Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/02/14 in all areas

  1. Gigabyte-მა წარმოადგინა ჰერის და წ%$&# გაგრილების სისტემები ვიდეო კარტებისთვის და ის არაა მხოლოდ დაპატენტებული სამკუთხა გაგრილების სისტემა, ამით შეცვალა წინა თაობის 450 ვატიანი ჰაერის გაგრილების სისტემები, დიზაინი შეეცვალა აგრეთვე ფანებს, გაგრილების ეს სისტემები მორგებული ულტრა თანამედროვე ფანებზე რომლებიც უწრუნველყოფენ დაბალ ტემპერატურებს ეს სისტემები უზრუნველყოფენ 33 % უფრო ნაკლებ ტემპერატურებს რეფერენს ვერსიებთან შედარებით გიგაბაიტი ამაყად აცხადებს რომ ესაა მსოფლიოში საუკეთესო ჰაერის გაგრილების სისტემა ვიდეო კარტებისთვის. დამატებით კომპანიამ აგრეთვე განაცხადა რომ შეიქმნა წ%$&# გაგრილების სისტემა 3-ცალი 780 ti-სთვის, სისტემა სპეციალურად გამკუთვნილია გეიმერებისთვის რომლებიც ოცნებობენ სრულიად უხმო გაგრილების სისტემაზე რომელიც აგრეთვე უზრუნველყოფს ყველაზე დაბალ ტემპერატურებს სახლის პირობებში, ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევს გეიმერებს აკონტროლონ ტემპერატურა ფანების ბრუნის ცვალებადობასთან ერთად და რათქმაუნდა ეს ყველაფერი უხმაუროდ. WINDFORCE 600W გიგაბაიტი ამბობს რომ ფანები არის გადამწყვეტი მნიშვნელობის გრაგფიკული ადაპტერებისთვის და მხოლოდ ფანების ხარისხი და ფორმა განაპირობებს ეფექტურ გაგრილებას სამკუთხა გაგრილების ტექნოლოგია აადვილებს ტემპერატურის გადაცემას GPU-სთან რაც უზრუნველყოფს 35% ით გაზარდოს გაგრილების პერფორმანსი უნიკალური ფანების დიზაინი საშუალებას იძლება 23% ით გაზარდოს ფანების ბრუნი წუთში გამოყენებულია კომპოზიტური სითბური მილაკების სისტემა რომელიც 29% ით გრილია გაგრილების სისტემას ემატება კომპოზიტური სითბური მილაკები რომელის სითბოს გადაცემის მოწყობილობა აერთიანებს ორივე თერმულ კონდუქტორს ანუ სითბური მილაკები შეთანხმებულად მუშაობენ და გარკვეულ ფაზაში სითბოს გადაცემა გაგრილებას უზრუნველყოფს 29% ით უფრო ეფექტურად ვიდრე ჩვეულებრივი გაგრილება სითბური მილაკებით აღჭურვილი 2-სლოტიანი ლადიატორით და windforce 600w უწრუნველყოფს 33 % ით უფროგრილ ვიდეო კარტას ეს არ იქნება ერთადერთი გაგრილების სისტემა მსოფლიოში რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე დაბალ ტემპერატურებს მაგრამ ამჟამად დიდი გადადგმული ნაბიჯია ამ მხრივ WATERFORCE External Liquid Cooling System with 3 GeForce GTX 780 Ti გაგრილების ეს სისტემა როგორც ზემოთ აღინიშნა განკუთვნილია მთლიანად გეიმინგ სივრცისთვის და უკონკურენტოა ბაზარზე ეს სისტემა უზრუნველყოფს 42,9% -ით უფრო გრილ და 13.1 dB უფრო უხმაურო 780 TIებს რაც მერწმუნეთ ძალიან კარგი შედეგია ეს არის დღესდღეობით ბაზარზე არსებული 3 way sli-კარტებისთვის გაგრილების საუკეთესო სისტემა.დასაყენებლად ძალიან ადვილია ასე რომ გეიმერებს შეუძლიათ ამაყად შეიძინონ და გააგრილონ თავიანთი 3way sli 780ti ზე აწყობილი სისტემა .
    3 points
  2. Nvidia-მ პარტნიორებთან ერთად გამოუშვა ახალი GeForce GT სერიის ადაპტერი GT 740 ადაპტერის რეფერენს ვერსიის სპეციფიკაცია შემდეგია 384 Shader cores, 32 TMUs, 16 ROPs, and a 128-bit wide GDDR5 memory ინტერფეისი, 1 GB Vram-ით. ახლა კი იმისშესახებ თუ რა დაანონსეს პარტნიორმა კომპანიებმა MSI Announces its GeForce GT 740 Series MSI-მ დაანონსა GT 740 ის 2 სახეობის ადაპტერი N740-2GD5, რომელსაც აქვს 2 GB GDDR5 მეხსიერება და N740-2GD3 რომელსაც აქვს 2GB GDDR3 მეხსიერება, ადაპტერის (N740-2GD5) სპეციფიკაცია ასეთია memory clocks 5.00 GHz, როდესაც N740-2GD3 გვთავაზობს 1782 MHz (DDR). დაფუძნებულია 28 nm GK107 silicon, GeForce GT 740 აქვს 384 CUDA cores, 32 TMUs, 16 ROPs, და 128-bit wide memory ინტერფეისი. Palit Releases the GeForce GT 740 OC Edition palit-მა დაანონსა ახალი GT740 -ის OC ვერსია FXAA, PhysX და უკანასკნელი NVIDIA ტექნოლოგიების საფორთით. განცხადებულ იქნა რომ ეს ვერსია გამოშვებულია რადგან ამ ადაპტერმა უნდა შეძლოს იყოს ყველაზე სწრაფი 740 აქვს 5 GHz 1 GB/2 GB GDDR5 frame buffeრ-ი ,core speed 993 MHz დან 1058 MHz, Palit GT 740 OC edition-ს შეუძლია გაუშვას თამაშები 5 % ით უფრო სწრაფად ვიდრე non-oc ვერსიებს ეს ვერსია არის აგრეთვე ძალიან სწრაფი და კომპაქტური ვებ ბრაუზერებში,ფოტო და ვიდეო პლეიერებში და აგრეთვე შეუძლია გეიმინგ სივრცეში ამაყად ითქვას რომ ჯობნის ნებისმიერ დღეს არსებულ ინტეგრირებულ ვიდეო ადაპტერებს Introducing the EVGA GeForce GT 740 EVGA GeForce GT 740 გრაფიკულ ბარათს შეუძლია ფოტოების და ვიდეოების დამუშავება HD რეზოლუციაზე, 10X -ჯერ სწრაფი ვიდეო ედითინგი, 13X -ჯერ სწრაფი ფოტო ედითინგი და 9X ჯერ სწრაფი ვებ ბრაუზერები ყველა ინტეგრირებულ ვიდეო ბარათზე. აგრეთვე დამატებით ამ უკანასკნელს შეუძლია აჩვენოს 4X ჯერ -უკეთესი შედეგი გეიმინგში ინტეგრირებულებთან შედარებით ის ავტომატურად ღებულობს აგრეთვე დრაივერ განახლებებს. ZOTAC Announces GeForce GT 740 Series ZOTAC -მა რომელიც ცნობილია, როგორც მსოფლიო ინოვატორი გრაფიკული ადაპტერების მხრივ, დაანონსა ახალი GT 740 ის ახალი ვერსია, ეს ახალი ვიდეო ბარათი ხდის ბევრად სწრაფს ყველა ვიზუალურ მხარეს კომპიუტერისას და დამყოლს. "ვიზუალი ეს არის მთავარი ნაწილი რისთვისაც კომპიუტერს ჭირდება ახალი ZOTAC GT 740 და ვერცერთი ახალი 740-ცთაგანი ვერ შეედრება მას ამ საქმეში " განაცხადა კარლსტენ ბერგერმა (უფროსი დირექტორი) და ბოლოს KFA2 Launches the GeForce GT 740 OC Series KFA2 (Galaxy Microsystems) დაანონსა ახალი 740 -ის OC ვერსია ესაა ქარხნულად დაჩქარებული ვერსია რომელიც შეიძლება ითქვას უკონკურენტოა ამ ვერსიის ადაპტერებში ხელმისაწვდომია 1GB/2GB იანი ვერსიები, ამ კომპანია ჯილდოც კი მიიღო ამის წინ დაანონსებული GTX 750 OC ვერსიისთვის რომელსაც საუკეთესო გაგრილება ქონდა ახლა კი მან დაანონსა ეს ახალი GT 740 რომელსაც აქვს DirectX 12-ის და OpenGL 4.4 ის მხარდაჭერა, ამ ვიდეო ბართის ევროპის ქვეყნებში, ონლაინ მაღაზიებში ყიდვის შემთხვევაში Nvidia პასუხისმგებლობას იღებს და იძლება 2 წლიან გარანტიას ვიდეო ადაპტერზე
    3 points
  3. სპეკულაციების და ჭორების შემდეგ, ეს თამაში დღეს ოფიციალურად დაანონსდა, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ დასახელება და ოფიციალური ტრეილერია ცნობილი: მეტს E3-ზე გავიგებთ. Amazon-ის ინფორმაციით (რომელიც უკვე წაიშალა), თამაში შემდეგ პლათფორმებზე გამოვა: @VG247
    2 points
  4. Broadwell მიკროარქიტექტურის პროცესორები ულტრა თხელი პროცესორებისთვის უნდა გამოვიდეს ამ წლის ბოლო მეოთხედში, და შესაძლოა უკვე სექტემბერში. TDP ამ პროცესორებისთვის არ გადააჭარბებს 11.5 W. როგორც ცნობილია ახალი 14 ნანომეტრული ტექნოპროცესით Broadwell პროცესორების სწრაფად გამოშვებისთვის Intel-მა გადაწყვიტა აღნიშნული პროცესორების შედარებით დაბალი წარმადბით გამოშვება რისი წყალობითაც ეს პროცესორები ამ წლის ბოლოს უკვე გაყიდვაში იქნება თუმცა სხვა სეგმენტებისთვის აღნიშნული არქიტექტურით პროცესორები არ გამოვა 2015 წლამდე. საინტერესოა რომ ახალი პროცესორების გამოსვლასთან ერთად მათ ექნებათ სახელების ახალი ნომენკლატურა და "i" სიმბოლო სახელიდან გაქრება, მოდელების ასორტიმენტი დაახლოებით ასე გამოიყურება Core 3, Core 5 და Core 7. ხოლო მობილური სეგმენტის ამ პროცესორების სახელები უფრო ზუსტად ასე გამოიყურება Core 5Y10, Core 5Y10a და Core 5Y70. ყოველ შემთხვევაში ასეთი სახელები ექნებათ ულტრა თხელი ნოუთბუქებისთვის გათვლილ პროცესორებს.
    2 points
  5. მობილური სეგმენტის პროცესორების გამოშვების შემთხვევაში განსაკუთრებული საიდუმლოს შენახვის აუცილებლობა არ არის, პირიქით ამ დროს უმჯობესია დროულად მოხდეს მონაცემების გამოქვეყნება რათა მობილური სეგმენტის მწარმოებლებმა იცოდნენ რომელ პროცესორებზე შეაჩერონ თავისი არჩევანი. სწორედ ასე მოიქცა AMD და ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა Kaveri მობილური პროცესორების მონაცემები. სიაში A6 PRO-7050B ყველაზე ენერგოდამზოგველი მოდელია რომლის TDP-ც არ აღემატება 17W-ს, აღნიშნული პროცესორების გამოშვება იგეგმება ამ წლის 4 ივნისიდან.
