Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/20/14 in all areas

  1. ძმატცი თუ ძუელია მომიტევეთ Warning: ეხებათ ძაან მორწმუნეებს,რომლებსაც თვალთ ებინდებათ მსგავსი პოსტების ნახვისას გთხოვთ ნუ გახსნით სპოილერს.
    4 points
  2. პირველ რიგში დავიწყებ Call Of Duty: Advanced Warfare-ის გრაფიკით. როგორც Call Of Duty: Advanced Warfare-ის გამომცემელმა თქვა თამაშის გრაფიკა იქნება "პრაქტიკულად ფოტორეალისტური". როგორც ცნობილია ორი სტუდია მუშაობს სერიის ახალ ნაწილზე. Sledgehammer Games მუშაობს, რომ თამაში გამოვიდეს PC-ზე და ახალი თაობის კონსოლებზე, ხოლო მეორე უცნობი კომპანია კი მუშაობს იმაზე, რომ თამაში გამოვიდეს ძველი თაობის კონსოლებზე. Sledgehammer Games-ის მუშაობის გაფართოვებულმა შესაძლებლობებმა შემქმნელებს საშუალება მისცა, რომ შეექმნათ ფოტორეალისტური გრაფიკა. Call Of Duty: Advanced Warfare-ის გრაფიკა იქნება სრულიად ახალი და მას ექნება ისეთი გრაფიკა, როგორიც წინა ნაწილებს არ ქონდა. Call Of Duty: Advanced Warfare-ის მოვლენები მიმდინარეობს 2054 წელში. მსოფლიოში გაჩნდა კერძო სამხედრო კორპორაცია, რომელიც მზადაა კაცობრიობა გადაარჩინოს განადგურებულ სამყაროში და აღადგინოს საზოგადოება გლობალური შეტევების შემდეგ. თქვენ - სრულყოფილი ჯარიკაცი ხართ. აღჭურვილი ხართ ეგზოსკელეტის ახალი თანამედროვე შესაძლებლობებით, ტექნოლოგიური გაუმჯობესებებით და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით. მოთამაშეები შეუერთდებიან კარგად გაწრთვნილ, სპეციალიზირებულ ჯარისკაცებს, რომლებსაც ევალებათ მსოფლიოში წესრიგის აღდგენა. მოთამაშეეები მოირგებენ რიგით მიტჩელის როლს, რომელსაც ახმოვანებს The Last of Us-ის, BioShock: Infinite-ის და Batman: Arkham Origins-ის მსახიობი. სხვა Call Of Duty-ებისგან განსხვავებით Advanced Warfare-ში იქნება მხოლოდ ერთი მთავარი გმირი. Call Of Duty: Advanced Warfare-ში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს ცნობილი მსახიობი კევინ სპეისი. კევინ სპეისი შეასრულებს ჯონათან აირონსის როლს, რომელიც არის კორპორაცია Atlas-ის უფროსი. რაც შეეხება Call Of Duty: Advanced Warfare-ის მთავარი გმირის არსენალს, თამაშში იქნება ეგზოსკელეტების, ჰოვერბაიკების და სხვა ფუტურისტული აპარატების გარდა იარაღების უდიდესი არჩევანი, იარაღები იქნებიან როგორც ფანტასტიკურები, ასევე რეალისტურებიც. მოთამაშეების არსენალის ყველაზე მნიშვნელოვანი აღჭურვილობა იქნება ეგზოსკელეტი EXO, რომელიც მთავარ გმირს შესძენს ზეადამიანურ შესაძლებლობებს, მათ შორის არაადამიანურ დარტყმის ძალას, კედლებზე გადაადგილებას მაგნიტებით და ახტომას გრძელ მანძილებზე. თამაშის გავლასთან ერთად გეიმერები მიიღებენ ქულებს, რომ დახარჯონ EXO-ს გაუმჯობესებაზე. მოთამაშეების არსენალს შეავსებენ უნიკალური ყუმბარები, რომლებსაც შეუძლიათ თვისებების შეცვლა ფრენის დრო. კერძოდ, მოთამაშეებს შეეძლებათ გამოიყენონ ყუმბარები მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობის გასარკვევად ან ტრადიციული დანიშნულებისამებრ. როგორც ცნობილია შემქმნელები ასევე წარადგენენ იარაღის არატრადიციულ სახეობებსაც, რომლებიც არ იყენებენ სტანდარტული საბრძოლო კომპლექტებს, საუბარი მიდის ენერგეტიკულ იარაღზე. გარდა უკვე ცნობილი ჰოვერბაიკებისა COD-ის ახალ ნაწილში იქნება ტექნიკა სახელად Pitbull-ი, რომელიც შემქმნელებმა შექმნეს ჯავშანტრანსპორტიორს MRAP-ის მიხედვით, რომელიც იცავს შიგნით მსხდომებს აფეთქებებისგან და ჯავშანტრანსპორტიორების შეტევებისგან. ასევე როგორც რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი სცენარისტები Call Of Duty: Advanced Warfare-ის სიუჟეტურ ხაზს ორ წელწადზე დიდხანს წერდნენ. თამაშის შექმნა გრძელდება 3 წელიწადია და ერთი მოთამაშის კამპანიას სტუდია Sledgehammer Games-ის სცენარისტები ორ წელწად ნახევარი წერდნენ და ამუშავებდნენ. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ Sledgehammer Games-ი შეპირდა გეიმერებს, რომ გეიმერები გაოცდებიან Call Of Duty: Advanced Warfare-ის მუტლიპლეიერით. ყველაფერი რაც კი იქნება ერთი-მოთამაშის კამპანიაში ის იქნება თამაშის მულტიპლეიერში. სამეცნიერო-ფანტასტიკის თემატიკამ შემქმნელებს საშუალება მისცა, რომ მოეხდინათ უნიკალური შესაძლებლობების რეალიზირება მრავალმომხმარებლურ რეჟიმში. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ გეიმერების მრავალმომხმარებლურ არსენალში იქნება ეგზოსკელეტები, ჰოვერბაიკები, დრონები და ფანტასტიკური იარაღები. ამგვარად შემქმნელები ცდილობენ, რომ შექმნან Advanced Warfare-ის საკუთარი სტილი და გამოყონ ის Call Of Duty-სგან. Sledgehammer Games უკვე ფიქრობს Call of Duty: Advanced Warfare-ის გაგრძელებაზე. შემქმნელებმა თამაშის რამდენიმე ასპექტი ისე გააკეთეს, რომ თუკი Advanced Warfare-ს წარმატება ექნება მაშინ მეორე ნაწილსაც გამოუშვებენ.
