Jump to content

Gogla1990

მოდერატორი
  • Posts

    20304
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    279

Everything posted by Gogla1990

  1. ინექსზე და უსა2-ზე ნუღარ გიკვირთ ნურაფერი როგორც ქალაქში მოგაზავე 18 წლის განდონა ბავშვი არ უნდა გაგიკვირდეს "ტროიკა ბეემვეთი" ისე ინექსის და უსა2-ს მსგავსი ქმედებები
  2. ანაც ტაივანს დაარტყავს და უფრო უარესად იქნება საქმე წელს თუ არა მომავალ წელს იავს ისე ვითარდება სიტუაცია
  3. ოქროც კარგია, კარგი საათიც და მსგავსი აქსესუარებიც, მაგრამ ეგ მაშინ როდესაც გაქვს ფუფუნებისთვის ფული, მე ეგრე ვფიქრობ, თორემ ვისთვის როგორ, კაცია და გუნება პირობითად ზედმეტი ფული თუ მექნება დარწმუნებული ვარ ოქრომდე ბევრ სხვა რამეში დავხარჯავ, თუ ბევრი ზედმეტი მექნება, მერე კიბატონო
  4. ეგ კაი საქმე გიქნია, თუმცა გაძვირებას არ უნდა დალოდებოდი
  5. არასდროს მიყიდია ოქრო ჩემთვის, ვერ ვხვდები რაში მჭირდება ხელზე ან კისერზე რამის ჩამოკონწიალება როდესაც ეგეთი ფასი ღირს
  6. შენ რა განაღვლებს კაცო, ევროპაში სხვა სიტუაციაა, მე ჩვენებზე ვამბობ, საჭმლის ფული რომ არ აქვთ და ბოლო მოდელი აიფონი უჭირავთ + 5000-6000 ლარიანი კომპი უნდათ განვადებით მაშინ როდესაც ყველაზე ძვირია სიტყვამ მოიტანა ეს თემა და მე უბრალოდ მიდგომა მაკვირვებს, თორე ვინ რას და როდის იყიდის მე ვინ მეკითხება ან რა ჩემი საქმეა აგერ მანქანებზე მაგალითად, გადავსებულია ბაზარი, აარჩიე სულო და გულო ათასობით მანქანაა და მყიდველი ადგილობრივი ფაქტიურად არ ყავს, ისევ ძველი მანქანის რემონტი ურჩევნია უმეტესობას და იმით სიარული ვიდრე ცოტა ახალი წლოვანების და ნაკლებ ხარჯიანის ყიდვა ეხლა გაძვირდება მანქანებიც ისე მიდის საქმე და მერე ყველა მანქანის შეცვლას და ორჯერ მეტის გადახდას დაიწყებს
  7. რა ენაღვლებათ, კრიზისში ორჯერ მეტს ყიდიან, თანაც ორმაგ ფასად, იციან მომხმარებელის ფსიქიკა დდრ4 ოპერები მქონდა რამოდენიმე წყვილი 32გბ ჩამოტანილი და არ დამიდია გასაყიდად, მეთქი ეყაროს ახლობელმა რომ მთხოვოს აწყობა კომპის ძებნა რომ არ დავიწყოთქო მირეკავს ნაცნობი პატარა კომპ. მაღაზიადან, ოპერები მინდა ხომ არ გაქვსო, მეთქი არა, რამოდენიმე წყვილი მიდევს დდრ4 და შევცქერი ეგრეთქო მოკლედ დამიყოლია მიყიდვაზე, შეკვეთები მაქვს კომპებზე და ოპერები მაფერხებს რამე მიშველეო, რომ ვკითხე მუშაობა არით თუ არა ამ გაძვირებულ ოპერა/სსდ-ების დროსთქო, უი რას ამბობ, ნეტა ასე იყოს სულ სიტუაციაო, რაც მთელი წელი არ მქონია შეკვეთა ეხლა მაქვს ამ თვეში იმაზე მეტიო, სისტემების აწყობას ვერ ავუდივარ ფიზიკურად, დამხმარე ავიყვანეო რავიცი ვერ გავიგე მეც ამ ხალხის ფსიქიკა, იაფია რაღაც არავინ ეკარება, დაიწყებს გაძვირებას და ორმაგს იხდიან არიქა სამაგი არ გახდესო, თუ გჭირდება იყიდე ის ოხერი დროულად, თუ არ გჭირდება და თუნდაც ათმაგი გახდეს რას პანიკიორობ და ყიდულობ
