Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 11/04/14 in all areas

  1. დაიდო ახალი გემფლეი PS4-ზე... https://www.youtube.com/watch?v=mVa5ltamZvw&list=UUxkx-GB_Klxo0yZRRwuTv0g
    2 points
  2. gchi, ბენჩისთვის თორე 3.9-ზეც თავს გადასდის ნებისმიერ ვიდეოს ეგ პროცესორი, როცა აღარ ეყოფა იქ ვეღარც 4.5-ზე აყვანა უშველის
    2 points
  3. ესეც ჩემი სქრინები. Blur ჩართული მაქვს და ცოტა გადღაპნილი კადრები თუ იქნება ბოდიშით ხო და კიდე სურათებში რო არ გააკრიტიკოთ ეს რანაირი ხელიაო... მარცხენა ხელზე ვლაპარაკობ... მარცხენა ხელს დაკარგავთ თამაშის დროს და პლასმასის ხელი გექნებათ
    2 points
  4. ქართულად შანსი არაა რა გახმოვანებაც არ იყოს რომ რაიმე კაიფი ან რამე გაგისწორდეს. ორიგინალში ყურებას არაფერი ჯობია, დაჟე რუსულადაც კი ზოგჯერ ვერაა ისეთი როგორიც ორიგინალი, ზოგჯერ კი დაჟე რუსულად გაცილებით უკეთ ჟღერს. ნუ რუსული გახმოვანება 132929472-თ ზემოთ დგას ქართულთან შედარებით. ქართულ გახმოვანებას მირჩევნია Mute-ზე დავაყენო და სპეცეფექტებით დავტკბე
    2 points
  5. თითქმის მივანებე თავი რკინასთან მუშობას, ბოლოს ნახევარი წლის წინ გავაკეთე რაღაც, ამაზეც ოჯახის წევრმა მთხოვა, საჩუქრად მინდაო და გავიხსენე ის ენთუზიაზმი
    2 points
  6. ჩემს ერთგულ მკითხველებს, თუკი საერთოდ მყავს ასეთი, ალბათ გაახარებს ეს სტატია...თქვენს წინაშეა AMD-ს ისტორია გარდა ამისა, განყოფილების მოდერატორ OgaiB-ს და ადმინისტრაციას ვთხოვ გადახედონ თემას და შეცდომები გამისწორონ Advanced Micro Devices Inc. ანუ AMD მსოფლიოში ნომერი მეორე პროცესორების მწარმოებელი, ნომერი მესამე ვიდეოდაფების მიმწოდებელი (ATI-ს შესყიდვის შემდეგ) და კომპანია Spansion (Flash მეხსიერების მწარმოებელი)-ის 21% აქციების მფლობელი. დასაწყისი, x86 და მაიმუნობა კომპანიის შტაბბინა კალიფორნიაში Advanced Micro Devices 1969 წლის 1 მაისს დააარსეს Fairchild Semiconductor-ის ყოფილმა თანამშრომლებმა. თავდაპირველად კომპანია ლოგიკურ ჩიპებს აწარმოებდა. 1975 წელს კი ოპერატიული მეხსიერებების ბაზარზე შეაბიჯა. ამავე წელს AMD-ში შექმნეს Intel 8080 მიკროპროცესორის "ორეული". როგორც ჩანს კომპანიას პროცესორის "კლონირება" ყველაზე მეტად მოეწონა, ამიტომ მალევე წარმოადგინა თავისი საკუთარი, AMD 29K პროცესორი. სურათზე სწორედ მას ხედავთ, ოღონდ უკვე 1987 წელს გამოსულს... ამავე პერიოდში კომპანია უშვებდა AMD7910 და AMD7911 "World Chip" FSK მოდემებს, 1982 წელს დადებული კონტრაქტის მიხედვით კი AMD-ს უფლება ჰქონდა Intel-ის პროცესორები ეწარმოებინა და აწარმოებდა კიდეც Intel 8086 და 8088 პროცესორებს IBM-ის კომპიუტერებისთვის. აი აქედან დაიწყო AMD-ს მაიმუნობა...1991 წელს მან "გადაშუშა" Intel-ის პროცესორი, ამჯერად უკვე i386 და AM386 უწოდა. წელიწადზე ნაკლებ დროში მილიონზე მეტი AM386 გაიყიდა. AMD-ს შემდეგი პროცესორიც - Am486 ასევე Intel-ის i486-ის ორეული იყო. ყველაფერი მარტივია - "კლონი" პროცესორები ორიგინალთან შედარებით იაფი ღირდა , Intel-ს კი ზემოხსენებული კონტრაქტის გამო არ შეეძლო AMD-სთვის ხელი შეეშალა. მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 1992 წელს AMD გაამართლეს (!). რის შემდეგაც დაიწყო მეორე სასამათლო პროცესი, რომელიც მხოლოდ 1994 წელს დასრულდა. AMD-ს კონტრაქტი შეუჩერეს, მაგრამ მას უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა პროცესპრების წარმოებაში და სრულიად დამოუკიდებელი პროდუქტიც მალევე წარმოადგინა...აი ინტელმა უნდა თქვას "გველი გამიზრდია უბეშიო" K5, K6 და Athlon AMD-ს პირველი ნამდვილად თავისი პროცესორი, რომელიც სერიაში გავიდა, იყო K5. "K" აღნიშნავდა "Kryptonite"-ს (სუპერმენიდან გახსოვთ ალბათ რაცაა ). იდეის მიხედვით ამ "კრიპტონიტს" უნდა დაეუძლურებინა "სუპერმენი" Intel-ი... ის 1996 წელს გამოვიდა და გარეგნულად ასე გამოიყურებოდა ეს კი მისი ბირთვის სქემაა, საქმეში ჩახედული ხალხი რამეს გაიგებს იმედია ეს პროცესორი 500 ან 350nm ტექნოლოგიით მზადდებოდა, 4.3 მილიონი ტრანზისტორისგან შედგებოდა და 16KB კეში ჰქონდა, რაც Pentium-ზე 2-ჯერ მეტი იყო. სამწუხაროდ დაბალმა სიხშირემ (75-100MHz, ბოლო სერიებში - 133MHz) თავისი გავლენა იქონია პროცესორის გაყიდვადობაზე, ამასთანავე Intel-მა თავის პროცესორებში დანერგა MMX ტექნოლოგია და AMD იძულებული გახდა K5-ის გაუმჯობესებული ვერსია - K6 გამოეშვა. ეს 1997 წელს მოხდა. ეს პრცესორი ჰქონდა ჩემს პირველ კომპს, კიდევ მაქვს დარჩენილი და მუზეუმს თუ გახსნით საზეიმო ვითარებაში გადმოგცემთ 350nm ტექნოლოგიაზე აგებულ პროცესორს ჰქონდა 8.8 მილიონი ტრანზისტორი, 32KB კეში, 66MHz FSB და 200, 233, 266 ან 300MHz სიხშირე. იგი ადვილად უწევდა კონკურენციას Pentium II-ს. 1999 წლის 23 ივნისს AMD-მ წარმოადგინა კიდევ ერთი პროცესორი - K7. ჩვენ მას Athlon-ის სახელით ვიცნობთ. Athlon-ის არქიტექტურა ამ სერიის პირველი პროცესორი გახლდათ Athlon Classic. მას კარტრიჯის სახე ჰქონდა (იხ. სურ.) და სპეციალურ სლოტში იდგმებოდა, რომელიც Intel-ის "Slot 1"-ის იდენტური იყო. Pentium II-ის მსგავსად Athlon Classic-საც 512KB მეორე დონის კეში ჰქონდა. ის 22 მილიონ ტრანზისტორს შეიცავდა, ტაქტური სიხშირეები კი 500-დან 1000MHz-მდე მერყეობდა. ეს იყო პირველი პროცესორი, რომლის სიხშირე 1000MHz-ს შეადგენდა. Athlon-ის მეორე პროცესორია Thunderbird (T-Bird). ეს პროცესორიც კარტრიჯიანი გახლდათ, ჰქონდა 256KB მეორე დონის კეში, MMX და 3DNow! ტექნოლოგიების მხარდაჭერა, სიხშირეები 600-დან 1400MHz-მდე მერყეობდა და იოლად ჯაბნიდა PIII და ადრეულ P4-ებსაც კი. სურათებზე თქვენ ხედავთ პროცესორს და კარტრიჯს პროცესორის გარეშე 2001 წელს Intel-მა გამოუშვა 1.7GHz სიხშირის მქონე Pentium 4. AMD-ს T-Bird-ს კი არ შეეძლო 1.4GHz-ზე მეტის განვითარება, ამიტომ ამავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა Athlon XP (Xtreme Performance) 1333–1733MHz (1500+ to 2100+) ტაქტური სიხშირით და 256KB მეორე დონის კეშით. მას 2003 წელს მოჰყვა Barton და Thorton პროცესორები 130nm ტექნოლოგიით და მაქს. 2200MHz ტაქტური სიხშირით. ამავე წელს AMD-მ მოახდინა K8 პროცესორის, ანუ Athlon 64-ის პრეზენტაცია. გამოდიოდა ერთბირთვიანი (Athlon 64) და ორბირთვიანი (Athlon 64 X2) პროცესორები. მათზე ბევრის მოყოლა მეზარება, მაგრამ თუ თქვენი მოთხოვნა იქნება ჩავამატებ კიდევ ინფორმაციას...