Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/31/14 in all areas

  1. მეცნიერებმა ეგვიპტური პირამიდების მშენებლობის საიდუმლო ამოხსნეს. ირკვევა, რომ მრავალტონიანი ქვები პირამიდების კონსტრუქციაზე ატვირთა შოთო სიხარულიძემ.
    3 points
  2. აი, ამდენი ხნის მანძილზე ამ სტატიას გვერდს ვუვლიდი და თვალს ვარიდებდი, ეგებ ვინმე სხვამ მოიკრიბოს გამბედაობა და ამ საშინელ შრომას ამარიდოს-მეთქი... მაგრამ სამწუხაროდ ეს ტვირთი მაინც მე მხვდა წილად. დღეს, ანუ როცა ამ სტატიის წერას ვიწყებ, სოსო ექიმმა მომცა შესაბამისი ლინკი და როგორც ჰოლივუდურ ფილმებში იტყვიან, "This is your destiny"-ო მითხრა . ასე რომ სხვა გზა არ დამრჩენია, გთავაზობთ სტატიას ცენტრალურ პროცესორზე... ----------------------------------------------------------------------------------------------------- 1. ორი სიტყვა ისტორიიდან ალბათ ბევრი წამოიყვირებს "ენიაკიო"... არა, რათქმაუნდა ჩვენს En1aC-ს არაფერს ვერჩით, პირველ კომპიუტერ ენიაკს ვგულისხმობთ... თუმცა მას პროცესორს ვერ დავარქმევ, ეს "რადიოლამპებზე" აწყობილი უზარმაზარი კალკულატორი უფროა, რომელიც საარტილერიო გათვლებისთვის შექმნეს, ვიდრე კომპიუტერი და მით უფრო - პროცესორი. რატომ? იმიტომ, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული გამოთვლების შესასრულებლად "კომპიუტერის" ოპერატორი უნდა ამდგარიყო, გამოეძრო გარკვეული კაბელები აი ამ მოწყობილობიდან: და შეეერთებინა სხვაგან... ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს პროგრამის შემსრულებელი მოწყობილობა კიარა უაზრმაზარი კარადაა, რომელსაც გამრავლებიდან გაყოფაზე გადასვლა არ შეუძლია ადამიანის დახმარების გარეშე . ამიტომ მას CPU-ს სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული. პირველი "ცენტრალური პროცესორი" კი 1951 წელს შექმნილი UNIVAC I გახლავთ. აი მისი ერთ-ერთი ფრაგმენტის ფოტო: ეს კი მთელი კომპიუტერის მაკეტია: მართალია ამ კომპიუტერს მხოლოდ მარტივი გამოთვლების შესრულება შეეძლო, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიდი საინჟინრო კალკულატორი გახლდათ, მაგრამ ოპერაციების შესაასრულებლად ოპერატორებს არ სჭირდებოდათ "უნივაკის" შიგნეულობაში ნაწლავების გადაადგილება, ან სხვაგვარი ჩხიკინი. ისინი წყნარად ისხდნენ თავიანთ ადგილებზე და თვალყურს ადევნებდნენ კალკულაციებს (სწორედ ამ დროიდან "კომპიუტერშიკებს" ღიპი დაედოთ და დუმა გაუსქელდათ. გაუმარჯოს ცხოვრების ჯანსაღ წესს!). ალბათ დაგაინტერესებთ ამ კომპიუტერის მახასიათებლები არა? ჰოდა აი ისინიც: კომპიუტერს 5200 ვაკუუმური ტუბი, მარტივად რომ ვთქვათ, "რადიოლამპა" ჰქონდა. დაახლოებით ასეთი: იწონიდა 13 ტონას (არა, თვალები არ გატყუებთ), მოიხმარდა 125 კილოვატ ენერგიას და წამში ასრულებდა 1905 გამოთვლას. უი კინაღამ დამავიწყდა, ტაქტური სიხშირე 2.25 მეგაჰერცს უდრიდა. ახლა რაც შეეხება მეხსიერებას (არა ოპერატიულს, არამედ ინფორმაციის მატარებელს), იგი 1000 სიტყვისგან შედგებოდა. სიტყვები 100 ცალ 10-რეგისტრიან "ვერცხლისწ#$%ს მილაკისგან" შექმნილ მეხსიერებაში ინახება. არ ვიცი ეს რა ტექნოლოგიაა, ან როგორ მუშაობს, უბრალოდ სურათს გთავაზობთ: ჰო მართლა, ოპერატიული მეხსიერებას ე.წ. "უილიამსის ტუბი" წარმოადგენდა: ახლა ტვინი ამიდუღდება ამის მოქმედების პრინციპის მოყოლით და არც CPU-ს სტატიაშია ამისი ადგილი, თუ ოდესმე მეხსიერების ისტორიაზე დავწერე სტატია, მასში მიმოვიხილავ. ერთს ვიტყვი მხოლოდ, თითო ასეთ ტუბს 500-1000 ბიტი, ანუ 62.5-125 ბაიტი მეხსიერების ჩატევა შეეძლო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ოპ. მეხსიერების თითო ასეთი მოდული მოდული მაქს. 125-ბაიტიანი იყო (შეგახსენებთ, ახლა უკვე გიგაბაიტებს ითვლიან მოდულები). შემდეგი ეტაპი უკვე კომპანია International Business Machines-ის შემოქმედების ნაყოფი - IBM 704 (1952) გახლდათ: ეს კომპიუტერი იმიტომ მოხვდა ჩვენს სტატიაში, რომ მის პროცესორს მარტივი გამოთვლების ერთეულის გარდა უკვე FPU (იხ. ქვემოთ) გააჩნდა და რაც არანაკლებმნიშვნელოვანია, ერთ სამუზეუმო ეგზემპლარად არ დარჩენილა - "სერიულ" წარმოებაში ჩაუშვეს. რათქმაუნდა ამ ორი კომპიუტერით და მათი პროცესორებით არ შემოიფარგლება მთელი ისტორია და 50-იანი წლები - 60-იანების დადგომისთვის უკვე საკმაოდ ბევრი კომპიუტერი არსებობდა, მაგრამ მათ ყველას ერთი დიდი ნაკლი ჰქონდათ - აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატები და I/O (ინფორმაციის შეშვება-გამოშვება) პრინციპები ჰქონდათ. ანუ იმას, რასაც UNIVAC-ის პროცესორს უპრობლემოდ მიაწვდიდით, ვერანაირად ვერ "წააკითხებდით" ვერც IBM 704-ს, ვერც BINAC-ს, ვერც IBM 650-ს და საერთოდ ვერაფერ სხვას... ეს კარგად იცოდნენ IBM-ში და 1962 წელს შექმნეს "System/360": ეს გახლდათ "რეფერენს-კომპიუტერი" - ხელსაწყო, რომელიც ან სხვა კომპიუტერზე უნდა შეგეერთებინათ, ან უნდა მოგეხდინათ გარკვეული ოპერაციების ემულაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ასრულებდა იგი სრულყოფილად მასში დაპროგრამებულ ბრძანებათა სისტემას (იხ. ქვემოთ). დღესდღეობით ამას მეცნიერულ ენაზე "CISC - Complex instruction set computer" ეწოდება (იხ. ქვემოთ). როგორც ვატყობ ჩემი სტატია ნელ-ნელა კომპიუტერების ისტორიას ემსგავსება და არა პროცესორისას. ამიტომ შევამოკლოთ, დედმამიშვილების სადღეგრძელოც გამოვტოვოთ (მაინც არ მე მყავს და არც ჩემს კომპს) და გადავიდეთ სხა, უფრო მნიშვნელოვან საკითხზე. საქმე იმაშია, რომ ადამიანისგან განსხვავებით (რომელიც "გრძელი და დიდი"-სკენ მიისწრაფვის) კომპიუტერი პატარა და კომპაქტური ჯობია იყოს. რათქმაუნდა ვაკუუმ-ტუბების ხანაში ეს ძნელადმოსახერხებელი იყო, მაგრამ ტრანზისტორის გამოჩენის და დაპატარავების შემდეგ ყველაფერი გამარტივდა და კომპიუტერი ოთახის ზომიდან კარადის ზომამდე "მიიწრიტა". აი მაგალითად DEC PDP-11, რომელიც 1964 წელს გამოვიდა: ეს კი მისი პროცესორი, "მაგნიტურმილაკებიანი მეხსიერება" და "გარე სალტეა". ყველაფერი ერთად: მაგრამ ამ კომპიუტერშიც ყველაფერი დისკრეტულ სისტემაზე იყო აგებული. "დისკრეტული" იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ელექტრულ სქემაში მხოლოდ ერთი ძირითადი კომპონენტი შედიოდა. ამ შემთხვევაში - ტრანზისტორი. მაგრამ გავიდა კიდევ 7 წელი და თქვენთვის კარგად ნაცნობმა AMD-სთვის ავადსახსენებელმა Intel-მა შექმნა პირველი ინტეგრირებული მიკროპროცესორი - Intel 4004: ინტეგრირებული იმას ჰქვიან, რომ თითოეულ ელექტრულ სქემაში რამდენიმე ტრანზისტორია გაერთიანებული. მართალია ეს მიკროპროცესორი არა კომპიუტერებისთვის, არამედ კალკულატორისთვის შეიქმნა (კონკრეტულად იმისთვის, რომელიც სურათზეა - Busicom 141-PF) და მხოლოდ არითმეტიკულ ოპერაციებს ასრულებდა, მაგრამ მაინც დიდ ტექნოლოგიურ გარღვევად იქცა. მას შემდეგ ტექნოლოგია სწრაფად განვითარდა, Intel-მა ცურცლებივით სწრაფად მიაყარა მომხმარებლებს 8088, 80286, 80386 და 80486, შემდეგ 80586, რომლის "5"-იანიდანაც წამოვიდა სიტყვა "პენტიუმ", ანუ "მეხუთე თაობის". ქვედა ცხრილში თქვენ ხედავთ ინტელის პირველი პროცესორების მახასიათებლებს: მგონი აქ ყველაფერი გასაგებია MIPS-ის გარდა. იგი იშიფრება, როგორც millions of instructions per second, ანუ "მილიონი ბრძანება წამში". ეს მონაცემი დიდადაა დამოკიდებული ტაქტურ სიხშირეზე. ახლა რაც შეეხება პროცესორის ლოგიკას... არა, ჯერ ის უნდა გკითხოთ, ლოგიკურად აზროვნებს თუარა პროცესორი?.. 