Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/06/11 in all areas

  1. თითქოსდა, რამდენიმე კვირის წინ სტუდია Sony-მ შეუდგა ფილმის გადაღებებს Assassin's Creed თამაშის მიხედვით და, პროექტს უკვე შეექმნა სერიოზული პრობლემები. ისინი ფრანგული კომპანია Ubisoft-ის — თამაშის შემქმნელთა მიერ ნაკარნახებ შეთანხმების პირობებს უკავშირდება. გათვალისწინებით, რომ Assassin's Creed არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამაში, გამოცემული 30 მილიონზე მეტი ერთეული ეგზემლარით, Ubisoft ლოგიკურად თვლის უკარნახოს ჰოლივუდურ სტუიდიებს საკუთარი წესები. შეთანხმების ნაწილი გახდა ფრანგთა სურვილი სრულად აკონტროლონ გადაღებების პროცესი. Sony ვალდებული იქნება თანხობა მიიღოს ყველაფერზე Ubisoft-ისგან, დაწყებული ბიუჯეტით, სცენარით, მსახიობთა შერჩევითა და პრემიერის თარიღით დამთავრებული. ჰოლივუდური გეგმა დაირღვა. ინსაიდერები გამოთქვამენ: სტივენ სპილბერგსაც კი არ აქვს უფლებები ასეთ სურვილებზე! ერთ-ეთი აგენტი, რომელიც წარმოადგენს ვიდეოთამაშების გამომცემ საშუალო კომპანიას, ამბობს: Sony-ს და Ubisoft-ის შეთანხმებები მელნის, ქაღალდისა და დროის ფუჭი ხარჯვაა. კონტროლის დონის გათვალისწინებით, რომელსაც იძენს Ubisoft და კარგავს Sony, ნიშნავს, რომ Assassin's Creed არასდროს იქნება ეკრანიზირებული. ანონიმი ნაწილობრივ მართალია, რამეთუ მაღალი ბიუჯეტების სამყაროში სტუდიები სრულად ახორციელებენ ზედამხედველობას პროექტებზე, რეჟისორზე ბოლო სიტყვის უფლების გარეშე. აღსანიშნია, რომ მანამდე ფილმის გადაღებაზე პრეტენდენტები იყვნენ Universal და Warner, მაგრამ Ubisoft-ის მოთხოვნები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ინსაიდერები ამბობენ, ფრანგებს შეუძლებელი უნდოდათ — უფლება გაეყინათ პროექტის წარმოება ნებისმიერ ეტაპზე, თუკი საჭიროდ ჩათვლიდნენ. იმის მხედველობაში მიღებით, რომ, ვიდრე რეჟისორი პირველად წამოიძახებს "action!", მანამდე სტუდიები ათობით მილიონ დოლარს ხარჯავენ ფილმზე სამუშაოდ, Universal-სა და Warner-ს შეიძლება გავუგოთ. სტუდიათა მეთაურთაგან, აი ერთ-ერთის სიტყვები: მშვენივრად მესმის, რომ Ubisoft-ისთვის ეს მრავალმილიარდიანი ბრენდია, და მათ სურთ მისი დაცვა. მაგრამ Ubisoft არ წარმოადგენს კინემატოგრაფებს. და ისინი, ფაქტიურად, სტუდიების გამოცდილების უგულებელყოფით, ნაადრევად არიან დარწმუნებულნი, რომ ისინი მათი თამაშის მიხედვით ცუდ ფილმს გადაიღებენ. Ubisoft-ში კი, თავის მხრივ, თვლიან, რომ მათი მოთხოვნები დაეხმარება Assassin's Creed-ს არ ეწიოს "სპარსეთის პრინცის" ბედი. გასულ წელს გამოსულმა ამ ფილმმა ვერ გაამართლა ვერც სტუდიის მოლოდინები, ვერც მაყურებლებისა და, მით უმეტეს, ვერც თამაშის შემქმნელების. Ubisoft-ში დარწმუნებულნი არიან: მათ რომ მეტი კონტროლის უფლება ჰქონოდათ "სპარსეთის პრინცი" მოლოდინს გაამართლებდა. Disney-ში პირიქით ფიქრობენ, თუმცა ეხლა უკვე გვიანია ბრალეულთა პოვნა. ჰოლივუდი უკვე რამდენიმე წელია ითხოვს უფლებებს Call of Duty-სა და Grand theft Auto-ს მიხედვით ფილმების გადასაღებად, თუმცა გამომცემლები Activision და Rockstar Games უარს