ისე კი ქვედა გრაფაზე მოცემულია K8 პროცესორის არქიტექტურა Athlon 64-ს მოყვა Opteron-ი, რომლის ბაზაზეც 2007 წლის 10 სექტემბერს გამოუშვეს AMD-ს პირველი ოთხბირთვიანი პროცესორი. შემდეგი ნაბიჯი უკვე 65-45nm-იანი Phenom გახლდათ (K10) . ისე ამ სერიაში AMD-ს აქვს საკმაოდ საინტერესო რამ - სამბირთვიანი პროცესორები, რომლის აზრსაც ვერ ჩავწვდი . ქვემოთ თქვენ ხედავთ პროცესორისთვის სახელების მინიჭების სქემას. ინგლისურის მცოდნეები გაიგებთ ამას კი იმედია თავად მიხვდებით რაცაა Phenom-ს მოყვა Phenom II, რომელსაც 2-ის მაგიერ 6MB L2 კეში აქვს. დარწმუნებული ვარ ამ სერიებს ჩემზე უკეთ იცნობთ ამიტომ უფრო საინტერესო მონაკვეთზე გადავალ... Bulldozer - აი ასე ჰქვია AMD-ს მომავალი თაობის ერთ-ერთ პროცესორის სერიას. მას უნდა ჰქონდეს დაახლოებით 100W TDP, 32nm ტექნოლოგია და 8 ბირთვი. გამოსვლის თარიღად 2011 წელი სახელდება. Bobcat - ეს კი მეორე "მომავალი" პროცესორია, რომელსაც სულ რაღაც 10W TDP უნდა ჰქონდეს. ეს იქნება ძალიან გამარტივებული x86 პროცესორი, რომელიც ალბათ Portable ტექნიკაში დაიდებს ბინას . გამოსვლის თარიღი ამ პროცესორისთვისაც 2011 წელია. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- როგორც იცით, 2006 წელს AMD-მ იყიდა კომპანია ATI და უახლოეს მომავალში გეგმავს მასთან ერთად გამოუშვას ახალი ტიპის პროცესორი, რომელსაც CPU და GPU გაერთიანებული ექნება. პროექტის კოდური სახელწოდებაა "AMD Fusion". ჯერ-ჯერობით აი რა არის ცნობილი: 1. ახალი ტიპის პროცესორი იქნება მრავალბირთვიანი, რომელიც თავის თავში შეიცავს როგორც CPU-ს, ასევე GPU-ს. მათ ექნებათ ერთმანეთისგან განსხვავებული ტაქტური სიხშირეები. 2. პროდუქცია ფოკუსირებული იქნება როგორც გრაფიკული კომპანიებზე, ასევე ჩვეულებრივ მომხმარებელზეც. 3. Fusion სერიის პროცესორებს ექნებათ ახალი დიზაინი, რომელსაც "M-Space" ეწოდება. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება პროცესორების მთელი კომბინაციების შექმნა სხვადასხვა დანიშნულებისთვის. 4. პროდუქციას ექნება მინიმუმ 16 PCIe "სტრინგი" ( ), სავარაუდოდ 3.0 ვერსიისა. 5. პროცესორს ექნება 10%-ით მეტი პინი, ვიდრე "ჩვეულებრივ პროცესორს" აქვს დღესდღეობით. თუმცა უცნობია რომელია ეს "ჩვეულებრივი". სოკეტს ერქმევა "Socket FS1" 6. "Fusion"-ები თავდაპირველად 32nm ტექნოლოგიაზე იქნება აგებული, შემდგომში კი "გადაახტება" Core i9 პროცესორებს და სავარაუდოდ 22nm არქიტექტურაზე გადავა. 7. პროცესორების სახელწოდებები სავარაუდოდ "Falcon" და "Swift" იქნება. აი ეს არის AMD-ს ისტორია, მახინაციები, პროდუქცია და სამომავლო გეგმები...დიდი მადლობა ყურადღებისთვის თქვენი "ისტორიკოსი" მიხეილ რ. :bow:
