Jump to content

Gogla1990

მოდერატორი
  • Posts

    20242
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    273

Everything posted by Gogla1990

  1. კი, მშვენიერი სსდ-ა ეგ, თუმცა ზედ თამაშების ჩასაწერად არაა საჭირო მსგავსი სწრაფი სსდ, დაბალი სიჩქარით და შედარებით იაფად რომ იყოს ისიც იგივენაირად გააკეთებს საქმეს ნახე რამე პისიაი 3.0-ზე იქნებ იყოს MLC მეხსიერებაზე, კარგ 2TB-იანს MLC-ზე ვერ მოკლავ 20 წელი მინიმუმ
  2. აგერ 12 თაობაზე და Z690-ზე თუ მუშაობს, მაგაზეც იმუშავებს თავისთავად 2 ცალი პისიაი 4.0 სსდ ზის, 2 ცალი სატა სსდ და 1 ცალი სატა ჰდდ
  3. 16 ლაინი კარტას, 4 ერთ სსდ-ს, მეორეს ჩიფსეტი იბოძებს ნებას წესით რომ ამუშაოს გადაგიმოწმებ ამ დღეებში თუ ყიდვას აპირებ და ეგ გაფერხებს
  4. 16 პისიაი 5.0 ლაინი აქვს მაგ პროცს და მაგიტომ, გენ 5 სსდ თუ გინდა მსხვერპლი უნდა გაიღო გენ 5 სსდ არ გაქვს როგორც ვიცი და მე ის ვერ გავიგე რატომ გინდა გენ 5 სლოტში ჩასვა მაინცდამაინც? ცალკე აქვს 4 პისიაი 4.0 ლაინი მაგ პროცს სსდ-სთვის, ანუ 20 ლაინი რომ აქვს, ყველა 5.0 არ არის, 16 არის 5.0 და 4 4.0
  5. გუშინ ჩემმა კვებამ დაიწყო ფხრიწინი(ზამეკანია რომ აქვს მაგ ხმას გამოსცემდა) ღილაკის გათიშვა ჩართვისას თითქოს ქონდა რეაგირება და ვიფიქრე ღილაკშია პრობლემათქო, მოვხსენი და დავშალე რომ მენახა რა ტიპის ღილაკი მეყიდა შესაცვლელად, კომპზე კი Evga 1000 G2 დავაყენე დღეს ამანაც იგივე ხმები გამოუშვა და დენიც ჩამიქრა სახლში, აღმოჩნდა რომ კვება არაფერ შუაშია და სახლში შემომავალ კაბელს რომელიც ავტომატში ერთდება, "აკისლენია" გაუკეთებია შემრჩა კვების დაშლა აწყობა და შეცვლა ტყუილად, ეხლა კიდევ უკან დაბრუნება (850-ს და 1600-ს არ აქვს ავარიულად გათიშვის შემდეგ ჩართვის მცდელობა და მაგიტომ დავიტოვე 1600-იანი, 1000-1200-1300-იანებს კი და ეგ ნიუანსი სასტიკად არ მსიამოვნებს, დენი რომ წავა და კომპი ხელმეორედ ცდილობს გათიშული დენით ჩართვას ) უმეტესი დეტალი დუბლირებული აქვს, 2 ცალი კარგი კვება აიწყობა
  6. ხშირ შემთხვევაში ოსცილოგრაფითაც ვერ დაადგენ კვების ბლოკია თუ არა დამნაშავე, რადგან დატვირთვის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს პულსაცია, ან დატვირთვის გარკვეულ დიაპაზონზე სხვანაირად მოიქცეს, მთელი დღე ოსცილოგრაფს ხომ არ დაუჯდები და 5-5 ვატს ხომ არ მოუმატებ და დაუკლებ დატვირთვას სხვა კვებას აყენებ თუ არის ვარიანტი და ყველაფერი ირკვევა.
  7. სსდ ყველა გაიყიდა ამ დღეებში ველოდები კიდევ რამოდენიმე ტერაბაიტიან მოდელს; Samsung 860 Evo Samsung 870 Evo Samsung 980 Samsung 980 Pro Samsung PM9C1 Crucial P5 Plus იხურება თემა
  8. მე კი ვიცი, მაგრამ რა გინდა რომ ქნა, 10-დან 9 კაცი მაგას კითხულობს გაყიდულია ყველა ფაქტიურად ხვალ/ზეგ კისევ მექნება 5-6 ცალი სხვადასხვა მოდელი.
  9. გამარჯობა თანაოვერქლოქერებო იყიდება მეორადი სსდ-ები, ასევე ახალი სუპერ სწრაფი 1 ტერაბაიტი უსბ ფლეშ მეხსიერება ყველა სსდ სრულიად ჯანმრთელია, შეცდომების და ბედ სექტორების გარეშე, პროცენტები რომ აკლია პროგრამის ალგორითმია რომელიც ჩაწერილ ტერაბაიტების მიხედვით სავარაუდო ცვეთას წერს. Samsung 860 EVO 1TB Sata - 180 ლარი Samsung PM981 1TB M2 - 200 ლარი Samsung 980 1TB M2 - 200 ლარი SK Hynix PC711 1TB M2 - 220 ლარი Samsung 980 1TB M2 - 220 ლარი Samsung 970 Pro 1TB M2 - 250 ლარი PNY Pro Elite V3 1TB USB 3.2 Gen 2 - 300 ლარი ფასები ბოლოა! დამატებითი კითხვები აქვე ან პმ. ვაცაპი, ვაიბერი 599 874 674
