Jump to content

All Activity

This stream auto-updates

  1. Today
  2. 560.38 beta დრაივერის ლინკი დაუდიათ გურუ3დ-ზე https://forums.guru3d.com/threads/geforce-560-38-windows-insider.452351/ მაგრამ WDDM 3.2 საპორტი აქვსო მარტო ვინდოუს 11 დევ და canary ბილდზე, ანუ 26120-26217: GPU Upload Heap: This feature allows the CPU to address the entire GPU VRAM frame buffer, instead of only addressing 256mb chunks, this allows for faster data transfer between CPU and GPU. This feature requires Resizeable Bar to be enabled and supported by the PC. 6.8 შეიდერებზე თეორიულათ უკეთესი ლატენტურობა უნდა ქონდესო და პერფორმანსის გაუმჯობესება ზოგიერთ ახალ იგრებში ჩართული რებარით, აგრეთვე ემატება კარტებზე VRAM ჯამური მოხმარებაც, ანუ თეორიულათ 8-10გბ უკეთესი სიტუაცია იქნება რებარით ვიდრე მაგის გარეშე და მეტ რამს გამოიყენებს საშვალოთ ვიდრე მანამდე იყენებდა კარტა, მაგრამ ეგ ყველაფერი მარტო windows 11 24h2 ფინალურ ბილდში ექნება და ჯერ არ გამოსულ დრაივერებში სადაც აქვს WDDM 3.2 მხარდაჭერა და 6.8 შეიდერების საპორტი, მანდაა ეგ გაუმჯობესებები მარტო დამატებული, ეხლანდელ დრაივერებში და თუნდაც 22635 ბეტა ბილდზე ეგ არ მუშაობს ჯერ
  3. არ მიშვებდა მაქამდეც თორე სეთინგებამდე რო მივსულიყავი, მანდედანვე გაუთიშავდი იმ კადრის გენერაციას. afterburner ატრაკებდა თურმე. გავაწორე ყველაფერი. პირველი აქტი გაიარეთ ვინმემ?
  4. The 8 Show პრემიერაც დაუდიათ უკვე, ნეტფლიქსის ახალი დორამაა, თუმცა რეიტინგები დიდი ვერაფერი, მანდაც ურევია მგონი შავი კომედია, თუმცა უფრო ფსიხოლოგიური ტრილერია, ლოლ queen of tears ძალიან ჩამთრევი დორამა ყოფილა, მესმის თუ რატომაც სარგებლობს მასეთი სპროსით, როგორც შავი კომედია ძალიან კარგათაა გადაღებული, კარმის თემაც შეურიეს და მეორე შანსის, სიკვდილ სიცოცხლის თემაც ურევია დობრათ ინტრიგეგის გარდა, 8 ეპიზოდის შემდეგ იძაბება სერიოზულათ სიტუაცია, შეიძლება ბოლოსკენ ცოტა გაიწელოს სიუჟეტი, მაგრამ ჯერ-ჯერობით გრძელი ეპიზოდები ხელს არ უშლის და საინტერესო სიუჟეტი აქვს საკმაოთ, აქტინგიც უმაღლესი დონისაა თან, შურისძიების თემაცაა და ზაგავორების, საკმაოთ სასაცილო მომენტებიც ურევია და ლამის ტრაგიკულიც, თუმცა გაგორებით ჯერ არავინ გაუგორებიათ, IMDB 9000 ვოუტამდე ავიდა 8.3 საშვალო შეფასებით ეგ დორამა და არც ისე ბევრ ბოლო წლებში გამოსულ დორამებს ქონდა მაგაზე მეტი ვოუტები, ნუ რამდენიმეს გარდა მაგდენი ვოუტი ნამდვილათ არა აქვს კორეულებიდან,მაიდრამალისტზე 25000 ვოუტს უახლოვდება 8.8 აცენკით უკვე და კინოპოისკზეც 5000 ვოუტამდე ავიდა თითქმის პროფ მნაგაგალოსკის გარეშეც 8.7 საშვალო შეფასებით, ოღონდ ისეთი ტიპის სიუჟეტი აქვს და ისეთ სტილშია გადაღებული რომ ან ძალიან მოგეწონება ან პრახადნოი დორამათ აღიქვამ, ანუ იყოფა მაყურებლის შეფასებები მაგ დორამის, ჯერ-ჯერობით მე მაგარი მომწონს, ისე ვინჩენზო 8 ეპიზოდში გამოჩნდა კაკრაზ, მგონი მარტო მაგ ერთ ეპიზოდში თამაშობს როგორც ადვოკატი ვინჩენზო იმ სერიალიდან ისე 22 მაისს კიდე ერთი დორამის პრემიერა იწყებაო: https://mydramalist.com/article/kim-dong-wook-s-action-k-drama-in-talks-to-be-released-as-disney-original ეგ დეტექტიური კომედიური დრამა ჩანს უფრო მგონი 12 ეპიზოდიანი, ეგეც დისნეი+ გადის, მაგ პლატფორმაზე საკმარისზე ბევრი დორამები გადის ეხლა https://mydramalist.com/article/uncle-samsik-ranks-on-disney-s-top-10-chief-detective-1958-heads-into-finale მაისის ბოლოს კიდე ერთი დეტექტიური ტრილერის Connection პრემიერა იწყება https://mydramalist.com/757315-connection 3 ივნისისთვის The Player 2: Master of Swindlers გამოდის https://mydramalist.com/article/marry-my-husband-ha-do-gwon-to-lovely-runner-kim-won-hae-veterans-enrich-player-season-2 , თუმცა პირველი სეზონი საშვალო დონის დორამა იყო უფრო მემგონი, პირველ რიგში სიუჟეტი და სცენარი არ უვარგოდა https://mydramalist.com/733285-player-season-2 აქტიორების სასტავი ხოშიანი კი აქვს, დასრულდა Chief Detective 1958 პრემიერაც, მეორე სეზონი იქნება თუ არა არ ვიცი, პირველი მარტო 10 ეპიზოდში გამოვიდა ვნახავ ალბათ მოგვიანებით მაგ დორამასაც https://mydramalist.com/718881-chief-inspector თუმცა Lovely Runner უფრო კარგი რამე ჩანს მაინც, ვისაც უყვარს ეგეთი ტიპის მალადიოჟნი რომკომები ტაიმ ტრაველსის თემაზე, ისე მაგ დორამას ვადარებ sparkling watermelon და იმას მემგონი ცოტათი უფრო მაღალი შეფასებები აქვს, მაგრამ რასაც ვუყურებ დაჟე პრემიერის დასრულებამდეც კი პოპულარობით lovely runner უსწრებს და მაგას გაცილებით მეტი მაყურებელი ყოლია, როგორც ჩანს უფრო საინტერესო საყურებელია, თუმცა ჟანრი და სტილისტიკა აბსოლიტურათ ერთნაირია მაგ ორი დორამის, ეგ ძველი მშვენიერი დორამა იყო ჟანრების მიქსტით და კარგი აქტიორების სასტავით, ალბათ ეგ ახალიც კარგი საყურებელი იქნება, თუმცა ეგ რუსეთშია ეგრე და ჯერ მარტო ივის პლატფორმაზე ვოუტების რაოდენობით უსწრებს ორჯერ ახალი ძველს, კორეაში ძველი ორჯერ უფრო პოპულარულია მაინც ახალზე, თუმცა მაგასაც ბევრი უყურებს საკმაოთ + ჯერ არ დასრულებულა თან ახლის პრემიერა და არც აკანჩატელნი საშვალო შეფასებაა ცნობილი მაინც, კიდე შეიცვლება ცოტათი მანდ როგორც ვოუტების რაოდენობა მაიდრამალისტზე ასევე № watchers, ანუ მაყურებლების რაოდენობა, მე პირადათ არ მეგონა რომ ძველის დონეზე იქნებოდა ეგ ახალიც, ის ძალიან დიდი რეიტინგით იყო და მაგიტომ, მაგრამ ეგეც ფაქტიურათ ბოლომდე ამართლებს მაგ ჟანრში მოლოდინებს
  5. თამაშის სეთინგებში უნდა იყოს მიშკა
  6. როგორც ჩანს ბანალური პირდაპირი პორტი არაა, რახან ხშირ შემთხვევაში სონის თამაშები თუ ცუდი პორტირება აქვს არაა კარგი სათამაშო კლავა-მაუსით და ჯოიპადი ჭირდება ბევრს, რასაც ვუყურებ პირველ ორიგინალურ მესამე ვიჩერზე სულ მცირე ორჯერ მეტი მოთხოვნები ჭირდება ამ თამაშს თუნდაც 2k რომ ითამაშო 50ფპს+ მაინც, თუმცა ისეთი არაფერი არაა 500-600$ კარტით რომ ვერ შეძლო სლაიდშოუს გარეშე თამაში, ანუ მაინდამაინც ძალზე მოშნი კარტა არ ჭირდება ნამდვილათ დაჟე 2k რომ გათამაშოს 60ფპს-მდე, ალბათ საშვალოზე უკეთესი მოთხოვნები ჭირდება ეხლანდელი მერკებით, მაგ მხრივ ნორმალური სიტუაციაა მემგონი მაინც