    1 point
  7. კომპანია Capcom-მა გამოაქვეყნა Resident Evil: Revelations 2-ის პირველი თრეილერი გეიმფლეის ეპიზოდებით. რგოლში შემქმნელებმა გვაჩვენეს სიუჟეტური ხაზის კვანძი. თამაში მოვლენები განვითარდება Revelations-ის და რაქუნ სითის მოვლენების შემდეგ. მოთამაშეები აღმოჩნდებიან იდუმალ კუნძულზე მიტოვებულ იზოლატორში, რომელიც სავსეა მონსტრებით. კლერ რედფილდმა რომელიც არის თამაშის მთავარი გმირი და მორია ბერტონმა უნდა იმუშაონ ერთად, რომ გამოაღწიონ იზოლატორიდან ცოცხლებმა და გაარკვიონ თუ ვინ მოიტაცა ისინი. Resident Evil: Revelations 2 გამოვა ეპიზოდებათ. თამაშს ექნება 4 ეპიზოდი, რომელთაგან თითოეულს ექნება დამაინტრიგებელი კვანძი და სიუჟეტური ხაზის მოულოდნელი გადახვევები. რელიზი დაგეგმილია 2015 წლის დასაწყისში.
    1 point
  8. ვინ იმათ გეუბნები სერვისშ გავტესტეთ მეთქი 5გბ იანი ვიდეო მკვ ში , ეხლა მაგაზე არ დავიწყებ აქ ჩხუბს , ყველა იცის რომ gsmarena ზოგჯერ სისულელეებს წერს ხოლმე ეგეთ ბენჩებში განსაკუტრებით აიფონებზე და ვპ ებზე ხო ეგ ვთქვი მეც ჯერ არ აქვს მეთქი და Denim არ გამოსულა 930 ზე ჯერ მოკლედ ალფა ან ზ3 კომპაქტი ! ვპ დან 930 ის ცოტა გაიფაება კარგი იქნებოდა
    1 point
  9. ისე უდიდესი პრობლემა დღეს არის ელემენტი რომელიც sony Z3 compact აქვს საუკეთესო! ერთადერთია ის ამ შედეგით ტელეფონებში http://www.gsmarena.com/battery-test.php3 ეს 930 LOL
    1 point
  10. ეს გოგო იმენა შემიყვარდა 19 მთავარი მისია და საიდ მისიები შესრულებული მაქვს. 1 დამრჩა მარტო და ხვალისთვის ვინახავ ამ სიამოვნებას. უძლიერესი თამაშიაა!!! url=http://pix.ge/]
    1 point
  11. არაფერს არ ატრიალებენ და ეგ ეგრედწოდებული "gamer"-ები საერთოდ არ არიან აზრზე თამაშის შეფასების მინდა გითხრა. ვიღაცა გამოვა კონკრეტული ჟანრი რო მოწონს, ძაან სხვანაერი არა შუთერი, საერთოდ არაფერი რო არ აქვს საერთო შუთერთან და დაუწერს შუთერს 10%-ს და მე რომელსაც მომწონს შუთერები მაგის გამო არ ვითამაშო? ძალიან კარგი თამაშია 3 მისიას გავედი და სულ არ გავს წინა COD-ებს. გრაფიკა ძალიან კარგი აქვს. ჩემ გარდა ყველამ რომ 1 ქულა დაუწეროს 100-დან ამ თამაშს მაინც ვითამაშებ! სულ არ მაინტერესებს სხვების აზრი ამ საკითხში 100-დან 100 ჩემგან ამ იგრას. 1 story იასნია კაი ექნებოდა და ეს 3 ტურშიც ჩანს კარგად. 2 gameplay იდეალურია ეს ბოლო ხანი BF3 online-ს ვთამაშობ და სულ დამავიწყდა როგორია როცა იარაღი გემორჩილება და იქეთ ისვრი საითაც გინდა, რბილად და სასიამოვნოდ. 3 graphics მშვენიერია, საკმაოდ თანამედროვე ვიზუალი აქვს. 4 შესაძლებლობები თამაშში ძალიან ბევრი გაქვს, ამით crysis მევასებოდა მისი შესაძლებლობების გამო. აქ კი ისეთი რაღაცები გამეჩითა რო პატარა ბავშვივით ვარ და ვსწავლობ. თამაშებში სწავლების ეტაპი როა რო გასწავლის რაღაცებს მაგ მომენტს ვერ ვიტან აქ კი მჭირდება რო მასწავლოს, ძაან მაგრადაა გაკეთებული ყველაფერი. 