    3 points
  3. 2 კვირის წინ იყო რაღაც ლაპარაკები Guru3d-ზე და აი ბოლოსდაბოლოს მიეცათ შანსი H97, H87, B85 და H81 ჩიპსეტის მაზერებს, რომ ამათმაც გამოიყენოს ახალი Haswell პროცესორების გახსნილი მამრავლი ეს სიახელე დაბალი სეგმენტის დედიკოებში ჩაემარა იმიტომ, რომ სუ ახლახანს დაანონსდა ახალი Pentium G3258 გახსნილი მამრავლით Pentium-ის იუბილესთან დაკავშირებით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ახალი K სერიის პროცესორების რაზგონი ამ დედადაფის საშუალებით ახალი პენტიუმის პროცესორი ამ ჩიპსეტზე არაჩვეულებრივი კომბინაცია იქნება დამწყები ოვერქლოქერებისთვის. ასე რომ თუ თვენ გაქვთ ASUS-ის non-Z ჩიპსეტზე მომუშავე დედიკოები და გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილზე, დაფლეშეთ ბიოსი ბოლო ვერსიაზე და უშიშრად შეიძინეთ ახალი მე-4 თაობის პროცესორების K ვერსიები და უპრობლემოთ იმუშავებს. დაფლეშვის შემდეგ გაჩნდება სარაზგონო ტაბები თქვენს ბიოსში. ხო არის პატარა გამონაკლისები ASUS-ი არ იძლევა გარანტიას რომ ველა მის დედიკოზე რომელიც არის ზემოთ არსებულ ჩიპსეტებზე i7 4770K, Core i5 4670K, Core i7-4790K და i5-4690K დარაზგონდებიან, ნუ ზოგზე დარაზგონდებიან ზოგზე არა ალბათ შედარებით უფრო ძვირფასებზე
    3 points
  4. 3 points
  5. გამოვიდა ახალი ვიდეო ადაპტერი დაბალ ბიუჯეტურ სეგმენტში GeForce GT 730 -ის რეფერენს ვერსიაში მახასიათებლები შემდეგია შეიდერები(კიდა ბირთვები): 384 VRAM(ვიდეო მეხსიერება): 1 ან 2 GB GDDR5 ან GDDR3 BUS WIDTH: 64 bit Evga GeForce GT 730 როგორც ყველა ასეთი სახის ვიდეო ადაპტერი ესეც გათვლილი ფოტო ვიდეო და ინტერნეტში სამუშაოდ ხელმისაწვდომია როგორც 1 ისე 2 GB იანი ვერსიები როგორც GDDR5 ისე GDDR3 მეხსიერებით მეტი მახასიათებლების გასაგებად მიბრძანდით PALIT GeForce GT 730 პალიტმა გადაწყვიტა ამ ვერსიაშიც შეეტანა თავისი ინოვატორული იდეები და გამოუშვა 8-მდე სხვადასხვა სერია ამ ვიდეო ადაპტერისთვის ეს სერიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფანების ფერით ფანების რაოდენობით (1 ან 2) მეხსიერებით და სხვა მახასიათებლებით ხელმისაჭვდომია 1GB/2GB GDDR3/GDDR5 მეხსიერებით. აგრეთვე ამ ვერსიაში გამოყენებულია NVIDIA 3D Vision და PhysX ტექნოლოგია აგრეთვე შესაძლებელია ითამაშოთ ისეთი თამაშები როგორიცაა World of Tanks, Infinite Crisis faster და სხვა. აქვს HDMI,VGA გამომავალი პორტებით აგრეთვე შესაძლებელია ზედ სახლის კინოთეატრის დაერთება, აქვს blu-ray და 3D საფორთი ZOTAC GeForce GT 730 ესეც მსგავსია ზემოთ ჩამოთვლილი ვიდეო ბარათებისა შეგიძლიათ იყუროთ ვიდეოები HD ხარისხში დაათვალიეროთ ნებისმიერი გაფართოების ფოტოები MSI GeForce GT730 ნუ შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილიდან ეს ვერსია ჩემპიონად ჩაითვალოს რადგან მისი VRAm შეადგენს 4 გბ შეიძლება აირჩეს GDDR3 GDDr5 მეხსიერებებით. როგორც ველა MSI ვიდეო კარტები ესეც გამოირჩევა დაბალი ტემპერატურებით და ძალიან კარგი ვიზუალით კარგე შედეგებს აჩვენებს DX11 ბენჩებშიდაც აგრეთვე წინებთან შედარებით. აგრეთვე მოიხმარს დაბალ ვატობას. KFA2 GeForce GT 730 EX OC ახლა კი ბოლო და ალბათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ დაბალი სეგმენტის დაბალ ბიუჯეტურ კარტებში რომელსაც აქვს OC შესაძლებლობები ამასაც გააჩნია იგივე, 384 კუდა ბირთვი, 1/2 GB DDR3 DDR5 მეხსიერებები აგრეთვე 64 bit bus-ი მაგრამ მას შეუძლია რაზგონი რაც უფრო სწრაფს გახდის წინა ვერსიებთან შედარებით ასე რო ყველაზე კარგი ვარიანტი ესაა ამათ შორის
    2 points
  6. http://skidrowcrack.com/motogp-14-codex/ ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი: 2014 ჟანრი: Racing შემქმნელი: Milestone S.r.l. გამომშვები: Plug In Digital პლათფორმა: PC ენა: ENG გამოშვების ტიპი: ლიცენზია კრეკი: მოყვება ზომა: 12.8გბ თამაშის შესახებ: The official video game of the MotoGP™ hits the track with all the riders from the 2013 and 2014 seasons, as well as legendary champions from the history of the MotoGP™. Race on all the official tracks and take on your adversaries on the brand new Argentina circuit. Put yourself to the test with new game modes, including online Split Battle and offline Real Events 2013, not forgetting the compelling career mode. MotoGP™14 has been completely overhauled thanks to the new graphics engine that gives players the opportunity of experiencing all the thrills of being a real MotoGP™ rider. სისტემური მოთხოვნები: Minimum: OS: Windows®Vista™ SP2, Windows®7 SP1 or Windows®8 or Windows®8.1 Processor: Intel™ 2.4Ghz or equivalent Memory: 2 GB RAM Graphics: NVIDIA® Geforce 450 or ATI® 6850 or higher (it must be able to manage Pixel Shader 4.0) with at least 512MB of display memory. DirectX: Version 10 Hard Drive: 18 GB available space Recommended: OS: Windows®7 SP1 or Windows®8.1 Processor: Intel Core i7 or equivalent Memory: 4 GB RAM Graphics: NVIDIA GeForce GTX 780 / AMD Radeon R9 290X or better (Laptop versions of these cards are not fully supported) with 2GB of display memory DirectX: Version 11 Hard Drive: 18 GB available space
    2 points
  7. ამ თამაშის მთავარი პერსონაჟი http://www.gametech.ru/news/41256/
    2 points
