Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/29/14 in all areas

  1. MSI -მ წარმოადგინა 2 ცალი 27 ინჩიანი All-in-One Gaming PC -ები AG270 2QE და AG270 2QC, რომლებიც შედგებიან უახლესი NVIDIA GeForce GTX980M და GTX970M -ისაგან, აგრეთვე აღჭურვილნი არიან 4th თაობის Intel Core i7 quad-core პროცესორებით, ოპერატიული მეხსიერება კი 16GB DDR3 იქნება მაქსიმალური ეფექტისთვის 27''-იან ეკრანს რაც შეეხება ის არის დამზადებული Anti-Flicker და Less Blue Light ტექნოლოგიით ასე რომ უსასრულოდ თამაშის დროსაც კი დაცულია გეიმერის თვალები დაზიანებისაგან. MSI- არის წამყვანი და უკონკურენტო ლიდერი AIO კომპიუტერების წარმოებაში არცერთ სხვა AIO კომპიუტერებს არ აქვთ ისეთი ძალა და პერფორმანსი რაც MSI ბაზაზე დამზადებულ კომპიუტერებს. და ახლაც თავისი მაწარმის გასაუმჯობესებლად გამოიყენა NVIDIA GeForce GTX 980M/970M უსწრაფესი 8GB/6GB GDDR5 მეხსიერებით რაც შეეხება მის სრულ ტექნიკურ დახასიათებას უახლესი AIO კომპიუტერებისა ასე გამოიყურება: MSI ტექნიკოსები შეეცადნენ რომ კომპიუტერები ყოფილიყო მაქსიმალურად თხელი და მოსახერხებელი AG270 აღჭურვილია Killer Game Networking-ით ეს აქსელერატორი ეხმარება გეიმერებს ონლაინ თამაშებში აგრეთვე აუმჯობესებს streaming-ს ონლაინ ვიდეოებში, და იუზერებს საშუალებას აძლევს გაერთონ მოქნილი და მაღალი ხარისხის ვიდეო სტრიმით აგრეთვე მნიშვნელოვანია ჩამტვირთავი დისკები, თამაშების ჩატვირთვასი კომპიუტერს ეხმარება სამი mSATA SSD რომელიც არის RAID 0 კონფიგურაციით და წაკითხვის სიჩქარე უდრის 1500MB/sec. აგრეთვე აღსანიშნავია გამოყენებული სპიკერები. ახალი AG270 აღჭურვილია უახლესი Yamaha 5W + 5W სპიკერებით, თითოეულ სპიკერს აქვს ჩამონტაჟებული სრული სპექტრის მონომერი და დაბალსიხშირიანი მონომერი რომელიც გამოცემს არაჩვეულებრივ ბგერებს და შეუძლებელია ქონდეს რამე ხარვეზი ხმის გადმოცემაში.
    6 points
  2. ტელ: 598 50 53 07 კობა ფასი: 390 ლარი იყიდება HTC ONE(M7) ვერცხლისფერი 32 GB at&t http://www.gsmarena.com/htc_one-5313.php არის ძალიან კარგ მდგომარეობაში.ეკრანი და წინა მხარე უნაკაწრო,უკანა მხარე უნაკაწრო,მხოლოდ წერტილებივით აქ რაც სურათში ოდნავ ეტყობა ოდნავ კანტზე აქ სულ მცირედი ნაკაწრივით ეკრანზე აკვრია ძალიან კარგი ხარისხის პარკი Tech Armor და მოვაყოლებ ასევე იგივე ფირმის,დამატებით სულ ახალ 2 ცალ პარკს http://www.amazon.com/gp/product/B00BO2OU90/ref=oh_aui_detailpage_o01_s00?ie=UTF8&psc=1 მოყვება ყუთი რითიც ჩამოვიდა,იმეი კოდი აკვრია ზედ და დამტენი რომელსაც ხედავთ სურათში, არის დარუთული და წერია ეს რომი რომელიც საუკეთესოა ამ მოდელი ტელისთვის Android Revolution HD 81.0 • High Quality & Performance • Sense 6 Toolbox http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=2183023 დაყენებული კერნელი ElementalX-m7 რომელიც სხვადასხვა ფუნქციებს ანიჭებს მათ შორის ეკრანზე ორჯე შეხებით ანთებას http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=2249774 ერთადერთი რა პრობლემაც აქ და რაც ძევრ HTC ONE აქ თითქმის უმრავლესობას ეს არის ბნელ ადგილას ან ღამით კამერის გადაღებისას მოვარდისფრო ფონი დაკრავს, სინათლეზე ან დღის შუქზე ჩვეულებრივ ფოტოს იღებს კამერით გადაღებული სურათები ტელეფონის სურათები პარკი
    2 points
  3. მოგესალმებით ყველას/ ძალიან მაგარი, პრემიუმ კლასის ლეპტოპია და ამ ფასად ასეთი კომპიუტერის შოვნის ფასი, თან საერთოდ ახლის გამორიცხულია! კონფიგურაცია: პროცესორი: Intel Core i7-4702HQ 2.30 GHz with Turbo Boost Technology up to 3.30 GHz RAM: 16 GB მეხსიერება: 512 SSD ვიდეო: NVIDIA GeForce GT 750M with 2GB dedicated graphics memory and Intel HD Graphics 4600 ეკრანი: 15.6 ინჩი, 3200 x 1800, Touch, Gorilla Glass გაფართოება ეკრანის: Quad HD+ (3200 x 1800), 10-finger multi-touch support აკუმულატორი: უძლებს 6-7 საათი წონა: 2კგ ახალი ფასია 2700 ლარი!!!!!!!!!!! ტელეფონი: 558 98 88 99 ან 592 43 30 30
    2 points
  4. მიშა ბარემ იყიდე 970 :დ http://www.amazon.com/EVGA-GeForce-256bit-Graphics-04G-P4-2972-KR/dp/B00NVODXME/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1414615258&sr=8-1&keywords=gtx+970 280X აღარ გინდა, 290 კიდე ხო 500ლარებათ ყიდიან. თან რაზგონის მუღამზე ხარ და 970 გაგისწორებს :დ კვება მშვენიერია, FSPს აწყობილია, ფასიც კაი აქვს.
    2 points
  5. მოდი ასე ვიტყვი თქვენი ლიცენზია არასრულყოფილია რაც დიდ უნდობლობას იწვევს, არანაირაი ჩანაწერი არ მოიძებნება თქვენი ლიცენზიის ნომერზე, არც მფოლბელის სახელია შევსებული და მსგავსი სახელებით სარეგისტრაციო კომისიის წევრები არ მოიძებნება, თუ მოიძებნება და ხელმოწერა არ გაქვთ რაც ნამდვილად დიდ ეჭვს იწვევს. Hijacked თამაშებს ყიდით ასე მგონია, WebMoney სერტიფიკატიც არ გაქვთ მითითებული. თუ თქვენ Emoney და WebMoney ლიცენზირებულად გაქვთ ანუ იურიდიულად დამოწმებულია რომ რეალური პიროვნება ხართ ორიცე სისტემა ავტომატური გადახდის საშუალებას იძლევა რაც არ გაქვთ ამიტომაც საეჭვოა ეგ ყველაფერი....
    2 points
  6. https://i.chzbgr.com/maxW500/7370073344/hD225247B/ ეს რა ფილმიდანაა ან ესკაცი ვინაა საერთოდ "D
    2 points
  7. "თამაშებზე ფოკუსირებული, დეველოპერით შთაგონებული" E3 2013-ზე Sony-მ ოფიციალურად წარადგინა PlayStation 4. კონსოლი გამოვა ამ წლის ბოლოს და ეღირება 400$. პროგრამული მახასიათებლები: PlayStation Plus სერვისი ახლა აუცილებელია თამაშის მულტიფლეირის წვდომისთვის. იგი იღერება თვეში 5$-ზე ნაკლები და ამავე დროს სთავაზობს უფასო თამაშებს, ასევე სერვისის გამოწერა გავრცელდება თქვენს PS3-ზე და PS Vita-ზე; PS3 დისკებთან არათავსებადობა, მაგრამ Gaikai ღრუბლოვანი სერვისის დახმარებით მათი ჩატვირთა შესაძლებელი იქნება (ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია); USTREAM სერვისის მხარდაჭერა; თამაშის პროცესის ჩაწერა და გაზიარება კონტროლერის "Share" ღილაკის დახმარებით; გამოყენებული დისკების მხარდაჭერა; ინტერნეტთან მიერთება არ არის აუცილებელი; დამოუკიდებელ დეველოპერებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ თამაშები PSN-ში; უფასო (Free-2-Play) თამაშების მხარდაჭერა; ამ ჯერზე შექმნის პროცესშია 140 PS4 თამაში, რომლიდანააც 100 პირველი 12 თვის განმავლობაში გამოვა; სოციალური ქსელების ინტეგრაცია (მაგ. Facebook-ის ანგარიშის დაკავშირება). აპარატული მახასიათებლები: ნახევრად-მოდიფიცირებული 8-ბირთვიანი AMD x86-64 CPU (ინტეგრირებული APU-თი); 500 გბ გაძლიერებადი მყარი დისკი; უნიფიცირებული 8 გბ GDDR5 ოპერატიული მეხსიერება; HDMI 1080P და 3D თამაშების მხარდაჭერა, 4K ვიდეოს მხარდაჭერა; 802.11 b/g/n Wireless, Bluetooth 2.1, USB 3.0, Ethernet 10/100/1000 მხარდაჭერა; DualShock 4, PlayStation Move, PlayStation Vita კონტროლერებთან თავსებადობა; PlayStation Eye-ს მხარდაჭერა; Blu-ray და DVD წამკითხველი; საწყისი ფასი - 400$ @Amazon Dualshock 4 - 60$ @Amazon PS4 Camera - 50$ @Amazon @Wikipedia @Playstation ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გაშვების ოფიციალური ვიდეო: გაშვების საღამო:
    1 point