2. მარტივი შემადგენლები მიკროპროცესორი გარკვეული ბრძანებების შესაბამისად მოქმედებს. არსებობს 3 ძირითადი მოქმედება: 1. შეკრება/გამოკლება/გამრავლება/გაყოფა. ეს ოთხოვე მოქმედება ერთ მოქმედებად მოიაზრება და მას "ALU" (Arithmetic/Logic Unit) ასრულებს. 2. მონაცემთა გადაადგილება ერთი მეხსიერებიდან მეორეში. 3. გადაწყვეტილების მიღება და მის შედეგად სხვა ბრძანებების შესრულებაზე გადასვლა. ამ 3 ძირითადი მოქმედების შესაბამისად $#^#(|ადოთ და დავხატოთ უმარტივესი პროცესორის ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტი: ამ პროცესორს აქვს შემდეგი კომპონენტები: Address bus - სამისამართო სალტე (8, 16 ან 32 ბიტიანი), რომელიც მეხსიერებას აწვდის მისამართს. Data bus - მონაცემთა სალტე (8, 16 ან 32 ბიტიანი), რომელიც გზავნის და იღებს მონაცემებს მეხსიერებიდან. RD და WR (ჩაწერა/წაკითხვა) არხები, რომელიც მეხსიერებას აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, მეხსიერების წაკითხვა სურს თუ ჩაწერა. Clock line - ტაქტის არხი. არხი, რომელიც პროცესორს ტაქტურ სიხშირეს აწვდის. Reset line - გაუქმების არხი. არხი, რომელიც აუქმებს მონაცემებს და თავიდან იწყებს გამოთვლას. ახლა რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს... A, B და C რეგისტრები მარტივი ჩამკეტები არიან. მისამართის ჩამკეტიც მარტივი ჩამკეტია. პროგრამის მთვლელი არის ჩამკეტი, რომელსაც შეუძლია ჩაკეტვების დათვლა და საჭიროების შემთხვევაში ათვლის ახლიდან დაწყება. ALU შეიძლება იყოს როგორც მარტივი 8-ბიტიანი შემკრები (ანუ შეკრების ოპერაციის შემსრულებელი), ასევე შეკრება/გამოკლება/გამრავლება/გაყოფის შემსრულებელი. ასევე 8-ბიტიანი. გადამოწმების რეგისტრში (გრაფიკზე - "შემოწმება") ინახება ALU-ში შესრულებული ოპერაციების შედეგები, რათა ისინი შემდგომში სიზუსტეზე გადამოწმდეს. "3-state" ბუფერები ატარებენ ორობითი სისტემის 1-ს, 0-ს, ან არცერთს. გამოიყენება ინფორმაციის გამტარებად. ბრძანებათა რეგისტრი და დეკოდერი ყველა დანარჩენი კომპონენტის კონტროლს ახდენს. მეხსიერება თუკი მარტივ კომპონენტებს კარგად გავართვით თავი, ახლა მეხსიერებასაც მივხედოთ. პროცესორის ძირითადი "გამავალი" კომპონენტები, ანუ ისინი, რომლებიც გრაფიკზე ისრებითაა აღნიშნული, პირდაპირ უკავშირდება მეხსიერებას, RAM-ს, ან ROM-ს. უფრო ხშირად კი ორივეს ერთად. ჩვენს პროცესორში პირობითად გვაქვს 8-ბიტიანი სამისამართო და მონაცემთა სალტეები. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესორს შეუძლია 256 ბაიტი ინფორმაციის გადამისამართება (ანუ 2-ის მერვე ხარისხი) და 8 ბიტი ინფორმაციის წაკითხვა/ჩაწერა. ახლა ჩავთვალოთ, რომ პროცესორს აქვს 128 ბაიტი ROM მეხსიერება (256 ბაიტიანი მეხსიერების 0-128 მონაკვეთში) და 128 ბაიტი RAM მეხსიერება (128-256 მონაკვეთში). იმედია უკვე იცით, რომ ROM (read-only memory) არის წინასწარდაპროგრამებული არარედაქტირებადი მეხსიერება და როდესაც პროცესორის RD არხი იცვლის მდგომარეობას (ანუ მოითხოვს ინფორმაციის წაკითხვას), ROM მეხსიერება აწვდის მას "თავის თავში" შენახულ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. მესმის, რომ რთულია და აბდა-უბდაა, მაგრამ იმედია რამეს დაიმახსოვრებთ RAM (random-access memory) მეხსიერება კი რედაქტირებადი მეხსიერებაა, ამიტომ მასზე წვდომა როგორც RD, ასევე WR არხებს შეუძლიათ. RAM-ის ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ მასში მოთავსებული ინფორმაცია ენერგიის გათიშვისთანავე "ორთქლდება". სწორედ ამიტომ კომპ. ტექნოლოგიამ დღემდე ვერ მოიშორა თავიდან ROM. 3. ბრძანებები ისეთ მარტივ პროცესორსაც კი, როგორიც ჩვენი განსახილველი მაგალითია, საკმაო რაოდენობის ბრძანებები აქვს. მათ აქვთ გარკვეული "წონა", ან თუ გნებავთ სიდიდე, რომელიც ბიტებით იზომება. ადამიანებს თავიანთი დახშული გონების გამო არ შეუძლიათ ყველა ბრძანების დამახსოვრება (ან შეუძლიათ, ოღონდ ამას უზარმაზარ დროს მოანდომებენ), ამიტომ მათ გარკვეული აღნიშვნები შემოიღეს. აი მაგალითად რამდენიმე მათგანი: LOADA mem - "A" რეგისტრის დატვირთვა მეხსიერების მისამართიდან. LOADB mem - "B" რეგისტრის დატვირთვა მეხსიერების მისამართიდან. CONB con - მუდმივი მნიშვნელობის "B" რეგისტრიში ჩატვირთვა. SAVEB mem - "B" რეგისტრის მონაცემის მეხსიერებაში დამახსოვრება. SAVEC mem - "C" რეგისტრის მონაცემის მეხსიერებაში დამახსოვრება. ADD - A და B მონაცემის შეკრება და C მონაცემის სახელით შენახვა. SUB - A-სთვის B-ს გამოკლება და C-დ შენახვა. MUL - A და B გადამრავლება და ნამრავლის C-დ შენახვა. DIV - A-ს B-ზე გაყოფა და C-დ შენახვა. COM - A და B-ს ურთიერთშედარება და გადამოწმების რეგისტრში შენახვა. JUMP addr - მისამართზე გადასვლა. JEQ addr - მისამართზე გადასვლა, თუკი შედეგები ტოლია. JNEQ addr - მისამართზე გადასვლა, თუკი შედეგები არ არის ტოლი. JG addr - მისამართზე გადასვლა, თუ შედეგი საჭიროზე მეტია. JGE addr - მისამართზე გადასვლა, თუ შედეგი საჭიროს ტოლია, ან მეტია მასზე. JL addr - მისამართზე გადასვლა, თუ შედეგი საჭიროზე ნაკლებია. JLE addr - მისამართზე გადასვლა, თუ შედეგი საჭიროს ტოლია, ან მასზე ნაკლებია. STOP - გამოთვლის შეჩერება. აწყობის ენა სპეციალური პროგრამის, C compiler-ის დახმარებით შესაძლებელია მიკროპროცესორის "აწყობის ენის" შექმნა. თუკი ვივარაუდებთ, რომ 256-ბიტიან მეხსიერებაში 0-128 უჭირავს ROM-ს, ხოლო 128-256 - RAM-ს, მაშინ ჩვენი პროცესორის აწყობის ენა შემდეგნაირი იქნება: // Assume a is at address 128 // Assume F is at address 129 0 CONB 1 // a=1; 1 SAVEB 128 2 CONB 1 // f=1; 3 SAVEB 129 4 LOADA 128 // if a > 5 the jump to 17 5 CONB 5 6 COM 7 JG 17 8 LOADA 129 // f=f*a; 9 LOADB 128 10 MUL 11 SAVEC 129 12 LOADA 128 // a=a+1; 13 CONB 1 14 ADD 15 SAVEC 128 16 JUMP 4 // loop back to if 17 STOP მაგრამ ამ ყველაფერს პროცესორის ROM-ში თავ-თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, მაგალითად ასე უნდა იყოს დახარისხებული: LOADA - 1 LOADB - 2 CONB - 3 SAVEB - 4 SAVEC mem - 5 ADD - 6 SUB - 7 MUL - 8 DIV - 9 COM - 10 JUMP addr - 11 JEQ addr - 12 JNEQ addr - 13 JG addr - 14 JGE addr - 15 JL addr - 16 JLE addr - 17 STOP - 18 ამ რიცხვებს "opcode" ეწოდება. ოპკოდების გათვალისწინებით ჩვენი გამოთვლა უკვე ასეთ სახეს მიიღებს: // Assume a is at address 128 // Assume F is at address 129 Addr opcode/value 0 3 // CONB 1 1 1 2 4 // SAVEB 128 3 128 4 3 // CONB 1 5 1 6 4 // SAVEB 129 7 129 8 1 // LOADA 128 9 128 10 3 // CONB 5 11 5 12 10 // COM 13 14 // JG 17 14 31 15 1 // LOADA 129 16 129 17 2 // LOADB 128 18 128 19 8 // MUL 20 5 // SAVEC 129 21 129 22 1 // LOADA 128 23 128 24 3 // CONB 1 25 1 26 6 // ADD 27 5 // SAVEC 128 28 128 29 11 // JUMP 4 30 8 31 18 // STOP იმედია საქმეში განსაკუთრებით გარკვეულები დაინახავთ, რომ აწყობის ენის 18 ხაზი გადაიქცა ROM-ის 32 ბაიტად. ახლა არ დაიწყოთ რა გაუგებრად გიწერია, ან შეცდომით გაქვსო! თუ შეცდომით მაქვს მე რას მიცდიდით ამის დაწერაზე, კეთილი გენებათ და თავად დაგეწერათ ეს სტატია! ვახ! . მოცემული ინფორმაცია კოდირებულია, ამიტომ მის "გასაგებად" პროცესორს ინფორმაციის დეკოდირება სჭირდება. მოდით მაგალითად ავიღოთ "ADD" ბრძანება და ვნახოთ რა არის საჭირო მის შესასრულებლად: როგორც იცით, პროცესორს ტაქტური სიხშირე აქვს. ტაქტის პირველ ციკლში გვჭირდება ბრძანების ჩამოტვირთვა. ამისათვის საჭიროა: 1. პროგრამული მთვლელის 3-state ბუფერის აქტივაცია. 2. RD არხის აქტივაცია. 3. 3-state ბუფერში ინფორმაციის შეშვების აქტივაცია. 4. ბრძანებათა რეგისტრში ბრძანების "ჩაკეტვა". ტაქტის მეორე ციკლში "ADD" ბრძანება დეკოდირდება. საამისოდ: 1. ALU-ს ოპერაცია "შეკრება"-ს აქტივაცია. 2. ALU-ს გამოსასვლელის C რეგისტრში ჩაკეტვა. ტაქტის მესამე ციკლში პროგრამული მთვლელის მონაცემი იზრდება (ეს არ ვიცი რას ნიშნავს) და გადამუშავდება. აი ასე "მარტივ მამრავლებად" იშლება პროცესორების მიერ შესასრულებელი თითოეული ბრძანება. "ADD" ბრძანებას 3 ტაქტური ციკლი სჭირდება, სხვა, უფრო რთულ ბრძანებებს 5-6 ციკლი, მაგრამ მადლობა ღმერთს მათი აქ გარჩევა არ მიწევს. 4. წარმადობა ამ თავში არამხოლოდ წარმადობას, არამედ საერთოდ რაც პროცესორის წარმადობას ეხება, იმასაც შევიტან. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მერე არ თქვათ "ეგ წარმადობის ნიშანი კიარა ფიზიკური ნაწილიაო". ტრანზისტორების რაოდენობა. იგი პირდაპირ გავლენას ახდენს პროცესორის წარმადობაზე. ფაქტობრივად პროცესორი ტრანზისტორებისგან შედგება და ვითომ რატომ არ იქონიებს გავლენას აა? ტრანზისტორების რაოდენობა აგრეთვე ახდენს გავლენას პარალელობაზე. მოდით ვნახოთ რა არის პარალელობა. ის, რასაც სურათზე ხედავთ არ არის პარალელობა. ეს არის უმარტივესი პროცესორის მიერ შესრულებული სამი გამოთვლა (ე.წ. სუბსკალარული). ამ შემთხვევაში თითო გამოთვლას ტაქტის ხუთი ციკლი დასჭირდა. ალბათ ხვდებით, რომ წარმადობის მხრივ ეს სულაც არ არის მომგებიანი, რადგან სანამ ერთი გამოთვლა შესრულდება, CPU-ს სხვა გამოთვლები "რიგში დგანან" და პენსიის რიგში მომლოდინე მოხუცებივით ალბათ ჩხუბობენ კიდეც "არა მე წავალ წინ, არა მეო". მათ მოსაწესრიგებლად პროგრამისტებმა შექმნეს ე.წ. "ბრძანებათა დონეების დაპარალელება" (Instruction level parallelism). მისი ქრესტომათიული მაგალითი ასე გამოიყურება: სადაც IF=Instruction fetch (ბრძანების მიღება), ID = Instruction Decode (ბრძ. დეკოდირება), EX = Execute (შესრულება), MEM = Memory access (მეხსიერების წვდომა), WB = Register write back(ჩაწერა). ასეთ დაპარალელებას "სკალარული" ეწოდება. ხოლო ისეთს, როგორსაც ქვედა სურათზე ხედავთ, "სუპერსკალარული": ამ შემთხვევაში, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ორჯერ მეტი ბრძანება სრულდება... Intel Pentium-ს ორი სუპერსკალარული "ALU" (იხ. ზემოთ) გააჩნდა, რომელთაც მართალია შეეძლოთ ტაქტის ერთ ციკლში ერთი გამოთვლის შესრულება, მაგრამ სამწუხაროდ პროცესორის FPU-ს არ ჰყოფნიდა საამისოდ სიმძლავრე. შეგნებულად ვუვლი გვერდს Multithreading-ს, მასზე სხვა დროს დავწერ ცალკე სტატიას. საკმაოდ შრომატევადი მასალაა და იმიტომ. ახლა მივუბრუნდები ორი ხაზით მაღლა ნახსენებ "FPU"-ს. თავად ამის თარგმნა ჩემთვის ურთულესი აღმოჩნდა. ბოლოს შევჩერდი "მოძრავ წერტილზე", თუმცა ჩვენში მაინც FPU-ს დავარქმევ. FPU, ანუ Floating-Point Unit არის CPU-ს შემადგენელი სპეცკომპონენტი, რომელსაც ევალება ათწილადის აღმნიშვნელი მოძრავი წერტილის რიცხვებზე მანიპულირება. ვერ ხვდებით ალბათ რანაირ რიცხვებს ვგულისხმობ. აი ასეთს: 1.234567, 12.34567 123.4567 0.00001234567 1.234567000000000 და ა.შ. არ მოგატყუოთ რიცხვებმა. იცით რამდენი კომბინაცია შეიძლება იყოს? უამრავი. და რაც უფრო მძლავრი FPU ექნება მიკროპროცესორს, მით სწრაფად გაიანგარიშებს იგი ყველა მათგანს. სხვათაშორის კომპიუტერის გამოთვლითი სიმძლავრის აღმნიშვნელი ტერმინი "FLPOS" სხვა არაფერია, თუარა "FLoating point Operations Per Second", ანუ წამში გადამუშავებული "მოძრავწერტილიანი" რიცხვების რაოდენობა. მოდით ახლა მოვრჩეთ ამ მაიმუნობებს, რადგან მართლა ძალიან დავიღალე... შევამოკლოთ სადღეგრძელოები და გადავხტეთ ბოლო პუნქტზე... 5. მიკროარქიტექტურა მიკროარქიტექტურა (µarch ან uarch) არის მიკროპროცესორისთვის ბრძანებათა სისტემის მინიჭების მეთოდი, ან თუ გნებავთ, სქემა. მიკროარქიტექტურაზეა დამოკიდებული ჩიპის ფიზიკური ზომა, ფასი, ენერგომოხმარება, ლოგიკის სირთულე და ა.შ. ანუ ფაქტობრივად ყველაფერი. რაც შეეხება ასე პოპულარულ "nm"-ს, ეს გახლავთ ნანომეტრი, ანუ მეტრის მემილიარდედი, ხოლო ფრაზა "პროცესორი დამზადებულია 40nm ტექნოლოგიით" ნიშნავს, რომ პროცესორში შემავალი ტრანზისტორებიდან ნებისმიერის ზომა 40 ნანომეტრია. რათქმაუნდა რაც უფრო პატარაა ტრანზისტორი, მით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, მით ნაკლებ სითბოს გამოყოფს და მით მეტი დაეტევა გარკვეული ზომის PCB-ზე. მაგრამ სამწუხაროდ მცირე ზომას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს - დამზადების სირთულე. წარმოიდგინეთ, რომ პროცესორის დამზადება უნდა ხდებოდეს ჰერმეტულ, სტერილურ გარემოში, რადგან თუკი ჩიპს მტვრის ნაწილაკი დაეცემა (რომელიც თქვენი ხელისთვის ან ფილტვებისთვის არაფერია), მან შეიძლება ერთი ან რამდენიმე ტრანზისტორი დააზიანოს. შედეგად ჩიპი დეფექტური გამოვა... მგონი ხვდებით რასაც ვამბობ... ახლა კი მომიტევეთ, მეტს ვეღარ გავაგრძელებ. ვგეგმავდი ორი მიკროარქიტექტურის განხილვას თქვენთან ერთად, მაგრამ ამას უკვე ცალკე ტოპიკი დაეთმობა. ასე აჯობებს ჩემი დაღლილი თითებისთვისაც და თქვენი ზარმაცი ტვინებისთვისაც პატივისცემით, მიხეილ რ.