5 რაც ყველაზე მთავარია ოპტიმიზაცია, საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული ეს კომპონენტი. (ჩემთან არანაერი bug არ ქონა იგრას) crack-ების გამოწვეული bug-ები არ ითვლება, მთავარია ოფიციალური, ისე კი ეგენიც დაფიქსვადია, გამოვა კაი ვერსია და კაი დრაივერი და ვსო მოკლედ ყველაფერში 100-დან 100 ქულა ჩემგან ამ თამაშს
    1 point
  12. ორივე იქნება.რათ უნდა კითხვა ამას :-)
    1 point
  13. როგორც ყოველთვის პრესა 80-90% დაუწერს აცენკებს მაგრამ გეიმერები ისევ მოთხრიან ძირფესვიანათ, ამიტომ 50-60% ფარგლებში ექნება ბევრ საიტებზე საშვალო გეიმერების აცენკა, ეგ აღარასდროს აღარ გამოსწორდება უკვე იმიტომ რომ 30% თუ ქება დიდებაშია, 20% მაინც ასწორებს მიწასთან კოდის ბოლო ნაწილებს და ბევრისთვის მვკდარია ეგ სერია საერთოდ 7-8 ნაწილიდან მოყოლებული, ბევრი ფანატები კი ყავს მაგრამ ერთი და იგივეს ატრიალებენ სულ ყოველწელიდას და ბევრს ყელში აქვს უკვე ეგეთ ვიდში ამოსული, არცაა გასაკვირი რომ ბევრს კომენტარის გაკეთებაც კი ეზარება უკვე ამ თამაშზე, დიდათ აღარ აინტერესებს საერთოდ და მაგიტომ, მეოთხე იყო ეტალონი და მაგის იდეებს ატრიალებენ 80% შემთხვევაში შემდეგ ნაწილებში უკვე, ახალი და ორიგინალური აღარაფერი აღარ დაუმატებიათ, გრაფიკაც საშვალოზე ცოტა უკეთესი აქვს თანამედროვე შუტერების ფონზე, სხვა რაღაცით იგებენ ფანატების გულს და ეგ კომპონენტიც დაკიდებული აქვთ, დვიჟოკიც ცოტა მოძველებულია თუმცა განახლებულ დვიჟოკზეა ბოლო ორი ნაწილი, ეგრე ბევრი რამი რომ ჭირდება კაკრაზ მაგის გამოა + კონსოლებზე ორიენტირებული იგრაა ასე თუ ისე და მანდ მეტი გრაფიკა არც ჭირდება
    1 point
  14. მაგ სიიდან ასუსს ავიღებდი ისე კი ჩემი დელი მირჩევნია მაინც მაგ ასუსის მოდელს, პირველ რიგში ოვერდრაივის გამო, დინამიურ სცენებში უფრო კარგ ხოდზე იქნება, აი MX239H აქვს უკვე ოვერდრაივი თუმცა ცოტა უფრო ძვირი ღირს ეგეთი ალბათ თუ არის ესპანურ ამაზონზე გაყიდვაში, ისე ჩემი ფაქტიურათ U2313HM დონეზეა გეიმინგში, ეგ კი ერთ-ერთ ყველაზე კარგ მოდელათ ითვლებოდა გეიმინგისთვის E-ips-ში, ჩვენებით კი მაინც AH-ips ჯობია
    1 point
  15. wu tang-ის ახალი ალბომი გამოვიდა http://pitchfork.com/news/57020-wu-tang-clan-share-new-track-ruckus-in-b-minor/ https://www.youtube.com/watch?v=6Atkq-TdO9M ეს პირველი ტრეკია, დაიდება იმედია მალე მთლიანი ალბომი
    1 point
  16. მარტო shook ones არა, ამასაც მოაქვს
    1 point
  17. ვერსიას არ აქვს მნიშვნელობა, ორი სეთინგია გასათიში, პირველ პოსტში ნახე. ისე ისეთი ექშენია ამ თამაშში, მაგ რენდერინგს საერთოთ ვერ შეამჩნევთ :დ ლოდინს აზრი არ აქვს, სხვაობა მაინც 0 იქნება გრაფიკაში. SSAA - Off, SSAA - 4X დავტესტე, სხვაობა 0. 4Kზე ბლური ემატება საშინლათ და ძალაინ ფუჭდება გამოსახულება. სხვა მხრივ FHD ექსტრა სეთინგებზე მშვენივრათ გამოიყურება.
