Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 07/16/14 in all areas

  1. ჩემი 5 წლის 19 ლარიანი კლავიატურა დღესაც ისეთივე ჯანზეა როგორც პირველ დღეს
    7 points
  2. კინოს კომენტარებია. გრძელი ნათელი დღეები.
    3 points
  3. მოკლედ ამ თემას ვხსნი ubuntu-ს მომხმარებლებისთვის. აქ იქნება სხვადასხვა სკრიპტები, ტუტორიალები, საინტერესო პროგრამები, თემები და ყველაფერი რაც კი ამ OS-ს მომხმარებელს სჭირდება. თემა მუდმივად განახლდება დაემატება ახალ-ახალი ინფორმაცია. კარგი იქნება თუ თქვენგანაც წამოვა რაიმე სახის სიახლეები. თუ რამე კარგი იქნა დაპოსტეთ აქ და მე დავამატებ ხოლმე პირველ პოსტში. რატომ linux? 1 მასზე ვირუსები თითზე ჩამოსათვლელადაა, (შეიძლება ითქვას რომ არაა) რომლებიც შეიძლება ცხოვრების მანძილზე ვერც კი ნახოთ. 2 windows-სგან განსხვავებით linux არასოდეს ნელდება. ჩაწერეთ/წაშალეთ რაც გინდათ არანაერი დეფრაგმენტაცია არ ჭირდება. 5 წლის შემდეგაც კი ის ისეთივე სწრაფი იქნება როგორიც დაყენების დღეს 3 linux აქვს ძალიან დიდი customization-ს შესაძლებლობა. ნებისმიერი რამ შეგიძლიათ მოირგოთ თქვენს გემოზე. აკეთეთ ის რაც გსურთ 4 linux არის გაცილებით სტაბილური ვიდრე windows. ის არ იქრაშება. სწორედ ესაა მიზეზი რატომაც აყენია ის სუპერკომპიუტერების 95%-ზე. 5 open source apps & linux არის უსაფრთხო მოსახმარად. არანაერი კრეკები და ჩაშენებული ვირუსები და spyware-ები. (watch dogs-ს პირველ ვერსიაში ვიღაცა ახვარი რუსი ბიტკოინებს რო აკეთებდა თქვენი კომპით ) 6 აქვს Software Center, საიდანაც დააყენებთ თქვენთვის საჭირო პროგრამებს. (დიახ windows 8-მ აქედან გადაიღო იდეა, მაგრამ ნამდვილად არ გაამართლა windows-ში) 7 linux ძალიან კარგად ახერხებს თქვენი მოწყობილობების იდენტიფიკაციას და არ დაგჭირდებათ გაიაროთ დრაივერების დაყენების ნელი და მტანჯველი გზა ისე როგორც ზოგჯერ windows-ში ხდება 8 linux არის 100% უფასო და open source და თქვენ გაქვთ შეუზღუდავი support. კერძოდ ubuntu-ს მაგალითად ძალიან მაგარი comunity ყავს 9 Google, Facebook, Nasa სერვერები და სუპერკომპუტერებიმთელს მსოფლიოში მუშაობენ სწორედ ამ სისტემაზე, Linux-ზე. მილიონობით ადამიანი და ათასობით კომპანია დაკავებულია linux-ს დეველოპინგით, მათ შორის თქვენი საყვარელი Microsoft აქ თუ რამეს ვერ ნახავთ არ დაიზაროთ და თავად გადახედეთ აქ --- > https://sites.google.com/site/easylinuxtipsproject/Home ესეც ძალიან კაი საიტია --- > http://ubuntuforums.org/ ძალიან მაგარი საიტია. აბსოლუტურად ყველაფერი წერია ubuntu-ზე რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ დამწყებებსაც ად უბრალოდ მოყვარულებსაც ვისაც ადრეც გქონიათ შეხება ubuntu-სთან. თუ გაინტერესებთ კერნელი და ზოგადად linux-ს მუშაობის დეტალები. აგერ საკმაოდ ძვირიანი კურსების კონსპექტები მაქვს. 