Jump to content

Gogla1990

მოდერატორი
  • Posts

    20214
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    272

Everything posted by Gogla1990

  1. ნუ გაუხეთქავ პირდაპირ გულს, ხომ ხედავ ვაპარებ ნელ-ნელა
  2. უჭერს ალბათ ეგ სისტემა მაგ ვიდეოს პ.ს ჰაინიქსის ჩიპებზეა კარტა?
  3. ხო, 600 ვატიანი ბრონზა ქონდა თუ სწორად მახსოვს, MWE სერია თუ რაღაც მაგდაგვარი კი იჭინთებოდა საცოდავი, გაქონდა დროსელებს ტაშ-ფანდური რომ ვტესტავდი
  4. გადაგეხედა ჩემი სისტემისთვისაც, ავატარს ქვემოთ მიწერია კი, ოვერქლოქზე არ ყოფნიდა, რა გასაკვირია? გადართე საილენთ ბიოსზე და 300 ვატსაც არ მოიხმარს, აღარც პიკზე აქვს 600 ვატის ამბიცია შენ თუ 2500+ მეგაჰერცზე გინდა ამუშაო + კიდევ გაუზარდო სიხშირე, მაშინ კიბატონო, კილოვატიანი კვება გინდა
  5. არანაირად, სააკმაოდ კარგი კვება გაქვს და თუ ოვერქლოქზე არ გააპობ პროც/ვიდეოს, ეყოფა თავისუფლად
  6. კონკრეტულად ეგ პრობლემა არა, მხოლოდ 3060ti-ებზეა ისე GDDR6X ჩიპები ძალიან ცხელები გამოუვიდათ და ბევრ კარტაზე ექმნება პრობლემები ტემპერატურის გამო, მაგ მხრივ 3070 იდიალური ვარიანტია რადგან GDDR6-ზეა
  7. არამგონია 2 კაბელი გაფუჭებულიყო ერთდოულად სისტემა არ ირთვება როგორც ჩანს
  8. კარგს იზავ, თან საკმაოდ კაი ფასებადაა დროდადრო 6900-ები
  9. სპირტით დაასველე კბილის ჩოთქი და გაუსვი, ოღონდ პინების მიმართულებით, საპირისპირო მიმართულებით დაღუნავ, ან გაანაბე თავი რაკი მუშაობს
  10. გაგიმარჯოს ჰაინიქსის ჩიპები მაგ კარტებზე ზოგადად პრობლემურია თითქმის ყველა, რომ შეცვალო იგივე ჩიპებით, გავა რაღაც დრო და იგივე დაემართება, ასე რომ მთელი კომპლექტი სამსუნგის ახალი ჩიპებია მაგისთვის გამოსავალი (ფასი იკბინება, მაგრამ სხვა რა გზაა) 598 544 495 გიორგი, 2 საათის შემდეგ დაურეკე (წერეთელზე მუშაობს კოკა-კოლას გვერდით)
  11. 6 ბირთვიანი 300 მწვანე, ეჰჰ...
  12. დაარესეტე ქსელის კარტა დრო ან თარიღი ხომ არაა არეული?
  13. ვნახოთ ვნახოთ, 13-ც გამოვა, 14-ც და 15-ც, მერე კიდევ გავიხსენოთ ფაქტი ერთია, ყველაზე სწორი ერთხელ ნორმალური პროცის ყიდვაა და მერე სანამ არ დაიჩოქებს კარტების ცვლა დაიჩოქებს თუ არა პროცი ახალი სოკეტი ახალი პროცით რომელიც სავარაუდოდ უკვე 2-3 თაობით წინაა, სხვა დანარჩენ ვარიანტებზე მომხმარებელი მოგებული ვერ დარჩება ვერანაირად, ყოველთვის მწარმოებელი იქნება პლიუსში, ვერ მოატყუებ უბრალო მომხმარებელი მაგხელა კომპანიას, ყველა შენი პოტენციური ნაბიჯი აქვს გათვლილი, რაღაც უნდა დათმო, რაღაცაში არასტანდარტული ნაბიჯი გადადგა და არა ტიპიური მარკეტინგს აყოლილი ქმედება თუ გინდა მოგებული დარჩე, სტანდარტულ სიტუაციაში ყოველთვის ისაა მოგებული
