Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 05/12/12 in Posts

  1. შესავალი როდესაც კომპანია AMD-მ წარმოადგინა თავისი 28 ნანომეტრიული GCN არქიტექტურაზე დამზადებული ვიდეობარათები,Nvidia-ს დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდა პასუხისთვის და გამოუშვა GK104 GPU-ზე დაფუძნებული ერთბირთვიანი GTX680 და ორბირთვიანი GTX690. კომპანია Nvidia კი დღეს გვაცნობს GTX670-ს,რომელიც ასევე GK104-ზეა დაფუძნებული,თუმცა მის დიდ ძმასთან შედარებით, მას აქვს ცოტათი უფრო სუსტი მონაცემები. მოდით გადავავლოთ თვალი GTX670-ის მახასიათებლებს და მის შედარებას GTX680,GTX580 და GTX570-თან. როგორც ხედავთ, GTX670-ს აქვს შედარებით ნაკლები CUDA პროცესორი, ტექსტურული იუნიტი,Rops-ი და ასევე მისი Core Clock და Boost Clock სიხშირეები ნაკლებია.თუმცა, GTX670 - GTX680-თან შედარებით, 100 დოლარით იაფი ღირს და 25 ვატით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მოკლედ რომ ვთქვათ, GTX670-ს GTX680-თან შედარებით 9%-ით ნაკლები Core Clock აქვს.აქვს ასევე 1-ით ნაკლები SMX-ები და 16-ით ნაკლები ტექსტურული იუნიტი.შევხედოთ GTX670-ის რეფერენსულ დიზაინს: ასევე შევხედოთ მის GPU-Z-საც: თუმცა კომპანია Nvidia-ს პარტნიორები მას გამოუშვებენ როგორც რეფერანს-ქულერით,ასევე ნახევრად და სრულად კუსტარული ქულერით.მათ ზოგიერთ ფოტოს შეგიძლიათ შეხედოთ აქ - http://www.anandtech.com/Gallery/Album/1953#1 ასევე ვნახოთ ფასების შედარება სხვა ბარათებთან: GTX670-ის კონკურენტი HD7950 იქნება. შეეგებეთ Geforce GTX670 შედარებით დაბალი ენერგო მოხმარების ხარჯზე GTX670 9.5ინჩის სიგრძისააა,როდესაც GTX680-ის სიგრძე 10 დუიმია. მაგრამ PCB მხოლოდ 6.75 ინჩის სიგრძისაა,3.25 ინჩით მოკლე, ვიდრე GTX680-ისა. ამ ყველაფრის ნათლად დასანახად, შევხედოთ ფოტოს: შენიშვნა: ამ სურათზე მოცემულია EVGA-ს ვიდეობარათი, რომელიც რეფერენსულის იდენტურია პატარა PCB შემთხვევითობა არააა,რადგან ვიდეობარათისთვის,რომელიც მხოლოდ 170 ვატს მოიხმარს, Nvidia-ს უფრო გრძელი PCB არ სჭირდება. შევხედოთ GTX670-ის ზედა ნაწილს: კომპანია Nvidia ამბობს რომ GTX670 იყენებს იგივე ქულერს რომელსაც GTX680.თუმცა მიუხედავად ამისა, ხმაურის დონეები მაინც სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა. შევხედოთ ასევე ვიდეობარათის მხოლოდ PCB-ს: დაბალი ენერგომოხმარების გამო, GTX670-ის PCB მოკლეა,VRM Circuitry კი, ამჟამად მის ზემოთა ნაწილშია, თუმცა ისინი მცირე ზომისანი არიან. ამგვარად, GTX670 არ გამოგვადგება Heavy Overclocking-ის დროს. Nvidia ასევე ვოლტაჟის მომატების ნებასაც არ გვრთავს. წინა პლანზე მხოლოდ 4 და 8 Hynix R0C GDDR5 RAM ჩიპებია, ხოლო დანარჩენი 4 - უკანა ნაწილზეა.ასევე ვიდეობარათის ზედა იარუსზე ჩვენ ვხედავთ PCIe დენის მაკავშირებლების პორტს და SLI-ხიდს. გარდა ამისა, Nvidia-ს იგივე I/O აქვს გამოყენებული GTX670-ში,როგორიც GTX680-ში და აქედან გამომდინარე, მათი Output პორტები იდენტურია. ტესტები ტესტებში GTX670-ისთვის გამოყენებული იყო დრაივერების ვერსია 301.33, GTX680 და GTX690-ისთვის - 301.34, Nvidia-ს დანარჩენი ვიდეობარათებისთვის კი - 301.24. შევხედოთ კონფიგურაციას: Crysis Warhead თუ GTX680-ის სისუსტე იყო Crysis-ი, მდგომარეობა არც GTX670-ისთვის შეცვლილა. GTX670 მას უმნიშვნელოდ ჩამორჩება. Metro:2033 ისევ და ისევ, GTX670 სულ მცირედით ჩამორჩება GTX680-ს,თუმცა 10 კადრ წამზე მეტით უსწრებს GTX580-ს. Total War: Shogun 2 განსხვავება 5760X1200 და 2560X1600 რეზოლუციებზე ისევ მცირეა,მაგრამ FULLHD გაფართოებაში, GTX 670 10 კადრი წამით ჩამორჩება GTX680-ს, GTX580-ს კი მთელი 30-ით უსწრებს. Batman: Arkham City განსხვავება GTX680-სა და GTX670-ს შორის ისევ მცირეა,GTX670 კი დაახლოებით 20 კადრი წამით უსწრებს GTX580-ს. Battlefield 3 როგორც ყოველთვის,GTX670-სა და GTX680-ს შორის განსხვავება მცირეა,GTX580-ს კი GTX670 დაახლოებით 15 კადრი წამით იტოვებს უკან. The Elder Scrolls V: Skyrim აქაც იგივე სიტუაცია მეორდება,თუმცა FULLHD გაფართოებაში GTX670 უმნიშვნელოდ ჯობნის GTX680-ს. სინთეტიკური ბენჩმარკები 3D Mark Vantage Pixel And Texture Fill 3D Mark Vantage Pixel Fill-ში იგივე სიტუაცია მეორდება რაც თამაშებში. ხოლო 3D Mark Vantage Texture Fill-ში, GTX680 17 გიგაპიქსელით სჯობს GTX670-ს. DirectX11 Detail Tesselation Sample აქ კი ძალიან საინტერესო სიტუაციააა,Normal-ში GTX670 ჯობნის GTX680-ს,Max-ში კი GTX680-ი ჯობნის GTX670-ს თუმცა არც ისე დიდი სხვაობით. Unigine Heaven აქ GTX680-ი GTX670-ს 7 კადრი წამით ჯობია,ხოლო GTX580-ს GTX670-ი მთელი 17 კადრი წამით ჯობია. ენერგომოხმარება,ვოლტები,ტემპერატურები და ხმაურის დონეები დაუტვირთავ რეჟიმში, GTX670 GTX680-ის მსგავსად მოიხმარს ენერგიას.მაგრამ Long Idle Power Consumption-ში, მათზე შედარებით უკეთეს შედეგებს გვიჩვენებენ HD7970, HD7950 და HD7870. როდესაც GTX670 დატვირთულია, Metro 2033-ით ის მოიხმარს მთელ სისტემიანად 317 ვატს, საბოლოო ჯამში, ის GTX680-თან შედარებით, 50 ვატით ეკონომიურია. მასზე ნაკლებ დენს კი მხოლოდ HD7870 იყენებს. ტემპერატურები აქ როგორც ხედავთ, GTX670 ისეთივე ტემპერატურა უჭირავს როგორიც GTX680-ს. აქ კი GTX670 2 გრადუსით გრილია GTX680-ზე.74 გრადუსი არაა ცუდი ტემპერატურა დატვირთულზე,მითუმეტეს რეფერანს ქულერზე. OCCT-ში ტემპერატურის მაჩვენებელი 77 გრადუსამდე იზრდება,რომელიც ისევ არ არის ცუდი. ხმაურის დონეები Nvidia ამბობს, რომ მას იგივე ქულერი აქვს გამოყენებული, რაც GTX 680-ში, თუმცა მასთან შედარებით, ის 1.2 დბ-ით უფრო ხმაურიანია. ეს სხვაობა არც ისე დიდია, თუმცა ჩვენ GTX670-ს ჩუმ ბარათს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი ეს მახასიათებელი საშუალოა. აქ კი, GTX670 უფრო ჩუმია ვიდრე GTX680,თუმცა სხვაობა არც ისე დიდია. აჩქარებული GTX670:პერფორმანსი, ენერგომოხმარება, ვოლტები, ხმაურის დონე და ტემპერატურები GTX670-ის აჩქარება მოხერხდა 1065 მჰზ-მდე,ხოლო Turbo Boost-ით, ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 1234-მდე გაიზრდება. აჩქარებული 670 იგივე ენერგიას იხმარს რასაც აუჩქარებელი GTX680. ტემპერატურები აჩქარებული GTX670 4 გრადუსით ცხელია, ვიდრე აუჩქარებელი 680. საერთო ჯამში კი, ეს ტემპერატურა არც თუ ისე სახარბიელოა. ხმაურის დონე ქარხნულ GTX670-თან შედარებით, აჩქარებული ვარიანტი 3.9 დბ-ით უფრო მეტ ხმაურს გამოსცემს, ხოლო GTX680-თან მიმართებით კი - 3.2 დბ-ით. აჩქარებული GTX670:სათამაშო პერფორმანსი აჩქარებული GTX670 ყველა თამაშში ჯობნის აუჩქარებელ GTX680-ს. საერთო ჯამში კი, სხვაობა 5 კადრი წამშია. ბოლოსიტყვაობა GTX670 მარტივად რომ ვთქვათ GTX680-ის ოდნავ შეკვეცილი ვერსიააა,ნაკლები ენერგომოხმარებით და ცოტა ნაკლები სათამაშო პერფორმანსით. ტემპერატურები არც თუ ისე ცუდი აქვს GTX670-ს,დატვირთულზე 77 გრადუსი.ვიდეობარათი არც ისე ჩუმია,თუმცა არც ძალიან ხმაურიანი. ენერგომოხმარების მხრივ, მას საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. დატვირთულ რეჟიმში ის 50 ვატით ნაკლებს მოიხმარს ვიდრე GTX680. აჩქარების შემთხვევაში კი, GTX670-ი უკვე ჯობნის GTX680-ს, მაგრამ ამასთან ხდება უფრო ხმაურიანი,და იმატებს ასევე ტემპერატურა.ასე, რომ გირჩევთ ან კეისი კარგად გააგრილოთ,ან არარეფერანსი GTX670 შეიძინოთ, ან ხმაური თუ არ გიყვართ, შეიძინეთ წ^ლის ბლოკი იყიდეთ. მე მაგალითად, GTX680-ს მაგივრად GTX670-ს ავიღებდი,100 დოლარით იაფია და აჩქარებულზე პირიქით ჯობნის GTX680ს. ბენჩმარკები მოყვანილია Anandtech.com-იდან. © Overclockers.ge By zV1 :bow:
    14 points
  2. პოსტის დადებითად/უარყოფითად შეფასების ღილაკებს +/-_თ თუ შევცვლით კარგი იქნება.
    3 points
  3. როგორც იცით, გუშინ დასრულდა ფოტოკონკურსისთვის ნამუშევრების მიღება. რის ვაი-ვაგლახით მოგროვდა შვიდი კონკურსანტი, რომელთა ნამუშევრებსაც ახლა წარმოვადგენ თქვენ განსასჯელად თქვენი აზრი უნდა დააფიქსიროთ ზევით. სასურველია სიტყვიერადაც თუ დაწერთ. მაიმუნობების თავიდან აცილების მიზნით, ხმის მიცემა ეკრძალებათ იმ წევრებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ ამა წლის 1 მაისზე უფრო გვიან. ხმის მიცემა დასრულდება ამა წლის 20 მაისს. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ჩვენი ხელნაკეთი ნივთების დიდოსტატის - Neiron-ის მიერ დამზადებულ ჩარჩოს: გისურვებთ წარმატებას დამავიწყდა მეთქვა, თუ რომელიმე ნამუშევარი 10 ხმას ან უფრო მეტს ვერ მოაგროვებს, მეორე ტური გამოცხადდება.
