Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/03/14 in all areas

  1. მოგესალმებით! განვაახლოთ Android OS განყოფილება და დავამატოთ კიდევ ერთი პატარა გამოსადეგი სტატია. როგორც იცით ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის რომ ის დაფუძნებულია[/დაწერილია] ღია კოდზე რაც საშუალებას გვაძლევს ფაქტიურად ყველაფერი გავაკეთოთ,შევცვალოთ,დავამატოთ, ერთი სიტყვით თავისუფალი ოპერაციული სისტემაა(იდეაში). ამ ყველაფრის გაკეთება ძირითადად ხდება დევასისი დარუთვისა და ქასთომ რომის დაყენების შემდეგ(ვინაიდან უმეტესი ცვლილებები custom rom-ში არის ჩადებილი) მაგრამ შეგვიძლია ნაწილობრივ ავარიდოთ ამ პროცედურას თავი და შევმატოთ უამრავი ახალი ფუნქცია ჩვენს მოწყობილობას Xposed Framework-ის დაყენებით. მაგალითითისვით უფრო გასაგები რო გახდეს ამ აპლიკაციით შეგვიძლია გავაქროთ რეკლამები, შევცვალოთ ბატარიის ან ქსელის იკონი,დავამატოთ ინტერნეტის სიჩქარის მაჩვენებელი, შევცვლოთ ფონტები ან სხვა მრავალი. XF("Xposed Framework"[შევამოკლოთ ხოლმე]) მოითხოვს და Android 4.0.3+ ვერსიას. თვითონ Xposed არაფერს არ ცვლის და არ ამატებს სისტემაში, ის უბრალოდ წარმოადგენს shell-ს რომელშიც მუშაობს სპეციალური დანამატები(მოდულები). ძალიან ადვილი და მოსახერხებელია, იწერთ სასურველ მოდულს აინსტალირებთ,ამატებთ Xposed-ში, ასევე მარტივად იშლება ის. შევუდგეთ ინსტალაციას: პირველ რიგში ვიწერთ საინსტალაციო .apk ფაილს ოფიციალური საიტიდან შემდეგ კი როგორც სხვა აპლიკაციები გადაგვაქვს სმარტფონში და ვაინსტალირებთ შემდეგ ვხსით აპლიკაციას სადაც გხვდება ასეთი მენიუ პიველად დააჭირეთ Install/update-ს რითაც გააქტიურებთ Xposed აქვე გავუკეთებ პატარა აღწერას: ააქტიურებთ ფრეიმვორს,შლი, აკეთებ სოფტ გადატვირთავს ან სტანდარტულ გადატვირთვას(reboot) ააქტიურებთ მოდულებს შეგიძლიათ მოძებნოთ და გადმოიწეროთ მოდულები,ასევე აკონტროლოთ აქედან Xposed-ის პარამეტრები Logs- იგივეა იწერს მოქმედებს ტექსტურ ფაილში აპლიკაციის შესახებ განვაგრძოთ Install ღილაკზე დაჭერის შემდეგ დაეთანხეთ სუპერ იუზერს ასევე დაეთანხმეთ დევაისის გადატვირთავს და მზად არის ჩვენი XF გამოსაყენებლად შენიშვნა: თუკი აპლიკაციის ინსტალაციას გიწერთ "App not installed-ს" იხილეთ ME-OMARIის გადავიდეთ მოდულებზე. Module წარმოდგენილია ჩვეულებრივი apk ფაილის სახით საჭირო მოდულის ნახვა/მოძებნა/გადმოწერა შეგიძლიათ: ოფიციალური საიტზე @Link Xda-developers ფორუმზე @Link 4pda ფორუმზე @Link ინსტალაციის შემდეგ ვხსნით Xposed installer-ს და შევდივართ "Modules" განყოფილებაში აქ მოდულის გასააქტიურებლად მოვნიშნოთ "თოლიით" სულ ეს არის! პ.ს მოდულთა უმეტესობა მოითხოვს გადატვირთვას ყურადღება! რასაც თქვენ აკეთებთ ყველაფერი არის თქვენს რისკის ქვეშ ავტორი ან OC.Ge ან Xposed-ის დეველოპერები პასუხს არ აგებს შესაძლო soft break-ზე. პატივისცემით #Sh
    2 points
  2. karta karg mdgomareobashia t 595852231 mechqareba!!! fasic sauketesoa.
    2 points
  3. ტრანსფორმერების ბოლო ნაწილს ვუყურე , ნუ ვერ შეედრება პირველ და მეორე ნაწილს მაგრამ ჯობდა მესამეს ჩემი აზრით და არ იყო ძალიან ცუდი ამ ჟანრის ფილმისთვის , თანამდროვე კომპიუტერული გრაფიკის უმაღლესი დონე იყო აქ და არა ფილმი , როგორც აზრიანი ფილმი არც უნდა შეაფასო , უნდა უყურო და გაერთო , ერთი სიტყვით კარგი გასართობი ფანტასტიკაა
    2 points
  4. ამ თამაშზე დატესტეს GTX 980 და მოაწყვეს PCI e 2.0 vs PCI e 3.0 და შედეგები ასეთია GPU: EVGA GTX 980 SC OC #1 (1550MHz, Mem 1900MHz, TDP < 88%) PCIe 2.0 @ x16 Time: 67875ms - Avg: 145.655 - Min: 113 - Max: 176 PCIe 3.0 @ x16 Time: 67627ms - Avg: 187.975 - Min: 153 - Max: 216 so a 29% average increase, 22% max, and the most important ... 35% min increase on a single card! აქ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ სხვადასხვა ტესტიროვკებს ამ თამაშში http://isiforums.net/f/showthread.php/21983-Live-Performance-Benchmarking-Comparison-for-rFactor-2
    2 points
  5. https://www.facebook.com/video.php?v=867448686613210&set=vb.515864815104934&type=2&theater lol coool
    2 points
  6. 2 points
  7. მოგესალმებით. ამ თემაში განვიხილავ თუ როგორ შეიძლება შეაფასოთ თქვენი თამაშის ხარისხი. ყველას გაგვიგია ალბათ FPS (frames per second)-ს შესახებ და უმეტესობას გონია რომ რაც მეტი მით უკეთესი, ნუ როგორც მიხვდით ამ თეორიის გაქარწ#$%ბა მინდა პირველ რიგში FPS სასურველია ემთხვეოდეს თქვენი მონიტორის განახლების დროს ანუ hz_ებს. უმეტესობას 60 hz-იანი მონიტორი გვექნება ამიტომ ჩვენთვის სასურველია 60 FPS თამაშებში. თუ სიტყვაზე 100 გაქვთ ჯობია V-sync ჩართოთ. (ეს მთლად smooth-ს ვერ გახდის თამაშებს იმიტომ რომ თავისი პრობლემები აქვს ამ ტექნოლოგიას, მაგრამ 60 ჰერციან მონიტორზე 100 FPS-თ თამაშს აჯობებს მაინც) ასევე FPS-ზე არანაკლებ მნიშვნელოვანია frame time (ალბათ ამ პარამეტრს არავინ უყურებს) მინდა გითხრათ რომ ამ კომპონენტის სიკარგე შეიძლება იმაში გამოიხატოს რომ ოდნავ ნაკლებ FPS-იანი თამაში უფრო smooth იყოს ვიდრე ცოტა მეტ FPS-იანი, რომელსაც frame time შედარებით დიდი (ანუ ცუდი აქვს) გაგიგიათ ალბათ რომ ამბობენ micro stuttering. ეს მარტივად რომ აგიხსნათ არის კადრის კანკალივით რა აი ენაბლუები რო არიან რო უჭირთ ლაპარაკი, როცა ეგ FPS-ს ემართება კადრი თითქოს დახტის. ხოდა დიდი შანსია ამაში დამნაშავე სწორედ ეს კომპონენტი იყოს. წარმოგიდგენთ crysis 3-ს benchmarks სეთინგები იყო 1920x1080 with 4xMSAA 'high' settings იდეალური ვარიანტი იქნებოდა რომ ხაზი იყოს სწორი, ან მინიმუმ ამპლიტუდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები. თქვენ ხედავთ მკვეთრ ზრდას და ვარდნას frame time-ში სწორედ ამ წერტილებში წარმოიქმნება ეგრედწოდებული stuttering. ცნობილია რომ ადამიანისათვის 30 ms-ზე დაბლა აზრი არ აქვს იმიტომ რომ ვერ არჩევსო მაინც, მაგრამ ესეც ისეთივე ცნებაა როგორც ზოგი რომ ამბობს 24 FPS-ზე ზემოთ ვერ არჩევსო, ზოგიც ამ ნიშნულად 60 FPS-ს იღებს. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე, ზოგმა შეიძლება შენიშნოს ზოგმაც ვერა. ეს კი იგივე ბენჩის სხვანაერი ჩანაწერი ამ ჩანაწერიდან ის ჩანს რომ ~99% შემთხვევაში ეს კონკრეტული ვიდეობარათი ამ ტესტის მსვლელობისას თითოეულ კადრს არენდერებდა 31 ms-ზე უფრო სწრაფად. (რაც მშვენიერი მონაცემებია) აი 50 ms-ზე მაღლა უკვე ძალიან ცუდია და აუცილებლად ამ მომენტში იქნებოდა micro stutter. შეიძლება ვერ შენიშნოთ თამაშში ჩართულობის გამო მაგრამ მისი ხშირად გამეორება უკვე გააფუჭებს თამაშის ხარისხს. სწორედ ამიტომ თუ თქვენ შემთხვევაში input მოწყობილობიდან მონიტორამდე დიდი დაყოვნებაა ან frame time ანუ თითოეული კადრის რენდერის დრო დიდია თქვენი avg FPS ვერაფერს იტყვის იმის შესახებ თუ რამდენად smooth არის თამაშის ხარისხი. მათემატიკურად რომ გამოვთვალოდ 60 hz-იანი მონიტორისთვის საუკეთესო შედეგი გამოდის ~frame time 16 ms იმიტომ რომ 60 x 16 = ~1000 ms-ს ანუ 60 FPS. მაგრამ პრაკტიკაში ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თამაშის ძრავის შექმნისას სწორედ ამ ბევრ რამეზე ფიქრობენ. ამიტომ იმის დამახსოვრების ნაცვლად რომ 30 FPS ან 60 FPS არის კარგი სათამაშოდ ჯობს დაიმახსოვროთ და თამაშის ხარისხი შეაფასოთ 33 ms და 16 ms frame time_თ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი შესაძლოა უფრო დაბალი FPS-თ თამაში იყოს უფრო მაღალი FPS-თ თამაშზე უფრო გლატკი. თამაშის ძრავთან დაკავშირებით. მაგალითად გაქვთ ძრავი რომელიც არის ძალიან ნელი. თქვენ ცვლით სხვადასხვა პარამეტრებს და მიხვედით დასკვნამდე რომ ყველა ეფექტით თქვენ აღწევთ 50 FPS-ს, მაგრამ თუ ჩრდილების დამუშავებას გათიშავთ აღწევთ 66.6 FPS-ს. ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ რომ ყოველ მესამე კადრზე შეცვალოთ ჩრდილების დამუშავება (SM) ასე რომ თქვენ იღებთ 60 FPS-ს. მიუხედავად ამისა თამაში მაინც არაა smooth და რატომ? იმიტომ რომ ამ დროს ყოველი ორი კადრი საჭიროებს 15 ms frame time-ს და ის მესამე 20 ms-ს ამიტომ თამაში თუნდაც მუდმივ 60 FPS-ზე არაა smooth იმიტომ რომ ზოგი ეფექტი მუშაობს 300 fps-თ ზოგი 20-30 FPS-თ და საბოლოო ჯამში ვიღებთ stuttering-ს. ასეთ შემთხვევას ვერ ჩაწერთ FPS-თ ამიტომ უმჯობესია თამაშის ხარისხი შეაფასოთ frame time-თ. ეს იდეალურ სამყაროში FPS-ებისა და frame time_ს დამოკიდებულება არ გაზომოთ თქვენი თამაშის ხარისხი FPS-ებში გაზომეთ frame time ანუ ms-ებში, მაგრამ მთლად არ დაივიწყოთ FPS-ც DX12_ს უპირატესობა DX11-თან შედარებით 2:22-ზე იწყება DX12 არ გეგონოთ რმ ეს მაჩვენებელი მხოლოდ GPU-ზეა დამოკიდებული. არ დაგავიწყდეთ რა კვებავს ვიდეოს CPU ეხლა კი წარმოგიდგენთ იგივე ბენჩმარკს ოღონდ ეხლა CPU-ებში ეს კი 16.7 ms-ზე ზემოთ როცა იყო ანუ 60 FPS-ს ექვივალენტია 16.7 ms და მასზე დაბლა რამდენ ხანს იყო ჯამში ესეც მაგარი სკრინია AMD აი აქ კი ნათლად ხედავთ რატო არ ვარგა AMD-ს CPU-ები. იმის გარდა რომ მათ აქვთ დაბალი FPS თავისი ნელი არქიტექტურის წყალობით მათ აქვთ ძალიან დიდი Frame time intel-ს CPU-ებთან შედარებით. ასევე ნათლად ჩანს ინტელის ახალი არქიტექტურების სისწრაფე ძველთან შედარებით. ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე ბენჩმარკს რათა პრაქტიკაში აღიქვათ რა ხდება. ესეც ორი ვიდეობარათის განხილვა Radeon HD 7950 და GeForce GTX 660 Ti გთავაზობთ 120 და 240 FPS-იან ვიდეოებს შენელებულს 30-მდე რათა თვალით იოლად გასარჩევი გახდეს 120 FPS 240 FPS 240-ში უფრო იოლად შენიშნავთ რომ 7950-ზე მომენტებში კადრი დახტის მაშინ როცა 660 ti-ზე შედარებით რბილად გადადის. ეს იმიტომ ხდება რომ ამ ვიდეოტესტის დროს ასეთი სიტუაცია იყო როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში 660 ti-ზე გაცილებით ნაკლები ამპლიტუდა იყო თვითონ frame time_ებში და ასევე საშუალო მნიშვნელობითაც ნაკლები იყო. გთავაზობთ რამოდენიმე თამშის შედეგს ეს Skyrim ჩვენ ვხედავთ რომ 7950-ზე ამ შემთხვევაში უფრო ხშირია frame time-ს ცვლილება ვიდრე 660 ti-ზე რაც რათქმაუნდა მოქმედებს overall gaming experience-ზე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთლად იოლი შესამჩნევი არ იქნება ეს. Battlefield 3 აქ 7970-ს კარგად უჭირავს თავი. ეხლა კი SLI და CF როგორც ხედავთ ამ მხრივ SLI-ს შემთხვევაში შეადრებით უკეთესი შედეგი გვაქვს ვიდრე Crossfire-ს დროს. რათქმაუნდა ამაში software -ს ხელი ურევია. თუმცა მინდა გითხრათ კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ ჯობია SLI-ს ერთი ვიდეობარათი. დააკვირდით და წაიკითხეთ რასაც ვიდეოში წერენ ატყობდით SLI-ს დროს როგორ გადადიოდა კადრი? მალე-მალე-დიდხანს ასეთია თამაშების მუშაობის პრინციპი მადლობთ ყურადღებისთვის. თემა მოამზადა matusala -მ