  14. დასკვნა; დღეს ყიდულობ იმას, რაც დღეს და მაქსიმუმ ხვალ არის კარგი და არა იმას რომელიც ზეგ იქნება კარგი ან ვერ მიხვდი რაზე მაქვს საუბარი, ან სხვა სიმართლე გაქვს, ნუ შენი ნებაა ორივე ვარიანტში, დავიკიდეთ მოკლედ მე მივხვდი შენ რასაც ამბობ, სწორი იქნეოდა რომ არა ცოდნა რა მოხდა წლების წინ და რა ხდება დღეს, შესაბამისად მარტივი მისახვედრია რა მოხდება ხვალ კაი 9100-ს შევეშვათ, 8700 ხომ აკეთებდა საქმეს, გამართლებულია 8700-ს ჩანაცვლება დღეს 9900-თ?
  15. არ გაქვს 9900კ, გაქვს i3 9100, ყიდულობ ეხლა 9900K-ს? პასუხია არა იგივე ამ ახალზე, არ გაქვს ეხლა 13 თაობა i7, გაქვს 12 თაობა i5, გავა 3 წელი და გკითხავ, რატომ არ ყიდულობ ი7-ს? პასუხი, იმიტომ, რომ 14 თაობა მომდის უკვე იგივე ფასად მეზარება ძველ თემებში ქექვა, თორემ ზუსტად ანალოგიურ თემაზე მქონდა 5 წლის წინაც საუბარი პირველი რაიზენი რომ გამოვიდა, ეხლაც არაფერი შეცვლილა, პირიქით, კიდევ უფრო შეუმცირეს პლატფორმებს სიცოცხლის ხანგრძლივობა, აღარავის აწყობს 1 იყიდო და 10 წელი ხელი არ ახლო
  16. არაა საკმარისითქო სად დავწერე? 9900 კი არა 8700-ზე რა დავწერე არ კითხულობ? i3 9100 რომ აქვს დღეს ტიპს, ყიდულობს 1000 ლარად 9900-ს განახლების მიზნით? არა ხო? მაგას ქვია სოკეტი მოკვდა, აღარაა მიმზიდველი ფასი/წარმადობით, შესაბამისად იმან ვინც თავის დროზე უფრო ძვირი გადაიხადა 9100-ში და Z370 მაზერში იმის იმედად რომ მერე კარგ პროცს ჩასვავდა, ნაცვლად Z170-ზე და i7 6700-ზე, რა მიიღო? არც არაფერი, უფრო სუსტი პროცი უფრო ძვირად, სამაგიეროდ ახალი თაობა ერქვა უნდა იყიდო ის, რაც დღეს და მაქსიმუმ 2 წელი კარგად გემსახურება, განახლებაზე ფიქრით დღეს მეტის გადახდა არაა გამართლებული, რადგან განსაკუთრებით ინტელი ისეთი ტემპით ცვლის სოკეტებს, რომ დღეს მეტი გადახდილი ხვალ არ წაგადგება და დარჩება უბრალოდ ზედმეტ ხარჯად იგივეს ვწერდი აქაც პირველი თაობა რაიზენი რომ გამოვიდა, არ იყიდოთ 6 ბირთვიანზე მეტითქო, მაგრამ ვინ დაიჯერა, სანამ 1800X-ების 16 ნაკადი აითვისეს თამაშებში, მანამ გადასაყრელი გახდა ეგ პროცები იმდენი ახალი პროცი გამოვიდა