    2 points
  4. ბევრი პოტენციური მყიდველი დააფრთხო GTX 670-ის სურათებმა რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა. ეს კარტა თუნდაც უკეთესი იყოს ვიდრე HD 7950 მისმა მცირე ზომებმა მაინც შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს მყიდველებში (დიდ ფულად "დიდი" უნდა ხალხს). სწორედ ამ კონტიგენტისთვის არსებობს უკვე გრძელი GIGABYTE GV-N670OC-2GD. საიტის overclock.net მომხმარებელმა გამოაქვეყნა GIGABYTE GV-N670OC-2GD ვიდეო დაფის სურათები. ხოლო რათა წარმოვიდგინოთ თუ რა სიგრძის არის ვიდეო დაფა მის გვერდით არის 9800 GTX თქვენს წინაშეა სრულფასოვანი PCB ლურჯი ფერის, რომელშიც უკვე გეიმერებს ნამდვილად აღარ დაენანებათ ფულის გადახდა, ხოლო ორი ცალი 6 კონტაქტიანი PCI-e კონექტორის მაგივრად GIGABYTE-მა მასზე დააყენა ერთი 8 პინიანი და ერთიც 6 პინიანი კონექტორი. GPU-Z სკრინშოტზე კი ჩანს ვიდეო დაფის მონაცემები ხოლო ლინკზე შეგიძლიათ ნახო 3DMark 11-ის შედეგი(P9252), რაც მიუთითებს რომ ვიდეო დაფის წარმადობა ძალზედ მაღალია
    2 points
  5. არა არა,Windows Thin PC დააყენე,იგივე სტარტერია ოღონდ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს ვინჩოზე და აეროც აქვს ეს ვინდოუსი მე მიყენია ჩემ ლეპზე რომელსაც 1.6გჰზ Pentium 4-ა,512 ოპერატიული აქვს
    2 points
  6. ზენიტი. შავ-თეთრი ფირი
    2 points
  7. Fallout 3 -Action-RPG სტილის კომპიუტერული თამაში,დამზადებულია კომპანია Bethesda Softworks ის მიერ, ასევე თამაში გამოვიდა კონსოლებზეც Xbox360 ზე და Playstation 3ზე, პერსონალურ კომპიუტერზე თამაში გამოვიდა 2008 წლის ოქტომბერში ამერიკაში, 31 ოქტომბერს ევროპაში, რუსეთში კი 00:00 საათზე 30 ოქტომბერს. Fallout3 ის რუსული ვერსია Xbox360 ზე გამოვიდა 2009 წლის 24 აპრილს, PS3 ისთვის კი ამავე წლის 7 მაის შექმნის ისტორია კომპანია Bethesda Fallout 3 ზე მუშაობდა 2004 წლიდან, კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს რომ თამაში იქნებოდა წინ 2 სერიის მსგავსი, შეეცდებოდნენ რომ არ ყოფილიყო ცუდი Gameplayთ და რაც მთავარია ისინი მუშაობდნენ კარგ სცენარზე და ტრადიციულ ,,Fallout ის იუმორზე''. Fallout 3 იყენებს ახალ ძრავს Gamebryo, რომელსაც ასევე იყენებს The Elder Scrools IV:Oblivion ფიზიკურ ძრავ Havok თან ერთად. Microsoft ის პრესკონფერენციის დროს E3 ზე გახდა ცნობილი რომ Xbox360 ისთვის და PC სთვის გახდებოდა ექსკლუზიურად დამატებითი მატერიალების გადმოტვირთვა ინტერნეტიდან და ასევე Xbox Liveდან. ინტერნეტში გამოჩნდა 50 გვერდიანი სამომხმარებლო ცნობარი PDF ფორმატში სადაც ეწერა თუ როგორ უნდა გვეცოცხლა თავშესაფრის გარეთ. რელიზი 2007 წლის 5 ივნის ოფიციალურ ვებ-გვერძე გამოჩნდა თამასის პირველი ტიზერი, სადაც ჩანდა თამაშის გამოსვლის თარიღი (2008 წლის შემოდგომა),ეს ტიზერი შემდეგ გახდა თამაშის შესავლის ვიდეო. 2008 წლის აგვისტოს ბოლოს გამოცხადა Fallout 3 ის გამოსვლის თარიღები: 28 ოქტომბერი ამერიკაში და 31 ოქტომბერი ევროპაში. გახმოვანებისთვის სპეციალურად მოწვეული გახლდათ რონ პერლმანი (იგი ცნობილია თავისი ფრაზით War, War Never Changes), წინა სერიაში Fallout Tactics:Brotherhood of Steel მოწვეულ მსახიობებთაგან ასევე შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ნისონ ლიამაზე და მალკომა მაკდაუელმაზე. 2008 წლის 10 ოქტომბერს უკანონოდ იქნა ინტერნეტ სივრცეში დადებული Xbox360 ისთვის Fallout3, ასევე იგივე მოხდა პერსონალურ კომპიუტერზეც 27 ოქტომბერს. პირატული ვერსიები გაყიდვაში გამოვიდა 2008 წლის 29 ოქტომბერს. თამაშის სამყარო მთავარი მოქმედება ხდება 2277, 200 წლიანი ატომური ომის შემდეგ ჩინეთთან, ყველაფერი განადგურებულია ამერიკაში,გადარჩენლი ხალხი კი თავშესაფრებშია, მაგრამ პრობლემა ისაა რომ არ მოიპოვება სუფთა წყალი, ისინი სვავენ მხოლოდ ქიმიურად დაბინძურებულ წყალს, თავშესაფრის გარეთ კი აფსოლიტური არენაა იმათვის ვინც გარეთ დარჩა.ბრძოლა გადარჩენისთვის, გარეთ ჩვენ ვნახავთ რეიდერებს,სუპერმუტანტებს (ვრე ვირუსისგან წარმოქნილებს), ასევე რადიაციისგან მუტირებული ადამიანებს და ორგანიზირებულ დაჯგუფებებს როგორებიც არიან slavers, the Brotherhood of Steel, splinter Outlaws, the Company's Claw და Enclaveს, დაჯგუფებებს ერთმანეთან აქვთ უწყვეტი ომი თითოეულ მნიშვნელოვანი ობიექტისთვის. ასევე გარეთ ჩვენ შეგხვდება ვაშინგტონის ქანდაკება,ლინკონის მემორიალი,პენტაგონი,კაპიტოლი,თეთრი სახლი. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ვაშინგტონის მეტროპოლიტენს, მის დახამრებით ჩვენ გადავაადგილდებით მიწისქვეშ ისეთი შემთხვევების დროს როდესაც არ შეგვიძლია გავიაროთ ზევიდან რაიმე ადგილი. სათამაშო სამწყარო Fallout 3 ის გაფორმებულია 1950 იანი წლების სტილში,2077 წელსკი დაიწყო ომი და 2 საათში განადგურებული იქნა მთლიანი სამყაროს ცივილიზაცია, გეიმფლეი სათამაშო სისტემა Special. იარაღები და აბჯარი უკვე ზიანდება და მისი გაკეთება შეგვიძლია გამყიდველებთან, ერთმანეთში ბრძოლაც ძალიან გავს რეალობას, ტაქტიკური პაუზები, დამიზნება და სროლა ადამიანის სხეულის არჩევით (ამ რეჟიმს ეწოდება V.A.T.S) პირველი და მეორე ნაწილისგან განსხვავებით, Fallout 3 ის მოქმედება ხდება პირველ და მესამე პირში, მოთამაშეს გააჩნია PIP-Boy3000,ფუნქციონალურად განსხვავდება წინა PIPBoy-2000 ისგან წინა ნაწილებიდან. PIPBoy-3000 მაგრდება მარცხენა ხელზე და გააჩნია რადიო მიმღები,რუკის დეტალიზაცია,აზევე მის დამხარებით ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ჩვენი პერსონაჟის ინვენტარი,ადგილმდებარეობა,მოცემული დავალებები და სხვა. ასევე თამაშის დროს ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ რადიო სიხშირეები შემდეგი რადიოებიდან: ,,«Новости галактики»'' (DJ ტრიდოგნაიტი), აგატის რადიოსადგური,ანკლავას რადიო (პრეზიდენტი ჯონ გენრი ედემი) ასევე კიდევ სხვა რადიოსიგნალების დაჭერაც შეგვიძლია. V.A.T.S. თამაში იყენებს სისტემა V.A.T.S ს (ავტომატური ხედვადობის სისტემა Vault-Tec) Vault-tec Auto Targeting System,რომელის დახმარებითაც შეგვიძლია ავტომატურად ავიყვანოთ ჩვენი მოწინააღმდეგე მიზანში და ვესროლოთ თავში,ხელებში,მკერდში,ფეხებში ან იარაღში. მიზანში ამოღების შემდეგ ჩვენ დავინახავთ მოწინააღმდეგის მარჯვენა მარცხენა ფეხს,მარჯვენა მარცხენა ხელს,თავს და მკერდს. ასევე % ებს, პროცენტულობა განისაზღვრება მოწინააღმდეგის მდებარეობით, თუ მტერი შორსაა მასინ გარტყმის შანსი ცოტაა ხოლო თუ ახლოსაა დიდია. თავი:ამცირებს აღქმას,ტვინის დაზიანება ხელები:მოწინააღმდეგე ვერ ისრვის მიზანში,ტვინის დაზიანება მკერდი:ზრდის შანს რომ მოწინააღმდეგე დავარდეს ზიანის მიღების დროს ფეხები:ამცირებს გადაადგილების სისწრაფეს იარაღი:იარაღის გამოყვანა წყობილებიდან, ასევე შესაძლებელია მოწინააღმდეგეს გაუვარდეს ხელიდან გაფუჭებული იარაღი. რობოტებთან საწინააღმდეგოთ კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ დამხმარეებს, იმიტომ რომ რობოტები არასდროს გაჩვენებენ ზურგს ამიტომ მათთან ჯობია რომ გამოვიყენოთ Stealth უნარი. სიუჟეტი 2277 წელი,თქვენ იბადებით თავშესაფარ N101 ში, (დაბადების დროს კვდება დედა). ნელნელა იზრდებით იჩენთ მეგობრებს და სწავლობთ სროლას. რამოდენიმე წლის შემდეგ გაღვიძებთ თქვენი მეგობარი და გეუბნებათ რომ მამათქვენი გაიქცა და თქვენც უნდა გაყვეთ მას. მთავარი გმირი გამრბის თავშესაფარ N101 ში და აღმოჩნდება სრულ სიცარიელეში, გარეთ მიდის ბრძოლა გადარჩენისთვის, არიან მუტანტები და ათასგვარი ჯიშის ხალხი რომელთაც უნდათ გადარჩენა ან ავტორიტეტის მოპოვება ერთმანეთზე. თქვენ კი ერთი მისია გაქვთ იპოვოთ მამათქვენი, თავიდან ერთერთ ქალაქში სახელად მეგატრონში მიხვალთ და იქ იწყებთ პირველ ნაბიჯებს მამათქვენის ძიებასთან დაკავშირებით, ხოლო როგორ განვითარდება მეგატრონში მოვლენები ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ნელნელა გადაინაცვლებთ სხვა ქალაქებში, ასევე შეგიძლიათ შეასრულოთ თითოეულ ქალაქში დამატებითი მისიები იმისთვის რომ კარგად გაეცნოთ სამყაროს და შემდეგში არ გაგიჭირდეთ მოძრაობა. როდესაც მამათქვენს იპოვით ამის შემდეგ თქვენი და მამათქვენის მთავარი მიზანი არის სუფთა წყლის მოპოვება,რაზეც მთელი ცხოვრება მუშაობდა მამათქვენი. თქვენი მისიაა ბოლომდე მიიყვანოთ პროექტი "Чистота'' (სიწმინდე)ანუ სუფთა წყლის მოპოვება. დამატებით Operation: Anchorage ახალი ტერიტორიები თამაში ახალი კამპანია ახალი შეიარაღება The Pitt დამატებულია ახალი ქალაქი პიტსბურგი ახალი მონსტრები 10 ახალი იარაღი და აბჯარი Broken Steel მაქსიმალური ლეველი 30 შესაძლოა თამასის დამთავრების შემდეგ გავაგრძელოთ თამასი ახალი იარაღი და აბჯარი (teslaს იარაღი და Heavy Incineratorი) მოქმედება მიმდინარეობს ახალ ლოკაციაში ვაშინგტონში. ახალი მტრები ანომალია (როცა პერსონაჟის სიცოცხლე 20% ქვევით ჩამოდის ხდება ლოკალური ატომური აფეთქება და ფეთქდება ყველა ახლოს მდებარე მტერი Point Lookout ახალი იარაღი:კარაბინი,ცული,ბიოგაზი, Mothership Zeta ადონი ამატებს ინოპლანეტურ იარაღს: ატომიზატორი (პისტოლეტი), დეზინტერგატორი,პულივიზატორი (ატომიზატორის ვერსია),დესტაბილიზატორი (დეზინტეგრატორის ვერსია), ასევე ძველი იარაღები, სამურაის ხმალი და ა.შ შეფასება: ჩემი აზრი ამ თამაშზე:ჩემი აზრით Fallout არის RPG ში ერთერთი საუკეთესო თამაში,გენიალური თამაშია,არის ბევრი RPG თამაში მარა რატომღაც არ ჩავუთრევივარ, მაგრამ როგორც კი Fallout 3 ჩავწერე კომპში და წავითამაშე 1 საათი მივხვდი რომ ეს თამაში უნდა დამეხურა, როგორც წიგნია (რო კითხულობ და რო გაინტერესებს) ისე არის ეს თამაშიც, უმაგრესი ატმოსფერო, როცა თამაშობ გგონია რო იქ ხარ, + ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, გინდა ააფეთქე გინდა არა არ ააფეთქებ + დაგეწერება, ააფეთქებ (რამე გასამრჯელოს მიიღებ ისევ შენთვის) თავისუფლად შეგიძლია სადღაც გადაკარგულში რო მოვაჭრე დადის მიაკლა და ყველაფერი წაართვა მაგრამ შეგიძლია დაელაპარაკო და იყიდო სუფთა სინდისით. ეს ყველაფერი კი შენზეა დამოკიდებული რაც ძალიან კაია ჩემი შეფასება:10/10