  8. რამოდენიმე ცალი დამრჩა და სულ ეგაა 2 კვირაა ვუზივარ ვერაფერი ვიყიდე წესიერი, უკვე დაიწყეს ნაგვის გაყიდვა ერთი ბედ სექტორებით ჩამოვიდა, ერთი 1ტბ-ს ნაცვლად 250გბ, ერთიც მთლად მკვდარი, ასე რომ აღარ ღირს უკვე გამოწერა, რაიმე რომ გაძვირებას იწყებს ათასი ნაგავის გაყიდვას იწყებენ მეორადის ბოლო პარტია ოპერები გაძვირების მიუხედავად იგივე ფასებში გავუშვი და 5-6 კაცი მოვიმადლიერე (მაღაზიებს გავატანე უმეტესად) ბოლო რამოდენიმე წყვილი მქონდა დარჩენილი დდრ5 უკვე 32-ს ფასებმა ამერიკაში რომ 100 დოლარს ააცილა, 270 ლარში მიდევს 6000-იანი წყვილი და მირეკავს ტიპი 200-ად გამატანეო, მეთქი 250-ში გაგატან და თან გადახედე ფასებს, უკვე 300+ ჩამოტანა ჯდება და მალე აქ 400+ ედება ფასითქო არაო, არ მაწყობს მაგ ფასად ეგ ოპერები, RGB მინდაო გავიდა ზუსტად 1 კვირა და მირეკავს ისევ, წინა კვირას რომ გელაპარაკე ოპერებზე, თუ გაქვს ისევ წავიღებო მეთქი არა, გავატანე მაღაზიებს ყველათქო 350-ს ვიხდი და ვეღარ ვშოულობო, მეთქი 400 მიეცი სანამ არისთქო 1 კვირაში კი გახდა მერე 550-600 ლარი 32 წყვილი პ.ს ტრამპს მოდუდღან დედის გლანდები, მაგან მისცა ბიძგი და გაუხსნა ხელ-ფეხი ამ დომხალის დაწყებას
  9. 6500XT თუ 6600XT? 6600XT-ში ღირს 40 ლარის დამატება რა თქმა უნდა
  10. 6600 იყიდე, 15%-თ სუსტია XT-ზე და 100-150 ლარით იაფია ხოლმე
  11. რომელიც მოვა ფასში ის ცოტას თუ დაამატებ და RTX 3060-ს იყიდი უკეთესს იზავ, სიმძრავრით 6600-სა და XT-ს შორისაა, მაგრამ შედარებით გამძლე/უპრობლემოა.
  12. კვების ბლოკი რა გაქვს? 1070-ს 300 ლარად გაყიდი, დაამატე 200 ლარი და 6600-ს იყიდი, არც ეგაა იდიალური კარტა, მაგრამ 1080-ს ყიდვას ჯობია
  13. Samsung PM9C1 და Crucial P5 Plus გაიყიდა Samsung 860 EVO 1TB Samsung 980 1TB Samsung 980 Pro 1TB იყიდება ისევ
  14. მიზეზი მხოლოდ ერთია, იყიდება ძვირად, თანაც იმაზე მეტი ვიდრე იაფად როდესაცაა, სხვა ყველა მიზეზი მოგონილი იყო და იქნება მომავალშიც, მაინინგი შმაინინგი და ხელოვნური ინტელექტი არა ბუს კვერცხები კიდევ
  15. გამოჩნდება გზადაგზა გააძვირებენ, წინ ვინ უდგათ, ხალხი მაინც ყიდულობს, თანაც უფრო აქტიურად, რატომ არ უნდა გააძვირონ?
  16. პირდაპირ 6700xt იყიდე, ან 6600 მაინც, მწვანეებიდან 3060-3070 მაგათზე ძველს არ გირჩევ 1080Ti-ების 90% ან მომაკვდავია, ან შენ ხელში უნდა მოკვდეს დაწერე რა სისტემა გაქვს + რა ბიუჯეტი და გირჩევ ოპტიმალურ ვარიანტს
  17. შესაძლებელია თუ არა იქით იყოს, ღირს ყიდვა მაგ კარტის 2026 წელს?
