Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 05/28/12 in Posts

  1. მიშისტი კი არა ჟურნალისტი ვარ მეთქი დაცვას ვეუბნებოდი და ყველგან შემიშვეს სადაც მინდოდა :დდდ აი კიდე რამდენიმე P1030279 by kesART, on Flickr P1030221 by kesART, on Flickr 27maisii by kesART, on Flickr
    5 points
  2. დღითიდღე უკეთეს ფოტოებს დებთ! ბასტერ და მიშა თქვენ განსაკუთრებით. თქვენი ფანი ვარ
    5 points
  3. კარგი ყავის დასადგამია მადუღარაც კარგი გქონია ესეც ჩემი ჩაიდანი რომ არ გაფდეს
    3 points
  4. The Good, the Bad and the Ugly-ის ვუყურე BDRip 720p-ში საუკეთესო 10 ბალიანი ვესტერნია უმაგრესი საუნდტრეკებით.
    3 points
  5. wow, ალბათ სხვებიც დამეთანხმებიან, პროფესიონალი ფოტოგრაფის ნამუშევარს გავს, თან რა ხარისხი აქვს, იიფ... საღოლ, ტყუილად არ დაგადგი თვალი, ცოტა ხანში ფორუმზე N1 იქნები :spiteful:
    2 points
  6. გოგოებიც კი იყო აქციაზე საჩხერლებიც :3 მეტა: მიშა, ლომსა :დ ჟურნალისტი უნდა გამოვიდე -_-
    2 points
  7. ეს დალეწვას გადარჩენილებია? ესეც სულ თოთო სურათია, დღევანდელი
    2 points
  8. ამ თამაშზე ისევ Relic იმუშავებსო და მემგონი მარტო პს-ზე გამოდის 2013 წლისთვის, ზუსტი დატა ჯერ არაა ცნობილი, ესეც პირველი დეტალები გეიმსპოტზე: Surviving the Frozen Heart of Mother Russia http://www.gamespot....russia-6378021/ ხო თამაში DX11-ზე იქნებაო, ესეც პირველი სკრინები, ოღონდ მანდ მგონი ჯერ კიდევ DX9-ზეა გაშვებული მარტო: http://www.gamespot....images/1705921/ ვიდეოები რომ დაიდება დავაგდებ მერე
    1 point
  9. გამარჯობა. გარდა Windows 7 USB/DVD Download Tool(რომელიც ზოგჯერ არ ამართლებს) არსებობს სხვებთან შედარებით მარტივი გზა თუ როგორ ჩავწეროთ ჩამტვირტავი ფლეშზე გვჭირდება პროგრამა - Download UltraISO მოდი პირდაპირ დავიწყოთ : ასე მარტივად გექნებათ ჩამტვირთავი ფლეშზე გარდა ამისა წინა სტატია - იმ შემთხვევაში თუ დისკის გამოყენება გსურთ
    1 point
  10. თვალი არ გატყუებთ,ასეთი ფოტოაპარატი მართლაც შექმნეს 1900 წელს მაგრამ ვის და რატო დასჭირდა 400კგ-იანი ფოტოკამერის აწყობა,რის გადასატანადაც 15 კაცი იყო საჭირო? ეს „მონსტრი“ შექმნა ფოტოკამერების მწარმოებელმა ჩიკაგოში ა.