Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 03/17/12 in all areas

  1. კომპანია SAPPHIRE Technology-ის კატალოგი შეივსო ვიდეობარათ Radeon HD 7970-ის კიდევ ერთი ვერსიით. რეფერენსული ვერსიისგან ის განსხვავდება ქარხნულ პირობებში გაზრდილი ტაქტური სიხშირეებით და ორი ფენის, სპილენძის რამდენიმე სითბური მილაკის მქონე, გაგრილების არასტანდარტულ სისტემა Dual-X-ით. მოდელმა მიიღო დასახელება OC Edition და გააჩნია BIOS-ის ორი მიკროსქემა, რომელთაგანაც ერთში ჩადებულია 950/1425 მჰზ მაჩვენებლები - ბირთვისა და მეხსიერებისთვის, ხოლო მეორეში კი - 1 გჰზ /1450 მჰზ. დამოუკიდებელი აჩქარების ექსპერიმენტებისთვის, მწარმოებელი გვთავაზობს საფირმო უტილიტა TriXX-ს, რომელიც იძლევა არამხოლოდ სიხშირეების, არამედ გრაფიკული პროცესორის ძაბვის შეცვლის საშუალებას, ტემპერატურის მატებაზე თვალ-ყურის დევნას და საჭიროების შემთხვევაში, ხრახნების ბრუნვების გაზრდას. ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია ოთხი ვიდეოგასასვლელი (DVI, HDMI და ორი mDP), რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ექვსი მონიტორის ერთდროული დაკავშირება. კომპლექტში აგრეთვე შესულია რამდენიმე გადამყვანი: mDP-DVI, HDMI-DVI, DVI-D-Sub და mDP-DisplayPort, CrossFire-ხიდი, 1,8 მ სიგრძის HDMI 1.4a კაბელი. მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ღირებულება. IXBT
    4 points
  2. მიუხედავად იმისა, რომ Kepler თაობის ვიდეობარათების ოფიციალურ ანონსის მოსალოდნელ თარიღამდე უკვე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება, NDA-ს მკაცრი წესების დამცველები უკვე ვეღარ ახერხებენ ამ პროდუქტებზე ინფორმაციის ნაკადის შეჩერებას. ინტერნეტ-გამოცემა HKEPC-ის საშუალებით, ჩვენ უკვე შეგვიძლია თვალი შევავლოთ GPU GK104-ის სქემატურ აგებულებას. პირველ რიგში, დადგინდა CUDA-ბირთვების ზუსტი რაოდენობა, რომელიც მართლაც 3-ჯერ აღემატება GeForce GTX 580-ისას და შეადგენს 1536 ცალს. შეგახსენებთ, რომ GK104 დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით, მისი ფართობი გახლავთ 318 მმ2 (18.55 x 17.18), ხოლო GPU-კომპონენტების იერარქიამ კი, Fermi არქიტექტურასთან შედარებით, გარკვეული ცვლილებები განიცადა. GK104 'იწყება' ნაკადების განმანაწილებელ ბლოკ GigaThread Engine-ით, გრაფიკული პროცესორი მოიცავს ოთხ კლასტერს (GPC), რომლებიც უკავშირდებიან II თაობის საერთო კეშ-მეხსიერებას (768 კბ) და 4 რასტერულს (32 ROP). თითოეული GPC-ში, თავის მხრივ, ჩადებულია 2 ცალი სტრიმ-მულტიპროცესორი, ამჯერად უკვე SMX სახელწოდებით. SMX-ის შემადგენლობაში შესულია: გაუმჯობესებული PolyMorph 2.0 გეომეტრიის ბლოკი (აგრეთვე მოიცავს ტესელატორს); I თაობის (64 კბ), ინსტრუქციისა და ტექსტურების კეში; 4 მგეგმავი - Warp Scheduler-ის მონაცემთა ნაკადის ჯგუფისთვის; 8 ინსტრუქციების დისპეტჩერი; 128 კბ ტევადობის რეგისტრის ფაილი; 192 CUDA-ბირთვი; SFU-ს სპეციალური ფუნქციების 32 ბლოკი; LSU-ს მონაცემთა ჩატვირთვისა და შენახვის 32 ბლოკი; 16 TMU-ბლოკი. გარდა ამისა, შეიცვალა გრაფიკული პროცესორის ტაქტური სიხშირეების განსაზღვრის სისტემაც. დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ NVIDIA-მ უარი განაცხადა Hotclocks-კონცეპციის მომავალ გამოყენებაზე, რომელიც გულისხმოვს ორმაგ განსხვავებას GPU-ბირთვისა