Jump to content

ხელოვნური ფოთოლი, რომელიც წყალს საწვავად აქცევს

Recommended Posts

მკვლევარებმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) პროფესორ დენიელ ნოცერის (Daniel Nocera) თაოსნობით, შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც მათ „ხელოვნური ფოთოლი“ უწოდეს: როგორც ცოცხალი მცენარეების ფოთლებს, მოწყობილობას შეუძლია მზის ენერგია გარდაქმნას ქიმიურ საწვავად, რომელიც შენახული იქნება და გამოიყენებენ მას ენერგიის წყაროდ.

20110929082446-1.jpg

ხელოვნური ფოთოლი - სილიკონის მზის ელემენტი სხვა და სხვა კატალიზური მატერიალებით ორივე მხარეს - რისი დახმარებითაც არ ჭირდება არანაირი კაბელები ან ელექტრონული სქემები სამარტავად. საჭიროა მხოლოდ აპარატის მოთავსება წყლით სავსე გამჭვირვალე თავღია ჭურჭელში, რათა მზის სხივები მიწვდეს. ამის შემდეგ იწყება წყლის ელექტროლიტური დისოციაცია: ერთი მხრიდან ფილები დაიწყებენ ჟანგბადის ბუშტუკების გამოყოფას, ხოლო მეორე მხრიდან - წყალბადის.

ამ გზით, თუ მოწყობილობას მოვათავსებთ სიმაგრეზე, რომლის დახმარებითაც გაიმიჯნება ბუშტუკების ორი ნაკადი, მოგვიანებით მათ საწვავის სახით გამოვიყენებთ. მაგალითად, ისინი შეგვიძლია გავაზავოთ საწვავთან, რომელიც შემდეგში მათ ისევ წყლად გადააქცევს და ამ გზით მივიღებთ ელექტრონულ დენს.

პროფესორ ნოცერის სიტყვებით, ხელოვნური ფოთოლი შექმნილია გავრცელებული და იაფი მატერიებისგან - ძირითადად კი სილიკონისაგან, კობალტისაგან და ნიკელისაგან - ფუნქციონირებით კი ჩვეულებრივ წყალშიც მუშაობს. სხვა გზები, შეექმნათ მოწყობილობა, რომელიც გაყოფდა წყალს, უშედეგო გამოდგა, რადგან საჭირო ხდებოდა ან ძვირფასი და იშვიათი მატერიის გამოყენება (მაგ. პლატინა) ან კიდევ ხდებოდა კოროზია.

წყარო: 3DNews

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

მომწონს ასეთი სახის ნიუსები!

წყალბადზე მომუშავე მანქნებზეც რომ გადავიდეს ეს "ტექნოლოგიური სიიაფე" კარგი იქნება,მანდ საკმაოდ პლატინა მიდის კატალიზატორად.

Link to comment
Share on other sites

მილიონი წელი გავა, სანამ ამას დანერგავენ ფართო გამოყენებაში, თორემ მშვენიერი რაღაცაა.

ამის "არ დანერგვის" მთავარი მიზეზი, მსოფლიო პოლიტიკაა, ნავთობის გულისთვის ქვეყნებს აოხრებენ, აპარტახებენ და ვიღაც გიჟი ფიზიკოსის გამოგონებას ასე ადვილად არ მისცემენ გასაქანს (მინიმუმ 10 წელი), ელექტრომობილები აიღე, დღეს უკვე ისეთ დონეზე დახვეწეს, რომ სერიოზულ მონაცემებს იძლევა, ბენზისაც კი ჯობნის (ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც TESLA) მაგრამ ჯერ ბასეინში არ ასხავენ წყალს, არც ჩაასხავენ.

კაცობრიობას რამოდენიმე სახის ალტერნატიული ენერგო საწვავი აქვს, მაგრამ ფართო გავრცელებაში ვერ უშვებენ (გამონაკლისების გარდა, მაგალითად, ბრაზილიის 30% მცენარეული ზეთისგან მიღებულ საწვავზეა, ეს სერიოზული ციფრია).

:yes: კი, თორემ ეს ფოთოლი არც პირველია "ალტერნატიული საწვავის" გამოგონებებიდან და არც უკანასკნელი. ნავთობმაგნატები მილიარდებს გადაიხდიან რომ ბიზნესი არ ჩაუწვეთ და ასეთი გამოგონებები დაკონსერვდეს 40-50 წლით მაინც.

Link to comment
Share on other sites

ტექნიკურ უნიში რამე პროექტებზე მუშაობა ხდება?

რაც აღმოჩEნებია,ნახევარზე მეტი სულ ამა თუ იმ უნის მონაწილეობითაა,ჩვენთან ხდება რამე პროგრესი მაგ მხრივ?

