Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 11/20/13 in all areas

  1. მოგესალმებით! ალბათ გაგვჩენია სურვილი (ყოველშემთხვევაში მე) რომ ერთ დისკზე ჩაგვეწერა ორი სხვადასხვა ოპერაციული სისტემა. ვთქვათ გვინდა დავტესტოთ სხვა რომელიმე ახალი ოპერაციული სისტემა სრული შესაძლებლობებით (და არა ვირტუალურ მანქანაში)და არ გვინდა ახალი ფართიშენის შექმნა. ამის განხორციელება შესაძლებელია და ქვემოთ გიჩვენებთ. ჰო მართლა შესაძლებელია ახალ სისტემებზე მაგალითად win 7-ისა და win 8-ის მაგალითზე. სამწუხაროდ xp-ზე ეს გზა არ მუშაობს ან მე არ ვიცი უბრალოდ ამის გარკვევის სურვილი იმიტომ გამიჩნდა რომ ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვერ გადაეწყვიტა გადასულიყო თუ არა windows 7-დან windows 8-ზე და ეზარებოდათ გარისკვა, სისტემის წაშლა და ახალის დაყენება. ამ მეთოდით კი ზედმეტი თავისტკივილის გარეშე შევძლებთ ამის გაკეთებას. მოკლედ შევუდგეთ საქმეს. უნდა შევქმნათ VHD-ი. ამისათვის run-ში ჩავწეროთ diskmgmt.msc (ან ნებისმიერი მეთოდით გამოიძახეთ დისკმენეჯმენტი) შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ვაწვებით Action>Create VHD შემდეგ ვუთითებთ ვირტუალური დისკის სახელს, მისამართს და.ვირტუალური დისკის მოცულობას რაც რაღაც მიზეზების გამო არ უნდა იყოს 20გბ-ზე ნაკლები (ასე ამოვიკითხე ინტერნეტში ნაკლები მოცულობა არც მიცდია) ფანჯარაში გამოჩნდება ჩვენს მიერ ახლადშექმნილი 20გბ-იანი სიფრცე რომლის ინიციალიზაცია უნდა მოვახდინოთ. ჩვენს შემთხვევაში Disk 1-ზე მაუსის მარჯვენა ღილაკით კლიკი და შემდეგ Initialize Disk ამ ეტაპის გავლის შემდეგ ახლადშექმნილ მეხსიერების მოცულობაზე მარჯვენა კლიკით ვიძახებთ მენიუს სადაც ვაჭერთ New Simple Volume-რითაც "რეალურად" ვქმნით ახალ ინიციალიზებულ ფართიშენს. ამ პროცესის სიმარტივის გამო თითოეული ეტაპის სქრინს არ დავდებ (ალბათ ყველამ ვიცით როგორ ხდება ახალი დისკის შექმნა აუთვისებელი მეხსიერების მოცულობიდან) ჩემს შემთხვევაში ახალშექმნილ დისკს მიენიჭა ლოგიკური სახელი "I" და მე მეტი აღქმისთვის მივაწერე ასევე Windows 8 როგორც ვხედავთ დისკ მენეჯმენტშიც და Мy Computer-შიც ახალშექმნილი დისკი გამოჩნდა (რომელიც VHD-ის სახითაა შექმნილი და არა ფიზიკურად ვინჩესტერის დაყოფით) ახლა გამოვიძახოთ Windows Powershell და გავხსნათ ის ადმინისტრატორის უფლებით. Start Menu->All Programs->Accessories->Windows Powershell გამოსულ ფანჯარაში ვწერთ ბრძანებას “Set-ExecutionPolicy RemoteSigned” და enter შემდეგ გამოდის შეტყობინება რომელიც უნდა დავადასტუროთ Y-ის არჩევით და ასევე enter ამი შემდეგ არ ვხურავთ Windows PowerShell-ს და ვიქცევით შემდეგნაირად. ვიწერთ http://archive.msdn.microsoft.com/InstallWindowsImage/Release/ProjectReleases.aspx?ReleaseId=2662 http://allshares.ge/download.php?id=8F63F1BC88 ამ ფაილს და ვაგდებთ C დისკზე. შემდეგ ამ ფაილის პარამეტრებში შევდივართ და ქვედა მარჯვენა კუთხეში ვაწვებით ღილაკს unblock შემდეგ ეტაპზე გვჭირდება Windows 8-ის ISO ფაილი რომელიც უნდა დავამაუნთოთ ვირტუალური დრაივით. მე გამოვიყენე Virtual Clone Drive (სხვა შემთხვევაში რატომღაც ჩემთან შემდეგ ეტაპზე ვერ გადავედი ) შემდეგ ვუბრუნდებით Windows PowerShell-ის ფანჯარას და ვწერთ ბრძანებას “CD C:” . ამით შევდივართ ძირითად პართიშენზე (დისკ C-ზე) ~ შევდეგ ვწერთ ბრძანებას .Install-WindowsImage.ps1 –WIM J:SourcesInstall.wim –Apply –Index 1 –Destination I: და enter სადაც J არის იმ ვირტუალური დისკამძრავის სახელი რომელშიდაც დევს საინსტალაციო დისკი ხოლო I არის იმ ვირტუალური ლოგიკური დისკის სახელი რომელიც ჩვენ თავიდან შევქმენით სისტემის ჩასაწერად შემდეგ ვნახავთ შეტყობინებას რომ პროცესის დასამთავრებლად საჭიროა რაღაც დრო და რომ უნდა დაველოდოთ პროცესის დასრულების შემდეგ კი ვიღებთ შემდეგს მოკლედ პროცესი დასრულდა და ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა ესაა გავხსნად command promt-ი ადმინისტრატორის უფლებით და ვწერთ ბრძანებას bcdboot.exe I:Windows სადაც ალბათ როგორც უკვე მიხვდით I არის ახალშექმნილი ვირტუალური ფართიშენის სახელი პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ ვიღებთ შემდეგ შეტყობინებას (რომ ჩამტვირთავი ფაილები წარმატებით შეიქმნა) ახლა უკვე შეგვიძლია გადავტვირთოთ სისტემა და შედეგად მივიღებთ შემდეგ შეტყობინებას. windows 8-ის არჩევის შემდეგ აღმოვაჩენთ რომ ინსტალაციის პროცესი არის იმ ეტაპზე როცა უკვე ვიღცევთ სისტემის პარამეტრებს (იუზერის სახელს და ასე შემდეგ) ანუ გამოტოვებულია ის ეტაპი სადაც უნდა განვსაზღვროთ რომელ დისკზე ჩავწეროთ სისტემა. სულ ეს იყო. ჩემთან უპრობლემოდ დაყენდა ამ მეთოდით windows 7 32 bit-იანი და windows 8 64 bit-იანი ერთ ფიზიკურ ფართიშენზე. windows 7 რათქმაუნდა ვერ არიქვავს ფიზიკურ ფართიშენად ვირტუალურად შექმნილ დისკ შესაბამისად windows 7-ის my computer-ში ვერ დავინახავთ windows 8-ის ფართიშენს. windows 8- კი ორივეს ხედავს. სულ ეს იყო. ალბათ ბევრი შეცდომა დავუშვი წერის დროს მაგრამ გთხოვთ მომიტეოთ ) თუ ვინმეს დაეხმარება ეს ტუტორიალი ხომ კარგი თუ არადა თქვენ კარგად იყავით მთავარია ბავშვები იყვნონ ჯანმრთელნი ჯერ საკუთარი თავისთვის და მერე სრულიად www.overclockers.ge -თვის იწვალა და იჯახირა МаКаSaRa - მ
    8 points
  2. წარმოგიდგენთ NVIDIA-სა და ASUS-ის ახალ შვილობის-უფრო სწორად რომ ვთქვათ ტყუპებს, რადგან განსაკუთრებული ASUS ROG GTX 760 MARS-ს ის აქვს რომ იგი აღჭურვილია არც მეტი არც ნაკლები 2 GTX 760-ის ჩიპით. ბარათი გამოიყურება საკმაოდ დამაჯერებლად, მისი ბირთვის სიხშირე არის 1006 Mhz რომელიც დატვირთვის დროს იზრდება 1072 Mhz-მდე და დეველოპერების თქმით ბარათი უტოლდება AMD-ს მხეც R9-290X-სა და NVIDIA-ს ახალ იარაღს GTX 780 Ti-ს, მაგრამ არის თუ არა ეს სიმართლე მომდევნო ტესტებში ვიხილავთ.აგრეთვე ვიდეო ბარათს აქვს ნადმვილად სასიამოვნო დიზაინი. 2 ცალი 90 მილიმეტრიანი ფანი იმედს გვაძლევს რომ ბარათი არის გრილი. რაც შეეხება კვებას , ვიდეო-დაფას სჭირდება 6 და 8 პინიანი შესაერთებლები კვებისათვის. გამომცემელის თქმით ბარათი მოიხმარს მაქსიმუმ 300ვატს. ესეც ზოგადი მიმოხილვა. ახლა დავაკვირდეთ ბარათს და შევუდგეთ მის დეტალურ განხილვას. დამეთანხმებით რომ ბარათი არის ვიზუალურად კარგად დამუშავებული და ერთი შეხედვით იწვევს სიმპათიას. ესეც ბარათიდ უდიდესი პლუსი-მას გააჩნია Backplate. ენერგომოხმარება. როგორც