    1 point
  8. პროგრამების ბაზა CPU Benchmarks: Disk Drive Benchmark: GPU Benchmarks: Monitoring & Info Tools: Overclocking Tools: GPU Overclocking Tools: VGA BIOS Tools: Stability & Stress Tests: Program Versions: მოკლე ბმული ამ გვერდზე: http://bit.ly/ocsoft
    1 point
  9. ვთვლი, რომ სამი თვის მანძილზე დაგროვილი ცოდნა უფლებას მაძლევს, შემოგთავაზოთ მორიგი თემა, რომელიც დაამშვენებას "ტექნოლოგიების" სტატიას... თემა ეხება პროფესიონალური ციფრული აპარატების დახასიათებას და წესითა და რიგით მან უნდა "დაგანახოთ", თუ რის მიხედვით შეგიძლიათ შეაფასოთ ესა თუ ის ფოტოკამერა და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი... -------------------------------------------------------------------- უწინ და შემოგთავაზეთ სტატიები, სადაც ზოგადად განვიხილეთ ციფრული ფოტოკამერის მოწყობილობა. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი თემა უკვე გადაიკითხეთ, იცით, რა არის სენსორი, მეგაპიქსელი, "კომპაქტური", "ჰიბრიდული" და "სარკიანი" ციფრული ფოტოაპარატები და რა განსხვავებაა მათ შორის, ასე რომ ზედმეტი საუბრისგან გავთავისუფლდები და გადავალ პირდაპირ საქმეზე... 1. გინდათ თუ არა სარკიანი ციფრული ფოტოკამერა? თვით ეს შეკითხვაც კი ზოგიერთებისთვის მეტისმეტად მარტივი, სხვათათვის კი - საკმაოდ რთულია ხოლმე... და მართლაც, ხართ თუ არა მზად, რომ მოისროლოთ საკუთარი საფულიდან მინიმუმ 500 აშშ დოლარი იმ ნივთში, რომლის, ერთი შეხედვით ანალოგებიც ორ-სამჯერ უფრო იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ? ზოგი იტყვის "კი", ზოგი - "არა" და ამას სრულიად გაუცნობიერებლად, ერთი ხელის მოსმით იზამს. სინამდვილეში კი ყველაფერი დაიყვანება თქვენს საჭიროებამდე. მოდით, ვნახოთ, ვის რა სჭირდება! კომპაქტური, იგივე სამოყვარულო, იგივე "სასაპნე" ციფრული აპარატი სჭირდება მას, ვისაც უნდა მინიმალური დანახარჯით მიიღოს მაქსიმალური შედეგი. ამ "მაქსიმალურ შედეგში" მოიაზრება მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა (MP), ვიდეოგადაღების უნარი, "ზუმის" მისაღები დონე (როგორც წესი 3-4x) და სახის დეტექცია. ყველა ამ მონაცემის მქონე ციფრული ფოტოკამერის შეძენა შეგიძლიათ 150 დოლარიდან "ზევით". ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი მონაცემების მქონე ციფრულებში Nikon-ის მოწყობილობა ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე Canon-ისა. თუმცა ამ უკანასკნელს ყოველთვის აქვს რაღაც უპირატესობები, ასე რომ სჯობს ჯერ კარგად გადაავლოთ მახასიათებლებს თვალი... რათქმაუნდა არსებობს Sony, რომელიც ცდილობს თქვენს მოხიბლვას Carl Zeiss-ის ლინზებით (კარლ ცაისი მართლაც ერთ-ერთ საუკეთესო ოპტიკას აწარმოებს), Panasonic, რომელიც ცდილობს ჩაგითრიოთ HD Video-თი და Samsung, რომელიც სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რით "გახუჭუჭებთ", მაგრამ ფაქტია, რომ გახუჭუჭებთ! შემდეგ მოდის Olympus, Pentax, HP და სხვა მოდელები... მოკლედ, "სასაპნეებში" არჩევანი დიდია და თუ თქვენი მოთხოვნები მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რაც ცოტა მაღლა მსხვილად გამოვყავი, მაშინ დაანებეთ სტატიის კითხვას თავი, ტყუილად დაიღლით თავს. ჰიბრიდული ციფრული კამერა სჭირდება მას, ვისაც არ ეზარება ისეთი აპარატის ქონა, რომელიც არ ეტევა შარვლის ჯიბეში, ლიფის შესაკრავში, ნიფხავში... უნდა, რომ მის კამერას ქონდეს მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა, კარგი ხარისხის ვიდეოს გადაღების და დიდი "ზუმი" (10-24x), გარდა ამისა ჰქონდეს რამოდენიმე სასიამოვნო "ბონუსი" გამოსახულების სტაბილიზატორის, მძლავრი მაშუქის, ცუდი განათებისას კარგი სურათის გადაღების საშუალების და სხვა მსგავსი რამეების სახით. რათქმაუნდა მას ამ ყველაფერში მინიმუმ 300 დოლარის გადახდა მოუწევს და ეს თანხა არამც და არამც არ უნდა ენანებოდეს, თორემ თუ კარგად დაფიქრდა, მიხვდება, რომ ქარს ატანს ფულს... კამერების არჩევანი აქაც საკმაოდ დიდია და არცერთი ბრენდის უგულებელყოფა არ შეიძლება - ბევრია კარგი კამერა, თითი ბრენდში მინიმუმ 3-4 დასახელებისა, ამიტომ, თუკი ჭეშმარიტების ძიებაში არ გინდათ ერთი კვირა დახარჯოთ, ჯობია ისარგებლოთ პრინციპით "ეს ქენონია და იმიტომ მინდა ყიდვა" და იყიდოთ თქვენი სანუკვარი ძვირი სათამაშო... დაბოლოს, ვის სჭირდება პროფესიონალური ფოტოკამერა? იმას, ვისაც შეგნებული აქვს, რომ ცხოვრება მარტო კომპაქტურობა არ არის, და არც ფოტოაპარატია მარტო "მეგაპიქსელი" და "ზუმი"... ასეთი ხალხი სურათის მაქსიმალური ხარისხის (ხარისხის და არა ზომის) მისაღწევად არ ერიდება მინიმუმ 500 გრამიანი კამერის, დამატებით 500 გრამი ობიექტივების და სხვა რაღაცების და ხშირ შემთხვევაში - 2-3 კილოგრამიანი შტატივის "თრაქვას" წაღმა-უკუღმა და ხშირად სასურველ შედეგსაც იღებს!.. თუ რათქმაუნდა, გადაღება იცის... თუკი მსგავსი ფოტოკამერის შეძენა განგიზრახავთ, გულწრფელად გილოცავთ იმიტომ, რომ ჯერ ერთი, საკუთარი თავის დარწმუნება - "დახარჯე 1500 ლარი" (მინიმუმ!), არც ისე იოლია... მერე მეორეც, თუკი ეს გააკეთეთ, გიჟი ხართ! ( ) მერე მესამეც, შეგიძლიათ სტატიის კითხვა განაგრძოთ! 1. DSLR: ფიზიკური მხარე "ზოგადსაკაცობრიო" ენაზე პროფესიონალურ ციფრულ ფოტოკამერას DSLR ქვია, რაც გრძლად იშიფრება, როგორც "Digital single-lens reflex camera", ანუ ქართულად "ციფრული ერთობიექტივიანი სარკიანი კამერა" (თარგმანი არაპირდაპირია!). გარეგნულად (და შიგნიდანაც) იგი ძლიერ წააგავს "სავეცკი" "ზენიტ"-ებს, "კიევ"-ებს და სხვა დანარჩენ ფირიან პროფესიონალურ ფოტოკამერებს, რომლებთან შეხებაც შეიძლება გქონიათ კიდეც. სარკიანი ფოტოკამერის ძირითადი სისტემის მოწყობილობა ასეთია: 1. ობიექტივი; 2. მოძრავი სარკე; 3. ჩამკეტი; 4. სასურათე სიბრტყე; 5. ფოკუსირების ეკრანი; 6. "გადამყვანი" ლინზა; 7. პენტაპრიზმა; 8. მაძიებელი (ხედის). ციფრული ფოტოკამერა ფირიანისგან ერთადერთი რამით განსხვავდება: მას არ აქვს ფოტოფირი, ასე რომ არ ჭირდება არც ფირის გადამხვევი მექანიზმი და სასურათე სიბრტყეზეც ფოტოფირის მაგიერ სურათის ციფრული სენსორი "პოზირებს"... ისევ და ისევ წმინდა ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტივის გარდა ციფრული კამერის წარმადობაზე გავლენას ახდენს მისი სენსორი, პროცესორი და სხვათა შორის მეხსიერების ჩიპიც. ობიექტივს დროებით შევეშვები, მასზე ცალკე ვისაუბრებ. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს. სენსორი სენსორი არის გარკვეული ზომების მქონე შუქმგრძნობიარე ფირფიტა, რომელიც იღებს გამოსახულებას და გადასცემს მას ბუფერში, შემდეგ კი პროცესორში. წინა ორ სტატიაში მშვენივრად იყო განმარტებული რა და რა ტიპის სენსორები არსებობს, ასე რომ ტიპებს აღარ გავარჩევ და აღარც მათ დადებით/უარყოფით მხარეებზე შევჩერდები... კამერის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ სენსორის ზომა. როგორც წესი, სენსორის ზომა მითითებულია ხოლმე ამა თუ იმ მიმოხილვის საიტებზე. ზომა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც რაც უფრო დიდი ზომისაა სენსორი, მით უფრო მკვეთრი გამოსახულების "ჩაბეჭდვა" შეუძლია შეცდომების გარეშე. მაგალითად, თუ გაქვთ ორი სენსორი, ერთი 8x16მმ ზომის, ხოლო მეორე - 10x19მმ ზომის, ორივე მათგანი აბსოლუტურად იდენტურ პროცესორზეა მიერთებული და ორივეს ერთნაირი გარჩევადობა აქვს (ვთქვათ, 10MP), დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ 10x19მმ-იანი სენსორი უკეთეს ფოტოს გადაიღებს. ერთი შეხედვით ეს არ გამოჩნდება, მაგრამ რეალურად ეს ასე იქნება. ზევით, სურათზე ხედავთ Nikon D60-ის "DX" ფორმატის სენსორს. მისი ზომებია 23.6x15.8მმ. ახლა, გლეხური ენიდან ისევ სამეცნიეროზე გადავალ და ვიტყვი, რომ სენსორის "ზომას" სინამდვილეში სენსორის ფორმატი ჰქვია. ბუნებაში სენსორების 25 ფორმატი არსებობს. მათგან ამჟამად აქტუალურია 10. ამ 10 ფორმატიდან 4 კონკრეტული ცოფრული ფოტოკამერისთვისაა შექმნილი და სხვა არსად გამოიყენება. დანარჩენები - 1", 4/3", APS-C, APS-H, DX და 35mm ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ციფრულ ფოტოკამერებში. ცხრილში ხედავთ სხვადასხვა ფორმატის სენსორების ზომებს: ძირითადად, DSLR-ებში გამოიყენება: Full-frame digital SLR, რომელიც 35მმ-იანი ფირიანი აპარატის ფორმატის ექვივალენტურია. Canon APS-H ფორმატი პროფესიონალური DSLR-ებისთვის (crop factor 1.3) Leica M8 და M8.2 (crop factor 1.33). APS-C ყველაზე მრავლისმომცველი დასახელებაა, რომელიც მოიცავს Nikon DX, Pentax, Konica Minolta, Sony α, Fuji-ს წარმოების კამერებს (crop factor 1.5) Canon entry-level DSLR formats (crop factor 1.6) Foveon X3, რომელიც Sigma SD სერიის DSLR-ებში გამოიყენება (crop factor 1.7) 4/3 - "Four Thirds" ფორმატი (crop factor 2.0) მტვრის მოცილების სისტემა ხშირად ობიექტივის გამოცვლისას სენსორზე მტვრის უმცირესი ნაწილაკები რჩება, რაც აფუჭებს გამოსახულებას, პიქსელებს ამუქებს და ა.