-
Posts
20284 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
277
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Gogla1990
-
სალამი მაგ მხრივ თუ შევხედავთ არა, თუმცა არც რამე დანაშაული იქნება, მით უმეტეს 2K მონიტორი გაქვს და დიდად არ იქნება პროცი შემაფერხებელი, თუ არის საშუალება იყიდე, მერე შეხედავ და თუ პროცი დიდად დაგალიმიტებს AM5 სოკეტზე გადახვალ
- 1 reply
-
- 1
-
-
4 პინიანი შესაერთებელიც ექნება მაზერს და იმაზე დააერთე ჯერ არ შემხვედრია ამ საუკუნეში გამოსული სტანდარტული მაზერი რომელსაც 1 ცალი 4 პინიანი მაინც არ ქონოდეს ქულერისთვის
-
პ.ს აქაც ქონდათ საგარანტიოზე პრობლემები, ერთი წერდა 1 თვის გამოყვანილ მანქანაზე მთელი ბორტკომპი/მულტიმედია მოკვდა უეცრად და აღარაფერს აკეთებსო, ამ დროს ყველაფერი თითქმის ამ ბორტკომპიუტერი/მულტიმედიით იმართება, გათბობა, კონდინციონერი, ფანჯრებიუს მართვა და აშ, მანქანას მარტო ქოქავდა და მიდიოდა, მეტს ვერაფერს აკეთებდა, ცენტრში 2 თვეა ასე ვარო, პროგრამაც არ აქვთ გადაწერა რომ სცადონო, ელოდებიან ახალ დეტალს რომელიც არ არის თურმე ჩინეთში და მეუბნებიან დღეს-ხვალ გამოგვიგზავნიანო, როგორ მოვიქცე არც იბრუნებენო მსგავსი რამ მოხდება გერმანულ/იაპონურ/ამერიკულ მანქანაზე? ანუ შეიძლება მანქანა აგურად გექცეს და ვერ გიშველონ? შანსი არაა, შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, მაგრამ ან გაკეთებადია ან შეიცვლება რადგან გერმანელს იმ მანქანის სათადარიგო დეტალი ყოვეთვის აქვს თაროზე. მაგალითად ბმვ-ს მგონი X7-ებზე იბრიდებოდა მთავარი მონიტორი, მაგრამ არავის უთქვია ახალი მანქანა ვიყიდე და არ მიცვლიან მონიტორსო ან რამე მაგდაგვარი, ან ადგილზევე აქვთ ან 2 კვირაში ჩამოდის მეც ვგულშემატკივრობ ჩინელებს და მინდა რომ წინ წავიდნენ, კონკურენცია მომხმარებლისთვის უკეთესია, მაგრამ ესენი კონკურენციით არ აპირებენ მხოლოდ ბაზარის ათვისებას, ველური მეთოდები აქვთ, სხვისი ჩაძირვა უნდათ და მხოლოდ თვითონ რომ დარჩებიან მერე არ უნდა დიდი გამოცნობა ფასებს რომ თავის გემოზე დაადებენ და ჩინური იაფი კი არა ჩინური ძვირი მანქანები შეგვრჩება ისე კი არიან ევროპელ/ამერიკული კომპანიები ღირსები გაკოტრების, მაგრამ მომხმარებელს ეგ არაფრად გვადგია სამწუხაროდ
-
მხოლოდ ფურცელზე და ავტობლოგერების შედარებებით არ ხდება მანქანის ავკარგიანობის განსაზღვრა, ჩვეულებრივი მომხმარებელი რომ იტყვის 3-4 წლის ხმარების შემდეგ, კარგი მანქანააო, აი მაშინაა მართლა კარგი, რასაც ჩინურებზე ნამდვილად ვერ ვხედავ (ერთი-ორ 100 ათასიანს არ ვგულისხმობ) რუსეთი ხომ სავსეა მაგ ჩინურებით, ხოდა გადახედე თვითონ მომხმარებლის და ავტოსახელოსნოების ვიდეოებს და მიხვდები რა დონეზეა ჩინური მანქანა, ისეთი უცნაური პრობლემებითაა რომ აქამდე არც წარმოედგინათ, მაგალითად იამაში