  8. http://torrent-games.net/news/lords_of_the_fallen_digital_deluxe_edition_ci_games_rus_repack_ot_xatab/2015-07-27-50231 ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი: 2014 ჟანრი: RPG (Rogue/Action) / 3D / 3rd Person შემქმნელი: City Interactive გამომშვები: Namco Bandai Games ენა: Multi10 პლათფორმა: PC გამოშვების ტიპი: ლიცენზია კრეკი: მოყვება ზომა: 15GB თამაშის შესახებ: ანტიკურ ეპოქაში, სამყაროს მართავდა ბოროტი ღმერთი. კაცობრიობა ცხოვრობდა მისის შიშის ქვეშ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს შიში გადაიზარდა მრისხანებაში, რომელიც გახდა დიდი აჯანყების მიზეზი და დაიწყო ბრძოლა თავისუფლებისთვის. დიდი გამარჯვების შემდეგ დამყარდა ახალი წესრიგი, რომელიც არ ითვალისწინებდა ცოდვების მიტევებას, ხსნა არავისთვის იყო ხელმისაწვდომი. რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ სამყარო ისევ შეიპრო შიშმა, ბნელეთიდან მოვიდნენ დემონები, რომლებსაც წყუროდათ უდანაშაულოების სისხლი. ამ დროს კაცობრიობის გადამრჩენელათ გვევლინება ჰარკინი, რომელიც იყო ერთ-ერთი სახიფათო ბოროტი პერსონაჟი. მან მიიღო შანსი, რომ გამოისყიდოს ცოდვები და მიემგზავრება ბნელეთში, რათა შეებრძოლოს დაცემული ღმერთების არმიას. სისტემური მოთხოვნები: Minimum: OS: Windows Vista (SP2) / Windows 7 CPU: Intel Core 2 Quad Q8400 2.66 Ghz, AMD Phenom II X4 940 3.0 Ghz Ram: 6GB Video: GTX 460 Recommended: OS: Windows 8 / 8.1 (64-bit versions) CPU: Intel Core i7-3770 3.5 GHz, AMD FX-8350 X8 4.0 GHz Ram: 8GB Video: GTX 560
    1 point
  9. აქ ვისაუბროთ Nexus-ებზე. ყველაფერი რაც გუგლის სმარტფონებს და ტაბლეტებს ეხებათ დავიწყებ ( ) Nexus Root Toolkit http://www.wugfresh.com/ ყველაფერი ნექსუსებისთვის All in One პროგრამაა საკმაოდ მარტივი გამოუცდელი მომხმარებლისთვისაც კი
    1 point
  10. მგონი ურიგო არ იქნებოდა, რომ ერთი წესიერი თემა ამ განყოფილებაშიც იდოს... არა? თუ არა მაშინ წავშლი. მაგრამ სანამ წავშლი წაიკითხეთ ინფორმაცია სათამაშო კონსოლებზე. რა იცით რაში დაგჭირდეთ... 1. ზოგადი ცნობები. ნებისმიერ თქვენთაგანს რომ ვკითხო "რა არის კონსოლი", მიპსაუხებთ "სათამაშო კომპიუტერი", "X-ყუთი" და ა.შ. მაგრამ მეცნიერული განმარტება ასე ჟღერს: "გასართობი ინტერაქტიული კომპიუტერული მოწყობილობა". ეტიმოლოგია. სახელწოდება "video console" წარმოდგება 2 სიტყვისგან. აქ "ვიდეო" ნიშნავს რასტრულ დისპლეის, ანუ ნაგულისხმევია ჩვეულებრივი ტელევიზორი, ხოლო სიტყვა "კონსოლი" გულისხმობს სპეციალურ ელექტრომოწყობილობას, რომელიც შემდეგ უერთდება ზემოხსენებულ "ვიდეოს". თავისთავად ტერმინი "ვიდეოკონსოლი" პირველად კომპანია Fairchild-მა გამოიყენა თავის Video Entertainment System-ში (1976, იხ. ქვემოთ). შემადგენელი ნაწილები. კონტროლერი - გახლავთ ის, რაც ხელში გიჭირავთ (ტუალეტში არა!!!). "გლეხური" ენით რომ ვთქვათ, ჯოისტიკი, გეიმპედი და ა.შ. კვების წყარო - როგორც წესი 100-240 ვოლტ ძაბვაზე გათვლილი მოწყობილობა, ერთგვარი "PSU". თვით კონსოლი - პროცესორი, მეხსიერება, აუდიოვიზუალური პროცესორი. "კეისი" რა. მედია - თამაშის მატარებელი. ძველად კარტრიჯი, ამჟამად დისკი, მომავალში ღმერთმა იცის რა იქნება. მეხსიერების ბარათი - ზოგ კონსოლს, მაგ. PS-ს და Nintendo-ს ჰქონდათ ასეთი რამ. ამ ბარათებზე იწერებოდა სხვადასხვა საჭირო ფაილები. ერთგვარი "ფლეშკაა" კონსოლისთვის. ახლა, როცა ამ სტრიქ... არა კაცო, ახლა, როცა ფორმალურ ნაწილს თავი გავართვით, გთავაზობთ თქვენთვის ასე საძულველ "ისტორიულ" ნაწილს. ყურადღებით წაიკითხეთ, ჩათვალეთ, რომ მომაკვდავი სამხედრო მეთაური გეუბნებათ ატომური ბომბის დეაქტივაციის კოდს და უნდა დაიმახსოვროთ! 2. ისტორია. მამა. დიახ, საჭიროდ ჩავთვალე ეს ნაწილი ცალკე გამომეყო. ასე ვთქვათ, "კონსოლების მამა", რომელიც 1958 წელს შეიქმნა, საკმაოდ შთამბეჭდავი ზომების გახლდათ. მას Tennis for Two ერქვა და ჩვეულებრივი, ანალოგური 2D ტენისის თამაში იყო, რომელსაც ოსცილოგრაფის (ეს სასქესო ორგანო ან გინება არ გეგონოთ, სამეცნიერო ხელსაწყოა) ეკრანზე თამაშობდა მისი გამომგონებელი, ბატონი უილიამ ჰიგინბოთემი. ეს ოსცილოგრაფის მონიტორია თამაშის "სქრინით": აი ეს კი მთელი "კონსოლი". ისრით მითითებულია მონიტორი: სწორედ აქედან დაიწყო ვიდეოთამაშების და კონსოლების ისტორია. სხვათაშორის შემდგომში ტენისის თამაში საკმაოდ პოპულარული გახდა (ვნახავთ ამასაც ცოტა ქვემოთ თუ ჩამომყვებით) და ჟურნალ "Техника-Молодежи"-ს 70-იანი წლების გამოშვებებში ხშირად იბეჭდებოდა ამ თამაშის "კონსოლის" აწყობის სქემები რადიონაწილებისგან. შეგახსენებთ, მაშინ ჩვენ "ბნელ" ქვეყანაში ვცხოვრობდით და "გარეთ" კი იყო კონსოლები, მაგრამ ჩვენთან არ შემოდიოდა. ასე რომ კუსტარულად დამზადებული პინგ-პონგით თამაშობდნენ ჩვენი მამები და ბიძები ერთ დროს... 3. ისტორია. პირვლი თაობა (1972–1983). პირველი თაობის, ანუ 4-ბიტიანი კონსოლებიდან პირველი 1966 წელს შეიქმნა და 1968 წელს როგორც იქნა გამოვიდა გაყიდვაში. ორიგინალ მოწყობილობას Brown Box ერქვა, თუმცა აშშ-ში ლიცენზიით იყიდებოდა (1972წ-დან) და Magnavox Odyssey-ს სახელით იყო ცნობილი: კონსოლს მოყვებოდა 24 თამაში, როგორც არკადული, ასევე ლოგიკური, 2 გეიმპედი და თოფიც კი. ე.წ. Shooting Gallery, რომელიც ისევე მუშაობდა, როგორც ბლასტერი თქვენს "დენდი"-ზე: ჰო მართლა, "ოდისეა" სულ რაღაც 100 დოლარი ღირდა. არც ისე ძვირია სხვათაშორის. 1976 წელს თქვენთვის ნაცნობმა Fairchild Semiconductor-მაც გამოუშვა ერთგვარი კონსოლი - "Fairchild Channel F", იგივე "Video Entertainment System": მას Fairchild F8 (იგივე F3850) პროცესორი ედგა (იხ. სურ.), რომელსაც ერთი მეტად უცნაური თავისებურება ჰქონდა - არასრულყოფილი ტექნოლოგიის გამო მას არასაკმარისი კონტაქტები ჰქონდა და მთლიანი პროცესორის მისაღებად ორი ასეთი ჩიპი იყო საჭირო. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, პროცესორი GPU-ს ფუნქციასაც ითავსებდა, ჰქონდა 64 ბაიტი მეხსიერება და შეეძლო მონოქრომული გამოსახულების გამოყვანა 102x58, ან 128x64 გაფართოებით. ჰო მართლა, მონოქრომული გამოსახულების ერთადერთი "მუშა" ფერის 8 შესაძლო ვარიანტი იყო ხელმისაწვდომი. დაახლოებით ისე, როგორც ახლა BIOS-ის ფერის შეცვლა შეგვიძლია. მაგრამ "Console"-ს მთავარი ღირსება ის გახლდათ, რომ პროცესორს ჰქონდა საკმარისი "ტვინი" მომხმარებლის წინააღმდეგ თამაშისთვის. ანუ Player vs. Console რეჟიმი. რაც შეეხება თამაშებს, ისინი კარტრიჯებზე ეწერა, რომელთაც ვიდეოკარტები ერქვათ (videocarT და არა videocarD). "კონსოლს" სულ 31 კარტრიჯი ჰქონდა, თითოზე თითო თამაშით. ისინი ცალკე იყიდებოდნენ. თვით კონსოლის ფასი კი 170 დოლარი იყო. რათქმაუნდა იაპონელებიც არ ისხდნენ გულხელდაკრეფილები და 1976 წელს ამერიკელებს "მიუყენეს" Telstar - საკმაოდ კომპაქტური კონსოლი, რომლის დაახლოებით 12 ვერსია გამოდიოდა. ხოლო ის, რომელსაც სურათზე ხედავთ, პირველი მოდელია. მას 3 თამაში ჰქონდა: პინგ-პონგი, ჰოკეი და ჰენდბოლი. კონსოლი AY-3-8500 ჩიპს იყენებდა: სწორედ მასში "იდო" ზემოხსენებული სამი თამაში. შემდგომში ჩიპი დაიხვეწა და 6 თამაშს იტევდა. 1 წლის შემდეგ გამოჩნდა იაპონური წარმოების პირველი "ფერადი" კონსოლიც - カラー テレビゲーム. სამწუხაროდ იაპონური არავის გესმით, ამიტომ ვთარგმნი. მას ერქვა "კარა ტერები გემუ", ინგლისურად - Color TV Game. იგი Nintendo-ს ერთ-ერთი პირველი კონსოლი გახლდათ: ესეც ერთ-ერთი თამაშის სქრინი: ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული თამაშები გახლდათ Pong: და PacMan: 4. ისტორია. მეორე თაობა (1977-1983). მეორე თაობის კონსოლები უკვე 8-ბიტიანი გახლდათ. მართალია Fairchild Channel F-იც 8-ბიტიანი იყო, მაგრამ მისი პროცესორის "თავისებურებებიდან" გამომდინარე ეგ კონსოლი "არ ითვლება" . მეორე განსხვავება პირველ და მეორე თაობის კონსოლებს შორის ის გახლდათ, რომ ზოგ მათგანს კი მოყვებოდა კარტრიჯები, მაგრამ რეალურად ისინი მხოლოდ "ჯამპერებს" წარმოადგენდნენ, რომლის კონსოლზე შეერთებისასაც პროცესორში (და არა კარტრიჯში) ჩაწერილი თამაში ირთვებოდა. რეალურად კარტრიჯზე განთავსებული თამაშის მქონე პირველი კონსოლი 1977 წელს გამოვიდა - Atari 2600: კონსოლს 1.19 მეგაჰერცის სიხშირის MOS 6507 პროცესორი ედგა: ესეც კონსოლის კარტრიჯი: და თამაშ-ბესტსელერის - Pitfall!