  18. გამარჯობა თანაოვერქლოქერებო პოსტი განახლებადია, თუ დევს, ესეიგი მაქვს და იყიდება იყიდება მეორადი M2 სსდ-ები, ყველა უდეფექტო, უმეტესი 100%-ზე (ცნობისთვის იდიოტობაა ეგ პროგრამა, ბევრი მოდელის %-ობას არასწორად ითვლის მაგის ალგორითმი, მაგრამ ყველა მაგას ითხოვს და მაგიტომ ვდებ მაგის სქრინებს ) ზოგიერთი ფაქტიურად ახალი. ასევე ახალი სუპერ სწრაფი ფლეშკა 1ტბ Silicon Power A55 1TB (sata) - 280 ლარი Vivetronic 1TB (sata) - 300 ლარი გარე სსდ - lacie (seagate) - 300 ლარი ფლეშკა - PNY Pro Elite V3 1TB USB 3.2 Gen 2 - 300 ლარი ფასები ბოლოა! დამატებითი კითხვები აქვე ან პმ. ვაცაპი, ვაიბერი 599 874 674
  19. სალამი მაგ მხრივ თუ შევხედავთ არა, თუმცა არც რამე დანაშაული იქნება, მით უმეტეს 2K მონიტორი გაქვს და დიდად არ იქნება პროცი შემაფერხებელი, თუ არის საშუალება იყიდე, მერე შეხედავ და თუ პროცი დიდად დაგალიმიტებს AM5 სოკეტზე გადახვალ
  20. 4 პინიანი შესაერთებელიც ექნება მაზერს და იმაზე დააერთე ჯერ არ შემხვედრია ამ საუკუნეში გამოსული სტანდარტული მაზერი რომელსაც 1 ცალი 4 პინიანი მაინც არ ქონოდეს ქულერისთვის
  21. პ.ს აქაც ქონდათ საგარანტიოზე პრობლემები, ერთი წერდა 1 თვის გამოყვანილ მანქანაზე მთელი ბორტკომპი/მულტიმედია მოკვდა უეცრად და აღარაფერს აკეთებსო, ამ დროს ყველაფერი თითქმის ამ ბორტკომპიუტერი/მულტიმედიით იმართება, გათბობა, კონდინციონერი, ფანჯრებიუს მართვა და აშ, მანქანას მარტო ქოქავდა და მიდიოდა, მეტს ვერაფერს აკეთებდა, ცენტრში 2 თვეა ასე ვარო, პროგრამაც არ აქვთ გადაწერა რომ სცადონო, ელოდებიან ახალ დეტალს რომელიც არ არის თურმე ჩინეთში და მეუბნებიან დღეს-ხვალ გამოგვიგზავნიანო, როგორ მოვიქცე არც იბრუნებენო მსგავსი რამ მოხდება გერმანულ/იაპონურ/ამერიკულ მანქანაზე? ანუ შეიძლება მანქანა აგურად გექცეს და ვერ გიშველონ? შანსი არაა, შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, მაგრამ ან გაკეთებადია ან შეიცვლება რადგან გერმანელს იმ მანქანის სათადარიგო დეტალი ყოვეთვის აქვს თაროზე. მაგალითად ბმვ-ს მგონი X7-ებზე იბრიდებოდა მთავარი მონიტორი, მაგრამ არავის უთქვია ახალი მანქანა ვიყიდე და არ მიცვლიან მონიტორსო ან რამე მაგდაგვარი, ან ადგილზევე აქვთ ან 2 კვირაში ჩამოდის მეც ვგულშემატკივრობ ჩინელებს და მინდა რომ წინ წავიდნენ, კონკურენცია მომხმარებლისთვის უკეთესია, მაგრამ ესენი კონკურენციით არ აპირებენ მხოლოდ ბაზარის ათვისებას, ველური მეთოდები აქვთ, სხვისი ჩაძირვა უნდათ და მხოლოდ თვითონ რომ დარჩებიან მერე არ უნდა დიდი გამოცნობა ფასებს რომ თავის გემოზე დაადებენ და ჩინური იაფი კი არა ჩინური ძვირი მანქანები შეგვრჩება ისე კი არიან ევროპელ/ამერიკული კომპანიები ღირსები გაკოტრების, მაგრამ მომხმარებელს ეგ არაფრად გვადგია სამწუხაროდ
