Jump to content

Gogla1990

მოდერატორი
  • Posts

    20307
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    279

Everything posted by Gogla1990

  1. პროცის გამოცვლა მაგის გამო არ ღირს, სხვაობა თუ იქნება მხოლოდ მინიმალური, ისიც ტოპ ვიდეო ბარათებზე, ისეთი მხოლოდ ბენჩებში რომ გამოჩნდება თეორიულად კი, მეტი ოპერა + მაღალი სიხშირე და ვოლტი = მეტი დატვირთვა მეხსიერების კონტროლერისთვის, მაგრამ რეალურად თუ ძალუძს პროცს პრობლემა 0, მაგ დატვირთვისგან დამძიმებული პროცესორი ანაც დასუსტებული ბუნებაში ჯერ არ არსებობს, ასე რომ ეგ ამბავი დაიკიდე ნუ ზოგადად თუ 32GB გინდა 4x8GB ჯობია 8x4GB-ს, თუმცა აქაც მხოლოდ ბენჩებში ნახავ რამე სხვაობას, უფრო იმიტომ, რომ თუ რამე კიდევ გაქვს გაზრდის საშუალება + 4GB-იანი მოდულებზე მოთხოვნა რამდენიმე წელიწადში სავარაუდოდ საერთოდ აღარ იქნება, 8GB-იანები ჯერ კიდევ იქნება ხოდზე და რო რამე სისტემის გაყიდვა გადაწყვიტო ფასი ექნება რაღაც
  2. @jomardi როგორ ხარ კახა? ჩამოვწერ მწირ ინფოს, წაგეშველება ცოტა 64GB-ს მხარდაწერა აქვს პროცსაც და მაზერსაც, თავისუფლად შეგიძლია 8x4GB ან 8x8GB ჩააყენო, არანაირი პრობლემა 64GB-ზე მეტი თუ დაგჭირდება რამე მამალ ზიონის პროცს მიარჭობ და 8x16GB ECC RAM-საც მიაყენებ 1600MHz იმიტომ უწერია, რომ ინტელი თავს იზღვევს, ან კონტროლერი გამოდგეს სუსტი, ან მაზერ/პროც/ოპერას შეუთავსებლობა მოხდეს და ვერ დაიჭიროს მაღალი სიხშირე, ნუ 1600-ს ყველა ვარიანტში იჭერს და რომ არ მოსთხოვო ან დაენდურო მოკლედ, რეალურად ეგ პროცი მინიმუმ 2400MHz სიხშირეს იჭერს ნორმალურ მაზერ/ოპერებით, საკმაოდ ბევრი მქონდა და ყველას 2400-იანებზე ვტესტავდი, ყველა იდიალურად და ამაყად მუშაობდა გადახედე სხვა პროცებს, ყველაზე ეგეთი მინიმუმი აქვს ინტელს მიწერილი იდიალური ვარიანტი იქნება ეგ ოპერები გაყიდო და რამე კიტი ნახო 4x8GB, ან ეგეთივე 4x4GB, მაგრამ მაგ მონაცემების ან დაახლოებით ეგეთი მონაცემებიც თუ ნახე არც ეგ იქნება პრობლემა უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ როგორც გითხრეს არის შანსი ვერ შეხმატკბილდნენ ერთი დიდი განსხვავება რაც აქვს სხვა სოკეტებისგან ისაა, რომ ოპერები ხომ მუშაობს 4 არხზე, გაყოფილია AB და CD ბანაკად, თითოეულზე სათითაოდ ყენდება ვოლტაჟი, ასევე ოთხივე არხზე სათითაოდ გაწერინებს ტაიმინგებს, ნუ ჩემ მაზერზე ეგრეა ყოველ შემთხვევაში, ერთი წყვილი სხვა ვოლტზე ამუშაო სიტყვაზე და მეორე სხვაზე მოსულა კიდევაც მე მაგალითად 4x8GB მაქვს 2400 მეგაჰერციანები, კიტია, თანაც ზუსტად 4 არხზე სამუშაოდ გათვლილი, წლებია მაქვს და ოპერებზე რაიმე პრობლემა თუ ხდება ბუნებაში საერთოდ ეგეც დავიწყებული მაქვს Bus Speed 5GT/s კი უწერია, მაგრამ რეალურად 8GT/s სისწრაფე აქვს მაგ სისტემას და ვიდეოსაც PCIE 3.0 რეჟიმში შეუძლია მუშაობა, მაგრამ 2011 წელს მაგ რესურსის გამომყენებელი არავინ იყო, შესაბამისად ოფიციალურად რაც დადასტურებული იყო ის მიაწერეს, 2012 წელს გამოვიდა ახალი ვიდეოდაფები პისიაი 3.0-ზე, მაგრამ პროგრამულად აღარ მისცეს საშუალება თავისი მაქსიმუმი გამოევლინა, გამოუშვეს 4930K და 4960X, მოაყოლეს ბიოსის განახლებები და ჰოპ გახდა PCIE 3.0-ს მხარდაჭერა, იგივე შეეძლოთ 3930-60-70-ზე, მაგრამ იპროჭა ენვიდიამ და არ მისცა ლიცენზია, ჩაარჭვე AMD-ს ვიდეო და ნახავ რომ მუშაობს იდიალურად პისიაი 3.0 რეჟიმზე, ენვიდიას 600 სერიაზე რაღაც პატარა პროგრამაც იყო არაოფიციალური, იმას წერდი და მუშაობდა ისიც, ამ ახლებზე აღარ მინახავს აგერ ჩემი ყოფილი 3930K პროცი @4.8GHz ოპერები 32GB 2400 @2500MHz