-ის სქრინი: 1980-იანებიდან დაიწყო კონსოლების ოქროს ხანა. ეს ამბავი თამაშების ახალი ჟანრების გაჩენას უკავშირდება. ისეთების, როგორიცაა Adventure (სათავგადასავლო), Fighting (საბრძოლო, "ჩხუბებს" რომ ეძახდით გოიმი ბალღები), Maze ("ლაბირინთი"), Platform ("პლატფორმული" თამაში, აი "დეივი" და "მარიო" რომაა ისეთი), Racing (კაით ახლა, ესეც თუ არ იცით და ფუ თქვენს ინგლისურის მასწს!), RPG, Horror და ა.შ. ამ წლების ყველაზე პოპულარული "კონსოლი" Commodore 64 გახლდათ, რომელიც ამავდროულად პირველი კომპიუტერი იყო თამაშების მხარდაჭერით: ამავდროულად თამაშის შესაძლებლობა გაუჩნდათ მაშინ ჯერ კიდევ ახალ IBM PC-ს და Apple Macintosh-ს. თუცმა ისინი კონსოლები არ გახლავთ, ამიტომ გვერდს ავუვლი. კონსოლებიდან კი პოპულარული იყო Atari 5200 (1982): Vectrex (1982): Sega SG-1000 (1983): ეს კი ამ უკანასკნელის კარტრიჯია: ჰო, სხვათაშორის 1983 წელს ჩაეყარა საფუძველი ონლაინ-გეიმინგსაც, მართალია არა კონსოლებზე, არამედ PC-ზე და ისიც Dial-up მოდემით, მაგრამ მაინც... აი ერთ-ერთი თამაშის, "Snipes"-ის სქრინი: ეს კი მეორე თამაშის - MIDI Maze-ს სქრინი გახლავთ: 5. ისტორია. მესამე თაობა (1983-1993). აჰა ესერა მოიწია 8-ბიტიანი კონსოლებითგან 16-ბიტიანზედ გარდასვლის ჟამი და პირველი კონსოლი, კონსოლი-ლეგენდა, რომელსაც "მესამე თაობის" ტიტული ეკუთვნის და 1985 წელს გამოვიდა გაყიდვაში, გახლავთ: დიახ, სწორედ NES (Nintendo Entertainment System). ასეთზე ვთამაშობდი მარიოს . და რატომაა ნინტენდო "კონსოლი-ლეგენდაო" ახლა იკითხავთ ხომ? რატომ და იმიტომ, რომ ეს კონსოლი რუსებმა "გადაშუშეს" და გააკეთეს Dendy (Дéнди), რომელიც ალბათ "ბებერი" ოვერქლოქერების უმრავლესობას გქონდათ სახლში... მეორე კონსოლი, რომელზეც თქვენს ყურადღებას გავამახვილებდი, Sega Master System გახლდათ: კონსოლი 1987 წელს გამოვიდა, ჰქონდა Yamaha-ს წარმოების ხმის ჩიპი, "ფეიზერი" (თოფი ): და 3D სათვალეც კი: რათქმაუნდა ჭკვიანი იაპონელები ამ 2 კომპონენტს კონსოლისგან ცალკე ყიდიდნენ, რითაც დამატებით მოგებას ნახულობდნენ, ხოლო ცალე NES და Sega Master System 200-200 დოლარი ღირდა. 80-იანი წლების ბოლომ კიდევ ერთი გარდატეხა მოიტანა გეიმინგში - 3D გრაფიკა. რათქმაუნდა პირველი 3D თამაშები საკმაოდ პრიმიტიული იყო, როგორც სქრინზე წარმოდგენილი Wolfenstein 3D: მაგრამ მაინც ძლიერ შეუწყო ხელი ზოგადად კომპიუტერული თამაშებისადმი და კონკრეტულად კონსოლებისადმი ინტერესის ზრდას. აი ამ გარდატეხის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი კონსოლი - Sega Mega Drive: ალბათ მასზეც გითამაშიათ... სხვათაშორის მეგა დრაივს თუ გახსნით შიგნით აღმოაჩენთ Motorola 68000 მოდელის პროცესორს (იხ.სურ.), რომელიც SMD-ს გამოშვებამდე სულ რაღაც 10 წლით ადრე სერიოზულ დესკტოპ-კომპიუტერებს ედგათ გულის მაგიერ. ეს კი Sega Mega CD გახლავთ, მეგა დრაივის CD-იანი ვერსია: ამ კონსოლზე შეგეძლოთ რამდენიმე თამაშის CD-ვერსიის გაშვება. სეგას Nintendo-მაც "დაუბრუნა ხურდა" და გამოუშვა Super NES: ეს 16-ბიტიანი კონსოლი, მისი წინაპრის მსგავსად, ბესტსელერად იქცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მას იმდენად დიდი პოპულარობა ხვდა წილად, რომ 32-ბიტიანი, ანუ მეოთხე თაობის კონსოლების ერაშიც საკმაო რაოდენობით იყიდებოდა. კონსოლს შეეძლო გამოსახულების მაქს. 512x239 გაფართოებით ჩვენება და 32768 ფერის გადმოცემა. 6. ისტორია. მეოთხე თაობა (1993-1999). 1993 წელს Atari გამოცოცხლდა და გამოუშვა Jaguar: თავდაპირველად მუშაობა ორ მოდელზე მიმდინარეობდა - 32 ბიტიანი Panther-ზე და 64 ბიტიანი Jaguar-ზე. საბოლოოდ პირველზე უარი თქვეს და დარჩა "იაგუარი". სამწუხაროდ მოწინავე ტექნოლოგიებზე დამზადებულ კონსოლს ერთი ნაკლი აღმოაჩნდა - მისი თამაშები ჯერ კიდევ კარტრიჯებზე იყო ჩაწერილი. გარდა ამისა გეიმპედიც არ გამოირჩეოდა დიდი ერგონომიულობით: ამიტომ იაგუარი მალე დაგვემშვიდობა და 1994 წელს გამოვიდა 3 ახალი კონსოლი: Sega Saturn რომელსაც სამწუხაროდ საკმაოდ რთული და ჩახლართული სქემა ჰქონდა და ძვირი ღირდა: NEC PC-FX სხვათაშორის ეს საკმაოდ საინტერესო ეგზემპლარი გახლავთ - იგი გაფართოების დაფის სახით ხელმისაწვდომი იყო PC-ს მომხმარებლებისთვის. დაბოლოს, PlayStation: მეზარება ახლა PS-ზე წერა, ვინცაა ამის ფანი იმან დაწეროს. მერე ტვინს გაღრღნით "ცუდი რამეები ჩაგიწერიაო" და არ მინდა ამ სამი კონსოლიდან რომელს მეტი პოპულარობა ხვდა წილად მგონი უჩემოდაც იცით... კიდევ ერთი კონსოლი, რომელიც ყურადღების ღირსია, არის Nintendo 64: იგი 1996 წელს გამოვიდა გაყიდვაში და შემოგვთავაზა ორი "წესიერი" 3D თამაში კონსოლზე - Super Mario 64 და Star Wars: Battle For Naboo 7. ისტორია. მეხუთე თაობა (1999-200?). ამ თაობის "პიონერი" PlayStation 2 გახდა: სქელი და თხელი არც მათზე ვისაუბრებ, ჩემზე უკეთ იცით ეს რა არის, მგონი ყოველ თქვენგანს გქონდათ. აააა არაფერზე აღარ ვწერ და რაღა სტატია ესაა? კიბატონო, დავწერ. აი, 2001 წელს კომპანია Microsoft-მა გამოუშვა Xbox: გეთანხმებით, დიზაინი არ უვარგა. სხვათაშორის სახელი Xbox წარმოსდგება DirectX Box-ისგან. ანუ ნათლად უსვამს ხაზს მის ტექნიკურ შესაძლებლობებს... ნუ, ზოგისთვის მაინც ლამერებო . ესეც X-ყუთი შიგნიდან: იგი Pentium 3-ის ბაზაზე აგებულ 32-ბიტიანი 733MHz პროცესორზე მუშაობდა, ხოლო 233MHz სიხშირის მქონე GPU NV2A Nvidia-ს წარმოების გახლდათ. კონსოლს ჰქონდა DVD-ს წაკითხვის და ჩვენების შესაძლებლობა და აღჭურვილი იყო 8GB ტევადობის HDD-ით. სიმართლე გითხრათ უკვე საკმაოდ დავიღალე, მთელი დღე თავი მტკივა და ამაზე გავჩერდები. PS3 და XboX 360 რომ არსებობს Nintendo Wii-სთან ერთად ეს ჩემზე უკეთ თქვენ იცით და კონკრეტულად თუ რამე დაგაინტერესებთ დამიტოვეთ კომენტარში და იმაზე ვრცლად დავწერ... მაინც არამგონია ვინმეს რეალურად აინტერესებდეს ეს ნაბოდიალები. კი წერთ ხოლმე "საღოლ" და ა.შ., მარა მე ხომ ვიცი ადამიანის ფსიქოლოგიის ზოგიერთი მომენტი... ასე რომ თქვენი "საღოლ" არ მინდა...
    1 point
  11. ეს თემა იმისათვის დავწერე, რომ ბევრი კითხულობს ხოლმე 3D სათვალეზე, როგორ მიიღონ ეს ეფექტი, შეუძლიათ თუ არა მათ კომპიუტერს მისი ჩვენება და ა.შ. მაგრამ არ იციან რა ქნან. მიშას მშვენიერი სტატია აქვს სტერეოსკოპიაზე, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ თეორიული ახსნებით და გადავიდეთ პირდაპირ პრაქტიკაზე. * იმას უნდა ხვდებოდეთ რომ სტერეოსკოპული ეფექტი იქმნება ორი სხვადასხვა კუთხით გადაღებული სურათების ზედდებისას, თითოუელ სურათს თავისი ‘მარკერი’ უდნა ჰქონდეს, რათა სათვალემ მოხაერხოს მათი გარჩევა. არსებობს ბევრი სხვადასხვა 3D ჩვენება/მიღების ტექნოლოგია, თუმცა მე განვიხილავ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულებსა და აქტუალურებს. - ყველაზე გავრცელებული - ანაგლიფური 3D (Anaglyph 3D) ამას ყველაზე პირველად ვწერ, რადგან მისი გაკეთება ყველას შეუძლია ვისაც 10 ლარი აქვს ანაგლიფური 3D მიიღება ორი სურათის შრისგან, რომელთაგან ორივე არის სხვადასხვა ფრად გაფერადებული რათა სათვალის მიერი მისი ამოცნობა მოხდეს. ასეთებიდან ყველაზე გავრცელებული არის წითელი/ციანიდისფერი (წითელი/ლურჯი) მასალა/სათვალე. ანუ თუ თქვენ გინახავთ ისეთი ვიდეოები, სურათები ან თამაშები სადაც ყველაფერი გაორებულია და სხვადასხვა ფრადაა გაფერადებული, ესეიგი - ანაგლიფურია. გაგიმართლად, რადგან ანაგლიფური 3D არ მოითხოვს არანაირ კომპიუტერულ მოთხოვნილებებს, მხოლოდ და მხოლოდ 3D ანაგლიფურ სათვალეს, რომელიც ასე გამოიყურება: ან უფრო მოდურად გაითვალისწინეთ - ანაგლიფური სათვალე შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის ვარიაციებში და არა მხოლოდ წითელი/ციანიდისფერი, თუმცა ყველაზე გავრცელებული ეს უკანასკნელია. ასევე თქვენ შეიძლება ინტერნეტში ნახოთ უამრავი ვიდეო, თუ როგორ უნდა გააკეთო ასეთი სათვალე ხელით (მარკერებით და კიდე რაღაც ფოლგით), თუმცა უნდა იმედები გაგიცრუოთ - მრავალგზის მიცდია ასე გაკეთება და ნორმალური შედეგი არც ერთმა უჩვენა. ამიტომ გირჩევთ იყიდოთ. • ვყიდულობთ 3D ანაგლიფურ სათვალეს, რომელიც დაახლოებით 10-15 ლარამდე ღირს თბილისში (კინოთეტრ რუსთაველშიც იყიდება). როგორც წესი იქნება წითელი/ციანიდისფერი, და საერთოდ სასურველია რომ ეს ფერები იყოს და არა სხვა. სათვალე ვიყიდეთ, მაგრამ ახლა ავხსნი, თუ როგორ მივიღოთ სიამოვნება ვარიანტი 1: www.youtube.com -ს აქვს ანაგლიფის (და ასევე სხვა ტიპის 3D-ს) მხარდაჭერა, არის ვიდეოები რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ზემოთხსენებული სათვალით. უბრალოდ მოძებნეთ anaglyph video. ასეთი ვიდეოების ამოცნობა ადვილია - გაორებული და გაფერადებულია სესაბამის ფერებად. ვარიანტი 2: თქვენ შეიძლება გქონდეთ 3D-ში გადაღებული სურათები, ან ინტერნეტში დაძებნოთ anaglyph photos/images ვარიანტი 3: PowerDVD 10/11-ს აქვს მხარდაჭერა რომ რეალურ დროში ვიდეო უჩვენოს 3D ეფექტით, თუმდაც ანაგლიფურით. აი ასე: ვარიანტი 4: nVidia-ს მომხმარებლებო, თქვენ კი შეგიძლიათ ისარგებლოთ დრაივერს მოყოლებული ხელსაწყოთი, nVidia Control Panel-ში უნდა ჩართოთ სტერეოსკოპული 3D - ანაგლიფური და ამიერიდან შეგეძლებათ ნებისმიერი თამაში რეალურ დროში ანაგლიფური გახადოთ. მსგავსი ანალოგი AMD/ATI-საც აქვს. ასევე არის მესამე მსგავსი ფუნქციის დრაივერი/პროგრამა: http://www.iz3d.com/ <- შეუძლია თამაშები ანაგლიფში გაუშვას. გაითვალისწინეთ - ამ ფუნქციის ჩართვის შემდგომ თამაშებში FPS დაეცემა, თუ ნორმალური ან კარგი ვიდეო ბარათი გაქვთ შეგიძლიათ ამაზე დიდად არც იდარდოთ ვარიანტი 5: დაძებნეთ ინტერნეტი 3d კინოებზე, როგორც წესი, უმრავლესობა ანაგლიფურია, რადგან ინტერნეტში სხვა ტიპის 3D დიდად გავრცელებული არ არის. ეს იყო ყველაფერი ანაგლიფზე - ანაგლიფური სათვალე, შესაბამისი კინო-ვიდეო/სურათი/თამაში. დადებითი მხარე: იაფი, ადვილი ხელმისაწვდომობა, ინტერნეტში გავრცელებული უამრავი რესურსი. უარყოფით მხარე: ფერადი მარკერების გამო ფერები ძალიან გაფუჭებულია, დროთა განმავლობაში თვალებს ტკენს, მისი ხშირი მოხმარება თავის ტკივილს იწვევს, ხოლო ძალიან ხშირი მოხმარება (24/7 ) ხელს უწყობს სივრცობრივი აღქმის დაქვეითებას. - აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალე (Active-shutter Polarized 3D Glasses) ეს უკვე სერიოზული წინსვლაა, ფანტასტიკრუი ეფექტი, მაგრამ ძვირადღირებული სიამოვნება. პოლარიზებული 3D (თუ რა არის პოლარიზებული 3D, იხილეთ მიკიპედიაში, თუმცა მგონი უდნა იცოდეთ საერთოდ პოლარიზაციის მოვლენა ფიზიკაში) მოითხოვს სპეციალურ სათვალესა და ეკრანს, და შესაბამის ვიდეო/სურათს. სათვალე: ყველაზე გავრცელებული და პოპულარული 3D სათვალე PC-სთვის, რომელიც “ultimate” გეიმერებისთვის მისწრებაა, ეს არის nVidia 3D Vision Kit. კომპლექტი შედგება სათვალისგან, საწმენდი ნაჭრისგან, კონტროლერისგან (რარაც ინფრაწითელი ტალღების გადამცემია), სტერეოდან 2,5მმ-ზე გადამყვანი აუდიო კაბელისგან, USB კაბელისა და დამტენი კაბელისაგან. სათვალის სტრუქტურა: აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალეს ლინზის მაგივრობას უწევს თხევადკრისტალური შრეები, რომელნიც განსხვავებულ ვოლტაჟზე ბნელ შეფერილობას იღებენ, ისე კი გამჭვირვალეები არიან. ასეთი ტიპის სათვალე მოითხოვს შესაბამის მონიტორს. ეს უნდა იყოს 120Hz-იანი მონიტორი. რატომ 120? ახლავე აგიხსნით. საერთოდ ეს ეკრანის „ჰერცები“ არის მონიტორზე წამში სურათის განახლების სიხშირე. ანუ 120ჰერცი ნიშნავს რომ ყოველ წამში სურათი 120ჯერ განახლდება. საერთოდ რაც მეტია ეს მაჩვენებელი, მით უკეთესი - მეტი სიხშირე მეტად გლუვ და რეალურ მოძრაობას გვიჩვენებს. როდესაც კომპიუტერში ჩართულია პოლარიზებული 3D, ამ დროს შესაბამისი მასალა (ვიდეო, სურათი ან თამაში) იყოფა ორ შრედ, გვეჩვენება თითქოს გაორებული არისო - თუმცა ანაგლიფურისგან განსხვავებით ორივე მსგავსი შრეა და არა გაფერადებული, რის გამოც ჩვენების ხარისხი არანაირად არ იკარგება! როდესაც პოლარიზებულ სათვალეს გავიკეთებთ, თითოუელ თვალზე მოვა გამოსახულება 60-60ჰერცით. ანუ რადგან ეკრანი მთლიანობაში 120 ჰერციანი, შესაბამისად შესაძლებელია გამოსახულების ორად გაყოფის, რომელთაგან თითოეულზე მოვა 60-60 ჰერცი. 60 ჰერცი კი ის მინიმუმია რაც 3D-სთვისაა საჭირო (ამიტომაც გჭირდებათ 3D მონიტორის ყიდვა) ახლა კი როდესაც ეს სათვალე+მონიტორი გექნებათ, საჭიროა შესაბამისი მასალა. ვარიანტი 1: www.youtube.com -ს აქვს ანაგლიფურის გარდა პოლარიზებული 3D-ს მხარდაჭერა, შეგიძლიათ დაძებნოთ და ისიამოვნოთ. ვარიანტი 2: თქვენ შეიძლება გქონდეთ 3D-ში გადაღებული სურათები, ან ინტერნეტში დაძებნოთ 3d photos/images. არის უამრავი პროგრამა, რომელტაც შეუძლიათ პოლარიზებული სურათების გახსნა, ერთ-ერთი თვითონ nvidia-ს დრაივერსაც კი მოყვება. ვარიანტი 3: PowerDVD 10/11-ს აქვს მხარდაჭერა რომ რეალურ დროში ვიდეო უჩვენოს 3D ეფექტით, შესაბამისი მენიუდან უნდა ამოირჩიოთ პოლარიზებული. ვარიანტი 4 თამაშისათვის კი კვლავ დრაივერს ვისარგებლებთ. გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში ბევრად ძლიერი ვიდეო დაფა გჭირდებათ ვიდრე ანაგლიფურის შემთხვევაში. მინიმუმ GTX260-ის დონის მაინც! ვარიანტი 5: დაძებნეთ ინტერნეტი 3d. rutracker.org-ზე არის რამდენიმე პოლარიზებული კინოები და ვიდეოები. შევაჯამოთ: ვყიდულობთ nVidia-ს სათვალეს, ხოლო რადგან თითოეული შრე მოითხოვს 60-60ჰერცს - უნდა ვიყიდოთ 120 ჰერციანი მონიტორი და ბოლოს - შესაბამისი მასალა! P.S. 3D Vision Kit-ს შეუძლია მუშაობა CRT მონიტორებზე 100ჰერც სიხსირეზე მაქსიმუმ 1024x768 გაფართოებაზე, LCD -დან მოყოლებული კი შეზღუდული არ არის, ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ პროექტორებისთვისაც! დადებითი: ჩვენების ხარისხი იგივეა (და 3D ხო მთლად უკეთესი!), უფრო მძაფრი აღქმა ხდება - არამარტო სიღრმის, არამედ საერთოდ გარემოსი. უარყოფითი: ძვირია, მოითხოვს ცალკეულ მონიტორებს, რომელიც ასევე ძვირი ღირს, და რადგან თხევადკრისტალური შრეებისგან შედგება, ხშირი გამოყენება თვალებს ვნებს. - პასიურჩამკეტიანი 3D ეს ბოლო გამოუყენებელია PC-ისთვის, მაგრამ ხშირად ისმსი ხოლმე კითხვა თუ ‘წავა’ თუ არა კინოტეატრის სათვალე კომპიუტერზე. პასუხი არის - არა. რადგან კინოთეატრში გამოიყენება პასიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალე: ჩემი აზრით ეს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გადაწყვეტილებაა 3D-ში, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ კინოტეატრის პირობებში შეიძლება. აგებულება - უფრო მეტად კი კომპონენტები, თითქმის იგივე აქვს რაც ანაგლიფურს. იმ განსხვავებით რომ არ არის გაფერადებული და + თითოეული შრე არის პოლარიზებული. კინოტეატრში გაორებული გამოსახულების სინათლე ცალ-ცალკე ხვდება თითოეულ თვალს და ქმნის მძაფრ სამგანზომილებიან ეფექტს. დადებითი: ხარისხი არ იკარგება, იაფი საშუალება, საკმაოდ უსაფრთხო მოხმარების მხრივ. უარყოფითი: სამომხმარებლოდ გამოუყენებელი, ხოლო რადგან თვალს აქტიურად ვამოძრავებთ გარკვეული დაძაბვა ხდება ალბათ და მაინც რეკომენდაციას არავის ვაძლევ რომ ხშირად მოიხმარონ.