8 თავი უნდა დავამატო და სრულსაც დავდებ მანამდე კი ეს წაიკითხეთ. საკმაო ინფორმაციას მიიღებთ ამ სისტემებზე. http://allshares.ge/download.php?id=0914343C76 მაშ ასე დავიწყოთ. ინსტალაცია, საჭირო პროგრამები და თემები, საინტერესო და გამოსადეგი სკრიპტები და ტუტორიალები.) თქვენი ასაკრეფი ბრძანებები წითლადაა რომ არ აგერიოთ სხვებში. მოკლედ მაქსიმალურად გამარტივებულად მაქვს ახსნილი. თუ რამეს ვერ გაიგებთ აქ დაწერეთ და დაგეხმარებით როცა შემეძლება. terminal იხსნება ctrl + alt + T ღილაკების კომბინაციით. ან dash-დან win ღილაკს დააწექით გაიხსნება, ჩაწერეთ terminal და ნახავთ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ თორემ ubuntu terminal-ს გარეშე იგივეა რაც კომპი უმონიტოროდ და უმაუსოდ UBUNTU-ს გადმოწერა და ფლეშკაზე ჩაწერა ძველ კომპიუტერებზე პირდაპირ დაყენებაზე გადადით არაფერი არაა საჭირო. ახალ კომპიუტერებზე UEFI bios-თ ან notebook-ებზე სადაც windows 8 pre-installed არის და UEFI bios-ები მიყევით ამ ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ windows 8 UEFI კომპიუტერებზე ყოველთვის უნდა დააყენოთ 64 bit-იანი ubuntu! installation საინტერესო და გამოსადეგი სკრიპტები და ტუტორიალები რა არის SSH? უბრალოდ პროგრამა რომლის დახმარებით შეგიძლიათ შეხვიდეთ სხვა კომპიუტერში. მე მაგალითად სამსახურის კომპტან მუდმივი წვდომა მაქვს. ანდროიდის ტელეფონიდანაც კი უნდა იცოდეთ იმ კომპიუტერის გარე IP რომელსაც უკავშირდებით, ასევე user-ს სახელი და პაროლი. თუ კომპიუტერი პირდაპირ ინტერნეტთანაა დაკავშირებული მხოლოდ ამ ინფორმაციით შეხვალთ უპრობლემოდ. თუ router-ს გავლითაა, მაშინ დაგჭირდებათ პორტის გდამისამართება. კერძოდ როუტერის 22 პორტი უნდა გადაამისამართოთ კომპიუტერის 22 პორტთან. SSH 22 პორტზე მუშაობს. ამის შემდეგ ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლიათ იმ კომპიუტერში. ბრძანება გამოიყურება ასე ssh "username"@"ipaddress" თუ იმ კომპიდან გინდათ რაიმე პროგრამის გახსნა ტქვენტან გრაფიკული ინტერფეისით მაშინ ssh -X "username"@"ipaddress" მერე terminal-ში გაუშვიტ პროგრამა და გაიხსნება თქვენთან. თუ ფაილების გადმოწერა ან ჩაწერა გნებავთ იმ კომპიუტერში თქვენი კომპიუტერიდან მაშინ sftp "username"@"ipaddress" ეს ტერმინალიდან და შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფანჯრიდან შეხვიდეთ და პირდაპირ დაინახოთ ფაილები და ფოლდერები. გახსეით თქვენტან რამე ფოლდერი დააჭირეთ ctrl + L-ს და ველში ჩაწერეთ sftp://username@ipaddress ასევე შეგიძლიათ შექმნათ რაიმე ფოლდერი და დააკავშიროთ სხვა კომპიუტერის რომელიმე ფოლდერთან. აქ რასაც ჩააგდებთ ავტომატურად იმ კომპიუტერში დაიკავებს ადგილს ფაქტიურად cloud server რა 1) ssh-თ შესვლა სხვა კომპიუტერზე პაროლის მოთხოვნის გარეშე 2) ubuntu terminal-ში უკვე გამოყენებული ბრძანებების იოლად პოვნა. 3) ssh tunnel-ს დახმარებით ინტერნეტში სხვა კომპიუტერით გასვლა. ხო ვისაც DSL გაქვთ ან ლოკალი გაქვთ უფრო სწრაფი ვიდრე გლობალი. თუ ისეთ კომპიუტერს დაუკავშირდებით რომელიც თქვენსაზე სწრაფია, შეძლებთ თქვენი გლობალი გაიზარდოს და გახდეს იგივე სისწრაფის რაც ლოკალი გაქვთ. მაგალითად თქვენი ლოკალური სიჩქარეა 900 KB/s და გლობალია 300 KB/s დაუკავშირდით ვიღაცას ვისაც აქვს 3000 KB/s ამ მეთოდით თქვენი გლობალიც გახდება 900 KB/s ასე რომ გაავრცელეთ ხალხო ubuntu 4) გაიმარტივეთ ცხოვრება, დიდი ბრძანების სხვა უფრო მოკლე ბრძანებით ჩანაცვლება. 5) DVD RW-ს გაღება დაკეტვა კლავიშების კომბინაციით 6) Conky-ს დაყენება (ესაა windows gadget-ს მსგავსი ლამაზი ინტერფეისის მქონე პროგრამა, რომელიც ანახებს ციფერბლატიან საათს, RAM-ს SWAP-ს, HDD-ს, CPU-ს დატვირთვას და დროს თუ რამდენი ხანია კომპიუტერი ჩართული) 7) sudo-ს გამოყენება password-ს შეყვანის გარეშე 8) პაროლის არასწორად შეყვანის შემთხვევაში desktop-ზე იქმნება ფაილი სახელად whowashere და თითოეულ ხაზში იწერება არასწორი პაროლის შეყვანის დრო ჩართვის მერე რო ნახავთ თუ გსურთ წაშალეთ ეს ფაილი. თუ არადა დატოვეთ. 9) შექმენით საკუთარი საინსტალაციო ISO. ეს არის უნიკალური პროგრამა რომლის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სისტემიდან ISO ფაილი, რომელშიც იქნება ყველა ის tweak, theme-ბი და პროგრამები, მოკლედ ყველაფერი რაც გაქვთ სისტემაში. უნიკალურობა კი იმაშია რომ ამ ISO-ს დაყენება შეიძლება ნებისმიერ სისტემაზე არის ასეთი windows-ზე? 10) Ubuntu-ში cluster-ს შექმნა. არის ასეთი პროგრამა MPI რომლის დახმარებით შეიძლება რაიმე დავალების გადანაწილება ძალიან ბევრ პროცესორზე, თუ რათქმაუნდა თავად იმ პროგრამას აქვს ამის მხარდაჭერა. (ჩემ შემთხვევაში ქონდა და i7 3930k-ზე მშვენივრად უშვებდა 12 ნაკადზე) მაგრამ ხო იცით ჩვენ სისწრაფისკენ მივილტვით. ამიტომ ვნახე ეს გამოსავალი. ამით შეიძლება რამდენიმე კომპიუტერის რესურსების გაერთიანება, დანარჩენს კი MPI გააკეთებს თემის ავტორი: matusala
    2 points
  4. პოსტში შევე-ც-დები ძალიან მოკლედ მიმოვიხილო Linux – ი, მისი შექმნის ისტორია, პრინციპები, თავისებურებები, დისტრიბუტივები…. ვფიქრობ უკეთესი იქნება სანამ უშუალოდ Linux – ზე დავიწყებ საუბარს, მანამდე თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე, ესაა – GNU Project -ი. GNU Project 1984 წელს რიჩარდ სლტოლმანი წამოვიდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან რათა მთელი თავისი დრო დაეთმო თავისუფალი ოპერაციული სისტემის შექმნისთვის და შეიქმნა – GNU system (GNU არის აბრევიატურა და იშიფრება როგორც GNU`s Not Unix). GNU პროექტის ფარგლებში შეიქმნა ძალიან ბევრი პროგრამული უზრუნველყოფა როგორებიც იყო tar, sed, make, bash… ასევე დაიწერა სხვადასხვა ბიბლიოთეკები, მაგრამ ოპერაციული სისტემის ბირთვის დასრულება ვერ მოხერხდა…. Linux – ის დაბადება 1911 წლის 25 აგვისტოს ფინელმა კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტმა – ლინუს ტორვალდსმა ინტერნეტში გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტი: “I’m doing a (free) operating system (just a hobby, won’t be big and professional like gnu) for 386(486) AT clones. This has been brewing since april, and is starting to get ready. I’d like any feedback on things people like/dislike in minix, as my OS resembles it somewhat (same physical layout of the file-system (due to practical reasons) (among other things). “ მან შექმნა ოპერაციული სისტემის