ჩარტყმისას მანქანის მთლიანი სავალი ნაწილი შუაზე გაწყდეს გაგიგია გერმანურ/ამერიკულ/იაპონურზე? ან უკანა ბალკა ახალ მანქანას მოსწყდეს მოძრაობისას? ანაც ძრავი და კოლოფი გახსნილიყოს ადგილიდან დაძვრისას? აირბაგები რომ არ იხსნება, სიცივეში ბორტკომპიუტერი შტერდება და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო? კარგი აუდიო სისტემა რომ უწერია ერთ კარზე 5 დინამიკით და რეალურად ერთი დინამიკი აყენია ისიც სამარეზებით მიმაგრებული ეგ გინახავს? ან 2 წლის მანქანას რომ უკვე კოროზია ალპობს? რა 5 წელ გარანტიაზე საუბრობ, რეალობა ცოტა სხვაა, ტიპები თვეობით ელოდებიან იქნებ დეტალი გამოჩნდეს რომ დააყენონ, არ უშვებს სატადარიგო მაკომპლექტებელს ქარხანა, კიდია ეგ ამბავი, რაც გამოუშვა იმით მანქანა ააწყო და გაყიდა, ვიდეო ვნახე კოლოფს ტიპი 6 თვე ეძებდა ახალ მანქანაზე, უბრალოდ არ იყო არსად საწყობში, არადა მანქანა რამდენიმე თვის იყი გარანტიაზე, ბოლოს როგორც იქნა გამოუგზავნეს, ალბათ სადმე მეორე მანქანას ძრავი გაუფუჭდა და იმას მოხსნეს სულ კიდიათ ჩინელებს რომ მოგყიდიან მერე რა იქნება, მთავარია გაყიდონ, მერე სხვა სერიას გამოუშვებენ და ეგაა ეწ. სერვის მანუალიც არ აქვთ ბევრ მოდელზე, ხელოსანი რომ შლის არ იცის როგორ გააკეთოს, არც მანუალი მოყვება, არც ინტერნეტშია და არც მწარმოებელი გზავნის, ან თუ გზავნის არ ემთხვევა, რადგან ერთ მოდელზე შეიძლება 3-4 სხვადასხვა დეტალი ეყენოს ვიცი ეგ ვიდეო, ვუყურე 10 წუთი და სოსოსთან დიდი პატივისცემის მიუხედავად არაა ეგ რეალური განხილვა, ეგაა მანქანის ასე ვთქვათ ანბოქსინგი ტექნოლოგიურად რომ წინ არიან და 5-10 წელიწადში ბევრ ევროპულ/ამერიკულ ბრენდს ჩაყლაპავენ მაგაზე არავინ დავობს, მაგ დროს ხარისხსაც ასწევენ და იქნება კარგი მანქანები, სერვისსაც დაარეგულირებენ და სათადარიგო ნაწილების მიწოდებასაც, მაგრამ ეგ სავარაუდო მომავალია და არა დღევანდელი რეალობა, დღეს ბაზრის ათვისებას ცდილობენ ყველანაირი გზით, უშვებენ ათას ნაგავს მთავარია რამე ცაანაცვლონ, 1-2-ს კარგსაც რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამომხმარებლო სერიული ბიუჯეტური მანქანების 95% რომელსაც უბრალო მოკვდავი ყიდულობს, არის ნაგავი ევროპულ/ამერიკულთან შედარებით.
-
უნდა ჩართო და ნახო GPUZ-ში, კონკრეტული ბრენდები კონკრეტულ ჩიპებზე არ უშვებენ, 3060-ზე ეგ არაა სადარდებელი და შეგიძლია არც ნახო რომელ ჩიპებზეა, 3060Ti-ს შემთხვევაშია ეგ საჭირო.
-
ხარისხსაც თუ მიხედეს, კი, აქვთ ამბიციაც და რეალური შესაძლებლობაც, ადამიანური რესურსიც ოხრად აქვთ და წიაღისეულიც, ტექნოლოგიას ზოგს დახვეწავენ, ზოგს იყიდიან და აშ. ჯერ-ჯერობით მაღალტექნოლოგიურ ნაგავს აკეთებენ 10-დან 9 მანქანას, კარგი რაცაა ხშირად ანალოგიურ გერმანულ-იაპონურზე ძვირია, იაფი რაცაა 90% უბრალოდ ნაგავია ამ ეტაპზე.