    2 points
  6. ქართულათ არ გამოსდის :დდდდ მოსატანი ვერ მოაქვს :დ დამიძახონ უგემოვნო ბრბომ :დ ეს მაგარია ძალაინ https://www.youtube.com/watch?v=tvqaHRlzEuo
    2 points
  7. ყველაფერი შესაცვლელი გაქ და რათქამუნდა ფორუმზე უნდა ააწყო
    2 points
  8. http://www.amazon.com/Gigabyte-Gaming-Networking-Motherboard-GA-Z97X-GAMING/dp/B00K2RQDXY/ref=sr_1_8?s=electronics&ie=UTF8&qid=1401728197&sr=1-8&keywords=gigabyte+z97 http://www.amazon.com/ASUS-Z97--DDR3-2600-Motherboards/dp/B00K2MAU5Q/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1401728018&sr=1-1&keywords=asus+z97 gigabyte-ს გირჩევ მე პირადად, ისეთი საუნდ კარტა უყენია რომ სერიოზულ ხმას მოგცემს კარგ აუდიო სისტემაზე... დღეს თამამად შემიძლია ვთქვა რომ დედაპლატებში გიგაბიტი უკონკურენტოა ფასი პერფორმანსით...
    2 points
  9. :ყეს: https://www.youtube.com/watch?v=3OY04AsbNEs
    2 points
  10. კომპანია Take-Two Interactive შეპირდა BioShock-ის სერიის ფანებს, რომ უახლოეს მომავალში გამოუშვას ახალი თამაშები სერიიდან. Irrational Games-ის დახურვის შემდეგ ესტაფედა გადავიდა 2K Marin-ის ხელში და შემქმნელები დაარწმუნეს გეიმერები, რომ BioShock-ზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. Take-Two-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შტრაუს ზელნიკმა განაცხადა, რომ გეიმერები ელოდებიან კომპანიის პოპულარული თამაშების ახალ ნაწილებს, მათ შორის BioShock-ის და Red Dead-ის. კომპანიის უფროსის სიტყვების მიხედვით კი შემქმნელები არ აჩქარდებიან ახალი თამაშების რელიზების და ყურადღებას დაუთმობენ თავიანთი პროდუქციის ხარისხს. "ჩვენ გვგონია, რომ BioShock არის ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი. ჩვენ ვაპირებთ ძალების კონცენტრირებას სერიის ახალ თამაშებზე და 2K Marin გახდება პასუხისმგებელი ფრანჩიზის განვითარებაზე", - განაცხადა ზელნიკმა. "მე მგონია, რომ სერიას დიდი პოტენციალი აქვს და ის არასრულად იქნა რეალიზირებული. მთელი საკითხი იმაშია, თუ როგორ დავალაგოთ მუშაობა, დავრჩეთ სერიის ტრადიციების ერთგულები და ამავდროულად შევიტანოთ რაღაც ახალი". ზელნიკმა ასევე აღნიშნა, Grand Theft Auto, Borderlands, NBA და Red Dead რჩებიან კომპანიის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებად.
    2 points
  11. რავი ჩემთან მშვენივრად უბერრავს 4-5 საათის განმავობაში ვუბეერავდი დღეს და 2-3 ჯერ თუ იყო fps ვარდნა ან ბაგები მშვენიერი თამაში კარგათ ვერთობი
    2 points
  12. ესეც ოიციალური საიტი http://www.futuremark.com/benchmarks/3dmark ბენჩმარკს აჩვენებენ computex-ზე 2014 წლის 3-7 ივნისში
    2 points
  13. http://www.rutor.org/torrent/345130/bioshock-infinite-v-1.1.25.5165-dlc-2013-steam-rip http://www.rutor.org/torrent/347430/bioshock-infinite-v-1.1.25.5165-dlc-2013-pc-repack-ot-r.g-mehaniki DLC: "Industrial Revolution" "The Early Bird Special Pack" "Columbia's Finest Pack" "Industrial Revolution Rewards Pack" "Comstock's Bird's Eye Sniper Rifle" "Comstock's China Broom Shotgun" "Clash in the Clouds" "Burial at Sea - Episode 1" "Burial at Sea - Episode 2" ინფორმაცია თამაშზე: წელი: 2013 ჟანრი: Action / FPS შემქმნელი: Irrational Games, 2K Marin გამომცემელი: 2K Games ინტერფეისის ენა: ENG, RUS გახმოვანების ენა: ENG პლატფორმა: PC ზომა: 17GB კრეკი: FAIRLIGHT - RELOADED თამაშის აღწერა: მოქმედება ვითარდება 1912 წელს საფრენ ქალაქ კოლუმბიაში. სადაც უცნაური მიზეზის გამო ხდება კატასტროფა და ქალაქი ქრება. მთავარი გმირია დეტექტივი "Pinkerton"ი, მისი მთავარი მიზანია გდაარჩინოს ელიზაბეტი ტყვეობისგან საჰაერო ქალაქში რომელიც გოგონასთვის უკვე ციხედ იქცა ბავშვობიდან. დეტექტივს მოუწევს დაუკვავშირდეს გოგონას რათა თავი დააღწიონ კოლუმბიას რომლიდანაც გამოსვლა არც თუ ისე მარტივია, ამიტომ მათ გაერთიანება მოუწევთ.. მინიმალური სისტემური მოთხოვნები: OS:win 7/8 32bit CPU: Core 2 Duo Video: DX10 GTX260 RAM: 2GB HDD: 20GB რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: OS: Win 7/8 64bit CPU:Core 2 Quad Video: DX11 GTX560 + RAM: 4GB HDD: 30GB შეფასება: Eurogamer – 10/10 Destructoid – 10/10 Game Informer – 10/10 Polygon – 10/10 IGN – 9.4/10 Joystiq – 5/5 OXM – 9/10 CVG – 9.1/10 Digital Spy – 5/5 PC Gamer – 91/100 Godisageek – 9/10 NAG Online – 94/100 Nave360 – 8/10 Lazygamer.net – 96/100 Gameslife – 5/5 El33tonline – 5/5 GameTrailers – 9.4/10 Gamesvillage – 8.7/10 HardGame2 – 10/10 დასასრულის ახსნა:
    1 point
  14. მოგესალმებით. არ ვიცოდი რა დამერქმია თემისთვის. მოკლედ აგიხსნით თუ რა არის downsampling. მოკლედ ეს იმას გყულისხმობს რომ თქვენ ითამაშებთ თქვენს მონიტორზე ბევრად მაღალი გარჩევადობით, ხოლო იმის გამო რომ იგივე გაფართოებაში იქნება მეტი პიკსელები "ჩატენილი" თამაშის გამოსახულება უმჯობესდება და ასევე AA-ს საჭიროებაც აღარ არსებობს. BF4-ში თუ გახსოვთ 200%-იანი სეთინგი. ეგ იგივეს შვებოდა ოღონდ თამაშიდან. მაგ დროს გაფართოება იყო თითქმის 4k ამიტომ გამოსახულებაც უკეთესი იყო. მოკლედ რას ვაკეთებთ იმისთვის რომ nvidia-ს ბარათებზე გაფართოება ავწიოთ საკუთარ მონიტორზე უფრო მაღლა. შევდივართ nvidia control panel-ში მერე Adjust desktop size and position -ში და ვიყენებთ შემდეგ სეთინგებს Scaling mode: Aspect ratio Perform scaling on: GPU ასევე ვწერთ პტიჩკას Override the scaling mode set by games and programs ვაჭერთ apply შემდეგ გადავდივართ Change resolution-ში და ვაჭერთ customize მონიშნავთ პტიჩკას enable resolutions not exposed by the display და დააჭერთ create custom resolution და დასაწყისისთვის თუ თქვენ გაქვთ full hd (1080p) მონიტორი წერთ 2560x1440-ზე ისევე როგორც ეს სურათზე გავაკეთე მე. სხვას არაფერს არ ეხებით. დააჭირეთ test-ს და თუ დაგიწერთ succesfull-ს დააჭირეთ yes-ს და მოგვიანებით ამ მენიუდან დააყენეთ 2560x1440-ზე გაფართოება. შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ თამაშებში და იქ დააყენოთ 2560x1440-ზე გაფართოება. შედეგი თავად ნახეთ. AA აღარ უნდა დაგჭირდეთ დიდად. აგერ რამდენიმე სკრინი. desktop-ზე არ მოგეწონებათ ჩვენება ცოტა გაბლურებული იქნება მარა მანდ შეგიძლიათ შეცვალოთ 1080p-ზე ისევ. თამაშის ჩრთვისას კი გადაიყვანეთ მაღალზე. ზოგი მონიტორი ბევრად მაღალ გაფართოებებსაც აღწევს. ეს დაახლოებით ისეა როგორც პროცესორების რაზგონი. ზოგი მაგრა რაზგონდება ზოგი ნაკლებად. თავად უნდა სინჯოთ. შეიძლება 4k გაფართოება ჩატენოთ თქვენს 1080p მონიტორში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. ეს კიდევ ჩემი სამუშაოს 1080p მონიტორის desktop ახალი 1440p გაფართოებით
    1 point
  15. დღეს ოფიციალურად დაანონსდა ეს თამაში. როგორც მოგეხსენებათ, THQ-ს გაკოტრების შემდეგ, Homefront-ზე უფლებები Deep Silver-მა მოიპოვა. თამაშს ქმნის Crytek UK, გამოვა PC, PS4, Xbox One, Mac და Linux პლათფორმებზე 2015 წელს. მოქმედება ვითარდება ფილადელფიაში, ჩრდილოეთ კორეის მიერ ა.შ.შ.-ს დაპყრობიდან ოთხი წლის შემდეგ. თამაშის მთავარი მახასიათებლებია: გამოიკვლიეთ თამაშის ცოცხალი და ღია სამყარო - განიცადეთ ნამდვილი ღია სამყაროს თამაშის პროცესი პირველი პირში, გაცოცხლებული CRYENGINE-ის შთამბეჭდავი ვიზუალით;პარტიზანული ომი - შეისწავლეთ პარტიზანული ომის ხელოვნება, მოაწყვეთ თავდასხმები, ინფილტრაცია, შეტევისა და გაქცევის ტაქტიკები მოწინააღმდეგებზე;შექმენით წინააღმდეგობა - შეკრიბეთ რევოლუციონერები, შექმენით ბაზები, თავშესაფრები, შეცვალეთ არსენალი და ა.შ.;მოაწყვეთ რევოლუცია - დათრგუნული მოქალაქიდან, რევოლუციურ ლიდერამდე, ეპიკური ერთპირიანი კამპანია მოგვითხრობს ა.შ.შ.-ს მეორე ომს დამოუკიდებლობისათვის. დინამიური სამყარო ვითარდება თქვენი მოქმედებების მიხედვით;ონლაინ-კოოპერატივი - ითამაშეთ მეგობრებთან ერთად ქსელში და მოიპოვეთ რევოლუციის გმირის რეპუტაცია;სურათები: @VG247
    1 point
  16. მოგესალმებით. დღეს მე წარმოგიდგენთ და თქვენთან ერთად განვიხილავ NVidia-ს ახალ წამოწყებას, რომელიც NVidia Gameworks სახელითაა ცნობილი. ეს არის AMD-ს წინააღმდეგ გადადგმული ბეევრი ნაბიჯი ასევე ჩვენი, gamer-ების სასიკეთოდ გადადგმული უამრავი ნაბიჯი მოკლე აღწერით NVidia Gameworks წარმოადგენს უამრავი nvidia-ს ცალკეული ტექნოლოგიების კრებულს, როგორებიცაა VIZUAL FX, PHYSX, CORE SDK, OPTIX FOR GAMING, SAMPLE CODE და TOOLS როელთა დახმარებითაც თანამდეროვე თამაშები გადის next gen gaming level-ზე და ხდება უფრო ინტერაქტიული და ფოტორეალისტური. ასევე nvidia უზრუნველყოფს debug tools-ებით და კოდის ოპტიმიზაციისა და პროფილების შექმნის პროგრამული უზრუნველყოფით. ეხლა კი დაწვრილებით NVidia Gameworks-ში გამოყენებულ ტექნოლოგიებზე: დავიწყებ VIZUAL FX-ში შესული კომპონენტებით, რომლებიც გამოიყენება