ეუბნებიან, და ფიქრობენ, რომ წარუმატებელი კინოვერსია მხოლოდ დააზიანებს ისედაც მომგებიან თამაშებს. შეიძლება Halo-ს ეკრანიზაციის ისტორიის გახსენება, როცა Microsoft-მა ფილმის წარმოება არასტუდიურ სისტემაში გამართა, დაიქირავა ალექს გარლენდი და სცენარის დაწერაში მილიონი დოლარი ისე გადაუხადა, რომ არცერთი კინოსტუდიის მეთაურისგან თანხმობა არ მიუღია. საბოლოოდ, მხოლოდ Universal დასთანხმდა Microsoft-ის პირობებს — 5 მილიონი დოლარი უფლებებზე და 10 პროცენტი კინოგაქირავებაში შემოსული საერთო მოგებიდან. თუმცა პროექტზე პიტერ ჯექსონის მიყვანამაც კი ვერ იხსნა Halo ჩავარდნისგან: ფილმი ისევე დარჩა წარმოების ეტაპზე ფინანსური პრობლემების გამო. ამასობაში, Sony-ს უკვე აქვს ვიდეოთამაშის ეკრანიზაციის მსხვილი პროექტი — Uncharted: Drake's fortune. თამაში გამოსცა დობილმა კომპანია Sony Computer Entertainment, და წესით სტუდიებისთვის საქმე იოლად უნდა იყოს, მაგრამ არა! ფილმის წარმოებაში მიწვეულმა დევიდ ო. რასელმა დაწერა სცენარი, რომელშიც თამაშისგან იმდენად შორს წავიდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. Sony-მ რასელის მომსახურებაზე უარი განაცხადა, პროექტი დაობლდა და ჯერ-ჯერობით თაროზეა. დღეისთვის ჰოლივუდური განაწესი ვიდეოთამაშებზე, დაახლოებით ასეთია: პოლ უ. ს. ანდერსონი იღებს "ბოროტების სავანე 5"-ს; სადღაც წინ მერყეობს "ლარა კროფტის" გადატვირთვა — რებუტის სცენარზე მაისის მერეა ირჯებიან "რკინის კაცის" ავტორები, მარკ ფერგუსი და ჰოუკ ოსტბი. დასრულებულია "საილენთ ჰილის" სიქველის გადაღებები; გაყინულია "კეინი და ლინჩი"; "ბიოშოკის" ბედი ბუნდოვანია: პროექტის შველას გორ ვერბინსკი ეცადა, თუმცა ვერ შეძლო; Mass Effect იმყოფება Legendary Pictures-ის გადახედვის ქვეშ უკვე გასული წლის მაისიდან, თუმცა პროექტზე ჯერ არაფერი თქმულა.
    6 points
  2. ამ პოსტის კითხვისას სერიოზული ეჭვი გამიჩნდა რამდენად სწორად გესმის ფრაზა "მზის დაბნელების სიხშირით" მივხვდი რომ ცინიზმია, მაგრამ ნამდვილად უმისამართო და უადგილო. რასაც აქ ხედავ და კითხულობ უმეტესობის ერთობლივი დამსახურებაა და საკუთარი სურვილი. შეგიძლია მიმართო სხვა უფრო საინტერესო ფორუმებს, თუ აქაურობა შენი ფანტაზიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
    2 points
  3. 1920X1080, ყველაფერი ULTRA'ზე, V sync ON მინ FPS 56 SLI'ის გარეშე Uploaded with ImageShack.us
    2 points
  4. წელიწადზე ოდნავ დიდი ხნის წინ, დაიწყო 2010 წლის სექტემბერს დაანონსებულ, 'სარკიან' Pentax K-r-ის გაყიდვები. ის იქცა კომპანიის, როგორც ფოტოტექნიკის დამოუკიდებელი მწარმოებლის მიერ გამოშვებულ, ერთ-ერთ უკანასკნელ კამერად. როგორც იცით, ორი თვის წინ, Ricoh-მ დაასრულა Pentax Imaging Systems-ის შეძენის პროცესი და მუშაობა დაიწყო ბრენდ Pentax Ricoh Imaging Company-მ. გარკვეული დროის წინ, Pentax K-r გაქრა მსხვილ ამერიკულ ონლაინ-მაღაზიების ასორტიმენტებიდან, რაც როგორც წესი, წარმოადგენს უტყუარ ინდიკატორს იმისა, რომ პროდუქტი წარმოებიდან ამოღებულია. უნდა აღინიშნოს, რომ კამერისა და ობიექტივისგან შემდგარი