შ. ამიტომ, მტვრის მოცილების მიზნით შემუშავებულ იქნა რამდენიმე ტექნოლოგია. დღესდღეობით ყველა მსხვილი მწარმოებელი (Canon, Nikon, Olympus, Sony, Sigma, Pentax) იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას. მაგალითად Sigma-ს კამერებს ობიექტივის გამოცვლის წინ სარკე ეფარება სენსორს, რათა დაიცვას იგი მტვრის მოხვედრისგან. Olympus-ის ტექნოლოგია "Supersonic Wave Filter (SSWF)" გულისხმობს სენსორზე თხელი ფირფიტის არსებობას, რომელიც არ უშვებს მტვერს სენსორამდე, იკრავს მას და შემდეგ, კამერის ყოველი ჩართვისას ულტრაბგერითი რხევების მეშვეობით იცილებს მტვრის ნაწილაკებს. სურათზე სწორედ ასეთი სენსორია გამოსახული: სხვათა შორის Olympus-მა პირველმა გამოიგონა და დანერგა მსგავსი ტექნოლოგია. სხვა მწარმოებლების ტექნოლოგიები სენსორის რხევას, სენსორის თავზე გამწმენდის გადატარებას და ა.შ. გულისხმობს, მაგრამ ყველაზე დახვეწილი მაინც SSWF-ია. გარდა ავტომატური სისტემებისა, არსებობს სპეციალური კომპლექტები, რომლებშიც საწმენდი სითხე, "ოყნა" (ჰაერის შესაბერად) და ფუნჯია მოთავსებული იმისთვის, რომ სენსორი ხელით გაწმინდოთ. Crop Factor/FOV Crop დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ სენსორების მონაცემებში ერთ-ერთი გახლავთ "Crop Factor". მას მგონი ქართული შესატყვისი არ აქვს, ამიტომ ჩამოჭრის ფაქტორს ვუწოდებ (თუ ვინმეს უკეთესი ვერსია ექნება, სიამოვნებით გამოვცვლი ). ჩამოჭრის ფაქტორი ეწოდება ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირისა (36x24მმ) და ციფრული სენსორის თანაფარდობას. ჩამოჭრის ფაქტორი გავლენას ახდენს კადრში მოსაქცევ სცენაზეც. ეს კარგად ჩანს შემდეგი ფოტოდან: აქ წითელი ჩარჩო 35მმ-იანი ფოტოფირის მიერ ხილვადი არეა, ხოლო ლურჯი - 1.6 ჩამოჭრის ფაქტორის მქონე სენსორის ხედვს არე. სხვათა შორის ამ მონაცემით სენსორის ზომების დადგენაც შეგიძლიათ. ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირის კადრი 36x24მმ ზომისაა, ჩამოჭრის ფაქტორი კი 1.6. ესე იგი სენსორის სიგანე გახლავთ 36:1.6=22.5, ხოლო სიგრძე - 24:1.6=15. ვუალა! არ გჭირდებათ არსად ქექვა ციფრული ფოტოკამერის სენსორის ზომების დასადგენად! რათქმაუნდა იმასაც მიხვდებოდით, რომ რაც უფრო მცირეა ჩამოჭრის ფაქტორი, მით უფრო ახლოსაა იგი 35მმ-იან ფირთან და მით უკეთესია სენსორიცა და კამერაც. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიდი ზომის სენსორი კამერის ზომებსაც ზრდის! ქვედა სურათზე ხედავთ "APS-C" (მარცხნივ) და "Full Frame" (მარჯვნივ) ფორმატის ციფრული ფოტოკამერებს. ახლა, გადავიდეთ პროცესორზე. მართალია ეს პროცესორი აჩქარებას არ ექვემდებარება (სოსო, შეგიძლია გახვიდე თემიდან, საშენო აქ არაფერია ), მაგრამ არანაკლები სამუშაო აქვს შესასრულებელი, ვიდრე კომპიუტერის პროცესორს... ციფრული ფოტოკამერის პროცესორს ევალება: 1. სენსორიდან სურათის მიღება. ამ ეტაპზე იგი სენსორის თითოეული პიქსელიდან იღებს კოდირებულ სიგნალს. სინამდვილეში ყველა სენსორი "შავ-თეთრია" - ისინი ფერად გამოსახულებას არ იჭერენ, რადგან ფოტოდიოდებისგან შედგებიან. ფოტოდიოდები "ხედავენ" მხოლოდ ნაცრისფრის ტონალობაში და ამა თუ იმ პიქსელზე ინფორმაციასაც ბაიერის ფილტრის გავლით გადასცემენ პროცესორს. ბაიერის ფილტრი (გამომგონებლის პატივსაცემად დაერქვა) პიქსელებს ფერებზე ინფორმაციას "აწებებს" და პროცესორს უკვე შეუძლია ამ პიქსელებიდან ფერადი გამოსახულების აწყობა. 2. დემოზაიცია (demosaicing). ეს სპეციალური პროგრამული ალგორითმია, რომლის მეშვეობითაც პროცესორი ცალკეული პიქსელებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთიან სურათს ქმნის. ამ დროსვე ხდება სურათის საერთო დამუშავება, გამისა და ფერებით გაჯერების რეგულირება, რათა მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი გამოსახულება იქნეს მიღებული. 3. ხმაურის მოშორება, ან შემცირება. აქ იგულისხმება არა აკუსტიკური, არამედ ელექტრული "ხმაური", რომელიც სენსორიდან პროცესორში ინფორმაციის გადაგზავნისას წარმოიქმნება. სურათზე ხმაური წინწკლების, ან გადღაბნილი ლაქების სახით გამოიხატება და ამახინჯებს მას. ხმაურის მოშორების ალგორითმის ხარისხზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად სუფთა სურათებს გადაიღებს ფოტოკამერა არამხოლოდ მაღალი შუქმგრძნობელობის პარამეტრებისას (ISO 800 და მეტი), არამედ დაბალი შუქმგრძნობელობის დროსაც (ISO 400 და ნაკლები). 4. გამკვეთრება. ამ ეტაპზე ფოტოს ეძლევა სიმკვეთრე, რათა არ იყოს ბუნდოვანი და უკეთ გადმოსცემდეს გადაღების ობიექტს. 5. სისწრაფე. რათქმაუნდა ოთხივე სტადიის დასრულებას და შემდეგ საბოლოო სურათის ჩიპზე შენახვას გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროზეა დამოკიდებული, თუ რამხელა ბუფერი დაჭირდება ფოტოკამერას, წამში რამდენი კადრის გადაღებას შეძლებს მიყოლებით და ა.შ. ხშირად პროცესორის სისწრაფე ბევრს წყვეტს, ასე რომ სანამ რამის ყიდვას გადაწყვეტდეთ, გირჩევთ გადახედოთ მიმოხილვების საიტებს და ნახოთ რა პროცესორი უდგას თქვენთვის სასურველ კამერას... ჩიპი. მართალია ეს ფოტოკამერის უშუალო დეტალი არ არის, მაგრამ ნაწილობრივ (უფრო სწორად კი, ნახევრად) მასზეა დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით გაიცლება ფოტოკამერის ბუფერი და შეძლებთ ახალი ფოტოს გადაღებას. პროფესიონალურ კამერებში დღეისათვის პოპულარულია CF და SD/SDHC, თუმცა CF ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს და მასზე ყურადღებას არ გავამახვილებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ფორმატის ჩიპები ძალიან უყვარს კომპანია Canon-ს. რაც შეეხება SD-სა და SDHC-ს, ეს ორი ჩიპი ერთმანეთისგან გარეგნულად არ განირჩევა, უბრალოდ SDHC (HC - High Capacity) არსებობს 4-32GB ტევადობისა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი SD მხოლოდ 4GB-მდე ტევადობისაა. SDHC მოწყობილობაში SD ჩიპიც მუშაობს. პირიქით - არა. ამიტომ ამას ყურადღება მიაქციეთ. გარდა ამისა, ჩიპები რამდენიმე "კლასად" არის დაყოფილი. დღესდღეობით ეს გახლავთ Class 2, Class 4, Class 6 და Class 10. კლასის აღმნიშვნელი რიცხვები ჩაწერის სიჩქარეს "გვკარნახობენ". ანუ Class 2-ს აქვს 2მბ/წმ ჩაწერის სიჩქარე, Class 4-ს - 4მბ/წმ და ა.შ. როგორც წესი, ჩიპს ზედვე აწერია ხოლმე კლასი. მაგალითად, ზედა სურათზე წარმოდგენილი ჩიპი მეოთხე კლასისაა.
    1 point
  10. ბევრმა მკითხა რა პროგრამას იყენებ თამაშისას ტემპერატურას რო წერსო და ბარემ იყოს თემა ცალკე და დეტალურად ავხსნი. ვიწერთ პროგრამას http://download.msi.com/uti_exe/vga/MSIAfterburnerSetup410.zip და ვაყენებთ! 1. შევდივართ settings და ვნიშნავთ რაც წითელ უჯრაშია მონიშნული ორივეს (თუ არაა უკვე მონიშნული) 2. მერე გადავდივართ Mintoring'ის ფანჯარაში ვირჩევთ გრაფაში რაც გვინდა თამაშის დროს რომ გამოჩნდეს. მაგალითისთვის დააკლიკეთ ტემპერატურას და მერე show in On-screen. როგორც სურათზეა ისე. თუ გინდათ რომ ფანის ბრუნვის %იც გამოჩნდეს FAN სპიიდს დააჭერთ და იგივეს გაიმორებთ. და ა.შ. საბოლოო ჯამში დააჭერთ OK 3. შემდეგ ვაჭერთ რაც მითითებული მაქვს ამ გამშვებს 4. და გამოვა ესეთი ფანჯარა აკეთებთ ყველაფერს ისე როგორც სურათზეა ი ვსო 5. ამ პროგრამითვე შეიძლება სურათის გადაღებაც თამაშისას ძნ მარტივად უბრალოდ ხსნის ისევ settings და გადადიხართ screen capture'ზე. ირჩევთ ღილაკს და ადგილს სადაც გინდათ გადაღებული სურათი შეინახოს და OK 6. ეს პროგრამა ასევე ძნ მარტივად იწერს ვიდეოს ხმითურთ ისევე სეთინგებში > video capture > ირჩევთ ფაილის შესანახ ადგილს და OK მონიშნეთ ქვედა მხარეს ხმის ჩაწერის ფუნქცია. 7. ასევე ამ პროგრამას აქვს ფუნქცია. წინაწარ თქვენივე სურვილისამებრ და გემოვნებით გაუწეროთ წინასწარ ვიდეოს ფანს ბრუნვის სიხშირე შესაბამის ტემპერატურაზე. settings > FAN > ENABLE და გამოაგდებს ესეთ გრაფას როგორიც სურათზეა. ქვევით ტემპერატურაა მარჯვნივ კი ფანის ბრუნვის % მაჩვენებელი. დანარჩენს მიხვდებით პ.ს. გისურვებთ წარმატებებს. იმედია კარგად ავხსენი ყველაფერი.
