Jump to content

Recommended Posts

Posted

მოკლედ მაგარი ცუდ დღეში ვარ. მაქვს 2ტბ Corsair MP600 რომელიც მიდევს ლეპტოპში. გუშინ დილით რომ გავიღვიძე არ ჩაირთო კომპი ვინდოუსს რაღაც პრობლემები აქვსო დამიწერა. თავისი ხელსაწყოები რო აქვს მაგით არ ეშველა ეგ კი არა სხვადასხვა მეთოდის ცდის შემდეგ საერთოდ SSD-ს აღქმა მიატოვა ლეპტოპმა. საქმე იმაშია რომ მანდ ისეთი ფაილები მაქვს მაგის დაკარგვას მირჩევნია მთლიანი ლეპტოპი დაზიანებულიყო და ssd გადარჩენილიყო. გუშინ საჩქაროდ დავითრიე ახალი 250იანი სსდ და ჩავწერე მანდ ვინდოუსი რო მუშაობა მაინც შემძლებოდა. ახლა ორივე სსდ მიდევს მაგრამ კორსარს ვერ ხედავს კომპი. 

იქნებ  დამაკვალიანოთ ვის შეიძლება ვანახო ვინც შეძლებს შველას, ან ფაილების hdd-ზე გადატანა მაინც თუ მოხერხდება. 
ამჟამად ვარ ქუთაისში და თუ აქაური იქნება ვინმე ხო კარგი თუ არადა უკიდურეს შემთხვევაში თბილისშიც ჩამოვალ. 

 

Posted

ეგეთი მნიშვნელოვანი ფაილების ბექაფი არ გქონდა? :xeli:  რისი დაკარგვაც არ მინდა მინიმუმ 3 ადგილას ვინახავ, ssd-ს რა წამს გაძვრება სული არავინ იცის

Posted

ფაილების აღდგენაზე ყველაზე ცნობილი ედიკაა, დაურეკე, წესით სსდ-ებზეც უნდა მუშაობდეს

https://www.facebook.com/p/Eduard-Data-Recovery-ინფორმაციის-აღდგენა-61571677047739/

  • Upvote 1
Posted

ხო ვიცი რო რეზერვული ასლები უნდა მქონოდა მაგრამ, რავი 99%ზე ქონდა ჯანრმთელობა , 3,600 TBW აქვს რესურსი და არც გეიმერი ვარ არც რამე ედიტორი ან რამე, რომ მეწვალებინა ჩაწერებზე. უბრალოდ ვებ პროექტების ფაილები მაქვს, ოჯახის სურათები სადღაც 100-200გბ და ა.შ. 
თან რავი 5 წლიანი გარანტია აქვს და 3 წელიც არაა რაც მაქვს, და როგორც ვახსენე რესურსის ამოწურვასთან საერთოდ ახლოსაც არ ვყოფილვარ, სულ რამდენიმე % ქონდა დაკლებული ალბათ იმ 3600tbw-ს.

ერთადერთი რამაც გამაკვირვა ის იყო რომ ცოტა შუა ნაწილი ამოღუნული იყო ანუ რკალივით იყო რო გავხსენი ამაწინათ ლეპტოპი, მაგრამ რომ მოვიძიე ინტერნეტში არ არისო საგანგაშო ეწერა. ტემპერატურასაც ვადევნებდი ხოლმე თვალს და არ ხურდებოდა. 

წინა ღამეს მშვენივრად მუშაობდა, გამოვრთე დილით ჩავრთე და ვუალა, არ ტვირთავდა ვინდოუსს, თავისი თრაუბლშუთერით ვცადე მაგრამ არაფერი გამოვიდა, და მერე მთლად აღქმაც მიატოვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.