულ რაღაც ნახევარი წლის განმავლობაში გამოდიოდა და სულ მალე გზა დაუთმო დღემდე უკვდავ, "478" სოკეტს. Socket 478 Socket 478, რომელიც Socket N-ის სახელითაცაა ცნობილი, 2000 წლის მიწურულს გამოვიდა სერიაში. იგი Northwood მოდელის Pentium 4-თან ერთად ჩაუშვეს წარმოებაში. იგი FC-PGA კონფიგურაციისა იყო, რაც იშიფრება, როგორც "Flip-chip pin grid array", ანუ "გადაბრუნებული ჩიპის პინებიანი წყობა". ეს ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და "დღეგრძელი" სოკეტია. მასზე გამოდიოდა Pentium 4, Celeron, Celeron D, Pentium 4 Extreme სერიის პროცესორები. Socket 495 Intel Celeron-ის მობილური პროცესორებისათვის. PAC418 Socket PAC418 არის 418 პინიანი სოკეტი მიკროპროცესორული, განკუთვნილია Intel Itanium ინტერფეისის პროცესორისათვის. Socket 603 Socket 603 დააპროექტა Intel-მა როგორც ნულოვანი ჩასმის ძალის სოკეტი განკუთვნილია სამუშაო სადგურებისა და სერვერის პლატფორმაზე. იგი შეიცავს 603 კონტაქტების. ყველა Socket 603 პროცესორებს გამოიყენებს avtobus სიჩქარე 400 MHz. Socket 603 პროცესორებს განაკვეთი 1.4 GHz და 3 GHz-ია. PAC611 - არის მიკროპროცესორისთვის განკუთვნილი კერძოდ კი Intel Itanium 2-ისათვის. Socket 604-ის პროცესორები არის დამზადებული Intel-ის "MP" აღნიშვნით, ხოლო ზოგიერთი Socket 603 პროცესორებმა არ მიიღეს "MP" აღნიშვნა. "MP" პროცესორების სიჩქარე L3 ქეშით აქტიურდება და მუშაობს მრავალმანდატიან პროცესორ კომპიუტერებზე ("მრავალფუნქციური პროცესორი" ნიშნავს 2 CPUs), თუმცა, ზოგიერთი socket 604 პროცესორები დამზადებული არიან დამატებითი L3 ქეშით up to 16 MB. Socket 754 ეს არის პროცესროის სოკეტი რომელიც AMD64 ისათვის გამოვიდა გარდა 64 ასევე : AMD Athlon 64 (2800+ - 3700+) AMD Sempron (2500+ - 3400+) AMD Turion 64 (ML and MT) AMD Mobile Athlon 64 (2800+ - 4000+) ეს პროცესორები ჯდებიან ამ სოკეტში Socket 940 ეს არის 940 პინიანი სოკეტი 64-ბიტიანი AMD სერვერის პროცესორთათვის Socket 479 სოკეტი გამოვიდა Intel Pentium M და ntel Celeron M IA C7-M პროცესორებისათვის ეს სოკეტი არის ფიზიკურად მსგავსი, მაგრამ განსხვავებული Socket 478-საგან. Socket 939 სოკეტი არის AMD Athlon 64 (3000+ - 4000+) AMD Athlon 64 FX (51 - 60) AMD Athlon 64 X2 (3600+ - 4800+) Some AMD Opteron 1xx series Some Sempron 3x00+ (Step E3, E6) პროცესორებისათვის ახლა გადავიდეთ უკვე LGA-ზე LGA 775 (Socket T) პირველი LGA სოკეტია რომელიც ძალზედ განსხვავდება წინამორბედებისაგან : ეს LGA არის სოკეტი რომელსაც ზემოდან ეფარება საკეტი მოცემული სოკეტი გათვილია შემდეგი პროცესორებისათვის: Intel Pentium 4 (2.60 - 3.80 GHz) Intel Celeron D (2.53 - 3.60 GHz ) Intel Pentium 4 Extreme Edition (3.20 - 3.73 GHz) Intel Pentium D (2.66 - 3.60 GHz) Pentium Extreme Edition (3.20 - 3.73 GHz) Pentium Dual-Core (1.40 - 3.33 GHz) Intel Core 2 Duo (1.60 - 3.33 GHz) Intel Core 2 Extreme (2.66 - 3.20 GHz) Intel Core 2 Quad (2.33 - 3.00 GHz) Intel Xeon (1.86-3.40 GHz) Intel Celeron (1.60 - 2.40 GHz) Socket 563 AMD- ს სოკეტია AMD Athlon XP-M -ისათვის ეს სოკეტი ჩვეულებრივ ლეპტოპებშიც გამოიყენებოდა Socket M ეს სოკეტი ინტელის