    1 point
  11. ჩვენ შესახებ Overlockers.ge-ს ისტორია იწყება 2007 წლის 1 სექტემბრიდან, რამოდენიმე ენთუზიასტმა , კერძოდ გიორგი მარგებაძემ, ნოდარ სვანიძემ, ზვიად ხარატიშვილმა მოახერხეს და ჩამოაყალიბეს პირველი ფორუმი განხრით, რომელიც მოიცავს კომპიუტერული სამყაროს მიღწევებს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმოხილვას, ასევე პროფესიონალურ ხედვას კომპიუტერის შიდა თუ გარე მიკროარქიტექტურაში . ფორუმი დაკომპლექტებული იყო სულ რამოდენიმე ადამიანით , რომლებმაც თავიანთი უზადო შრომით და ენთუზიაზმით მოახერხეს ქართველი ხალხში უკვე კარგად დამკვიდრებული ტერმინი „კომპიუტერი“, უფრო მრავალი განხრით წარედგინათ. ძირითადად საქართველოში კომპიუტერის მცნება იწყება ოთკუთხედი ყუთიდან და მთავრდება „უპულტო ტელევიზორით“ a.k.a მონიტორი . თუმცა საიტმა მოახერხა და განზოგადებული მცნება კომპიუტერი უფრო კონკრეტული გახდა. საიტი დაარსების დღიდან გთავაზობთ უახლეს ინფორმაციას კომპიუტერული ტექნოლოგიის შესახებ.ხდება უახლესი ნაწილების ლაბორატორიული ტესტირება.ჩვენთან იხილავთ საჭირო ინფორმაციას გამომთვლელი მანქანის შექმნიდან დღევანდელ დღემდე.ასევე მცირედი ხედვა მომავლისკენ და ანალიზი ტექნოლოგიის მოსალოდნელი განვითარების შესახებ. საქართველოში კომპიუტერის დაჩქარება საკმაოდ საფრთხილო საქმედ ითვლებოდა.ხდებოდა ხალხის გამიზნულად დაშინება პრინციპში არაარსებული საფრთხის წინაშე.რა თქმა უნდა რისკი ამ საქმიანობას გააჩნია, მაგრამ ჩვენი დახმარებით შესაძლებელია ზიანის მინიმუმამდე დაყვანა.საქართველოს ბაზარზე არცთუ ბევრს აქვს საშუალება,შეიძინოს უმაღლესი დონის ტექნიკა.სწორედ ამას ემსახურება ეს საიტი.ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, იაფი ტექნიკით დაეწიოთ და გადაასწროთ 3-4 მაგი ფასის მქონე ნაწილებს. მწარმოებლის ტაქტიკა ხშირად შეფარულია და 1 “ვაშლი” შეიძლება 5-6 სხვადასხვა შეფუთვით მოგვყიდოს განსხვავებული ფასებით. აქვე ასპარეზზე გამოდის ოვერქლოქერების გუნდი და გეხმარებათ აარჩიოთ საუკეთესო ფასი/წარმადობა. ჩვენი მონაცემთა ბაზა მოიცავს საკმაოდ დიდ ტესტებს და შედეგებს უახლესი ნაწილების შესახებ. აქედან იოლად შეიძლება ანალიზი და დასკვნა, თუ რომელი ნაწილით რისი მიღწევა შეიძლება და რა არჩევანი მოიტანს საუკეთესო დანაზოგს. კომპიუტერის ის დეტალები, რომელთა დაჩქარებაც შესაძლებელია, წინასწარვე მოდის მწარმოებლისგან განსაზღვრული ტექნიკური მონაცემებით. არ არსებობს არანაირი გარანტია დაჩქარების შედეგის მიღწევაზე. მწარმოებელი იძლევა გარანტიას მხოლოდ მის მიერ მოცემულ მონაცემებზე. ძირითადი რისკი დაკავშირებულია აჩქარების პრინციპზე. ფაქტიურად აჩქარების დროს ჩვენ მივიღებთ იმაზე მეტ სიმძლავრეს და ბევრად დიდ სიჩქარეს ვიდრე ეს კომპონენტის ყიდვისას განსაზღვრა მწარმოებელმა. რისკი რომელიც ახასიათებს რომელიმე კომპონენტის აჩქარებას დაკავშირებულია ზუსტად იმ პრინციპზე, რომ რომელიმე კომპონენტის სიცოცხლისუნარიანობა იმაზე მცირე ხდება ვიდრე ეს აჩქარებამდე უნდა ყოფილიყო. დავუშვათ პროცესორი რომელიც რეალურად იცოცხლებდა 20 წელს, 50% დაჩქარების შემდეგ და 24/7 მოხმარებით სავარაუდოდ 5-10 წელს აიტანს.მაგრამ ტექნოლოგიის განვითარების ტემპების გათვალისწინებით არანაირი მნიშვნელობა და ფასი არ გააჩნია პროცესორს 5 წლის შემდეგ. აქედან შეიძლება ელემენტარული ლოგიკის განვითარება. ჯობს დღეს გვქონდეს დამატებითი სიმძლავრე და ის ვადა რაც რეალური ვარგისიანობა სახეზეა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. იმედი რომელიმე კომპონენტის 5 წელზე მეტი ხნით ხმარებისა მაინც ფუჭია. დაჩქარებას , გარდა იმისა რომ იაფფასიანი ნაწილებიდან შეუძლია დიდი წარმადობის გამოქაჩვა,ასევე გააჩნია დიდი აზარტი.მსოფლიო ჩაბმულია თამაშებში, შეჯიბრში. უკვე საქართველოშიც დიდი ხანია აზარტმა ექსტრიმის ყველა საფეხურს გადააბიჯა. ჩვენმა გუნდმა ეტაპობრივად მოახერხა მინუსოვანი ტემპერატურის გადალახვა და საბოლოო შედეგზე E8600 გაიყინა -128 გრადუსზე.მიღწეულ იქნა 6.5 გიგაჰერცი სიხშირე.იმის გათვალისწინებით რომ მსგავს ტექნიკაზე მსოფლიო აბსოლუტური რეკორდი 6.7 გიგაჰერცს შეადგენს ,შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავია. ამჟამად საქართველოს აბსოლუტური რეკორდის ავტორი ჩვენი ფორუმის წევრია და რეკორდი შეადგენს 7350.53 mhz-ს ინტელის Celeron LGA775 356 პროცესორზე. იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს ბაზარი საკმაოდ პატარაა, არცერთ მწარმოებელს არ გააჩნია პირდაპირი ინტერესი, რომ ტექნიკით მოგვამარაგოს და ტესტების ეგზემპლარები მოგვაწოდოს. აქ ჩვენ მხოლოდ ლოკალური სპონსორების იმედზე ვართ.რისთვისაც დიდი მადლობა გუნდისგან პროფესიონალური კომპიუტერული ტექნიკის მომწოდებელ ფირმას “Gitec”-ს. საიტის შექმნის დღიდან მათი გვერდში დგომით და მხარდაჭერით უკვე მოხერხდა ორი ლანფართის ჩატარება. სპონსორმა ასევე მოგვაწოდა პრიზები გამარჯვებულებისთვის. საიტი დაკომპლექტებულია ადმინისტრაციის (ადმინები, გლობალ მოდერატორები , მოდერატორები) მაღალი პროფილის წევრებისა (ნიუსჰანტერები, VIP, OC Master ები) და ჩვეულებრივი მემბერებისაგან, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან 7000 კაციან ფორუმს ქართული ოვერქლოქერების გუნდის კარი ღიაა ყველა დაინტერესებულისთვის.
    1 point
  12. Razer წარმოადგენს კომპიუტერული აქსესუარების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც ბაზარზე სპეციალიზირებული არის ე.წ. “გეიმერების” აქსესუარებზე.კომპანია დაარსდა 1998 წელს მარკეტოლოგებისა და ინჟინრების ჯგუფის მიერ, რათა შეექმნათ და განევითარებინათ სათამაშო მაუსი Boomslang. ეს მაუსი იწოდა როგორც მსოფლიოს პირველი 2000 dpi სიჩქარის მქონე, განსხვავებით იმ ძველი მაუსებისაგან, რომელთაც სიჩარე ჰქონდათ 250 ან 450 dpi (dpi - Dot Per Inch) და იძლეოდა საშუალებას მოგეხდინათ მეტი კონტროლი და სიზუსტე (შესაბამისად თამაშის დროს მიგეღოთ მეტი უპირატესობა). Razer ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებიდან, რომელიც აფინანსებდა გეიმერებს. Jonathan “Fatal1ty” Wendel იყო მის მიერ დაფინანსებულ თორმეტ ნაკადთა შორის პირველი და ამჟამადაც აქტიურად უწყობს ხელს ახალი მოვლენების განვითარებას გეიმერთა სამყაროში. Razer ასევე იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაასპონსორა 2001 წლის Counterstrike-ის შეჯიბრი და გააკეთა საპრიზო ფონდი გამარჯვებული ჯგუფებისათვის. Razer ახლაც ეხმარება და მხარს უჭერს esport-ის გლობალურ ტურნირებს და ასევე ცალკეულ გეიმერებს. ამასთან ანვითარებს თავისი პროდუქციის ხაზს ამ გუნდებთან ერთად.Razer დაახლოებით 2000 დპი-ზე მერყეობდა, როდესაც პროდუქციის გამოშვება მოექცა ჩიხში. მიუხედავად მისი ძლიერი 1400 და 2100 დპი სიჩქარის მქონე მექანიკური მაუსებისა, მათ დაკარგეს ძალა ბაზარზე, რადგან სხვა კომპანიებმა დაიწყეს ოპტიკური მაუსების გამოშვება. The Diamondback Plasma 2004 წელს, როდესაც ოპტიკური მაუსისათვის ყველაზე მაღალ რეზოლუციას წარმოადგენდა 800 წერტილი დიუმზე (დპი), Razer-მა გამოუშვა მაუსი სახელწოდებით Viper 1000 წერტილით დიუმზე და დაუბრუნდა ბაზარს. მას მოჰყვა 1600 დპი სიჩქარის მქონე ოპტიკური მაუსი, სახელად Diamondback, რომელმაც მოიპოვა უდიდესი სახელი (მათ შორის gamespot’s 2004 წლის აქსესუარის ტიტული). ამის შემდეგ გამოვიდა Diamondback-ის განახლებული ვარიანტი, სა ჰქონდა უფრო მგრძნობიარე კლავიშები და ანათებდა ლურჯად, სახელად Diamondack Plasma Limited Edition. სერიული გამოშვება იყო რამდენიმე ათასამდე.მომდევნო 4 წლის განმავლობაში Razer-მა განავრცო მაუსების სპექტრი და დაამატა კლავიატურები, აუდიო აქსესუარები, მაუსის დასადებები და ეფექტურად ვითარდებოდა ბაზარზე თავის სეგმენტში, კერძოდ: 2005 - Razer Copperhead, მსოფლიოს პირველი ლაზერული გეიმერული მაუსი 2000 დპი სენსორით. 2006 - Razer დაჯილდოვდა Red Dot Awards-ისგან პროდუქტის დიზაინისთვის. Razer Tarantula კლავიატურა. Razer-ის R&D ჯგუფმა Microsoft-თან ერთად გამოუშვა მაუსი სახელად Microsoft Habu. Razer Barracuda პირველი გეიმინგ ყურსასმენი 5.1 აუდიო სისტემით Razer Razer Deathadder პირველი ერგონომიული გეიმინგ მაუსი. 2007 - Razer Lachesis პირველი მაუსი 4000 დპი ლაზერული სენსორით. Belkin n52 Tournament Speed edition Speedpad. Razer Lycosa კლავიატურა. Razer Piranha გეიმინგ ყურსასმენი. 2008 - Razer Mako 2.1 იმ დროისათვის ყველაზე განვითარებული დესკტოპის დინამიკები THX ტექნოლოგიების გამოყენებით. Razer Goliathus Gaming Mat მაუსპედი Razer Megalodon ყურსასმენი 2009 - Razer Mamba უკაბელო მაუსი Razer Sphex მაუსპედი Razer Orochi უკაბელო მაუსი Razer Kabuto მაუსპედი StarCraft II mouse, keyboard, headset Razer Naga მაუსი Razer Megasoma Razer Deathadder განახლება Razer Imperator მაუსი Razer Abyssus მაუსი 2010 - Razer Vespula მაუსპედი Razer Onza Razer Chimara Razer & Blizzard უშვებს StarCraft II პერიფერიალებს TRON პერიფერიალები Razer Lachesis განახლება 5600 დპი და 3.5G ლაზერული სენსორი Razer BlackWidow მექანიკური გეიმინგ კლავიატურა Razer Switchblade პორტაბელური გეიმინგ მოწყობილობა :dwarf:
    1 point
  13. http://www.myvideo.ge/index.php?user_id=49083 პირველ ქართულ ვიდეო პორტალ MyVideo.Ge-ზე გაიხსნა OverClockers.Ge-ს არხი. არხსე განთავსებულია ვიდეო-ბითები სხვადასხვა პროდუქციის მიმოხილვის შესახებ და რაღა თქმა უნდა OC ვიდეობი რომელიც სხვასასხვაა Team-ის მიერ არის ჩატარებული. თუ გსურთ რომ თქვენი ვიდეო განთავსდეს არხზე, მაშინ ბითი აქაჩეთ რომელიმე ქართულ სერვერზე, ხოლო შემდეგ ყოველგვარი საავტორო უფლების დაცვით განთავსდება ჩენელზეც. (ვიდეოს ლინკი დაწერეთ ფორუმზე, ან მომწერეთ PM) © Dav1d_G
    1 point
  14. დღეს დიდი დღეა როგორც იქნა თიმის წევრებმა მოვიცალეთ და პატარა ტესტირება ჩავუტარეთ თიმის ახალ სისტემას X79 ჩიპსეტზე ტესტირება მოთელვა იყო და ძირითადად მოვსინჯეთ წYლის გაგრილებაზე i7 3930K შესაძლებლობები ტესტირებაში ვმონაწილებდით ANuB1S, Inferno, სოსო და Nikki ალბათ იცით ან არი იცით რომ თიმმა შეიძინა ახალი საბენჩაო სისტემა სატესტო სისტემა: პროცესორი: i7 3930K http://ark.intel.com/products/63697/Intel-Core-i7-3930K-Processor-(12M-Cache-3_20-GHz) დედა დაფა: P9X79 PRO http://www.asus.com/Motherboards/Intel_Socket_2011/P9X79_PRO/ ოპერატიული მეხსიერება: G.SKILL Ripjaws X 1600MHz Cl6-8-6-24 8GB kit კვების ბლოკი: Enermax Revloution 1050W http://www.enermax.com/home.php?fn=eng/product_a1_1_1&lv0=1&lv1=7&no=5 და წYლის გაგრილების სისტემა: XSPC Rasa 750 RX240 http://www.frozencpu.com/products/14182/ex-wat-181/XSPC_Rasa_750_RX240_Universal_CPU_Water_Cooling_Kit_w_RX240_Radiator_and_Free_Kill_Coil.html ჩვენი სისტემის სურათები: დედიკო პროცესორითურთ წ#$%ს სისტემა საბრძოლო მდგომარეობაში ვიდეო დაფას არ ვიმჩნევთ ქულერის სამაგრები კუსტარულია საბოლოო ჯამში წ#$%ს გაგრილების სისტემით პროცესორმა გაიარა ბენჩები 6 ბირთვით და 12 ნაკადით 5200MHz სიხშირეზე 1.62 ვოლტი ბიოსიდან ხოლო ვინდოუსში CPU-z პროგრამა 1.6 ვოლტს გვაჩვენებდა. ტემპერატურა დატვირთვაზე 80 გრადუსს აღწევდა რაც წ#$%ს გაგრილების დამსახურებაა რომელსაც აშკარად ძალიან კარგად ეჭირა თავი. ეხლა კი თავად ტესტის შედეგები Wprime 32M ტესტი 3.356 წამი საქართველოს ახალი რეკორდი Fritz Chess 27752 საქართველოს ახალი რეკორდი 3Dmark Vantage CPU ქულა 51213 უკეთესი ვიდეოს მოლოდინში და 3Dmark 06 პრინციპში საკმაოდ კარგი CPU ქულით 11628 თუმცა მე მეტს ველოდი, შესაძლოა ახალ დაინსტალებულმა XP-მ მოგვცეს დღეისათვის სულ ეს იყო იმედია მალე ახალ შედეგებს და რეკორდებსაც ვიხილავთ
    1 point
  15. მე MSI და ზოტაკის მოდელებს ვენდობი ყველაზე მეტათ, მარტო მერე მოდიან EVGA,გიგაბიტები და კიდე რამდენიმე ბრენდი, მათ შორის ასუსის არარეფერენსებიც
    1 point
  16. შენ მოხვედი მაინც და მე მოვცურე :D
    1 point
  17. ჩემ ნაცნობს ვაყიდინე ეგეთი და მაგიტომ გითხარი შენც. აქ არამგონია მაგ ფასად იყიდო, მითუმეტეს მაღაზიაში.