  10. მარკეტინგული გათვლაა ხშირ შემთხვევაში, აღწერაში რომ ჩაწერონ იაპონურ კონდენსატორებზეაო, ამ დროს 20-დან შეიძლება 5 კონდენსატორი იყოს იაპონური და დანარჩენი იაფიანი ჩინური (კონკრეტულად მაგ კვებაზე არ ვიცი, ზოგადად ასე შვრება უმეტესი ბრენდი ვინც ბიუჯეტურ კვებებს აკეთებს) EVGA, Corsair და მსგავსი ბრენდებიც კი ჩათლახობენ მსგავსად ბევრ სერიაზე და 1stPlayer-ს რა უნდა მოვთხოვოთ ერთი რაც ეჭვგარეშეა ისაა, რომ კვება იაფად კარგი ვერ იქნება, შეიძლება კეისზე დაზოგო ან ქულერზე და მაინც კარგი გამოგივიდეს, მაგრამ კვებაზე დაზოგო და კარგი გამოვიდეს გამორიცხულია პ.ს ბოლო დროს სინაგვეში დიფქულმა აჯობა ყველას, ბიუჯეტური კვებები იმდენად ნაგავი აქვთ რომ მეტი არ შეიძლება, კამექსი და სეგატოპიც კი ჯობია უკვე, საგარანტიო 1 წელს გაივლის თუ არა გეგონება დაბარებული აქვსო ისე კვდება ამასწინ 1 კვირაში 2 მკვდარი დიქფულის PF სერია ვნახე რომლებმაც ზუსტად 1 წელი იმუშავეს, ტიპმა რომ ვნახე გარანტიას 2 კვირა ქონდა გადაცილებულიო, მეორემაც წელიწადი და 2-3 თვე იქნება რაც ვიყიდეო
  11. სწორი შენიშვნაა, "მემგონი" მაგის იაპონურობა და 10 წლიანი გარანტია ცოტა საეჭვოა, გუშინ გამომცხვარი ბრენდია, ძირითადად ნაგავს აკეთებს ქულერი გინდა, კეისი თუ კვება, 1-2 პლატინა და გოლდი აქვს ტიერ ლისტში B კატეგორიაში, ეგეც ალბათ ხათრით ან მარკეტინგული მაიმუნობებით, კონკრეტულად ეგ კვება არ ვიცი, შეიძლება მართლა კარგი გააკეთეს, მაგრამ მაგის ნდობა რამდენად ღირს არ ვიცი მაგის ბიუჯეტური კვებები პანტა-პუნტით იხოცება ისევე როგორც დიფქულ/ზალმანები და სხვა დანარჩენები.
  12. 20 წლის წინ ვინ იფიქრებდა, ტერაბაიტიანი "ფლეშკა" და ასეთი სისწრაფით 50გბ-იანი ფაილი გავუშვი ჩაწერაზე და 700+ დაიჭირა სტაბილურად
  13. ახალ ბიოსში შეზღუდვა აქვს და იმიტომ, თორე ძველზე 350-ზე მეტსაც კარგად ყლაპავდა უმეტეს ტესტში
  14. 6 გიგაჰერცზე ვერცერთი, ასე რომ არ იწვალო ტყუილად ან რაში უნდა დაგალიმიტოს ეხლა მაგან? განაახლე ბიოსი ცოტა მადა რომ მოუკლოს და 5-ს ფარგლებში იმუშაოს, ცოტა გრილადაც იქნება და დიდხანსაც იცოცხლებს, არ დაგავიწყდეს ხშირია მაგ პროცების სიკვდილი ბუსტზე მაღალი ვოლტაჟის მიცემის გამო
  15. მომილოცავს, ეგ პროცი კი გეყოფა 5-6 წელი ყველაფერში 6 გიგაჰერცი 1-2 ბირთვის შემთხვევაში აქვს და არა ყველა როდესაც იტვირთება მაგ შემთხვევაში უნდა ააჩქარო ხელით, თუმცა არაა ფაქტი რომ გაგრილება გეყოს, უფრო სწორად არცერთ ვარიანტში არ გეყოფა და მაინც დააგდებს სიხშირეს
  16. ეგეც გაძვირდება, თუ ყიდვა გინდა იყიდე ეხლავე
  17. რომ დაიკიდოდა დარჩე 32-ზე ამ ეტაპზე? როცა გაიაფდება მერე გადახვალ 64-ზე, ან იქნებ მანამდე სოკეტიც შეცვალო და დდრ6-ც იყოს უკვე
  18. კვების ბლოკების მამა სერიულ კვებებში საუკეთესო თუ არა ერთერთი საუკეთესოა
  19. აღარ აქვს ფასი და კაპიკებში გაშვებას დატოვება ჯობია, გავა წლები, გამოიღებ სათავსოდან და გულს გაუხარდება რომ დაინახავ
  20. იმდენად არა როგორც 5, თუმცა შესამჩნევად 4-ც მოიმატებს (მოიმატა კიდევაც უკვე)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.