    1 point
  8. http://skidrowcrack.com/vanishing-ethan-carter-codex/ ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი: 2014 ჟანრი: Action (Survival horror) / 3D / 1st Person შემქმნელი: The Astronauts გამომშვები: Nordic Games Publishing პლათფორმა: PC გამოშვების ტიპი: ლიცეზია ენა: ENG კრეკი: (CODEX) ზომა: 7.44 GB თამაშის შესახებ: ამ თამაშში თქვენ არ მოგიწევთ შეიარაღებული მტრის დამარცხება, პირიქით თამაში მიმდინარეობს წყნარ მაგრამ იდუმალებით მოცულ სამყაროში, ამ თამაშში იქნებით დედექტივი, რომელიც სხვა დეტექტივებისგან გამოირჩევა იმით, რომ მას შეუძლია ექსტრასენსული ძალით გამოიკვლიოს დანაშაულები. ხოლო უშვალოთ თამაშის მთავარი მიზანია იპოვოთ ეთან კარტერი. სისტემური მოთხოვნები: MINIMUM: OS: WindowsXP SP3 or higher Processor: Intel Core2 Duo or equivalent AMD Memory: 4 GB RAM Graphics: DirectX9c compliant card with 512MB of VRAM DirectX: Version 9.0c Hard Drive: 9 GB available space
    1 point
  9. საღამომშვიდობის წარმოგიდგენთ MSI GeForce GTX 980 Gaming OC -ის მიმოხილვას და ტესტირების შედეგებს პირველ რიგში არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის GTX 970 Gaming OC edition -ის დიდი ძმა, რომლის ტესტებიც წინა დღეებში გამოქვეყნდა. ამ ახალს აქვს, ახალი TwinFrozr V გაგრილება და GM204-400 ჩიპი ქარხნული სიხშირეები არის 1216MHz ბაზური/1317MHZ boost clock frequency, ადაპტერს აქვს 4 GB გრაფიკული მეხსიერება, და უნაკლო ვიზუალური მხარე გასაოცრად ჩუმი ფანებით შეუძლია რაზგონი. იმის გამო რომ პერსონალური კომპიუტერები ხდება დღითი დღე პოპულარული მსოფლიოში და კონკურენციაც იზრდება მითუმეტეს რომ ბოლო თაობის თამაშები მოითხოვენ მეტ და მეტ სიმძლავრეს გრაფიკული ადაპტერებისაგან. ყველას უნდა ქონდეს მხეცი ბარათი, MSI შეეცადა მაქსიმალურად გამოეყენებინა შესაძლებლობები და დაეხვეწა როგორც ვზუალური ისე პერფორმანსის მხარე და წარადგინა ზემოთხსენებული ვიდეო ბარათი. არქიტექტურასაც შევეხოთ და ვთქვათ რომ, Nvidia ამაყობს თავაისი ახალი არქიტექტურით, კოდური სახელით Maxwell. ეს კოდ ნეიმი, არის GPU -ს მე-10 თაობის სახელი. რათქმაუნდა დევიზი (მეტი შესაძლებლობა ნაკლები ენერგიით) დაცულია. კომპანია იმედოვნებს რომ მომავალში წარადგენენ უზარმაზარი რაოდენობის ტარანზისტორებით ახალ ვიდეო ბარათებს რომლებიც იქნებიან 20 NM ტექნოლოგიაზე. ზემოთ ხსენებული GPU იყენებს 28NM GM204 ჩიპს, ამ ჩიპზე შეიქმნა აგრეთვე GTX 970. აქვე აღვნიშნოთ რომ NVIDIA გადაახტა 800-იან სერიას რათა თავი აერიდებინა დაბნეულობისთვის, როდესაც ვიცით რომ ამ სერიაში მას აქვს უძლიერესი მობილური ჩიპები. ამ ტესტირებაში ჩიპი მაქსიმალურად იყო დატვირთული და ტემპერატურამ 70o c-ზე მეტი არ აჩვენა ახალ გაგრილების ფანებს შეუძლიათ იმუშაონ დამოუკიდებლად ერთმანეთისგან და საკუთარ თავზე აიღონ თითოეულმა პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ბარათს აქვს GDDR5 4 GB მეხსიერება 7,0 GHZ(effective data-rate) ქარხნული სიხშირით აგრეთვე აქვს 2048 შეიდერ პროცესორი მაქსიმალური დატვირთვისას მოიხმარს 165 ვატს მაგრამ აუცილებელია დამატებით 20-25 ზედმეტი ვატი იქნას გათვალისწინებული, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. პორტები კი ნამდვილად ბევრი აქვს ამ ადაპტერს აქვს HDMI 2.0 და DVI პორტები რაც საშუალებას გვაძლევს შევაერთოთ 3 ულტრა გაფართოების მონიტორი ტემპერატურები ხმაურის დონე Thief 2014 Tomb Raider BioShock Infinite Medal of Honor Warfighter Battlefield 4 Metro: Last Light Crysis 3 Hitman Absolution ზემოთ ნაჩვენები თამაშები არის DX 11 -ის კლასის რომლებისც არიან უმაღლეს ხარისხში გაშვებულნი ბენჩის პროცესში როგორც ვხედავთ არაჩვეულებრივი შედგებია
    1 point
  10. ნებისმიერ დროს მომწერე...... კი არ შევწუხდები, პირიქით გამიხარდება თუ დაგეხმარები
    1 point
  11. ახალი თრეილერი
    1 point
  12. მაგარი თამაშია დამევასა გრაფიკაც გემმფლეიც და კომბატიც კარგი აქვს
    1 point
  13. შეიძლება ჩემი თემა გამოგადგეს http://isiforums.net/f/showthread.php/18939-nVidia-GTX-770-AA-quality-problem?highlight= ანის ნერე, ძალიან კმაყოფილი ვარ AA - ზე. nVidia ინსპეკტორი დაგჭირდება. მე - 16 პოსტს მიაქციე განსაკუთრებული ყურადღება. პ.ს. მე და 'ტიმს' ერთი ჰარდი გვქონია ))
    1 point
  14. მაგ სისულელეს სჯობს ბატარეის სწრაფ დამუხტვაზე იმუშაონ ან ახალი ტიპის ბატარეაზე
    1 point
  15. ენები აქვს დამატებული კიდე ბლომათ დამატებული, ეგ ზრდის კიდე ზომაში თირე ბიტრეიტი და კოდეკიც იგივეა
    1 point
  16. ხო კიდევ ვანო ბატონო, აგერ კაცი 970-თ და აბა შენ იცი http://forum.ge/?f=54&showtopic=34691292 ბოლო პოსტი ნახე რატო რა დაგიშავა მაგ კარტამ?
    1 point
  17. ახალი ფასი 350 ლარიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
    1 point
  18. 0-ია სხვაობა, ერთადერთი შეიძლება სხვაობა შეატყო კონტრასტში, მაგრამ არა დეტალიზაციაში, ვიდეო ბიტრეითი ერთია ქვს ორივეს და სხვაობა ამიტომ არ არის, ადრე სულ ბლუ რეი ხარისხს ვიწერდი, მაგრამ მერე რომდ ავტესტე მივირე გადაწყვეტილება რომ ზედმეტიდ როის ხარჯვა გადმოწერაში და პლიუს დამატებებში არ ღირს...