    1 point
  12. http://geotorrents.com/XCOM_Enemy_Unknown_ENG_RUS_Repack_от_R_G_Механики-s-72022.ts http://rutor.org/tor...unknown-2012-pc http://rutor.org/tor...ot-r.g-catalyst გამოშვების თარიღი: 2012 ჟანრი: სტრატეგია / 3D შემქმნელი: Firaxis Games გამომცემელი: 2K Games პლატფორმა: PC გამოცემის ტიპი: ლიცენზია [steam-Rip] ენა: რუსული (RUS), ინგლისური (ENG), გერმანული (DE), ესპანური (SPA), ფრანგული (FRE), იტალიური (ITA), პოლონური (POL), პორტუგალიური (POR), იაპონური (იაპ) კრაკი: დროებით არ არის ზომა: 12,73 GB თამაშის აღწერა: ცნობილი რიმეიკი სტრატეგიის XCOM 1994. ცნობილმა სტუდიამ Firaxis Games რომელმაც ასევე ცნობილი თამაში Civilization შექმნა შეიმუშავა გეგმა ამ თამაშის შესახებ.ეს თამაში საშუალებას გაძლევთ კიდევ ერთხელ გახდეთ იმ ორგანიზაციის უფროსი რომელიც უცხოპლანეტელებს ებრძვის,თქვენ ააშენებთ მიწისქვეშა ბაზებს გამოიყენებთ ლოგო ტექნოლოგიებს,გეყოლებათ დანაყოფები და აგენტები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ.. სისტემის მოთხოვნები: - ოპერაციული სისტემა: Windows ® XP SP3 / Windows ® Vista SP2 / Windows ® 7 SP1 - პროცესორი: Intel [email protected] - ოპერატიული მეხსიერება: 2GB - კარტა: NVIDIA GeForce 8600 GT / ATI Radeon HD 2600 XT ან მეტი - თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 7 GB [media=]
    1 point
  13. ვიდეო-გაზიარების ვებ-გვერდი, რომელიც შექმნა კომპანია PayPal-ის ყოფილმა სამმა თანამშრომელმა 2005 წლის თებერვალში. საიტზე მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს, მოძებნოს და გააზიაროს ვიდეოები. კომპანია მდებარეობს სან ბრუნოში (San Bruno) კალიფორნიის შტატში, იგი იყენებს Adobe Flash Video და HTML5 ტექნოლოგიებს, რომ წარმოგვიდგინოს მრავალი სახეობის ვიდეოები, რომელებიც შექმნილია სხვადასხვა თემებზე და ასეთები შეიძლება იყოს : კინო კლიპები, ტელე კლიპები, მონაკვეთები ფილმებიდან, სიმღერები, ვიდეო კლიპები, თამაშის მონაკვეთები, მოკლე ორიგინალი ვიდეოები და საგანმანათლებლო მნიშვნელობის ვიდეოები. ჩად ჰარლი - Chad Hurley, სტივ ჩენი - Steve Chen, ჯოვად კარიმი - Jawed Karim YouTube დააფუძნებლები არიან ჩად ჰარლი (Chad Hurley), სტივ ჩენმი (Steve Chen) და ჯოვად კარიმი (Jawed Karim) რომლებიც უკვე აღვნიშნეთ რომ კომპანია PayPal-ის ძველი თანამშრომლები იყვნენ. ჰარლი დიზაინს სწავლობდა ინდიანას უნივერსიტეტში პანსილვანიის შტატში, იმ დროს როცა ჩენი და კარიმი კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობდნენ ერთად, ილინოისის უნივერსიტეტ Urbana-Champaign-ში. მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ჰარლიმ და ჩენმა 2005 წელს შეიმუშავეს იდეა, რომ შეექმნათ YouTube, ეს მოხდა მას შემდეგ რაც მათ გამოსცადეს ვიდეოს გაზიარების პრობლემა, მაშინ მეგობრები ჩენთან იმყოფებოდნენ საზეიმო წვეულებაზე მის სან-ფრანცისკოში მდებარე აპარტამენტებში. კარიმი არ ესწრებოდა წვეულებას და უარყო ამი იდეის შესახებ, ჩენმა კი განაცხადა, რომ იდეა - YouTube დაარსდა წვეულების შემდეგ, ეს იყო "ყველაზე ძლიერი მოთხრობა მარკეტინგის იდეებს შორის და ამავე დროს ადვილად შესათვისებელი იდეა გახდა“ ვიდეოების უმეტესი ნაწილი საიტზე, ინდივიდუალურად, ადამიანების მიერ არის განთავსებული, მაგრამ სხვადასხვა კორპორაციები როგორიცაა CBS, BBC, VEVO, Hulu, და სხვები გვთავაზობენ მათ შემოქმედებას, როგორც YouTube-სთან თანამშრომლობის პროგრამა. დაურეგისტირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ უყუროს ვიდეოს, ხოლო დარეგისტრირებულებს შეუძლიათ ატვირთონ განუსაზღვრელი რაოდენობის ვიდეოები. ვიდეოები კი რომლებიც შეიცავენ პოტენციურად დამამცირებელი შინაარსის მქონე მასალას ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 წლისა და ზემოთ ასაკის ადამიანებისათვის. კომპანია YouTube-მა საფრთხილო დაწყება განახორციელა, თავდაპირველად $11.5 მილიონი დოლარის კაპიტალი მოიზიდა კომპანია Sequoia Capital-გან, ეს მიმდინარეობდა 2005 წლის ნოემბერიდან და 2006 წლის აპრილამდე. YouTube-ს პირველი შტაბ-ბინა განთავსდა პიცერიისა და იაპონური რესტორნის San Mateo-ს თავზე კალიფორნიაში. დომეინის სახელი www.youtube.com 2005 წლის 14 თებერვალს გააქტიურდა და ვებ-გვერდი შემდგომ თვეებში განვითარდა. YouTube-ს ამჟამინდელი შტაბ-ბინა სან ბრუნოში კალიფორნიის შტატში. პირველი ვიდეო კომოპანიის საიტზე - YouTube - დასათაურებული იყო შემდეგნაირად - „მე ზოოპარკში“ (Me at the zoo) და ამ ვიდეოში ნაჩვენები იყო კომპანიის დამფუძნებელი ჯოვად კარიმი (Jawed Karim) სან დიეგოს ზოოპარკში (San Diego Zoo). ვიდეო 2005 წლის 23 აპრილს აიტვირთა და ახლაც შესაძლებელია მისი საიტზე ნახვა. YouTube-მა მომხმარებელს ბეტა ვერსიის საიტი 2005 წლის მაისში შესთავაზა, 6 თვით ადრე საიტის ოფიციალური გახსნიდან, ხოლო YouTube ოფიციალურად გაიხსნა 2005 წლის ნოემბერში. საიტი სწრაფად გაიზარდა და 2006 წლის ივლისის მონაცემებით ყოველ დღე 65,000 ახალი ვიდეო იტვირთებოდა და საიტი დღის განმავლობაში 100 მილიონ ვიდეო მონახულებას ღებულობდა. market research-ის მონაცემებით, YouTube დომინანტური კომოპანიაა ონლაინ ვიდეო საიტებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით და მისი ბაზრის საზიარო წილი 43 პროცენტია ასევე მოხსენებაში ნათქვამია რომ 14 მილიარდზე მეტი ვიდეო მონახულება განხორციელდა 2010 წლის მარტში.YouTube აცხადებს რომ უხეში გაანგარიშებით ყოველ წუთში 60 საათი ვიდეო იტვირთება ამერიკიდან და საიტს 800 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს ყოველთვიურად. 2007 წელს YouTube-მა გაიუმჯობესა ინტერნეტის მიწოდება. Alexa-ს შეფასებებით YouTube მესამეა ყველაზე მონახულებად საიტებს შორის Google-სა და Facebook-ის მერე. სახელმა www.youtube.com გამოიწვია პრობლემები მსგავსი სახელის საიტთან, www.utube.com ამ საიტის მფლობელმა - Universal Tube & Rollform Equipment, საჩივარი შეიტანა სასამართლოში YouTube-ს წინააღმდეგ და 2006 წლის ნოემბერში ხალხი ვეღარ პოულობდა გვერდს სახელად - YouTube. ამის შემდეგ კი Universal Tube-მა შეცვალა ვებ გვერდის სახელი და - www.utubeonline.com დაირქვა რის შედეგადაც კომპანია Youtube-მა დაიბრუნა საიტის თავდაპირველი სახელი. 2006 წლის ოქტომბერში, კომპანიამ - Google Inc. განაცხადა რომ იგი ყიდულობდა კომპანია YouTube-ს $1.65 მილიარდ დოლარად და ეს გარიგება 2006 წლის 13 ნოემბერს დასრულდა. კომპანია Google არ ასახელებს დეტალურ ციფრებს რაცYouTube-ს დანახარჯებსა და ყოველ წლიურ შემოსავლებს ეხება. 2008 წლის ივნისში ჟურნალმა - Forbes განაცხადა, რომ YouTube-ის 2008 წლის შემოსავალი $200 მილიონი დოლარი იყო და სტატიაში ყურადღება რეკლამების განთავსებაზე იყო გამახვილებული. ვიზიტორები დღეში საშუალოდ 15 წუთს მაინც ატარებენ საიტზე, განსხვავებით ტიპიური ამერიკელისგან რომელიც 4 ან 5 საათს ატარებს ტელევიზორთან. 2006 წლის ივნისში კომპანიაYouTube-მა მარკეტინგისა და განცხადებების პარტნიორობა გააფორმა კომპანია NBC-თან. 2008 წლის ნოემბერში კი, YouTube-მა შეთანხმებას მიაღწია შემდეგ კომპანიებთან: MGM, Lions Gate Entertainment, CBS და მათ ნება დართო, რომ განეთავსებინათ მთლიანი ხანგრძლივობის ფილები და ტელეეპიზოდები რომლებსაც შეწყობილი ექნებოდა სხვადასხვა რეკლამები და განცხადებები, ეს ყველაფერი ამერიკელი მომხმარებლის „სექციაში“ განთავსდა და მას დაერქვა - "Shows". ამ ნაბიჯის განზრახვა ის იყო რომ გამართულიყო შეჯიბრი ვებ-გვერდებს შორის, ისევე როგორც ხდება საიტზე Hulu (youtube-ს მსგავსი და ამერიკაშია ხელმისაწვდომი მხოლოდ) რომელიც აჩვენებს მასალას კომპანიებიდან NBC, Fox, და Disney. 2009 წლის ნოემბერში, კომოპანია YouTube-მა გახსნა შოუების ვერსია რომელიც ხელმისაწვდომი იყო დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისათვის და სთავაზობდა ოთხი ათას მთლიანი ხანგრძლივობის წარმოდგენებს ("Shows") 60-ზე მეტი პარტნიორისგან. 2010 წლის იანვარში, კომპანიამ - YouTube მომხმარებელს გააცნო ფილმების პირდაპირ ეთერში გადაცემის სერვისი, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ ამერიკის კანადისა და დიდი ბრიტანეთისთვის არის ხელმისაწვდომი. სერვისი მომხმარებელს 6000-ზე მეტ ფილმს სთავაზობს. 2010 წლის მარტში, კომპანია YouTube-მა დაიწყო უფასო გადაცემები მასში შედიოდა 60 კრიკეტის მატჩი - Indian Premier League. კომპანიის განცხადებით, ეს იყო პირველი მსოფლიო მასშტაბის უფასო ონლაინ გადაცემა, რომელიც შეეხებოდა დიდ სპორტულ მოვლენებს. 2010 წლის 31 მარტს, კომპანიამ - YouTube წარმოგვიდგინა საიტის ახალი დიზაინი, იმ მიზნით რომ გაემარტივება და მიეზიდა მომხმარებლი საიტზე. კომპანია Google-ს პროდუქტის მენეჯერმა შივა რაჯარამანმა (Shiva Rajaraman) განაცხადა: "ჩვენ ნამდვილად ვიგრძენით რომ გვჭირდებოდა უკან დახევა და უწესივრობების მოწესრიგება“. 2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რომ YouTube მომსახურებას უწევდა ორ მილიარდზე მეტ ვიდეოს დღეში, რომელიც შეიძლება აღწერილი იყოს როგორც: „დაახლოებით ორჯერ მეტი აუდიენცია ერთად აღებული რაც ხორციელდება მთელს ამერიკაში ტელევიზიების მეშვეობით„. 2011 წლის მაისში, YouTube აცხადებდა რომ კომპანიის ბლოგზე, საიტი, სამ მილიარდზე მეტ მონახულებას იღებდა ყოველდღიურად. 2012 წლის იანვარში კომპანია YouTube-მა დაადგინა ციფრი რაც იყო 4 მილიარდი და ეს ეხებოდა საიტზე ვიდეოების ყოველდღიურ „შემოდინებას“. 2010 წლის ოქტომბერში, ჰარლიმ განაცხადა რომ თვითონ დაქვეითდებოდა და გახდებოდა აღმასრულებელი ოფიცერი, მოირგებდა YouTube-ის საკონსულტაციო როლს, ხოლო კომპანიის მმართველი გახდებოდა სალარ კამანგარი (Salar Kamangar). 2011 წლის აპრილში, ჯეიმს ზერნმა (James Zern), YouTube-ის პროგრამულმა ინჟინერმა განაცხადა რომ 99% ვიდეოებისა მოდის მხოლოდ 30% ფილმებიდან. 2011 წლის ნოემბერში, Google+ სოციალურ ქსელსა და ვებ ბრაუზერს - Chrome დაემატა YouTube-თან ინტეგრაცია, რაც საშუალებას იძლევა ვიხილოთ YouTube-ს ვიდეოები Google+ ინტერფეისიდან. 2011 წლის დეკემბერში, YouTube-მა საიტის ახალი ვერსია წარმოგვიდგინა, სადაც ვიდეო არხები განთავსებულია ცენტრალურ ნაწილში, მსგავსად სიახლეებისა და სოციალური ქსელების საიტებისა. ამავე დროს YouTube-ს ლოგოს ახალი ვერსიაც გამოჩნდა და ეს იყო პირველი ცვლილება 2006 წლის ოქტომბრის შემდეგ. ეს YouTube-ის ლოგო გამოიყენებოდა 2006 წლიდან 2011 წლამდე ფერების სხვადასხვა სპექტრით. კომპანია უკონკურენტოა თავის საქმეში და სხვადასხვა კომპანიების ვიდეოებსაც მოიცავს. ვიდეოებს აქვს სხვადასხვა ხარისხის ჩვენება, რასაც მომხმარებელი თავად არეგულირებს, გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც, რომ საიტზე შესაძლებელია 3 განზომილებიანი ვიდეოების ატივრთვა და ნახვა. საიტს -YouTube 54 ენის ინტერფეისი აქვს რომლებიც რა თქმა უნდა ერთმანეთისგან განსხვავდება (ქვეყნების მიხედვით), თუმცა რამდენიმე ქვეყანა დაიბლოკა სხვადასხვა მიზეზების გამო. სამწუხაროდ საქართველო ჯერ არ შედის ამ ოფიციალური მხარდაჭერის მქონე ქვეყნების რიცხვში. ავტორი - ბექა
    1 point
  14. დღეს წარმოგიდგენთ ყველაზე თხელ smartphone-ს რომელიც მალე გამოვა. Oppo R5 ამ ტელეფონზე ამბობენ სისქეში მხოლოდ 4.85 მილიმეტრი იქნებაო, რაც ძალიან თხელია. რაღაც არამგონია გამძლე იყოს, სავარაუდოდ დაჯდომისას ჯიბეშ დაიღუნება და შეილება გადატყდეს კიდეც. მაგ სისქის ალუმინის ნივთი გაიღუნება და ეს კიდე ალუმინი + პლატა იქნება და უეჭველი დაიღუნება. არ მიმაჩნია სწორად ეს ამბავი. 6-7 მილიმეტრს არ უნდა ჩაცდნენ ჩემი აზრით. ისე კი 5.2"-იანი ეკრანის თაობაზე საკმაოდ მაღალია 149 მილიმეტრი. ამ ტელეფონში გამოყენებულია ახალი გაგრილების სისტემა (ფაზის მცვლელი ნივთიერება) რამდენად ეფექტურია ვნახავთ მალე. მას ექნება AMOLED 1080p გაფართოების (423ppi) ეკრანი, Snapdragon 615, CPU-octa-core Cortex-A53 processor at 1.5GHz, GPU Adreno 405, Sony IMX214 13mp sensor 4k გადაღებით(ვიდეო რეჟიმები 2160p ვიდეო 30fps და1080p@60fps, და 120fps slow-motion mode (720p), 2 GB RAM და 2000 MAH Li-Polymer ელემენტი. ოპერაციული სისტემა იქნება Android 4.4-based ColorOS 2.0 ამ ტელეფონს არ აქვს 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენების შესაერთებელი, მოყვება გადამყვანი (რაც ძალიან მოუხერხებელია ალბათ) მოკლედ საერთო ჯამში ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, დიდია, უაზროდ თხელია და მინუსებიც აქვს საკმაოდ ბევრი. მისი ფასი იქნება 499$ http://www.gsmarena.com/oppo_r5_officially_becomes_the_worlds_thinnest_smartphone-news-10073.php
    1 point
  15. http://www.frozencpu.com/cat/l3/g47/c223/s1092/list/p1/Fan_Accessories-Fan_Filters-200mm_Fan_Filters-Page1.html აქედან გაწყობს?