კომპლექტი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. რამდენიმე დღის წინ, Pentax Japan-მა, შეტყობინებით დაადასტურა, რომ აღნიშნული აპარატის გამოშვება შეწყვეტილია. ამ წლის 9 დეკემბრის შემდეგ, კომპანია აღარ მიიღებს შეკვეთებს Pentax K-r-ზე, თუმცა მის კატალოგში ის ამ მომენტისთვის მაინც შეინიშნება. იქვეა 'სარკიანი' კამერა Pentax K-r, რომლის ანონსიც 2010-ის შემოდგომაზე შედგა, მაგრამ Pentax-ის პროდუქციაში, ის შედარებით უფრო მაღალ პოზიციაზეა განთავსებული. იქნება თუ არა გამოშვებული Pentax K-r-ის შემცვლელი მოდელი, ჯერჯერობით უცნობია. თუ დიახ, მაშინ მისი პრემიერისთვის შესაფერისი შემთხვევა შესაძლოა გახდეს გამოფენა PMA 2012, რომელიც მომდევნო წლის დასაწყისში შედგება. B&H, Pentax Ricoh Imaging Company, IXBT
    2 points
  5. +18 გინესის აკრძალული რეკლამა
    2 points
  6. http://www.youtube.com/watch?v=WEL6_SuQCu8 მოაქ მოაქ :D
    2 points
  7. კაი ხმა აქვს ნამდვილად შენს გოგოს
    1 point
  8. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჯიგარო , მანამდე ჩემი გოგოს მეორე მუსიკას მოუსმინე
    1 point
  9. ესეც ჩემი ცოტა გასაწმენდ მდგომარეობაში პ.ს რამდენი ხანია აქ არ დამიპოსტავს
    1 point
  10. მაგიტო ედავება უბი სონის რო არ გააბანძონ მაგიტო უნდა რო აკონტროლოს
    1 point
  11. Fahrenheit თუ არ გაქვს დახურული. გრაფიკა ძველია, მაგრამ უძლიერესი იგრაა...
    1 point
  12. სერიოზული კომპანია როცაა, DLE, Wordpress, Joomla და მზა სკრიპტების გამოყენება ტეხავს ჩემი აზრით
    1 point
  13. ეგ მემგონი თვითონ ვინოდოუსს სჭირდება და ვერ გააერთიანებ დისკთან. მოვლენ და უფრო ზუსტად გეტყვიან მაგრამ მე მგონია ეგრეა.
    1 point
  14. ჰეჰ, აბიტი, კიდევ ერთი ლეგენდა ჩაბარებული წარსულს ჩემი პირველი 5+ Ghz ABIT IN9 32X-MAX მაგარი დედაპლატაა, ციფრული კვების ფაზებით. ერთი ეგაა ცხელი ჩიპსეტი ექნება ენვიდიას გამო, სამაგიეროდ ოპერებთან მუშაობს გაცილებით სწრაფად, ვიდრე ინტელის მაგ თაობის ჩიპსეტები P.S. ჩემი დედაპლატა დღემდე მუშაობს ჩემი ბიძაშვილის კომპში E2180@3Ghz, ანუ 300 fsb 24/7-ზე და წარბს არ იხრის დედაპლატა :)
    1 point
  15. მადლობა ბიჭებო რეკომენდაციისთვის
    1 point
  16. მეორეც ეგ ვერსია მაქ Uploaded with ImageShack.us
    1 point
  17. მე მაქვს აი ეს ALFA ძნ მაგარი რამეა კილომეტრში იჭერს და პახოდუ რაღაც გატეხვის ფუნქციაც აქ პატარა USB მიმღებებს არ გირჩევ, ფლეშკის ხელა როა. არ ვარგა ეგენი აი საკაიფო ფასდაკლებაცააა ამაზე http://www.amazon.com/gp/product/B001O9X9EU/ref=oh_o06_s00_i01_details
    1 point
  18. ეგეც მაგარია ეს ნახე Lyrics: But there's one leaf here.. In their tongue he is doe-fucking! DRAGONBORN. THIS PASTA! Ohh, he's my Lord? Fucking cool! Oh my god! Me gusta... opeeeeera bunghoooooooooooooole!!! As there's something for sequels, my heart will be cold. Dovahkiin, Dovahkiin, not the simplest Paladin. When I die, soo cool, matter-AHHHHH A SPY! He's a soulless bastard... when something goes on. Dovahkiin, Mommy, gobble gobble gusta! NYEH დრაკონ ენაზეა და ერთმა უზერმა ასე გადათარგმნა :D