ანდერსონმა. ფოტოკამერის დამპროექტებელი რ. ჯორჯ ლოურენსი გახლდათ. ვინ შექმნა გავიგეთ,მაგრამ თუ რატომ შექმნეს-ინტრიგა ქვევითაა: კომპანია „Chicago & Alton Railway“-მ დაამზადა სპეციალური ჩქაროსნული მატარებელი ,რომელის სამარშუტო გზა ჩიკაგოდან-სენტ_ლუისამდე იყო,შესაბამისად ადამიანისა,ასეთი ქმნილების არაღბეჭდვა კარგად ფოტოზე,ცოდვა იქნებოდა . დაიბარეს ფოტოგრაფი და მოთხოვნა წაუყენეს: ფოტო უნდა ყოფილიყო არანაკლებ 244-სმ სიგრძის „Alton Limited“-ს 6-ვე ვაგონის უკვდავსაყოფად. ფოტოგრაფმა დაულაგა შედარებით ადვილი ვარიანტი:ფოტოს მატარებელს ნაწილ-ნაწილ გადაუღებდნენ და შემდეგ მათ შეაკოწიწებდა ,მაგრამ როდესაც ფოტოგრაფმა საუბარი დაიწყო მის უარყოფით მხარეზე,კომპანიის დირექტორები გაჯიუტდნენ "ვისი ვაგონის მისაბმელი-ვის ვაგონშია“ ტექნოლოგიაზე და მოითხოვეს ეს საკითხი აღმოეფხვრათ(თუმცა ფოტოგრაფი ბოლომდე ცდილობდა მათი იდეების გადაკვანძვას). The Chicago & Alton Railway-მ ჯორჯ ლოურენსს და მის ფოტოგრაფ კარლ ბლანშს მისცეს დავალება,რომ ასეთი ფოტოკამერა შეექმნათ. ჯორჯ ლორენსი,ის ვინც დააპროექტა „მეგა“ ფოტოაპარატი ამ ფოტოაპარატის დასამზადებლად დასჭირდათ 2,5 თვე .ფოტოკამერის ჩონჩხი ბლის ხისგან დაამზადეს,ფოტოკამერის უკან კი ხედმძებნი იყო .ფოტოკამერის სიგრძე 610-სმ იყო სრულად გამართულ მდგომარეობაში. იმისათვის რომ კონსტრუქცია და სხვა დეტალები შეეწებებინათ,დაიხარჯა 230 კგ წებო. კამერის წონა 400 კგ იყო,გიგანტური პლასტინით (ფირით)კი,რომელიც 200 კგ-ს იწონიდა 600 კგ. მიუხედავად ამხელა წონისა, თვითმხილველების თქმით ,ფოტოკამერის „მართვა“ ბავშვსაც კი შეძლო,რადგან მექანიზმი კარგად იყო ბალანსირებული. ამ ფოტოაპარატისთვის დამზადებული ფოტოფირი ყველაზე დიდი ზომისაა,რაც კი შექმნილა.იგი სენტ ლუისში შეიქმნა და შუქმგრძნობიარე ფენით ხელით იქნა დაფარული.იმისათვის რომ 1 ფირი დაემზადებინათ,საჭირო იყო 8 ადამიანი და 19 ლიტრი შუქმგრძნობიარე საღბავი.თითოეული ფირის ფასი იყო 1600$ . კომპანია Bausch and Lomb Optical Company of Rochester-მა ფირის გარდა დაამზადა 2 ობიექტივი Zeiss-ის პატენტით. მთლიანად ფოტოაპარატის აწყობა დაჯდა 5000$. ამ სურათის ფოკუსური ზომა 1700მმ-გახლავთ,რაც ამ ფოტოკამერით იქნა გადაღებული. ამ ფოტოკამერისთვის სეციალურად დაამზადეს სატვირთო მანქანა . ყველაფერი გავიგეთ თითქმის რაც ზედა 2 კითხვას ეხებოდა(რატომ და რისთვის),მაგრამ მთავარი რაც იყო აქ,არის ფინანსები. კომპანია Chicago & Alton Railway-ს თავის მატარებელზე აბოდებდა,ამ დროს კი(1900წ) გადიოდა გამოფენა პარიზში,სადაც მატარებელი უნდა წაეყვანათ. ამ ტრანსპორტირების ფულში გადაყვანისას კი მიხვდნენ რომ იაფი სიამოვნება ეს არ იყო და უფრო მომგებიანი იყო ფოტოსურათის გაგზავნა,მაგრამ არა ისეთი