    2 points
  3. 4 ნოემბერს საქართველოს მარეგულირებელი კომისია აუქციონზე გასაყიდად 800-იან სიხშირეს გაიტანს, რომელიც მეოთხე თაობის ე.წ. LTE ტექნოლოგიების დასანერგად გამოიყენება. ის ოპერატორები კი, რომლებსაც შესაბამისი სიხშირეები უკვე გააჩნიათ (მაგთი, ჯეოსელი) და ახალი ლიცენზიის შესყიდვას არ საჭიროებენ, რესურსის მოდიფიკაციას განახორციელებენ. LTE ქსელის მოწყობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 200-250 მილიონი ლარი ღირს. ამას დამატებული ლიცენზიის ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს საკმაოდ დიდი თანხების მობილიზება მოუწევთ. როგორც კომპანია ,,ბილაინში“ აცხადებენ, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს იმისთვის, რომ მეოთხე თაობის ინტერნეტს მომზადებულები შეხვდნენ. ,,მომსახურების გაშვების ზუსტი თარიღი აუქციონის შემდეგ გვეცოდინება. საფასო პოლიტიკაზე საუბარი ნაადრევია,რადგან არ ვიცით მეოთხე თაობის ინტერნეტის ლიცენზიის ღირებულება’’ - აცხადებს ,,ზეტთან’’ საუბარში ,,ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ბაღდავაძე. კომპანია ,,მაგთიკომში“ აცხადებენ, რომ მათ ოფისებში დღეს უკვე შესაძლებელია Samsung-ის და Huaway-ის 4G სმარტფონების შეძენა. კომპანიის ოფისებში 4G ქსელის მხარდაჭერით ტელეფონების რიცხვი 2015 წლის მანძილზე პერმანენტულად გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში აქამდე მხოლოდ საქართველოში არ იყო 4G ტექნოლოგია დანერგილი. როგორც საქართველოს მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე ,,ზეტთან“ საუბარში ამბობს, ზაფხულში მიღებულმა კანონმა მისცათ შესაძლებლობა ეს პროცესი დაწყებულიყო. ამის გარეშე როგორც კომისია, ისე სატელეკომუნიკაციო კომპანიები საჭირო ცვლილებებს ვერ განახორციელებდნენ. ,,გადამწყვეტ ფაზაში შედის კომპანიების არსებული ლიცენზიების მოდიფიცირება, ეს პროცესი 4 ნოემბერს დასრულდება. სწორედ ამ პერიოდისთვის გამოცხადდება პირველი აუქციონი. დადგინდა ობიექტური ფასი ლიცენზიაზე და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული 4G ტექნოლოგიების ღირებულებაც.“ 4G - ეს არის მეოთხე თაობის საკომუნიკაცო სისტემა, რომელიც მის წინამორბედ 3G-ზე გაცილებით სწრაფია. მეოთხე თაობის ინტერნეტის დაფარვის პარალელურად მომსახურებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. წყარო: ZETI.GE პ.ს დრო იყო უკვე ამის გაკეთების. "რეგიონში ერთი ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდა 4G ტექნოლოგია!" ჯერ-ჯერობით ყველაფერი შეთანხმებული არ არის, რადგან 800 სიხშირიანი კავშირი არის გასაყიდი, მაგრამ ყველაფერს მალე გავიგებთ Adoption of LTE technology as of May 21, 2014. Countries and regions with commercial LTE service Countries and regions with commercial LTE network deployment on-going or planned Countries and regions with LTE trial systems (pre-commitment)
    2 points
  4. 100%-იანი ხარ. სულ ადრე კომპი როცა ვიყიდე ფილმებზე აი ეგ 24 fps-ს ეფექტი (არ ვიცოდი რას ნიშნავდა მერე გავიგე) მაგრად მიშლიდა ნერვებს, არაფერი არ ჩანს ხოლმე კამერა რო გაიწევა ან მსახიობი რო მოძრაობს და საშინელებაა მასე ყურება. აი 60 FPS-იან avatar_ს რო ვუყურე ძაან გაასწორა, თან ეგ native 60 FPS არ იყო. მერე რამდენიმე გზა ვნახე 60 FPS-ში ფილმების საყურებლად და ავარჩიე რომელსაც უკეთესი ეფექტი ქონდა და სულ მასე ვუყურებ ხოლმე 60 FPS-ში. გაცილებით უკეთესია.
    2 points
  5. Gogla1990, ისე მაგაში ვერ დაგეთანხმები. სულ სხვა ეფექტი აქვს 24 კადრს )) 60FPS-ით იმდენად ბუნებრივია რო აღარაა ისეთი კარგი საყურებელი ჩემთვის პირადად ))
    2 points
  6. მთავარი დოსიდან დაფლეშვისას არის ის რომ გვჭირდება ფლეშკა რომელიც DOS-ს ჩატვირთავს ანუ bootable ფლეშკის გაკეთება საჭირო და თანამედროვე საშუალებებით ეს უკვე ძალიან გამარტივდა გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ გირჩევთ ბიოსის დაფლეშვას !!! ზოგჯერ საჭირო ხდება მაზერის და ვიდეოს ბიოსის დაფლეშვა რისი გაკეთებაც შეიძლება ჩვეულებრივი ფლოპი დისკიდან თუმცა უკვე ხშირად არის შემთხვევა როცა ფლოპი საერთოდ არ გავქვს კომპიუტერზე და კიდევ მეორე პრობლემა ადრე ბიოსის ფაილები შედარებით მცირე ზომის იყო 256 KB მაგალითად თუმცა რაც დრო გადის ბიოსის ფაილების ზომამ საგრძნობლად მოიმატა და ზოგჯერ 1MB -საც აღწევს და ერთ ფლოპიზე DOS-ის ფალების და BIOS-ის ფაილის ჩატევა ვეღარ ხერხდება ! ბევრ თანამედროვე დედა დაფას აქვს საკუთარი დასაფლეში პროგრამა რომელიც ბიოსშია ინტეგრირებული და ასე წვალება საჭირო არ არის, შეგვიძლია ფლოპიზე ან ფლეშკაზე ჩავწეროთ მხოლოდ ბიოსის ფაილი, გადავტვირთოთ და ბიოსში გამოვიძახოთ დასაფლეში პროგრამა და შემდეგ ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ რა ხდება როცა დედა დაფას არ აქვს ასეთი პროგრამა?.. ან როცა გვინდა ვიდეო კარტის ბიოსის დაფლეშვა დოსიდან ? არის ალტერნატივა ორი ფლოპი დისკეტის გამოყენება ერთს დავაფორმატებთ როგორც DOS file system ავარჩევთ FAT შემდეგ მოვნიშნავთ თოლიას ("პწიჩკა") create MS-DOS startup disk და დავაჭერთ Start და ჩამტვირთავი დისკეტა მზად არის შემდეგ უკვე მეორე ფლოპიზე ჩავწერთ ბისოსი დასაფლეშ პროგრამას და ასევე დასაფლეში ბიოსის ფაილს რომლის სახელიც ასე გამოიყურება saxeli.rom AMI ბიოსის შემთხვევაში და saxeli.bin AWARD ბიოსის შემთხვევაში ვიდეო დაფების შემთხვევაში Nvidia-ს დაფლეშვისას გვინდა saxeli.rom ხოლო ATI-ს შემთხვევაში saxeli.bin თუ სახელი სხვა გაფართოებით არის უნდა გადავარქვათ სახელი შესაბამისად შემდეგ ჩავტვირთავთ სისტემას MS-DOS startup disk-ით ამოვიღებთ ფლოპის და ჩავდებთ გამზადებულ ფლოპის ბიოსის ფაილით და დასაფლეში პროგრამით და დაფლეშავთ ბიოსს ასე და ამგვარად: step 10 ბიოსის დაფლეშვა ფლოპიდან: (ნუ გეშინიათ ფლეშკაზეც ვიტყვი ) AMI ბიოსის შემთხვევაში AFUDOS ასეთი რამე უნდა ჩავწეროთ Command line-ში c:>afudos saxeli.rom /p /b /n /c /x (გაითვალსიწინეთ გამოტოვებული ადგილებიც) პროგრამას არქივში ქვია afudos4.23.exe სიმოლოების რიცხვი 8-ზე მეტია DOS-ს მეტი არ შეუძლია ხოდა იქ სახელი იქნება afudos~1.exe ამიტომ შესაყვანი ბრძანება ასე გამოიყურება c:>afudos~1 saxeli.rom /p /b /n /c /x ან გადაარქვით არქივში სახელი afudos4.23.exe-ს და დაარქვით უბრალოდ afudos.exe მაშინ ბრძანება ასეთი უნდა იყოს c:>afudos saxeli.rom /p /b /n /c /x AWARD ბიოსის შემთხვევაში AWARD c:>awdflash xxxxx.bin /py /sn /cd /cp /cc /cks /r პროგრამას არქივში ქვია Awd890.exe ამიტომ შესაყვანი ბრძანება ასე გამოიყურება c:>Awd890 xxxxx.bin /py /sn /cd /cp /cc /cks /r რომ გავარჩიოთ AMI ბიოსი გამოიყურება ასე ხოლო AWARD ბიოსი ასე მე მგონი არ აგერევათ ხოლო UEFI ბიოსი ასე გამოიყურება და მანდ დაფლეშვილს პრობლემა არ გექნებათ არც ვინდოუსიდან და არც ბიოსიდან თავისი უტილიტები აქვთ ყველა ახალ მაზერს დოსიდან, ვინდოუსიდან და მეზობლიდან რომ დაფლეშოთ მაგისთვისაც და საერთო არ გჭირდებათ ფლოპი და ფლეშკა Nvidia-ს ვიდეო დაფის დაფლეშვის შემთხვევაში გვჭირდება nvflash DOS-ის ვერსია ფლეშკაზე ან ფლოპიზე უნდა ჩავწეროთ არქივში არსებული ორივე ფაილი nvflash.exe და cwsdpmi.exe და ასევე დასაფლეში ბიოსი სანამ ახალი ბიოსით დაფლეშავთ შეინახეთ ძველი ბიოსი ბრძანებით nvflash -b zveli.rom (ან რა სახელიც გინდათ) ზუსტად ასე და ძველ ბიოსს შეინახავს. გაითვალისწინეთ რომ DOS-ში ნებისმიერ ფაილს უნდა ერქვას სახელი მაქსიმუმ 8 სიმბოლოთი გაფართოების წინ (გაფართოება არის exe, jpg, mp3, rom, bin, avi და ა.