-
კვების ბლოკი რა გაქვს მოდელი დაწერე + რა ბიუჯეტი გაქვს გათვლილი მაქსიმუმ მხეცი იყო ერთ დროს, მაგრამ დღეს უკვე მოიკოჭლებს, არქიტექტურა ძველია + პისიაი 2.0 აქვს და ახალ ვიდეოკარტებს ეგეც დაალიმიტებს მცირე ნიუანსებია მაგ კარტებთან 4060 პისიაი 4.0-ზე და X8 სლოტში მუშაობს, პისიაი 2.0-ზე ძალიან გაუჭირდება 6600 და 6650-ც X8 სლოტზეა, თუმცა ამდ მაგ სოკეტზე პისიაი 3.0-ზე მუშაობს მიუხედავად იმისა რომ პროცს არ აქვს ოფიციალურად მხარდაჭერა (ძველ ამდ-ებზე ეგრე იყო, 6-7 სერიაზე არ მიცდია) ნუ მოკლედ ეგენიც ნაკლებად ღირს 3060ti კი კარგია, მაგრამ 8GB 2K-ზე ცოტაა + ეგ კარტა მხოლოდ სამსუნგის ჩიპებზე უნდა ეძებო მაგ სისტემისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა 3060 12GB პროცი რომ 4930K იყოს E5 1650 V2-ს (იგივე 4930K) ჩაგდება შეიძლება და მერე ვიდეოკარტა 3060 10 დოლარის ფარგლებშია ეგ პროცესორები, ან ბარემ 1680V2 თუ იაფად იყო ეგეც
-
Samsung PM9A1 gen4 512GB, იგივე 980 Pro შარშან ჩავანაცვლე 970 Evo Plus, ჯერ არ იყო ფართოდ ცნობილი და 980 pro-სთან შედარებით ნახევარ ფასად იყო იბეიზე, სამწუხაროდ აქ არავინ ყიდულობდა რაც არ უნდა გეხსნა რომ იგივე 980 pro იყო შედარებით იაფად, რამოდენიმე წამოვიღე გასაყიდად, 1 და 2TB-იანი ძლივს მოვიშორე, 512GB-იანები რომ არ იყიდებოდა ერთი მე დავიტოვე, ერთი ძმაკაცს ვაჩუქე და ერთიც ახლობელს, ეხლა გაიგეს და +- იგივე ფასი აქვს რაც სტიკერიან 980პრო-ს
-
პირდაპირ რომ იყიდო იბეიზე მაგათ გარეშე არა?
-
ოპერატორი არ ამხელს მისამართს? ჩუბინაშვილის ქუჩა უწერიათ https://www.yell.ge/company.php?lan=geo&id=139062 მაგრამ ეგ შეიძლება რეგისტრაციის ადგილია და რეალურად არც აქვთ მანდ შეხება რა ნივთია? გაქვს ლინკი? შეიძლება ჩინეთიდან მოდის ამერიკის გავლით და მაგიტომ სჭირდება ეგ დრო
-
რას ერჩი, 100-ს არ ცდება და სიხშირეს არ აგდებს, ეგ უკვე კარგი შედეგია მაგ პროცისთვის
-
არაა დიდი სხვაობა და მაგ პროცს არცერთი არ ეყოფა 350 ვატს თუ შეაჭმევ და ავტობუსტზე გეყოლება, ასე რომ ტყუილად ნუ დახარჯავ ფულს და ნუ იწვალებ. ნამდვილად აკლებ სიხშირეს? ზედა სქრინზე ისევ 5.7 წერია cpuz-ში
-
მაგ ქულერზე 70 გრადუსს ნუ მოსთხოვ ვერაა ეს პროცები ისეთი კარგი სამართავი როგორც ძველები, ერთი მე რაც დავაკვირდი სიხშირის დაწევაზე რეაგირებს, ვოლტს ხელი არ უნდა მოკიდო, მაინც თავისებურად უბერავს, არ ეყოფა ვოლტი და ან წარმადობას აგდებს დიდად ან ლურჯ ეკრანს
-
ხოდა 1.8 ვოლტსაც რომ მოჰკრა თვალი ნუ გაგიკვირდება დააყენე 5 გიგაჰერცზე, იქნება შედარებით გრილად და იმუშავებს დიდი ხანი, რაიმეში დამალიიტებსო ვერ იტყვი მაგ პროცზე თუ გინდა კიდევ მოაკლო სიხშირეს