მობილურ სისტემებისათვის გამოვიდა Intel Core Solo T1300, T1350, T1400 Intel Core Duo T2050, T2250, T2300, T2300E, T2350, T2400, T2450, T2500, T2600, T2700 Intel Core 2 Duo T5200, T5300, T5450, T5470, T5500, T5600, T7200, T7400, T7500, T7600 Intel Celeron M Intel Celeron 1.66 GHz LGA 771 ( Socket J ) წინამორბედისაგან განსხვავდება კონტაქტების რაოდენობით დიზაინი იგივეა გარდა კონტაქტებისა იგი გათვლილია მხოლოდ Intel Dual-Core Xeon E/X/L 5xxx Intel Quad-Core Xeon E/X/L 5xxx Intel Core 2 Extreme QX9775 პროცესორებზე. Socket S1 ეს არის სოკეტი AMD-ს მობილური პროცესორებისათვის : Athlon 64 X2; Turion 64 X2; Mobile Sempron; Turion 64 (MK series only) Socket AM2 არის სოკეტი რომელიც AMD-ს შემდეგი პროცესორებისთვისაა : Athlon 64 Athlon 64 X2 Athlon 64 FX Opteron Sempron Phenom AM2+ 2007 წელს AMD-მ AM2-ის გაუმჯობესებული ვარიანტი - AM2+ წარმოადგინა. ეს სოკეტი AM3-იკენ გარდამავალია და 940 კონტაქტი აქვს. AM2 და AM2+ დედადაფები და პროცესორები გარკვეულ პირობებში თეორიულად ურთიერთშეცვლადი შეიძლება იყოს. რეალურად ურთიერთცვლადობა ხშირად BIOS-ების ვერსიებზეა დამოკიდებული. მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ AM2 დედადაფაზე AM2+-ის პროცესორი თავისუფლად ჯდება, Dell-ის Inspiron 531-ს, რომელიც AM2 სოკეტითაა აღჭურვილი, არ აქვს AM2+ სოკეტის პროცესორებთან თავსებადი BIOS. ტექნიკური მონაცემებიდან გამოყოფის ღირსია HyperTransport 3.0, რომელიც 2.6GHz-ზე სწრაფ პროცესორებთან მუშაობისასაა ხელმისაწვდომი. AM2+-თან თავსებადია Athlon 64, Athlon 64 X2, Athlon II, Opteron, Phenom და Phenom II სერიის პროცესორები. Socket P აქვე მინდა შევეხო მობილური პლატფორმებისთვის განკუთვნილ სოკეტ "P"-ს. იგი Intel-ის მობილური Core 2 პროცესორებისთვისაა განკუთვნილი. მასზე 2007 წლის მაისის შემდეგ გამოსული ყველა მობილური Core 2 პროცესორი (Core 2 T5xxx, T6xxx, T7xxx, T8xxx, T9xxx) დგება. FSB-ს სიხშირე 533-დან 1066MHz-მდე მერყეობს. Socket 441 ეს სოკეტი Intel-ის ყველაზე პატარა - "Atom" პროცესორებზეა გათვლილი. მას 400/533MHz-იანი FSB აქვს. Socket 1366 Landing Grid Array სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე "დიდი" სოკეტი იყო 1366 კონტაქტის წყალობით. ამ სოკეტს ჯერ არ ნახული - 4.6-6.4GT/s (გიგატრანსფერი წამში) გამტარობა აქვს და მასზე დღეისთვის ყველაზე ძლიერი - i7-9xx სერიის პროცესორები მუშაობს. გარდა ამისა სოკეტთან თავსებადია Xeon 35xx, Xeon 36xx, Xeon 55xx, Xeon 56xx სერიის პროცესორები და Intel Celeron P1053. Socket AM3 ჯერ-ჯერობით ეს AMD-ს ბოლო სოკეტია. AM2+-თან შედარებით რეალურად რადიკალური ცვლილება მხოლოდ DDR3 მეხსიერების მხარდაჭერაა. აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ DDR3-ის მხარდაჭერის მიუხედავად, არ არის აუცილებელი, რომ AM3 სოკეტით აღჭურვილ დედადაფას DDR3 მეხსიერება ჰქონდეს, რადგან AM3-ზე მომუშავე პროცესორის მეხსიერების კონტროლერი DDR2-თანაცაა თავსებადი. ცალკეა აღსანიშნავი ე.