შ.) ანუ ფაილს შეგიძლიათ დაარქვათ 12345678.rom მაგალითად მაგრამ 123456789.rom-ს ვერ დაარქმევთ ჯერ შენიხავათ ძველ ბიოსს !!! nvfalsh -b zveli.rom მოკლედ შევინახავთ ძველ ბიოსს და მერე თუ დაცვა აქვს ბიოსს შეგვიძლია ბრძანებით nvflash --protectoff გამოვრთოთ დაცვა და ასევე კარგი იდეაა ძველი ბიოსის წაშლა ბრძანებით nvfalsh --eraseeeprom შემდეგ დაფლეშავთ ახალი ბიოსით ასეთი ბრძანებით nvflash -4 -5 -6 axali.rom ან რაც ერქმევა ახალ ბიოსს მთავარია 8 სიმბოლოზე დიდი სახელი არ ქონდეს !!! ამის შემდეგ რამოდენიმეჯერ ჩაგეკითხებათ და დაეთანხმებით კლავიატურაზე Y-ის დაჭერით. ბიოსი დაიფლეშება და გადაიტვირთება თუ ჩაირთო ეკრანი გამოდის ყველაფერი რიგზეა ATI-ს ვიდეო დაფების დაფლეშვის შემთხვევაში გვინდა პროგრამა ATIflash ჩავწერთ atiflash.exe ფაილს და ბიოსის ფაილს ფლეშკაზე ან ფლოპიზე და ჯერ ვინახავთ ძველ ბიოსს !!! atiflash -s 0 saxeli.bin ან რაც გვინდა იმ სახელს დავარქმევთ აქ 0 ნიშნავს რომ საუბარია პირველ PCI-e სლოტში ჩადებულ ვიდეო კარტაზე თუ მეორე PCI-e სლოტში ჩადებული ვიდეოს დაფლეშვა გვინდა 0 უნდა შევცვალოთ 1-ით atiflash -s 1 saxeli.bin თუმცა როცა ერთი ვიდეო კარტა დევს ამის მითითება საჭირო არ არის იგივე ნაირად შეგიძლიათ ბრძანების დამატება (0, 1) Nvidia-ს ვიდეო ბარათების დაფლეშვისას შევინახავთ ძველ ბიოსს და ახალი ბიოსით დავლფეშავთ ბრძანებით atiflash -p 0 saxeli.bin თუ სხვა კარტის ბიოსით ვფლეშავთ შეიძლება არ დაგვაფლეშინოს დაცვამ ამიტომ ვუმატებთ ბრძანებას force ასე atiflash -f -p 0 saxeli.bin გადატვირთეთ და ილოცეთ სინამდვილეში ვიდეოს დაფლეშვისას თუ რამე არასწორად გააკეთეთ ყოველთვის შეიძლება ვიდეოს ბიოსის აღდგენა დედა დაფის ბიოსზე უფრო ადვილად სახლის პირობებშიც, ამისთვის მაქსიმუმ 2 PCI-e სლოტიანი დედა დაფა დაგჭირდებათ. ეხლა როგორ შევქმნათ bootable ფლეშკა ძალიან მარტივად ამისთვის დაგვჭირდება პროგრამა HP USB BOOT 2.1.8.exe და DOS ფაილები ლინკი ჩამოვწერთ ამ ფაილებს და დავაინსტალებთ HP USB BOOT 2.1.8.exe პროგრამას ინსტალაციის მერე გაუშვებთ ამ პროგრამას ამ ფანჯარაში ამოვირჩევთ ფლეშკას თუ რამოდენიმე გვაქვს შეერთებული თუ არადა არაფრის არჩევა არ გვინდა უბრალოდ მოვნიშნავთ create a DOS startup disk თოლიას ვუთითებთ მისამართს დისკზე სადაც DOS ფაილები გვიწერია და ვაწვებით Start-ს ეგ არის ფლეშკა გახდა bootable !!! ამის შემდეგ უბრალოდ ფლშკაზე ჩაწერეთ საჭირო ფაილები დასაფლეში პროგრამა (იმის მიხედვით თუ რას ფლეშავთ) და ასევე ბიოსის ფაილი გადატვირტეთ და დაბუთეთ ფლეშკიდან და თუ რა მოწყობილობა როგორ იფლეშება მიწერია ზევით Step 10 ვიდეო დაფების ბიოსების დიდი არქივი შეგიძლიათ ნახოთ აქ http://www.techpowerup.com/vgabios/ დედა დაფის ბიოსების ჩამოტვირთვას მხოლოდ კონკრეტული მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან გირჩევთ აქ არის ორი ვიდეო გაკვეთილი იმაზე თუ როგორ დავფლეშოთ nvidia-ს ვიდეო ატის შემთხვევაში მცირედ სხვაობა იქნება და Atiflash და Radeon BE პროგრაებია საჭირო ბიოსის დასაფლეშად და რედაქტირებისთვის პირველი და მეორე ნაწილი საჭირო პროგრამები შეგიძლიათ ნახოთ აქ აქვე დავდებ ლინკს სადაც წერია USB boot პროგრამის და DOS ფაილები http://www.mediafire.com/download/69leqpprmonjqcq/Flash_Bios_From_USB.zip წარმატებულ დაფლეშვას გისურვებთ პატივისცემით ექიმი სოსო
    1 point
  7. http://geotorrents.net/details.php?id=441 http://torrent-games.net/news/evolve_pc_monster_race_edition_2015_pc_124_repack_ot_r_g_steamgames/2015-02-09-46654 http://www.rutor.org/torrent/411073/evolve-2015-pc-licenzija ინფორმაცია თამაშზე: ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 1st Person / 3rd Person შემქმნელი: Turtle Rock Studios გამომშვები: 2K ენა: ENG პლათფორმა: PC გამოშვების ტიპი: ლიცენზია კრეკი: მოყვება ზომა: 26.21გბ თამაშისწ შესახებ: იქ სადაც ბუნება, ადამიანის ყველაზე ცუდი მტერია, თქვენ გახდებით მონადირე ან მსხვერპლი. ახალი თამაში Left 4 Dead შემქმნელებისგან - ახალი თაობის მულტიფლეიერი შუთერი, სადაც ოთხი მონადირე ებრძვის ერთ, მაგრამ ძალაინ სასტიკ მონსტრს, რომელსაც აკონტროლებს მოწინააღმდეგე მოთამაშე. სისტემური მოთხოვნები: MINIMUM: OS: Windows 7 64-bit CPU: Intel Pentium D 3GHz, AMD Athlon 64 x2 Dual Core 6400 2.4 GHz RAM: 4GB GPU: AMD Radeon 5770, NVIDIA GeForce GTX 560 HDD: 50GB RECOMENDED: OS: Windows 7 64-bit CPU: Intel Core i7 920 2.67GHz, AMD A8-3870 3GHz RAM: 6GB RAM GPU: AMD Radeon R9 280, NVIDIA GeForce GTX 680 HDD: 50GB
    1 point
  8. მოკლედ WP-სთან მქონდა რამდენჯერმე შეხება და ANDROID-ს ტელეფონი დავითრიე. სისტემა ძაან მომეწონა და მაინტერესებს სხვების აზრი. თხოვნა მექნება თუ დაწერთ მოგწონთ თუ არა ესა თუ ის OS თან დაურთეთ რატომ რატომ ანიჭებთ ერთს უპირატესობას მეორეზე. ან რას შეცვლიდით მათში და ა.შ. მოკლედ განვიხილოთ შეძლებისდაგვარად და ხმაც მიეცით თქვენს სასურველს. კონკრეტული ვერსიები არ დავწერე, იმიტომ რომ ზოგადად OS-ებზე იყოს საუბარი. ჩემი ხმა ANDROID-ს. კოსტუმიზაციის შესაძლებლობები, უამრავი აპლიკაციები სხვადასხვა შესაძლებლობებით, ტელეფონის hard-ს სრულად მართვა, OC (CPU, GPU, undervolting, core-ბის გათიშვა, სიხშირეების ცვლილება სხვადასხვა პროფილების მიხედვით) სისტემების სრულად მფლობელის გემოზე არჩევა დაყენება, (აქ მაგალითი მომყავს ubuntu phone-ზე რომელიც nexus სერიაზე ყენდება, სხვებზე არ ვიცი და პირადად ჩემთვის საინტერესო და სამუშაოსთვის ძალზედ გამოსადეგი პროექტია საკმაოდ)
    1 point
  9. შენი 780 Ti არის Classfield ვერსია რომელიც ყველაზე მაგარი ვერსია რომელიც ძალიან მაღალი ბირტვის ოვერქლოქინგით დადე ვენტეიჯში 58K მითუმეტეს 6 ბირტვიან პროცესორზე და მე 4 ბირთვიან პროცესორზე რომელმაც დაალიმიტა 970-ი დავდე 52K-ა და რომ გადავხედე შედეგებს HWbot-ზე ჩემს სიხშირეებზე არცერთს არ დაურაზგონებია 970-ი ჯერ, მაგრამ 6 ბირტვიანი პროცესორებზე აქვთ დატესტილიდ ა აქვთ დადებული 53-54K და ახლა შენ იმსჯელე, მე რომ 6 ბირტვიან პროცესორზე დამეტესტა 970-ი 55K-ს ისე დავდებდი იგივე სიხშირეებიტ როგორც არაფერი, სხვაობა შენ გადაიხადე 700+$ შენს 780 ti-ში და 970-ში კი გადახდილია 680 ლარი და იგივე შედეგი დავდე თითქმის, ქლასფაილდს რომ ტავი დავანებოთ, ჩვეულებრივ SC ვერსიის 780 ტი-ს ისე გადავხსნი გვერდებში ოვერქლოქინგზე 6 ბირტვიან პროცესორზე 970-ით როგორც არაფერი... ასე რომ მე 970-ის პერფორმანსს უფროს ხვა რამეს დავარქმევდი, მაგალითად>>>awesome... და ზოტაკის ექსტრემ ვერსიის 970-ი კი საერთოდ 780 ტი არის ფაქტიურად და მიტუმეტეს ნარჩევ ჩიპებზე, აი მაგითი კი ისე გადავხსნი შენს 780 ტი-ს როგორც არაფერი... აი ერტ პატარა მაგალითს მოგიყვანთ, დააკვრიდით ბირთვის ქულას, რომლიტაც 55K-მდე აქვს დადებული 970-ის იმიტომ რომ ბერვად მაგარი პროცესორზე არის დატესტილი ვიდრე ჩემი, და ახლა წარმოიდგინე მე რომ ჩემი სიხშირეებიტ დამეტესტა მაგ პროცესორზე 56K-საც დავდებდი, მე უბრალოდ რაც უფრო მაღლა აგყავს მიტ უფრო დაალიმიტა ჩემმა 2600K-მ 970-ი, ეს სურათი აღებულია HWbot-ზე პირველ ადგილზე მდგარი 970-ის შედეგიტ, იგივე პროცესორზე ჩემი შედეგი იქნებოდა პირველ ადგილზე: ახლა კი დასკვნა ტავად გამოიტანე 780 ტი არის ჩასვრილი თუ 970-ი...