ფოტოსურათის,რაც მოზაიკაში აერეოდათ. სწორედ ამიტომ ვაგონების მთელი საფრანგეთის შემოტარების მაგივრად მათ გააგზავნეს მატარებლის დიიდი ფოტოსურათი. ეს ფოტო დიდ ფორმატში ვერ მოვიძიე,ამიტომ ამ კამერით გადაღებული ფოტოს ხარისხის განსასაზღვრად იხილეთ- სან ფრანცისკოს ფოტო( ნანგრევებში) მატარებელი Alton Limited: სან ფრანცისკო ფოტო დიდ ფორმატში იხილეთ აქ: http://upload.wikime..._ruin_edit2.jpg მაგრამ მათ ასეთ ქმედებას,რომ სურათი 1 დიდ ფოტოფირზე იყო აღბეჭდილი არ დაუჯერეს,სანამ არ ნახა ექსპერტმა აღნიშნული ფოტოაპარატი და დეტალურად არ შეისწავლა. ამ ქმნილებამ კი ლოურენსს მოუტანა მსოფლიოში საუკეთესო ფოტოგრაფის წოდება. ლოურენსს მან არამარტო წოდება,არამედ ბიზნესის წინსვლაც მოუტანა,იგი იღებდა ამგვარ დიდ ფოტოებს,ხალხის დიდ თვმოყრას და ა.შ. ლოურენსი განაგრძობდა სრულყოფას ფოტოგრაფიის,მან 1899 წელს ამერიკის ასოციაციისგან პრიზი მიიღო,რაც განათების ტექნლოგიაში მიენიჭა(ახლა რასაც სტრაბოსკოპი ასრულებს). ფოტოს ხარისხი მიახლოებისას ამგვარი გახლდათ:
    1 point
  11. magrad mevasa gagrileba momewona gansakutrebit
    1 point
  12. ეს გინდა შენ: http://www.swiftech.com/GTZ-UHD-1156-BP.aspx
    1 point
  13. კი არსებობს ამათ გადახედე http://www.cwer.ru/tag/14088/ კიდევ ამასაც ტუ გინდა http://www.all-for-rus.narod.ru/install.htm წაიკითხე და პროგრამებიც არის შესაბამისი
    1 point
  14. ლოლზ, პროცესორზე უნდა გეცნო, ჩვენიანი რომ იყო მაგასაც 3570K ჩამოუვიდა და GENE უკვე "დაზაკაზებული" აქვს
    1 point
  15. ლოლ ,რა ხრენ მოდია კი
    1 point
  16. MaKaRoV click the pae/nx box in the main window of VirtualBox. Click on settings. In the Linux Settings window that pops up, General selection on the left, click the Advanced tab on the right. Enable PAE/NX is in the middle of the window in Extended Features. სეთინგებში სანამ დაინსტრალირებას დაიწყებ
    1 point
  17. 1 point
  18. აჰა შენ კარგი ფეხი(ფეხები) იყიდეთ ბლიად 1 ცალი დარჩა იჩქარეთ ... ბლიად :mad:
    1 point
  19. მაგარი კარგია,ჩამრთველები ლამაზადაა. გეგონება გამანადგურებლის კაბინიდან მოხსნესო.
    1 point
  20. ბიოსტარისკენ რაღარ არ მიმიწევს გული მე
    1 point
  21. A-DSL-ს ტექნოლოგია და არსებული ინფრასტრუქტურა ალიმიტებს ჩვენთან, სიჩქარეების გაზრდაზე ნურც იოცნებებთ DSL-ის ამბებში. არანაირად არ უღირთ პროვაიდერებს მაგაზე დამატებითი რესურსების ხარჯვა.