და შეიდერულ დომენის სიხშირეს შორის - დინამიური რეგულირების ტექნოლოგიის სასარგებლოდ, დატვირთვის შესაბამისად. თუმცა, არსებული სლაიდების მეშვეობით, მაინც რთულია ამ ინოვაციის ყველა თავისებურების გაგება. ახლა კი, მოდით გადავიდეთ GeForce GTX 680-ის წარმადობაზეც და შევადაროთ ის კომპანიის წინა თაობის ფლაგმან GeForce GTX 580-ს და საპირისპირო ბანაკის რაინდ Radeon HD 7970-ს. ტესტები გატარებულ იქნა არა თვითონ NVIDIA-ს და არც მის დაინტერესებულ პარტნიორების, არამედ HKEPC-ის სპეციალისტების მიერ. ტესტური სტენდი ამგვარია: სისტემური დაფა - ASUS Rampage IV Extreme; პროცესორი - Intel Core i7-3960X (ქარხნული სიხშირეებით); ოპერატიული მეხსიერება - 8 გბ GeIL EVO 2 DDR3-2200 (4 ცალი 2 გბ-იანი მოდული) . შედარება წარმოებდა 3DMark 2011 და Unigine Heaven ბენჩმარკებში (ვერსია არ ზუსტდება), აგრეთვე კომპიუტერულ თამაშებში: Battlefield 3, Batman: Arkham City, Call of Duty: Modern Warfare 3 და Lost Planet 2. ყველა შემთხვევაში გაფართოება შეადგენდა 1920x1080 პიქსელს, ალიასინგის დონე კი - 8x MSAA-ს. როგორც უკვე იცით, შეიცვალა ალიასინგის ალგორითმიც. შეგახსენებთ, რომ ამ ტექნოლოგიამ მიიღო სახელწოდება TXAA და უზრუნველყოფს ხარისხს, რომელიც 16x MSAA რეჟიმის შესაბამისია, ამასთან, დატვირთვა GPU-ზე შეადგენს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ეს არის 2x MSAA-ის დროს. გარდა ამისა, Kepler თაობის ვიდეობარათები მიიღებენ ახალ 'ადაპტირებულ' V-Sync-სა და გამოსახულების ერთდროულად 4 მონიტორზე გამოტანის შესაძლებლობას, ყოველივე დამატებითი მოწყობილობების გარეშე. TXAA-ალიასინგი ორი სახისაა: TXAA1 - ტვირთავს GPU-ს 2x MSAA-ის მსგავსად და იძლევა გამოსახულებას, რომელიც ხარისხით უთანაბრდება 16x MSAA-ს; TXAA2 - დატვირთვა 4x MSAA-ის შესაბამისია, მაგრამ გამოსახულების ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს შესაძლებელია 16x MSAA-ის დროს. ვერტიკალური სინქრონიზაციის ადაპტირებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მძიმე სცენების დროს, შეზღუდულ იქნას კადრების სიხშირე - ეკრანის განახლების მაჩვენებელზე უფრო დაბალ დონეზე, რითაც მოხდება არასასიამოვნო არტეფაქტების გაჩენის თავიდან აცილება. გარდა ოთხი მონიტორისა, NVIDIA-ს ახალმა GPU-ებმა შეითვისეს ტექნოლოგია 3D Vision Surround, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სტერეოსკოპული გამოსახულების გამოტანა ერთდროულად სამ დისპლეიზე. Overclockers.ru
    2 points
  3. მას შემდეგ როდესაც Activision-ს ჩაუვარდა TRUE GRIME:NEW YORK CITY,კომპანიამ გადაწყვიტა რომ აღარ ეწარმოებინა ამ ბრენდის მე-3 ნაწილი ანუ TRUE GRIME 3(რომელიც უკვე მზადების პროექტში იყო)რადგან მისგან წარმატებას არ ელოდნენ(პროექტზე მუშაობდა United Front Games სტუდია...)ფაქტიურად ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს მას შემდეგ რაც 2011 წელს ის გადაავადეს... ხოლო დეველოპერები თვლიდნენ რომ პროექტი სრულიად შემდგარი და დასრულებული იყო... ამის შემდეგ პროექტში SQUARE ENIX-ი ჩაერთო.....პროექტს სახელი შეეცვალა და TRUE GRIME:HONG KONG დაერქვა....