    1 point
  19. Padfone სახელწოდებით ცნობილი, პლანშეტურ კომპიუტერისა და სმარტფონის ჰიბრიდი, ASUS-მა მაისის ბოლოს დააანონსა. ოქტომბერში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის გამოვიდოდა მომდევნო წლის პირველ კვარტალში, თუმცა მაშინაც, მისი ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ მწირი იყო და ბოლოს, ნოემბერში, ცნობილი გახდა, რომ ის დაფუძნებულ იქნებოდა 918 მჰზ სიხშირეზე მომუშავე, ერთკრისტალიან სისტემა Qualcomm MSM8960-ზე. როგორც ინფორმაციული წყარო იტყობინება, კომპანია ამ პროდუქტს გამოიტანს ღონისძიება Mobile World Congress 2012-ზე, რომელიც 2012-ის თებერვალში შედგება. აპარატულ საფუძვლად, ამჯერად მოყვანილია NVIDIA Tegra 3. შეგახსენებთ, რომ ის, თავის მხრივ, უკვე გამოიყენება პლანშეტ ASUS Eee Pad Transformer Prime-ში. IXBT
    1 point
  20. K-x სადღაც ერთი წელია უკვე რაც აღარ გამოდის. Full Frame ფორმატის კამერაც ქონდათ იდეაში, მაგრამ წარმოებაში გაშვებამდე დახურეს პროექტი. მოკლედ გაუჭირდათ ფინანსურად და თავიც გაყიდეს. დღემდე მწყდება გული თეთრი K-x რომ ვერ ვიყიდე.
    1 point
  21. Intel Has 14nm Test Circuits Ready in Its Labs http://guru3d.com/news/intel-has-14nm-test-circuits-ready-in-its-labs/
    1 point
  22. გარი მურს გადმოვწერ მერე აუცილებლათ BD-ზე ეხლა სკორპიონებს ვიწერ, ძლივს გამოუშვეს BD-ზე პირველი ლაივ კონცერტი, ისე კი პინკები არ გამოუშვეს BD-ზე არცერთხელ ჯერ, გაასწორებდა კარგ HD აუდიოთი და ვიდეოხარისხით
    1 point
  23. http://www.youtube.com/watch?v=Bpzxf_flm8M
    1 point
  24. მთავარი პრობლემა რაც არის კეისის მოდინგისას,ხელსაწყო(ებ)ის უქონლობაა. მთავარი ხელსაწყო არის დრელი,შემდეგ სხვა დანარჩენი ამ მხრივ,რადგან დრელის გადამყვანი ბალგარკის ქვაზე იყიდება(ჟEშტისთვის საკაიფოა,არმატურები არ უნდა აჭრევინო და სხვა სქელი მეტალი),5 ლარი ღირს,ამით კი 2 კურდღელს კლავთ. ხვალ დავდებ მაგ გადამყვანის სურათს თუ არ დამეზარა დრელის შერჩევა: საკმაოდ ბევრი არჩევანია,ულტრა ნაგვით დაწყებული,საუკეთესოს ჩათვლით. ფირმა რომლის დრელი(საშუალო ღირებულების) სწორი ექსპლუატაციით კარგა ხანს ძლებს არის "ინტერსკოლ"-ი, stern ფირმა,წავა,მთლა გაბანძდა,ის არაა რაც წინაზე. ყიდვისას რას მივაქციოთ ყურადღება: პლასმასას,არ უნდა ყარდეს ნავთის სუნის მაგვარი სუნით,რაც პლასმასის ნაკლებპოლიმერიზაცის მაჩვენებელია,დახლს რომ გაუვლი,იქიდან იგრძნობა. წონას,ხლამი ხელსაწყოები მჩატეა,მეტალი ენენებათ და იმიტომ. სხვაობა რომ შეიგრძნოთ მაღაზიაში "დააგემოვნეთ" წონით bosch-ის ფირმის იმავე ტიპის და ვატობის მოდელი,მერე ის ,რასაც გაწვდებით. პერფორაციის ფუნქციამ არ დაგახარბოთ,არაა გადამწყვეტი და ბეტონის ნგრევამ არ დაგაბნიოთ,ვერ უმკლავდებიან ეგენი მასეთს და ხელსაწყოს გაფუჭებით მთავრდება,კონკრეტულად კი კბილანების. ვატობის მაჩვენებელი,თუ რკინაზე უნდა გამოიყენოთ,იყიდეთ მაღალ ვატიანი,500-600 ან ზემოთ. და საერთოდ,სანამ ხელსაწყოს იყიდით,ნეტში დაძებნეთ მასზე დახასიათება,რადგან სუსტი წერტილები ყველას აქვს.