    1 point
  22. გამარჯობა ბატონებო,ძალიან გამიჯანჯლდა პროექტი,ცოტაც უნდა მომითმინოთ.ძალიან ნელა მივიწევ წინ.სამწუხაროდ ფინანსური პრობლემები მაფერხებს :xelitavi:
    1 point
  23. თუ გსურთ იაფი კატეგორიის ტექნოლოგიით, 3–4-მაგი ფასის მქონე ძვირადღირებულ ტექნოლოგიას დაეწიოთ, ან ხართ გეიმერი და თქვენი კომპიუტერის წარმადობა თანამედროვე თამაშებისთვის არ გყოფნით, ან უბრალოდ გსურთ კომპიუტერის შიდა თუ გარე მიკროარქიტექტურაში და ზოგადად კომპიუტერულ ტექნოლოგიაში გაერკვეთ, ამ დანაკლისის შევსებასა და კონკრეტული ცოდნის შეძენაში Overclockers.ge დაგეხმარებათ. ფორუმი Overclockers.ge 2007 წელს შეიქმნა. გიორგი მარგებაძემ, ზვიად ხარატიშვილმა, ნოდარ სვანიძემ, დათო დვალმა, ვანო ნარიმანიძემ და ზურა უთმელიძემ ერთმანეთი ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმების საშუალებით გაიცნეს. პირველი ურთიერთობის საშუალებაც Skype და სხვადასხვა ფორუმები იყო, სადაც საკუთარ ინტერესებს და გამოცდილებებს ერთმანეთში ცვლიდნენ. როდესაც წინ წაიწიეს და ინფორმაციაც საკმაოდ დაგროვდა, გადაწყვიტეს, რომ ცალკე ფორუმი ჩამოეყალიბებინათ, სადაც თავიანთ გამოცდილებას მომხმარებლებს გაუზიარებდნენ და მათ პროგრამულ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევდნენ. შემდეგ მოგროვდა იუზერების ბაზა. საწყისი ეტაპზე ფორუმი 100 კაცისგან შედგებოდა, აქედან 90 მაყურებელი, ხოლო 10–აქტიური იყო. დასაწყისში ჩატარდა ბევრი ექსპერიმენტი, გაიტესტა უამრავი კომპიუტერული ნაწილი. იმ მომენტისათვის მსგავსი არაფერი ხდებოდა საქართველოში და Overclockers.ge-მ მხოლოდ ინტერესის გულისთვის, წმინდა ენთუზიაზმით დაიწყო ამ საქმის კეთება. როგორც ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, არც ერთ მათგანს ფორუმის დაარსებიდან დღემდე არანაირი მატერიალური სარგებელი არ უნახავს. ფორუმს ერთადერთი სპონსორი ჰყავს - კომპიუტერული მაღაზია Gitec, რომელიც ოვერქლოქერებს ახალი ტექნოლოგიით ამარაგებს. თავიდან ძალიან მარტივად დაიწყეს, ჰობის დონეზე. როდესაც ამოიწურა ყველა რესურსი და ჰაერის გაგრილების გამოყენებით უკეთესის მიღწევა შეუძლებელი გახდა, ექსტრემზე გადავიდნენ - წყლის, მშრალი ყინულისა და თხევადი აზოტის გაგრილების ტექნოლოგიების გამოყენებით ოვერქლოქერებმა გაცილებით უკეთესი შედეგები მიიღეს და საერთაშორისო ასპარეზზეც გამოიჩინეს თავი. დღეისთვის HWbot.org-ზე, რომელიც მსოფლიოს ოვერქლოქერების შეჯიბრის ერთ-ერთი მთავარი არენაა, უკვე არსებობს Overclockers.ge-ს გუნდი, რომელიც საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს და 1700 გუნდში მე-80 ადგილზეა. ფორუმელების საქმიანობის მთავარი იდეა არის, იყიდო იაფად და მიიღო იმაზე მეტი წარმადობა, ვიდრე ძვირადღირებული ტექნიკით მიიღებ. იუზერების ნახევარი ფორუმზე შემოსვლისას კითხულობს „რა ვიყიდო ამ ბიუჯეტში?