წ. "AM3 Ready" პროდუქცია. ეს გახლავთ Gigabyte-ის, ASUS-ის და ზოგიერთი სხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებული დედადაფები, რომელთა BIOS-იც საშუალებას იძლევა AM3-ის პროცესორი AM2/AM2+ დედადაფას მოვარგოთ. Socket AM3+ AM3+ ეწოდება მოდიფიცირებულ AM3 სოკეტს, რომელიც განკუთვნილია Bulldozer არქიტექტურით აგებულ "Zambezi" პროცესორისთვის. AM3+ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ზამბეზი სრულ პოტენციალს ვერ გამოავლენს უბრალო AM3 დედადაფაზე. AM3+-ს 942 კონტაქტი ექნება. LGA 1156 LGA1156, იგივე Socket H/H1 განკუთვნილია Intel Nehalem-ის საშუალო დონის პროცესორებისთვის, როგორებიცაა i3-xxx, i5-xxx, i7-8xx, Xeon L34xx, X34xx, Celeron G1xxx, Pentium G6xxx. სოკეტს 2.5GT/s გამტარობა აქვს. Socket G34, Socket C32 1974 კონტაქტიანი G34 და 1207 კონტაქტიანი C32 განკუთვნილია AMD-ს 8/12-ბირთვიანი სერვერული პროცესორებისთვის. გარდა ამისა G34 თავსებადი იქნება Bulldozer არქიტექტურით აგებულ "Interlagos" სასერვერო პროცესორებთან. სოკეტები 2012 წელს შეიცვლება ახალი სოკეტით, რომელსაც ჯერ-ჯერობით "G2012"-ს უწოდებენ. მის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. LGA 1248 განკუთვნილია Intel Itanium 93xx სერიის ჰაი-ენდ სერვერული პროცესორებისთვის. LGA 1567 ეს სოკეტიც სერვერული პროცესორებისთვისაა, მაგრამ ამჯერად - Intel Xeon 6500/7500-ებისთვის. LGA 1155 LGA 1155, იგივე Socket H განკუთვნილია Intel Sandy Bridge არქიტექტურის მქონე საშუალო დონის პროცესორებისთვის (Sandy Bridge-DT). სალტის გამტარობა 5GT/s-ია. აღსანიშნავია, რომ სოკეტის გავლით 20 PCI-Express 2.0 არხს შეუძლია ინფორმაციის გატარება. LGA 2011 სოკეტი LGA 2011, იგივე Socket R, იგი ჩაანაცვლებს LGA 1366 (Socket და LGA 1567 სოკეტებს წარმადობაში high-end დეკტოპ და სერვერულ პლატფორმებში. სოკეტს აქვს 2 011 პინი რომლითაც უკავშირდება დედადაფას. სოკეტი იყენებს Intel QuickPath Interconnect (- ეს არის წერტილიდან წერტილამდე ინტერკავშირი ინტელისაგან რომლის შემცვლელია front-side bus (FSB) Xeon, Itanium და სხვა დესკტოპ პლატფორმებში. ) კავშირს პროცესორებისა სხვა დამატებით პროცესორებთან DMI 2.0 (Direct Media Interface - ეს არის კავშირიIntel northbridge და Intel southbridge შორის დედადაფაზე.) გამოყენებულია რომ პროცესორი დაუკავშირდეს PCH (Platform Controller Hub - ინტელის მიკროჩიპების ოჯახი). მეხსიერების კონტროლერი და 40 PCIe ხაზი ინტეგრირებულია პროცესორზე. მეორე პროცესორზე დამატებითი x4 PCIe ინტერფეისი ანაცვლებს DMI ინტერფეისს. ისევე როგორც წინამორბედ LGA 1366 სოკეტში არ არის უზრუნველყოფა ინტეგრირებული გრაფიკისათვის. სოკეტი 14 ნოემბერს გამოვიდა 2011 წელს, და აქვს მხარდაჭერა Sandy Bridge-E პროცესორებისა 4 ოპერატიული ბარათის არხით DDR3-1600 ისევე როგორც, 40× PCIe 2.0 or 3.0 ხაზები. Extreme Edition პროცესორი 6 ბირთვით 15 MB მესამე დონის ქეშით და 4 არხიანი DDR3 ოპერატიული მეხსიერების კონტროლერით. LGA 2011 დედადაფებს აქვთ 4 ან 8 DIMM სლოტები რომელიც იძლევა მაქსიმალურ მხარდაჭერას 32 GB, 64 GB, ან 128 GBოპერატიული მეხსიერებისა. LGA 2011 მას ასევე აქვს უზრუნველყოფა ისეტი პლათფორმებისა როგორიცაა 8 ბირთვიანი და 20 MBკეშის მქონე პროცესორები. LGA 2011 ასევე თავსებადია უახლეს Ivy Bridge-E პროცესორებთან. სტატია განახლებულია დაემატა 2011 სოკეტი.