  8. ეს თამაში მაგრად იხვეწება უკვე. ამაზე თავად შემქმნელის გარდა ბევრი სხვა ადამიანი ზრუნავს. MaLDo-მ რომელიც ცნობილია CRYSIS 2-ს HIGH resolution texture pack-ს გამოშვებით გამოუშვა ფიქსი stuttering-სთვის ამ თამაშში რასაც ძალიან ბევრი ადამიანი უჩიოდა Watch_Dogs – Stutter Fix 2.0 Mod Lets You Enjoy Ultra Textures On GPUs With 2GB VRAM ესეც როგორ გამოიყენოთ 1. ამოაარქივეთ და ეს ფაილები patch.dat და patch.fat გადაიტანეთ watch dogs-ს "data_win64" ფოლდერში (თუ უკვე დამოდინგეული გაქვთ გააკეთეთ backup) 2. 2 ან მეტი კარტა ვისაც გაქვთ გათიშეთ SLI ან CROSSfire drivers-დან. სასურველია ჩრთოთ Adaptative Vsync. SLI ან CrossfireX შეიძლება გაზარდოს performance მაგრამ stuttering გაუარესდება. 3. ჩართეთ თამაში 4. თამაშის მენიუში აირჩიეთ თქვენი ეკრანის გაფართოება და max rendered frames = 2 5. ძალიან მნიშვნელოვანია: აირჩიეთ HIGH TEXTURES!!!! (არა ULTRA) 6. ვისაც 2 GB VRAM გაქვთ აირჩიეთ high ან medium shadows და reflections. 7. გააგრძელეთ თამაში. ცოტათი texture aliasing შეიცვლება თუმცა stuttering მნიშვნელოვნად შემცირდება. სატესტი patch რო წაშალოთ წაშალეტ ეს ფაილები, patch.fat და patch.dat და აღადგინეტ ძველი დამოდინგებული patch ფაილები. ანუ თუ მანამდე გქონდათ კიდევ რამე მოდი დაყენებული. ხო ეს მოდი ჩემ მიერ დადებულ TheWorse mod 0.7b-ს მოდდთან თავსებადია აქედან გადაწერეთ https://mega.co.nz/#!bYV0zIbT!6V9SizenJhCtHBRuPAtPOMqNwIv8loffyOu1YnwEUlM ესეც ვისაც ქართული სერვერი გინდათ აგერ ავტვირტე http://allshares.ge/download.php?id=CB16DC2160
    2 points
  9. არც ისე დიდი ხანია ამ ფორუმზე დავრეგისტრირდი და ბევრი რამე ვისწავლე, ყოველ შემთხვევაში კეისი პროცესორი არ მგონია და ვიდეო ბარათს vram-ით აღარ ვაფასებ . ამის წინ დამაინტერესა ინტელის პროცესორების შესახებ რაღაც რაღაც კითხვებმა რახან აქ დარეგისტრირებამდე ისევ პენტიუმ 5 -ის მოლოდინში ვიყავი და მერე გავიგე თურმე პენტიუმ 5 არ არსებობს სიმართლე გითხრათ ცოტა გამიტყდა ტყუილი ინფოები მქონდა ხო კაი შევეშვათ ჩემ ბიოგრაფიას და საქმეზე გადავიდეთ მომინდა გემეგო ინტელის პროცესორების შესახებ მათი განვითარება ალბათ ბევრს ახლებს აინტერესებთ რა იყო და რა არის ჰოდააა............ დღეს მე მინდა დავწერო სია ინტელის პროცესორებისა 4-bit 4004 (1971წ.) ახლანდელ high-end შემოთავაზებების ჩათვლით 1) 4-bit პროცესორები intel 4004 intel4040 ​2) 8-bit პროცესორები 8008 8080 8085 3) microcontrollers intel 8048 intel 8051 intel 80151 intel 80251 MCS-96 ოჯახი 4) bit-slice (მცირებიტიანი) პროცესორი 3000-ის ოჯახი 5) 16-bit პროცესორები; MCS-86 ოჯახიდან 8086 8088 80186 80188 80286 6) 32-bit პროცესორები; non-x86 მიკროპროცესორები iAPX 432 i960 aka 80960 i860 aka 80860 XScale 7) 32-bit პროცესორები : 80386 რანგის 80386DX 80386SX 80376 80386SL 80386EX ​8) 32-bit პროცესორები: 80486 რანგის 80486DX 80486SX 80486DX2 80586SL 80486DX4 9) 32-bit პროცესორები:P5 მიკროარქიტექტურა original pentium pentium MMX ტექნოლოგიით 10) 32-bit პროცესორები:P6/pentium M მიკროარქიტექტურით pentium pro pentium II Celeron (pentium II-ის ბაზაზე) pentium III pentium II და III xeon Celeron (pentium III coppermine -ბაზაზე) Celeron (pentium III Tualatin -ბაზაზე) pentium M Celeron M intel core Dual-core Xeon LV 11) 32-bit პროცესორები:NetBurst მიკროარქიტექტურა Pentium 4 Xeon Mobile pentium 4-M Pentium 4EE pentium 4E Pentium 4F 12) 64-bit პროცესორები: IA-64 Itanium Itanium 2 ეს პროცესორები მხოლოდ სერვერული სეგემნტისთვის იყო 13) 64-bit პროცესორები: intel-64 NetBurst მიკროარქიტექტურა pentium 4F pentium D Pentium Extreme Edition Xeon 14) 64-bit პროცესორები: intel-64 Core მიკროარქიტექტურა Xeon Intel Core 2 Pentium Dual-Core Celeron Celeron M 15) 64-bit პროცესორები: intel-64 Nehalem მიკროარქიტექტურა intel pentium clarkdale 32nm ტექნოლოგიით, 2 ფიზიკური 2 წარმოსახვითი ბირთვით 1156 სოკეტზე 3მბ L3 ქეშ მეხსიერებით ინტეგრირებული HD GPU, ორ არხიანი DDR3 სლოტი G6890-2.8 GHZ G6960-2.9 GHZ core i3 clarkdale 32nm ტექნოლოგიით 2 ფიზიკური 4 წარმოსახვითი ბირთვი.] L1 ქეში 64kb L2 ქეში 512kb L3 ქეში 4mb 1156 სოკეტზე ინტეგრირებული HD GPU, ორ არხიანი DDR3 სლოტი 530-2.93 GHZ 540-3.06 GHZ 550-3.2 GHZ 560-3.3 GHZ core i5 lynnfield 45nm ტექნოლოგიით 4 ფიზიკური ბირთვი 8მბ L3 ქეშ მეხსიერებით 1156 სოკეტზე ინტეგრირებული HD GPU, ორ არხიანი DDR3 სლოტი 750s - 2.40 GHz/3.20 GHz Turbo Boost 750- 2.66 GHz/3.20 GHz Turbo Boost 760 - 2.80 GHz/3.33 GHz Turbo Boost clarkdale 32nm ტექნოლოგიით 2 ფიზიკური 4 წარმოსახვითი ბირთვი 650/655K – 3.2 GHz Hyper-Threading Turbo Boost 660/661 – 3.33 GHz Hyper-Threading Turbo Boost 670 – 3.46 GHz Hyper-Threading Turbo Boost 680 – 3.60 GHz Hyper-Threading Turbo Boost core i7 bloomfield 45 nm ტექნოლოგიით 4 ფიზიკური ბირთვით 8 მბ L3 ქეშ მეხსიერება 1366 სოკეტზე 3 არხიანი DDr3 სლოტით 975 (extreme edition) – 3.33 GHz/3.60 GHz Turbo Boost 965 (extreme edition) – 3.20 GHz/3.46 GHz Turbo Boost 960 – 3.20 GHz/3.46 GHz Turbo Boost 950 – 3.06 GHz/3.33 GHz Turbo Boost 940 – 2.93 GHz/3.20 GHz Turbo Boost 930 – 2.80 GHz/3.06 GHz Turbo Boost 920 – 2.66 GHz/2.93 GHz Turbo Boost lynnfield 45nm ტექნოლოგიით 4 ფიზიკური ბირთვით 8 მბ L3 ქეშ მეხსიერება 1366 სოკეტზე 2 არხიანი DDR3 სლოტით 880 – 3.06 GHz/3.73 GHz Turbo Boost (TDP 95W) 870/875K – 2.93 GHz/3.60 GHz Turbo Boost (TDP 95W) 870S – 2.67 GHz/3.60 GHz Turbo Boost (TDP 82W) 860 – 2.80 GHz/3.46 GHz Turbo Boost (TDP 95W) 860S – 2.53 GHz/3.46 GHz Turbo Boost (TDP 82W) Xeon Gainestone 45nm ტექნოლოგიით 8მბ L3 ქეშ მეხსიერებით 781 მილიონი ტრანზისტორით W5590, W5580, X5570, X5560, X5550, E5540, E5530, L5530, E5520, L5520, L5518 – 4 cores, 8 MB L3 cache, HT E5506, L5506, E5504 – 4 cores, 4 MB L3 cache, no HT L5508, E5502, E5502 – 2 cores, 4 MB L3 cache, no HT 16) 64-bit პროცესორები:intel-64 SandyBridge / Ivy Bridge მიკროარქიტექტურა Celeron Sandy Bridge 32nm ტექნოლოგიაზე დამზადებუი პროცესორები. 