არის ახალი პროექტები რაზეც მუშაობენ სტუდენტები და ლექტორები?

Link to comment
Share on other sites

ტექნიკურ უნიში რამე პროექტებზე მუშაობა ხდება?

კი, გეპეიში თითქმის გამოიგონეს ისეთი "ატმორი" (ბევრს ეხსომება, გეპეი უშვებდა წ.ყ.ლ.ი.ს გამაცხელებელს), რომელიც სასიკვდილოდ აღარ დაგარტყავს დენს.

Link to comment
Share on other sites

კი, გეპეიში თითქმის გამოიგონეს ისეთი "ატმორი" (ბევრს ეხსომება, გეპეი უშვებდა წ.ყ.ლ.ი.ს გამაცხელებელს), რომელიც სასიკვდილოდ აღარ დაგარტყავს დენს.

ეგ მეორე საოცრება ვიცი,მაგრამ ახალი,მაგ გამაცხელებელმა 10 წელია რაც 2 ჯერ განიცადა ცვლილება

ეკო ტექნოზე არ მუშაობენ ?!

Link to comment
Share on other sites

ეგ მეორე საოცრება ვიცი,მაგრამ ახალი,მაგ გამაცხელებელმა 10 წელია რაც 2 ჯერ განიცადა ცვლილება

ეკო ტექნოზე არ მუშაობენ ?!

ეტყობა გამომრჩა, პირველი რომელია? :D

შეიძლება რაღაც "წვრილმანი" პროექტები ქონდეთ, მაგრამ რაიმე რევოლუციური, მეეჭვება, სამაგისოდ სერიოზული სპონსორი ჭირდებათ, თუმცა შეიძლება ვცდები და იშოვეს კიდეც ვინმე დიდი ბიზესმენი, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე 1-ხელ მაინც გავხდებოდით საოცრების მომსწრე, ბიძინა თუ მოვიდა, იმედია ასეთ საქმეებში არ დაიშურებს ინვესტიციებს, ჩვენ დამშეულ ქვეყანაში, 1000000$-იც რომ მისცეს, კარგად ეყოფათ (როცა სხვა ქვეყნებში ეს თანხა მინიმუმ 20-ჯერ მეტია).

ყველაზე კარგია მეცნიერებაში დაბანდება ფულის,ნეტა მოხდეს და ეშველოს!

პირველი ისაა,დამიწებიდან იღებდა დენს ჩასართავად(მარტო პლიუსი მიდიოდა),ან კორპუსის არმატურიდან:D.

სიტყვაზე დამიწებასთან დაიკარგა კონტაქტი(მიერთება თუ კაროზიითაა დაფარული,და ლიაითAდაა,ახასიათებს ელ დენს შავი მურივით წარმოქმნა და დენი მერე არ გადადის,წრედი არ იკვრება,ჩAმრთველი როცა არ მუშAობს,მაგისი ბრალია ხოლმე,გაამოძრავებ და წრედი შეიკვრება),შედეგი=ზეცაშია ადამიანი.

ონკანიდან წყალს ვერ დალევ,დენს გარტყამს(ვიღაცას ჰქონდა კორპუსში მასე,ვერ ვეკარებოდი ონკანს).

მეორე კი პლიუსი და მინუსიც შიგ შედის,დამიწებაც ზედვე,ნუ გადარჩენის შანსი არის,ალბათ

f01487599ffc.png

ეს მეორეც დამიწებაზეა,არ მიმიხატავს.

Link to comment
Share on other sites

NEIRON

ხოო, ეგ კი, იმიტომაც ვახსენე მომაკვდინებლად, ეს ხალხიც როგორ რისკავდა? ამხელა საფრთხეს ვერ აცნობიერებდნენ... გაჩენილ ხანძრებზე აღარაფერს ვამბობ, წყალი დაუწყდებოდათ, ამას ავტომატური გათიშვის სისტემა არ ქონდა და ჩნდებოდა ხანძარი.

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

ახლაც მასეა,კიდევ რისკავენ.

იცი რა ტეხავს,აკეთებენ იმისთვის რომ ფული იშოვონ და არა იმისთვის,რომ იმ შექმნილმა გაამართლოს.

აი სპეციფიკური ხელსაწყოები,რაც მხოლოდ 1 საქმეს აკეთებს,რაც ღირს ძვირი,საკმაოდ ძვირი.

მასალის გასავლის და სირთულის მიხედვით,კანფეტია დამზადებაში.

თუ არ შეგიძლია შექმნა ახალი,გააუმჯობესე არსებული რა.

ენთუზიაზმი აკლია,განხორციელება და მიზანი უმეტესობას,ნორმალური მიზანი,რომლის პირველ აფეხურზე ფული არ დგას,არამედ ადამიანური,ნორმალური ქმნილება.