    1 point
  10. http://geotorrents.net/details.php?id=441 http://torrent-games.net/news/evolve_pc_monster_race_edition_2015_pc_124_repack_ot_r_g_steamgames/2015-02-09-46654 http://www.rutor.org/torrent/411073/evolve-2015-pc-licenzija ინფორმაცია თამაშზე: ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 1st Person / 3rd Person შემქმნელი: Turtle Rock Studios გამომშვები: 2K ენა: ENG პლათფორმა: PC გამოშვების ტიპი: ლიცენზია კრეკი: მოყვება ზომა: 26.21გბ თამაშისწ შესახებ: იქ სადაც ბუნება, ადამიანის ყველაზე ცუდი მტერია, თქვენ გახდებით მონადირე ან მსხვერპლი. ახალი თამაში Left 4 Dead შემქმნელებისგან - ახალი თაობის მულტიფლეიერი შუთერი, სადაც ოთხი მონადირე ებრძვის ერთ, მაგრამ ძალაინ სასტიკ მონსტრს, რომელსაც აკონტროლებს მოწინააღმდეგე მოთამაშე. სისტემური მოთხოვნები: MINIMUM: OS: Windows 7 64-bit CPU: Intel Pentium D 3GHz, AMD Athlon 64 x2 Dual Core 6400 2.4 GHz RAM: 4GB GPU: AMD Radeon 5770, NVIDIA GeForce GTX 560 HDD: 50GB RECOMENDED: OS: Windows 7 64-bit CPU: Intel Core i7 920 2.67GHz, AMD A8-3870 3GHz RAM: 6GB RAM GPU: AMD Radeon R9 280, NVIDIA GeForce GTX 680 HDD: 50GB
    1 point
  11. ეგეთი ხმა "კატუშკამ"-აც იცის. ვინაიდან კონკრეტული ჩიპების დენით უზრუნველყოფა პირდაპირ კვებიდან მოსული ძაბვით არ ხდება. მაგალითად პროცესორისთვის განკუთვნილი 12 ვოლტი ჯერ გარდაიქმნება მაღალისიხშირის ძაბვად და ამ მაღალი სიხშირის ძაბვის რეგულირება ხდება შემდეგ პროცესორისთვის, რასაც თავისთავად ტრანზისტორების ბოლოში უზრუნველყოფს ეგრეთ წოდებული "კატუშკები" პატარა ხვიებია ფერიტზე ან შესაძლოა პატარა ფერიტის კუბიკებშიც იყვნენ შეფუთულები. რის ბოლოსაც არის უკვე ისევ ფილტრაციისთვის კონდესატორები. ძირითადად კონდესატორების ძაბვა 6.3 ვოლტიანებია მასეთ წრედებში რასაც რაზგონის შედეგად ვერ აწევდი იმხელაზე რომ კონდესატორი ძაბვის მატების გამო გამოსულიყო მწყობრიდან მაქსიმუმ მოუმატებდი რამოდენიმე ასეულ მილივოლტს. ანუ დაუკვირდი სათითაოდ მუშაობსას დააწექი რამე ჩხირის ფორმის საგნით ისე რომ ძაბვები არ გადაკეტო ამიტომ სასურველი არაა მეტალის იყოს. მიყევი ამ კატუშკებს და კონდესატორებსაც, მოახდინე ზედ ზეწოლა თუ მოარტყი ამ წრიპინის წყაროს, შეხება ხმაზე იმოქმედებს და ყურით მიხვდები რომელიცაა.... შესაძლებელია ცუდი კონდესატორიც იწვევდეს არასაკმარისად გაფილტრული დენმა შესაძლოა გამოიწვიოს ისევ ამ "კატუშკების" წრიპინი.. თუმცა კატუშკები შიგნით სპეციალური ნივთიერებითაა ამოვსებული რომ ხმა არ გამოსცეს და შესაძლაო აწყობისას ან რამე ზემოქმედების შედეგად ან რაზგონისას გადახურების გამო მოხდა ხვიების შედარებით "განთავისუფლება" და მიკრო მილიმეტრებში შეუძიათ მოძრაობა რაც შესაბამისად წარმოქნის მასში გამავალი მაღალსიხშირული დენის წყალობით აკუსტიკას ანუ პატარა დინამიკივით მუშაობს.. ამიტომ დაადგინე რომელია და შეგიძლაი ამოაპაიანო ჩაწებო რამეთი კარგად რომ გაქვავდეს ხვია შიგნით და ისევ ჩასვა... ასევე შეუძაი კონდესატორსაც ხმის გამოცემა თუ გამოიფიტა და შიგნით მის დიალექტრიკებებს შეუძაით მოძრაობა. შორს არ გიწევს ძებნა პროცესორის ერთ ან ორ მხარეს არიან ჩამწკივებულნი მაგ კონდესატორებიც და ფერიტის "კატუშკებიც".