2 ფიზიკური და 2 წარმოსახვითი ბირთვით (500 სერია) 1 ფიზიკური და 1 წარმოსახვითი ბირთვით (G440 მოდელი) 1 ფიზიკური და 2 წარმოსახვითი ბირთვით (G460 & G465 მოდელები) 2 MB L3 cache (500 სერია), 1 MB (G440 მოდელი) or 1.5 MB ( G460 & G465 მოდელები) G440 – 1.6 GHz G460 – 1.8 GHz G465 – 1.9 GHz G530T – 2.0 GHz G540T – 2.1 GHz G550T – 2.2 GHz G530 – 2.4 GHz G540 – 2.5 GHz G550 – 2.6 GHz G555 – 2.7 GHz Pentium sandy bridge 32nm ტექნოლოგიით 2 ფიზიკური 2 წარმოსახვითი ბირთვით 3მბ L3 ქეშ მეხსიერებით 624მლნ ტრანზისტორი ინტეგრირებული GPU-თი G620T – 2.2 GHz G630T – 2.3 GHz G640T – 2.4 GHz G645T – 2.5 GHz G860T – 2.6 GHz G620 – 2.6 GHz G622 – 2.6 GHz G630 – 2.7 GHz G632 – 2.7 GHz G640 – 2.8 GHz G840 – 2.8 GHz G645 – 2.9 GHz G850 – 2.9 GHz G860 – 3.0 GHz G870 – 3.1 GHz ivy bridge 22nm ტექნოლოგიით 2 ფიზიკური და 2 წარმოსახვითი ბირთვით 1155 სოკეტზე დამზადებული 3მბ L3 ქეშ მეხსიერებით G2020T – 2.5 GHz G2030T – 2.6 GHz G2100T – 2.6 GHz G2120T – 2.7 GHz G2020 – 2.9 GHz G2030 – 3.0 GHz G2120 – 3.1 GHz G2130 – 3.2 GHz G2140 – 3.3 GHz core i3 sandy bridge 32 nm ტექნოლოგიაზე დამზედებული 2 ფიზიკური და 4 წარმოსახვითი ბირთვით 1155 სოკეტზე 3მბ L3 ქეშ მეხსიერებით 624 მლნ ტრანზისტორისგან შემდგარი DDR3 1333mhz i3-2100T – 2.5 GHz i3-2120T – 2.6 GHz i3-2100 – 3.1 GHz i3-2102 – 3.1 GHz i3-2105 – 3.1 GHz i3-2120 – 3.3 GHz i3-2125 – 3.3 GHz i3-2130 – 3.4 GHz ivy bridge 32 nm ტექნოლოგიაზე დამზედებული 2 ფიზიკური და 4 წარმოსახვითი ბირთვით 1155 სოკეტზე 3მბ L3 ქეშ მეხსიერებით 624 მლნ ტრანზისტორისგან შემდგარი DDR3 1600mhz i3-3220T – 2.8 GHz i3-3240T – 2.9 GHz i3-3220 – 3.3 GHz i3-3225 – 3.3 GHz i3-3240 – 3.4 GHz core i5 sandy bridge 32nm ტექნოლოგიით 4 ფიზიკური 4 წარმოსახვითი ბირთვით 6მბ L3 ქეშ მეხსიერებით 1155 სოკეტზე DDR3 1333mhz i5-2390T – 2.7 GHz/3.5 GHz Turbo Boost (35 W max TDP) i5-2500T – 2.3 GHz/3.3 GHz Turbo Boost (45 W max TDP) i5-2400S – 2.5 GHz/3.3 GHz Turbo Boost i5-2405S – 2.5 GHz/3.3 GHz Turbo Boost i5-2500S – 2.7 GHz/3.7 GHz Turbo Boost i5-2300 – 2.8 GHz/3.1 GHz Turbo Boost i5-2310 – 2.9 GHz/3.2 GHz Turbo Boost i5-2320 – 3.0 GHz/3.3 GHz Turbo Boost i5-2380P – 3.1 GHz/3.4 GHz Turbo Boost i5-2400 – 3.1 GHz/3.4 GHz Turbo Boost i5-2450P – 3.2 GHz/3.5 GHz Turbo Boost i5-2500 – 3.3 GHz/3.7 GHz Turbo Boost i5-2500K – 3.3 GHz/3.7 GHz Turbo Boost i5-2550K – 3.4 GHz/3.8 GHz Turbo Boost ivy bridge 22nm ტექნოლოგიით 4 ფიზიკური 4 წარმოსახვითი ბირთვით 6 MB L3 ქეშ მეხსიერებით 1155 სოკეტზე 2არხიანი DDR3 1600mhz i5-3470T – 2.9 GHz/3.6 GHz max Turbo Boost (35 W TDP) i5-3570T – 2.3 GHz/3.3 GHz max Turbo Boost (45 W TDP) i5-3330S – 2.7 GHz/3.2 GHz max Turbo Boost i5-3450S – 2.8 GHz/3.5 GHz max Turbo Boost i5-3470S – 2.9 GHz/3.6 GHz max Turbo Boost i5-3475S – 2.9 GHz/3.6 GHz max Turbo Boost i5-3550S – 3.0 GHz/3.7 GHz max Turbo Boost i5-3570S – 3.1 GHz/3.8 GHz max Turbo Boost i5-3330 – 3.0 GHz/3.2 GHz max Turbo Boost i5-3350P – 3.1 GHz/3.3 GHz max Turbo Boost (69 W TDP) i5-3450 – 3.1 GHz/3.5 GHz max Turbo Boost i5-3470 – 3.2 GHz/3.6 GHz max Turbo Boost i5-3550 – 3.3 GHz/3.7 GHz max Turbo Boost i5-3570 – 3.4 GHz/3.8 GHz max Turbo Boost i5-3570K – 3.4 GHz/3.8 GHz max Turbo Boost ზემოთ ჩამოთვლილიდან ოვერქლოქინდი შეუძლა მხოლოდ K ვერსიას როგორც ხედავთ სიაში ერთი პიონერია core i7 sandy bridge 32nm ტექნოლოგიით დამზადებული მონსტრები 4 ფიზიკური და 8 წარმოსახვითი ბირთვებით 8მბ L3 ქეშ მეხსიერებით 1155 სოკეტზე DDR3 1333 mhz i7-2600S – 2.8 GHz/3.8 GHz Turbo Boost i7-2600 – 3.4 GHz/3.8 GHz Turbo Boost i7-2600K – 3.4 GHz/3.8 GHz Turbo Boost i7-2700K – 3.5 GHz/3.9 GHz Turbo Boost მხოლოდ K ვერსიებს აქვთ გახსნილი მამრავლი და ჩაშენებული აქვთ HD 3000 ხოლო დანარჩენებს HD 2000 sandy bridge_E 32 ნმ ტექნოლოგიით 8 ფიზიკური და 16 წარმოსახვითი ბირთვით 2011 სოკეტზე დამზადებული 4 არხიანი DDR3 1600 mhz მოიხმარენ მხოლოდ 130 w -ს 2270 მლნ ტრანზისტორით i7-3820 – 3.6 GHz/3.8 GHz Turbo Boost, 4 cores, 10 MB L3 i7-3930K – 3.2 GHz/3.8 GHz Turbo Boost, 6 cores, 12 MB L3 i7-3960X – 3.3 GHz/3.9 GHz Turbo Boost, 6 cores, 15 MB L3 i7-3970X – 3.5 GHz/4.0 GHz Turbo Boost, 6 cores, 15 MB L3 ivy bridge 32 nm ტექნოლოგიით 4 ფიზიკური და 8 წარმოსახვითი ბირთვით 8მბ L3 ქეშით 1155 სოკეტზე დამზადებული DDR31600mhz i7-3770T – 2.5 GHz/3.7 GHz Turbo Boost i7-3770S – 3.1 GHz/3.9 GHz Turbo Boost i7-3770 – 3.4 GHz/3.9 GHz Turbo Boost i7-3770K – 3.5 GHz/3.9 GHz Turbo Boost გახსნილი მამრავლი მხოლოდ K ვერსიას აქვს, ყველა მათგანს ჩაშენებული აქვს HD 4000 17) 64-bit პროცესორები: intel-64 Haswall მიკროარქიტექტურა core i3 core i5 core i7 ექსტრემ ვერსიის 6 ბირთვიანები აქ ჯერ არ გვაქვს მაგრამ მალე გამოვა ოღონდ არა Haswell-E სახელით არამედ Broadwell სახელით და იქნება 14 ნანომეტრული ეს მხოლოდ დამწყებებისთვისაა ჩემნაირებისთვის და ბევრი მათგანისთვის ვინც ამ ფორუმზე შემოდის არ იცის და აინტერესებს რა ხდებოდა პენტიუმ 5 მდე და რა ხდება ახლა ახლა ზოგადად ვისაუბროთ ჩემს დაწერილ არ მივედ მოვედები და ახლა აგერაც ჩანს რა გამოდიოდა და რომ პენტიუმები ახლაც გამოდის იმის ახსნას (ბევრი ფიქრობს რომ გამოვიდა მხოლოდ ერთხელ პენტიუმ 1,2,3,4 მეც ასე ვფიქრობდი ) თემა ძირითადად დამწყებებისთვისააა პენტიუმები დღემდე გამოდის აქ არის ინტელის პროცესორების სია ასე ვთქვათ http://en.wikipedia....ntel_processors ზოგადად პენტიუმები 4-ის მერე ინტელმა დაიწყო intel core პროცესორების გამოშვება და core 2 პროცესორების გამოშვება დესკტოპ სეგმენტისთვის 775 სოკეტზე ესენი იყო ძირითადად 2 ბირთვიანი პროცესორები 65 ნანომეტრული ტექნოლოგიით და მერე 45 ნანომტრული ტექნოლოგიით ასევე უშვებდა იგივე არქიტექტურის 4 ბირთვიან პროცესორებს რომლებიც რეალურად ჩეულებრივი 2 ბირთვიანი core 2 პროცესორები იყო ერთ პროცესორში ჩასმული ამის მერე კი დაიწყო რაც დაიწყო დაიწყო სოკეტების ცვენა და თოვლი დაიწყო ისევ core პროცესორები ამჯერად i პრეფიქსით და ეს იყო პირველი core i პროცესორები ანუ პირველი თაობის core i7 1366 სოკეტზე Bloomfield ბირთვზე და core i3 i5 და i7 პროცესორები 1156 სოკეტზე Lynnfield Clarkdale ბირთვზე ესენი იყო 2 და 4 ბირთვიანი პროცესორები ისევ 45 ნანომეტრული და 32 ნანომეტრული, მაგრამ ამჯერად 4 ბირთვიანები რეალურად 4 ბირთვიანი კრისტალები იიყო და არა ორი ცალი 2 ბირთვიანი წყვილად პლუს ამას ინტელმა ამდ-ს ტექნოლოგია გამოიყენა და მეხსიერების კონტროლერი გადაიტანა პროცესორში და დაამატა L3 დონის ქეში ისევ AMD-s K10 პროცესორების მსგავსად ფაქტიურად ინტელმა მოპარა ამდ-ს იდეა მაგრამ ეს ბევრად უკეთ გააკეთა ვიდრე ავტორმა პირველი თაობის core i7 პროცესორები 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით იყო პირველი 6 ბირთვიანი დესკტოპ სეგმენტისთვის (Gulftown ბირთვზე) ამის შემდეგ გამოუშვა უკვე მეორე თაობის i პროცესორები Sandy Bridge ბირთვზე (არქიტექტურა) i3 i5 და i7 პროცესორები 1155 სოკეტზე 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით და შემდეგ Sandy Bridge-E 4 და 6 ბირთვიანი i7 პროცესორები 2011 სოკეტზე შემდეგ წამოვიდა მესამე თაობის i პროცესორები Ivy Bridge არქიტექტურით და 22 ნანომეტრული ტექნოლოგიით i3 i5 და i7 პროცესორები იგივე 1155 სოკეტზე და Ivy Bridge-E i7 პროცესორები 2011 სოკეტზე ეხლა უკვე გვაქვს მეოთხე თაობის core i პროცესორები Haswell არქიტექტურაზე ჯერჯერობით i3 i5 და i7 პროცესორები მაქსიმუმ 4 ბირთვით ახალ 1150 სოკეტზე პარალელურად ინტელი უშვებს სერვერულ პროცესორებს თაოებიბის პარალელურად იგივე არქიტექტურით Nehalem, Sandy Bridge, Ivy Bridge Haswell, მათ შორის 8 და 10 ბირთვიან პროცესორებს რომლებიც დესკტოპზე არ არის და ასევე core პროცესორებიდან მოყოლებული იგივე არქიტექტურაზე დაბალი კლასის pentium და celeron პროცესორებს და მობილური ვერსიის პროცესორებს ლეპტოპებისთვის და მობილური სისტემებისთვის მე მგონი სწორად ჩამოვაყალიბე ყველაფერი მადლობა სოსოს პასუხისთვის აჰა ვსო ეს იყო სულ მემგონი რაღაცით მაინც დავეხმარები მათ ვისაც უნდა გაერკვეს ინტელის პროცესორებში და მათ თაობათა ცვლაში მადლობა ყურადღებისთვის
    1 point
  10. ASUS Republic of Gamers (ROG) გადაწყვიტა გამოუშვას ახალი ხაზი გეიმერებისთვის სადაც შესული იქნება ექსტრემ შესაძლებლობების მქონე პროდუქტი, სადაც შესული იქნება G20 მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპები,GR8 გეიმინგ კონსოლები და ულტრა გრილი GX500 გეიმინგ ნოუთბუქები. აგრეთვე ROG-მა აჩვენა ახალი Maximus VII Formula Z97 ჩიპსეტზე, Maximus VII Impact mini-ITX, და ROG-ის პირველი AMD FM2+ gaming დედადაფები, აგრეთვე შეზღუდული გამოცემით Ares III როგორც მსოფლიოს უსწრაფესი გრაფიკული ადაპტერი, რომელიც იკვებება ორი ცალი Radeon Hawaii XT GPU-ებით გაგრილება კი რათქმაუნდა საუკეთესო EK წ%$&# ბლოკებით ხდება კომენტარი ROG's Computex 2014 პრეზენტაციიდან, ASUS Chairman Jonney Shih-მა განაცხადა "პერფორმანსი ეს არის ის რისთვისაც ჩვენ ვცოცხლობთ და ვსუნთქავთ, ჩვენი დიზანის ესთეტიკა ეს არის აღვძრათ გრძნობა სიამაყის. ჩვენ ჩვენი პროდუქტით ვცდილობთ თქვენი ოცნებები და წარმოასხვები გადავაქციოთ რეალობათ, ორი ელემენტის სინქრონში ესაა სილამაზე და სიძლიერე ჩვენი უდიდესი გამოცდილებიდან სათამაშო ინდუსტრიაში გვინდა რომ, სრულიად დავანგრიოთ ზღვარი, რომელიც ზღუდავს თამაშის პროცესს ნებისმიერ სივრცეში" პრეზენტაციაზე მიწვეული იყო აგრეთვე, ინტელის ვიცე პრეზიდენტი . პრეზენტაციაზე განცხადებულ იქნა ასუსის წარმომადგენლებისგან რომ ისინი აღიარებენ ინტელს, როგორც საუკეთესო მეცნიერულ აღმომჩენებს გეიმინგ სივრცეში და ასუსი მოხარულია რომ, მიეცა საშუალება თავიანთი პროდუქტით ინტელის მეოთხე თაობის პროცესორებთან ერთად აღავსებს ენთუზიაზმით მოთამაშეებს. შექმნილი ჩემპიონები დაყრდნობილი ძალასა და პორტატულობაზე ROG G20 gaming desktop ROG -ის დიზაინერების მიერ შექმნილმა G20 მცირე ფორმ ფაქტორის გეიმინგ დესკტოპმა უკვე მიიღო ოქროს ჯილდო computex 2014 ზე. G20 არის უნიკალური კომპაქტური კეისი რომელსაც არააქვს ხილული გამწოვი ხვრელები, მაგრამ მას აქვს თერმული კორპუსი რომლებშიდაც იმალება მცირე ჰაერის გვირაბები რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას კეისში, კეისის ასეთი დიზაინი 25 dB -ით ამცირებს კეისიდან წამოსულ ხმაურს. ინტელის მეოთხე თაობის i7 ებთან და NVIDIA ს 780ებთან ერთად G20 გთავაზობთ HD-gaming პერპორმანსს ROG GR8 console gaming PC core i7 პროცესორთან და NVIDIA GeForce GTX 750Ti გრაფიკულ ადაპტერთან ერთად ROG gr8 პაკეტებს აქვთ PC -ის ძალა ზომებში არის ძალიან კომპაქტური და თამაშის დროს სიამოვნებას მოგანიჭებთ SupremeFX აუდიო, no-lag Intel Gigabit Ethernet ქსელი და 4K/UHD ჩვენება. აგრეთვე აქვს Miracast მხარდაჭერა და რაც მთავარია gr8 სრულიად თავსებადია Steam OS -თან ROG GX500 gaming notebook