    1 point
  18. მიშას ვეთანხმები! https://www.amazon.com/dp/B004H8FNEE/ref=as_li_ss_til?tag=lensgearblogs-20&camp=0&creative=0&linkCode=as4&creativeASIN=B004H8FNEE&adid=1FHEMWJ64ZHW102GGKPJ& და ესეც კარგია https://www.amazon.com/dp/B004NBZ8DQ/ref=as_li_ss_til?tag=lensgearblogs-20&camp=0&creative=0&linkCode=as4&creativeASIN=B004NBZ8DQ&adid=007N09N2Z11SGXDS9SPP&
    1 point
  19. მადლობა, თემას +1.. რაღაც უმნიშვნელო ცვლილებები შევიტანე, მაგრამ პირველ ჯერზე მართლაც საკმაოდ კარგი მიმოხილვაა, მხოლოდ ცოტა მეტი ტექსტი და გაფორმება, დანარჩენი დროის საკითხია. :)
    1 point
  20. ხო მეც 660 მაინტერესებს წესით 570-ს უნდა აჯობოს და სადღაც 250 დოლარი ღირდეს + ძალიან გრილი და ეკონომიური უნდა იყოს ამ 670-ს რაც შეეხება მართლა მაგარია და ფასი დღეისთვის მართლაც საუკეთესო აქვს მოკლედ ახალი თაობის ვიდეოები ძალიან მაგარია პროცესორებმა კიდ მაგრად ჩაისვარეს
    1 point
  21. ეშლის ბაბუაც და მისი მთელი ოჯახიც! :shuatiti:
    1 point
  22. ბოდიში მაგრამ მზე ერთია :)
    1 point
  23. ისე ვინც ბენჩმარკებს არ დასდევს ვერ ვხვდები რატო ყიდულობენ 2600 სერიას რა თავში სახლელად გინდათ ჰაიპერთრედინგი 2500K ყველაფერში საკმარისზე მეტია
    1 point
  24. გამოჩნდა Radeon HD 7950 ვიდეობარათის უჩვეულო ვერსია A795 Fire Hurricane, რომელიც VGA-BIOS-ის არცთუ ისე რთული მანიპულაციების საშუალებით, იქცევა სრულფასოვან Radeon HD 7970-ად. მისი დონის მისაღწევად კი, აღნიშნულ პროდუქტს არ ჰყოფნის ოთხი გამორთული GCN Compute Unit (256 შეიდერი, 16 TMU) და რამდენიმე ათეული მეგაჰერცი. თუმცა, მისთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ Cooper Bussmann დროსელებსა და DirectFET კორპუსში მოთავსებულ ტრანზისტორების მქონე, (5+1)-არხიანი კვების ქვესისტემის არსებობას. ზემოაღნიშნული პროცედურის განხორციელება, როგორც მოგახსენეთ, მარტივია. სურვილის შემთხვევაში, ისედაც აჩქარებულ A795 Fire Hurricane-ისთვის პრობლემას არ წარმოადგენს მიაღწიოს უფროსი თანამოძმის დონეს, რისთვისაც საკმარისია მხოლოდ 880/5000-ის შეცვლა 925/5500მჰზ-ად - ბირთვსა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. Windows-ში, 3D-ტესტებში, შესაძლებელია 1125/6300 მჰზ და უფრო მაღალი მაჩვენებლების 'გამოწურვა', რაც საკმაოდ ღირსეუულად გამოიყურება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ასეთი ბარათები მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის არის ხელმისაწვდომი. თუ Nvidia მაინც მოახერხებს GeForce GTX 680 და GTX 670-ების მასიური წარმოების მოგვარებას, მაშინ არ არის გამორიცხული, AMD დაუბრუნდეს დროით გამოცდილ, მარკეტინგულ სვლას - განბლოკვის შესახებ. http://overclockers.ua
    1 point
  25. ვერ ვეგუები ამ ახალ დიზაინს
    1 point
  26. აუ ძაან მაგარია, სააღოლ ნიკა, საბოლო შედეგი არ გამოგვაპაროთ :D
    1 point
  27. ესეც ახალი რეკორდები [*] inferno, სოსო - P58673 - 2X HD 7970 @ (1230/1730)/i7 3930K 3.2GHz @ 5000MHz | Photo . [*] inferno, სოსო - 38853 - 2X HD 7970 @ (1230/1730)/i7 3930K 3.2GHz @ 5000MHz | Photo .
    1 point
  28. 768MB-ი ვერსიაც ჯობია 275-ს ნეტა? კარგი გამოდის ფასს უნდა დავუწიო თორემ არ გაიყიდება..
    1 point
  29. ეგრევე მთავარ მისიებს თამაშობ ალბათ და მაგიტო გიჭირს მაგ დრაკონს ვერაფერს უზამ :დ მაშინ დაადე თავი სადმე სხვა მიმართულებით და იქნება დაბრუნებისას აღარ დაგხვდეს :D
    1 point
  30. ამ ხერხით მოქმედებს ყველა საიტის დასაბლოკი პროგრამა (მაგალითად ამაზე წინათ რო იყო გახსნილი თემა პროგრამა რო იყო საიტის დასაბლოკერი) იმ პროგრამაში უთითებ რომელ საიტიც უნდა დაიბლოკოს და მერე ეს პროგრამა ამ ფაილში წერს ისევ იმ საიტს რომელიც უნდა დაიბლოკოს.
    1 point
  31. მაგარი სურათებია ბიჭებო!!!!!!!! ეს მაქს 10 წუთის წინ გადავიღე
    1 point
  32. მოკლედ არ გამოვიდა ისეთი როგორიც მინდოდა და უკან ფოთოლაზე ფოკუსი კარგად არაა გასწორებული
    1 point
  33. ზორი მიშ, არ მეცალა ეს დღეები და ვერ გნახე კიდევ იქნება მასწავლოთ ISO-ს სწორი ხმარება რაც მეტია, თითქოს და უფრო "ფერადი" გამოდის სურათი
    1 point
  34. მიშა კაი სურათები გადაგიღია,რა ლინზას ხმარობდი?