    1 point
  12. http://www.amazon.com/ARCTIC-MX-4-Carbon-Based-Thermal-Compound/dp/B0045JCFLY/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1416861174&sr=8-1&keywords=arctic+mx-4 ყველაზე გამოცდილი, ყველაზე საიმედო და ყველაზე ხარისხიანი, თავისი საქმის გამკეტებელი 100%-ით უნაკლოდ...
    1 point
  13. ოპტიმიზაცია დამპალი კი არა ვაფშე არ აქვს.
    1 point
  14. ხო მეც გავიარე მაღაზიებში და ვიდეო კარტების ფასები გავიკითხე და საინტერესო რამ აღმოვაჩინე. რატომღაც GTX 780 უფრო ძვირი ღირდა GTX 970 ზე და გითხრათ ეხლა ფასები. GTX 780 ღირდა 1500 ლარი GTX 970 ღირდა 1200 ლარი. ძვირს თავი დავანებოდ რათქმაუნდა ძალიან უაზროდ მაღალი ფასებია, მაგრამ GTX 780 300 ლარით ძვირი რატომ ღირდა GTX 970 ზე ვკითხე მეთქი ფასებში რაღაც ვერ ხართთქო ჩამოყალიბებული ან ძაან არეული გაქვთთქო და რავიცი იქ ეგრე წერიაო... არ ვიცი საიდან და როგორ ჩამოაქვთ მარა ის ვიცი რო თვითონაც არ იციან რას ყიდიან.
    1 point
  15. jomardi, კახა ამ განყოფილებაში გახსენი თემა თუ გინდა კარგი იქნება, არამგონია ვინმე წინააღმდეგი იყოს. http://www.overclockers.ge/index.php?/forum/52-ყველაფერი-pc-თამაშების-შესახებ/
    1 point
  16. გავარკვიე. დღეს დაწერეს ნორმალურად ყველაფერი. Pre-purchase the Project CARS Digital Edition right now on Steam ! Project CARS The Digital Edition automatically includes the LIMITED EDITION CAR PACK... BMW M1 Procar Mercedes C-Coupe DTM McLaren F1 1967 Ford Mk IV Sauber C9 And if you pre-purchase right now you also get the MODIFIED CAR PACK... Ariel Atom 3 Mugen Pagani Zonda Cinque Roadster Ruf CTR3 SMS-R So pre-purchase the Project CARS Digital Edition on Steam today to secure both incredible sets of cars and move your ultimate driver journey into the fast lane !
    1 point
  17. ეს გაიყიდა უკვე http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=9_56_119&product_id=6895743&p=2 თუმცა მე 180 მომცეს, ბოლო ქონდა კაკრაზ, ისე 190 ყიდიდა, ქონდათ კიდე Crucial MX100 256gb იგივე ფასში http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=9_56_119&product_id=6833580&p=3 ალბათ ეგეც გაიყიდა, ხშირათ არის ხოლმე 180-200 ეგეთები მაიმარკეტზე და ფორუმჯიზე, მე როცა ვიღებდი სექტემბერში სრაზუ ორ კაცს ქონდა გაყიდვაში 250გბ ევო 180 ლარათ, რაც 100$-ზე ოდნავ მეტი გამოდის და კარგი ფასია უკვე მაგ მოდელისთვის
    1 point
  18. მაგ სამიდან სანდისკი გამოიყურება ყველაზე აპეტიტნათ, ახალი მოდელია და რამდენათ სტაბილურია ვერ გეტყვი, სისწრაფით კი ჯობია ცოტათი ევოს 250გბ, ანუ მეორეს აღება ჯობია ზუსტათ ეგრე თუ გიჯდება როგორც მანდ უწერიათ, ჩემში ისე 102$ მივაფშვენი, გაუხსნელში ფორუმჯიზე ხშირათ ყიდიან ხოლმე კაკრაზ ამაზონიდან ჩამოაქვთ მგონი
    1 point
  19. თემის ავტორი თუ არ მიწყენს, აქ დავდებ ზოგად ინფორმაციას სიმრეისინგის ირგვლივ. თავის დროზე არ ისურვეს ფორუმის ბოსებმა ცალკე თემა და...