    1 point
  16. გოთემიც კარგია, მაგრამ დაგროვდეს სეზონები და ერთიანად ვუყურებ ერთი კვირა ვერ მემახოვრება წინა სერიაში რა მოხდა
    1 point
  17. იფ იფ, ძალაინ მაგარია მიშა. სსდს და ქულერს შევცვლიდი http://www.amazon.com/Crucial-128GB-adapter-Internal-CT128M550SSD1/dp/B00IRRDHXU/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1414612905&sr=1-1&keywords=crucial+M550+128gb http://www.amazon.com/Thermalright-True-Spirit-140-Power/dp/B00IYEEOMO/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1414612929&sr=1-1&keywords=thermalright+true+spirit+140+power
    1 point
  18. მეც 840 evo 250gb მაქვს და პატარა ტვიკინგით კი ავიყვანე უკვე 1080 ქულამდე AS SSD ბენჩში რასაც 256გბ 840 პრო იღებს საშვალოთ, ტვიკინგის გარეშე 980-მდე ადიოდა მარტო, რაპიდიც კარგი რამეა და კიდე 10-15% ზრდის საშვალოთ პერფორმანსს, თუმცა AS SSD 18000 ქულასაც გადამიცილებია რაპიდით, სიტუაციას გააჩნია, ინტელის ბენჩები რომ ვნახე რაღაც არ მომეწონა დიდათ ფასი-წარმადობით, სტაბილურობით კი ერთ-ერთი პირველია ინტელიც, მაგრამ მაგ მხრივ კრუშალი-სამსუნგიც კარგია და ფასი-წარმადობით ეგენი ჯობია მაინც ინტელს, ნუ არც ინტელია ძალიან მეძვირე მაგრამ 20-25$-იც ფულია, 850 ევოც გამოვა მალე და ეგეც კარგი რამე იქნება, 850 256გბ პროზე 20-30$-ით იაფი ეღირება სულ მცირე ალბათ 250გბ ვერსია, ანუ 130-140$ ფარგლებში, ცოტას კი აგვიანებს ისე, ჩემი საერთოდ 180 ლარათ ვიყიდე გაუხსნელი, ანუ 100$-ზე ოდნავ მეტი მივეცი, ნუ მისამაგრებელი არ მოყოლია და კაბელები მაგრამ ისედაც კარგათ მივამაგრე 2 ბოლტით HDD ჩასადებში ანტეკ 900 ნუ უბრალო მომხმარებლისთვისაც კარგია სსდ, ლოადინგ ტაიმსები მცირდება ვინდოუსის და თამაშების, ზოგ თამასში შეიძლება სტატერინგი შეამციროს, ბრაუზინგიც ცოტათი სწრაფდება როცა ბევრი საიტების გახსნა გიწევს ხოლმე, მეორე HDD კიდე ფილმების გადმოსაწერათ და საყურებლათ შეიძლება გამოიყენო, ნუ თუ 250გბ ვერსიას დაითრევ სიტყვაზე რამდენიმე თამაში მაინც დაეტევა და 1-2 ბდ ობრაზი, 4K BD საყურებლათ არა მგონია სსდ დაჭირდეს, სტანდარტული HDD გაგიქაჩავს
    1 point
  19. მე სულ ბოლო მიყენია + ბეტა ვერსიის EXE, არ ვიცი შენ შემთხვევაში რატომ ახურებს, შეიძლება ბიოსის ნასტროიკებთან აქვს რაღაც შეუთავსებლობა ან მაზერი არ მოსწონს შენი, რაღაცა კონფლიქტია ეტყობა, ჩემთან არ ჩაუსვრია არასდროს არც P5B და ამ ახალზეც ხოშიანათ უბერავს, ეგ კარგი ფიშკა გავაძრე ისე, შემიძლია მომენტალურათ ფანის 100%-ზე დაყენება ბიოსში შესვლის გარეშეც, ისე კი თავის რეჟიმში უბერავს ჩუმათ როგორც ბიოსში მაქვს მითითებული
    1 point
  20. https://www.youtube.com/watch?v=eGwuoYKhqx8&list=UUvC4D8onUfXzvjTOM-dBfEA ცხელ-ცხელი...^^ ეპიკ ფილმი იქნება რა ყველაფრით, საუკეტესო რაც კი ოდსესმე კომიქსებზე შექმნილა... პატარა სიახლეები კიდევ მარველისგან, მოკლედ დაანონსეს ახალი ფილმები რომელბიც გამოვა აუცილებლად 2016-2019 წლის ჩათვლით, მოკლედ დავიწყოთ: 1.Captain America: Civil War — May 6, 2016 2. Doctor Strange — Nov. 4, 2016. 3. Black Panther November 3, 2017 4. Guardians of the Galaxy 2 — May 5, 2017. 5. Thor: Ragnarok — July 28, 2017. 6. Avengers: Infinity War (Part I) — May 4, 2018. 7. Captain Marvel — July 6, 2018. 8. Inhumans — Nov. 2, 2018. 9. Avengers: Infinity War (Part II) — May 3, 2019
    1 point
  21. Assetto Corsa - Ford License Announced Kunos Simulazioni-მა Ford Motor Company-ის ლიცენზია მოიპოვა.
    1 point
  22. თავიდან მეც ესე ვიყავი, მაგრამ 4 თვე ხელი აღარ დაადეს თამაშს და გამაღიზიანებელი გახდა ყველაფერი. როგორც იქნა დაიწყეს ბაგების გადმოსწორება. ნელ-ნელა მიხდავენ და 1-2 წელიწადში რაღაცას დაემსგავსება )) რომელიმე სატვირთოსთან შეგიძლია მიხვიდე და როცა გაიხსნება გადაჯდე. მე МАЗ 535-ის მოყვარული ვარ
    1 point
  23. Share your bookmarks in Opera beta 26 http://www.opera.com/download/get/?partner=www&opsys=Windows&product=Opera%20beta&utm_medium=sm&utm_source=desktop_blog&utm_campaign=desktop_side_bar დავაყენე და კიდე რამდენიმე ფიშკა დაუმატებიათ opera://flags/ ჩავურთე კიდე რაღაცეები და ვტესტავ
    1 point
  24. Schindler's List-ს ვუყურე არ ვიცი რავთქვა ისეთი ფილმი იყო ამ სცენაზე ცრემლები წამომივიდა
    1 point
  25. jomardi მეც ჩავურთე და განახლება დაიწყო, მაგრამ ვერ მივხვდი რა განახლდა. გავარკვიე უკვე ველოდები შემდეგ განახლებებს ახალი ინფორმაცია: DEV291014 - The opening of the experimental branch
    1 point
  26. ეტყობა ეს არ ქონდა დეველოპერს სტიმზე " DEV Update 29.10.14 Hi everyone, Last night we opened up the experimental branch for you all to access updates and improvements that are currently in beta. You can access the experimental version by doing the following: Go to Library > Right-click Spintires > Properties > BETAS > Click drop down box > Select 'beta - Spintires Beta Build' This will be update on a regular basis when a new build is available for testing." http://steamcommunity.com/games/263280/announcements/detail/246897115952531420 ჩავურთავ ვნახოთ ... UPD: yep... 140 მბ იმატებს.
    1 point
  27. მე როგორც დავხურე მაპი... 1. ჯერ ყველაზე სწრაფი მანქანით "ვილისი"-თ გავხსენი ჯერ მტლიანი რუკა... 2. შემდეგ ყველა მანქანასთან მივედი და გარაჯში შევაგროვე 3. ყველაზე მძლავრით დავიწყე შეშების გადატანა, (მაგრამ გზაში გაზაპრავკება არის ხოლმე საჭირო და არასდროს იფიქრო იმაზე რომ მივასწრებო, ყოველტვის როდესაც ნახევარზე ჩამოდის უკვე ბენზინი, ეცადეთ მიხვიდეთ ზაპრავკასტან აუცილებლად...) კამერის ხედვის კუთხეც რომ დაამატონ, მაინც დარწმუნებული ვარ არ მოუხდება ამ თამაშს საჭე, ზოგადად Off road-ს არ უხდება საჭე რა...
    1 point
  28. არ აქვს აზრი საჭით თამაშს. ვერ ივლი ნორმალურად. სანამ კამერას არ შეცვლიან მანამდე აღარც ჩავრთავ. მისიებია, მაგრამ არ ინახავს გახსნილ მეპს. ბაგია და ჯერ არ გამოუსწორებით. თავიდან რუქა და მანქანები უნდა გახსნა. შემდეგ ტვირთი უნდა მიიტანო დანიშნულების ადგილზე. გარაჟები რომ გაგიხსნას, გარაჟში უნდა მიხვიდე და Garage Carriage ან Garage Trailer უნდა ჩაიბა. Garage Carriage - 2 ფოინთიანია და სულ გარაჟის გახსნას უნდა 4 ფოინთი. ამიტომ შეგილია Garage Carriage 2 ჯერ წაიღო ან Garage Trailer ერთხელ მიტანო და გაგეხსნას ეგრევე. თავიდან რუქას რომ ირჩევ მაგ დროს სიმულატორის სირთულეზე თუ გიყენია, მაშინ სატვირთოთი სადმე თუ გაიჭედები ან ამობრუნდები, გარაჟში ვეღარ გადახვალ და ვერც დროს ვერ შეცვლი Real Vehicle Names ამ განახლებაში სამწუხაროდ ეგ არ დაუფიქსირებიათ. დროებით პროგრამა გამოიყენე. SpinTires Launcher 3.5 [Tool] SpinTires Save Manager მე არ გამომიყენებია, მაგრამ კომენტარებით თუ ვიმსჯლებთ მუშაობს.