შემდეგ SQUARE ENIX-ის ლონდონის სტუდიაც დაიხურა(რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა და შესაბამისად პროექტიც გააუქმეს.... მაგრამ სულ ცოტა ხანში SQUARE ENIX-კვალვ განაახლა სამუშაოები და უკვე განსხვავებული სახელით "SLEEPING DOGS" წარუდგინდა პუბლიკას და აი ამ პროექტს ველოდებით ამა წლის მე-3 კვარტლისთვის... ახლა კი რაც შეეხება თვით თამაშს:"sleeping dogs" წარმოადგენს open-world,crime-action თრილერს,სადაც მოგვიწევს პოლიციის დეტექტივ Wei Shen-ით თამაში,მოთამაშეს მოუწევს შებრძოლება ჩინურ მაფიასთან და დამნაშავეთა სამყაროსთან რათა დაიცვას წესრიგი hong kong-ში.. დეველოპერების თქმით...მართვის სისტემა ძალიან დახვეწილი იქნება....არაჩვეულებრივი ატმოსფერო რომელიც თავს ნამდვილ ჰონგ კონგში გვაგრძნობნებს....დახვეწილი ბრძოლის და მართვის სისტემა საინტერესო გეიმფლეის გვპირდება.....სთორილაინი ძალიან დაინტრიგებული და საინტერესო იქნებაოო.. ესეც live-action თრეილერი ეს გეიმფლეი პრევიუ http://www.youtube.com/watch?v=jr7C3ToRr98&hd=1
    1 point
  4. ავტორი - BGI შესავალი დღევანდელ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რაზგონს დაბალ ტემპერატურებზე. უფრო ზუსტად დარაზგონება თხევადი აზოტით. მე მოგიყვებით რა არის თხევადი აზოტი, გასწავლით მათთან ურთიერთობას, გავაუქმებ რამოდენიმე მიფს მის საშიშროებაზე და კიდე რამოდენიმე საიდუმლოს მოგიყვებით. თხევადი აზოტი თხევადი აზოტი (ინგ: liquid nitrogen - შემოკლებით LN2 ამ შემოკლებას გამოვიყენებთ სტატიაში) გაზი რომელსაც არ აქვს სუნი, გემო და ფერი. მისი დუღების ტემპერატურა შეადგენს - 196 გრადუს ნოლის ქვემოთ. როგორც თქვენ დამეთანხმებით ძაან საშიშად ჟღერს. სინამდვილეში არც ისე საშიშია როგორც ჩანს. მაგალითად: ადამიანის ტყავთან 2-3 წამის ურთიერთობა არარის საშიში. თუ დავიცავთ ყველა უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესებს არაფერი საშიში არ მოხვდება. რეკომენდირებულია ჩაიცვათ ხელთათმანები, თვალების დამცავი სათვალე, და ასე შემდეგ. რაც მთავარია ეცადეთ რომ თვალში არ მოგვხდეთ LN2 თორე რეალური შანსია დაბრმავდეთ და კიდევ ეცადეთ დიდხანს დაუცველ ტყავზე ზემოქმედება არ იქონიოთ. LN2 Zაან ცივია. LN2 ზემოqმედება ორგანიზმზე არის იგივე რაც ადუღებულ წყლისგან ან გაცხელებულ მეტალისგან ეგ არის დამწვრობა, კიდე აზოტი დზაან თხევადია თუ 1 ლიტრა LN2 დაასხავთ კოლიდორში მის სიცივეს იგრძნობთ ოთახშიც, წვეთები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ თუ გაქვთ ნანახი როგორ მოძრაობს ვერცხლისწყალი მარა მაგაზე უფრო სწრაფად. აზოტს ინახავენ "დიუარის" ტერმოსში (სპეციალური დიდი თერმოსი). "დიუარის" თერმოსი არსებობს შუშის ან რკინის ან პლასტიკის ორმაგი ან უფრო მეტი კედლებით რომელთა შორის არის ამოქაჩული ხაერი. თხევადი აზოტის TUBE არსებობს სხვა და სხვა TUBE-ბი, პირველ რიგში განსხვავდებიან მატერიალით (სპილენძი და ალუმინიი). როგორც ყველამ ვიცით პირველი ვარიანტი ჯობია. თბოგამტარობა სპილენძს აქ 401 და ალუმინიის 237. მეორე რიგში დამზადების მიხედვით დაპაიკებული TUBE - ყველაზე იაფიანი და დიდხანს არ გაძლებს, ყველაზე კარგათ უხდება მშრალ ყინულს, (-78) ესეთ TUBE-ში LN2 გამოყენების დროს დააკვირდით მას სულ, 2 -3 სესიის შემდეგ (3 – 4 საატის გამოყენების შემდეგ) შეიძლება გასკდეს და პატარა წვეთები გამოუშვას. ერთიანი TUBE - ძვირია და არასდროს არ გაფუჭდება, kეთდება ზაკაზზე (არ მკითხოთ სად არც მე ვიცი) მესამე რიგში კონსტრუკციით (ზომა, წონა, სიმაღლე, შიდა