Jump to content

Recommended Posts

Posted

მოკლედ მაგარი ცუდ დღეში ვარ. მაქვს 2ტბ Corsair MP600 რომელიც მიდევს ლეპტოპში. გუშინ დილით რომ გავიღვიძე არ ჩაირთო კომპი ვინდოუსს რაღაც პრობლემები აქვსო დამიწერა. თავისი ხელსაწყოები რო აქვს მაგით არ ეშველა ეგ კი არა სხვადასხვა მეთოდის ცდის შემდეგ საერთოდ SSD-ს აღქმა მიატოვა ლეპტოპმა. საქმე იმაშია რომ მანდ ისეთი ფაილები მაქვს მაგის დაკარგვას მირჩევნია მთლიანი ლეპტოპი დაზიანებულიყო და ssd გადარჩენილიყო. გუშინ საჩქაროდ დავითრიე ახალი 250იანი სსდ და ჩავწერე მანდ ვინდოუსი რო მუშაობა მაინც შემძლებოდა. ახლა ორივე სსდ მიდევს მაგრამ კორსარს ვერ ხედავს კომპი. 

იქნებ  დამაკვალიანოთ ვის შეიძლება ვანახო ვინც შეძლებს შველას, ან ფაილების hdd-ზე გადატანა მაინც თუ მოხერხდება. 
ამჟამად ვარ ქუთაისში და თუ აქაური იქნება ვინმე ხო კარგი თუ არადა უკიდურეს შემთხვევაში თბილისშიც ჩამოვალ. 

Posted

ეგეთი მნიშვნელოვანი ფაილების ბექაფი არ გქონდა? :xeli:  რისი დაკარგვაც არ მინდა მინიმუმ 3 ადგილას ვინახავ, ssd-ს რა წამს გაძვრება სული არავინ იცის

Posted

ფაილების აღდგენაზე ყველაზე ცნობილი ედიკაა, დაურეკე, წესით სსდ-ებზეც უნდა მუშაობდეს

https://www.facebook.com/p/Eduard-Data-Recovery-ინფორმაციის-აღდგენა-61571677047739/

  • Upvote 1
Posted

ხო ვიცი რო რეზერვული ასლები უნდა მქონოდა მაგრამ, რავი 99%ზე ქონდა ჯანრმთელობა , 3,600 TBW აქვს რესურსი და არც გეიმერი ვარ არც რამე ედიტორი ან რამე, რომ მეწვალებინა ჩაწერებზე. უბრალოდ ვებ პროექტების ფაილები მაქვს, ოჯახის სურათები სადღაც 100-200გბ და ა.შ. 
თან რავი 5 წლიანი გარანტია აქვს და 3 წელიც არაა რაც მაქვს, და როგორც ვახსენე რესურსის ამოწურვასთან საერთოდ ახლოსაც არ ვყოფილვარ, სულ რამდენიმე % ქონდა დაკლებული ალბათ იმ 3600tbw-ს.

ერთადერთი რამაც გამაკვირვა ის იყო რომ ცოტა შუა ნაწილი ამოღუნული იყო ანუ რკალივით იყო რო გავხსენი ამაწინათ ლეპტოპი, მაგრამ რომ მოვიძიე ინტერნეტში არ არისო საგანგაშო ეწერა. ტემპერატურასაც ვადევნებდი ხოლმე თვალს და არ ხურდებოდა. 

წინა ღამეს მშვენივრად მუშაობდა, გამოვრთე დილით ჩავრთე და ვუალა, არ ტვირთავდა ვინდოუსს, თავისი თრაუბლშუთერით ვცადე მაგრამ არაფერი გამოვიდა, და მერე მთლად აღქმაც მიატოვა. 

Posted
4 hours ago, kloud said:

რესურსი არაა კავშირში გაფუჭებასთან, მე 11 წლის სსდ მაქ შარშან რო ვნახე 60%-ზე იყო და ეხლაც მუშაობს, ძირითადად კონტროლერს ერხევა ხოლმე

Posted

გაგრილება ქონდა?

ძალიან უჭირთ თანამედროვე სწრაფ სსდ-ებს გაგრილების გარეშე, მწარმოებელი კი ამბობს არაა პრობლემაო და თითქოს ტემპერატურაც დასაშვები უჭირავთ, მაგრამ სტატისტიკურად რომ გადახედო იაფიან მაზერებზე რომლებსაც რადიატორი არ აქვთ და ლეპტოპებში უფრო ხშირად იხოცება სსდ-ები, ვიდრე გაგრილების ქვეშ მყოფები :) 