    1 point
  10. შენ შემთხვევით აქტივაცია ხომ არ გაქვს გასაკეთებელი ვინდოზავრის?
    1 point
  11. დღეს ბევრი ტელეფონის კამერა $#^#(|ადე ერთი და იმავე რაკურსით გადამეღო და თქვენთვითონ შეადარეთ ერთმანეთს მაშინ ))) 1) HTC ONE M8 ********************************************************************************************************************************************* 2) LG G3 ********************************************************************************************************************************************* 3) SAMSUNG S5 ********************************************************************************************************************************************* 4) SAMSUNG NOTE 4 ********************************************************************************************************************************************* 5) SAMSUNG ALPHA ********************************************************************************************************************************************* 6) LENOVO K920 Z2 ********************************************************************************************************************************************* 7) NOKIA 930 ********************************************************************************************************************************************* 8) SONY Z3 Compact
    1 point
  12. YOUTUBE 60 FPS ზე გადადის იუთუბი უშვებს მის ახალ ნამატს 60 FPS მხარდაჭერას ვიდეოებზე ჯერ ჯერობით მხოლოდ ქრომოს (GOOGLE CHROMO) მომხარებლებისთვის . თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო Rare Uncharted 3 რომელიც ქვეშ არის მოცემული და შეაფასოთ ეს ინოვაცია. (მხოლოდ google chromo მომხარებლებისთვის) მოცემული ვიდეო Uncharted 3 გაშვებულია PS3 ზე. ვიდეორგოლის შემქნელი ვიდეოში ხსნის, რომ თამაშს ასეთ FPS ში ვერ გაუშვებენ სხვა PS3 ის მომხარებლები რადგან ამ შემთხვევაში თამაში პორტირებულია PS4 ზე Naughty Dog ის დირექტორი განმარტავს რომ ახალი Uncharted ის მთავარი მიზანი NEXT GEN 60 FPS ი იქნება ვიდეო 60 FPS ით google chrome
    1 point
  13. შევაღწიე როგორც იქნა გუშინწინ და გუშინ ტრეკერებზე და ლამის სამი თვის ფილმების მარაგი გავაძრე კიდე სერიალებსაც თუ ავიღებთ მხედველობაში: პიტერ ჯეკსონის The Hobbit: The Desolation of Smaug Extended Edition ვერსია bd-ზე იტუნსის დუბლაჟით http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=20344 კარგი დონის 3 საათიანი ფანტაზიური სათავგადასავლო ფილმია, მალე მგონი მესამე ნაწილიც უნდა გამოვიდეს კინოთეატრებში, ბდ-ზეც გამოდის ისე ეგ ვერსია ევროპული ლიცენზია მალე და იქ შეიძლება ცოტა უკეთესი დუბლაჟი იყოს The Walking Dead მეოთხე სეზონი BD-ზე ორნაირი მნაგაგალოსკით HD-DTS-ში http://kinozal.tv/details.php?id=1266608 მაღალი დონის ზომბი ჰორორ დრამაა ტრილერის ელემენტებით Bad Words BD-ზე ევროპული ლიცენზია http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=20368 ერთხელ საყურებელი ჯეიმსონ ბეიტმანის კომედიაა და თვითონვე თამაშობს, 7.3 ბალი აქვს აღებული IGN მაგ ფილმს და გლუბოკი ზაპასისთვის გამოდგება Jack Strong BD-ზე ერთხმიანი ზაკადროვი პერევოდით HD-DTS-ში http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4854659 ერთხელ საყურებელი პოლონური ბიოგრაფიკული კრიმინალური ეკშენია Banshee ორი სეზონი BD-ზე და HDTV 1080i-ში http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4851254 და http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4850596 კარგი დონის კრიმინალური ეკშენ დრამაა, წლის ბოლოს მგონი მეორე სეზონიც გამოდის ბდ-ზე, ისე ბლომათ წერაობები ყოფილა მაგ სერიალში Fack ju Göhte BD-ზე ორნაირი ერთხმიანი პერევოდით http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=20343 პრიკოლნი ერთხელ საყურებელი გერმანული კომედიაა Rundskop BD-ზე http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=20357 ნორმალური დონის ცოტა სტრანნი ჰოლანდიურ-ბელგიური კრიმინალური დრამაა The Bourne Ultimatum BD-ზე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1477094 კარგი დონის ეკშენ ტრილერია, მაგ ტრანსფერზე უფრო მაღალი ბიტრეიტი აქვს და ევროპული ბდ მაგით ჩავანაცვლე, ეგ ამერიკული ტრანსფერია The Bourne Identity BD-ზე ევროპული ლიცენზია http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=3571 ბორნის ტრილოგიის პირველი ნაწილია, წაუშლიათ რუტრაკერზე რა ვერსიაც მქონდა დამატებული და მაგითი ჩავანაცვლე, არის ამერიკული ვერსიაც რუტრაკერზე მაგრამ დაროჟკა ამას უფრო კარგი აქვს და ეგ ვამჯობინე, სამივე ნაწილი მაქვს ისე დამატებული საყურებლათ Constantine HD-DVD-ზე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4856481 ნორმალური დონის ფანტაზიური ჰორორ ტრილერია, ბდ ტრანსფერს ეგ ჯობია, ბიტრეიტიც მეტი აქვს და უფრო ნათელი ფერები აქვს Pane e tulipani BD-ზე http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=20341 ნორმალური დონის იტალო-შვეიცარული რომანტიკული კომედიაა The Game BD-ზე კრიტერიონის ტრანფერით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4595017 კარგი დონის დრამაა ტრილერის ელემენტებით Tesis BD-ზე http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=20337 ნორმალური დონის ესპანური ტრილერია არტ ჰაუსიდან Robin of Sherwood სამი სეზონი BD-ზე და DVD-ზე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3919635 და http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3783446 კარგი დონის ინგლისური ფანტაზიური ეკშენ დრამაა, ბავშობაში მაქვს ნანახი და ხოშიანი სერიალია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკრანიზაციაა რობინ გუდზე რაც აქამდე გადაუღიათ, ისე მესამე სეზონიცაა ბდ-ზე გამოსული მაგრამ ბდრიპებიც არ დაუდიათ რატომღაც, ყველაზე სუსტია მესამე და ალბათ მაგიტომ სტივენ სპილბერგის Duel BD-ზე http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=20345 კარგი დონის ეკშენ ტრილერია The Persuaders! BD-ზე http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=14045 ხოშიანი ინგლისური კომედიური სათავგადასავლო ეკშენია 24 ეპიზოდში, Being Human რომ ჩავათავებ მაგის დაწყება მინდა, პირველი 9 ეპიზოდი უკვე გადმოვწერე და კარგი რამე ჩანს, მაგარი ნაშები და შიკარნი სპორტული ტაჩკებია მაგ სერიალში და ინგლისური სტილიც ეტყობა, როჯერ მური და ტონი კიორტისი თამაშობენ ფედერიკო ფელინის La strada