ზემოთ ვახსენეთ ბარათი მოიხმარს 300W ენერგიას ესეც მისი შედარებები სხვა ბარათებთან რაც შეეხება ტემპერატურას ASUS-მა ამაზეც იზრუნა ტემპერატურის სტაბილურობა დამოკიდებულია გაგრილებაზე, რაც უფრო მძლავრია გაგრილება მისგან ნაკლებად სასიამოვნო ხმაური გამოდის ასევეა ეს ბარათიც, ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე: დასატესტი სისტემა ასეთი გახლავთ: CPU: Core i7 3960 Extreme (Sandy Bridge E) @ 4.6 Ghz MB: MSI Big Bang XPower II VGA: ASUS GeForce GTX 760 MARS 4GB RAM: 8192 (2x 4096 MB) DDR3 PSU: 1200 W Platinum Corsair AX1200i Monitor: Dell 3007WFP-QHD up to 2560x1600 DX11: Hitman Absolution Tomb Raider Battlefield 4 Metro Last Light Crysis 3 აგრეთვე შედეგები 4K გაფართოებაზე DX11 FutureMark Benchmarks ჩემი აზრით, ბარათი არის კარგი, უფრო სწორად ვუწოდებდი-არასტაბილურად კარგს, რადგან ზოგ შემთხვევაში ბარათი მოწოდების სიმაღლეზეა ხოლო დანარჩენ სიტუაცებში მასე მაღლა ძალიან ბევრი 1 ბირთვიანი ბარათი დგას, არ დაგვავიწყდეს რომ MARS-ი არის 2 ჩიპიანი ბარათი. Overclocking Stock: Core Clock 1006 MHz Boost Clock: 1072 MHz Memory Clock: 6008 MHz Overclocked: Core Clock: 1147 MHz Boost Clock: 1212 MHz Memory Clock: 6408 MHz ესეც შედეგი: შეფასება: - ვიდეობარათი ხელმისაწვდომია 630$-ად * ბარათი არის გრილი * აქვს კარგი ვიზუალი * 2 ბირთვიანი ვიდეო-დაფისთვის მოიხმარს ცოტა ენერგიას * ხშირ შემთხვევაში ჯობს High-End ვიდეო ბარათებს * გააჩნია BackPlate * აქვს დიდი Overclocking პოტენციალი * აქვს 4 GB -იანი მეხსიერება * მაღალი ფასი * არის 2 ჩიპიანი რაც (შეიძლება) გახდეს არასტაბილურობის მიზეზი * არის ხმაურიანი * მომენტებში არ გამოიყურება დამაჯერებლად 2 ბირთვიანი ბარათის კვალობაზე * (სუბიექტური აზრი) სხვა 2 ბირთვიან ბარათებთან შედარებით უსუსურია საბოლოო შეფასება: 7.0
    7 points
  3. 7 points
  4. PS4-ის რიგში დგას ხალხი, ვიღაცას გამოაქ და დანარჩენი თქვენ ნახეთ
    4 points
  5. კომპანია Sony 26 ნოემბერს დაანონსებს ახალ ფლაგმანს ,სახელწოდებით Xperia Z1 Compact, რომლის ტექნიკური დეტალები გამოიყურება შემდეგნაირად 4.3 ინჩი მაღალი გაფართოების ეკრანი(HD IPS LCD TRILUMINOS, X REALITY), ქუალქომის უახლოესი ოთხ ბირთვიანი პროცესორი, რომლის თითოეული ბირთვი იმუშავებს 2.2 გიგაჰერც სიხშირეზე, ვიდეო კარტა ადრენო 330, 2300 მილიამპერიანი ბატარეა, IP58 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისათვის, ეკრანი და მთლიანად კორპუსი დაცულია DragonTrail-ის დამცავი შუშით, რომელიც უძლებს დართყმას და არ იკაწრება 20.7 მეილიონი პიქსელის მქონე კამერა, სმარტფონში მოთავსებული იქნება კამერითვის სპეციალურად შექმნილი Bionz პროცესორი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ვიდეოების და ფოტოების გადაღებას ცუდი განათების დროსაც, კამერის სენსორის ზომაა 1-2.3 ინჩზე, რომელიც ანდროიდ სმარტფონებში ყველაზე დიდი სენსორია, კამერას გააჩნია სამგანზომილებიანი ეფექტები ვიდეოს და ფოტოს გადაღების დროს და ვიდეო ჩაწერის ყველაზე მაღალი კოდი რომელიც დღემდე არცერთ სხვა კომპანიის ფლაგმანს არ გააჩნია H.265, წინა კამერა შეადგენს 2.2 