  7. აუ ძმებო დამეხმარეთ რა. დასაწყისში რომ ფანჯარას აგდებს და სეთინგებს ცვლი, პწიჩკა მოუნიშნე რომ აღარ გამოეტანა და ძაან მჭირდება. ვერც სეივების წაშლამ უშველა. კადრის გენერაცია ჩაურთე და ეკიდებ თამაში ისე რომ იქამდე ვეღარ მივდივარ რო გაუთიშო
  8. აუ მაგრა ასწორებს მაგარი თამაშია.lethal სირთულე ძაან მაგრად არის გაკეთებული.შენც ადვილად კვდები და მოწინააღმდეგეც
  9. ვიწერ ეხლა რუტორიდან და ისეთი სიჩქარით მოაქ ორ კვირაში გადმოწერს ალბათ
  10. მე კლავა მაუსით ვთამადობ, გრიმპადით ვერაფერს ვერ ვუმუღამებ.
  11. კლავიატურა-მაუსით ცუდი სათამაშო ხო არაა ლომებო?
  12. ბოლო თვენახევრის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ახალი მონეტა შეიქმნა. აქედან 370 000-ზე მეტი გამოშვებულია Ethereum-ზე, ხოლო 640 000 Solana-ზე. ამას მოწმობს Dune-ის მონაცემები. ახალი მონეტების რაოდენობა სხვადასხვა ბლოკჩეინზე. წყარო: Dune. 1 აპრილიდან Ethereum-ის ქსელში გაჩნდა 372.642 ტოკენი, რომელთა 88% გაშვებული იქნა Base L2 გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს აქტივობა სავარაუდოდ გამოწვეულია იაფი ტრანზაქციებითა და meme-ტოკენებთან დაკავშირებული აჟიოტაჟით. Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კონორ გროგანმა მოიყვანა მსგავსი მაჩვენებელი და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია 2015 წლიდან 2023 წლამდე პერიოდის მთლიან მაჩვენებელთან შედარებით. L2Beat-ის თანახმად Base-ზე დაბლოკილი თანხების მოცულობა 2024 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 630%-ით გაიზარდა. ანალიტიკურ პლატფორმა Step Finance-ის თანახმად აპრილის დასაწყისიდან Solana-ზე შეიქმნა 643.227 ახალი ტოკენი. Solana-ზე ახალი ტოკენების შექმნის დინამიკა. წყარო: Step Finance. Dune-ის dashboard-ის მიხედვით, რომელიც აკონტროლებს აქტივებს Solana-ზე დამყარებულ პლატფორმა pump.fun-ზე, ახალი მონეტების მთლიანი რაოდენობიდან 466.914 იყო meme-ტოკენი. CoinMarketCap-მა დალისტა 500 ახლად დამატებული ტოკენი, რომელთა უმეტესობა ასევე იყო meme-ტოკენი. CoinGecko-ზე არის 614 მსგავსი აქტივი, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 55.4 მლრდ აშშ დოლარია. გროგანის პოსტის მიხედვით კრიპტო ქომიუნითის წევრებმა meme-ტოკენების რაოდენობის მკვეთრი ზრდა მიიჩნიეს, როგორც "სუფთა ნეგატივი", რაც იწვევს თაღლითობის გავრცელებას. „ეს არის რეალური ფული, რომელიც შეიძლება მოხმარდეს უფრო დიდ „ლეგიტიმურ“ პროექტებს. სამაგიეროდ, ისინი ახლა თაღლითების ხელში არიან, რომელიც მათ ფიატში გაანაღდებს“, - დაწერა Talented Gamblers-მა.  სხვებმა მიიჩნიეს ეს სიტუაცია, როგორც „სპამი სნაიპერული ბოტებისთვის“, რომელიც შექმნილია ახალი meme-ტოკენების ავტომატურად შესაძენად მათი მკვეთრი ზრდის იმედით. ადრე მესარის Messari-ს ხელმძღვანელმა მარტიე ბასმა განაცხადა, რომ meme-ტოკენები დარჩება კრიპტო ინდუსტრიის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილად და პოტენციურად გადაიქცევა აქტივების ახალ კლასად. მან მათ სამომხმარებლო native აპლიკაციების შემდეგი ეპოქის "ტროას ცხენი" უწოდა. მარტში, CryptoQuant-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კი იონ ჯუმ, გამოთქვა შეშფოთება meme-ტოკენების სეგმენტის ბუმთან დაკავშირებით. ექსპერტის თქმით ასეთი პროექტები უბრალოდ ზიანს აყენებს ბაზარს. https://tinyurl.com/yr564krp
