-
Posts
20306 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
279
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Gogla1990
-
არამგონია, საკმაოდ დიდი სხვაობაა და თუ ერთდროულად წითლებმა სასწაული არ მოახდინეს წინსვლაზე და მწვანეებმა ასევე სასწაული უკუსვლაში, მაშინ არ მოხდება ეგ ამბავი
-
აბა ეხლა სცადე ჩემთან მუშაობს ჩვეულებრივ
-
ადგილს რომელიც ყველაზე მეტად ცხელდება იმ ადგილთაგან სადაც სენსორები აქვს სენსორი კი ყველა წერტილში არ/ვერ ექნება, შესაბამისად ეგ მაჩვენებელი მიახლოებით სურათს იძლევა და არა 100%-თ ზუსტს, შესაბამისად არ ღირს ეგ მაჩვენებელი დასაშვები ტემპერატურის მაქსიმუმზე იდგეს და მშვიდად უყურო, უნდა იფიქრო რომ თეორიულად შესაძლებელია გპუ-ს რომელიღაც წერტილი კიდევ მეტად ცხელდებოდეს ვიდეოკარტების მწარმოებლებს თუ დავუჯერებთ გპუ-ს ტემპერატურა 95 და ჰოთ სპოტი 110 დასაშვებია, თუმცა მინიმუმ 10 გრადუსს ზედმეტს ამბობენ თავი რომ დაიზღვიონ, თანაც საგარანტიოს მაგ ტემპერატურითაც გადააგორებს კარტა და დიდად არ ღელავენ მერე რა მოუვა
-
დაუტვირთავზე 7-8 და დატვირთვაზე 15 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს იდიალურ ვარიანტში, დანარჩენი გააჩნია კარტას და რადიატორთან მის კონტაქტს მაქსიმუმიც GPU-ს მაქსიმუმს + 15 გრადუსი უნდა იფიქრო უხეშად მაგრამ მხოლოდ მაგ სენსორის ნდობაც არ შეიძლება, ბევრი კარტა ყოფილა ვითონ იდიალური ტემპერატურებით რომ მომკვდარა და მერე აღმოჩენილა რომ GPU გადახურებული ქონდა რომელიმე მხარეს(კუთხეში, წერტილში)
-
თუ არ გინდა გადახურების რისკის ქვეშ დააყენო ეგრე გამოდის ქარხნული კარგი პასტა უსვია ბევრს, თუ ტემპერატურა კარგია და ჰოთ სპოტიც არ გარბის დიდი სხვაობით, მაქსიმალურად უნდა ეცადო დატოვო ქარხნულზე, რა წამს ტემპერატურა მაღლა წავა, უნდა შეცვალო და მერე უკვე მალმალე ცვალო ხსენებული პასტები, ან კარგ პასტას მიაგნო
-
დავშალე და ცოტა გაურკვევლადაა სიტუაცია, MX-სა და Silver-თან შედარებით მთლად არ აორთქლებულა, მაგრამ მცირე ნიშნები აქაც შეინიშნება, ვფიქრობ კიდევ 2-3 თვე და +- იგივე სიტუაცია იქნებოდა დაც ზემოთხსენებულ პასტებზე 1 თვეში მოსდის, ასე რომ კერამიკას მაინც + ეკუთვნის ეხლა Laird TPCM 780SP წავუსვი და ვნახოთ რა გამოვა პ.ს სტოკზე ჰოთ სპოტს შორის 4-5 გრადუსიდან 3-4-ზე დაიწია სხვაობა
-
კარგია, მომილოცავს რაც შენ ამ ახალ სერიას ელოდე, ეხლა ეგეც თუ მალე გაყიდე, იცოდე აღარ მოგილოცავთ საერთოდ
-
თუ საყიდელია კარტა იყიდე, დიზაინის გამო ნუ დაიწუნებ, თვითონ კარტა კარგია, დანარჩენს მიეჩვევა თვალი
-
მაშინ 11700 და Z590 ბევრის დამატება არ მოგიწევს, სსდ-ს პრობლემაც მოგეხსნება, პისიაი 4.0-ც გექნება და ბენჩებშიც ცოტა მეტ ქულას დაწერს პროცი