    1 point
  29. სხვაობა საკმაოდ არის სამსუნგის H6400-სა და 828-ს შორის, 828 ბევრად ჯობს ჩვენებით, ამიტომ მე დაუფიქრებლად 828-ს ავიღებდი, დინამიური კონტრასტი აქვს რაღაც სასწაული და სიმკვეთრე რაც უფრო მაგარ ჩვენებას მატებს ტელევიზორს, ამიტომ ეგ მოდელი სონის უკონკურენტოა ფაქტიურად მაგ ფასში... 828-ს კონკურენტი არის H7000-ი რეალურად... ასე რომ სონის ეგ მოდელი უკონკურენტოა ფასი პერფორმანსით, უბრალოდ 3D-ს ხარისხი ნაკლები აქვს პასიურს, მაგრამ მიზერული სხვაობაა, სამაგიეროდ უფრო იაფიც ღირს სათვალე და ზომიტაც პატარაა უფრო, თხელია პასიური ვიდრე აქტიური, პლიუს სონს 4 სათვალე მოყვება, ხოლო სამსუნგს 2...
    1 point
  30. მე დავხურე 2 მაპი, ყველაფერი გავხსენი ლოლ და შენახვის ფუნქცია არ იყო და რომ გამოვედი და ტავიდან შევედი აღარ იყო, ნებისმიერ ადგილას გავსულვარ, რავიცი, და ყველა მანქანა გამიხსნია, ოპტიმიზაცია დაგეტანხმები და მართლაც მაგარია ქვს, მეც საკმაოდ მაღალი დონის საჭე მაქვს, მაგრამ კლავიატურით უფრო მოვირგე თამაში ვიდრე საჭეთი, სიმრ ესისინგებში ჯობს საჭე, მე თუ მკიტხავთ, ასეთ ტამაშებს ნაკლებად უხდება, იმიტომ რომ სისწრაფეც ნაკლებია, ვერც დრიფტს გააკეტებ და მოკლედ ეფექტიც ბევრად ნაკლები აქვს ასეთ ტამაშებზე... ჯოიპადითაც ძალიანს ერიოზული იქნება დარწმუნებული ვარ...
    1 point
  31. Grand Theft Auto V - PC Screenshots http://www.guru3d.com/news-story/grand-theft-auto-v-pc-screenshots.html
    1 point
  32. დარწმუნებული ვარ ეს მუსიკა ბევრს მოეწონა.
    1 point
  33. იდეაში პროკრედიტბანკს ყავს ყველაზე მეტი პარტნიორი. Procredit Bank is a member of the ProCredit Group, which owns majority stakes in 19 countries on the continents of The Americas, Africa, and Europe. მეილზე მიწერე ბანკს და გიპასუხებენ, საკმაოდ ოპერატიულები არიან. ასევე რესპუბლიკაც გაარკვიე. გადარიცხვა მჭირდებოდა და როდესაც საქართველოს ბანკმა და TBC-მ 35-40 EURO მომთხოვეს ProCredit 15 ლარად აკეთებდა ამ საქმეს, სტანდარტ ბანკმა 20 ლარად გადარიცხა და რესპუბლიკასაც ნორმალური ფასი ექნებოდა იდეაში. პროკრედიტი რესპუბლიკა კორსტანდარტბანკი იდეაში ამ სამს უნდა ჰქონდეს ყველაზე დაბალი % ევროპაში ბანკომატიდან განაღდებაზე. ადრე მახსოვს ერთი ბარათი ჰქონდა სტანდარტბანკს ქართული ბანკომატების %-ში ანაღდებდი ევროპულ ბანკომატებში.
    1 point
  34. ეგრე რა ძალიან კარგ რამეს აკეთებთ ზოგადად მოთხოვნა გაიზარდა ლიცენციაზე, ხოდა წარმატებას გისურვებთ ფასები მშვენიერი გაქვთ.
    1 point
  35. მოგესალმებით კიდევ ერთი საინტერესო news-თ. წარმოგიდგენთ 6" ეკრანის მქონე დრეკად smartphones-ს სახელად portal. მისი გაკეთება შესაძლებელია მაჯაზე საათივით. მისი მონაცემებია: Exterior: Flexible Kevlar reinforced polyurethane მონიტორი: 6" Flexible organic TFT display with flexible/shatterproof and anti-scratch polycarbonate outer screen(Portal will also be available in 4" later in 2015) CPU: Fastest multi-core CPU* RAM: 2 GB RAM Storage: 64 GB Cameras: 2 forward facing, 2 outer facing Light: LED 2 top facing, 2 outer facing, 11 sequential internal Total MP: 8* Battery: Portal proprietary flexible battery 3200mhA (8hr Talktime) * Network: GSM 850 / 900 / 1800 / 1900, HSDPA 850 / 900 / 1700 / 1900 / 2100, LTE 700/800/850/900/1800/1900/2100/2600, TD-LTE/1900/2300/2500/2600 (1/2/3/4/5/7/8/13/17/18/19/20/25/26/28/29/38/39/40/41) Sensors: Accelerometer, gyro, proximity, compass, barometer, Bluetooth 4.0, NFC, GPS, AGPS Wireless Charging Audio: Stereo Speakers Water Resistant: 10 meters მისი ზომები განგაცვიფრებთ მისი ზომებია 76.67x140x4.8 mm სიგანეxსიგრძეxსისქე ეს კი სადემონსტრაციო ვიდეო ესეც სურათები სულ ეს იყო მადლობთ ყურადღებისთვის. თემა მოამზადა matusala-მ
    1 point
  36. ამ დედადაფის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვახსენე ახლა კი წარმოგიდგენთ ამ დედადაფის სრულ მახასიათებლებს ბაზარი სავსე Z97 მაზერებით ამბობს კომპანია და თან თითქმის ყველა კარგი დედადაფის ფასი არ შეესაბამება მათ რეალურ შესაძლებლობებს. ასე რომ AsRock -მა წარადგინა ბაზარზე სხვა Z97 მაზერებთან შედარებით დაბალ ფასად უფრო ძლიერი დედიკო, სხვა დედადაფების ფასი დაახლოებით შეადგენს 190$ -ს ეს დედადაფები შემოთავაზებული არიან MSI და GIGABYTE-ს გან ასე რომ კომპანია მთავარ კონკურენტებათ მიიჩნევს სწორედ ამ კომპანიებს და კონკურენციას უწევს მათ ASRock Fatal1ty Z97X Killer -ით რომლის ფასი იქნება 160$ და დედადაფა იქნება ამ ზემოთხსენებული კომპანიების მიერ წარდგენილ პროდუქტზე უფრო ძლიერი. ეს დააინტერესებს იუზერებს და უბიძგებს მათ შეიძინონ ეს უკანასკნელი. დედადაფის სპეციფიკაცია ასეთია სხრილში მოყვანილია დედადაფის სრული მახასიათებლები და შესაძლებელია სხვა დედადაფასთან შედარება ასეთივე ცხრილის მეშვეობით აგრეთვე დახასიათება შეგიძლიათ იხილოთ აქ შეფუთვა და აქსესუარები შეფუთვის წინა მხარეს მითითებულია ის ტოპ ბრენდები რომლების მხარდაჭერაც აქვს ამ დედიკის ხოლო უკანა მხარეს დატანილია ამ დედადაფაში ჩაშენებული მახასიათებლების სრული განმარტება და მათი უპირატესობა მოყვება შესაბამისი დოკუმენტაცია როგორც ყველა ახალ დედადაფებს, მოყვება სპეციალური DVD დისკი სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე განმარტებითი ბროშურა ASRock Cloud ფუნქციისთვის, აგრეთვე 3 თვის ლიცენზია XPlit broadcaster-ისთვის (გასათვალისწინებელია რომ ეს არაა XSplit Gamecaster Premium ლიცენზია) აქსესუარებში შედის 4 ცალი SATA კაბელი, აგრეთვე ფერადი კოდირებული უკანა I / O, 2-way SLI Bridge-სთვის ,SATA დენის კაბელები და M.2 SSD პორტისთვის კაბელი.