BD-ზე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4856644 კარგი დონის იტალიური დრამაა არტ ჰაუსიდან, ნამდვილი სინემას მოყვარულებმა არ უნდა გამაზონ ეგ ფილმი, ენტონი ქვინი და ჯულიეტა მაზინა შიკარნათ თამაშობენ იმენა თავის როლებს The Killers BD-ზე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4852247 კარგი დონის კრიმინალური ფილმ ნუარია ლეო მაკკერის The Bells of St. Mary's BD-ზე კუზნეცოვის პერევოდით http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=20347 ნორმალური დონის ფემილი დრამაა, მაგ ფილმის პირველი ნაწილი ნანახი მაქვს და მშვენიერი დობრი ფილმი იყო თუმცა იქ კომედიაც ერია, ეს უფრო სევდიანი ფილმია მაგრამ მცირეოდენი იუმორი აქაც ურევია, მძიმე დრამა არაა ჯონ ფორდის How Green Was My Valley BD-ზე http://tracker.hdclub.com.ua/details.php?id=20379 კარგი დონის ფემილი დრამაა Fargo პირველი სეზონი BDRip 1080P-ში ლოსტის მნაგაგალოსკით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4855644 შიკარნი კრიმინალური დრამაა, ფილმ ფარგოში ნუ აგერევათ ძმები კოენების გადაღებული რომაა, დოქტორ ვატსონს რომ თამაშობს შერლოკში ეგ მსახიობია მთავარ როლში, FX სერიალია ისე და სპეციფიკურ სტილშია გადაღებული Shirayuki hime satsujin jiken BDRip 1080P-ში ლუბიტელსკი ორხმიანი პერევოდით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4853395 ერთხელ საყურებელი იაპონური დეტექტიური დრამაა ალეხანდრო ხოდოროვსკის La danza de la realidad BDRip 1080P-ში http://kinozal.tv/details.php?id=1266321 საინტერესო ფრანკო-ჩილური სურეალისტიკური ფანტაზიური ბიოგრაფიული დრამაა Jigoku de naze warui BDRIp 1080P-ში ლუბიტელსკი ორხმიანი პერევოდით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4851483 პრიკოლნი იაპონური კომედიური ეკშენ დრამაა Vincent will meer BDRip 1080P-ში http://kinozal.tv/details.php?id=1266776 ერთხელ საყურებელი გერმანული კომედიური დრამაა The Sacrament BDRip 1080P-ში ლუბიტელსკი ერთხმიანი პერევოდით http://kinozal.tv/details.php?id=1266260 ერთხელ საყურებელი ჰორორ ტრილერია კულტისტებზე სკრიტი კამერით გადაღებული, რეალურ ამბავზეა ისე ეგ ფილმი Madrasapattinam BDRip 1080P-ში http://kinozal.tv/details.php?id=1265135 ნორმალური დონის ინდური ისტორიული მელოდრამაა Bekas BDRip 1080P-ში ერთხმიანი ლუბიტელსკი გახმოვანებით http://kinozal.tv/details.php?id=1267812 ნორმალური დონის შვედურ-ფინურ-ირაკული დრამაა Shal BDRip 1080P-ში ერთხმიანი პროფ გახმოვანებით http://kinozal.tv/details.php?id=1265869 ნორმალური დონის კაზახური დრამაა Witches of East End მეორე სეზონი Web-dl 1080P-ში http://kinozal.tv/details.php?id=1232216 პრიკოლნი ფანტაზიური კომედიური დრამაა, პირველი სეზონი გადმოწერილი მაქვს და მოგვიანებით მაგასაც გადმოვწერ, უბრალოთ ეხლა სხვა სერიალები გამოჩნდა კიდე და მაგეების ყურება მინდა ჯერ Good cop პირველი სეზონი Web-dl 1080P-ში http://kinozal.tv/details.php?id=1265863 ნორმალური დონის ინგლისური კრიმინალური დრამაა 4 ეპიზოდში ბიბისის სერიალების მოყვარულთათვის Unconditional Web-dl 720P-ში http://kinozal.tv/details.php?id=1266711 ერთხელ საყურებელი დრამაა, HDTV 1080i ვერსიას კანალის ლოგოტიპით ეგ ვარიანტი ჯობია მაინც A Hard Day HDTVRip 720P-ში ლუბიტელსკი ორხმიანი აზვუჩკით http://kinozal.tv/details.php?id=1265245 ერთხელ საყურებელი კორეული კრიმინალური ეკშენ ტრილერია The Honourable Woman პირველი სეზონი Web-dl 720P-ში http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4804865 კარგი დონის ინგლსიური დრამაა ტრილერის ელემენტებით, მეგი ჯილენჰოლი თამაშობს და ისტორიაც საინტერესო ჩანს ვუდი ალენის Manhattan Murder Mystery Web-dl 720P-ში http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4854103 კარგი დონის კომედიური კრიმინალური დეტექტივია არტ ჰაუსიდან 49th Parallel Web-dl 720P-ში http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4854176 ნორმალური დონის ინგლისური ვაენნი დრამაა ტრილერის ელემენტებით ფრენკ კაპრას Lost Horizon Web-dl 720p-ში http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4852389 კარგი დონის ფანტაზიური სათავგადასავლო დრამაა Частное пионерское HDTV 1080i-ში http://kinozal.tv/details.php?id=1266591 ნორმალური დონის რუსული სათავგადასავლო ფემილი ფილმია Чернобыль: Зона отчуждения პირველი სეზონი Web-dl 720p-ში http://kinozal.tv/details.php?id=1262973 ერთხელ საყურებელი რუსული მალადიოჟნი ტრილერია, მთელი რუსეთი მაგას უყურებ მემგონი იმდენი სიდერები ყავს კარენ ოგანესიანის Пять невест სატელევიზიო ვერსია HDTV 1080i-ში http://kinozal.tv/details.php?id=1267742 ერთხელ საყურებელი რუსული ვაენნი კომედიაა, ბდ-ზეც გამოვიდა ეგ ფილმი მაგრამ ორჯერაა შემცირებული და ეგ ვარიანტი ჯობია Freier fall DVD-ზე ორნაირი ერთხმიანი ზაკადროვი პერევოდით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4851672 ნორმალური დონის გერმანული დრამაა გეი თემატიკაზა, სოკოებივითაა მოკლეთ რა ეგ გეი ფილმები უკვე Bal-Can-Can DVD-ზე http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4853133 პრიკოლნი ანგლო-იტალიური-მაკედონური კრიმინალური სათავგადასავლო კომედიაა ემილ კუსტურიცას სტილში, მოგვიანებით ვნახავ მაგ ფილმსაც Taken პირველი სეზონი DVD-ზე http://kinozal.tv/details.php?id=1266116 კარგი დონის ფანტასტიკური დრამაა უცხოპლანეტელებზე სერჯიუ ნიკოლაესკოს Osanda DVD-ზე ერთხმიანი ზაკადროვი პერევოდით http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4854079 კარგი დონის რუმინული დრამაა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე იმედია ვინმე რაღაცას ამოარჩევს კარგს რასაც ელოდებოდა ან ეძებდა, მაღალი დონის კომედიები ბევრი არ დადებულა მაგრამ მაინც არის რამდენიმე კარგი კომედია და ვნახავ ცოტა მოგვიანებით, 9 დღისთვის რაღაც ნამეტარი ბევრი რელიზი დაიდო პირველ რიგში სერიალების ხარჯზე და ბევრი ძველი რაზდაჩაც განვაახლე, რაც არ უნდა იყოს 50 დღის ახალი ფილმების მასალა მაინც არის რაც აქამდე საერთოდ არ მქონდა დამატებული სპისოკში
    1 point
  14. Raynor Tower G2 მოყვება 5 ფანი, 3 Cooler master და ორი enermax ხუთივე ლურჯი განათებით კეისი 3 თვის ნაყიდი მაქ და არის like new ერთი ნაკაწრი არ აქ, ფანები 2 კვირის მიყენებულია, 2X140 მაღლა 1X120 წინ 1X120 უკან 1X120 გვერდითა პანელზე ფასი 100 ლარი, ცალკე არც კეისი გაიყიდება და არც ფანები, დაკლებაც გამორიცხულია
    1 point
  15. ახალი წლისთვის ვიყიდი მაშინ , კაკრაზ ზოგი იმას ცვლის, ამას და ფინანსურად კაქი იქნება, ჩემთვის
    1 point
  16. N7 2012 მოგივა მაგ ფასათ.
    1 point
  17. იმუშავებს უბრალოდ დაბალ სიხშირეზე
    1 point
  18. ბიოსში ნახე მერე, ცპუ ფენი გათიშული ხომ არ გაქვს.
    1 point
  19. სხვაგან გაქვს შეერთებული ქულერი. გადააერთე "CPU_FUN"-ზე
    1 point
  20. იმედია მარტო 60 ფპსით არ გამოუშვებენ ფილმებს 4კ როცა შემოვა, თორე სულ ვეღარ ვუყურებ ვერაფერს, ისეთი უეფექტო და სარკესავით გამოსახულებას იძლევა 60ფპს, ისეთი შეგრძნებაა ფილმს უყურებ გადასაღებ მოედანზე.