-
ეხლაც ყინვაა წესით, -1 კი იქნება თბილისში, დაელოდე 2-3 საათი და ჩამოვა -2-3-ზე უეჭველი
-
-
Time Spy გავატარე და გაზრდილია აქაც ქულა პ.ს მოუგვარებიათ ამ დრაივერზე ფრიზების პრობლემა ბრაუზერში რაზეც ვჩიოდი
-
რომ მივყვეთ ბევრი ბრენდის ბევრად დიდ ცოდვებს ამოვყრით და პაუერქოლორის ბიოსის ბაგი და დროსელის ზუზუნი მოსაგონი იქნება, ასე რომ მაგის გამო დაწუნება არ ღირს მთლად ვერ დაგეთანხმები, თუმცა ბევრ სერიაზე თუ კარტებზე დიდად აქვს მიქარული. ნუ ასუსის იაღლიშებიც გავიხსენოთ? მაგიტომაც ვარჩევ კონკრეტულ კარტებს და არა ბრენდებს, ცოტა ყველას აქვს მიქარული, ნუ ზოგს ცოტა ბევრი
-
გნიდაბაიტმა წინა სერიებში მაგრად "იყოჩაღა", გაფუჭებული 3080-90-ები ანაც 6800-900-ები რომ მოიკითხო 10-დან 9 კარტა გიგაბაიტია და იმ 9-დან 8-ს პლატა აქვს პისიაი სლოტთან გატეხილი ან მეხსიერების ჩიპები აყრილი, ვერ დავიჯერებ რომ ყველა შემთხვევა მყიდველის ბრალეულობით მოხდა და კეისი კიბიდან აგორავა
-
როგორც ბრენდი დიდად არც მე მხიბლავს, კონკრეტულ კარტებს ვუყურებ ხოლმე და არა ბრენდებს, ეს კონკრეტული კი ერთერთი ტოპ ვერსიაა, სადაც გადავხედე ყველა ამის ქებაში იყო იუთუბერი გინდა თუ კარტის რემონტებზე მომუშავე, შესაბამისად მიზეზი არ მქონდა დაწუნების ყიდვისას
-
მაშინ არ აქცევ დიდ ყურადღებას ან ვერ ამჩნევ, თორემ მე ყველა სისტემაზე რაც მქონია და ეგ ფუნქცია ჩამირთია ან გამომირთია ვამჩნევდი სხვაობას პ.ს აგერ კაცი ჩიოდა 2 დღის წინ კაკრაზ მაგ თემაზე და თანაც ზუსტად 6900XT რედ დევილზე
-
შენ შემთხვევაში მონიტორი რომ 165 ჰერციანია ეგ შველის სავარაუდოდ
-
უკეთ მუშაობს ბრაუზერი ეგ რომ ჩართულია, გათიშულზე იგრძნობა რომ ლაგივით აქვს საიტების ჩატვირთვისას და კადრიც თითქოს ტყდება
-
-
სავარაუდოდ ბევრი ქონდათ სამუშაო და მაგიტომ, 2 თვე მართლაც დიდი პაუზა გამოუვიდათ, თუმცა ვის ადარდებს ან ეხალისება ყოველ დღე ახალი დრაივერის დაყენება, მთავარია რაც გამოვა სტაბილურად მუშაობდეს და საქმეს აკეთებდეს
-
მგონი როგორც იქნა გამოასწორეს ამ ქლიბებმა, გუშინ არაფერი შემიმჩნევია, დღესაც მუშაობს მშვენივრად, არმგონია მერე ეტაკოს რამე
-
თუმცა არა 100%, ასე რომ ვითომ არ იმუსავებდა და დაიკიდე
-
მაგიტომ გადავედი 10700-დან 11700-ზე, მ2 რომ ჩავდე და 6-დან 3 სატა პორტი გამითიშა მივხვდი რომ მეტის გასაქანი აღარ მქონდა, არადა იმ მომენტშიც და ეხლაც კი მყოფნიდა ის 1 ცალი მ2 და 3 სატა
-
დაიკიდე პისიაი ლაინები არ გყოფნის, დანარჩენი უკვე ლატარეაა, რომელიღაცას ჩართავს, მერე სატა პორტებს გათიშავს, ანაც არ ჩართავს და არც გათიშავს და აშ.
-
490 არ ვიცი და 590-ზე პირველი სლოტი მხოლოდ 11 სერიაზე მუშაობს 4.0-ს ალბათ მეტი მოთხოვნა აქვს პისიაი ლაინებზე და არ ინება ჩართვა