GX500 არის ROG-ის ახალი ურტრა თხელი და ულტრა გრილი ნოუთბუქი, რომელიც არის 19მმ სისქის, წონა შეადგენს 2,2 კგ, ეკრანის ზომა 15,6" GX500 -ის სპეციპიკაცია შემდეგია ბოლო თაობის core i7 პროცესორი NVIDIA GeForce GTX 860m გრაფიკული ადაპტარი 4K/UHD (ultra-high-definition) 3840 x 2160 პიქსელი. დისპლეიში გამოყენებულია VisualMaster ტექნოლოგია რომელიც უზრუნველყოფს თითქმის 100%-ით რეალურ ფერთა გამას ეს პირველი ნოუთბუქია რომელშიდაც ეს ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც თამაშს არაჩვეულებრივ შარმს ძენს ROG Maximus VII Formula gaming motherboard Maximus VII Formula არის ROG-ის Z97 ჩიპსეტის ფპაგმანი ATX gaming დედადაფა. ახალი CrossChill Copper დიზაინით სრულიად სპილენძის გაგრილებით რაც გასაოცრად სწრაფად აქრობს სითბოს. Maximus VII Formula მოიცავს ROG-ის SupremeFX Formula 2014 ტექნოლოგიის აუდიო სისტემას რომელიც სპობს საუნდ კარტის არსებობას.Maximus VII Formula აქვს წინასწარ დამონტაჟებული mPCIe Combo III + 802.11ac / Bluetooth 4.0,და უახლესი wireless ტექნოლოგია mini PCI Express (mPCIe) და M.2 (10Gbit/s PCIe x2 and 6Gb/s SATA) სლოტები ROG KeyBot და FanExpert 3-ი. ROG Ares III water-cooled gaming graphics card ROG -მა წარადგინა Ares III როგორც მსოფლიოს უსწრაფესი სათამაშო გარაფიკული ადაპტერი რომელშიდაც მოთავსებულია ორი Radeon Hawaii XT GPU-ები და წ%$&# გაგილება უზრუნველყოფს 25 % ით უფრო გრილ კარტას ვიდრე რეფერენს R9 295X2. აქვს 8 GB-იანი სუპერ სწრაფიt GDDR5 მეხსიერება. გაგრილება ხდება EK წ%$&# ბლოკებით, ამჟამად გამოშვებულია შეზღუდული ტირაჟით მხოლოდ 500 ცალი Ares III
    1 point
  11. ტელ: 598 50 53 07 იყიდება ვიდეო კარტა MSI GeForce GTX 670 OC PE არის იდეალურ მდგომარეობაში მოყვება ყველაფერი რაც ახალს, ყუთი,საბუთები არის ქარხნულად დარაზგონებული ვერსია მუშაობს უნაკლოდ,ფაქტიურად ახალივითაა ბოლო ფასი იქნება 430 ლარი http://www.msi.com/product/vga/N670_PE_2GD...o-specification
    1 point
  12. გამოვიდა EVGA SuperNOVA 1200 P2 80+ პლატინიუმი, ეფექტურობა 92%-ზე მეტს შეადგენს, ამ კვებაში გამოყენებული აბსოლიტურად საუკეთესო კომპონენტები. რას ნიშანვს საუკეთესო კომპონენტები, ეს ნიშნავს საუკეთესო სტაბილურობა, საიმედოობა,ოვერქლოქინგის უსაზღვრო შესაძლებლობა და საუკუნო გამძლეობა.. დადებითი თვისებები პლატინიუმ ეფექტურობა ფანების კონტროლის ხარისხი +12 ვოლტზე 99,9 ამპერი სრულად მოდულარი უმაღლესი ხარისხის იაპონური ხარისხი DBBF (Double Ball Bearing Fan) ამ კვების უარყოფით მხარეებზე ვერ ვილაპარაკებ რადგან ერთი პრობლემაა ასეთი არარსებობს it's best ამ კვების ყიდვის შემთხვევაში ის იძლება 10 წლიან გარანტიას მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფასი: $299,99
    1 point
  13. https://www.facebook.com/photo.php?v=1470250046547979&set=vb.1428347114071606&type=2&theater ესეთი შვილი რომ მყავდეს, რავი დავბრიდავდი :დ
    1 point
  14. მშვიდობაში კარგი არჩევანია დელი ყოველთვის
    1 point
  15. თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"
    1 point
  16. 1 point
  17. უუუუუჰჰჰჰჰჰ ამ მხეცს რას ყიდი კაცო ძაან სერიოზული კვებააა აბა ვინც იყიდის თუ უნდა პლიტაზე გატესტეთ
    1 point
  18. AMD: APUs to get 25x more efficient by 2020 http://www.guru3d.com/news_story/amd_apus_to_get_25x_more_efficient_by_2020.html
    1 point
  19. ხო მეოთხე კვარტალში გამოვაო ვითომ წელს http://www.guru3d.com/news_story/nvidia_geforce_gtx_880_and_gtx_870_to_launch_q4_2014.html
    1 point
  20. ახალი 780 გამოშვებული იქნა msi -ს მიერ და მას აქვს შემდეგი მახასიათებლები : ეს OC ვერსია შექმნილია GK110 არქიტექტურაზე, ამა არქიტექტურაზეა დაფუძნებული აგრეთვე ახალი TITAN-ი მაგრამ მას აქვს GK110-300 ხოლო ამ ახალი 780-ს კი GK110-400(არვიცი რა განსხვავებაა იმიტო რო ზუსტად იგივეა რაც 300) არქიტექტურა ეს ნიშნავს რომ მას აქვს 7.1 ბილიონი (მილიარდი) ტრანზისტორი . აგრეთვე მას აქვს 6GB ვიდეო მეხსიერება 2304 შეიდერ პროცესორი 192 TMUs,32 ROPs 384-bit მემორი ინტერფეისი და GDDR5 მეხსიერება. გამომავალი პორტები აქვს dual-DVI, HDMI და DisplayPort-ები. ხელმისაწვდომი იქნება 2 ვერსია როგორც ქარხნულ სტოკზე ისე OC ვერსიები. რაც შეეხება OC ვერსიას მისი სიხშირეები შემდეგია: ქარსნული სიხშირე 954 MHz ხოლო boost-ით 1006 MHz. მემორი დათა მუშაობს 6008 MHz-ზე . განცხადებულ იქნა რომ ახალი თამაშებისთვის, რომელსაც ჭირდებათ გაცილებით მეტი Vram-ი აუცილებელია 3GB მეხსიერება(რომელიც ბევრ ვიდეო ადაპტერშია დღეს დღეობით) შეიცვალოს 6 GB მეხსიერებით
    1 point
  21. მშვიდობაში ზაქრო, მართლა კარგი რამეა
    1 point
  22. ყველამ დალივოს საერთოდ და პირდაპირ მისცენ თასი იტალიას
    1 point
  23. G1ORG1 , 35-45 არ არის. ეგ აიდა64 აჩვენებს ეგრე 771 სოკეტია და 775 სოკეტის ბიოსი სრუალდ ვერ აღიქვავს შესაბამისად აი ეს სურათია რომ რეალ ტემპი სხვა ტემეპრატურას უჩვენებს აიდა64 ყევალზე დაბალსა ჩვენებს და ცორე ტემპი ყველაზე მაღალს. შესაბამისად ქორე ტემპს უდნა უყურო რადგან ყვეალზე მაღალს აჩვენებს ) ასე რომ ქორე ტემპში ეგ 35-45 არის 50-60 მინიმუმ
    1 point
  24. აჰა აარჩიე windows და გადმოწერე HD 4000 უკვე ავირჩიე მეტი არაფრის არჩევა არ ჭირდება https://downloadcenter.intel.com/SearchResult.aspx?lang=eng&ProductFamily=Graphics&ProductLine=Laptop+graphics+drivers&ProductProduct=3rd+Generation+Intel%C2%AE+Core%E2%84%A2+Processors+with+Intel%C2%AE+HD+Graphics+4000&ProdId=3712&LineId=1101&FamilyId=39 I do not care მაინც არავინ გააუქმებს მაგას და...