Posted

ან გაგრილების გამო დალია სული ან კონტროლერი გავიდა მარილზე ალბათ, არც მიძებნია მაგ მოდელზე რომელი ტიპის კონტროლერი ეყენა, ზოგიერთებზე უფრო ცუდი ვარიანტი აყენია, რომელიც მალე ფუჭდება შედარებით, ცალკე პრაშიკვაც მოქმედებს მუშაობაზე, ხანდახან სერიოზულ პრობლემებს იგივე სამსუნგი პრაშივკის შემდეგ ასწორებს ხოლმე, ისე თუ აცალე ძველი პრაშივკით შეიძლება გაცილებით მალე დაელია სული, იყო ეგ პრობლემა ზოგიერთ მოდელებზე, მათ შორის ძველ სატა3 ვარიანტებზეც, დაჟე ჩემ სსდ ქონდა ეგ წუნი და პრაშივკით დაფიქსეს, შენ შემთხვევაში ან გაგრილებამ დაასტუკა ან კონტოლერმა მოკლეთ, აღდგება თუ არა არ ვიცი, მაგრამ ცდა ღირს მაინც, ვინმე სპეციალისტს რომ მიუტანო, ისეთს მე არაფერს არ ვინახავ, მაგრამ რამე დოკუმენტები თუ მაქვს ან პროგრამები სხვა ჰდდ-ზეც მაქვს გადატანილი, სსდ-ზე არ ვინახავ მარტო მაგეებს, შენ შემთხვევაში ბეკაპის გაკეთება ღირდა და ეხლაც ჯობია თუ უშველი ბეკაპი გაუკეთო

Posted

მე რაც შემხვედრია მკვდარი სსდ-ები, უმეტესობა იყო ან ულტრა ბიუჯეტური მოდელი ან ჩინური ხლამი(უმეტესობა სატა)
ნორმალური მწარმოებლის ნორმალური სერია ძალიან მინახავს M2-ზე მკვდარი, ისიც ან გაგრილების გარეშე მუშაობდა, ან კვება ეყენა ხლამი და იმან გაიყვანა გაღმა. 

კვების გამო 2 შემთვევა ვიცი, ერთი დიფქულის კვებაზე, ერთიც ან ფირსთპლეიერი იყო ან თერმალრაითი, კვებამ მიქარა ერთზე მაზერზე ბიოსი მოკლა და სსდ გაიყოლა, მეორეზე მხოლოდ სსდ (თავადაც მოკვდა რა თქმა უნდა, უფრო სწორად კონდენსატორები დაებერა :D )  

Posted

გაგრილება რავი რო შევამოწვე დატვირთვაზე 50-60გრადუსს შორის იყო რამდენიმე კვირის წინ. თუმცა კი გაგრილება მოხსნილი მქონდა აბა ისე ლეპტოპში ვერ ჩავდებდი. მაგრამ ის ტერმოპადი რაც მოყვებოდა ეგ ზედ მქონდა დატოვებული სსდ-ზე. ახლაც შერჩენილი აქვს ცოტა ზედ.

Posted

ლეპტოპში რომელსაც გაგრილება არ აქვს, უნდა ეცადო ჩადო ისეთი სსდ რომელიც დიდი სისწრაფით არ გამოირჩევა, ანუ მაქსიმალურად ნელი, მაქსიმუმ რამე ნორმალური პისიაი 3 ვერსია

მეტი სისწრაფე მთლად პროპორციულად არა, მაგრამ მეტწილად მეტ ტემპერატურას ნიშნავს

მაგ სსდ-ს სიკვდილი შეიძლება სულაც არაა კავშირში ტემპერატურასთან, ზოგადი ინფოსთვის დავწერე

პ.ს
ამოღება და სხვა კომპზე დაერთება სცადე?

Posted
6 minutes ago, Gogla1990 said:

ხო სამწუხაროდ არ ვიცოდი ასეთი რამეები თუ მოსდიოდათ ასეთ ძვირიან SSD-ებს. ბოლო დროს სიახლებს არ ვადევნებ თვალს მოუცლელობის გამო და ვერ წარმომედგინა რომ მსგავსი რამ შეილებოდა მოსვლოდა. მე მარტო TBW-ებს ვუყურებდი :(
ჯერ არ შემიმოწმებია სხვა კომპზე, ხვალ ვბრუნდები სახლში და მეგობრის კომპზე უნდა ვცადო, ახლა ახლობლებთან ვარ ქუთაისში და აქ არ მყავს არავინ ვისთანაც დავტესტავდი. 
Claude ამას ვარაუდობს:
if this is firmware-area corruption (which your timeline strongly suggests), your data is probably still intact on the chips — the controller just can't reach it. That's genuinely better news than a physically dead drive, because a recovery lab with the right tools can often repair the firmware region and pull everything off.
ოღონდა ფაილები აღდგებოდეს და არ გავაკარებ სსდ-ს მაგ ფაილებს მექნება მამაპაპურ HDD-ზე. 

Posted
On 6/17/2026 at 12:40 AM, kloud said:

მექნება მამაპაპურ HDD-ზე. 

ყველაზე მთავარია რამდენიმე ადგილას გქონდეს ბექაფი.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.