მილიონ პიქსელს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო ზარებისთვის და გადაიღოთ ფოტო -ვიდეო, აღნიშნული მოდელი იქნება საკმაოდ კომპაქტური, მისი ზომებია: 127 მილიმეტრი სიგრძეში,64.9 მილიმეტრი სიგანეში და 9.4 მილიმეტრი სისქეში, აღნიშნულ ფლაგმანს უწინასწარმეტყველებენ კარგ გაყიდვებს, რადგან ამ ზომის სმარტფონებზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. აღნიშნული ფლაგმანის კამერას გააჩნია საინტერესო ფუნქციები, მაგალითად სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში ვიდეოს გაშვების ფუნქცია, ფიქჩერ ეფექთი, სლოუ მოუშენი, 3D ანიმაცია და სხვა. აღნიშნული სმარტფონის სავარაუდო ფასია 400-450 დოლარი, იაპონიის ბაზარზე დაანონსდა ერთი თვის წინ საერთაშორისო ვერსიაზე უკანა მხარეს xperia წარწერის მაგიერ ექნება sony და წინა მხარეს docomo წარწერის მაგიერ sony, წინა მხარეს ქვემოთ წარწერა არ ექნება ეკრანი მის უფროს ძმაზე უკეთესი ექნება სურათზე წარმოდგენილია xperia z1და xperia z1 Compact
    2 points
  6. კემომ რო სტალინის "რასტრელაწ" გიფი გააკეთა დადეთ რა.
    2 points
  7. 2 points
  8. არაფერი აქედან არ გამოვა რა, პროცესორი ვერ ამყავს 3.8ზე მეტი, ან ოპერატიული უბერავს ან დედაპლატა, ვიდეოსაც ვერ ვარაზგონებ 1.15ზე მეტი ვოლტი არ ემატება G1ORG1 - 26248 - GTX580 @ (930/1100)/I7 950 3006GHz @ 3800MHz | Photo
    2 points
  9. ვეჟო, ჩემი ნათქვამი რატომ არ გესმის? 1333-დააყენე ბიოსში ოპერატიული და ისე მოუმატე ბცლკ, თორემ 1600-ს რომ აყენებ ბიოსში და ბცლკს უმატებ, ოპერატიული 1800-ზე და მეტზე ადის და მაგიტომ "დებილდება"
    2 points
  10. http://www.youtube.com/watch?v=dwUKzbUGApE :D
    2 points
  11. ამ თემაში დავწეროთ საქართველოში GPS ნავიგაციის პროგრამები ანდროიდისთვის Google Maps-ს სამწუხაროდ ნავიგაცია არ აქვს (საქართველოში), თორემ Direction-ებს კი იძლევა არის Gogle Maps-ის მოდიფიცირებული ვერსიები, რომლებსაც აქვს ნავიგაციის მხარდაჭერა გახსნილი მთელ მსოფლიოში, მაგრამ უნდა ეძებოთ კონკრეტული ტელეფონის მოდელისთვის, თან მაინც სჭირდება data connection-ი (ინტერნეტი) თუნდაც რუკა წინასწარ გქონდეს ქეშირებული (ანუ მთლად Offline არ არის) 7Ways- Navikey-ს პროგრამა GPS ნავიგაციისთვის, არის საქართველოს რუკებიც Megamaps Georgia და Rambler OSM Georgia აქვს რუსული და ინგლისური გახმოვანება, მარტივი ინტერფეისი (რუსული და ინგლისური ენით) OsmAnd - Open Source Map Android - დაფუძვნებულია OSM პროექტზე, აქვს საქართველოს რუქაც შეგიძლიათ გადმოწეროთ OsmAnd+ თემა 4PDA ფორუმზე, (გადმოწერისთვის საჭიროა რეგისტრაცია) ამ ნავიგატორს აქვს ქართული ენის მხარდაჭერა (ინტერფეისი) საქართველო შეყვანილია საკმაოდ სრულად, თბილისი დეტალურად, აქვს გახმოვანების რამდენიმე ენა, მათ შორის ინგლისური და რუსული, აქვს გზის გამოთვლის რამდენიმე საშუალება, აქვს ტრაფიკის შესახებ ინფორმაციაც (თუმცა არა საქართველოში სამწუხაროდ) და პლაგინი OsmAnd Parking Plugin რომელიც გახსენებთ თუ სად დააყენეთ მანქანა რაც მთავარია, არის ვექტორული რუკები, რომელიც ზომაში პატარაა რასტრულთან შედარებით და დაზუმებით არ კარგავს ხარისხს შესაძლებელია არჩეული იქნას