    1 point
  25. ალტამ რა აქცია უნდა გააკეთოს მე რო მაჯობოს ASUS X53BY-SX105D 15.6" HD 1366x768 Glare, AMD E-450 1.65GHz, AMD Radeon HD 6470M/1024MB, 2GB DDR3-1333, 320GB 5400 rpm, SM DL 8xDVD +/-RW, WLAN 802.11n, DOS, 3xUSB2.0/HDMI/VGA/4-1 Card Reader/1.3M Camera/6 cell batt/2.6kg, Eng/Rus Full size Numeric keyboard 750 გელა. 2 წელი გარანტია ვოტ ტაკ
    1 point
  26. ღირს მე პირადად და ბევრსაც ოცზე bf3 გვირჩევნია მწ3ის მულტიფლეიერს მაგას დაჟე ბფბც2 მირჩევნია
    1 point
  27. სვანზე და მეგრელზე იყო ჯერ კიდევ როდის აბსოლუტურად იდენტური ანეკდოტი.
    1 point
  28. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=A4AvEdfLyD8 ეს
    1 point
  29. სკაირიმია წელს goty-ს ღირსი
    1 point
  30. კომპანია Evga მ ოფიციალურად დააანონსა თავისი ახალი დედა დაფა LGA1155 სოკეტზე და P67 ჩიპსეტზე ,აღნიშნული პროდუქტი გათვლილია კომპანია Intel ის ახალი მე 2 თაობის Core i5 და i7 Sandy bridge პროცესორებისთვის ,მისი სხვა მონაცემები კი ასე გამოიყურება :მას აქვს 8 ფაზიანი ძაბვის რეგულატორი,4 ცალი DDR3 DIMM სლოტი 16 GB ოპერატიული მეხსიერებამდე გაძლიერების უნარით,PCI-Express 2.0 x16,ერთი PCI-E x16 და 3 PCI-E x1 სლოტი.ამ დედა დაფაზე შესაძლებელია მოთავსდეს კომპანია Nvidia და ATI/AMD ს ვიდეო ბარათები SLI და CrossFireX პროფილში რაც გულისხმობს 2 მაგ ან 3 მაგ ვიდეო ბარათს. იგი ასევე შეიცავს ოთხ SATA 3 Gb/s, 2 ცალ SATA 6 Gb/s და ერთ eSATA 3 Gb/s Storage connectivity ს ,8+2 HD აუდიო,ორ-ორი USB 3.0 და USB 2.0 პორტი და სპეციალურად Overclocker ებისათვის ეს დედა დაფა შეიცავს power/reset ღილაკს ,დამატებით BIOS ს ,CMOS კონტროლერს და აქვს ხელსაწყო EVBot ის მხარდაჭერა რომელსაც სწორედ Overclocker ები იყენებენ.
    1 point
  31. 1 point
  32. ხო ოღონდ ნელა თავში არ მომარტყა :D
    1 point
  33. ყველა ორგანო მტკივა + ები მაინც დამიოწერეთ პოსტზე Copy საც ვერ ვუკეთებდი ბევრ სურათს და pix.ge ზე ატვირტVამ გამანადგურა :xelitavi:
    1 point
  34. არანაირად არაა AC პაპსა
    0 points
  35. ჰმ, მეკიდე მარტო ჩაქუჩი მეგონა აქამდე მწარე გაოფდა თემა, თან მეც მოვრჩი, შეუძლია მოდერს დახუროს :)
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.