“. შესაბამისად, იღებს რჩევას, რა პოტენციალის ტექნოლოგია შეუძლია იყიდოს თავისი ბიუჯეტით. „მისი შეძენის შემდეგ კი ვეხმარებით შედეგის ამოწურვამდე, ოღონდ ისე, რომ არაფერი გააფუჭოს, რადგან ჩვენი ჰობი ექსტრემში ძალიან სახიფათოა. ერთი ვიდეო დაფის დატესტვას ერთი დღე მიაქვს, რთულ ტესტს შესაძლოა 2–3 დღეც დასჭირდეს. ჩვენ ვტესტავთ არა მაქსიმალურად ძვირფას ტექნოლოგიას, არამედ მეინსტრიმსა და საშუალო ფასის კატეგორიას, რომლის ყიდვის საშუალებაც ქართველ მომხმარებელს აქვს.“ ამბობს Overclockers.ge–ის ერთ-ერთი ძირძველი ადმინისტრატორი ზურა უთმელიძე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და თანაფორუმელებს საზღვარგარეთიდან უახლესი ტექნოლოგიების შედეგებით იმ დანაკლისს უვსებს, რაზეც საქართველოში ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. „აქაური ფორუმელები ჩვენი სპონსორის “Gitec”-ის მიერ შემოტანილ მეინ სტრიმს და საშუალო პროდუქციას ტესტავენ, მე–High-end ტექნოლოგიებს, იმ ტექნიკას რაზეც საქართველოში ხელი არ მიუწვდებათ. შემდეგ კი საიტზე მიმოხილვას და ვიდეოს ვდებ, რომ იცოდნენ რამდენად ღირს ამ ტექნიკის ქართულ ბაზარზე შემოტანა. თავიდანვე, როცა ფორუმი ჩამოყალიბდა მე ვიღებდი ჩემ თავზე რისკს, ვტესტავდი ახალ ტექნიკას და თუ რაიმე გაფუჭდებოდა ვეუბენებოდი იგივე აღარ გაეკეთებინათ. ამ რისკზე იმიტომ მივდიოდი, რომ გერმანიაში უკეთესი საგარანტიო პირობებია, იოლად ცვლიან გაფუჭებულ ნაწილებს, მით უმეტეს, როცა რომელიმე კონკრტული ფირმის ტექნიკას კარგი შედეგით დადებ, ეს მისთვის მარკეტინგული სვლაა და აინტერესებს.“ ამჟამად ფორუმზე 3000 წევრია და დაახლოებით 100 მუდმივად ონლაინშია. მათი რეიტინგის და იუზერების რაოდენობის გაზრდას ადმინისტრაციის წევრები ფორუმზე არსებული მეგობრული გარემოს გავლენას მიაწერენ. ამბობენ, რომ ნებისმიერი ახალი იუზერის მიმართ ძალიან ტოლერანტული დამოკიდებულება აქვთ და სიამოვნებთ, როცა იუზერები მოგვიანებით აღიარებენ, რომ ფორუმზე დარჩენა სწორედ ამ მიდგომის და დამოკიდებულების გამო გადაწყვიტეს. აღსანიშნავია ისიც, რომ Overclockers.ge–ზე არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ შედარებით ასაკიანი იუზრებიც რეგისტრირდებიან. ბოლო დროს გოგონებიც გააქტიურდნენ და ერთ–ერთი მათგანი ადმინისტრაციის წევრიც კი გახდა. „ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან უცნაური მმართველობის სისტემა. ყველას ეძლევა ერთი ხმა და და არ არსებობს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. არც ერთ ადმინისტრაციის წევრს არ შეუძლია რაიმე გადაწყვეტილება მარტო მიიღოს, თუნდაც მეტი ჰქონდეს ნაკეთები ფორუმზე. ადმინისტრაციის გარდა, ზოგ შემთხვევაში იუზერებსაც ვაძლევთ ხმის ულებას. ნებისმიერ იუზერს შეუძლია მოითხოვოს „პოლი“ და ჩვენ მას აუცილებლად ჩავატარებთ,“ ამბობს “Overclockers.ge”–ის