ნავიგაცია ფეხით მოსიარულესთვის და ველოსიპედისტისთვისაც რადგანაც ღია პროექტია, შესაძლებელია გზების და ობიექტების თავად დამატებაც, რაც შემდგომში აისახება რუკის განახლებაში დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულებზე: OsmAnd Wiki OsmAnd Project Home Here -რუკები ნოკიასგან, ძალზე პოპულარული რუკები Nokia-ს სმარტფონებისთვის Android-ისთვის, აქვს რუკების ოფლაინში გადმოწერის ფუნქცია, Turn by Turn ნავიგაცია ხმოვანი ინსტრუქციებით, ოფლაინ რეჟიმში ინახავს ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკსაც. ) GPS-ის კონფიგურირება საქართველოსთვის რათა გაიზარდოს სატელიტების აღმოჩენის სისწრაფე და მათი რაოდენობა, რა თქმა უნდა შეიძლება დაკონფიგურირდეს არა მარტო საქართველოსთვის მეთოდი 1. ანდროიდ აპლიკაცია კონფიგურირებისთვის მარკეტიდან დააყენეთ პროგრამა Faster Fix და დანარჩენს თავად მიხვდებით, საჭიროა დარითული ტელეფონი!!! (მადლობა Blaster-ს პროგრამის შემოთავაზებისთვის) მეთოდი 2: ხელით დკონფიგურირება NTP სერვერების სია ხელით შეყვანის შემთხვევაში
    1 point
  12. თუ ხართ მოწყენილი, ხართ მიმსხდარი კომპებთან და არ იცით რა გააკეთოთ მაშინ თქვენ გეტყვით Shopen-ი:ფორუმელებო ამა ქვეყნისა მოდით ან დავარაზგონოთ ჩვენი კონფიგები აან გავერთოთ ცოტათი მაინც გუგლის დახმარებით! პირველ რიგში გვჭირდება ინტერნეტი(ბუნებრივია თქვენ გაქვთ ინტერნეტი რადგანაც ამას კითხულობთ) ბრაუზერი(ნებისმიერი)(ესეც გექნებათ) ბეჭდვის ან კოპირების უნარი მაუსი(ნებსიმიერი ესეც) დავიწყოთ! 1.გუგლის საძიებო სისტემაში ვწერთ:Googl’а: Google Gravity ამის შემდეგ პირველ ან მეორე ბმულზე გადავდივართ და ვხედავთ რომ გუგლი ჩამოვარდა ამის შემდეგ პატარა მისი კუბიკები შეგვიძლია იქეთ-აქეთ წავიღოთ. 2.გავხსნათ შემდეგი ბმული(ლინკი)- http://www.google.com/logos/2011/lespaul.html ამის შემდეგ შეგვიძლიათ დავუკრათ გიტარაზე(ასევე ჩავწეროთ ეს ჩვენი "ნამუშევარი" და შემდეგ მოვუსმინოთ 3.გახსნათ შემდეგი ბმული http://www.google.com.hk/intl/zh-CN/landing/shuixia/ ამის შემდეგ გუგლი აღმოჩნდება ოკეანეში ზვიგენებთან ერთად 4.Google საძიებო ფანჯარაში ვწერთ Zerg Rush ამის შემდეგ თქვენ მოგიწევთ გაუმკლავდეთ O-ებს მაუსის კურსორის გამოყენებით 5. გადავდივართ შემდეგ ბმულზე https://www.google.com/doodles/30th-anniversary-of-pac-man ამის შემდეგ შეგვეძლება ვითამაშოთ PAC-MAN(მოძრაობა ხდება კლავიატურის ისრებით) სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ
    1 point
  13. ჩინური კომპანია ZTE-მ დაანონსა ახალი ფლაგმანი NUBIA Z5S და მისი მინი ვერსია NUBIA Z5S mini, ფლაგმან მოდელს აქვს ქუალქომ სნაპდრაგონ 800-ის პროცესორი 2.3 გიგაჰერცზე მომუშავე , კომპანია სონის მიერ დამზადებული 13 მილიონი პიქსელის მქონე კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს 4K და სლოუ მოუშენ ვიდეო 120 კადრით წამში, ეს ნამდვილად ინოვაციაა, წინა კამერა 5 მილიონი პიქსელი , ეკრანები წარმოდგენილის კომპანია შარფის მიერ წარმოდგენილი იგზო ეკრანებით, 5 და 4.7 ინჩიანი ეკრანებით,137.7*68.8* 7.6 მილიმეტრიანი სისქე და 126 გრამი. მინი ვერსიაში არის ქუალქომ სნაპდრაგონ 600-ის პროცესორი 1.7 გიგაჰერცზე მომუშავე. ფლაგმანის ფასი შეადგენს 328 ამერიკულ დოლარს და მინი ვერსია 246 ამერიკულ დოლარს. მეხსიერება 2 გიგაბაიტი რამი და 16-32 გიგაბაიტი შესანახი, ბატარეა 2300 მილიამპერიანი. აღნიშნულ სმარტფონებს აქვს მეოთხე თაობის ქსელის მხარდაჭერა. http://umbrella333.blogspot.com/2013/11/zte-nubia-z5s-nubia-z5s-mini.html