    1 point
  37. ვინაითგან ფორუმი ჩამკვდარია, ვეცდები ერთი პატარა თემით მაინც გამოვაცოცხლო. თემით, რომელიც დიდად არ მეხატება გულზე და ვფიქრობ, რომ კლასიკურ კინემატოგრაფს ვერასდროს ჩაანაცვლებს, მაგრამ მაინც, ტექნოლოგიური სიახლეა და უნდა შევეხო... საქმე სამგანზომილებიან ჩვენებას ეხება... -------------------------------------------------------------- რათქმაუნდა ცალი თვალით ბრმების გარდა ყველამ იცით, თუ რა არის ნივთის სამ განზომილებაში აღქმა. როდესაც გაქვს ორი თვალი, შეგიძლია მათი მოძრაობით მოახდინო სხვადასხვა მანძილზე მდებარე ამა თუ იმ ობიექტის "ფიქსაცია", მოახდინო მასზე ფოკუსირება და ტექნიკური ენით რომ ვთქვათ, მიიღო ინფორმაცია მისი ფარდობითი მანძილის შესახებ. აი ასე: რათქმაუნდა სამგანზომილებიანი აღქმა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ არამხოლოდ მანძილი, არამედ ფორმაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც არ გაქვს სამგანზომილებიანი ხედვა, საჭირო ხდება სხვადასხვა მინიშნებები იმისთვის, რომ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე. მაგალითად, ეტალონური საზომის მოყვანა გვეხმარება გარემოს ზომის აღქმაში: სურათზე რომ ციყვი არ იყოს (რა საყვარელია ) გაგიჭირდებოდათ განგესაზღვრათ, სურათზე კლდე და უზარმაზარი ქვის ფილებია თუ პატარა აგურები და რიყის ქვები... პერსპექტივის ეფექტიც გვეხმარება სიშორის აღსაქმელად, პერსპექტივის კანონების მიხედვით ხომ რაც უფრო შორსაა ნივთი, მით პატარა ჩანს: სიღრმის შეგრძნება და ჩრდილები: როდესაც სურათზე ერთი ობიექტი მეორეს ფარავს, ხვდებით, რომ ის უფრო ახლოსაა, ვიდრე მის მიერ დაფარული... გარდა ამისა, ჩრდილების მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ ესა თუ ის სხეული ბრტყელი კიარა, გარკვეული ფორმის მქონეა... პარალაქსი: როდესაც სივრცეში რამდენიმე სხეულია გაბნეული, მათ მიმართ მოძრაობისას, უფრო ახლოს მყოფი უფრო სწრაფად იცვლის თქვენი ხედვის არისადმი მდგომარეობას (როგორც წინა პლანზე არსებული კუბი და სფერო). გარდა ზემოაღნიშნულისა, შორს მდებარე ობიექტები ჰაერის სიმჭიდროვის, დაბინძურების თუ სხვადასხვა მიზეზების გამო უფრო ბუნდოვანია, გარდა ამისა როდესაც ახლომდებარე ობიექტზე ვახდენთ ფოკუსირებას, უკან მყოფი გადღაბნილი მოჩანს და ა.შ. მოკლედ, საკუთარ თვალებს კარგად იცნობთ და მეტის თქმა აღარ არის საჭირო... -------------------------------------------------------------- ახლა სტერეოსკოპიას მივხედოთ. სტერეოსკოპია, ანუ მოცულობითი აღქმა ემყარება ფიგურის ორი სხვადასხვა კუთხიდან გადაღებას და შემდეგ ამ ორი კადრის ერთად ჩვენებას. წარმოიდგინეთ კამათელი, რომელსაც ორი ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებული კამერით ვიღებთ: ორივე თვალი (და კამერაც) კამათლის სხვადასხვა ნაწილს აღიქვამს: ბოლოს კი, ხდება ორივე კადრის ერთდროულად ჩვენება ისე, რომ სათვალის დახმარებით თითოეული თვალი მხოლოდ მისთვის განკუთვნილ გამოსახულებას აღიქვამდეს: ცალ-ცალკე სურათებს თვალები ხედავს, აღიქვამს სამ განზომილებაში და ჩნდება ობიექტის რეალურობის განცდა. სათვალის მოქმედების ახსნა არ მომთხოვოთ, თავად დაძებნეთ, ყველაფერს მზამზარეულს ხომ ვერ მოგაწვდით. სულ გაზარმაცდა ეს ხალხი რა რათქმაუნდა სტერეო კადრის გადასაღებად გჭირდებათ ან ორი კამერა, ან ერთი კამერა ორი ობიექტივითა ორი ჩამწერი ფირით, ჩიპით, "ორარხიანი" გამოსახულების მატარებლით ან კიდევ სხვა რამით... ისეთი, როგორიც სურათზეა: ადამიანის თვალებს შორის მანძილი საშუალოდ 2.5 დუიმია, ამიტომ ობიექტივებს შორის ოპტიმალური მანძილიც სწორედ ამდენივეა, მაგრამ Panasonic AG-3DA1(სურათზე)-ს რეგულირებადი დისტანცია აქვს. საბედნიეროდ, თუკი ფილმის მაგივრად მულტფილმს იღებთ, სულ არ დაგჭირდებათ 3D კამერა, შეგიძლიათ ორი ვირტუალური კამერით დაარენდეროთ გამოსახუელბა 3D-რედაქტორში, რომელშიც ქმნით თქვენს მულტფილმს. -------------------------------------------------------------- გამოსახულების კოდირება. რათქმაუნდა, კინოფირით ყველაფრის ჩვენება მარტივია, აიღებ ორ პროექტორს და მარჯვენათი მარჯვენა გამოსახულებას გაუშვებ, მარცხენათი - მარცხენას... ან ისეთივე "ორთვალა" პროექტორი გექნება, როგორიც კამერა იყო... მაგრამ ჩვენ ხომ კომპიუტერშიც გვინდა 3D აღვიქვათ? ამისათვის საჭიროა გამოსახულების კოდირება... რათქმაუნდა, ყველაზე მაღალი ხარისხის გამოსახულება გამოდის ორი Full HD გამოსახულების ერთად გადაცემით. ამ დროს კადრი 1920x2205 ზომისაა და შეიცავს ორ 1920x1080 გამოსახულებას, თითოს თითო თვალისთვის: სამწუხაროდ ეს საკმაოდ "ტევადი" მეთოდია, HDMI 1.4 მაინც სჭირდება და BD ფორმატი (3D BD-ებში მართლაც იყენებენ მას). ეს არის კოდირება შეკუმშვის გარეშე. მეორე ვარიანტია მარჯვენა და მარცხენა თვალით აღსაქმელი გამოსახულების სიგანეში შეკუმშვა ისე, რომ მივიღოთ ერთი Full HD ფორმატის კადრი, რომელსაც შემდეგ სათვალით სრულ ზომაში აღვიქვამთ: თითო თვალისათვის გამოსახულება 960x1080 გაფართოებისაა. მესამე გზა: "დაწნული" (interlaced) კოდირება. გამოსახულებას თანაბარი ზომის ზოლების სახით აკლდება ვერტიკალური გაფართოება: თითო თვალისთვის კადრი გამოდის 1920x540 პიქსელი ზომის. "ზევით/ქვევით" მეთოდი დაწნულის მსგავსია, ოღონდ აქ გამოსახულება მთლიანი და ვერტიკალურად შეკუმშულია: კი დაგპირდით, სათვალეზე არაფერს გეტყვით-მეთქი, მაგრამ ცოტას შეგიბრალებთ... აი, ეს არის ანაგლიფური სათვალე: სათვალე ფილტრავს გამოსახულებას და კონკრეტული თვალისთვის არასაჭირო გამოსახულების სპექტრს აკავებს, არ უშვებს თქვენამდე. ასე რომ მარჯვენა თვალი თავის გამოსახულებას ხედავს, მარცხენა - თავისას. სათვალე ყოველთვის შესაფერისი კუთხით არ არის განთავსებული ეკრანის მიმართ, ამიტომ გვერდითი მოვლენები - გამოსახულების გაორმაგება, გაწელვა, გადღაბნა, ფერების არევა (როგორც სურათზეა ნაჩვენები), ჩვეულებრივი მოვლენაა: -------------------------------------------------------------- რათქმაუნდა სამგანზომილებიანი გამოსახულების აღსაქმელად არანაკლებმნიშვნელოვანია სპეციალური "სამგანზომილებიანი" დისპლეი. თანამედროვე დისპლეი ყველა ფერის შესაქმნელად წითელი, ლურჯი და მწვანე სინათლის სხვადასხვა კომბინაციას იყენებს. იმის მიუხედავად, რომ სინათლე დისპლეიდან თქვენს თვალამდე პირდაპირ მოძრაობს და ვრცელდება, შესაძლებელია მისი პოლარიზება. მდაბიური ენით რომ ვთქვათ, პიქსელიდან წამოსული სხივი "ბრუნავს" საკუთარი ღერძის გარშემო ან მარცხნივ: ან მარჯვნივ: დისპლეიზე განთავსებულია სპეციალური საპოლარიზაციო ფილტრი, რომელსაც განივი (ან თუ გნებავთ, გრძივი) საპოლარიზაციო ზოლები დაჰყვება: სამწუხაროდ, ასეთ დისპლეიზე, როგორც შეამჩნიეთ, მხოლოდ "დაწნული" კოდირებით შეიძლება ფილმის ჩვენება და ნებისმიერი კოდირების მეთოდით შენახული ფილმი ხელახლა გადაკოდირდება იმისთვის, რომ დისპლეიზე სამ გამნზომილებაში აღვიქვათ. რათქმაუნდა პოლარიზებულ დისპლეისთან ერთად პოლარიზებული სათვალის გამოყენებაც მოგვიწევს მთელი მისი გვერდითი მოვლენებითაც უნდა "დავტკბეთ". ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდი ვერაფერი სიამოვნებაა უყურო სამ განზომილებაში რამეს დამახინჯებული ფერებით, ან ფორმით, ამიტომ გამოიგონეს ახალი ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის გამოსახულება არა ერთდროულად, არამედ ცალ-ცალკე, ერთიმეორის შემდეგ პროეცირდება. ამისათვის საჭირო გახდა 120-ჰერციანი განახლებადობის მქონე დისპლეის შექმნა (ანუ წამში 60 ჰერცი მარჯვენა თვალისთვის, ხოლო 60 - მარცხენასთვის). ასეთ დისპლეის მიმდევრობითკადრიანი, ან ალტერნატიულკადრიანი (Frame sequential/alternate frame displays) ეწოდება. ასეთ დისპლეიზე რამის საყურებლად "აქტიურჩამკეტიანი" (Active Shutter) სათვალე დაგჭირდებათ, მაგალითად Nvidia 3D Vision-ის სათვალე: ამ სათვალეს ორივე ლინზა ერთი ფერის აქვს, მაგრამ პოლარიზებული. დისპლეიდან წამოსულ სიგნალს ინფრაწითელი სენსორი აღიქვამს და რიგ-რიგობით, წამში 60-ჯერ ხან მარჯვენა თვალის წინ ახდენს პოლარიზებით გამოსახულების სრულად ჩახშობას, ხან კი - მარცხენა... მოკლედ ჩათვალეთ, რომ წამში 60-ჯერ თქვენი თვალის წინ ფარდა ჩნდება და ქრება... თქვენ ამას ვერც კი ამჩნევთ. სამაგიეროდ ფერადი ლინზებით მიღებული გვერდითი მოვლენა არსადაა! რათქმაუნდა ენვიდია სულაც არ არის ასეთი სათვალეების წარმოების მონოპოლისტი, ამიტომ აქტიურჩამკეტიანი სათვალეების მეშვეობით ტელევიზორით 3D-ტელეგადაცემების ყურებაცაა შესაძლებელი. ეს შემდეგნაირად ხდება: თავდაპირველად იღებენ მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის სრული ზომის ორ გამოსახულებას, რომელიც შემდგომში ტელევიზიით HDMI 1.3 სტანდარტის შესაბამის ხარისხში გადაეცემა: მიღებული გამოსახულება დეკოდირდება, კვლავ იქმნება ცალ-ცალკე მარჯვენა და მარცხენა სურათები და პროეცირდება ეკრანზე. რათქმაუნდა გამოსახულების ნახევარი იკარგება, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის (იმედია ). ტექნოლოგიას Digital Light Processing (DLP) ეწოდება. მეცნიერები (თუ ინჟინრები) კიდევ უფრო წინაც წავიდნენ და გვთავაზობენ ავტოსტერეოსკოპულ ეკრანებს, რომლებიც 3D გამოსახულებას სათვალის გარეშე გვაჩვენებენ. სამწუხაროდ მათ შესახებ ბევრი ვერაფერი მოვიძიე, უბრალოდ აღნიშნავენ, რომ სპეციალური ლინზები თვალ-ყურს ადევნებენ ცალკე მარჯვენა და ცალკე მარცხენა თვალს და მათ შესაბამისად აჩვენებენ კადრებს, თუმცა როგორ ხდება ეს, მე არ მაინტერესებს და თავად იპოვეთ . -------------------------------------------------------------------- ბლუ-რეი 3D ახალი ბლუ-რეი ფორმატია, რომელიც ბლუ-რეის ასოციაციამ შექმნა. სტანდარტის შესაბამისად, ამ ფორმატის ფილმის ჩვენებისას საჭიროა 2x სიჩქარის მქონე BD-დრაივი, შესაფერისი დისპლეი და კოდეკი MVC (Multi-video Codec), რომელიც Advanced Video Codec (AVC, იგივე H.264)-ის ბაზაზეა შექმნილი. MVC კოდეკით კოდირებული ვიდეოფაილის გამტარობა 60MB/s-ის ტოლია მაშინ, როდესაც ჩვეუელბრივი ბლუ-რეი ფილმის გამტარობა 40MB/s-ს უდრის. Blu-ray 3D ფორმატის ფილმებიტ ტკბობა ახლავე შეგიძლიათ, მთავარია გქონდეთ ბლუ-რეი პლეერი და დისპლეი 120Hz განახლების სიხშირითა და HDMI 1.4 კონექტორით. სხვათა შორის 3D ბლუ-რეის ყურება კომპიუტერითაც შეგიძლიათ. მაგრამ საამისოდ ან Core i3/i5/i7 პროცესორი დაგჭირდებათ, რომელსაც ორარხიანი ვიდეოგამოსახულების დეკოდირება ძალუძს, ან ამავე ფუნქციის მქონე Nvidia GeForce GT240, GT340, GT330, GT320, GTX470, GTX480 ვიდეოდაფის შეძენა მოგიწევთ. ATI-ც გვპირდება, რომ ახლო მომავალში ჩანერგავს Blu-ray 3D-ს დეკოდირებას თავის მეხუთე სერიის ვიდეოდაფებში, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერს აკეთებს... აი, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა... გმადლობთ ყურადღებისთვის. პატივისცემით, მიხეილ რ. აუცილებლად წაიკითხეთ ამავე საკითხზე მიძღვნილი სტატია NEIRON-ის შესრულებით:
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.