    1 point
  19. Gogla1990, გასაგებია, შენს აზრს პატივს ვცემ მაგრამ ვერ დავეტანხმები, მაგრამ არ არის გამორიცხული დიდხანს დატოვების მაგივარდ რაც ახლა თქვი, 380x ან 390-390x რომ გამოვა არ გაყიდო შენი 290-ი და არ გადახვიდე amd-ს ახალი სერიის ბარათზე, ინტერესი მე ყველა ენვიდიას სერიის ბარათის მქონდა და იმიტომ ვიწერდი, მაგრამა რ ვიტოვებდი და ვყიდიდი, რადგან თუა რ ვტამაშობ გამოყენებაც არ აქვს მძლავრ ბარათს, რენდერს რაც შეეხება ვიდეო რენბდერს არ ვიყენებ დ არც გამომიყენებია, CPu რენდერით ვაკეტებ ყველაფერს 3D-ში, და ფაქტირუად სიტყვაზე 1000 ლარი გადავიხადე ნივთში რომელიც მიდევს ტყუილად, ამიტომ მე ასე ვიქცევი რაც მაინტერესებს 2 დღეში ვრჩები იმ ყველაფერს, დაბენჩვა იქნება ეს, ოვერქლოქინგი თუ თამაშებში დაბენჩვა და მორჩა ვყიდი, იმ ინტერესის წყურვისლაც ვიკლავ და ფულსაც ვიბრუნებ რაც გადავიხადე ან ვუგებ როცა მასიურად ჩამომქონდა და ვყიდიდი, იმ პერიოდს ვიძახი,ა ხლაც იმიტომ წამოვაყენე ვინემს ჩამოვუტან 980-ს ან 970-სთქო, იმიტომ რომ ჩემტვის ჩამოტანას არანირი აზრი არ აქვს რადგან გამოუყენებელი უნდა მედოს ქეისში და გაყიდვით იმ კარტის ინტერესის წყურვილსაც ვიკლავ და იმ ფუსლაც ვიბრუნებ რაც იმ კარტაში გადავიხადე და სხვა რამეში ვაბანდებ ან ვიყენებ რაც ნამდვიალდ გამომადგება,ე ს უვკე ინდივიდუალურია, ყველა ადამიანი სხვანაირად წარმარტავს ტავის ბიუჯეტს... ასე რომ შენი მსოაზრები გასაგებია, მაგრამ ნაკლებად მომგებიანი...
    1 point
  20. სანამ დავიწყებთ თამაშის ძირითადი მახასიათებლების გაცნობას, მანამდე მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს Live For Speed-ი ძალიან ბევრ დამწყებ მოთამაშეს უჩნდება შეკითხვა - რა არის LFS ? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოცემულ რამოდენიმე აბზაცში შეიტყობთ, მაგრამ თამაშის უფრო დაწვრილებითი განხილვა ამის შემდეგაა მოცემული. მოდით დავიწყოთ აღმოაჩინეთ რეისინგის სიმულატორის (racing simulation) რეალიზმი, Live for Speed-თან ერთად Live for Speed-ეს არის ონლაინ რეისის სიმულატორი (Online Racing Simulator) Live for Speed ეს არის სერიოზული რეისის სიმულატორი (racing simulator). აქ არ არის არკადული რეჟიმები (arcade modes), არც მოხვევის დამხმარე საშუალებები (no steering aids) - თქვენ უბრალოდ უნდა მართოდ ავტომობილი. ძალები გავლენას ახდენს მანქანის მოძრაობაზე და როელიც სიმულირდება ინდივიდუალურად თითოეული საბურავზე. ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ გამოიყენოთ კომპიუტერული საჭე, მაგრამ თუ ის არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ კლავიატურით ან მაუსით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საჭე, პედლები და გადაცემათა კოლოფი გთავაზობთ უფრო მეტ სიზუსტეს, ავტომობილის მართვის დროს და ნებისმიერ ავტო სიმულატორში მისი ქონდა სასურველია. ძალის უკუკავშირი (force feedback) იგზავნება კომპიუტერულ საჭეში, რომელიც გამოითველბა პირდაპირ და არა რაიმე ეფექტების საშუალებით. ეს გაძლევთ საშუალებას იგრძნოთ თუ რა ხდება საბურავისა და გზის საფარის შეხების დროს. როდესაც თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი სიჩქარე და უხლოვდებით მოსახვევს, მაშინ უნდა დაამუხრუჭოთ საკმაოდ მკვეთრად, რადგან არ მოგიწიოთ გზის ისეთ ადგილზე მოხვედრა, სადაც არ გინდათ რომ იყოთ ! ამის სასწავლად, თქვენ მოგიწევთ მოსახვევის არაერთხელ გავლა, რადგან ისწავლოთ მისი სწორად და სწრაფად გავლა. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის არის რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ იცით. თქვენ შეგიძლიათ იაროთ მარტო, მხოლოდ დროის წინააღმდეგ ან შეეჯიბროთ ბოტ მძღოლებს (AI drivers). ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი რეალურ გართობას პოულობს online-ში რეალურ ადამიანებთან რბოლის დროს ან multiplayer-ის რეჟიმში. LFS ამის გაკეთების საშუალებას ძალიან მარტივად იძლევა. უბრალოდ დააჭირეთ "List of Hosts", აირჩიეთ სერვერი, რომელიც გამოიყურება საინტერესოდ და მაშინვე შეუერთდით მას. ბევრ სერვერზე ხდება საკმაოდ მოკლე რბოლა, რომელიც რამოდენიმე წრის გავლის შემდეგ მთავრდება, ასე რომ ჩვეულებრივ ძალიან დიდი დრო არ გჭირდებათ გადატვირთვის დალოდებამდე. უმეტესი საჯარო სერვერი საშუალებას გაძლევთ შეუერთდეთ მას შუა რეისის დროს (mid-race). უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენ იმყოფებით იმ გზიდან მოშორებით, სადაც მიმდინარეობს რბოლა და ხელს არ შეუშლით იმ ხალხს, რომლებმაც უკვე დაიწყეს შეჯიბრი იქამდე, სანამ თქვენ მას შეუერთდებოდით ! ასევე არსებობს უამრავი ონლაინ სარბოლო ლიგები (racing leagues), სადაც თქვენ შეგიძიათ მიიღოთ მონაწილეობა თუ რათქმაუნდა ეძებთ რაღაც ისეთს, რაც უფრო მეტ კონკურენციას გაგიწევთ. სერიოზული სიმულატორი აშკარად მოითხოვს ძალიან კარგ ფიზიკის სიმულაციას, რადგან მოგანიჭოთ ისეთი გართობისა და მღელვარების შეგრძნება, როგორიცაა რეალურ ცხოვრებაში. ეს ხდება ყველა ასპექტის გათვალისწინებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია რბოლისთვის. Live for Speed იმყოფება მუდმივი განვითარების პროცესში. S2 ეს არის მეორე საფეხური და ჩვენი ხედვის დასრულებული პროდუქტი. ის უკვე აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, როგორიცაა რეალური რბოლის სიმულაცია. რაც თავისმხრივ მოიცავს მრავალ ასპექტს - სრულყოფილი setup-ის შექმნის შესაძლებლობას, საწვავის გამოყენებას, საბურავის ცვეთას, შეჯახების დროს დაზიანებას, სხვადასხვა სახის ზედაპირის არსებობას, საინტერესო სარბოლო გარემოს, სხვადასხვა მანქანის კლასს და ა. შ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ თქვენ გჭირდებათ საკმაოდ დიდი დრო, რადგან ივარჯიშოთ, დაიმახსოვროთ და ისწავლოთ გზების მოსახვევები და მათი ტრაექტორია. არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ pitstop-ს. გაარკვიეთ რამდენ საწვავს მოიხმარს თქვენი მანქანა ერთ წრის განმავლობაში, როგორ მოქმედებს საბურავები სხვადასხვა გზაზე და საფარზე. რათქმაუნდა თქვენი მანქანის პარამეტრებიდან (setup) და მართვის სტილიდან გამომდინარე. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Live for Speed-ის თამაში, ოფიციალური ვებ-გვერდიდან: download page. დასაწყისში, პროგრამა მოქმედებს როგორც demo ვერსია, რომელის საშუალებითაც ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ 3 ავტომობილი და 1 გზა. იმისთვის, რომ გახსნათ თამაშის დამატებითი მანქანები და გზები (content), ამისათვის საჭიროა შეიძინოთ ლიცენზიის განახლება. S1 ან S2 ლიცენზია (license). ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტის, ასევე მათი შეძენაც, შესაძლებელია თამაშის მაღაზიის ოფიციალურ გვერდზე - shop page. თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ ინფორმაცია Live For Speed-ის შესახებ, მაშინ გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს: ინფორმაცია ინგლისურად: Live for Speed - ENG ინფორმაცია რუსულად: Live for Speed - RUS Live for Speed (LFS) ეს არის რეისის სიმულატორი (racing simulator), რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა. მისი წევრები არიან: Scawen Roberts (ფიზიკა-თამაშის ძრავი), Eric Bailey (გზები და მანქანები) და Victor van Vlaardingen (სიმღერა, ვებ-გვერდი, რეალიზაცია). Scawen Roberts, Eric Bailey-ორივე წარმოშობით-დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) და Victor van Vlaardingen (ნიდერლანდია). მათი ძირითადი მიზანია, რომ მოთამაშემ შეიძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში - (multiplayer), რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ (single player-ის) რეისებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი (საკუთარი) საუკეთესო გზის დრო (იგივე hotlap), რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს (დაფიქსირდეს) lfsworld.net-ზე hotlap-ის რეჟიმში. გარდა ამისა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადების გაკვეთილები ‘training’ რეჟიმში. LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (lfs.net) მაგრამ (unlocking) ყველა მახასიათებლის გახსნა (მანქანების და გზების) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას. ლიცენზიის შეძენის გარეშე, ის ფუნქციონირებს ისე როგორც შეზღუდული დემო ვერსია (feature-limited demo). Demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი გზის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი. მანქანები: XRG, XFG, FBM. გზა: Blacwood GP. Releases (რეალიზები) თამაში განკუთვნილია და დაყოფილია 3 ნაწილად: S1 ლიცენზია (Stage 1), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია (უკვე 6 წელიწადია-2008 წლიდან მოყოლებული). ყოველ შემდგომ ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკის მოდელი, გრაფიკა და ხმა. ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც. ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და გზების მეშვეობით, ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რაოდენობის დაკავშირება სერვერთან. LFS S2-ის მთლიანი კომერციული სამუშაო (alpha ვერსა) დასრულდა 2005 წლის, 24 ივნისს. უკანასკნელი patch-ი კი გამოვიდა 2014 წლის, 27 სექტემბერს. S2 ლიცენზიის მფლობელისათვის (S2-ი ლიცენზიის გარდა) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები. Simulation (სიმულაცია) ამ ყველაფერთან ერთად, თამაშს გააჩნია ძალიან კარგი ფიზიკის მქონე სათამაშო ძრავი (Physics engine) რომელიც აღჭურვილია: - საბურავების სიმულაციით, მანქანის სავალი ნაწილებით (Suspension), აეროდინამიკით, drivetrain-ით, გადაცემათა კოლოფის რამოდენიმე სახეობა, კონუსის გადახურებით, მანქანის დაზიანებით (body damage) და ძრავის მწყობრიდან გამოყვანით. საბურავების მოდელი აღჭურვილია; დინამიური მართვით, დინამიური დაბინძურებით, ეგრედწოდებული flat spot-ებით, ცხელი წერტილებით (hot spots), გზის საფარზე ნაკვალევის დატოვებით და საბურავის კედლის დეფორმირებით. სიმულატორი მხარს უჭერს 3D მოწყობილობებს (3D devices), მათ შორის 3D ტელევიზორებს (3D TV), მიკროფონებს, პროექტორებს და Oculus Rift-ს (როგორც DK1-ს, ასევე DK2-ს, დაწყებული 0.6F ვერსიიდან და დამთავრებული 0.6G-ით). Gameplay (სათამაშო სიუჟეტი) LFS-ის მახასიათებლები მხარს უჭერენ: საჭეებს (Steering Wheels), მაუსებს, კლავიატურებს, ჯოისტიკებს და Game pad-ს - (ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის). რეისი ან უნდა დასრულდეს რამოდენიმე წრის შემდეგ ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე. თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა, საბურავების გამოცვლა გარაჟში, შუა რბოლის დროს (pit stops) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება. ბოქსების შესახვევში (Pit lane) დაშვებილია სიჩქარეა 80 km/h (50 mph) ფარგლებში. ლიმიტის გადაცილების შემდეგ ძალაში შევა ჯარიმები, რომელიც იმის მსგავსია რაც ჩანს რეალურ ავტოსპორტში. სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ხდება შეჩერება და წასვლა ან საჯარიმო ქულების მიღება. სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რბოლის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი ან საკვალიფიკაციო პერიოში მიღებული შედეგი, რომელიც დაფიქსირებულია რბოლის დაწყებამდე. სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში. ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მახასიათებლების გაცნობაში. გაკვეთილები მოიცავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მოხვევა, მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი. რეისერმა რომ ჩააბაროს ეს გამოცდა, ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, რათქმაუნდა დასახული მიზნების სწორად შესრულებით. გაკვეთილები განლაგებულია ნაკრებად. ყველა მანქანა დაკავშირებულია შემდეგთან და თანმიმდევრობა დალაგებულია-ნელიდან-სწრაფამდე. თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორად, რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე, თუმცა მათი დასრულების შემდეგ, არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები, რადგან ისინი ისე რჩება, როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში. Cars (მანქანები) S2-ი ლიცენზიის დასრულებული ვერსია (release), გთავაზობთ სულ 20 სხვადასხვა კლასის ავტომობილს. ისინი მერყეობენ დამწყები, მეგობრული მოდელებიდან უფრო რთულად დაკომპლექტებულამდე, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას, ვიდერე მისი წინამორბედები. არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები, დაწყებული 100 HP (ცხენისძალიდან) და დამთავრებული 700 hp-მდე. თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები, როგორებიცაა GT DTM-ის მსგავსი რეისის მანქანები და ყოფილი JGTC-სერიის რეალური სამგზავრო ავტომობილები. მიუხედავად იმისა, რომ LFS-ის სარჩევი (მანქანების არჩევანი) ძირითადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს, მას ასევე გააჩნია 5 ოფიციალურად ლიცენზირებული რეალური ავტომობილი. BMW Sauber F1.06 Formula BMW McGill University-ს Formula SAE (in conjunction with McGill Racing Team) Valmet RaceAbout '2003 Sports car რომელიც დაპროექტებულია Helsinki Polytechnic Stadia-ს მიერ Volkswagen Scirocco (გამოცხადებულია, მაგრამ ჯერ არ არის გამოსული) დეველოპერების ვიდეო, სადაც ნაჩვენებია კადრები თუ როგორ ხდება Formula BMW-ზე მუშაობა: Tracks (გზები) LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი გზის ტერიტორია, მათ შორის ერთი დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე, ხოლო კიდევ ერთი კი იამაიკურ გარემოში (Jamaican surroundings). შემდეგი გზა - კიოტოსთან ახლოს (Kyoto, Japan). თითოეულს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე შესაძლებელია საპირისპიროდ სიარული (drive in reversed). მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი rallycross ტიპის გზა. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები (layouts), კონუსების და სხვა ობიექტების (autocross editor) გამოყენებით. ორი (ცარიელი) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა, რადგან მოთამაშემ შექმნას მსგავსი გზის მონახაზები. Intel Racing Tour and V1 Championship LFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში, რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში, 2007 წელს. ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour-ს,რადგან ამის შემდეგ BMW Sauber F1-ი დაინერგა თამაშში. LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან, რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის (the United KingdomTV) ტელევიზიაში. V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე. წ. V1 Championship Limited, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა: დიდი ბრიტანეთის რეისის ნიჭიერი მძღოლი (racing driver talent). LFS გამოყენებული იქნა, როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი, სანამ ისინი ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე. თუ მათ წარმატებით გაიარეს (V1 Championship), გამორჩეული კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport-ში. მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს, ამის შემდეგ LFS-მა შეიძინა Formula BMW (მანქანის) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მის მოდელირებაში (აგრეთვე - მანქანის თამაშში გადასატანდ). შესაძლებელია თამაშს დაემატოს გზა Rockingham Motor Speedway, V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და სწორედ ეს გზა გამოცხადდება S3-ი ლიცენზიის ნაწილად. Rockingham Motor Speedway Rockingham Motor Speedway Track Map ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, ლაზერით დასკანირებული Rockingham-ის გზა: Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco (Leipzig თამაშები VW Scirocco-ს კონვენცია 2008 წელს) LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen-ის მიერ, რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ თამაშში Leipzig Games Convention 2008 წელს. კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco-ს ავტომობილს. Scirocco-ს დასრულება Live For Speed-ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბრამდე. თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მოულოდნელი შეცდომების გამო. ხოლო მათ მიერ გამოშვებული უკანასკნელი patch-ი და თავად Scirocco, აიძულებენ LFS-ის გუნდს რომ გადაამუშაონ სავალი ნაწიელბის სისტემა და საბურავების ფიზიკა. დეველოპერების ვიდეო - VW Scirocco-ს დაწვრილებითი მიმოხილვა: LFSWorld LFS-ს აერთიანებს LFSWorld.net-ი, რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური (statistics) მონაცემების ვებ-გვერდი და მონაცემთა ბაზა, skin-ების მხარდაჭერით online რეჟიმში. თითოეული მრბოლელის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედეგიც. სადაც შედის: - დრო, წრეების რაოდენობა, თქვენს მიერ ავტომობილით გავლილი მანძილი და ასევე დათვლილია და ნაჩვენებია თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი. მოთამაშეებს შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები. მონაცემთა ბაზა ასევე შედის საზოგადოების მიერ ჩამოყალიბეული გუნდები. გარდა ამისა, არის ოფიციალური წრის მსოფლიო რეკორდი (official world record lap) და დროის ცხრილი, სადაც რეისერებს შეძლებათ ატვირთონ საკუთარი საუკეთესო დროები იგივე (hotlaps), რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და გზას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin-ები საიტზე, საიდანაც ისინი შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება, თუ ეს თამაშის დროს დაჭირდება სხვა მოთამაშეებს. Reviews and awards (მიმოხილვები და ჯილდოები) PC Gameworld’s 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle-ის მიერ Live for Speed S1-მა გამოიწვია 89 % შეფასების გაცემა და განაცხადა, რომ: LFS-ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი, რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს (“A very strong simulation that offers fun and a high level of realism”). Justin Kranzl - მან კომპიუტერული ჟურნალში (APC magazine) S1 დასრულებას უწოდა: საუკეთესო PC რეისის სიმულატორი, რაც კი ოდესმე გამოსულა (“the best PC racing simulator ever”). Pelit magazine’s 2004 წლის მიმოხილვა LFS’ S1-ის გავრცელება. Mika Äärilä შეაფასა 92/100 და თქვა: (“Saloon cars and meticulous simulation. Absolute cream of the crop”). Bytesector.com’s 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება; განაცხადა, რომ: (“Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I’ve ever played”). 2005 წელს AutoSimSport-ის ჟურნალმა LFS-ს გადასცა საუკეთესო სიმულატორის (“Best simulation”) ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველებს ხმის მიცემის უფლება მისცა, რადგან LFS-ს მიეღო შემდეგი ჯილოდები. BHM “Game of the year” award BHM “Best multiplayer” award BHM “Best physics” award თამაშის სქრინები: ვიდეოები: https://www.youtube.com/watch?v=VNKfipLHtP4 ალბათ ყველამ იცით, რომ ავტო სიმულატორები საკამოდ იშვიათად გამოდის, რადგან მსგავსი ტიპის თამაშები საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ისეთი თამაშის შექმნა როგორიც არის LFS საჭიროებს: ჯოჯეხეთურად დიდ დროს, თავდაუზოგავ შრომას და საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს, რაც სიმულატორების შემქმნელებს ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ მოთამაშებს გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი ამად ღირს ბევრს არ ვისაუბრებ და გეტყვით, რომ დღეს თამაშის ბოლო ვერსია არის Live For Speed - 0.6G, რომელიც გამოვიადა 2014 წლის, 27 სექტემბერს. თუმცა ქვემოთ ვისაუბრებ მის წინ გამოსულ ვერსიაზე, რომელიც არის 0.6E. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ თამაშის ძირითად მახასიათებლებს. ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: Live For Speed 0.6E Original (Full Version) გამოსვლის წელი: 2012 (30 ნოემბერი) ჟანრი: Racing/Simulator შემქმნელი: LFS Studio გამომცემელი: sti228 ენა: ინგლისური + მრავალენოვანი პლატფორმა: PC გამშვები: მოყვება მინიმალური სისტემური მოთხოვნები: ოპერაციული სისტემა: Windows XP, Vista, Windows 7/8 პროცესორი: Pentium 4 ოპერატიული: 512 მბ ვიდეო დაფა: 256/512 მბ თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე: 500 მბ თამაშის შესახებ: 2012 წლის 29 ნოემბერს დეველოპერებმა გამოუშვეს Live for Speed-ის ახალი ვერსია 0.6E, სადაც შესულია მრავალი განახლება და გაუმჯობესება. ახალი საბურავების ფიზიკის მოდელი, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ასე რომ ეს ვერსია ისე, როგორც მისი ყველა წინამორბედი, იყენებს ძველ საბურავების ფიზიკას. თუმცა სხვა ვერსიებისგან განსხვავებით თქვენ აქ ნახავთ, multiplayer-ის სრულიად ახალ სისტემას. დეველოპერების თქმით თამაშის წინა ვერსიებში ხშირად იყო შეფერხებები და ბაგები დაკავებულ სერვერებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სისტემა მუშაობს სრულიად განსხვავებული გზით. Live For Speed-ი უზრუნველყოფს მოთამაშეებს რამოდენიმე საინტერესო ფუნქციით, ხოლო მწარმოებლები კი ამ ვერსიაზე არ გაჩერდებიან და კვლავ გააგრძელებენ თამაშზე მუშაობას. დამატებითი ინფორმაცია: არქივში თამაშთან ერთად მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი. მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა გზას და მანქანას. გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში. ამოაარქივეთ (unlocker და Ip Patch) და შემდეგ ყველა ფაილი (unlocker.exe და unlocker.dll, Ip Patch.exe) გადაიტანეთ Live For Speed-ის მთავარ ფოლდერში. ჩართეთ unlocker.exe, ჩაირთვება თამაში. შევდივართ სულ ქვემოთ Unlock Live For Speed და Username-ში და Password-ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია (გაითვალისწინეთ: პაროლი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock"-ს, შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live For Speed S2" (თუ არ ამოაგდო, მაშინ პროცედურას თავიდან იწყებთ). როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, შეგიძლიათ გამორთოთ თამაში და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და შემდეგ "Starts". რამოდენიმე წამის შემდეგ დაიწერება "Patching Done", როდესაც ეს წარწერა გამოჩნდება, დახურეთ პროგრამა Exit-ის საშუალებით. თამაშის ზოგიერთი ახალი განახლება - ახალი პაკეტი, რომელიც ამცირებს სერვერზე დატვირთვას - ახალი დაცვა ჰაკერებისგან და cheat-ების აღმოჩენის ფუნქცია - marshall-ების მაქსიმუმი რაოდენობა გაიზარდა 96-დან 120-მდე - autocross ობიექტების რაოდენობა გაიზარდა 800-დან 900-მდე - SHIFT+N: sound on/off ეხლა უკვე მუშაობს multiplayer-შიც - კიდევ ბევრი სხვა ტიპის ფიქსაცია და გაუმჯობესება თამაშის გადმოსაწერი ლინკი: Live For Speed 0.6E Original-(Full Version) თუ ვინმეს მხოლოდ Unlocker-ი და Ip patch-ი გჭირდებათ, მაშინ გადაწერეთ აქედან: LFS 0.6E Unlocker and Ip patch დაყენების ინსტრუქცია სურათების მიხედვით: როგორ ვითამაშო არაოფიციალურ სერვერებზე ? როგორ უნდა ითამაშოთ LFS სერვერზე ნახეთ აქ: Как начать играть и подключиться серверу ? руководство по настройке თამაშზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნახეთ ქვემოთ მოცემული ლიკები: LFS Manual Wiki Live for Speed S2 Russian FAQ 2014 წლის განახლება ! ამ წელს დეველოპერებმა გადაწყვიტეს თამაშის განახლება, მაგრამ არა რაიმე ტექნიკური მხარის, არამედ Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამატება. ჩამონათვალში, უკვე შეგიძლიათ იხილოთ Live For Speed-იც: List of games with Oculus Rift support თამაშის დეველოპერები ამატებენ Oculus Rift-ის მხარდაჭერას თამაშში. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ტესტირება და დეველოპერებმა გამუშვეს ახალი პატჩი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ბოლო ტესტირება არ არის და ამას კიდევ რამოდენიმე მოყვება. Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამატების გარდა დეველოპერები თანდათან აუმჯობესებენ თამაშის სხვა შეცდომებსაც, ასევე ამატებენ რამოდენიმე ახალ ფუნქციას. მაგ: ეხლა უკვე LFS იყენებს DirectX 9 ვერსიას, DirectX 8.1-სგან განსხვავებით. დამეტა Antialiasing-ის ფუნქცია მენიუში არსებულ ავტომობილებს და მძღოლებს. სხვა დანარჩენი განახლებები ძირითადად ეხება Oculus Rift-ს. დაწვრილებით სრული განახლებების სიას გაეცანით ქვემოთ მოცემულ ლინკზე გადასვლით. დამატებითი ინფომრაცია: Live for Speed, version 0.6G ინფორმაცია Oculus Rift-ზე: Oculus Rift 2014 წლის, 10 ივლისს, LFS მოხვდა Top Rated list-ის top 5-ში Oculus-ის ვებ-გერდზე: Oculus Rift Users - please rate LFS at Oculus Share https://share.oculusvr.com პირველი სურათი ცოტა ადრეა გადაღებული, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მოგვიანებით თამაშმა მეორე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა. იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათები. ვიდეოები და შთაბეჭდილებები: 2014 წლის, 5 სექტემბერს, თამაშის დეველოპერმა Victor van Vlaardingen-მა, განაახლა LFS-ის ოფიციალური ვებ-გვერდი და ფორუმი. www.lfs.net lfsforum.net თემა ამ საკითხთან დაკავშირებით: A New Site ასევე ძალიან კარგი სიახლეა, რომ lfs.net და lfsforum.net აღარ იქნება განცალკევებული საიტები. სწორედ დღეიდან დაწყებული, lfsforum.net-ის ფორუმი ინტეგრირებული (გაერთიანებული) იქნება lfs.net-ის ვებ-გვერდთან. საერთო ჯამში, წელს დეველოპერმა გამოუშვა თამაშის 2 ახალი პატჩი. ესენია: Live for Speed, version 0.6F და ბოლო ვერსია 0.6G ასევე გთხოვთ გათვალისწინოთ, რომ ამ ვერსიების წინა ვერსიაა 0.6E და მას არ გააჩნია Oculus Rift-ის მხარდაჭერა. არ დაგავიწყდეთ რომ LFS წინა ვერსიები მუშაობს DX 8.1-ზე და არა DX 9-ზე (მათ შორის 0.6E). DX 9 პირველად დამატებული იყო 0.6F ვერსიაში და თავისთავად ამ ვერსიიდან დაწყებული ყველა შემდგომი თამაშის ვერსია გამოიყენებს DX 9-ს. რათქმაუნდა 0.6G-იც იყენებს მას.
    1 point
  21. ცუდ პონტში არ მითქვამს ტოო... ) რა იყო?))
    1 point
  22. +1 მართალი ხარ გოგლა, დროის ამბავია, მე მაგალითად ავიღებ ეხლა 970 ს და დალშე მკიდია 1 თვეში თუ ერთ წელში რამდენი იქნება მისი, მასე რომ ვუყუროთ საერთოდ არ უნდა ვიყიდოთ კარტა )
    1 point
  23. ეჰ, რას უშვებიან ნექსუსს (( დამატოვებინებენ კლუბს (
    1 point
  24. შემიძლია გიყიდო newegg-ზე როგორც ფორუმელს ყოველგვარი პროცენტის გარეშე... რაც დაჯდება იმას გადაიხდი
    1 point
  25. მგონი 1.0 ვერსია მაინც ვერ გამოვა შემდეგ კვირას... ყოველ შემთხვევაში გამოსვლაზე არაფერს ამბობენ. Assetto Corsa damage model preview At the Assetto Corsa Press event, the Kunos Simulazioni team already announced that a full damage model simulation including both physics and visual effects would be added to the Assetto Corsa Simulator in a future update. It is hinted that the damage effects are configurable, and will have an on/off toggle function. Today Marco Massarutto posted a preview screenshot showing us a Lotus Elise that went to war. While the damage model is probably very much a work in progress, the visual damage already looks to be very convincing.At this moment, it is not known when the Assetto Corsa damage model will be implemented.