აგებულობა, დამჭერით) LN2 TUBE-ბი - ფოტო + განხილვა ნუ როგორც ჩვენ უკვე ვიცით სხვა და სხვა TUBE-ბი არსებობს. რაც მთავარია ერთმანეთისგან განsვავდებიან არა მარტო ზემოდჩამოთვლილით არამედ გამოყენების მიხედვით. LN2 TUBE- შექმნილია იმისთვის რომ დააგდოს ტემპერატურა. სხვა დანარჩენი გაცივების სისტემები (ჰაერის, წყლის) სითბოს გაფანთვისათვის არის. მაშ ასე გადავდივართ TUBE-ბის სურათებზე და მათ აღწერაზე. ეგ არის DeDaL-ის (ყველაზე კარგი რუსი ოვერკლოკერი) პირველი TUBE (18.04.07) 1.5 კმ სუფთა სპილენძისგან მ1 მარკის. კარგი TUBE-ა მარა 4 ბირთვიან პროცესორებზე 65მმ ტეხნოლოგიით გაკეთებულებზე აძლევს ტემპერატურის დიდ ცვალებადობას (მაგალითად, [email protected] 1.92v არარეალურია სტაბილური ტემპერატურის დაღწევა ტემპერატურა ხან ვარდება ქვევით ხან იწევს ზევით) აგერ კიდე ამ TUBE-ის რამოდენიმე სურათი მაშ ასე გადავდივართ შემდეგ TUBE-ზე 2,5 კმ სუფთა სპილენძი მ1 მარკის შიგნიდან გამოიყურება ეგრე ბოლოს და ბოლოს ეგ TUBE-ც არ გამოადგათ დიდი LN2 ხარჯვა, მძიმე, ძაან ნელი (მაგით იმის თქმა მინდა რომ LN2 ჩასხმაზე დიდი რეაკციის დრო აქ) მაგრამ 4 ბირთვს ერევა უფრო კარგათ ვიდრე წინა TUBE. DeDaL-ის ახალი TUBE წონაში რამდენია ზუსთად არ არის ცნობილი, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მაგას აქ ყველაზე საინტერესო შიდა სტრუქტურა (რაც უფრო მეტია და ძნელია "შიდა ნახაზი/კიბე" მით უფრო ინტენსიურად ხდება დუღება, ეს იმას ნიშნავს რაც უფრო ნაკლებია დუღების სივრცე მით უფრო ინტენსიურად LN2 ორთქლდება, და ეს იმას ნიშნავს რომ უფრო ინტენსიურად აგდებს ტემპერატურას) ერთი სიტყვით საუკეთესო გუნდური TUBE-ია. ძაან კარგათ უხდება ყველა პროცესორს გინდ 2 ბირთვიანებს გინდ 4 ბირთვიანებს "ყველანაირ ტეხპროცესორზე" თბოგამტარობა აქ იდეალური TUBE LN2 ჩასხმაზე ეგრევე რეაგირებს შიდა ნახაზიც იდეალური აქ. ეგ ჭიqა არის ლიდერი ზემოთ ჩამოთვლილებისაგან. დავამთავრებთ "ნორზ ბრიჯის" TUBE-ის სურათით. ამითი TUBE-ბის განხილვას დროებით დავამთავრებთ გადავდივართ სეკრეთებზე და წვრილმანებზე. ადრე ჩვენ ვიყენედით თვითნაკეთ სამაგრებს (მაგალითად ხისგან ამოჭრილ "ბეკპლატეს") აგერ მაგალითი სამაგრის P5E64 WS Evolution Backplate Thermalright 120 საგან (Extreme ვერსია არ არის). წვრილმანები და რამოდენიმე პროფესიანალური რჩევა როგორც ვიცით ყველაფერი წვრილმანებზეა აგებული. აქაც იგივეა ნებისმიერი წვრილმანი უნდა იყოს გათვლილი. ზოგიერთი რაღაცა რასაც დავწერ ქვემოთ შეიძლება მოგეჩვენოთ სისულელეთ მარა სინამდვილეში ეგ არ არის სისულელე. TUBE-ის ზედაპირის პოლიროვკა - უნდა იყოს ეგეთი რომ დილას ადგომისას დასავარცხნად სარკესტან კი არა TUBE-ტან რომ მიხვიდეთ და იქ უფრო კარგათ დაინახოთ თქვენი თავი. რატომ??? იდეალურად სწორე და სარკისებრივი TUBE-ის ზედაპირი, ეგ არის იდეალური მიდება, იდეალური მიდება ეგ არის იდეალური ეფეკტურობა. მაგიტომაც იდიალური პოლიროვკა არის ის წვრილმანი რომელსაც დიდის გაკეთება შეუძლია. ზედაპირის გაწმენდა ჭუჭყისგან მტვერისგან და გაშავებისგან. ამის გაკეტება ყველაზე კარგათ ხდება იმის გამოყენებით რაც არის ნაჩვენები სურათზე თავიდან დავიტანოთ ტერმოპასტის წვეთი, შემდეგ ვაწვეთავთ ცოთა Remover-ს, ველოდებით 15-20 წამს, ტერმოპასტა იწყებს დნობას, ეგრევე ვწმინდავთ რბილი ტუალეტის ქაღალდის დახმარებით შემდეგ კი ვაწვეთავთ ერთ წვეთს Purefie და ეგრევე ვწმინდავთ მასს. მასე ჩვენ ვღებულობთ იდეალურ სუფთა ზედაპირს. (არცერთ ადეკოლონს და სპირტს არ აქ ეგეთი ეფექტი) საუკეთესო თერმოპასტა დაბალი ტემპერატურებისთვის არის AC Ceramique. ერთადერთი თერმოპასტა რომელიც არ ცვლის თავის სახეს და კონსტინტენციას ხანგრძლივი ბენჩის შემდეგ დაბალ ტემპერატურებზე. მაგრამ ეგ თერმოპასტა ითვლება ერთ ერთ ყველაზე ცუდ თერმოპასტად + პლუსიან ტემპერატურებზე მარა მინუსოვანში მაგარია. სწრაფად ტემპერატურის დაგდება ბენჩის დროს. არის შემთხვევები როცა თქვენ დაგჭირდებათ სასწრაფოდ დააგდოთ ტემპერატურა (მაგალითად თქვენ გაქვთ -100 ტესტი უქვე გაშვებულია და თქვენ დაგჭირდათ -110 თანაც სასწრაფოდ) ამ შემთხვევაში ვიღებთ ნების მიერ გაზის გარელკას. 5-10 წამის განმავლობაში ვაცხელებთ TUBE-ს რის მერე თეთრი ნალეqივით წარმოიშობა, შემდეგ ეგრევე ვასხავთ აზოტს (ეგ უქვე თქვენ უნდა გათვალოთ რამდენი ჩაასხათ ინდივიდუალური გამოთვლით) რის მერე ტემპერატურა იწყებს სწრაფად ვარდნას (3 - 4 ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ჩვეულებრიივ ჩასხმიდან). სოკეტის თერმოიზოლაცია - შეამჩნიეთ? არანაირი ვოსკი ვაზელინი და სხვა მასალების გამოყება არ ჭირდება. მაგას ყოფნის ტუალეტის ქაღალდიც მაგალითი შეიძლება სხვანაირადაც ამ მეთოდმა აktუალურობას მიაღწია დაწყებული დედაპლატებისგან P35 (მაგალითად P5K Premium მოსფერები/კვება თავისით ძაან ნელა ცხელდება, რის შემთხვევაში ძაან ნელა იყინება, და ნეოპრენის ნაჩერი TUBE-ზე 2 - 3 სააTის ბენჩების შემდეგ აღარ შველის და შეიძლება წარმოიქნას წყალი) წყალი = ზამიკანიას/და სხვა უბედურობას. რებუტისგან ან რაზგონის პოტენციალის კლებამდე ამ დროის მონაკვეთზე, დედაპლატის გაფუჭებამდე. თბოიზოლიაციის მაგალითი დედაპლატაზე ASUS Commando ამ დედაპლატაზე თბოიზოლიაცია არის გადაჭარბებული. საქმე იმაშია რომ Commando-ს (და ყველა იმ დროის დედაპლატებს) სოკეტის გარშემო ფართი იყო უთოსავით ცხელი და დედაპლატები თავის თავს არჩენდნენ გაყინვისაგან. მაგიტომაც იყო მარტო საჭირო TUBE-ს დადგმა და თერმოიზოლიაციის ნაჭრის ჩაცმა TUBE-ზე. დრო გავიდა ყველაფერი შეიცვალა. რამდენ ხანს ეყოfა ეგეTი ტერმოიზოლიაცია და როგორ ავირიდოთ ავი კონდენსატის წარმოშობისგან. კონდენსატი - არის გაზიდან სითხეში გარდამავალი პროდუკტი. ამ დისციპლინაში კონდენსატის წარმოშობის საკითხი დგას ძაან მკაცრად. ზემოდ დაწერილ მეთოდის გამოყენებისას თქვენ შეგიძლიათ არაზგონოთ სადგაც 5 საათის განმავლობაში მერე უქვე თქვენ ბედზეა დამოკიდებული. მარა რაც მთავარია მაინც მთელი რაზგონის განმავლობაში ეცადეთ უყუროთ და უთვალთვალოთ თქვენ სტენდს. მინუსური ტემპერატურები "აადგილებენ" fsbwall - საშვალო გადაადგილება შეიდზლება შეადგინოს 20-დან 70MHz-მდე. მაგალითად თქვენი პროცესორი თუ იღებს ჰაერზე 600 MHz -100 კი შედზლებს აიღოს 620 ან 670 MHz. მინუსოვანი ტემპერატურები ასტაბილებენ პროცესორის მუშაობას - ეგ მართალია. მაგალითი, თუ თქვენი პროცესორი არ არის სtაბილური +70, მაგი შეიძლება იყოს სtაბილური +50 თუ არც +50 არ არის სtაბილური მაშინ +30 იქნება სtაბილური და ასე შემდეგ. ზოგადათ რომ ვთქვათ თუ თქვენი პროცესორი ხაერზე N სიხშირეზე მუშაობს 1,45ვ, -100 მაგი შეძლებს იგივე სიხშირეზე მუშაობას 1,35-1,37ვ. არსებობს მოაზრება რომ რაც უფრო დაბალია პროცესორის VID