ბირთვი (kernel) და გახადა ყველასთვის ხელმისაწვდომი იტერნეტის მეშვეობით. მოხდა შემდეგი – ერთ მხარეს აღმოჩნდა GNU საკმაოდ დიდი ოდენობის სოფტით მაგრამ დაუსრულებელი კერნელით ხოლო მეორე მხარეს ლინუსის კერნელი, სოფტის და სხვა საჭირო კომპონენტების გარეშე… გამომდინარე იქიდან, რომ ლინუსის მიერ დაწერილ ბირთვი იყო ღია კოდის მატარებელი GNU – მ გამოიყენა ის და შეიქმნა GNU/Linux – ი – პროგრამული უზრუნველყოფა GNU – სი ხოლო ბირთვი Linux – ის. დღეს Linux – ი წარმოადგენს უძლიერეს უფასო და ღია კოდის მატარებელ (არსებობს გამონაკლისებიც) ოპერაციულ სისტემას რომლის სამყაროშიც მილიარდები ტრიალებს. Linux – ის მუშაობის პრინციპები სისტემაში ყველაფერი ფაილების სახით არის წარმოდგენილი. თითოეული პროგრამა ლინუქსში ჭრის მკაცრად სპეციფიურ დავალებას. შესაძლებელია პროგრამების გაერთიანება რთული ამოცანის გადასაჭრელად. კონფიგურაციის ფაილები ყოველთვის წარმოდგენილია ტექსტურ ფაილად. გვაქვს ობიექტის ორი ტიპი: ფაილი და პროცესი. Linux – ის თავისებურებები სისწრაფე – Linux ი არის ძალიან სწრაფი ოპერაციული სისტემა, ჩვენ შეგვიძლია საერთოდ გავთიშოთ ჩვენთვის გამოუსადეგარი კომპონენტები (მაგალითად X Window როდესაც სერვერზეა საუბარი) და ვამუშაოთ სისტემა ძალიან დიდი წარმადობით თუნდაც მინიმალური მონაცემების მოწყობილობაზე. საიმედოობა – Linux სზე პრაქიკულად არ არსებობს ვირუსები და სხვა მავნე პროგრამები და თითქმის შეუძლებელია მისი დავირუსება (თუ ამას ძალით არ მოვინდომებთ ) როდესაც სისტემაში ვართ, როგორც წესი ვმუშაობთ როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი და არა როგორც root – ი (სუპერ მომხმარებელი, ადმინისტრატორი) რაც ერთი ორად ზრდის ჩვენი უსაფრთხოების ხარისხს. MultiTasking – შესაძლებელია ერთდროულად იმუშაოს რამდენიმე ასეულმა პროგრამამ. მრავალ მომხმარებლიანი -შესაძლებელია ერთდროულად იმუშაოს რამდენიმე ათეულმა მომხმარებელმა. ვირტუალური კონსოლები – თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთდორულად იმაშაოს სხვადასხვა კონსოლში. სრული მხარდაჭერა TCP/IP – ის. Windows – თან ურთიერთობა – შესაძლებელია ვიმუშაოთ DOS, FAT, NTFS დანაყოფებთან. SAMBA – ს საშუალებით გვქონდეს წვდომა ფაილებზე და პრინტერებზე. გამოვიყენოთ wine რათა Linux – სში გავუშვათ Windows – ის პროგრამები. ძალიან კარგი დოკუმენტაცია. Linux – ის დისტრიბუტივები დისტრიბუტივი არის Linux – ის ბირთვს + სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, გარსი და ასე შემდეგ… მასზე მუშაობენ როგორც სერიოზული კომპანიები ასევე “ჩვეულებრივი” ადამიანები რომელთაც უყვართ Linux – ის სამყარო და ქმნიან რაღაც ახალს, სრულიად სხვა ოპერაციულ სისტემას… გამომდინარე აქედან მათი რაოდენობა დღეს უკვე ასეულებს აღწევს. დისტრიბუტივები ერთიანდებიან ჯგუფებში: Debian – ის ბაზაზე შექმნილი დისტრიბუტივები (მაგალითად: Knoppix, Ubuntu…) Ubuntu – ს ბაზაზე შექმნილი დისტრიბუტივები რომელიც თავის მხრივ მოდის Debian – იდან. (მაგალითად: Kubuntu, Xubuntu, Mint…) Red Hat – ის ბაზაზე შექმნილი დისტრიბუტივები (მაგალითად: Red Hat, CentOS, Fedora Core, Suse…) Slackware – ის ბაზაზე შექმნილი დისტრიბუტივები (მაგალითად: Zenwalk, MOPSLinux, VectorLinux…) რომელი დისტრო რომელს ჯობია და რომელი გამოვიყენოთ ეს დამოკიდებულია ჩვენს მოთხოვნებზე თუ რა გვინდა ოპერაციული სისტემისგან. ყველა მათგანს კი რათქმაუნდა აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სასარგებლო ბმულები: Linux.com Linux in Wikipedia Kernel.org Open Source GNU Distrowatch.com Revolution OS Linux – movie წყარო - Shoti.net
    1 point
  5. გაგიმარჯოთ ფორუმელებო მოკლედ ჰობი ცოტა სხვა მხრივ გადავლესე და გთავაზობთ მეტალზე გრავირებას გრავირება მოხდება თქვენი შერჩეული გამოსახულების , როკ ჯგუფის ლოგო, სიტყვა, ციტატა და ნუ რაც გინდათ გვერდი: https://www.facebook.com/pages/Handmade-accessories/1469458106614481?ref=hl sold დამკვეთს(რენტგენოლოგს) მსგავსი ფაქტურით სურდა გალაკტიონ ტაბიძე-ლურჯა ცხენები
    1 point
  6. ვისაც რაზგონი არ უნდა მაგათვისაა მგონი ეგ პროციკა უფრო + ვისაც სერიოზული სარაზგონო სტენდი აქვს ეგენი აიღებენ მაგ პროციკას კიდე, გეიმინგისთვის დაჟე 4770 სერიოზული პროცესორია ერთი კარტისთვის FULL-HD-ზე + მულტითრიდინგიც აქვს ბონუსის პონტში და ფასიც არ იკბინება ჩვენთან, ჩინურია თუ რაცაა ახალია და მაინც არ რაზგონდება 2-3 გრადუსით უფრო ცხელიც რომ იყოს რეალურათ, რამე СM hyper 212 evo და დამთავრებულია ლაპარაკი გაგრილებაზე ზაფხულშიც კი გეიმინგის დროს, 3.9GHZ არაა ნამდვილათ ცოტა თამაშებისთვის, რამე i5-2500 რომ ქონოდა ეგეთი სიხშირე შეიძლებოდა კიდე კამათი, მაგ პროცესორის 3.9 [email protected] მაინც უნდა უდრიდეს წესით იგრებში გააჩნია თამაშს და რა გაფართოვება და კარტა იქნება, აბა ვინ რას აიღებდა ეხლა რომ აწყობდეს და ფულში იყოს შეზღუდული GTX760+4790K თუ GTX770+4770 ან 4771, ერთი 400 ლარამდე ჯდება მეორეს 600 ლარი მაინც უნდა, თორე ვისაც 4770K მაყუთი აქვს ( ეგ პროციკა 510 ლარი ღირს მაიმარკეტზე) ჯობია კიდე 50-60 ლარი დაამატოს და 4790K დაითრიოს, მეტის დამატება მემგონი არ ღირს, ვინც გეიმინგისთვის აწყობს სისტემას ჩემი რჩევა იქნება კარტაზე გააკეთოს უფრო ასნავნოი უპორი, ეგ კომბინაცია უფრო კარგ შედეგს მოგცემთ პერფორმანსის მხრივ და ვინც უფრო სინგლს აწვება მაგათვის 3,9GHZ დაჟე ზაპასით იმუშავებს ყველაზე ძლიერ 1 ბირთვიან კარტაზეც კი კროსს ან სლის თუ არ აკეთებთ ,ფინანსებში თუ ხართ შეზღუდული 16გბ კიტის აღება კი საერთოდ სისულელეა ამ ეტაპზე, შეიძლება მარტო 4K მონიტორზე დაჭირდეს 8გბ რამზე მეტი რამდენიმე თამასში ისიც, ისე ჰესველის 4.5GHZ VS stock ტესტები მაქვს ნანახი და 10-ან 3 თამასში ქონდა რეალური სხვაობა მარტო პერფორმანსში, ლაპარაკია 5-10ფპს-ზე მაქსიმუმ
    1 point
  7. იყოს კაცო ნუ წუხდებით ავალ მალე 6კ ზეც
    1 point
  8. მეც არ ვიცი ზუსტად (( ესეც ძლივს მოვძებნე wasd ჩავწერე გუგლიზე და რაღაცეები. არა - მექანიკურზე რომ მიდიოდეს არ ვიცი, ვერ გეტყვი (( + არც განათებიანზე არ მიდის ეგ. იქნებ სადმე სადაც ამის თემებია, (ფორუმებზე ან იუთუბიზე) იქ იკითხო, იქნებ ნახო რამე.