  13. მე პირადად არცერთ თამაშში არ ვიყენებ FSR და მსგავს თუ 100 კადრზე დაბლა არ ჩამოდის. აფუჭებს გამოსახულებას და ერთადერთი იგრა რასაც ეგ მოუხდა, RDR 2 იყო
  14. 3 მონიტორით და DD საჭით ვიარე გუშინ
  15. ძლივს თამაში რომელიც მომეწოან მაგრად :დ
  16. Intel-მა გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფა Thunderbolt Share, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ ორი კომპიუტერი Thunderbolt სადენის გამოყენებით მონაცემების გასაზიარებლად ან გადასატანად, მოახდინოთ ორ მოწყობილობას შორის ფაილების სინქრონიზაცია სარეზერვო ასლისთვის და მართოთ ერთი კომპიუტერი მეორის მეშვეობით. როგორც PC World აცხადებს, Intel-ის სიახლე შესაძლებელს ხდის მოწყობილობების გაზიარებას ლოკალური ქსელის მომართვის გარეშე. ფოტოს წყარო: Mark Hachman/Foundry Thunderbolt Share გთავაზობთ მარტივ და მოსახერხებელ გზას მონაცემთა გაზიარების გაფართოებისთვის ორ კომპიუტერს შორის სამუშაო ჯგუფების ან ქსელური კავშირების დაყენების გარეშე. Intel-ისგან სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების შემდეგ გამოჩნდება რამდენიმე ოპერაციული რეჟიმის არჩევანი. პირველი რეჟიმი მოიცავს მეორე კომპიუტერის დისტანციურ კონტროლს მისი სამუშაო სადგურის მეშვეობით პირველი კომპიუტერიდან ადგილობრივი სადენის საშუალებით. მეორე რეჟიმი არის ფაილების სწრაფი გაცვლა კომპიუტერებს შორის Thunderbolt-ის სიჩქარით - 120 გბ/წმ-მდე. მესამეა საქაღალდეების და ფაილების სინქრონიზაცია სარეზერვო ასლის ორ მოწყობილობაზე. და მეოთხეა მონაცემების გადაცემა ახალ კომპიუტერზე (აპლიკაციების გადატანის გარეშე). ფოტოს წყარო: Intel ტექნოლოგია ჯერ არ გამხდარა Thunderbolt სტანდარტის ნაწილი და არ არის ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის. იმისთვის, რომ მან იმუშაოს, მინიმუმ ერთ-ერთ დაკავშირებულ მოწყობილობას (კომპიუტერს ან დოკ სადგურს) უნდა ჰქონდეს Intel-ის Thunderbolt Share-ის გამოყენების ლიცენზია. გარდა ამისა, ტექნოლოგია ოფიციალურად მუშაობს მხოლოდ Thunderbolt 4 და 5-ის მქონე მოწყობილობებზე და Thunderbolt 3-ის მფლობელები ვერ გამოიყენებენ. ასევე, ამ დროისთვის დაანონსებულია AMD Ryzen ლეპტოპები USB4-ით Thunderbolt-ის ნაცვლად. კომპიუტერების მწარმოებლები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტანდარტს, არიან MSI, Lenovo, Acer და Razer. ხოლო პერიფერიული მოწყობილობების მწარმოებლები, რომლებიც მხარს დაუჭერენ Thunderbolt Share-ს ოდნავ მოგვიანებით, არიან Plugable, Kensington, Belkin და Promise. Thunderbolt Share-ის მოქმედებაში ტესტირებისას შესაძლებელი გახდა გამოცდილიყო გამოყენების სხვადასხვა სცენარი, მათ შორის ერთი ლეპტოპის მეორისგან კონტროლი, ფაილების გადატანა და საქაღალდეების სინქრონიზაცია. თუმცა, ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა ფაილის სინქრონიზაცია, არ ხდებოდა ძალიან სწრაფად. მაგრამ ზოგადად, აღნიშნულია, რომ Thunderbolt Share გადაწყვეტილება შეიძლება სასარგებლო იყოს რამდენიმე კომპიუტერთან მუშაობისას. https://tinyurl.com/bdff8e7p