რენდერინგისა და ვიზუალური ეფექტებისთვის თამაშებში. ესენია: 1) HBAO+ იგივე Enhanced Horizon Based Ambient Occlusion რაც თავისმხრივ წარმოადგენს NVIDIA ShadowWorks-ს ნაწილს. ეს ტექნოლოგია არის SSAO-ს ალგორითმი რომელიც შექმნილია იმისთვის რომ ჰქონდეთ დიდი წარმადობა DX11 GPU-ებზე. ასევე shadowWorks-ში შესული მეორე ტექნოლოგია Advanced Soft Shadows უზრუნველყოფს თამაშებში მაღალი ხარისხის ჩრდილებს, ის არენდერებს სცენაზე კასკადურ ჩრდილებსა და მრავალ სინათლის წყაროს ერთდროულად. კიდევ უფრო დეტალურად -->http://www.geforce.com/hardware/technology/hbao-plus 2) შემდეგ მოდის TXAA იგივე Temporal Anti-aliasing რომელიც თავისმხრივ არის NVIDIA PostWorks-ს ნაწილი, რომელშიც ასევე შედის სხვა post process-ს ტექნოლოგიები როგორიცაა Depth of Field TXAA-ს უწოდებენ ფილმის მსგავს anti aliasing-ს რომელიც შექმნილია რომ შთანტქოს temporal aliasing თამაშებში განსაკუთრებით მოძრაობის დროს. (ინგლისურად crawling and flickering-ს უწოდებენ) TXAA ხშირად ჯობია სხვა high end AA ალტერნატივებს. ის იძლევა MSAA 8X-ს და უკეთეს ვიზუალს MSAA 4X პერფორმანს დაკარგვით. ისევე როგორც FXAA არის გამოგონილი საუკეთესო პერფორმანსისთვის ასევე TXAA არის შექმნილი საუკეთესო ვიზუალისთვის მინიმალური პერფორმანსის დაკარგვით კიდევ უფრო დეტალურად -->http://www.geforce.com/hardware/technology/txaa/technology 3) შემდეგი ტექნოლოგია NVidia faceworks რომელიც გამოიყენება ადამიანის სახეზე კანისა და თვალის მაქსიმალურად რეალური სიმულირებისთვის. ყველას გახსოვთ ალბათ NVidia-ს ტექ დემოში "DIGITAL IRA" DX11-სა და NVidia-ს ტექნოლოგიების წყალობით თუ რა რეალური სახე ჰქონდა. კიდევ უფრო დეტალურად -->http://www.nvidia.com/coolstuff/demos#!/lifelike-human-face-rendering შეგიძლიათ აქედან გადაწეროთ და დატკბეთ თუ რა შეუძლია NVidia-ს http://us.download.nvidia.com/downloads/cool_stuff/demos/SetupFaceWorks.exe 4) შემდეგ მოდის NVIDIA WaveWorks ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ტალღების და ზოგადად წ ყ ლ ი ს მაქსიმალურად რეალური რენდერისათვის. ის ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა ქარი, მისი სიჩქარე და მიმართულება. სწორედ ისე როგორც ნამდვილ ცხოვრებაში. მას უბრალო C API აკონტროლებს და მათი დამუშავება, საბოლოოდ რენდერინგი HLSL shader API-ს გავლით ხდება. 5) შემდეგ მოდის NVIDIA HairWorks ტექნოლოგია. სახელიდანვე გასაგებია რომ ის პასუხ აგებს ბეწვისა და თმების რეალისტურ რენდერინგზე. ეს ტექნოლოგია არის NVidia-ს მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი ტექნოლოგიების სრული სახე. ესენია (GDC 2008) ადამიანის თმის რენდერინგის ტექნოლოგია და (Fur Demo - GDC2012) ბეწვის რენდერინგის ტექნოლოგია. NVidia-ს თანამშრომლებს მოუწიათ მათთან კიდევ რამდენიმე ახალი ტექნოლოგიის დამატება რათა გამკლავებოდნენ ამ საქმეს, ცხოველების დეფორმირებად სხეულებზე. ამ ვიდეოში ჩანს ამ ტექნოლოგიის გამოყენება Riley-ზე ძაღლზე COD-დან ასევე მგლებზე. რომელთა სხეულზე 10k-მდე ბეწვის ღერი მუშავდება. ეს ტექნოლოგია იქნება ასევე თამაშში WItcher 3 6) შემდეგი არის NVIDIA GI Works (Global illumination) ეს არის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება იმ სცენის დამუშავებაში, რომელიც შეიცავს არაპირდაპირ ნათებასა და ისეთ სხეულებს რომლებიც განათებულია სხვადასხვა სინათლის წყაროთი. ეს ტექნოლოგია სცენას მატებს რეალურობასა და განსაცვიფრებელ ვიზუალს. დღესდღეობით გამოიყენება offline GI ანუ წინასწარ გამოთვლილი განათების წყაროების რუკა და მარტივი ambient light, ასევე ლოკალური განათების წყაროები დასმული შემქმნელების მიერ. 7) შემდეგი ტექნოლოგია NVIDIA Turbulence რომელიც გამოიყენება მაღალი ხარისხის ბოლის, ნისლის, მტვრის ნაწილაკების, თოვლის, ქვიშისა და ზებუნებრივი ნაპერწკლების თამაშებში დინამიურად მოძრაობის სიმულირებისათვის. მისი დახმარებით შესაძლებელია თამაშში ნებისმიერი მოძრავი ობიექტის საპასუხო ქცევის სიმულირება რაიმე მყარ უძრავ სხეულთან შეჯახებისას ან სიტხის ტურბულენტური მოძრაობის სიმულაციისთვის. გადმოწერეთ და ისიამოვნეთ. https://developer.nvidia.com/apex-turbulence https://developer.nvidia.com/gameworksdownload#?dn=physx-apex-sdk-1-3-0 თქვენ შეგიძლიათ სრულიად შეცვალოდ მისი სიმულაციის პარამეტრები ესეც რამდენიმე მაგალითი ეს მესამედია დაემატება დავიღალე ეხლა და...