    1 point
  9. ხო ცოტა მაღალია და მაგიტომ შეიძლება მართლა მეჩვენება :დდდდ ეგ ციფრები F1, F2, F3 ღილაკებთან აწერია,FN ღილაკის კომბინაციით შეგიძლია ცვალო ეგ რარაცეები, განათება. კიდე ინტერნეტი, ფოსტა, კლავიატურის დაბლოკვა, მუსიკის ფლეერი შეგიძლია გაუშვა, მეტი არაფერი აქვს. ვინდოუსის კლავიშიც ბლოკი აქვს, თამაშებში ხშირათ მეჭირება თითი და იკეცება :დ კაი რაღაცაა. ეგ ციფრები ეხლა რასაც დავაკვირდი, ერთ პნოპკას რომ დააწვები უფრო სწრაფათ წერს, შლის, მგონი სწრაფატ აღიქვამს უფრო კლიკებს.
    1 point
  10. მადლობა კახა, გაიხარე ხო მინდოდა ყველაფერი ერთი ფირამა ყოფილიყო :დდდ პადი მეც ეგ მინდოდა თავიდან მაგრამ ქაღალდივით თხელია ამ პერიქსტან შედარებით, თან ძალაინ რბილია ეს, მაჯა რბილათ დევს :დდდ კარგატ დასრიალებს მაუსი. დიდი მაგიდა თუ გაქვს ცოტა დიდი ზომა იყიდე, http://www.amazon.com/Perixx-DX-2000XL-Gaming-Control-Mouse/dp/B00GB0IF50/ref=sr_1_1?s=office-products&ie=UTF8&qid=1405518151&sr=1-1&keywords=Perixx+DX-2000XL მაგიდის გამო მე მედიუმი გამოვიწერე, ამასაც ვერ ვიყენებ მთლიანათ, მაგრამ მაუსს ყოფნის :დ 100კვ/სმ ში ვამოძრავებ ძირითადათ :დდდ მე ძალაინ მომწონს ეს მაუსი, არ უნდა გაგიცრუოს იმედები.
    1 point
  11. სმარტფონის და ტაბლეტის ადგილმდებარეობას ნახულობ ინტერნეტში, დაბლოკვა და Wipe-ც შეგიძლია https://www.google.com/android/devicemanager მაგრამ მხოლოდ ინტერნეტით მუშაობს. მსგავსი ტიპის პროგრამებიდან ყველაზე მეტად ეს https://play.google.com/store/apps/details?id=net.theftie მომწონს SMS-ითაც გაქვს კონტროლი და + ბევრი ფუნქცია. აუცილებელია Root და Xposed. ჩემი აზრით ყველაზე საიმედო პროგრამაა (ყოველშემთხვევაში რაც მინახავს) სანამ ფასიანს გახდიდნენ ავასტი მომწონდა თითქმის იგივე დონის იყო მაგრამ ბევრი დამატებითი სერვისიც ქონდა და ბატარიას ბევრს იყენებდა ეს პროგრამა ბატარიის მხრივაც ძალიან ეკონომიურია
    1 point
  12. გილოცავ კიდევ ერთხელ )) შენ სერიოზულად შეჯექი მაგ ფირმაზე )) 'მაუს - პადმა' დამაინტერესა... მე ეს მქონდა გეგმაში > http://amzn.com/B000UEZ36W ფასი იგივე აქვთ. თუ ეგ მაუსი გადავწყვიტე, მაშინ მეც მაგას ავიღებ. კაროჩე რა... ახლა ვუყურებდი კიდევ რევუებს, და სულ ამიცრუვდა გული შედარებით ძვირიანებზე. ყველას რაღაც ნაკლი აქვს, თან ისეთი, რომ მეორდება. მოკლეთ ავიღებ ალბათ ამ სამ ნივთს და ეგ იქნება )) გენდობი ! ))) Azio Rubberized Gaming Keys for Gamers (ACC222) http://amzn.com/B009V9BH4O Perixx DX-2000M http://amzn.com/B00GB0IDIO Perixx MX-2000IIB http://amzn.com/B0083H4NG4 კლავიატურა გეჩვენება, რომ პატარაა )) მეც მასე ვიყავი. მაღალი რომაა მასე ჩანს, პრინციპში, ზედა თავი მართლაც ვიწროვდება. განათება კარგია! ჩემსას არ ააქვს (( ასეთ ფასიანზე, რაც ახლა ამაზონზე ღირს, უნდა ქონდეს (( ეგ ციფრები სად აქვს? კლავიატურაზე ვერ დავინახე.
