-
Posts
20214 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
272
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Gogla1990
-
ეგ თავისთავად ფინანსების საქმე რომ ტრაკისკენ წამივიდა იმიტომაც ვარ ისევ 2011 სოკეტზე, თანაც ნახევარი სისტემა გავყიდე, ნათხოვარი კარტა მიდევს ამ წუთას და ნაჩუქარი პროცესორი
-
Q9400 მქონდა წლები და მასიამოვნა, მერე Q9550-ზე გადავედი, QX9770 დიდი ხანი ვეძებე და რომ ვერ ვიპოვე ნორმალურ ფასად ავდექი და 1155 სოკეტზე გადავედი
-
მაქსიმუმი რა აქვს? ისე მაგის ჩაყენებას ბარემ რამე Q სერია ან xeon ჩაგედო, სულ რომ გაარღვიო ეგ პროცი დღეს უკვე საოფისედ თუ გამოდგება
-
ნორმალური მაზერები საკმაოდ ძვირია და პროცესორების კარგ ფასს აბათილებს ინტელს კი მაინც ჯობია ფასი/წარმადობით, მაგრამ მაზერების ფასიც რომ აკონტროლონ მთლად კარგს იზავენ
-
ტესტები რომ დაიდება მერე გამოჩნდება თეთრი და შავი კრისტალი წინაზეც ამბობდნენ დავეწიეთ და გავუსწარით ინტელსო, მაგრამ თამაშებში მაინც ღორი ინტელი ლიდერობს ამ დრომდე
-
პროცესორები კი კარგია, მაგრამ მაზერებზე რა ხდება?
-
გაგიჭირდება აქ კი არა სტანდარტულ ოპერას ამერიკაშიც ან ნახავ ან არა, ამდ-ს პლატფორმისთვის ან სასერვერო მოდულებს თუ წააწყდები ცოტა ნორმალურ ფასად, რამდენად იმუშავებენ ეგ უკვე მეორე საკითხია, ნუ მოკლედ "ჩიტი ბრდღვნად არ ღირს" მაგ სისტემაზე ფულის და დროს კარგვა რომ დაიწყო
-
გააგრძელე თამაში, თუ რამე სჭირს არ მოერიდება და კიდევ იტყვის, არ უნდა ზედმეტი ტესტვა, შეიძლება უბრალოდ ვინდოუსის ან დრაივერის ხარვეზი იყო ისე კი: Furmark 3D mark 13+ წლის
-
ეგ მეც დამაინტერესდა ქულერების ტრიალი არაფერს ნიშნავს და სულაც არ გამოირიცხება მანდ პლატის ან სხვა რომელიმე დეტალის ბრალეულობა და არც იმას ნიშნავს რომ ის კვება კარგი იყო პ.ს ნუთუ არავინაა მანდ ან წესიერი კვება რომ სთხოვო ან სხვა ვიდეო რა კვებაც გაქვს იმაზე რომ გაიტესტოს?