-
სიხშირე უნდა მოაკლო და აღარ გაიგიჟებს თავს, 6 გიგაჰერციც გინდა და 1.3-ზე მუშაობდეს, არ გამოვა
-
ახლოსაა ფასები და მანდ ეკონომია არ ღირს მაშინ, ბარემ რამე წესიერი იყოს
-
კი, მშვენიერი სსდ-ა ეგ, თუმცა ზედ თამაშების ჩასაწერად არაა საჭირო მსგავსი სწრაფი სსდ, დაბალი სიჩქარით და შედარებით იაფად რომ იყოს ისიც იგივენაირად გააკეთებს საქმეს ნახე რამე პისიაი 3.0-ზე იქნებ იყოს MLC მეხსიერებაზე, კარგ 2TB-იანს MLC-ზე ვერ მოკლავ 20 წელი მინიმუმ
-
აგერ 12 თაობაზე და Z690-ზე თუ მუშაობს, მაგაზეც იმუშავებს თავისთავად 2 ცალი პისიაი 4.0 სსდ ზის, 2 ცალი სატა სსდ და 1 ცალი სატა ჰდდ
-
16 ლაინი კარტას, 4 ერთ სსდ-ს, მეორეს ჩიფსეტი იბოძებს ნებას წესით რომ ამუშაოს გადაგიმოწმებ ამ დღეებში თუ ყიდვას აპირებ და ეგ გაფერხებს
-
16 პისიაი 5.0 ლაინი აქვს მაგ პროცს და მაგიტომ, გენ 5 სსდ თუ გინდა მსხვერპლი უნდა გაიღო გენ 5 სსდ არ გაქვს როგორც ვიცი და მე ის ვერ გავიგე რატომ გინდა გენ 5 სლოტში ჩასვა მაინცდამაინც? ცალკე აქვს 4 პისიაი 4.0 ლაინი მაგ პროცს სსდ-სთვის, ანუ 20 ლაინი რომ აქვს, ყველა 5.0 არ არის, 16 არის 5.0 და 4 4.0
-
-
გუშინ ჩემმა კვებამ დაიწყო ფხრიწინი(ზამეკანია რომ აქვს მაგ ხმას გამოსცემდა) ღილაკის გათიშვა ჩართვისას თითქოს ქონდა რეაგირება და ვიფიქრე ღილაკშია პრობლემათქო, მოვხსენი და დავშალე რომ მენახა რა ტიპის ღილაკი მეყიდა შესაცვლელად, კომპზე კი Evga 1000 G2 დავაყენე დღეს ამანაც იგივე ხმები გამოუშვა და დენიც ჩამიქრა სახლში, აღმოჩნდა რომ კვება არაფერ შუაშია და სახლში შემომავალ კაბელს რომელიც ავტომატში ერთდება, "აკისლენია" გაუკეთებია შემრჩა კვების დაშლა აწყობა და შეცვლა ტყუილად, ეხლა კიდევ უკან დაბრუნება (850-ს და 1600-ს არ აქვს ავარიულად გათიშვის შემდეგ ჩართვის მცდელობა და მაგიტომ დავიტოვე 1600-იანი, 1000-1200-1300-იანებს კი და ეგ ნიუანსი სასტიკად არ მსიამოვნებს, დენი რომ წავა და კომპი ხელმეორედ ცდილობს გათიშული დენით ჩართვას ) უმეტესი დეტალი დუბლირებული აქვს, 2 ცალი კარგი კვება აიწყობა
-
Software recommendations for logging PSU voltage ripple/stability?
Gogla1990 replied to jalah93190's topic in პროგრამები
ხშირ შემთხვევაში ოსცილოგრაფითაც ვერ დაადგენ კვების ბლოკია თუ არა დამნაშავე, რადგან დატვირთვის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს პულსაცია, ან დატვირთვის გარკვეულ დიაპაზონზე სხვანაირად მოიქცეს, მთელი დღე ოსცილოგრაფს ხომ არ დაუჯდები და 5-5 ვატს ხომ არ მოუმატებ და დაუკლებ დატვირთვას სხვა კვებას აყენებ თუ არის ვარიანტი და ყველაფერი ირკვევა. -