    1 point
  25. Eurocom აცხადებს რომ ამ ნოუთბუქს აქვს hi-end დესკტოპ კომპიუტერების შესაძლებლობები. ის აღჭურვილია NVIDIA GeForce GTX 880M-ით ან 880m Sli კონფიგურაციით, X79 ჩიპსეტის მხარდაჭრით i7-4000 და Intel Xeon E5-2600 V2 პროცესორებით ან i7-4960X და Xeon E5-2697 v2, 32 GB DDR3-1600 და 6 TB RAID 0/1/5/10. NVIDIA GeForce GTX 880M გარიკული ადაპტერს აქვს 1536 კუდა ბირთვი მუშაობს 954 MHz + boost 8GB GDDR5 მეხსიერების სიხშირე 2500 MHz, ხოლო 880m SLI -ს აქვს 16GB GDDR5 3072 კუდა ბირთვი უქმნის Eurocom-ს მონსტრის იმიჯს. " ჩვენ ეს მონსტრი სპეციალურად გამოვუშვით მეტი ძალისთვის, მაღალი ხარისხისთვის. EUROCOM Panther 5 არის უტოპია შესაძლებლობებისა. მას აქვს მხარდაჭერა დღეს დღეობით არსებული სუპერ სწრაფი და ძლიერი პროცესორების და გრაფიკული ადაპტერების. გრაფიკა,დისპლეი მეხსიერება და უამრავი სხვა ფაქტორი რომელიც ამ არამიწიერ ქმნილებას ხდის უკონკურენტოს დღევანდელ რეალობაში"აცხადებს Mark Bialic-ი Eurocom-ის პრეზიდენტი "ჩვენ ავირჩიეთ მხოლოდ საუკეთესოები და ძლევამოსილები ჩვენ გთავაზობთ თქვნი სურვილისამებრ ნებისმიერი ჰარდის ცვლილებას სისტემაში NVIDIA GeForce, Quadro და AMD Radeon გრაფიკული ადაპტერები, აგრეთვე Intel Xeon და Core i7 პროცესორებიდან. აგრეთვე მეხსიერების ჩიპები და ნებისმიერი დეტალის არჩევა იქნება შესაძლებელი, EUROCOM Panther 5 არის მხოლოდ პროფესიონალებისთვის" აცხადებს კომპანია NVIDIA GeForce GTX 880M -ში გამოყენებული battery saving ტექნოლოგია NVIDIA Battery Boost, ამ ზემოთხსენებულში თამაში იქნება სრული სიამოვნება მასში დანერგილია ShadowPlay და GameStream. 880M აღჭურვილია GPU BOOST 2.0 -ით რაც ოვერქლოქინგისას იძლევა მაქსიმუმ პერფორმანსს. Eurocom Panther 5 -ის დიზაინი არის როგორც სპეციფიკური high end პროფესიონალური იძლევა მაქსიმუმ პერფორმანსს პროფესიონალურ აპლიკაციებში Panther 5 არის საწარმოო კლასის ლიდერი კრეატივი, სწავლება და სხვა მანიპულაციები ყველა საქმეში შეუდარებელი ლეპტოპი მას აქვს სპეციალური დაცვის სისტემები რომელიც შემუშავებულია პროფესიონალების მიერ,აქვს Trusted Platform Module 1.2 (TPM) მხარდაჭერა. დაცვა Panther 5 აღჭურვილია უახლესი Trusted Platform Module 1.2 (TPM) -ით ანაბეჭის ამომცნობით და Kensington lock პორტით დისპლეი Panther 5 აღჭურვილია full high definition 120 hz დისპლეით რომელიც იძლევა არაჩვეულებრივად ლამაზ გამოსახულებას სრული მახასიათებლები დისპლეი: 17.3" FHD 1920 x 1080; 60Hz, 120Hz ან 3D 120Hz ; LED ჩიპსეტი: Intel C600/X79 Express Chipset პროცესორი: Intel Core i7-4960X Extreme Edition ან XEON E5-2600 v2 სერიებიდან; LGA2011 გრაფიკა: SLI და CrossFire; MXM 3.0; მეხსიერება: 32GB; DDR3-1333/1600/1866; დისკი: 6TB და 4 SSD, Hybrid ან HDD, RAID 0/1/5/10 საფორთით; SATA 6Gb/s ოპტიკური დისკი: DVD-RW or Blu Ray Burner ან 4th HDD/SSD I/O პორტები: 3x USB 3.0; 2x USB 2.0; eSATA; Firewire-800 (TI XIO2221ZAY); DisplayPort v1.2; DVI-I (SL); HDMI 1.4a გარე w/HDCP; Headphone; Microphone; S/PDIF გარე; Line-in; RJ-45 / LAN კომუნიკაცია:10/100/1000Mb დაფუძნებული-TX Ethernet LAN (Intel 82579V); WLAN (optional); Bluetooth v2.1+EDR ; 2M Video Webcam (ჩაშენებული) დაცვა:TPM 1.2; Fingerprint, Kensington Lock ზომები: 5.5kg (12.1lbs); 419(W)x286(D)x57.9-62.1(H)mm (16.76x11.44x2.31-2.48inch) ​
    1 point
  26. გარედან უშნო მსუქანი რამეები,რომლებსაც შიგნით ლამაზი სამყარო აქვთ ზოგადად არ აინტერესებთ ნორმალურ მამაკაცებს
    1 point
  27. intel-ის მომავალი Atom-ი იქნება 14 ნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, კოდური სახელწოდებით Braswell. ჩიპი დაანონსდება 2015 წლის პირველ კვარტალში. Baswell იქნება მე8 თაობის პროცესორების კოდური სახელი ექნება DX11 -ის და 3 მონიტორის მხარდაჭერა ეს პროცესორი განკუთვნილი იქნება დაბალი სეგმენტის ლეპტოპებისთვის ისეთი იქფფასიანებისთვის როგორიცაა Chromebook-ები პატარა ფორმ-ფაქტორის ლეპტოპები და დაბალ საინჟინრო დესკტოპ სისტემების მარკეტებისათვის braswell-დარელიზებას ვარაუდობენ 2015 წლის იანვარში და ის თავსებადი იქნება Windows 8.1, Windows 7, Android, Chrome OS, და Linux.ოპერაციულ სისტემებთან
    1 point
  28. სასკოლო ნივთები საბჭოთა კავშირში http://bigpicture.ru/?p=494258
    1 point
  29. http://www.youtube.com/watch?v=CzYkL-4qXog cool^^
    1 point
  30. რამდენიმე დღის წინ University of Reading-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჩატბოტმა იუჯინ გუტსმანმა დაარწმუნა მსაჯულების 33%, რომ ის 13 წლის ბიჭია უკრაინიდან ალან ტურინგის ტესტის მიხედვით კომპიუტერმა უნდა "დაარწმუნოს" ადამიანი-მსაჯულების 30%-ზე მეტი, რომ ის ელაპარაკება (საუბარი ტექტურ რეჟიმში მიმდინარეობს) ადამიანს. ტესტის პირობები ასეთი იყო: თითოეული მსაჯული მონაწილეობდა 5 პარალელურ საუბარში - სულ 10 საუბარი მონაწილეობა მიიღო 30-მა მსაჯულმა - ჯამში 300 საუბარი ყოველი ხუთი წუთის განმავლობაში მსაჯული ელაპარაკებოდა როგორც ადამიანს, ისე კომპიუტერს ტესტის მონაწილე 5 კომპიუტერიდან თითოეულმა მიიღო 30 საუბარში მონაწილეობა ტესტის სისწორის გადამოწმებისთვის, ტესტი შესწორებულ იქნა პროფესორი ჯონ ბარდენის მიერ (ბირმინგჰემის უნივერიტეტი, ბრიტანული ხელოვნური ინტელექტის საზოგადოების ყოფილი მეთაური) "იუჯინი" არის კომპიუტერული პროგრამა და არა "სუპერკომპიუტერი" დღემდე ტურინგის ტესტი არცერთ მანქანას არ ჰქონდა წარმატებით გავლილი. ზოგი კრიტიკოსის შეფასებით იუჯინმა ტესტი იმის გამო გაიარა, რომ ის არწმუნებდა მსაჯულებს, რომ ის 13 წლის უკრაინელი ბიჭია, რომლისთვისაც ინგლისური მეორე ენაა და შესაბამისად უფრო მეტი შეცდომა "აპატიეს", თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება რომ მსაჯულები მოტყუვდნენ, რაც იდეაში იყო ჩატბოტის მიზანი მართალია ახლომომავალში HAL 9000-ის, ან რეპლიკანტების, ან ავა-ს გამოჩენას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ის ფაქტი რომ ტურინგის ტესტი გავლილია, მაინც შთამბეჭდავია!
    1 point
  31. ეს გახსოვს? გამოვა ეგ თამაშიც და ვნახავთ როგორ იქნება.