    1 point
  21. Live for Speed (racing simulator) now supports DK2
    1 point
  22. "ვერ" გამოგრჩა როგორც მივხვდი 970-ების სლის 2011-ს კარგი 6 ბირთვიანი უნდა წესიერი შედეგის დასადებად, 115X სოკეტი ვერ გაწურავს ბენჩებში რაც არ უნდა გახიო პროცესორი რაზგონზე ამ კაცს აქვს 4930K და შეეხმიანეთ, არამგონია უარი გითხრათ http://www.overclockers.ge/index.php?/user/7204-blckkn1ght/ + კიდევ ერთი 290X-ც იშოვეთ და ეგეც მიიყოლეთ, ერთი მაგ ბიჭს აქვს და დაიდება მაგარი ქულები მგონი იმდენმა გამოიწერა 970 რო 4 ცალის მოგროვებაც კი შეიძლება და მაშინ კი იქნება სუპერ შედეგი
    1 point
  23. ფილმებსაც თუ გამოუშვებენ 60 კადრზე კარგს იზავენ, 24 კადრზე ბევრი ფილმის ყურება არაა სასიამოვნო ისე ტეხავს კადრებს
    1 point
  24. ჩემი ხმა ანდროიდს, როგორც ყოველთვის. ზევით ბევრი უპირატესობა ჩამოთვალა თემის ავტორმა, ამიტომ აღარ გავიმეორებ. უბრალოდ ერთს დავამატებ... ანდროიდ სმარტფონების არჩევანი უფრო დიდია და ეგ ერთი დიდი პლიუსია კიდევ (როგორც ფინანსურად, ისე გემოვნების ამბავში). და კიდევ ერთი ანდროიდი გუგლისაა :D
    1 point
  25. Danger77, მაგარი იქნება, 2 ცალი 970-ი სერიოზულ შედეგებს მოიტანს, 3დ მარკ 11-ში განსაკუტრებით, ვენტეიჯს რომ ტავი დავანებოტ იქ ვდიეოს ქულას მაინც დავდებთ ზე ფანტასტიკურს ჩემს სისტემაზე და სამაგიეროდ 3დ მარკ 11-ში სერიოზული შედეგები დაიდება... მე მაქსიმალური სიხშირე 1660-ზე ავიყვანე, მეტზე უკვე ქრაშავდა, დაჯე ლინუს ტეჩზეც უნახია გიოს და ჩვენ რომ სიხშირეები დავსვით ეგეთი სიხშირეები არავის გაუკეტებია ჯერ 970-ზე, ისე ყველა აქებს მაგრად 970-ბს რა იქაც, მოკლედ მააგრიწ არმატებული კარტა კამოუვიდა ეს ენვიდიას... 1600-ზე რომ მაინც დადგეს ორი ცალი, უკვე სერიოზული შედეგები დაიდება მერწმუნე...
    1 point
  26. RaZma თუ საჭე არ გავქს (თანაც კარგი) სიმულატორი რათგინდა? იგივეს იტყვი ყველაზე, გარდა სიაფანდი, ვითომ სიმულატორისა
    1 point
  27. @ Gameshop გირჩევდი, ხალხის კომენტარის დამინუსებებით დაკავებას, და აგრესიულ პასუხების ნაცვლად, მოთმინებით და გაგებით შეხვდე. ...და მადლობა თქვი, როცა მცირე კრიტიკას და რჩევებს იძლევიან. პატივი ეცი ფორუმელებს, მითუმეტეს, როცა ამ ფორუმს, ბიზნეს ინტერესებისთვის იყენებ.
    1 point
  28. @ Gameshop გირჩევდით, აქაც დაგეპოსტათ > http://forum.ge/?showtopic=34561273&hl= ვინაიდან, აქ ის უმციროსებოაა, ვინც თამაშებს ვყიდულობთ. საიტზე რაც ამ წუთას გიდევთ, სუფთა ქართულ ბაზარზე გაქვთ გათვლილი )) ეს თქვენთვის კარგია, მაგრამ იმედია, ადრე თუ გვიან, სხვა ჟანრებსაც დაამატებთ. მაგალითათ, 'სიმულატორები' სტრატეგიები და ა.შ. ერთი რაც ჩემ ინტერესის სფეროში ვნახე, Train Simulator 2014 (გიღჩევდით, სახელის შეცვლას 2015 ზე ვინაიდან ყოველ წელს უფასოდ აპგრეიტდება და სახელიც ეცვლება) ფასი 9 GEL ძალიან მიმზიდველი აქვს )) STEAM - ზე $29.99 USD ღირს. თუ თქვენ მაგათ DLC - ებსაც მაგ ფასის მსგავს დაადებთ, მარტო მე შევისყიდი დარჩენილ DLC- ებს )) ასე, 200$ მდე DLC კი მაქვს. დაახლოებით სრული DLC -ს პაკეტის 20% -ია )) წარმატებები!
    1 point
  29. Aqua Computer-ი გამოუშვებს წყლის ბლოკებს kryographics-ს GTX 980 -ისთვის. ბლოკი დაფარავს ვიდეოსთვის ყველა პრიორიტეტული მნიშვნელობის მხარეს რაც ადვილად ცხელდება. გაგრილება ძალიან ადვილია დასაინსტალირებდად და ძალიან თხელია რათა მოხერხდეს ადვილი SLi ინსტალაცია. უმეტესობა ბლოკებისა ორი ან მეტი კარტის დაყენების შემდეგ ერთმაეთთან ძალიან ახლოსაა მათი სისქის გამო ეს პრობლემა ამ შემთხვევაში აღმოფხვრილია გაგრილება გაწყობილია სპილენძით და ნიკელით, რაც უზრუნველყოფს მეტ სიგრილეს. თუმცა ხელმისაწვდომია რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად ფოლადის საფარით და აკრელის მინის საფარით, რომელიც ნაცრისფერი იქნება. აკრელის მინის საფარი დამზადებული იქნება დაფქვილი მინის შეერთების შედეგად, რომელიც იცავს ბზარებისაგან გაგრილების ბლოკს. სპილენძით გაწყობილი ბლოკები ხელმისაწვდომი იქნება კვირის ბოლოდან. ფასები kyographics for GTX 980 – 89,90 Euro kyographics for GTX 980 acrylic glass edition – 99,90 Euro kyographics for GTX 980 grey acrylic glass edition – 99,90 Euro kyographics for GTX 980 nickel plated – 99,90 Euro kyographics for GTX 980 nickel plated acrylic glass edition – 109,90 Euro kyographics for GTX 980 nickel plated grey acrylic glass edition – 109,90 Euro
    1 point
  30. ფორუმის წესები ფორუმი: დააფასეთ ყველანაირი ნაშრომი; ასევე, პატივი ეცით სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას - დაიცავით საავტორო უფლებები; აკრძალულია დამცინავი/შეურაცხმყოფელი პოსტები; აკრძალულია ქართული პირატული ნაწარმის ფორუმზე გავრცელება; აკრძალულია პოლიტიკური თემების გარჩევა; აკრძალულია რელიგიური თემების გარჩევა; აკრძალულია პორნოგრაფიული და უცენზურო შინაარსის მქონე თემების გახსნა, პოსტების შემთხვევეაში შეეცადეთ ცენზურა დაადოთ, სპოილერში ჩასვათ და 18+ დააწეროთ; კომენტარის გაკეთება (პოსტი): სასტიკად იკრძალება გინება და ყოველგვარი უცენზურო გამონათქვამი/სურათი/ვიდეო. ამისათვის შეგიძლია გამოიყენოთ Skype, PM, FB ან სხვა ნებისმიერი, მაგრამ არა ფორუმი; უაზრო პოსტის გაკეთება არ შეიძლება, პოსტი უნდა შეიცავდეს დასრულებულ აზრს; აკრძალულია ზედიზედ პოსტვა (FLOOD); ნუ გამოიყენებთ ტექსტის დიდ ზომას და "ჭრელ" ფერებს; აკრძალულია რეკლამა; თემის გახსნა: ტოპიკი აუცილებლად უნდა გახსნათ სათანადო ადგილას, თუ მოგივათ შეცდომა მიწერეთ განყოფილების მოდერს და ის სათანადო მოქმედებებს განახორციელებს; არ უნდა შეიცავდეს რეკლამას; არ უნდა გახსნათ ისეთი ტოპიკი რომელიც უკვე არსებობს; თემის სათაური უნდა იყოს შინაარსიანი; არ გახსნათ თემა უაზრო და არაფრისმთქმელი სათაურით (მაგ: "დამეხმარეთ" და ა.შ.); კაბინეტი ავატარი/ხელმოწერა - აკრძალულია უცენზურო ავატარის/ხელმოწერის დაყენება ავატარში/ხელმოწერაში რეკლამა (რომელიმე ვებ-საიტის და ასე შ.) მოდერის/ადმინის ქმედება და წესების სტატუსი ზემოთ მოცემული წესები შეგიძლიათ ჩათვალოთ ზოგად ჩარჩოდ. კონკრეტულ შემთხვევებში მოდერებსა და ადმინებს აქვთ ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ მათი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ფორუმის საერთო წესებს. თუ კი მაღლა მითითებული წესები არ შესრულდება რომელიმე წევრის მიერ, მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები (გაფრთხილება (ვორნი), წვდომის შეზღუდვა (ბანი) და ა.შ.)
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.