    1 point
  14. Macbook Air 13.3 (2013) i7 - 4650U 8GB DDR 3 256MB SSD HD 5000
    1 point
  15. დამატყდა ხელები ეს დღეები ძველი თემების დახურვით
    1 point
  16. Gogla1990 -P24641 - GTX 660 MSI @ (1033/1502)/i5 3470 3.2GHz @ 3.6MHz | Photo ფატალ ძმა ესეც ჩაამატე შეხედავენ მაინც და ნახავენ 660 რა ქულას დებს ერთი პერიოდი რომ ხირაობდნენ 25K-საც ვერ დებსო i7-ზე ცოტა კიდევ მეტს იღებდა ესეც 7870, ესეც სტოკზეა და ნახეთ რა შედეგი აქვს ზოგიერთის თქმით 27K-ს რომ ვერ ცდება Gogla1990 - P29476 - HD 7870 @ (1100/1200)/i7 3770 3.4GHz @ 4.3MHz | Photo
    1 point
  17. ეს სურათი თუ შენ გადაუღე დავიწყებ იმით რომ 600-იანი კი არა 550-იანია. ხო თავიდანვე დავწერ ამაზე 560 არ ჩართო მომენტალურად გატრუპავს ან საერთოდ ვერც კი ჩართავს. სინამდვილეში კი 228 W აქვს მარტო 12 ვოლტზე. (12 ვოლტზე აქვს მარტო 19 A) შედარებისთვის გეტყვი რომ ჩემს 550-იანს 12 ვოლტზე აქვს 42 A, მაგრამ მარტო ეგეც არაა არანაერი სერტიფიკატის მქონე კვება ეგ არაა და დაცვებიც არ აქვს. მარტო ერთი პრედახრანიტელი ექნება და ეგაა და ეგ. სამწუხაროდ 10-15 ლარზე მეტი ეგ კვება არ ღირს. ისე ახალი იუზერი კი ხარ, მაგრამ თუ მოიძიებ ამ ფორუმზე საკმაო ინფორმაციაა კვებების შერჩევასთან დაკავშირებით ან თუნდაც კომპის შეძენასთან დაკავშირებით.
    1 point
  18. ნაბიჭვრების გაკეთებული როა ზედვე ეტყობა მაგათ მოუტყან დედის ტრაკი გაიკვეხონ 30 ფპს და ზედვე მიიყოლონ ძველი და ახლი კონსოლები. დედას $#^#(|ი მაგათი
    1 point
  19. მაგ მაზერზე სხვარამეს არცუნდა ელოდო ერთადერთი რაცშეილება გირჩიო ესა ბიოს სულბოლო ვერსისს მოძიება და გადაფლეშვაა და შემდგომ ცდა რაზგონების მაგ პროცს რაც შეხება ბცლკ 200 მიე მამრავლი ჯერ 20 იყოს ვქორე ვოლტი 1,35 მინიმუმ არავინ ციცის რაბაჩია თავიდან ცოტა ამღალი ვოლტი უნდა მიცე და მერე დაკლაო ნელა ნელა სანამდეც ჩამოვა აქეთ მომატება თუარმოითხოვა ოპერებს რაც შეხება ერთი პლანკა გამოიყენე და რამდნენიანია 1600? ბევრო ოპერა მაგრად ატრაკებს მაგსოკეტზე იმენა ზედ რაც აწერია ეგ ტაიმინ სიხშირე თუარგაუწერე მემორი პროფაილები თუაქ მაზერს XMP გამოიყენე დახელით გაწერე ტაიმინგები თუმცა პოსტს თუგადის სისტემაც უნდა ჩაიტვირთოს აქ ინტელ რ ტურბომოდე ტეჩ დისაბლედში გადაიყვანე ეგაა ტურბობუსტი
    1 point
  20. ნეტავ ხშირად გამოდიოდეს ასეთი მაღალი დონის შუთერები და მეტი არაფერი მინდა
    1 point
  21. არა რა კარგ კვებაზე ვიდეოს სათაურში წერია ps4 ახალი წლისთვის დიდი რაოდენობით იქნება გასაყიდადო
    1 point
  22. მაგრად იწყება რა რასამახა. იმენა inception მომაგონდა ეგრევე ორმაგ სიზმარში რო იყო მაგიტო. P.S. მაგ inception-ში ბოლოს რეალობაში დარჩა
    1 point
  23. ხო 70-ზე დაბლა იდეალური ვარიანტია. თუ რამე გაუწერე ფანს ბრუნვები რომ 50-60 გრადუსს რომ აცდება 60-70 %-თ იტრიალოს.