მით მაგი უფრო ცხელდება და უფრო მეტად რაზგონდება - პირველი რათქმაუნდა სწორეა (ცხელდება) მარა დარაზგონებაზე არ არის სწორე. და კიდევ მინუსური ტემპერატურები ძაან განსხვავდება პლუსის ტემპერატურისგან. თუ თქვენ დაანასტროიkეთ თქვენი პროცსორი + და მაგას აქ პრობლემები ოვერვოლტაჟზე (მაგალითად FSP Termination Voltage 1.2v) და 1,22 სიტუაცია უარესდება. აზოტის qვეშ იგივე პროცესორს დასჭირდება უქვე 1,3ვ -1,4ვ. მაგიტომაც ორივე ტემპერატული რეჟიმისთვის სხვადასხვა სეტინგებია სჭირო. რამდენი აზოტი მიდის ბენჩზე? მაგაზე ზუსთად ვერავინ გიპასუხებთ. და ვერც თქვენ ზუსთად გაიგებთ რამდენი დაგჭირდებათ. დამოკიდებულია იმაზე რას ბენჩავთ რასთან ერთად (პროცესორი/ვიდეოკარტა/ორი ვიდეოკარტა). და რაც მთავარია რითი - რომელი ტესტებით. დაახლოებით 1 - 2 საათიანი 2D ბენჩი [email protected] საშუალოდ ჭამს 6 - 8 ლიტრა LN2-ს. 3D ტესტებში შეიძლება დახარჯოთ 5 – 25 ლიტრამდე. (მაგალითად 5.0GHz QX6700 Cinebench გასავლელად და კიდე რამოდენიმე 3D ტესტისთვის დაგვჭირდა მთლიანად 25 ლიტრიანი დიუარი LN2-თი) როგორ ვიმუშავო LN2-სთან? რამხელა პორციებით ჩავასხა TUBE-ში? ისეთი შეგრძნებაა რომ ყველაზე მთავარი ეტაპია და საჭიროებს ცალკეულ განხილვას მარა ეგრე არ არის. რამდენი ჩავასხათ რა დროის მონაკვეთებში ეგ უნდა იგრძნოთ თქვენ თვითონ ეგ არსად არის აღწერიალი და თქვენ თვითონ უნდა გრძნობთეთ მაგას რა როდის და სად ჩაასხათ. სადღაც 8 - 10 საათის ბენჩის შემდეგ თქვენ უკვე გექნებათ შეხედულება როგორ მუშაობს TUBE. სხვადასხვა TUBE-ბს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა თუ მიეჩვიეთ ერთს მეორეზე გადასვლის შემდეგ მანდ ყველაფერი სხვანაირად მოხვდება. მარა არის ერთი მთავარი ცნება. თავიდან როცა ასხავ LN2 თემპერატურა კლებულობს ნელ ნელა 1-3 გრადუსით წამში, გააჩნია რა ტემპერატურაა და რამდენი არის ჩასხმული LN2. შემდეგში (ეგ უფრო ნათელი ხდება 1-1.5 საათიანი ბანჩის შემდეგ როცა TUBE-ი არის უქვე დაფარული თოვლით) ხდება LN2 ადოპტაცია. კიდევ ერთი რამ როცა ყველაფერს დააყენებთ ვაკეთებთ პირველ სტართს, ვათბობთ TUBE-ს 50 გრადუსამდე ეგ kეთდება იმისათვის რომ ხარდვეარი მიეჩვიოს "აზრზე მოვიდეს" ამის მერე ვასხავთ მთლიან TUBE-ს LN2-თი. ბანჩის დამთავრების შემდეგ გაათბეთ TUBE-ი +20 და მოხსენით. ყურადღება ცივი TUBE-ის მოხსნა არ შეიდზლება არავითარ შემთხვევაში. რათქმაუნდა რამოდენიმე სურათი: ადაპტაციის დაწყება რა არის cold bug და როგორ ვებრძოლოთ მას? ეგ არის გადაციების ბაგი. პროცესორის ჩათვირთვის შეუდზლებობა/კორექტული ჩართვა ნოლზე კვევით ტემპერატურის დროს. ეგ არის ძირითადათ A64 პროცესორების ბიჩი (რომელიც AM2, ძირითადათ «cold bug-ის» დაჭერა -2 გრადუსიდან შეგიძლიათ) მაგიტომაც დიდი ხანი ვერ შედზლეს FX-57(S939, SanDiego) 4.2GHz. რეზულტატის გაუმჯობესობა. P4 ეგ ასე თუ ისე ნაქლებათ ეხება. «cold bug» ავიკიდე TUBE არის აზოტით სავსე ტემპერატურა ვარდება უფრო ქვევით და ქვევით რა ვქნათ? თავიდან იყო დურაკული მეთოდი მაგ დროს TUBE-ში ყრიდნენ ყველაფერს რაც ხელში მოხვდებოდათ მაგალითად 2-3 ატვერტკას და ტემპერატურა აღარ ვარდებოდა ეგრე სწრაფად. დღეისათვის ვიყენებთ გაზის გარელკას 15-20 წამი TUBE-ის გაცხელება და ტემპერატურა იწყებს ეგრევე ვარდნას. რამხელა ძაბვა უსაფრთხოა ტესტების ჩატარების დროს? პრინციპში ამ პროცესს ძაბვების