    1 point
  13. აი ძალიან მაგარია რა კახა, შუთერები გადმოვწერე სპეციალურათ და შედარება არ არის რაც აქამდე მქონია. ეხლა კლავიატურაც მომიტანეს და პადი http://www.amazon.es/gp/product/B0083AWDP4/ref=oh_aui_detailpage_o01_s00?ie=UTF8&psc=1 http://www.amazon.es/gp/product/B00GB0IDIO/ref=oh_aui_detailpage_o01_s00?ie=UTF8&psc=1 პადით უფრო კომფორთული გახდა. თან საკმაოთ კარგი პადი გამოდგა, ხარისხი ძალაინ კარგი აქვს. კლავიატურას ცოტა პატარა კლავიშები აქვს მაგრამ ისეთი რბილი და სასიამოვნოა რომ რავი რა, საკმაოთ მძიმეა ისე წონით. განათება მშვენიერი, მაგარი კმაყოფილი ვარ. ამ პატარა კლავიშებსაც შევეგუე უკვე. 40/S, 60/S, 80/S ესენი რა არის ვერ გავიგე, თითქოს სწრაფდება ბეჭვდა :დ
    1 point
  14. ნოეს არ უყუროთ ნაგავია პომპეიც დავიწყე და შუამდეც არ ვიყავი მისული გამოვრთე nsfს ვუყურე კიდე და ესეც ნაგავია
    1 point
  15. ნებისმიერი მოძრაობა რომელიც მუდმივ დატვირთვაში ამყოფებს კუნთს (მაგიტომ არ გამოდგება სირბილი) და 25-35 წამის გამნვალობაში ამყოფებს დატვირთვის ქვეშ
    1 point
  16. 256 ნახვა აქ აგერ ჩემ თემას და მგონი სულ ტყუილად ვწერე ამდენი. არაუშავს ეხლა ისეთი საინტერესო რამეები მაქვს კიდევ. მანდაც წერია სხვა კომპის ინტერნეტის გამოყენება როგორ უნდა და ბევრი საინტერესო რამ. მალე დავამატებ პაროლის არასწორი შეყვანისას რომ სურათი გდაიღოს ვიდეოკამერა თუ აქვს კომპს. რავი უბუნტუს შესაძლებლობების ნახევარი არ აქვს windows-ს.