    1 point
  18. leonardoo, ეს ვერსია მაქვს. http://www.rutor.org/torrent/388712/call-of-duty-advanced-warfare-digital-pro-edition-2014-pc-repack-ot-seyter ტექსტურებს რაც აფუჭებს გიომ დაწერა უკვე აი ნახე გიოს პოსტი და მიხვდები.
    1 point
  19. Call of Duty Advanced Warfare Blur ჩართული მაქვს და ცოტა გადღაპნილი კადრები თუ იქნება ბოდიშით
    1 point
  20. მეორეთ და ვითუმეტეს მესამეთ არასდრო მომდომებია არაფრის თამაში :დ ყველა თამაში ერთჯერადია ჩემთვის :დ მოსაბეზრებელია ერთი დაიგივე, თან რომ იცი რა ხდება.
    1 point
  21. აქამდე ნოკია რო ეწერა კიდე შეიძლება გეყიდა კაცს , მაინც ან ნოსტალგიის ან რამე ეგეთის გამო , ახლა მაიკროსოფტი რო აწერია ვაბშე პრატივნი გახდა :| რატო მოკლეს პროსტა ასეთი ბრენდი :| გადასულიყვნენ ეს ჩემის მოტ##ლები ანდროიდზე :| ნოკიას ყოფილო CEO შენი ...... ......
    1 point
  22. ფილიფსის მეოთხე თაობის ემბილაით დემონსტრაცია... მარტლაც რომ შთამბეჭდავია თუმცა ვიტყოდი მოსაბეზრებელი... https://www.youtube.com/watch?v=zKJ2-CCwBHs
    1 point
  23. ამაზეა გასემპლული ორივე და ორივე ძალიან მაგარია
    1 point
  24. ამ თამაშის გამოსვლის თარიღს უკვე მალე დაასახელებენო http://shazoo.ru/2014/11/02/25817/datu-reliza-the-division-obyavyat-uzhe-skoro
    1 point
  25. ჰა აბა ვის გაქვთ 3770k და რაზგონი არ გაინტერესებთ მადლი ქენით და გაუცვალეთ ამ კაცს პროცესორი UPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPP
    1 point
  26. დღეს ახალი სოლო ჩავწერე, Ozzy Osbourne-ის Mama, I'm Coming Home-ის სოლო: https://www.youtube.com/watch?v=YLICZQfps1Q&list=UUZqkZG9KWWWCSc8MM0idXWQ
    1 point
  27. ეს თამაში ძველი ფანატებისთვის არისო და ნომრიანი ვერსიები ეკშენის მოყვარულთათვისო http://www.gametech.ru/news/42888/
    1 point
  28. ახალი დეტალები http://gamemag.ru/news/novie-podrobnosti-resident-evil-revelations-2-99749 ვითომ გაამართლებს თუ წინებივით 70-75% დონის იქნება უფრო
    1 point
  29. მოგესალმებით ჩემო თანაფორუმელნო. როგორც მოგეხსენებათ გაზაფხულის შუა რიცხვებია უკვე, ნელ-ნელა მზის სხივები უფრო და უფრო გვათბობენ, დილით ფანჯარაში გახედვა გვიხარია(იშვიათად მაგრამ მაინც ) ხოდა ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო წინა კვირაში მოვილაპარაკეთ, რომ შაბათს აუცილებლად გავხსნიდით გამყინვარების სეზონს... მოლაპარაკების მომენტში დამავიწყდა, რომ შაბათს ჩემი დაბადების დღე იყო, ხოდა კაი აზოტის ოციანით ჩავთვერით ჯიტეკში (ნუ 17-იანი იყო, თუმცა ოციანი უფრო კარგად ჟღერს ) როგორც ყოველთვის გამოჩნდა რაღაც პრობლემები. დავურეკეთ ბატონ ჰანის და გუდაურში აღმოჩნდა, მასთან სახლშიც არავინ იყო... ვრჩებოდით დიუარის გარეშე. მაგ დროს გაგვახსენდა ბატონი ალეკო28 (ახლა უკვე 33 თუ 34 ) ვესაუბრეთ ალეკოს და დიუარიც აღმოაჩნდა, ნეოპრინიც და თერმოსებიც. გამოგვიარა ბატონმა ალეკომ, გამოგვიტანა დიუარი და სტუმარ კაცს ისე როგორ გავუშვებით არ დაგვეპატიჟებინა, ხოდა ალეკოც დაგვთანხმდა. (ეჭვი მაქვს თვითონაც მოენატრა თხევადი აზოტის გემო ) მოვიტანეთ აზოტი და შევუდექით საქმეს როგორც გვეგონა არც ისე ადვილად გამოვიდა საქმე. ბოლო ბოლო მხეცი გვყავდა შეპყრობილი. თავზე დავადგით ცნობილი მომთვინიერებლის კინგფინის მიერ შექმნილი საწამებელი იარაღი მივაწოდეთ აზოტი და დაიწყოოოო... თავიდან საკმაოდ გაჯიუტდა, თუმცა ნელ-ნელა ვუმატებდით ვოლტებს, ვუმატებდით და ვუმატებდით, ამავდროულად უფრო და უფრო ვზრდიდით ტემპერატურას(დაბლა ) და საბოლოოდ უქოლდბაგო და სტაბილური პროცესორი მივიღეთ -102 გრადუსზე... რამაც საკმაოდ დაგვწყვიტა გული... რადგან მაღალი შედეგების მისაღებად უფრო დაბლა ჩასვლაა საჭირო... არაა გამორიცხული ქოლდბაგი დედაპლატასაც გამოეწვია, რადგან საშუალო დონის დედაპლატასთან გვქონდა საქმე, რომელიც უფრო სახლისთვისაა გათვლილი ვიდრე ექსტრემალური რაზგონისთვის... ასე თუ ისე პირველი მცდელობა არც ისე ცუდი გამოგვივიდა... შედეგები: მაქსიმალური სიხშირე: 5930 Mhz http://valid.canardp....php?id=1773322 Fritz-ზე და სუპერ პი-ზე დიდად თავი არ მოგვიკლავს + დროის პრობლემა იყო, გიგა(ჯიტეკის გიგა) ჩვენ გამო იჯდა იქ... რისთვისაც დიდ ბოდიშსა და მადლობას ვუხდით არაზგონ,აჩხაკუნ,ასხამ,საუბრო-(ე)ბდნენ და კიდევ ბევრ რაღაცებს შვებოდნენ: Zarala ეგრეთ წოდებული რიპ და კიდევ უფრო ეგრეთ წოდებული ილია ბატონი გიორგი. ნუ თვითონ კი ამბობს მე მაგიდა ვარო, მაგრამ რამდენად ჰგავს მაგიდას თქვენ განსაჯეთ ბატონი ალეკო28(ზემოთ როგორც ავღნიშნეთ ახლა უკვე 33 ან 34 ) განსაკუთრებული მადლობა მას. მის გარეშე ალბათ ვერ მოვახერხებდით ამ სესიის მოწყობას ბატონი ოკელა. (ოკელა ალბათ იმიტომ რომ Yes Man-ს უყურა და მაგის შედეგ ყველაფერზე ოკოკ-ს ამბობს ) ხოდა ესეც მე, თქვენი მონა და მორჩილი ხან ანუბისა და აბუნისა ესეც დანარჩენი ფოტოები, ცოტა ჩასხმა, ცოტა გართობა, ცოტა კოკა კოლა და ბეეეეეეეეეეეეეეეევრი აზოტი პ.ს. დიიიდი მადლობა ყურადღებისთვის, მიყვარხართ ყვეელაააა (ნიჭიერში რო გოგო გაიჩითა ისეთი ხმით ) განსაკუთრებული მადლობა gITec-ს რადგან ეს ყველაფერი შედგა ჩვენი სპონსორის კონტროლირებად ტერიტორიაზე
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.