    1 point
  20. http://www.youtube.com/watch?v=geLR_0_mLYM
    1 point
  21. გაიხარე კახა დიდი მადლობა !
    1 point
  22. riva tuner statistik რო მოყვება მსიაფთერ ბურნერს მანდ შედი და on screen display pallete რო წერია მაგის მარჯვნივ იქნება იისფერი ბურთი მაგ იისფერ ბურთს დააწვეი და აირჩევ რა ფერსაც გინდა
    1 point
  23. არაა დაზუმული შენ რაც დადე სწორეა ეგრე უნდა იყოს სხვისი დადებული რო დადე კიდე კაცი რო შუაშია მოქცეული ეგ იმიტოა ეგრე ალბათ ფულლ ჰდზე არ თამაშობს 21:9 აქვს მაგის მონიტორს ესპექტ რეტიო და მაგიტო
    1 point
  24. რა ტელე გაქვს? არ იხმაროთ ეგ ბატარეის შემნახველები ყველა გაიდში წერია რო პირიქით უარესია. თიშავს აპლიკაციებს და მერე ანდროიდი ხელახლა რთავს, რაშიც კიდე უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს ჯობს დატოვოთ ხოლმე გახსნილი. custom rom, custom kernel ოდნავ ჩამოარაზგონე, undervolt გაუკეთე და ეგ შეგინახავს ენერგიას. გამორთე სინქრონიზაციის სერვისები და wi-fi ათიშე ხოლმე როცა არ ხმარობ. ეკრანის განათებასაც დაუწიე. samoled ეკრანი თუ გაქ CM დააყენე შავი ფონებით.
    1 point
  25. გიორგობას გილოცავთ, მისი ძალა და მადლი არ მოგკლებოდეთ :* მრავალს დაესწარით
    1 point
  26. უკვე მესამე დღეა ახალი "სათამაშო" მაქვს: Meizu MX4 ამას ჰქვია "ხელთათმანებივით იცვლისო" ჩემი სია ასეთი შთამბეჭდავი არ არის, მიჩვევა ვიცი ხოლმე ტექნიკაზე. მაგალითად ნოკია 6310 დაახლოებით 5 წელი მქონდა. ახლაც შენახული მაქვს ტელეფონების სია ასე გამოიყურება 2000 წლიდან დღემდე: Motorola M3688 -> Philips Savvy DB -> Bosch 909 Dual S -> Nokia 6310 -> Sony Ericsson K800 -> Sony Ericsson C905 -> Nexus One -> Meizu MX4
    1 point
  27. უკვე გადაშენებული საშიში არსებების ფოტოები: http://bigpicture.ru/?p=570664
    1 point
  28. BF4 premium,BF3 premium,BFhardline,nfs rivals,bfbc2 deluxe, the crew,assasin 1,2,3,4,5,6. shen imena 4-5 weli ar moiwyen )))))))))))
    1 point
  29. ამას მარტო გეიმერები მიხვდებიან )))))))
    1 point
  30. ხო აქ მირჩევნია მეც ყიდვა მაგრამ აქ ან 120 ან 400+ იყიდება და 1 მოცულობითაა პატარა და 400+ კიდე ვერ გავწვდები. სილიკონ პაუერის მონაცემები ვერ ვნახე. სადაც ვნახე ს70 წერია მარა შეფუთვაა სხვა(ოქროსფერი) და ძლიან მეეჭვება ეგ ს70 და ის გოლდი ერთი და იგივე რომ იყოს. მადლობა გამოხმაურებისთვის. p.s. ნახმარი არც განიხილება. ამ ნაგავში კიდე 190 ლარი ძალიან ძვირია http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=6674316&back_page_num=1 ნუ როგორც კინგსტონებში
    -1 points
  31. აი ეგ ნაგავი ევოზე სწრაფია (ყოველდრიურ პრაქტიკაში) ცნობისათვის და ბევრად გამძლეც +1
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.