  17. მაგ ლოგიკით ბარემ ერთი 200 ლარიც დაამატე, ბარემ ერთიც და ახვალ i9-ზე 6-8 წელი? კარქი რაა, 2 მაქსიმუმ 3 წელი და მკვდარია 12 თაობა, ინტელია რა, 9900K რომ გამოუშვა ტიპებმა ამას ვინც იყიდის ალბათ 15-20 წელი აღარ შეცვლის სათამაშოდო, გამახსენე როდის გამოვიდა 9900, ჯერ 4 წელიც არ შესრულებია ხო? გაუშვა თუ არა სანაგვეზე ინტელმა? იგივე იქნება 2-3 წელიწადში 12 თაობა, მაგ დროს უკვე 14 იქნება და აზრი არ ექნება უფრო მძლავრ პროცზე აფგრეიდი როცა იგივე ფასად ახალ სოკეტს შემოგთავაზებს, ასე რომ გათვლა მაქსიმუმ 2-3 წელზე უნდა გააკეთო და არა 6-8-ზე და დღეს ბევრი გადაიხადო იმის გამო რომ 5 წლის მერე განაახლო, აღარაა ის დრო ერთ კარგ სისტემას რომ იყიდიდი და წლები აღარ იხედებოდი რა ხდებოდა
  18. არ უნდა თამაშებს 27-ე თაობა და 77 ბირთვი, რეალურად i7 8700 +- დონის პროცით ყველა თამაშს ითამაშებს 100+ კადრით სტაბილურად და ბევრს 150+ კადრითაც ნუ 1151 სოკეტის და მის ქვემოთ აღება დღეს არაა მიმზიდველი და იგივე ფასად ან უფრო იაფად მაგალითად i5 10400, ან i7 10700 და გადაუვა ყველა თამაშს თავზე, თუ კაი ფასად იყო 11 თაობაც შეიძლება. რაიზენი კარგია, მაგრამ 5000 სერია ფასით მოიკოჭლებს, მაგის ქვემოთ ვერ ბრდღალავს სათამაშოდ და დღეს აღარ ღირს აღება, 12 თაობა ინტელი კი კარგია, მაგრამ ფასები ჯერ იკბინება, თან მაგის პერფორმანს და ენერგოეფექტური ბირთვები თამაშს სულ კიდია, მაგიტომაა 12400-მა ოვერქლოქზე რომ უკეთესი შედეგი დადო ვიდრე მისმა ორჯერ მეტ ბირთვიანმა უფროსმა ძმებმა მე მაგალითად სათამაშოდ დღეს ბიუჯეტურ ვარიანტში i5 10400-ს ავიღებდი რამე საშუალო დონის Z ჩიფსეტიან მაზერით, ან ცოტას დავამატებდი და i7 10700-ს მეორე ვარიანტია 1700 სოკეტი, i5 12400 და ასევე საშუალო დონის Z690 (სამომავლოდ რომ i7 ჩაიდოს, თორემ 6 ბირთვით შორს ვერ ვიფრენთ )
  19. @მათე @STI-228 გილოცავთ ორივეს, ჯანი ღონი და მიდი მოვდივარ
  20. 9700 ორჯერ ძლიერია შენ პროცზე და იგივენაირად თუ გაუჭირდა, მაშინ არ ყოფილა პროცის ბრალი, ალბათ თამაშია კოჭლი
  21. 11 სერია მეტ დენს ჭამს და ცხელია ვიდრე 10 სერია + K ვერსიებიც სტანდარტულ და f ვერსიებთან შედარებით მეტ დენს ჭამენ თუ ბიოსიდან არ შეუმცირე მადა, რადგან ქარხნულად ლიმიტი მეტ ვატზე აქვთ
  22. მაგ თამაშებში არ ვიცი, მაგრამ ზოგადად რომ ეგ პროცი შეუსაბამოა მაგ კარტისთვის ეგ ფაქტია რამე კარგი 6 ბირთვიანი გინდა 12 ნაკადით, 8/16-ზე თუ იქნება მთლად უკეთესი
  23. აკი ვამბობდი, მაგრამ არ მიჯერებდი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.