    1 point
  17. ვყიდი i7-2600 k 350 ლარი !!!
    1 point
  18. გიგაბაიტს 2 ბიოსი აქვს მსი-ს მგონი არ აქვს ნუ ეგ იმ შემთხვევაშია + თუ საჭიროება მოიტანს გამოყებების, სხვაგვარად არაფერი ისეთი
    1 point
  19. ვიღაცამ გამოასწორა ორიგინალი ტრეილერის მუსიკა : D
    1 point
  20. ჰაჰ მზვერავ? როგორ არა ვაქტიურობ ასე თუ ისე პროსტა ნიუსებს ვერ ვდებ მთელი დღე უდარნიკებზე ვარ დავიტანჯე თან კიდე გამოცდებიმაქ :@ 4საგანში მკიდია მარა მაინც მიზეზიარა ისე იმენა ამ ფორუმზე გავიზარდე და ვიზრდები 2010წელს დავრეგისტრიდი მგონი აუჩემირამდენიდროგასულა
    1 point
  21. 1 ნაბიჯით კიდევ წინ წავიწიე და კიბის უჯრედ(ებ)იც მივამატე.
    1 point
  22. ვიდეოკარტის ბრალია ოპერატიულის და CPU ბრალი არაა
    1 point
  23. ეგ უფრო ტეხავს რო იმიტო არ უსმენ რო ვითომდა ტეხავს მოსმენა ტეხავს ბედინას "ვითომ ქალიშვილო" მაგრამ ამაზე ვერ იტყვი ტეხავსო კრისტალს ბაზრობენ და რამდენია ასეთი იო იო განგსთა ჩუვაკების დრო წავიდა ქართული/რუსული ანდერგრაუნდი სხვა თემაა, არ მიყვარს ეს მეინსტრიმი sf-x-ის ახალი ვეში რა გიჟია ტიპი
    1 point
  24. ქლაუდს მისწერე მაგან იცის გზავნილებზე 30 დღე აქვს სტანდარტულად ვორნს(მე 30 დღიან ვორნს ვაძლევ იუზერს)
    1 point
  25. ფენიქსის რეპაკი მაქ, ჩემთან მუშაობს უპრობლემოდ, ძმაკაცს ჩავუწერე ლეპტოპზე (i5 3320M, 4GB 1600mhz, GT710M) იგივე ვერსია და 800x600, ყველაფერი low-ზე საერთოდ არ ირთვება New Game იტვირთება და მერე შავდება ყველაფერი. რისი ბრალია?
    1 point
  26. მოდერატორს შევატყობინე იმ ფუნქციით და აქაც დავწერ 1262 პოსტი წამიშალეთ რა
    1 point
  27. მაგარი ფასია მგონი... მე გამოვწერდი )) სელერი თუა სანდო შეამოწმე
    1 point
  28. გამარჯობა,მეგობარი ყიდის კომპს იდეალურ მდგომარეობასში - 6 თვის კომპია, სასწრაფოდ ვყიდი 1200 ლარად პროცესორი: i7-3770 ოპერატიული: 8X2 16 GB ვიდეოკარტა: GT 640 ვინჩესტერი: Seagate Barracuda ST1000DM003 1TB 7200 RPM 64MB მაზერი - BIOSTAR B75MU3B Intel B75 Chipset LGA 1155 PCI-E SATA USB Micro ATX Motherboar კვება - Antec Basiq VP550P 550W LG Internal DVD burner GH24NSB0, M-DISC, 48x CD, 24x DVD, Black http://forum.ge/?f=12&showtopic=34656678
    1 point
  29. მეც და მოვცხოტ მერე :დ
    1 point
  30. მერე მიხედე ცოტა, ოპერა მიამატე 2გბ ვიდეო მიადგი შედარებით ნორმალური და ცოტახანი კიდე გასიამოვნებს
    1 point
  31. Sword of the stranger კაი იყო.
    1 point
  32. აქაც .................................................................UP...........................................................................