    1 point
  35. დღეს ცოტა გავიმაიმუნე
    1 point
  36. 1 point
  37. მადლობა ჩამოვიდა ჩემი ცუნცულები Hoya ND Filter JVC XX (Xtreme Xplosives)
    1 point
  38. თვალებიდან ვერ ვიყურები ასე მკვეთრად
    1 point
  39. დალევის რა გითხრათ (არ ვსვავ), მაგრამ ექსკურსიაზე თუ მოვახერხე წამოვალ
    1 point
  40. ნაგავი საიტია 9500ებს ზოგჯრ რეკომენდირებულს უწერს ძლიერ თამაშზე და გტხ260 ებს არა მეხსიერების რაოდენობით საზღვრავს მოკლედ მაგარი ნაგავი საიტია და ასაპინი ნაღდად არ არის მაგას ჯობია აქ გახსნან თემა და უფრო განათლებული წავიდნენ :yes:
    1 point
  41. "როგორც იქნა ციტადელის კონსულმა ირწმუნა, რომ რიპერები - მანქანათა უძველესი რასა მართლაც არსებობს და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მთელი გალაქტიკისათვის. პანიკის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი მოღალატე სპექტრს (სარენს) დაბრალდა, მეთაური შეპარდი კი გეთებთან საბრძოლველად გაგზავნეს. ერთი შეხედვით ყველაფერი დასრულდა... ...მაგრამ მათთვის, ვინც სიმართლე იცის, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება..." ერთ-ერთი სადაზვერვო მისიისას ჯერ კიდევ უცნობი (და ახალი) მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით ანადგურებს Normandy-ს, შეპარდი კი ღია კოსმოსში გაგლეჯილი სკაფანდრით აღმოჩნდება... BioWare ზუსტად მისდევს დაგეგმილ გრაფიკს, არ გვიგვიანებს თამაშებს... ME2-ის სიუჟეტიც ისე განავითარეს, რომ მოთამაშეს მეორე თამაშში შეუძლია "შეიყვანოს" პირველი თამაშის პროფილი (რომელსაც სამწუხაროდ მცირედ, მაგრამ მაინც აქვს გავლენა ME2-ისსიუჟეტზე) და ამასთან მაინც შეცვალოს შეპარდის გარეგნობა. რათქმაუნდა, შეპარდი ხომ ღია კოსმოსში აღმოჩნდა, ფაქტობრივად მოკვდა და თავიდან "ააწყვეს", ასე რომ რა გახდა ერთი პლასტიკური ოპერაცია?... და იცით რამდენი წელი გავიდა ME1-სა და ME2-ს შორის თამაშში? ზუსტად იმდენი, რამდენიც რეალობაში - 2 წელი და "რამდენიმე" თვე... ასეა თუ ისე, შეპარდი ადამიანთა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "Cerberus"-მა "აღადგინა მკვდრეთით" და დაიქირავა იმისთვის, რომ განადგურების პირას მიყვანილი კაცობრიობა გადაარჩინოს. თურმე ნუ იტყვით და იმ 2 წლის მანძილზე, რაც შეპარდმა "საიქიოში" გაატარა, ვიღაც უცნობი მტერი პირწმინდად ანადგურებდა ადამიანთა კოლონიებს სხვადასხვა პლანეტებზე. შეპარდის ძველი გუნდის წევრები (ვინც თავად შეპარდისვე "წყალობით" არ იქნენ მოკლულნი ME1-ის მიმდინარეობისას) სხვადასხვა საქმით არიან დაკავებულნი, მაგალითად ეშლი/კეიდანი დაწინაურდა და ალიანსის სამხედრო ძალებზე მუშაობს, ვრექსი მშობლიურ ტუჩანკაზე ცდილობს კროგანთა კლანების გაერთიანებას, თალი მიგრაციულ ფლოტშია, ლიარა შედოუ ბროკერზე მუშაობს პლანეტა აილოსზე, გარუსი კი ისე გაუჩინარდა, რომ თვით ცერბერუსმა და მისმა მეთაურმა - Illusive Man-მაც ვერსად მიაგნო... ასე რომ შეპარდმა უნდა შეკრიბოს ახალი გუნდი... მოდით, გავეცნოთ თითოეულ მათგანს... 1. ძლიერი სუსტი სქესი... ანუ მირანდა ლოუსონი. ბიოტური ძალებით და შესანიშნავი სხეულით დაჯილდოებული ქალი, რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა ტირანი მამის ხელში. შეპარდის მარჯვენა ხელი. პრობლემები აქვს მამასთან, რომელსაც თავის ტყუპისცალ დას უმალავს, რათა მამამისმა ისიც არ "სრულყოს" ბიოტური, ან სხვა რამ შესაძლელბობებით... http://www.youtube.com/watch?v=ZcOYVImLCIw 2. "ის შავი კაცი ვიღა იყო?" ანუ ჯეიკობ ტეილორი. ჯეიკობი ალიანსის ფლოტის ყოფილი წევრია, გარკვეული მიზეზების გამო ცერბერუსს შეუერთდა. ისიც ბიოტურია და საკმაოდ უღიმღამო პერსონაჟი გახლავთ. მასაც აქვს პრობლემები მამასთან, უფროსწორად, მანამ ქონდა, სანამ მამამისის სატვირთო ხომალდთან ერთად გაქრებოდა... და როცა ტეილორ-უფროსი კვლავ გამოჩნდა, პრობლემებიც გაგრძელდა... საერთოდ ოჯახური პრობლემები დღევანდელობაში ჩვეული ამბავია და თამაშის შემქმნელები ამას საკმაოდ ოსტატურად იყენებენ Mass Effect 2-ში... 3. "ვებრძოლო მოღალატე სპექტრს და ამისათვის არავინ პასუხი არ მომთხოვოს? მგონი ეს დაცვაში მუშაობაზე საინტერესოა!" ანუ გარუს ვაკარიანი როგორც ჩანს სომხებმა ME2-შიც ბლომად ჩაყარეს ფული და მოსომხო გვარის მქონე ტურიელი აქაც ძირითად შემადგენლობაშია. შეპარდის სიკვდილის შემდეგ გარუსმა გადაწყვიტა მარტო შებრძოლებოდა უსამართლობას და თავისი საქმეების გამო „Archangel“-ის, ანუ „მთავარანგელოზის“ სახელიც დაიმსახურა. რათქმაუნდა როდესაც მოთამაშე შედის კუთხეში მომწყვდეული „მთავარანგელოზის“ სამყოფელში და ხედავს ტურიელის უნიფორმაში გამოწყობილ, ჯერ კიდევ ჩაფხუტიან მებრძოლს, თავში ძალაუნებურად გაუელვებს აზრი „ტურიელის ფორმა, ალბათ გარუსი იქნება“ და ასეთი მოთამაშე მართალიც იქნება. ერთი სიახლე, რაც გარუსს ამ თამაშში დაემატა, დაჩეხილი სახეა. შეპარდი ირონიულად აღნიშნავს კიდეც „გარუს ყოველთვის მახინჯი იყავი და ორიოდე ნაკაწრი ვერაფერს დაგაკლებს“. ხასიათი უცვლელია - სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა და თავშეკავებული (რამდენადაც ეს შეიძლება) მრისხანება. 4. "წესდებით მე შენ გემსახურები. შენი არჩევანი ჩემი არჩევანია, შენი მორალი - ჩემი მორალი. შენი სურვილი - ჩემი წესდება. მაგრამ ზღვარს თუ გადახვალ, მოგკლავ", ანუ სამარა. სამარა გახლავთ ასარის „ჯუსტიკარი“, ანუ სპეცაგენტი, რომელიც ბიოტური თვისებებითაა დაჯილდოებული. „ბიოვეა“ ვერ ეშვება ძალად-მომხიბვლელი ლურჯი ქალებით თამაშის გაძეძგვას და ამჯერად გვთავაზობს 40 წლის შეხედულების მქონე (ადამიანური საზომით) არც ისე სიმპათიურ „დეიდას“ შინდისფერ კოსტუმში, რომელიც მრისხანებისას ისე ალდება ლურჯად, როგორც ჰადესი დისნეის მულტფილმ „ჰერკულესიდან“. ყველა "სიკეთესთან" ერთად სამარა საკუთარ მანიაკ შვილს დასდევს მოსაკლავად. და რაღათქმაუნდა მდარე ხარისხის სერიალების მსგავსად, Mass Effect 2-შიც ვხვდებით ქალების ჩხუბს: სხვათაშორის შეპარდს შეუძლია სამარა მოაკვლევინოს. ამ შემთხვევაში მის ადგილს მორინთი დაიკავებს... 5. "გალაქტიკის ბედუინი", ანუ Tali’Zorah Vas Nemaa/Vas Normandy Nar Rraya თალი - ძველი გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ახალ გუნდშიც შევიდა. სანამ შეპარდი საიქიოში მოგზაურობდა, ქუარიელმა თავის ქვეყანაში, უფროსწორად, „მიგრაციულ ფლოტში“ დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა როგორც ჩანს შეპარდთან გატარებულმა დრომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თალიზე და ისიც კვლავ ძველ მეთაურს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ თალი’ზორა აღმოსავლელი ქალის იერს ატარებს, შეიძლება არა გარეგნულად (თუმცა ორნამენტებით შემკული თავსაფარი და მორთული კოსტუმი ზუსტად აღმოსავლეთისკენ გვახედებს), არამედ შინაგანად. თანაც მისი აღმოსავლური აქცენტი... დაუვიწყარი პერსონაჟია ჩემი აზრით. http://www.youtube.com/watch?v=F3hvhw-FGwQ კინაღამ დამავიწყდა! როგორც იქნა ვიხილეთ, როგორ გამოიყურება მომთაბარე ქუარიელების ფლოტი: 6. "არ მადარდებს სად ვიბრძოლებ, მთავარია ვიბრძოლო", ანუ გრანტი. გრანტი კროგანია, მხედართმთავარ ოკირის მიერ სინჯარაში გამოყვანილი „ბავშვი“, „სრულყოფილი“ კროგანი. რათქმაუნდა როგორც მისი რასის ყველა დანარჩენი წარმომადგენელი, გრანტიც აგრესიული და ფიცხია, თუმცა მეტ-ნაკლებად შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი. საერთოდ იგი სულით ხორცამდე მეომარია - აღნაგობით, ხასიათით, სიცოცხლისუნარიანობით... მაგრამ სამწუხაროდ ფიქრი არ სჩვევია... http://www.youtube.com/watch?v=W9m-1JMfwmk 7. "ჩვენ არ გვაქვს შიშის გრძნობა, მაგრამ ვიცით, როგორ მოქმედებს ეს გრძნობა თქვენზე", ანუ ლეგიონი. ლეგიონი (Legion) - შეპარდის გუნდში ალბათ არცერთი რასის წარმომადგენლის გამოჩენა არ იყო ისეთი მოულოდნელი, როგორც გეთის. რათქმაუნდა გეთი სინთეტია, ან თუ გნებავთ უბრალო რობოტი და ამიტომ ცოტა არ იყოს „გონებაშეზღუდულია“ - მანქანასავით აზროვნებს და საუბრობს. როგორც მოგეხსენებათ, გეთებს ინდივიდუალური აზროვნება არ აქვთ, გამონაკლისი არც ლეგიონია, მასში 1184 გეთის ცნობიერებაა გაერთიანებული და ალბათ ამიტომ საკუთარ თავზე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს. ცხადია თავის საკუთარ სახელადაც „გეთი“ მიაჩნია, ამიტომ ხომალდის რობოტი სთავაზობს მას ახალ სახელს - „ლეგიონს“. იგი ბიბლიიდანაა აღებული - „სახელი ჩუენი ლეგიონ არს, რამეთუ ვართ ბევრნი". ასეა თუ ისე, კონკრეტულად შეპარდის დაქვემდებარებაში მყოფი გეთის „სხეული“ სხვათაგან მაინც განსხვავდება - ლეგიონს მკერდი აქვს გაგლეჯილი და „ჭრილობას“ შეპარდის მსგავსი, “N7” ჯავშნის ნაწილები უფარავს. სხვათაშორის საინტერესოა ლეგიონის შექმნის რეალური ისტორია - თამაშის შემქნელებს გაუჩნდათ „განსხვავებული“ გეთის შექმნის იდეა, რომელიც მოთამაშისთვის რაიმე, მისთვის ნაცნობი კომპონენტით იქნებოდა აღჭურვილი და მხოლოდ თამაშის შექმნის ბოლო სტადიაზე გადაწყდა ლეგიონის შეპარდის ძირითად შემადგენლობაში ჩართვა. ესეც ლეგიონის "საიდუმლო" თვისება - ცეკვა: გეთს მიმიკებიც აქვს: რაც მას უფრო "ადამიანურს" ხდის. 8. "მე ხალხს ვეხმარები, კარგებს ვკურნავ, ცუდებს - ვკლავ. ორივე მეთოდი დახმარებაა", ანუ მორდინ სოლუსი. თუ სალარიელების სამშობლოში არის სამეგრელო, მაშინ მორდინი უთუოდ მეგრელია. სხვა თანამოძმეებისგან განსხვავებით აქვს ყავისფერი კანი და ქალის ტუჩები (არა, კაცია აშკარად). აკლია მარჯვენა ყური, ანტენა თუ კოპი (რაცაა მოკლედ). გახლავთ ტექნოლოგიების ექსპერტი, ზომიერად ემოციური, წელში კითხვის ნიშანივით მოკაკვული კვერცხისმდებელი არსება, რომელსაც აწუხებს წარსულის ცოდვები, კონკრეტულად კროგანების გენოფაგზე (თუ გენოციდზე) მუშაობა. ცდილობს შექმნას ანტი-გენოფაგი, თუმცა მისივე თქმით „პირველმნიშვნელოვანია კოლექტორების დამარცხება, არა გენოფაგის საწინააღმდეგო ფორმულის გამოყვანა“. 9. "ვინმეს თავს თუ გავუხეთქავ შეშინებული ბავშვიდან უმალ სასტიკ მკვლელად ვიქცევი. იდიოტები", ანუ ჯეკი. ჯეკი. ქალი. ალბათ „ჟაკლინი“ ქვია. ცერბერუსის მიერ გენმოდიფიცირებული „სუბიექტი ზერო“, რომელსაც ბიოტური თვისებები შესძინეს. ჯეკს ნევროზი, მრისხანება, მერყეობა და თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი სხვა „სიკეთეები“ უხვად აქვს, ალბათ ამიტომ სძულთ იგი გეიმერებს - ისინი მასში საკუთარ თავს ხედავენ. ქვეშეცნეულად და არა გააზრებულად. 