    1 point
  26. ფასი არ მომეწონა. გტხ 960 აჯობებს. და გტხ 970 30$ მეტი ღირს. თუმცა შეიძლება არც ღირდეს ამდენი. მე მგონია, რომ გტხ 960 უფრო იაფი იქნება ვიდრე მხოლოდ 285. თუ 770 ის ახლანდელ ფასსა და 970 ის ახლანდელ ფასს ავიღებთ ერთი და იგივეა. ლოგიკურად 760 ის ახლანდელი ფასი იქნება 960 თუმცა შეიძლება ასე არ იყოს. იმე 960 256ბიტზე და 3 გიგაბაიტიანი ვრამით გამოვა თორე აზრი ეკარგება მის არსებობას თამაშები ორზე მეტს მოითხოვენ და 1080პ უკვე აღარ არის პს სტანდარტი.
    1 point
  27. მაგ ფასად უკეთესი ვერამგონია
    1 point
  28. ცოტა ხმაურიანია როგორც ვიცი, ისე არაფერი დაეწუნება, წამოღება ღირს თუ არა იმაზეა დამოკიდებული რამდენად აპირებ გაყიდვას (თუ გასაყიდად გინდა) ეგ nvidia-ში, amd-ს თუ ყიდულობ his, sapphire და მერე ყველა დანარჩენი
    1 point
  29. მეც ეგ მაქვს და მართლა ხოშიანათ დააკლო ლოადინგ ტაიმსები სკაირიმში, ერთ თამაშზე მეტს მე მაინც არასდროს ვაყენებდი ერთდროულათ, არ მიყვარს თამაშის ტესტიროვკები, მარტო იმ თამაშს ვაყენებ რომელსაც ვხურავ ხოლმე
    1 point
  30. სერიოზულ ფასში კი გიყიდია და... არც მე მქონია შეხება მაგ ბრენდთან, მაგრამ ისეთი დონის რომ არ არის როგორიც ასუსი, ევგა, გიგაბიტი ან MSI არის შენც ხომ ხვდები.. განსხვავება შეიძლება ტრანზისტორებში ჰქონდეს ან სიხშირეებშიც...
    1 point
  31. George - 39687 - MSI GTX 780 Gaming @ (1042/1702)/i7-4770 3.4GHz @ 3700MHz | Photo ესეც რაზგონი, ბოლო წვეთამდე არ გამომომიწურია მაგრამ ეგეთ ნასტროიკებზე ბუსტით 1200-მდე ადიოდა რომ შევამოწმე აფტერბარნერში ამიტომ ცოტა დაკლება მომიწია სიხშირეების, გურუ3დ-ის სიხშირეებზე იკრაშებოდა უკვე შვა ტესტის დროს დრაივერი, მაგ ჩასტოტებზე პირველივე ზახოდზე გაიარა, არანაირი ხარვეზები არ ქონია, გეიმინგში უფრო თავისივე ჩასტოტებზე ვამუშავებ ხოლმე ალბათ რაც აქვს თავის აპპზე OC რეჟიმზე, არ ღირს დიდათ მემორის რაზგონი დიდხანს როცა თამაშობ, ბენჩებში შეიძლება, კორის დარაზგონება უფრო ამართლებს მაინც
    1 point
  32. https://www.youtube.com/watch?v=F_JF8oSxXtM გქოქავს რა რასაცქვია ეს სონგი...
    1 point
  33. ძირითადათ ანძრევენ
    1 point
  34. დღეს მომიტანეს, -4 გრადუსი მომცა სხვაობა, ძალაინ კარგი ფენია, 1200ზე მაქვს ეხლა და ხმა საერთოთ არ აქვს, 1500ზე ცოტა ისმის შრიალი :დ
    1 point
  35. warcraft-ის მიხედვით ფილმის გადაღება კიდე გამიგია, საილენთ ჰილი, ასასინს ქრიდი, მაგრამ ტეტრისზე გადაღებულ ფილმს რაღა შინაარსი უნდა ქონდეს... why?
    1 point
  36. "უცნაური კითხვები" USA 2 Georgia-ს ვებ გვერდზე იხილეთ ვრცლად: https://www.usa2georgia.com/support/index.php?/Knowledgebase/List/Index/10/
    1 point
  37. ზუსტად ამ თემას ეხება მოგეხსენებათ მთელი მსოფლიო მათ შორის nvidia-ც ელოდება AMD-სგან ახალ სერიას, რომლის სავარაუდო სახელწოდება იქნება R9 3xx ამ თემაში მიწერია ინფორმაცია 3D memory-სთან დაკავშირებით რომელზეც AMD და HYNIX მუშაობდა. როგორც ჩანს მათ მუშაობა დაასრულეს და AMD აპირებს რომ ეს ტექნოლოგია გამოიყენოს მის ახალ R9 3xx სერიაში. წინასწარი ინფორმაციით ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას მიღწეულ იქნეს GDRR5-ზე არსებულ სიჩქარეზე 9-ჯერ მეტი BANDWITH ხო მოგახსენებთ რმ ეს ახალი სერია იქნება 20 nm-ზე
    1 point
  38. გამოქვეყნდა CALL OF DUTY: ADVANCED WARFARE-ის ახალი თრეილერი კომპანია Activision-მა გამოაქვეყნა Call of Duty: Advanced Warfare-ის ახალი თრეილერი. შემქმნელებმა გვაჩვენეს სამი სხვადასხვა შესაძლებლობა, რომლებსაც მიიღებენ მოთამაშეები ეგზოსკელეტის დახმარებით. Sledgehammer Games-ის დამაარსებელმა მოყვა ეგზოსკელეტის სამ შესაძლებლობაზე, მათ შორის სიჩქარის ბუსტი, გაქრობა და დაცვა ასაფეთქებლებიდან. ეგზოსკელეტის ფუნქციონალი აჩვენეს ბრძოლაში და შემქმნელების სიტყვების მიხედვით, ეს სიახლე სრულიად შეცვლის მულტიპლეიერის გეიმფლეის მექანიკას. ეგზოსკელეტების მიღმა მულტიპლეიერში იქნება უახლესი ტექნოლოგიები, რომლებსაც წარადგენენ ერთი-მოთამაშის კამპანიაში. მათ შორისაა ყუმბარები, რომლებიც იცვლიან თვისებებს, დრონები და იარაღები, რომლებითაც შეგიძლიათ დაბეჭდოთ ტყვიები პირდაპირ სროლის დროს. Call of Duty: Advanced Warfare-ის რელიზი დაგეგმილია 4 ნოემბრისთვის. თამაში გამოვა Xbox 360, Xbox One, PlayStation 3, PlayStation 4 და PC.
    1 point
  39. Call of Duty: Advanced Warfare-ის ახალი ვიდეო ■ კომპანიამ Activision გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია Sledgehammer Games-ის შუთერის გეიმფლეს ნაწყვეტი. კონკრეტულად, ვიდეოში წარმოდგენილია თამაშის ერთ-ერთი მისიის, „კოლაპსის“, გავლა. სიუჟეტის მიხედვით მთავარი გმირები კერძო სამხედრო კორპორაციის Atlas-ის ჯარისკაცები არიან, რომელიც თავის მხრივ ერთადერთ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია გლობალური ტერორიზმის დამარცხება. მართლა ძალიან მაგარი რამე იქნება.
    1 point
  40. დაწყევლილი ვარ
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.