აწევის გარეშე ვერ დაარქმევ უსაფრთხოს. მაგრამ ძირითადათ ეგრე წევენ: CPU - არაუმეტეს 1,96ვ (45mm C2D). ძაან იშვიათ შემთხვევებში 65/45mm პროცესორები ადეკვატურად რეაგირებენ ამაზე მეტი ძაბვის მომატებაზე. CPU PLL Voltage - მაგას ჯობია ვაბშე არ შეეხოთ დააფიკსირეთ 1,5 ან 1,52-1,54 FSB Termination Voltage – 1.3v+ SB Voltage – ნომინალზე (სტოკზე) 1,05 Clock Over-Champing Voltage – 0.70-0.80 დიდი მნიშვნელობა არ აქ რაც შეეხება GTL Voltage Reference - ან Auto, ან 0.63x NB GTL Voltage - 0.67x ძირითადათ ეგ ინდუვიდუალურად ურჩევენ სხვადასხვა mobo CPU/NB Clock Skew - ინდუვიდუალურად ურჩევენ Auto შემთხვევაში აჯობებს დააყენოთ პირველისთვის Delay 200 ან 300 მეორესთვის 100 საუკეთესო დედაპლატა Wolfdale დასარაზგონებლად: Biostar TPower I45 Rampage Extreme Commando საუკეთესო დედაპლატა Yorkfield დასარაზგონებლად: Maximus Extreme ყველაზე საუკეთესო დაბალი ტემპერატურა 1 - 2 გრადუსი "cold bug"-ისგან ორთქლდება თუ არა LN2 თავის "დიუარის" თერმოსში? კი როგორ არა. 8 - 10 დღეში 6 ლიტრა აზოტი აორთქლდება. ერთ ერთი ყველაზე მთავარი არის - თერმული სენსორი თემპერატურის კონტროლის გარეშე - იგივეა რაც ბნელ ტუნელში ფანარის გარეშე. როგორც ვიცით Zაან ბევრი სახეობის არსებობს თერმული სენსორი. სტატიის ავტორი რეკომენდაციას უწევს CENTER-301 თუ ფული ბევრი გაქვთ Fluke 54-2 იყიდეთ. მაგალითი თერმული სენსორის დამაგრება TUBE-ზე. გადავდივართ ბოლო ეტაპზე. რეზულტატები • SuperPI – 1M • SuperPi – 32M • WinRar – არქივაცია • Everest სათესთო სტენდი პროცესორი - E8600 (3 ცალი Q828A273) დედაპლატა - ASUS P5E64 WS Evolution X48 კვების ბლოკი - Zalman ZM1000-HP ოპერატიული მეხსნიერება Geil 12800 Value CL8 (Samsung HCF0) Kingston KHX12800 ( Micron D9GTR) ვიდეოკარტა - Reference GeForce 9600GT. ძაან ცუდი იყო ის რომ 3-ვე პროცესორი აღმოჩნდა ძაან ნელი მარტო ერთი პროცესორი შეძლო 6,0 GHz გადალახვა და ზემოთ ჩამოთვლილი ტესტები გავლას -116 გრადუსიან ტემპერატურაზე. Everest WinRar - არქივაცია SuperPI – 32M SuperPI – 1M ნუ მაგით ჩვენ დავამთავრებთ . სტატია არის დაწერილი Fire Vadim მიერ ნათარგმნია BGI მიერ
    1 point
  5. ვინმემ ხო არ იცით rosetta stone-სნაირი რამე პროგრამა რომ იაპონური ენა ვისწავლო?
    1 point
  6. მოკლედ იყიდება ჩემი XFX GTS 250 ესეც GPU-z ვიდეოკარტა ერთხელაც არ არის დარაზგონებული, გახსნილი და ა.შ. მოყვება ყველაფერი: ყუთი, დოკუმენტაცია, დისკი, და გადამყვანი. p.s. ვიდეოკარტა გავწმინდე შეძლებისდაგვარად, თუმცა თერმოპასტა არ გამომიცვლია. მარტივი პროცედურაა, მაგრამ მეზარება გაყიდვის მიზეზი: ლეპტოპი მჭირდება, ლეპტოპს კი ფული უნდა 130 GEL ესეთ საკიდსაც მოგცემთ, თუ გინდათ
    1 point
  7. or birtviani! Pentium®CPU E5200 @ 2.50GHz Ram DDR2 2048mb-2gb! NVIDIA GeForce 9400 GT მონიტორი acer AL1712 HDD მოცულობა: 250გბ klaviatura Genius webcam Microsoft LifeCam VX-3000 გავცვლი კარგ აიფონში! 4g-shi an 3 g-shi procesors mogcemt ekrans davitoveb shemexmianet skype css_beqa tel-> 555424390
    1 point
  8. თავიდან მეც მაგარი თამაში მე გონდა რო დავიწყე მარა მერე... მაგარი #$%ობაა
    1 point
  9. http://www.youtube.com/watch?v=HdG8FJbJq28
    1 point
  10. ეპიკ! აბა შკალატა ვინ გაუკეთებთ ამას თქვენ მასწავლებელს? :D