    1 point
  17. მაგარია შოთი. კიდევ ველოდები შენ თემებს
    1 point
  18. ვუყურე მეც ფინალს გუშინ საღამოს HD-ში, დაჯილდოვების და ექსტრა ტაიმის გამო მარტო გუშინ დილით დაიდო და კარგია რომ არ დავუცადე, რომ ვწებოდი მაშინ მოასწრო კაკრაზ გადმოწერა, საკმაოთ კარგი ფინალი გამოვიდა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი მომეწონა, არგენტინელებმა ბევრი პოლუმომენტები გამაზეს ისე, დაჟე მესისაც ქონდა ერთი კარგი მომენტი, მემგონი იჩქარა მაინც საბელიამ ლავესის შეცვლა მეორე ტაიმში ეგრევე აგირო რომ გამოუშვა, დიმარიას ალბათ არ შეეძლო თამაში თორე ბოლოს გამოუშვებდა აუცილებლათ, გერმანელებსაც ქონდათ ერთი კარგი საგოლე მომენტი ექსტრა ტაიმამდე მაგრამ მაგარი უჭირდათ რეალური საგოლე მომენტების შექმნა, მაგ მხრივ კარგათ ცაკეტეს არგენტინელებმა გერმანიის ატაკა, მიულერმა ფაქტიურათ ვერაფერი შექმნა, ბურთის ფლობით გერმანია იყო წინ მაგრამ ეგ დიდათ არ დახმარებიათ, ექსტრა ტაიმში კი ზამენაზე გამოსულმა კლოსემ გადაწყვიტა მაგ ფინალის ბედი 113 წუთზე და მეოთხეჯერ გახდა გერმანია ჩემპიონი, თუმცა გაერთიანებული გერმანია მარტო პირველათ, ისედაც ოთხჯერ ქონდათ წაგებული ფინალი, პენლები რომ დანიშნულიყო შეიძლება მოეგოთ არგენტინელებს, თუმცა ეგეც საკითხავია ისე კი გერმანიამ უფრო ბევრი გააკეთა მემგონი მაგ შეხვედრაში მოგებისთვის, არგენტინელებმა ძალიან ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და ცოტა დააკლდათ პენლებამდე, ისე ლუჩში იგროკის წოდება მესის მიცეს რატომღაც, ალბათ იმიტომ რომ გერმანელების ლიდერებმაც ცუდათ ითამაშეს ფინალში ატაკაში, მე მაინც არ მომეწონა მესი ამ მსოფლიოზე, არ იყო მემგონი მაინც ოპტიმალურ ფორმაში თან ლიდერის როლში ბოლომდე ვერ გაქაჩა
    1 point
  19. ვაგრძელებ მუშაობას ამ ტრიბუნაზე. ერთი გვერდი დარჩა გასაკეთბელი და მოაჯირები ჩასასწორებელი.
    1 point
  20. მომიტანეს დღეს მაუსი, უმაგრესია :დ ვაპოზიორო ცოტა
    1 point
  21. ჩემი ახალი ხელნაკეთი გამადიდებელი, დავისვენე ისეთი კარგი რამე გამოდგა
    1 point
  22. თამაშების მწარმოებლებმა, კინოსტუდიებისგან გადაიღეს 'მავნე ჩვევა' - თავიანთ ტაიტლებში მათაც დაიწყეს რეკლამების ჩართვა. სულ უფრო ბევრი გეიმერი იძულებულია უყუროს სხვადასხცა გამოსახულებებსა და რგოლებს, რომელთა შესახებაც, მის აღწერილობაში არაფერია ნახსენები. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია ბევრს არ აკმაყოფილებს (განსაკუთრებით კი მათ, ვინც დოლარის სამნიშნა თანხა გადაიხადა საკოლექციო ედიშენებში და ადონებში). ჰაკერთა ჯგუფ 'Scene'-მა, რომელიც ცნობილია ყველაზე საიმედო დაცვის სისტემების მქონე თამაშების გატეხვისთვის, გადაწყვიტა მიეხედა ამ პრობლემისთვის და მათი პირველი მსხვერპლი გახდა პოპულარული action-RPG - 'Deus Ex: Human Revolution', სადაც, როგორც იცით, ხდება 'ვარსკვლავური ომების' რეკლამირება. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ არაკეთილსინდისიერ მწარმოებლების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებების დასაწყისია. სხვა მხრივ კი, ორი ვარიანტი არსებობს: უნდა მოხდეს ამ ფაქტთან შეგუება, როგორც თამაშის განუყოფელ ატრიბუტთან (მაგალითად, ავტოსიმულატორების ყურება უჩვეულო იქნებოდა სხვადასხვა ლოგოტიპების გარეშე), ან გეიმერმა თავი უნდა შეიკავოს მისი შეძენისგან. მეორე მათგანი სავსებით ლოგიკურია. TechPowerUP
    1 point
  23. მაინც დააფეილებს
    0 points
  24. მე მაინც საუკეთესო რეპ მაქვს
    -2 points
  25. -2 points
  26. Highest reputation
    -3 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.