  22. მხოლოდ ფურცელზე და ავტობლოგერების შედარებებით არ ხდება მანქანის ავკარგიანობის განსაზღვრა, ჩვეულებრივი მომხმარებელი რომ იტყვის 3-4 წლის ხმარების შემდეგ, კარგი მანქანააო, აი მაშინაა მართლა კარგი, რასაც ჩინურებზე ნამდვილად ვერ ვხედავ (ერთი-ორ 100 ათასიანს არ ვგულისხმობ) რუსეთი ხომ სავსეა მაგ ჩინურებით, ხოდა გადახედე თვითონ მომხმარებლის და ავტოსახელოსნოების ვიდეოებს და მიხვდები რა დონეზეა ჩინური მანქანა, ისეთი უცნაური პრობლემებითაა რომ აქამდე არც წარმოედგინათ, მაგალითად იამაში ჩარტყმისას მანქანის მთლიანი სავალი ნაწილი შუაზე გაწყდეს გაგიგია გერმანურ/ამერიკულ/იაპონურზე? ან უკანა ბალკა ახალ მანქანას მოსწყდეს მოძრაობისას? ანაც ძრავი და კოლოფი გახსნილიყოს ადგილიდან დაძვრისას? აირბაგები რომ არ იხსნება, სიცივეში ბორტკომპიუტერი შტერდება და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო? კარგი აუდიო სისტემა რომ უწერია ერთ კარზე 5 დინამიკით და რეალურად ერთი დინამიკი აყენია ისიც სამარეზებით მიმაგრებული ეგ გინახავს? ან 2 წლის მანქანას რომ უკვე კოროზია ალპობს? რა 5 წელ გარანტიაზე საუბრობ, რეალობა ცოტა სხვაა, ტიპები თვეობით ელოდებიან იქნებ დეტალი გამოჩნდეს რომ დააყენონ, არ უშვებს სატადარიგო მაკომპლექტებელს ქარხანა, კიდია ეგ ამბავი, რაც გამოუშვა იმით მანქანა ააწყო და გაყიდა, ვიდეო ვნახე კოლოფს ტიპი 6 თვე ეძებდა ახალ მანქანაზე, უბრალოდ არ იყო არსად საწყობში, არადა მანქანა რამდენიმე თვის იყი გარანტიაზე, ბოლოს როგორც იქნა გამოუგზავნეს, ალბათ სადმე მეორე მანქანას ძრავი გაუფუჭდა და იმას მოხსნეს სულ კიდიათ ჩინელებს რომ მოგყიდიან მერე რა იქნება, მთავარია გაყიდონ, მერე სხვა სერიას გამოუშვებენ და ეგაა ეწ. სერვის მანუალიც არ აქვთ ბევრ მოდელზე, ხელოსანი რომ შლის არ იცის როგორ გააკეთოს, არც მანუალი მოყვება, არც ინტერნეტშია და არც მწარმოებელი გზავნის, ან თუ გზავნის არ ემთხვევა, რადგან ერთ მოდელზე შეიძლება 3-4 სხვადასხვა დეტალი ეყენოს ვიცი ეგ ვიდეო, ვუყურე 10 წუთი და სოსოსთან დიდი პატივისცემის მიუხედავად არაა ეგ რეალური განხილვა, ეგაა მანქანის ასე ვთქვათ ანბოქსინგი ტექნოლოგიურად რომ წინ არიან და 5-10 წელიწადში ბევრ ევროპულ/ამერიკულ ბრენდს ჩაყლაპავენ მაგაზე არავინ დავობს, მაგ დროს ხარისხსაც ასწევენ და იქნება კარგი მანქანები, სერვისსაც დაარეგულირებენ და სათადარიგო ნაწილების მიწოდებასაც, მაგრამ ეგ სავარაუდო მომავალია და არა დღევანდელი რეალობა, დღეს ბაზრის ათვისებას ცდილობენ ყველანაირი გზით, უშვებენ ათას ნაგავს მთავარია რამე ცაანაცვლონ, 1-2-ს კარგსაც რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამომხმარებლო სერიული ბიუჯეტური მანქანების 95% რომელსაც უბრალო მოკვდავი ყიდულობს, არის ნაგავი ევროპულ/ამერიკულთან შედარებით.
  23. უნდა ჩართო და ნახო GPUZ-ში, კონკრეტული ბრენდები კონკრეტულ ჩიპებზე არ უშვებენ, 3060-ზე ეგ არაა სადარდებელი და შეგიძლია არც ნახო რომელ ჩიპებზეა, 3060Ti-ს შემთხვევაშია ეგ საჭირო.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.