  17. მილიარდერ ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებულმა კერძო კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა გამოაცხადა, რომ თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ წაიყვანს ადამიანებს კოსმოსში თავის სუბორბიტულ ხომალდ New Shepard-ით. ეკიპაჟის გაშვება დაგეგმილია 19 მაისს დასავლეთ ტეხასის საფრენის ცენტრიდან, აცხადებს Bloomberg. ფოტოს წყარო: Blue Origin ეს იქნება New Shepard-ის პირველი ფრენა ბორტზე მყოფი ადამიანებით 2022 წლის აგვისტოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც დაშვებისას ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ, ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა. ინციდენტის შემდეგ კომპანიამ ჩაატარა გამოძიება და გააუმჯობესა ხომალდის სისტემები კომერციული ფრენების განახლებამდე. ავარიამდე რამდენიმე თვით ადრე Blue Origin-მა დაიწყო რეგულარული ტურისტული ფრენები კოსმოსში New Shepard-ით. მგზავრებს საშუალება მიეცათ დაახლოებით 10 წუთი გაეტარებინათ უწონად მდგომარეობაში და აღფრთოვანებულიყვნენ დედამიწის ხედებით 100 კმ სიმაღლიდან - საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, კოსმოსის საზღვარი სწორედ ამ სიმაღლეზეა. ეკიპაჟი ექვსი ადამიანისგან შედგებოდა და ბილეთის ღირებულება ასობით ათას დოლარს აღწევდა. სუბორბიტალური კოსმოსური ტურიზმის გარდა Blue Origin ავითარებს მძიმე, მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა New Glenn-ს ტვირთის ორბიტაზე გასაშვებად და ასევე მონაწილეობს NASA-ს პროგრამაში ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნების მიზნით. კომპანია კონკურენციას უწევს ილონ მასკის SpaceX-ს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებისა და კოსმოსური სისტემების სფეროში. https://tinyurl.com/bdfazza6
  18. შეგიძლიათ DLSS და FSR 3 Frame Generation ერთდროულად გამოიყენოთ ამ თამაშშიო https://www.techpowerup.com/322529/ghost-of-tsushima-lets-you-use-dlss-2-and-fsr-3-frame-generation-together ანუ Nvidia-ს 2000-3000 სერიის ვიდეობარათებზე შეგიძლიათ ჩართოთ ერთდროულად და ბლომად მოუმატოთ FPS იდეაში 4000 სერიაზეც შეგიძლიათ, მაგრამ მაგათ უკვე DLSS 3 მხარდაჭერა აქვს და Nvidia Frame Gen შეგიძლიათ ჩაურთოთ რომელიც იდეაში ცოტათი უკეთესია ვიდრე AMD-ს FSR 3 Frame Generation
  19. 1) ოპერატიული მეხიერება KINGSTONEის 2x4 30 ლარი 2) ოპერატიული მეხსიერება G.SKILL RIPJAW 50 ლარი 3) პროცესორი 775 სოკეტზე INTEL XEON 5472 30 ლარი არ აკლდება არ იცვლება
  20. Yesterday
  21. ძაან და თან იმდენი რაღაცა იხსნება და გხვდება რო აღარ ვიცი რომელერთი გავაკეთო ესენი მაგარი ძნელი საჩალიჩოა
  22. კაი გრძელი თამაში ჩანს, რუკის მიხედვით.
  1. Load more activity
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.