    1 point
  33. არა მაგას რა აზრი აქ აი ხო ხედავ რა გრადუსებ ს აჩვენებს მშვენიერი ტემპერატურააა
    1 point
  34. http://www.youtube.com/watch?v=LMLwslRNThM Fucking awesome
    1 point
  35. Sledgehammer Games უკვე ფიქრობს Call of Duty: Advanced Warfare-ის გაგრძელებაზე. შემქმნელებმა თამაშის რამდენიმე ასპექტი ისე გააკეთეს, რომ თუკი Advanced Warfare-ს წარმატება ექნება მაშინ მეორე ნაწილსაც გამოუშვებენ. Call of Duty-ის ახალ ნაწილში მოვლენები განვითარდება 2054 წელს მრავალრიცხოვანი ტექნოლოგიური ინოვაციებით სამეცნიერო ფანტასტიკის ზღვარზე. კერძოდ მოთამაშეს შეეძლება გამოიყენოს ეგზოსკელეტების უპირატესობები, ჰოვერბაიკები და შაშხანები, რომლებიც ბეჭდავენ ტყვიებს პირდაპირ ბრძოლის ველზე. ავადროულად გუნდმა უარი თქვა სხვა ფანტასტიკურ სიახლეებზე და მიყვებიან სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების რეალურ ტენდენციებს. "ვფიქრობ Call of Duty რჩება საინტერესოდ ხალხისთვის, რადგან სერია არის ნამდვილის მსგავსი და რეალისტური. ეს არის სერიის ძირითადი უპირატესობები", - ხსნის მაიკლ კონდრი, სტუდია Sledgehammer-ის დამაარსებელი. "სამხედრო ტექნოლოგიების შექმნის ტენდენციების კვლევების მიხედვით ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სამყაროში არიან ბევრად უფრო ფანტასტიკური საგნები, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა. ჩვენ ვეცადეთ გავქცეოდით სამეცნიერო ფანტასტიკის იკონს. თამაშში არ იქნება ბელოუვების, მაგრამ შეიძლება ესეც მოხდარიყო. მაგრამ ხალხი ბელოუვებს იღებს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკას". "მუდამ უნდა ფიქრობდე იმაზე, თუ როგორ არ უნდა გააფუჭო ისტორია და თამაშის სამყარო, რომ შესძლო გამოუშვა ახალი თამაში. ჩვენ ვცდილობთ მივყვეთ კურსს, რაც საშუალებას მოგცემს გამოვუშვათ Advanced Warfare-ის გაგრძელება", - ახსნა გლენ სკოფილდმა. Call of Duty: Advanced Warfare-ის რელიზი შედგება Xbox 360-ზე, Xbox One-ზე, PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე. თამაში გამოვა 2014 წლის შემოდგომას.
    1 point
  36. http://youtu.be/cccWCsO-KIo
    1 point
  37. http://youtu.be/1rHUBWHC6So
    1 point
  38. რა არ მოეწონა ვერ მივხვდი
    1 point
  39. აგერ მაგარი რაღაც გავაძრე, შედით და დააყენეთ http://frames-per-second.appspot.com/ პირველი ბურთი 60 FPS 1.0 (realistic) 200 px/s-ზე (მერე 500-ზეც აწიეთ ორივეგან კიდე უფრო გაიდღაბნება 30 FPS-იანი) მეორე ბურთი 30 FPS 1.0 (realistic) 200 px/s-ზე ნახავთ რა ნაგავიცაა 30 FPS და ასე იქნება თამაშების უმეტესობა ამ კონსოლებზე თან დაბალ გაფართოებაზე
    1 point
  40. რავი ნვიდია გრიდში 4ბირთვიანი 8ნაკადიანი პროცი აქ grid gpu (gk104) ბაზაზე GPU აქ 1536 შეიდერით 15გბ ოპერატიული (ხო 15 ვტფ) და 3.8გბ-ს ვერ ავაცილე რამის მოხმარება ვრამზე არც ვლაპარაკობ ტექსტურები ულტრაზე საკაიფოდ უბერავდა
    1 point
  41. G1ORG1 ნუ მანდ ვიდეოს დატვირთვა პროცესორის ბრალია ძირითადად და ასევე ამ თამაშისთვის RAM-სა და VRAM-ს უკმარისობისაც. ჩემთან 99%-თ იტვირთება ვიდეო და RAM 6 GB
    1 point
  42. მეც გბალეშიკობ თვალს ვადევნებ შენ პოსტებს და მაინტერესებს რა გამოვა საღოლ კაი ხელი გაქვს ))
    1 point
  43. გუილდი დამწყებებისთვის თუ როგორ ავიდეთ სწრაფად ლვლზე BF3 ში 1)საწყის ლვლზევე დაიწყეთ მედიკის აკაჩავება. ანუ "+" ასაულტ კლასი არის მედიკი. იღებთ მედიკს. ნიშნავთ არის 1-2 კაი იარაღი იმას და ცდილობთ 4.000 ქულა დააგროვოთ კილებით + ჩანთები დროპეთ ბევრ ხალხსში რომელიც მათ სიცოცხლეს შეუვსებს და თქვენ ქულებს მოგცემთ 2) 4.000 ქულას რომ მოაგროვებთ მოგცემთ დეფიბრილატორს რომლითაც შეძლებთ მკვდარი თქვენიანის გაცოცხლებას ) როგორც ვიცით სიკვდილი=სიცოცხლეს ) შესაბამისად მიიღებთ 100 ქუალს თითქოს ვინმე მოგეკლათ 3)აირჩიეთ ძებნა შეზღუდეთ შემდეგი მითითებებით. თუ თქვენ გაქვთ კავკასუს გ ლინკი მონიშნეთ მხოლოდ გერმანული სერვერები. თი გაქვთ სილკნეტი მაინც გერმანული სერვერები. თუ თვენ გაქვთ ახალი ქსელების DSL ინტერნეტი მონიშნეთ მხოლოდ რუსული სერვერები. 4) მე3 თავის განსაზღვრის შემდგომ დეტალიზაციაში "DETAILED" ში მონიშნედ რანკედ. შემდგომ 64 კაციანი სერვერი. შემდგომ MODE ში მონიშნეთ თიმ დეტმატჩ Team DM აწერია. MAP ს რაც შეეხება მონიშნეთ Noshahar canals. seine crossing. ნუ ჩემთვის seine crossing საყვარელი მაპია. კაი თემაა მანდ. 5) რეფრეშის შემდგომ ჩამოგვიყრის სერვერებს და შეცალთ ჩვენტვის ყევალზე კომფორტულ და დაბალ ping იან სერვერზე. 6) თქვენი მიზანი უნდა იყოს სადაც თქვენიანების თავმოყრა ხდება ძირითადად იმ ადგილებში იტრიალოთ აგდოთ ძირს სიცოცხლის პაკი და აცოცხლოთ ხალხი + ხოცოთ მოწიმაარმდეგე ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ამ მითითებების გათვალისწინებით ყველაზე მალე ახვალთ ლვლზე
    1 point
  44. გამოქვეყნდა Metro: Redux-ის ახალი სქრინშოთები Deep Silver-მა და 4A Games-მა გამოაქვეყნეს პროექტ Metro: Redux-ის ახალი სქრინშოთები. სურათებზე ნაჩვენებია შემქმნელების მუშაობა Metro 2033-ის და Metro: Last Light-ის გრაფიკებზე ახალი თაობის კონსოლებისთვის. 4A Games-ის სიტყვების მიხედვით Metro 2033 დაპორტეს Metro: Last Light-ის ძრავაზე და ორივე თამაშის გრაფიკა აიყვანეს FullHD-ის გაფართოებამდე ახალი კონსოლებისთვის და შესამჩნევად გაახლეს გრაფიკა. თამაშში ასევე იქნება ორი რეჟიმი: Spartan და Survival. სპარტანელის რეჟიმში მოვლენები განვითარდება ექშენის სტილში Last Light-ში, ხოლო გადარჩენის რეჟიმში მოთამაშეებს მოუწევთ უფრო დაფიქრებით და ფრთხილად ყოფნა.