ადმინისტრაციის წევრი გიგა ჩოხელი. ოვერქლოქერები იმითაც ამაყობენ, რომ ბოლო 2–3 წელია ხალხის დამოკიდებულება კომპიუტერებს და თამაშების მიმართ საგრძნობლად შეიცვალა, რაშიც მათ ლომის წილი მიუძღვით. მათი აზრით, დღეში 1100 უნიკალური ვიზიტორი, ამას დამატებული მათი სამეგობრო წრე ცოტა არ არის საქართველოს ბაზრისთვის. მომხმარებელი აღარ მიდის ბრმად მაღაზიაში და არ ამბობს, რომ რაღაც გარკვეული თანხის ფარგლებში სჭირდება კომპიუტერი. იგი კონკრეტულად მოითხოვს იმ წარმადობის კომპიუტერს, რაც მას სჭირდება. „ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა ადამიანების განათლება და კომპიუტერული ნაწილების ცოდნა. ასევე, დიდი წვილი მიგვიძღვის ლიცენზირებული თამაშების გაყიდვაში. ბევრი პირატული თამაშებისგან თავს იკავებს, რადგან აცნობიერებენ იმ დანამატი ფუნქციების აუცილებლობას, რაც ლიცენზირებულ თამაშებს მოყვება,“ აცხადებს ზვიად ხარატიშვილი, “Overclockers.ge”–ის ადმინისტრაციის წევრი. ფორუმის ჩამოყალიბება და გაცნობა ოვერქლოქერებმა ორი ხმაურიანი ლან-ფართით აღნიშნეს. მათი აზრით, განსაკუთრებით მეორე ლან-ფართი, რომელიც კლუბ „ნაით ოფისში“ ჩატარდა, თავისი მასშტაბებით და წარმოდგენით უპრეცენდენტო შემთხვევა იყო საქართველოსთვის. შესაბამისად, ამ პერიოდში საგრძნობლად იმატა უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ და 1300–სს მიაღწია. „მსგავს ფართს საზღვარგარეთ ერთი კონკრეტული მწარმოებელი აფინანსებს, სადაც თავისი პროდუქციის პრეზენტაციას აწყობს. საქართველოში ბაზრის სიმცირის გამო ასეთი რამ არ ხდება. არავის აინტერესებს ტექნოლოგიის ასეთ დონეზე გაშუქება, ვინაიდან არც მყიდველია შესაბამისი. საქართველოში მომხმარებელს სურს რაც შეიძლება იაფად შეიძინოს კომპიუტერი,“ ამბობს ზვიად ხარატიშვილი. ზურა უთმელიძის თქმით, გერმანიაში მსგავსი ტიპის ფორუმები ფულის შოვნის წყაროდაც კი გამოდგება: „მე პირადად მიმიღია კონკრეტული შეკვეთა. ვიღებ ვიდეო დაფას, ვუკეთებ ქულერის „მოდინგს“, სპეციალურ BIOS-ს ვუწერ და 100 ევროს სხვაობით forumdeluxx.de ან awardfabrik.de ფორუმებზე ვდებ გასაყიდად. საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რადგან მოთხოვნა არ არსებობს.“ მიუხედავად ტექნიკური და მატერიალური რესურსების ნაკლებობისა, როგორც ოვერქლოქერები ამბობენ, ნებისმიერი მსგავსი ფორუმი განვითარების ერთნაირ გზას გადის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძირითად საქმიანობასთან პარალელურად ვითარდება მეორადი განყოფილებები, სადაც ფილმების განხილვაც კი მიმდინარეობს. ოვერქლოქინგს, ფორუმის წევრების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ ეწევა, ვინაიდან ბევრს არ აქვს ამის კეთების, დრო და ენერგია, ასევე ფინანსური რესურსები. თუმცა „ეს არის შოუ, რასაც ყველა ვერ აკეთებს, მაგრამ სიამოვნებით უყურებს.“ ავტორი:ნინა ბურჯანაძე