-
-
სოკეტის პინების გასწორება
Gogla1990 replied to Giorgi Pataraia's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
ხელოსანი გაასწორებს, იმუშავებს თუ არა მაზერი ეგ უკვე სხვა საქმეა და მაგის გარანტიას ვერავინ მოგცემს 598 544 495 გიორგი წერეტელზე კოკა-კოლას გვერდით აქვს სახელოსნო- 1 reply
-
- 1
-
-
ევროკავშირსა და აშშ-ში 179 დარქნეტ-გამყიდველი დააკავეს
Gogla1990 replied to Magdalena's topic in ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
სანამ მოთხოვნაა მანამ იარსებებს მსგავსი გამყიდველები, ეგრე მარტივად არ ხდება მათი დაჭერა/დაშინება -
სადღაა ახალგაზრდობა და კაი ცხოვრება, ჭრაჭუნი გამაქვს 80 წლის მოხუცივით სკოლის პერიოდში დილით 6-7 კილომეტრს დავრბოდი და მერე მივდიოდი სკოლაში ვითომ არც არაფერი, ეხლა მაგდენი რომ გავირბინო 1 კვირა ვერ ავდგები ფეხზე
-
სკოლის პერიოდში მთელი დღეც მივლია (აისტით) ეხლა სადღა მაქვს მაგის ჯანი, ყველაზე მეტი ერთი გზა 5 კილომეტრი გავიარო
-
სიჩქარეების გადამრთველი დავარეგულირე რომ ვიყიდე და იდიალურად რთავს, თან ვატყობ რომელ სიჩქარეზეა სულ რომ არ დავხედო ფაშისტები ადრე იყვნენ, ეხლა მაგარი ხალხია :D
-
გავტესტე და მშვენივრად დადის, ერთი ეგაა რომ თითქოს ცოტა ძნელად ვატრიალებდი პედლებს, მაგრამ ეგ ტექნიკურ მხარესთან არ იყო კავშირში რომ გადავამოწმე, ალბათ 5-6 დღე არ ვმჯდარვარ და მოდუნდა ფეხის კუნთები(თან ვილოთავე ეს კვირა ) გამოვდგები ხელოსნად როგორც ჩანს დილაზე სამსახურში რომ დავეშვები მერე გამოჩნდება უფრო კარგად, ორივე გზა 7 კილომეტრი უნდა გავიარო
-
საბურავები სად იყიდება ნორმალური ხარისხის ასევე ნორმალურ ფასად? 20-25 ლარიანი რაც ვნახე ნაგავია, ნორმალურებს 70-80 ადევს, შუალედი არაა?
-
გამოდგომაზეცაა ალბათ ეგ ჩინურები, ან მანდაც იქნება სხვადასხვა ვერსიები, საახლობლოში რამდენმაც იყიდა ლილოში 500 ლარის ფარგლებში ჩინური ველოსიპედი, ყველას რამოდენიმე თვეში ხან რა გაუფუჭდა ხან რა, ანუ ვიდი + კონსტრუქცია კარგი აქვს, მაგრამ მეტალია ძალიან დაბალი ხარისხის და ვერ უძლებს დატვირთვას
-
მოკლე მანძილზე კი, ეხლა გავალ გავიგულავებ და ვნახავ ჩემი გუშინდელი შრომა დაფასდება თუ შევეშვა ამ ხელობას
-
სასტიკად შრომატევადი საქმე ყოფილა სპიცების გამოცვლა, მთელი დღე მოვუნდი თითქმის, მეორე საბურავი მედო და იმის მიხედვით ავაწყვე, სხვანაირად შანსი არაა თუ დაზეპირებული არ გაქვს ნუ მთავარია ავაწყე და აღარ ვჩივი, დისკებიც დავაბალანზე შეძლებისდაგვარად მუხრუჭებიც დავარეგულირე, ტროსი იჭედებოდა + უკანა საბურავზე ერთი ხუნდი ასწრებდა, მომიწია მთლიანად დაშლა მთელი სისტემის და ახლიდან აწყობა მცირე გადაკეთებებით, შემდეგ საბურავის დამჭერი "გაიკა" მოვწყვიტე(მჩვევია ეგეთები, შანსი არაა რამე დავშალო და აწყობისას 1-2 გაიკა არ მოვწყვიტო ) და რაღაც სხვა(შედარებით სქელი რეზბით) დავუჭირე ხვალ გავაჭენებ, თუ რამე მიქარა შემოვაწყვიტებ ბოძზე და ეგ იქნება პ.ს ისე დავხელოვნდი ბევრ ხელოსანს ვაჯობებ მგონი
-
შესაცვლელია ჩემებიც, მაგრამ ფინანსებში საქმე ტრაკულად მაქვს და ვერ ვიმეტებ სანამ დადის, ეგ კი არა მანქანა მიგდია და ის ვერ გამიკეთებია, მტვერი ჭამს
-
კი, გაცვეთილია მე ბევრი არაფერი, სულ 2 თვეა რაც მაქვს, თუმცა ჯამში 250კმ მაინც გაიარა მოხრეშილ გზაზე და ისედაც გაცვეთილებს სულ არ ვინდობ