    1 point
  11. 9600-9800-gts450 ან ატის რამე ამდაგვარი. ნებისმიერი ასეთი კარტა მოგცემს მაღალ ფპს-ს ვოვში. საყიდლად რომ წახვალ ბიტებს და სიხშირეებს დაუკვირდი, რაც მაღალი იქნება მით უკეთესი
    1 point
  12. მადლობა გტ 220-ს ეს გახსნის შუაზე :D
    1 point
  13. კაი ფასია კარტაც კარგია მაგ ფასად ალტაში გტ 220 თუ იყიდი :D
    1 point
  14. ხო აქ არ უდნა გაგეხსნა არც ესეთი სათაურით. ახლა რაც შეეხება შნე პრობლემას ოპერატიულის და ვიდეოს გარდა პროცესორის შეცვლაც მოგიწევს თუ გინდა რომ შედეგი გამოიღოს ვიდეოკარტის ყიდვამ,პლიუს ამას კარგ ვიდეოს თუ იყიდი შეილება კვებაც შესაცვლელი გექნეს. ასევე 100 FPS არაფერში არ გჭირდება იმიტომ რომ ვერ შეამჩნევ სხვაობას 100 და 60 კადრს შორის. აი ჩემი სისტემით 60 კადრზე ზემოთ ვერ ავდივარ თამაშებში, საუბარი მაქ მაგარ მომთხოვნ თამაშებზე და ეგ 60 კადრი გიდნაც 50 არის სავსებით საკმარისი. 30-40 კადრი არის საკმარისი რომ ნორმალურად ითამაშო, 40-60 კი საკმარისია რომ ისიამოვნო თამაშისას. ეგ 200 ლარი ამრტო ვიდეოსთვის გაქ გამოყოფილი თუ მაქსიმალური თანხაა რისი დახარჯვაც შეგიძლია? ეს ოპერატიულებს ეხება მსგავსი რამ DDR2 და DDR3 თავსებადობა, ვიდეოკარტების თავსებადობას კი განსაზღვრავენ ბუდის იგივე სლოტის მიხედვით ანუ ზველი თაობის ვიდეოები ჯდება AGP სლოტში, მაგრამ უკვე წარსულს ჩაბარდა ეგ სლოტი და ახლა რაც ვიდეოებია თითქმის ყველა ჯდება PCI Express სლოტში.
    1 point
  15. არა, 450-ზე ამბობენ. ბიუჯეტურ მოდელებში ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, გულდაწყვეტილს არ დაგტოვებს.
    1 point
  16. ხო მაგრამ პროცი გაქ სუსტი და ამ ვიდეოკარტის შესაძლებლობებს ვერ გამოიყენებს
    1 point
  17. Date Time Original 2012:03:16 03:18:37 Exposure Time 1/499 F Number f / 12 ISO Speed Ratings 160 Focal Length 17.54mm Model FinePix S4000
    1 point
  18. რა სისწრაფეც 3.0 ეხნება ის სისწრაფე 2.0 ვერ ექნება კმაყოფილი იქნები
    1 point
  19. მშვენიალური ფლეშკააა მაგ ფასად,მაგ ფასად უკეთესს ვერც დაითრევ. კი წავა,უსბ 2.0-ზეც აქვს თავსებადობა
    1 point
  20. AMD უშვებს 3 ბირთვიან პროცესორებს, FAP-FAP ედიშენ. არც იქითაა არც აქეთ. ეს თემაც გადასახედია, უკვე აღარ არის ესეთი სიტუაციები და ოთხ და მეტ ბირთვიანებს თითქმის ორმაგი წარმადობა აქვთ მინიმუმ.
    1 point
  21. მესმის, HOთFიქსებიო მარა არ შველის ვინდს არაფერი :D დააყენებ ლინუქსს და რაცაა შენი კომპი ბოლომდე იყენებ, და არა იმდენ ბირთვს ხედავს და ამდენს ვერ ხედავს ახლა 8 გამოდის ახალი მარაზმი და ტანჯვა-წამება ;) ;)
    -1 points
  22. უბუნტუზე არ ვარ, მარა დაჟე უბუნტუც ჯობს ვინდს wine ს და ეგეთების გარეშე X2 555 , 8400GS ით Opensuse-ზე 24იან მონიტორზე COD MW მითამაშია ჩვეულებრივ გაჭედვების გარეშე ნორმ გრაფიკაზე, FPS არ მინახავს როცა მქონდა Celeron 1000A მაშინ იყო ინტელი წინ იმის მერე :D იჯექით CMD-ში და ამუღამეთ ბრძანებები ბევრი არაფერი ისწავლოთ :D პროგრამას რო დააყენებთ გადარესტარტება არ დაგავიწყდეთ და დრაივერების ჩაწერა "დრაივერები" :xelitavi:
    -1 points
  23. აღფრთოვანებული დავრჩი ამდენი რჩევით: )) ნწ ნწ.... დახურეთ თემა!! აქ ხო არაფერს აზრი არ აქვს : )
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.