    1 point
  24. ვიდეობარათზე ორიგინალური სურათი არცთუ ისე ხშირად გვხვდება. დიზაინერული გადაწყვეტილების ერთ-ერთი ასეთი მაგალითი გახლავთ GeForce GTX 670 - KFA2-ს შესრულებით. ახლა კი, ჩინურ კომპანია Axigon-მა, თავის მხრივ, საკუთარი წარმოების ამ პროდუქტზე გადაწყვიტა ველოცირაპტორის მტაცებელი თვალის გამოსახვა. Axigon GTX 670 Raptor - Nvidia-ს სტანდარტულ დაფებზე საინტერესოდ გამოიყურება: ის დამზადებულია GeForce GTX 680-ის PCB-ზე და აჩქარებულია მის სიხშირეებამდე (1006(1058)/6008 მჰზ). GK104 ბირთვის ნაკადური პროცესორების რაოდენობა კი, სხვა ვერსიების მსგავსად, შეადგენს 1344 ცალს. მეხსიერების სალტის ზომა და 2 გბ GDDR5, რეკომენდებული მაჩვენებლების შესაბამისია. ნაწარმის მიმდინარე ღირებულება გახლავთ 3000 იუანი, რაც 473 აშშ დოლარის ეკვივალენტია. Overclockers.ua
    1 point
  25. შენ ხომ MW2-ზე გინდოდა? სახელებსაც დააკვირდი: ხოლო MW3-ისთვის თუ გინდა პატჩი აქაა: http://www.2shared.com/file/7j79ghwX/TeknoMW3_2701_public.html თვითონ თამაშს ნახავ ნეტში (იგივე gol.ge-ზე)
    1 point
  26. მაგას ვერ ვხვდები კაკრაზ :| ბიძინას ვაძლევთ და მიშასთან ვნასეტკობთ ბევრი ფული გინდა? ისწავლე ბევრი საკუთარ თავზე იმუშავე(ტვინზე უმეტესადბიცეფსი და ტრიცებში შIგადა შიგ) ხალხს დაანახე შენი ცოდნა,გამოცდილება, მიდეი-მოდექი და საქმე თითქმის თვითონ დაიწყებს გამოსვლას...
    1 point
  27. AMD-ს პროცესორების შემუშავების ახალი ციკლი გულისხმობს APU-ების გამოშვებას იმ მიკროარქიტექტურის საფუძველზე, რომელსაც გააჩნია ფუნქციონალური შესაძლებელობების 'ადრინდელი' ნაკრები, რომელიც, თავის მხრივ, წინ უძღვის ინოვაციების 'სრული' სიის მქონე დესქტოპ-CPU-ების გამოჩენას. Piledriver-ის შემთხვევაში, ჯერ შედგა მობილურ და ინტეგრირებად სისტემებისთვის განკუთვნილ APU Trinity-ების რელიზი, აგვისტოს თვეში კი, მათ შეუერთდებიან სამაგიდო ტიპის ჰიბრიდები. თურქული ვებ-რესურსი DonanimHaber-ის ცნობით, მე-3 კვარტალში დაიწყება კოდურ სახელწოდება 'Vishera'-თი ცნობილი მოდელების წარმოება. AMD FX სერიიდან, Piledriverარქიტექტურას პირველად მიიღებენ FX-8350 (4 მოდული /8 ბირთვი), FX-6300 (3 მოდული /6 ბირთვი) და FX-4320 (2 მოდული / 4 ბირთვი). პროცესორები შეინარჩუნებენ კონსტრუქციულ გაფორმება AM3+-ს, რაც შესაძლებელს გახდის მათ დაყენებას უკვე არსებულ სისტემურ დაფებში - შესაბამისი სოკეტით. ისინი მიიღებენ მეხსიერების კონტროლერს, რომელსაც 'ოფიციალურად' ექნება ეფექტურ 1866 მჰზ-მდე სიხშირის მქონე მოდულების მხარდაჭერა და ტექნოლოგია Turbo Core 2.0. გარდა ამისა, გაიზრდება თანაფარდობა - წარმადობისა და ტაქტურ მაჩვენებელს შორის, რაც საინტერესოს ხდის მისი გენერაციის ახალ მეთოდ - 'სინქრონიზაციის რეზონანსული ქსელს', რომელიც იძლევა CPU-ების მუშაობის საშუალებას - 4 გჰზ-ზე მაღალ დონეზე - ზომიერი ენერგომოხმარებით. Overclockers.ru