10. "არ შეიძლება პიროვნება განსაჯო მხოლოდ მისი ნამოქმედარის მიხედვით", ანუ თეინ კრიოსი. დროლი. დიახ, ახალი რასის წარმომადგენელი. სხვათაშორის ამ რასის უცხოპლანეტელები Mass Effect 2-ში მხოლოდ ორნი არიან - თეინი და მისი გზას აცდენილი შვილი. კრიოსი ამფიბიაა, ლაყუჩებით და აპკიანი თითებით ხვლიკს წააგავს, ელეგანტურ ქერცლიან კოსტუმშია გამოწყობილი და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა, ამასთან ღრმადმორწმუნეა (მართალია მართლმადიდებელი არ არის, მაგრამ მაინც). იგი უკურნებელი სენითაა დაავადებული, წელიწადზე ნაკლები სიცოცხლე აქვს დარჩენილი და ცდილობს ეს დრო სამყაროს ბოროტებისგან გასასუფთავებლად გამოიყენოს. არატიპიური პერსონაჟია მკვლელისთვის, ვიტყოდი, რომანტიულიც კი. გეთანხმებით, მკვლელისთვის უჩვეულო ტიპაჟია და ალბათ სწორედ ეს იზიდავს მოთამაშეებს მასში. თუმცა თეინით გამოწვეული აღფრთოვანება თუ დაინტერესება აღფრთოვანებად რჩება - მოთამაშეს მოსწონს ის, რაც თავად არ არის და არ ცდილობს იყოს ისეთი, როგორიც კრიოსია, ურჩევნია პირდაღებული მიაშტერდეს მწვანე ხვლიკს, სინამდვილეში კი ჯეკის ან გრანტის მსგავს პიროვნებად რჩება... ან უკეთეს შემთხვევაში - გარუსის მსგავს პიროვნებად. http://www.youtube.com/watch?v=ojEyt0t2Rog&NR=1 11. კომიკური გადახვევა, ანუ ჯოკერი. ხომალდის მფრინავი ჯეფ მორო, იგივე ჯოკერი არ გახლავთ ME-ს "ძირითადი შემადგენლობის" წევრი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ იგი არ გახლავთ მებრძოლი და მფრინავის სავარძელში მოკალათებულს ურჩევნია საქმის კეთება, ჯოკერმა მაინც მოახერხა თამაშის ფანების გულების დაპყრობა და ME 2-ის ერთ-ერთ ეპიზოდში მოთამაშე მასაც მართავს. ყველა სიკეთესთან ერთად Normandy-ს კატასტროფისას ჯოკერი ექიმ ჰაუსივით დაკოჭლდა და წელშიც მოიხარა. მორო ვერ იტანს ხომალდის ხელოვნურ ინტელექტ EDI-ს, რომელსაც ახალი ნორმანდიის მთავარ ნაკლად მიიჩნევს და ერთ-ერთ მომენტში ეუბნება კიდეც „Daisy Bell"-ის სიმღერას თუ დაიწყებ მერე კარგად იქნება ჩემი საქმეო. ცხადია ეს “Bioware”-ს მორიგი გონებამახვილობაა - სწორედ ამ სიმღერას მღეროდა ფილმ “2001: A Space Odissey”-ში ხომალდის ჭკუიდან გადასული ხელოვნური ინტელექტი. http://www.youtube.com/watch?v=RI478oOWHes იმისთვის, რომ მოთამაშემ არ მოიწყინოს, BioWare-მა რამდენიმე ახალი რასა მიუმატა თამაშს. ესენია: პრიმიტიული ვორჰა, რომელიც ბრძოლის მეტს არაფერს აკეთებს და მხოლოდ Blood Pack, ან კიდევ სხვა დაქირავებულ მებრძოლთა ბანდფორმირებებშია გაწევრიანებული. აქვთ რეგენერაციის უსწრაფესი სიჩქარე. ოთხთვალა ბატარიელები, რომლებიც ვორჰაზე ოდნავ მეტად განვითარებულნი არიან, რადგან ცოტა უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და ბევრი მათგანი Blue Suns დაჯგიფებაშია გაწვრიანებული, რომელიც Blood Pack-ზე უკეთესია სხვათაშორის. დროლები, როგორც უკვე ვახსენე, თეინი და მისი ვაჟი. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს საკმაოდ კარგი რობოტოტექნიკა: დიდი - YMLR Mech და პატარა LOKI Mech, გარდა ამისა თამაშში არის ოთხფეხა რობოტებიც, FENRIS Mech. ყოველი მათგანი საკმაოდ კარგად არისგაკეთებული, განსაკუთრებით LOKI, რომელიც დაზიანების შემთხვევაში ან მიწაზე დახოხავს "წელში" გაწყვეტილი, ან ცალხელა დადის, ან სულაც უთავო... იმის მიუხედავად, რომ თამაშში გეთებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს, ლეგიონის წყალობით შეგვიძლია ახალი ინფორმაცია მივიღოთ ამ რასის შესახებ. თურმე გეთებს სამოქალაქო ომი აქვთ გაჩაღებული. მათი ერთი დაჯგუფება რიპერებს თავის ღმერთებად აღიარებს, რასაც მეორე, საღად მოაზროვნე ნაწილი არ ეთანხმება და პირველთ "ერეტიკოსებს" ეძახის. გარდა ამისა გაირკვა, რომ გეთებს ინდივიდუალური ცნობიერება არ გააჩნიათ, მათი ცნობიერება და ინტელექტი სპეციალურ "ბანკში" ინახება: და იტვირთება "მობილურ პლატფორმებში" (თავად ლეგიონი სწორედ ამ ტერმინს იყენებს), რომლებსაც შემდეგ მოთამაშე ებრძვის. BioWare-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გეთები ტრილოგიის სამივე ნაწილის განუყოფელი შემადგენელი იქნება. იმედი მაქვს, ME3-ში გეთები და სხვა რასები ბოლოსდაბოლოს გამონახავენ საერთო ენას. და რაღათქმაუნდა მთავარი მოწინააღმდეგე - კოლექტორები. ეს მწერისმაგვარი რასაა, ფრთოსანი, დიდად უშნო და არც ისე ძლიერი სხვათაშორის. თამაშის მსვლელობისას ირკვევა, რომ კოლექტორები იგივე პროთეელები არიან, რომლებიც რიპერებმა დაიმონეს და გენეტიკურადაც შეცვალეს. ახლა კოლექტორები რიპერების ყურმოჭრილი მონები არიან და გალაქტიკის ცენტრში, უზარმაზარ კოსმოსურ ბაზაზე ცხოვრობენ: გალაქტიკის ამ ნაწილში მოხვედრა მხოლოდ Omega 4 სადგურის გავლით შეიძლება, რომელიც სხვა სადგურებისგან განსხვავებით, წითელ ძალურ ველს ქმნის: შემდეგ კი სიუჟეტი გულახდილად რომ ვთქვა, ბანძდება. კოლექტორების ბაზაზე შეპარდს ხვდება "ადამიანი-რიპერი", აი ისიც: და მოკლედ, ნუ გამალანძღინებთ ამ ოქრო-თამაშს სიუჟეტის ჩავარდნის გამო რა ----------------------------------------------------------------------------------- შეფასებას რაც შეეხება... 1. სიუჟეტი. კარგად არის დამუშავებული, ბოლოში ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით. სამწუხაროდ ME1-ის "ხილვებთან" ერთად გაქრა ერთგვარი იდუმალება. სხვათა შორის ერთ-ერთი "მეორეხარისხოვანი" მისიის შესრულებისას "ხილვა" ისევ ჩნდება, მაგრამ ამჯერად ხილვაში კოლექტორიცაა ჩართული, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ პროთეელებმა იცოდნენ რაც ელოდათ... აი ვიდეოც: http://www.youtube.c...h?v=mJdQXiVWTAo სიუჟეტი ისეა განვითარებული, რომ ციტადელის კონსულზე ბევრი აღარაფერია დამოკიდებული (ანუ სულ ერთია შეპარდმა გადაარჩინა ისინი თუ არა პირველ თამაშში). საბედნიეროდ არის კიდევ ერთი სიახლე - არ არის აუცილებელი, რომ შეპარდმა მოიგოს თამაშის დასკვნითი ბრძოლა. თამაშის შედეგი პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ერთგული და კარგად აღჭურვილი მებრძოლები (და ხომალდიც კი) ყავს შეპარდს. ეს სიახლე რომ არა, 5 ქულის მეტი არ ეკუთვნოდა სიუჟეტს, მაგრამ ახლა 7 ქულას ვწერ. 2. გეიმპლეი. გეიმპლეი აშკარად დაიხვეწა, როგორც HUD, ასევე სწრაფი წვდომის მენიუ, საიდანაც არამხოლოდ გუნდის მეომრების ძალების გამოყენება, არამედ მათი შეიარაღების მართვაც შეგიძლიათ. გარდა ამისა სასიამოვნო სიახლეა იარაღებისთვის შეზღუდული საბრძოლო მარაგი, უფროსწორად "თერმული კაფსულები". მარაგი შეუზღუდავია, მაგრამ იარაღის მიერ გამოყოფილი სითბო თერმულ კაფსულაში აკუმულირდება და მათი არქონის შემთხვევაში ვერც გაისვრით . გაუმჯობესდა დეკოდირების სისტემაც, რომელიც უფრო ლოგიკურ თამაშს დაემსგავსა. ტაქტიკას რაც შეეხება, აქაც არის რამდენიმე სიახლე, შეპარდს შეუძლია პლანეტის სკანირება, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით - სკანერს ატარებთ პლანეტის ზედაპირზე და საჭირო მომენტში გაისროლოს ქიმიური ელემენტის მომპოვებელი ზონდი. გარდა ამისა შეპარდს აღარ უწევს იარაღის ყოვლად გაუგებარი გაუმჯობესებების გამოსაყენებლად სპეციალურ მენიუში შესვლა - იარაღის სხვადასხვა ამუნიცია ახლა პერსონაჟის "ძალებში" შედის. გარდა ამისა აღარაა საჭირო თითოეული პერსონაჟისთვის ინდივიდუალური უნიფორმის შეძენა - გაუმჯობესებები ავტომატურად ეხება ყველას. გეიმპლეი აშკარად 10 ქულას იმსახურებს. 3. გრაფიკა-ოპტიმიზაცია. აქაც 10 ქულას ვწერ, რადგან გრაფიკა გაუმჯობესდა და ჯღან-ენდ კომპიუტერები მაინც საკმაოდ კარგად "ქაჩავენ" ახალ თამაშს. გარდა ამისა არსად გამქრალა (გაქრა კიარა უფრო გამძაფრდა) Mass Effect-ის განუმეორებელი ატმოსფერო. თუნდაც გეთების სადგურზე, თუნდაც ერთ-ერთ პლანეტაზე, სადაც მზის ზემოქმედებით ჯავშანი ხურდება და შიშხინს იწყებს, ასე გეგონება, თითქოს კანი გეწვისო! თუნდაც კოლექტორების ხომალდზე, რომელიც მართლაც მწერების უზარმაზარი ბუდეა! ასტეროიდზე გაშენებული ომეგა, რომელიც დიდ სანაგვეს ჰგავს... მოკლედ შედარებები უამრავია. ატმოსფეროთო და გრაფიკით მართლაც კმაყოფილი ვარ. ჯამური ქულაა 9. რაც შეეხება უფრო ტიტულოვანი საიტების შეფასებებს: Eurogamer - 10/10 Game Informer - 9.75/10 GameSpot - 9/10[69] GamesTM - 10/10 GameZone - 9.5/10 IGN - 9.6/10(US), 9.2/10 (UK), 9.3/10 (AU) Official Xbox Magazine - 9.5/10 (UK 10/10) PC Gamer UK - 90% PC Gamer US - 90% X-Play - 5/5 bit-tech.net - 10/10 Hardcore Gamer Magazine - 5/5 ცხადია ეს არ არის Mass Effect-ის შესაფერისი რევიუ, ის მეტს იმსახურებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩემს ძალებს აღემატება. გმადლობთ ყურადღებისთვის. P.S. სამწუხაროდ ყველა ვიდეო რატომღაც არ "ჯდება" პოსტში, ასე რომ თუ დაგაინტერესებთ, გადადით ლინკებზე.
    1 point
  42. ფორუმზე დახმარების განყოფილებაში ხშირად იხსნება ერთი და იგივე ტიპის თემები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინსტრუქციები / ტუტორიალები-ს განყოფილება, სადაც მათზე პასუხები მზადაა, ამიტომ გადავწყვიტე გავხსნა ეს თემა ამ განყოფილებაში და ყველას გთხოვთ, ვინც აპირებთ რაიმე პრობლემაზე თემის გახსნას, ჯერ ნახოთ არის თუ არა უკვე მსგავსი პრობლემის გადაჭრის გზები ახსნილი რა არის კომპიუტერი და რისგან შედგება ის (ზოგადად) Windows-ის ვერსიები, გადმოწერა და ინსტალაცია WINDOWS 7 გადმოსაწერი ბმულები Windows XP SP3 + windows ISO ფაილის ჩაწერა დისკზე windows 7 ის ჩაწერა და ინსტლაცია ფლეშკაზე როგორ დავაყენოთ Windows 7 – ფლეშკიდან windows XP ინსტალაცია ფლეშკიდან ორი Windows ერთად, MULTIBOOT 32x 64x bit ოპერაციული სისტემები ვირუსებთან დაკავშირებული პრობლემები: ვირუსებთან ბრძოლის ალტერნატიული გზები Kaspersky Rescue Disk არ იხსნება ლოკალური დისკები, არ ჩანს hidden ფაილები ანტივირუსების შედარება დრაივერები ATI Drivers Nvidia Drivers ამ თემას თანდათან შევავსებ ზოგადი ხასიათის ინსტრუქციების ლინკებით, ასე, რომ სანამ თემას გახსნით, ჯერ აქ შემოიხედეთ, და თუ თქვენი პრობლემა ემთხვევა რომელიმეს, სწრაფადვე მოაგვარებთ, ან შესაბამის თემაში განაგრძობთ შეკითხვებს
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.