იმაზე მომდის გული,რამე მეცნიერული ნაშრომს დადებენ ფორმულას,რომელსაც უმეტესობას გადაწერენ და მორჩა

მერე ფეხი ფეხზე დადებით ,საკუთარი "მე"-ს გადამეტებით აქ მთავრდება საქმე.

უცხოელი მეცნიერი მუშასავით დარბის,იკვლევს,მასე არაა საქართველოში,ტეხავს.

არ გაფინანსებს სახელმწიფო?! მერე რა,შენ ხომ გაძლევენ ფულს,ენთუზიაზმზე აწყობილა ყველა აღმოჩენა და ქმნილება.

დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანს,რომელიც შრომობს და ქმნის ახალს,ნორმალურ ქმნილებას დებს,ვინც კი მეცნიერებია,თუნდაც,რაც დავწერე ,ვილჰელმ კონრად რენტგენზე,მაგან ხომ თავისი შრომით მიაღწია.

საქართველოში მეცნიერება უნდა დადგეს და გაიმართოს წელში,მაგრამ ასე,არაა შAნსი.

ეეე, ჩემო ძმაო, მაგამდე ბევრი გვიკლია, ხალხი არ არის მიჩვეული ტვინის რესურსის მომგებიანად მოხმარებას, იქიდან მოყოლობეული, როცა კი დანგრეული თავიდან უნდა აგვეღორძინებინა და მითუმეტეს "სახელმწიფოს" აშენებას ძალიან სჭირდებოდი, მაშინ გვქონდა ხელსაყრელი მომენტი ენთუზიაზმის რეალიზების, ზუსტად მაშინ დაიწყო, მაშინ გადაგვეკვრა თვალზე ბინდი და წავიდა ისედაც გაპარტახებულის ბოლომდე გაცამტვერება, ქარხნებს შლიდნენ და თურქეთში ჯართად გაქონდათ, ხალხმა მილიონები იშოვა და ამათ რაის მეცნიერულ ნაშრომებზე უნდა ელაპარაკო? ისედაც, ყოველთვის ეგრე ვიყავით და ვართ, როგორც კი "სახეიროს" სუნი გვცემს, ეგრევე ვივიწყებთ დასაწყისში დაგეგმილ "უმწიკვლობას", რაის მეტად განვითარება, რაც შეიძლება მეტი გამოვწველოთ ფეხადგმულ საქმეს და გინდ საზიანო ნაწარმს ვუშვებდე, ხალხის დედაც ტო... მერე რა, რომ ჩემი გამოშვებული საპონი დროთაგანმავლობაში კანის სოკოს იწვევს?! სამაგიეროდ მოგება ხომ მაქვს?! ნაწარმი რომ გავაუმჯობესო, ორმაგი დამიჯდება, სირი ვარ მოგება გავინახევრო?! მაინც იყიდება ტოოოო... და 5 წლის მერე ვიღაცას კანზე დაენ...ვა, ეგეც მე მადარდე რა :chojinfc: ან ვინ რას დამიმტკიცებს რო???

აბა, ესენი ჩაუჯდებიან მეცნიერულ კვლევებს??? :facepalm:

მაგრამ შევარდნაძისა არ იყოს, "გვირაბის ბოლოს შუქის მოჩანს"-ო :D ნელ-ნელა რაღაც დაიძვრება, აუცილებლად, ბავშვებიდან უნდა წამოვიდეს სწავლა-განათლებისადმი ლტოლვა და შემდეგ უკვე მეცნიერებისადმი ინტერესი/სიყვარული და ეგ დროც მოვიდა, ნელ-ნელა მცირდება მათი რაოდენობა, ვისაც კარგი "პატრონი" ყავს და სკოლის დიპლომიც კი არ არის საჭირო, მაინც კაი პონტში გაჩითავს, ესეთია 1%, დანარჩენს უკვე მხოლოდ თავისი აზროვნების იმედი უნდა ქონდეს და ამას ნელ-ნელა ხვდებიან და იგრძნობა კიდეც ნაკითხი ახალგაზრდობის მატება, უკვე, გამადიდებელი ლინზის გარეშეც ჩანს (თუნდაც ჩვენი ფორუმი ვთქვათ, ამ ბავშვებს რომ ვუყურებ, ვხედავ უმრავლესობის საღად აზროვნებას, ეს კი, მხოლოდ წიგნის კითხვას შეუძლია. მიხარია).

ძალიან ჩავუღრმავდი, მაგრამ გული მტკივა ქვეყნის ასეთ წარუმატებლობებზე და 1-2 სიტყვით სათქმელი ვთქვი რა... ;)

Link to comment
Share on other sites

  • 5 weeks later...

სანამ შავი ოქრო არ გამოილევა მანადე ამდაგვარი პროექტების ფართო წარმოება არარეალურია. :))

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.