    1 point
  32. Computex 2014 -ის მიმდინარეობისას ზოგიერთ ჯიხურებში შეიმჩნეოდა რამდენიმე X99 დედადაფები რომელთაც ქონდათ intel Haswell-E პროცესორების მხარდაჭერა X99 ჩიპსეტის დედადაფებს აქვთ ოთხ-არხიანი DDR4-ის მხარდაჭერა. როგორც შეიმჩნეოდა ახალ X99 დედიკოები იყო msi კატალოგში და იყო წინასწარი ჩვენებისთვის (დაუმთავრებელი) განკუთვნილი მოდელები, მაგრამ სოკეტის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დატანილი იყო DDR4-ის მეხსიერების 4 არხიანი სლოტები, აგრეთვე 12 ცალი USB 3.0 იანი პორტები და 8 ცალი SATA 6 GB/s, SATA Express პორტები და M.2 სლოტი. ASRock -ის ჯიხურში აგრეთვე იყო X99 დედადაფები რომელთაგანაც ერთი იყო ფუნქციონალური მოდელი რომელიც ნაჩვენები იყო ადრე ADATA DDR4 ის ლაივ დემონსტრაციაზე, ეს მაზერები მსგავსია msi მაზერების თავისი ათი ცალი SATA 6GB/s პორტებით ათი ცალი USB 3.0 იანი პორტებით და M.2 სლოტით მაგრამ მას არ ქონდა SATA Express პორტი. EVGA -ს აგრეთვე ქონდა წარდგენილი თავისი X99 დედადაფები რაც დაახლოებით იგივე სპეციპიკაციის იყო რაც ზემოთ ხსენებული კომპანიების მიერ წარდგენილი მაზერები. X99 მაზერების გაყიდვა დაიწყება სექტემბრის თვიდან, როდესაც ინტელი დაიწყებს Haswell-E პროცესორების წარმოებას.
    1 point
  33. PEGI 18 რეიტინგის თამაშებს თან არც ისე კარგებს ბავშვებს რატომ ათამაშებთ საერთოდ
    1 point
  34. ეს არის ძალიან პატარა აპლიკაცია რომელიც ავტომატურად ხსნის iMovies.GE-ს. ესეც პატარა ინსტრუქცია თუ რა დაგჭირდებათ ფილმების ჩასართავად. ლინკები ამ ფაილების გადმოსაწერად: Flash Player: http://helpx.adobe.com/flash-player/kb/archived-flash-player-versions.html#main_Archived_versions (მოძებნეთ შესაბამისი ვერსია) Lucky Patcher: http://www.papktop.com/tag/lucky-patcher (სასურველია ინსტალაციის შემდეგ გაუკეთოთ განახლება) Flash Player-ის გატეხილი ვერსია: http://bin.ge/dl/125534/Adobe-Flash-Player-11-1-v-11-1-115-81-b-111115081-crk-Custom-Patch.apk.html (ეს მეთოდი არ დამიტესტავს და ვინმე თუ ცდით დაწერეთ შედეგი) Download: http://www.appsgeyser.com/getwidget/iMovies.GE/
    1 point
  35. ინტერნეტში გავრცელდა საინტერესო ინფორმაცია Intel Skylake პროცესორების შესახებ, პროცესორები დარელიზდება 2015 წელს და Skylake პროცესორებს ექნებათ როგორც DDR3 ისე DDR4 მეხსიერების კონტროლერების მხარდაჭერა. პროცესორები შერწყმული იქნება ჩიპსეტების მე-100-ე სერიასთან, აგრეთვე ეს პროცესორები თავსებადი იქნება უახლეს LGA 1151 სოკეტთან Z170 ჩიპსეტზე ახალი Skylake პროცესორები ისევე როგორც Broadwell, იქნება დამზადებული 14 ნმ ტექნოლოგიით, მას ექნება გაუმჯობესებული გრაფიკული კონტროლელები და აგრეთვე დაბალი ენერგო მოხმარება აგრეთვე აღინიშნა რომ ახალი პროცესორები მიიღებენ 4 ტიპის უკაბელო კომუნიკაციის მხარდაჭერას ახალი Skylake პროცესორები ბაზარზე გამოვა 2015 წლის მეორე ნახევრისთვის Broadwell პროცესორების პარალელურად
    1 point
  36. კომპიუტერული ტექნოლოგიების ერთ-ერთმა ლიდერმა მწარმოებელმა დაანონსა თავისი ახალი კვების ბლოკი AX1500i 80+ ტიტანიუმ სერთიფიკატით, კვების ბლოკი როგორც კომპანიის ყველა AX i სერიის წარმომადგენელი აღჭურვილია ციფრული ინტერფეისით და მოყვება სპეციალური მონიტორინგის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისტემის მოცემულ მომენტში მოხმარებული ენერგიის მონიტორინგი. ახალი კვების ბლოკი ტიტანიუმ სერტიფიკატის ეფექტურობით გამოირჩევა როგორც ვიცით 80+ ჯგუფში არის 6 სერთიფიკატი მათ შორის ტიტანიუმი უახლესია და ყველაზე მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და ასეთი კვების ბლოკების მარგი ქმედების კოეფიციენტი 10%, 20%, 50% და 100% დატვირთვაზე შესაბამისად უნდა შეადგენდეს ქსელის ძაბვის 110 ვოლტის შემთხვევაში (მაგალითად ამერიკა) 90%, 92%, 94% და 90%-ს, ხოლო 220 ვოლტის შემთხვევაში (როგორც ევროპაში და ჩვენთან საქართველოში) 90%, 94%, 96% და 91%-ს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ტიტანიუმ სერთიფიკატი ერთადერთია რომელიც მოითხოვს 10% დატვირთვაზეც 80+ ეფექტურობას მაშინ, როცა სხვა სტანდარტებში დატესტვა მხოლოდ 20%, 50% და 100%-ზე ხდება. დესკტოპ სეგმენტისათვის დღეისათვის 80+ საიტზე ასეთი ეფექტურობის მხოლოდ ორი კვების ბლოკი არსებობს, კორსაირის ეს კვება და Super Flower-ის კვების ბლოკი რომლის სიმძლავრეც მხოლოდ 600 ვატია. Corsair-ის გიგანტი კი სრულ 1500 ვატს გამოიმუშავებს რაც უპრობლემოდ ამუშავებს ორ პროცესორიან High End სისტემას თავისი 4 ცალი High End ვიდეო დაფით. კვების ბლოკის OEM მწარმოებელი Flextronics-სია და გარდა ძალიან მაღალი ეფექტურობისა ეს კვება გამოირჩევა ძაბვის შესაშური რეგულაციით რაც 0.4%-ს შეადგენს მაშინ როცა ATX სტანდარტით მინიმალური დასაშვები 5%-ია. სიგნალის სისუფთავე 15mV ყველა ძირითად განხრაზე, მაშინ როცა სტანდარტით დასაშვები მინიმუმ 50mV-ია. კვების ბლოკი სრულად მოდულარულია და მოყვება საკმარისზე მეტი კაბელები საკმარისზე დიდი სიგრძით რაც ნებისმიერი სისტემის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ვიდეო დაფისთვის განკუთვნილი PCI-e კაბელი მაგალითად კვების ბლოკს მოყვება 8 ცალი. ასევე კვების ბლოკს შეუძლია Corsair-ის Zero-RPM Fan ტექნოლოგიით მუშაობა და ქულერი საერთოდ არ ჩაირთვება თუ სისტემა 450W ან მეტ დატვირთვაზე არ ავა. კვების ბლოკის ფასი 450 დოლარს შეადგენს და მწარმოებლის გარანტია ამ პროდუქტზე7 წელია, ხოლო +12 ვოლტზე ჯამური ამპერები 125A შეადგენს და კვების ბლოკისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მთელი 1500 ვატი სიმძლვრე მხოლოდ + 12 ვოლტიან განხრაზე რომ გაუშვას. ალბათ არ არსებობს ექსტრემალური აჩქარების მოყვარული რომელსაც არ ექნება სურვილი ასეთი კვების ბლოკი შეიძინოს, სურვილი თორემ შეძენა ყველას არ გაუადვილდება, 450 დოლარი საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა ბაზრზე არსებული სხვა ასეთი სიმძავრის კვების ბლოკებთან შედარებით ამ კვების ბლოკის ხარისხი და ეფექტურობა ბევრად დიდია და Corsair-ში ფიქრობენ რომ ენთუზიასტები სიამოვნებით გადაიხდიან 100-150 დოლარით მეტს ზემოაღნიშნული პლიუსების გამო.
    1 point
  37. ვერ გამოვოტობ მაგ ადგილსო,შეასწორე ლოქათიონზე რაც გაქ
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.