  3. ბებერია, მაგრამ კიდევ კაი ჯანზეა 4.5GHz
  4. დაყენებული ქონია, რესტარტი უნდოდა თურმე სისტემას, გუშინ გამორთვაზე და დღეს ჩართვაზე ვერ დაასრულა ალბათ დაყენება
  5. სად გადამალეს ამ ახალ ვერსიაზე ვერ მივხვდი და ვერ მივაგენი, არადა იდეაში გადახდის პარამეტრებში იყო და არც იქაა და არც არსად სადაც რამე იხსნება
  6. ძველ ვერსიაზე რომ იყო ფეიფალი მაშინ ადვილად იყო, პირდაპირ პარამეტრებიდან გადადიოდი, ახალ ვერსიაზე ვქექე და ვეღარ ვნახე, მერე ფორუმზე მივაგენი საბოლოოდ და ლინკი შევინახე ბრაუზერში
  7. არ ვიცი, კი დააყენა გუშინ რარაც განახლებები მოვა ეგ ახალიც თუ ეგრეა, სად წავა
  8. დაყენდა ჩემთანაც, მაგრამ ვერაფერ განსხვავებას ვერ ვატყობ ვერც უკეთესობის და ვერც უარესობის
  9. აქ შედი https://www.paypal.com/cgi-bin/webscr?cmd=_profile-merchant-pull-funding&buyer_hub Bill me in the currency listed on the seller's invoice. მონიშნე და შეინახე პ.ს კარტის შეცვლაზე მეც მეც ეგრე მემართება ხოლმე, მავიწყდება წინაზე როგორ გავაკეთე და ახლიდან ვქექავ ხოლმე
  10. 49-0-თ რომ გრიალებ და სრულიად უნებლიედ თხრილში დაგდებულ ნაღმზე აფეთქდები არ დამაცადეს 50-ზე დამრგვალება
  11. დადე აბა ლინკი პ.ს მისწერე გამყიდველს და მოიფიქრებს რამეს
  12. სხვა გამყიდველი მონახე, მაგას აქვს გართულება როგორც ჩანს არა ამერიკულ ფეიფალზე
  13. ბალანსზე მიყენია სულ და ლაგს არასდროს შევუწუხებივარ, გააჩნია სისტემას და დატვირთვას
  14. რეალურად არაფერს ეგ არ ამატებს, უბრალოდ ამცირებს იმის ალბათობას, რომ ოპ. სისტემამ შეიძლება რამეზე დაზოგოს თავი
  15. დასაწყისისთვის აქ შეიჭყიტე Control Panel\All Control Panel Items\Power Options
  16. @#Skinhead მომილოცავს, ჩემი შემდეგი სისტემაც ამდ-ზე იქნება დღევანდელი გადასახედიდან თუ მერე არაფერი შეიცვალა
  17. მე მქონდა ადრე რეგისტრაცია გაკეთებული, მაგრამ მაინც ვერ ვყიდულობდი, ვიხდიდი თანხას, იშიპებოდა, მერე კი უარი მომდიოდა, გადამზიდების მისამართი არ მოსწონდათ სავარაუდოდ პ.ს მერე იბეიდან ვყიდულობდი მაგათი სტორიდან უპრობლემოდ
  18. აგერ აქვს კაცს და ეთხოვე, არამგონია უარი გითხრას
  19. ვერ უწევდა ამდ მაგ პერიოდში კონკურენციას და ინტელსაც რა ენაღვლებოდა, თაობიდან-თაობამდე 7-8%-ს ამატებდა მხოლოდ, იმასაც წესივრად არ აკეთებდა და კი ყიდიდა მაინც ლიწინით, ეხლა აეწვა ერთი ადგილი და გამოუშვა ცოტა ნორმალური პროცები
  20. მარტო წყალი არაა, იგივე გაგრილებაზე i7 3770 რომელიც ორჯერ ნაკლებ დენს ჭამს 15-20 გრადუსით მეტს იჭერდა
  21. სტანდარტზე ჩემი პროცი ვერც ხვდება რომ უნდა გაცხელდეს ცოტა მაინც, არადა 150-155 ვატს კი ჭამს
  22. აქამდეც დგებოდა, უბრალოდ შენ ვერ მიხვედი Advanded განყოფილებამდე და კიდევ Ai Tweaker-ს ეჩხიკინებოდი, არადა დაგიწერე თავიდანვე სადაც უნდა ჩაგეწერა ეგ 41 პ.ს არ უნდა ფანებს არანაირი პროგრამა, ბიოსიდანაც მშვენივრად იმართება
  23. კი თავისი ეწ. ოკ პროფილი თუ აქვს არც წაშლის თავისთავად, არ გამოიყენებ და არც არასდროს შეგაწუხებს ეგ, რაში გიშლის ხელს?
  24. თუ ძალით არ მოინდომე არაფერია სარისკო (თუ რათქმაუნდა პლატას ან ბიოსს არ უჭირს) იწერ ბიოსს მაზერის მოდელის მიხედვით(მაზერის რევიზია უნდა ემთხვეოდეს თუ აქვს სხვადასხვა) აგდებ ფაილს ფლეშკაზე, ხსნი ბიოსში არსებულ პროგრამას Asus EZ-Flash თუ სწორად მახსოვს და მიყვები ინსტრუქციას, სულ ეგაა ( ნუ იმედია მაინცდამაინც იმ 10 წამში არ ჩაგიქრება შუქი )
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.