    1 point
  28. აღარ მოვიდა რა ეს პირველი ივნისი :D
    1 point
  29. TGT ჯგუფმა, რომელიც შედის ვიდეობარათების ჰოლანდიურ მწარმოებელ Point of View-ს შემადგენლობაში, დაასრულა მუშაობა აჩქარებულ მოდელ Geforce GTX 680 TGT UltraCharged-ზე. ბეჭდური დაფის დიზაინი ეფუძნება ეტალონურისას, მაგრამ ამასთან, ის აღჭურვილია სპილენძის ძირის მქონე, 3-სლოტიანი ქულერით - ამავე მეტალის სითბური მილაკებით, ალუმინის ფირფიტების მასივით და სამი ფენით (ცენტრალური - 90 მმ, ორი გვერდითა - 80 მმ) . სტანდარტულ GTX 680-თან შედარებით, PCB-ს შემადგენლობა მცირედით დაიხვეწა. GPU-ს კვების მეხუთე ფაზა და PCI-E Power (6+8-pin) ძალური ელემენტების კონფიგურაცია განაპირობებს აჩქარების არცთუ ურიგო პოტენციალს. ნომინალური სიხშირეები შეადგენს 1111/6008 მჰზ-ს, ხოლო ავტომატური გაზრდის რეჟიმში - 1176 მჰზ-მდე ბირთვზე. გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება აღჭურვილია 2 გბ GDDR5 მეხსიერებით, 1536 ნაკადური პროცესორით, 256-ბიტიანი ინტერფეისით, DVI (2), HDMI და DisplayPort-ით. მიმდინარე ღირებულება შეადგენს 590 ევროს. Overclockers.ua
    1 point
  30. კაცო, ბოლო 20 წელი მიხაკები ასოცირდებოდა პანაშვიდთან და ხშირ შემთხვევაში მიცვალებულთანაც კი (ან უმიცვალებულო პანაშვიდთან, რას გაიგებ?!), ხოდა, 21-ე საუკუნეში კაცი რომ მანდილოსანს სიმპატიის გამოსახატად მიხაკს მიართმევს (მითუმეტეს იმის ფონზე, რომ უდიდესი არჩევანი აქვს ყვავილებში, დაჟე ყაყაჩოსაც კი იშოვი), რა უნდა უპასუხო? "თანახმა ვარ ცოლობაზე"-ს ნამდვილად არ იმსახურებს, მაქსიმუმ - "ჯანდაბას, მოგცემ ჩემს სკაიპს" თუ ეტყვი და ისიც სხვისი სკაიპი უნდა მისცე - თუნდაც სანტექნიკი ედიკასი. ეს ჩემგან საჩუქრად (ოღონდ, ედიკას სკაიპი არ მომცე, OK?)
    1 point
  31. gagimarjos kidev erTs davamatebdi, TamaSis optimizacias gaaCnia, krizisi SeiZleba 18FPSze iTamaSo da Wedvebi ar qondes, ise adamianis Tvali realobaSi 25 kadrze mets ver aRiqvams, 25ze zemoT ukve qvecnobirSi jdeba, magaliTaT romeliRaca TamaSs TamaSob da 25e kadrSi Cades vaSli, mag vaSls ver dainaxav, ise ki gagijdeb tvinSi da rom SegTavazon msxali da vaSli, aucileblaT vaSls aiReb reklamebSi iyeneben ZiriTadaT eseT meTods. 60ze zemoT Tu garbis fpsi da monitori 60herciania maSin TamaSSi SeimCneva horizontaluri xazebi, amitom mag dros unda CarTo vertikaluri sinqronizacia, romelic 60ze zemoT aRar gauSvebs fpss.
    1 point
  32. ზოგი რამ გაიყიდა,ზოგიც დაემატა. ზედმეტებს წავშლი,ახლებს ჩავამატებ.. :)
    1 point
  33. საღოლ მიშკა შენი ლოგოც გაგიჩითია უპ თემას :D
    1 point
  34. ყოჩაღ ჰანთერ ესეც ჩემი 2D:
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.