    1 point
  24. ჩემს ნეთბუქს როგორც იქნა მიეცა დანიშნულება : D battlescreen-ად ვიყენებ : P
    1 point
  25. ვაახ რა ხალხი დამატებია გილოცავთ ხვიჩა და ვანო
    1 point
  26. მკვდარია ფაქტიურათ ეგ ჟანრი და რაღა დაგისახელო, მაგიტომაც დავიკიდე უკვე კარგა ხანია, ბოლო გაბრჭყვიალება მეოთხე ნაწილში მოხდა მერე მაგ მეოთხე ნაწილის დიდებაშია ეგ დეველოპერი და მილიარდები მოუტანა უკვე, ამიტომ კამათს აზრი არა აქვს ბევრისთვის ეგ სერია მვკდარია და აცენკის დაწერაშიც კი არ შეიწუხებდა თავს და ამ თემაში კამათში, კი იმოქმედა რა თქმა უნდა ეგეთმა სისტემურმა მოთხოვნილებებმა აცენკებზე მაგრამ გადახედეთ წინა რამდენიმე ნაწილს და ყველა 80%-ზე ნაკლები აქვს ფაქტიურათ აღებული გეიმერების აცენკებში მეექსვედან დაწყებული, ახალი იდეები არაა, ეგ ყველაფერი ძველი დაღეჭილ-გადმოღეჭილი კონცეპციებია, არ ცვლიან არაფერს და ერთი და იგივეს ატრიალებენ, დასკრიპტული სიუჟეტი კაკრაზ მაგას ქვია, რაღაც შეზღუდული რამკებია და ცდილობენ მაგ რამკებიდან მაქსიმალურის გამოწურვას, ამ სერიას რაც შეეხება გრაფიკა კიდია როგორც ჩანს საერთოდ მაგ დეველოპერს და მეოთხე ნაწილის კონცეპციებზეა მთლიანათ მიჯაჭვული, 6 წლის მანძილზე დავიჯერო ვერაფერი ახალი ვერ მოიფიქრეს, როგორც ჩანს ეგაა მაგათი ლიმიტი, არა მგონია მაგ სერიამ გაცილებით დიდი აცენკები აიღოს ხოლმე აწი, არც ის მიკვირს ეგრე რომ მიწასთან ასწორებენ უკვე და დეველოპერსაც აღარ ინდობენ გეიმერები, ასე რომ მილიარდები შეიძლება მოაქვს მაგრამ აცენკები ყოველი ახალი ნაწილის შემდეგ ეცემა და ეცემა უკვე არაორიგინალური სიუჟეტის გამო, ეხლა შუტერებში ძირითადათ თანამედროვე გრაფიკიანი თამაშები ამართლებენ, უბრალოთ ეგეთი დონის გრაფიკა მაინც ცოტა რაოდენობის იგრებში გამოდის და ყველაზე კარგათ შუტერებს უხდება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ რამე ახალი აქვთ მანდ მოგონილი, ისევ ძველი კონცეპციებია და თან გეიმპლეიც გაფუჭდა მაგ ძლიერი გრაფიკის ჩადებით და საერთოდ ის თამაში ვერ აიღებს ყოველ ახალ ნაწილში მაღალ შეფასებებს რომელიც ერთიდაიგივე სიუჟეტს იმეორებს, ვარიაცია აკლია სასტიკათ მაგ სერიას უკვე მაგიტომაც გალანძღეს ეგრე ძალიან, გალანძღვის მიზეზები საკმაოთ ბევრია, პრესაში ეგეთი დაბალი აცენკების არაორიგინალურობის გამო აქვს აღებული ზოგიერთ საიტებზე და არა მარტო მაღალი სისტემური მოთხოვნების გამო, მეოთხე ნაწილი როცა გამოვიდა მაგარი ორიგინალური და ჩამთრევი შუტერი იყო საკმაოთ კარგი თანამედროვე გრაფიკით იმ დროისთვის, მერე ყველაფერი მაგ მეოთხე ნაწილზეა აგებული პატარ-პატარა ვარიაციებით, დვიჟოკიც ეგეთივე აქვს ფაქტიურათ წვრილ-წვრილი აპგრეიდებით, ეგ არაა საკმარისი რომ 90%+ აეღო ყოველ ახალ ნაწილს სტაბილურათ, ყოველი ახალი ნაწილის შემდეგ თუ არაფერს შეცვლიან დიდათ სულ უფრო და უფრო დაბალ შეფასებებს აიღებს, ბევრი გეიმერი ვიცი ვისთვისაც ეგ სერია მკვდარია ონლაინში და სინგლიც