    1 point
  45. ამ ფასად ვერსად ვერ იყიდით ვერსად ბოლო ფასი 330 ლარი !!! არ დავაკლებ აღარაფერს თორე ტეხავს უკვე )))) !!!!
    1 point
  46. ფუბარი ყველაფერს ხსნის სუპერაუდიო იმიჯებსაც უპრობლემოდ ხსნის მაქვს უკვე 24/48 ზე დაბლა არაფერს ვკიდებ ხელს. ისეთი დაკი მაქვს რომ კატასტროფაა კომპაქტ დისკის მოსმენა მპ3 ზე ხმას არ ამოვიღებ ზოგადად ყურსასმენს და დაკს გააჩნია გიგა მეც მეგონა რომ სხვაობა არ იყო შეხება თუ არ გქონია კარგ ციფრულ ანალოგურ გადამყვანთან + მაგარი ყურსასმენი , ისე ვერასოდეს დაიჯერებ სხვაობას პირველ რიგში სოურსია მტავარი აუდიო დისკიდან თუ გადაიყვან 24 იანში მაგას რა აზრი აქვს სოურსი უნდა იყოს 24 იანი და მერე არის სხვაობა ანუ ორიგინალი სტუდიო სოურსიდან რომ ჩამოყარო 16ბიტზე სერიოზულ სხვაობას იძლევა თუმცა 48 კილოჰერცის მერე უბრალოდ სივრცე ემატება და არა დეტალები ის დეტალები უფრო მკვეთრი ხდება რეალურად გჭირდება მიკროსკოპივით ყურსასმენი და უსუფთავესი დაკი ჩემ კონფიგზე რომ თრებლი მოისმინო შეიძლება დორბლი წამოგივიდეს
    1 point
  47. ბრაზილიის მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის http://revolution-news.com/brazil-unleashes-new-terror-favelas-aims-silence-anti-capitalist-social-movements/#prettyPhoto/9/
    1 point
  48. 0.10.3 Fix for certain condition that causes the launcher to hang on theme load.
    1 point
  49. ფორუმის წესები ფორუმი: დააფასეთ ყველანაირი ნაშრომი; ასევე, პატივი ეცით სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას - დაიცავით საავტორო უფლებები; აკრძალულია დამცინავი/შეურაცხმყოფელი პოსტები; აკრძალულია ქართული პირატული ნაწარმის ფორუმზე გავრცელება; აკრძალულია პოლიტიკური თემების გარჩევა; აკრძალულია რელიგიური თემების გარჩევა; აკრძალულია პორნოგრაფიული და უცენზურო შინაარსის მქონე თემების გახსნა, პოსტების შემთხვევეაში შეეცადეთ ცენზურა დაადოთ, სპოილერში ჩასვათ და 18+ დააწეროთ; კომენტარის გაკეთება (პოსტი): სასტიკად იკრძალება გინება და ყოველგვარი უცენზურო გამონათქვამი/სურათი/ვიდეო. ამისათვის შეგიძლია გამოიყენოთ Skype, PM, FB ან სხვა ნებისმიერი, მაგრამ არა ფორუმი; უაზრო პოსტის გაკეთება არ შეიძლება, პოსტი უნდა შეიცავდეს დასრულებულ აზრს; აკრძალულია ზედიზედ პოსტვა (FLOOD); ნუ გამოიყენებთ ტექსტის დიდ ზომას და "ჭრელ" ფერებს; აკრძალულია რეკლამა; თემის გახსნა: ტოპიკი აუცილებლად უნდა გახსნათ სათანადო ადგილას, თუ მოგივათ შეცდომა მიწერეთ განყოფილების მოდერს და ის სათანადო მოქმედებებს განახორციელებს; არ უნდა შეიცავდეს რეკლამას; არ უნდა გახსნათ ისეთი ტოპიკი რომელიც უკვე არსებობს; თემის სათაური უნდა იყოს შინაარსიანი; არ გახსნათ თემა უაზრო და არაფრისმთქმელი სათაურით (მაგ: "დამეხმარეთ" და ა.შ.); კაბინეტი ავატარი/ხელმოწერა - აკრძალულია უცენზურო ავატარის/ხელმოწერის დაყენება ავატარში/ხელმოწერაში რეკლამა (რომელიმე ვებ-საიტის და ასე შ.) მოდერის/ადმინის ქმედება და წესების სტატუსი ზემოთ მოცემული წესები შეგიძლიათ ჩათვალოთ ზოგად ჩარჩოდ. კონკრეტულ შემთხვევებში მოდერებსა და ადმინებს აქვთ ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ მათი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ფორუმის საერთო წესებს. თუ კი მაღლა მითითებული წესები არ შესრულდება რომელიმე წევრის მიერ, მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები (გაფრთხილება (ვორნი), წვდომის შეზღუდვა (ბანი) და ა.შ.)
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.