ამოსული აქვთ უკვე ყელში, ეგ იმისდა მიუხედავათ რომ საკმაოთ დინამიური სიუჟეტი აქვს, მაგ მხრივ მართლა არ აბანძებენ არაფერს მაგრამ არც ახალს არ იგონებენ, ეგ კი რეიტინგის რეზკი დაცემას იწვევს წლების განმავლობაში, ყველა სერიაში თითქმის ეგრეა მითუმეტეს შუტერში სადაც რამე ახლის მოგონება საკმაოთ რთულია, HL გამოშვებაც მაგიტომ შეწყდა რომ ახალი არაფერი მოიფიქრებიათ და მარტო ფულის გაკეთებისთვის გამოშვება არ სურთ თამაშის, თავისი ნიშა აქვს კოდის სერიას და ეგ ნიშა ფაქტიურათ ცარიელია ეხლა, არაფერი ნორმალური არ გამოდის ფაქტიურათ, მაგიტომ განსაკუთრებით სინგლში ვერც ვერაფერს ვერ შეადარებ დიდათ, Far cry 3 და მესამე კრიზისi ცოტა სხვა პონტი იყო, BF4 კიდე მულტიპლეირ იგრაა ფაქტიურათ, ეგეთი ტიპის შუტერი მეტი არც გამოდის ამ ეტაპზე ნორმალური დონის, იდეების რეზკი უკმარისობა იგრძნობა საერთოდ, გრაფიკის გაუმჯობესება რომ არა კიდე უფრო ცუდ დღეში იქნებოდა ეგ ჟანრი, მაგან საკმაოთ უშველა ბოლო წლებში, მე თავიდან სულ შუტერებს ვუბერავდი მაგრამ რომ ვიგრძენი რომ აღარაფერი გამოდიოდა ორიგინალური მერე სხვა ჟანრებზეც გადავედი და ამ ეტაპზე რპჯ,სტრატეგია და ეკშენ-ადვენტურა უფრო მისწორდება ვიდრე ახალი შუტერები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კი კარგია შიკარნი გრაფიკა მაგრამ გეიმპლეი-სიუჟეტით დიდათ არ გამოირჩევა არცერთი ეგეთი თამაში, ატმოსფეროც აკლია ხოლმე როგორიც ბიოშოკს ქონდა ან რიდიკს
    1 point
  27. მაგ პროცს რა აზრი აქ 4930კ-ს მიარაზგონებ და ეგაა. ტიტანებსაც აზრი არ აქ 780ti-ები უნდა იყოს, თან წავიკითხე nvidia ახალ დრაივერებში აპირებსო რომ titan-ს quad sli-ს მხარდაჭერა არ ქონდეს და მაქსიმუმ 3-ს მუშაობა შეილებოდეს ერთად. საერთო ჯამში სადღაც 2k $-მდე ეკონომიის გაკეთება შეილება მაგეებით და პერფორმანსი კიდე უფრო უკეთესი ექნება 780 ti-ებს
    1 point
  28. გითხრა მიზეზი თუ რატომ უნდა გადმოწერო ჯორჯ? და რითი არის ეს თამაში განსაკუთრებული? იმიტომ რომ არის ყველაზე მრავალფეროვანი რაც ამ სტილში მითამაშია და პლიუს რაც შენ მოგეწონება აქვს უმაგრესი გრაფიკა, მე ონლაინ თამაშზე ესეთი მაგარი გრაფიკა არ მინახავს, პლიუს ძალიან ჩამთრევია, შეიძლება საათები ისე მიგაჯაჭვოს რომ რავი, დრო ისე გავიდეს ერც გაიგო, ტეეპორტები, პიუს უამრავი იარაღი, ფორმები, ახალი სკილები მოკლედ ყველაფრით იმსახურებდა ეს იგრა რომ უმაღლესი შეფასება აქვს... სიუჯეტი, ნუ მიდიხარ მიდიხარ წინ და წინ რა გხვდება სხვადასხვა ბოსები, ყველა ბოსს ხვადასხვანაირი მონსტრები ყავთ, არის 3 სამყარო, თავიდან პირელში იწყებ, ოღონდ ძალიან დიდი ტერიტორიაა, ნელ-ნელა ხსნი გზებს და რომ გაგიადვილდეს თამაში ტელეპორტებიც გეხსნება... მოკლედ რომ დაიწყებ მაგრად ჩაგითრევს რა... აი მე მარტო რბოლებს ვთამაშობ, მაგრამ იმდენად დამაინტერესა რომ ვერ ვანებებ თავს, უძლიერესია რა...
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.