Jump to content

MuFaS

წევრი
  • Posts

    139
  • Joined

  • Last visited

Everything posted by MuFaS

  1. ქულერს ხვალ დავითრევ, მარა კვებაც გამოსაცვლელი ხო არ მექნება? 500ვატი კი აწერია, მარა არის რო 500-იანი? K-MEXის კვებაა, ზემოთ დავდე ფოტო ჩემი კონფიგურაციის კომპიუტერის რაზგონისთვის რამდენ ვატიანი კვებაა რეკომენდირებული ხო ვერ მეტყვი?
  2. არა არა იაფფასიანი, უბრალო ქულერი მიყენია, მაგრამ თუ მაგაზეა დამოკიდებული გამოვცვლი... უბრალოდ მაინტერესებს ღირს თუ არა გამოცვლა. ტყუილად რომ ვიყიდო რა აზრი აქვს
  3. დღეს მთელი საღამო რაზგონის თემებს ვკითხულობდი და ცოტა გავერკვიე რაღაცეებში... ვცადე ჩემით გამეკეთებინა პირველი ეტაპი... მოკლედ მარტო FSB-ს მომატებით დავიწყე, ნელნელა თითო-თითო ერთეულს უმატებდი, 333 იყო თავიდან, ხოდა 341-მდე გამიშვა მხოლოდ 8X341, ჯამში მივიღე 2727Mhz, მეტი მომატება რომ ვცადე კომპი საერთოდ აღარ ჩამირთო, დაჟე ვინდოუსის ჩატვირთვამდეც არ მივიდა... ვოლტების მომატება არ მიცდია, და DRAM-ი კიდე საერთოდ ვერ ვიპოვე, ძაან სტრანი მენიუ აქვს...
  4. რა მაინტერესებს კიდე, დარესტარტების შემდეგ ხანდახან დრო და თარიღი ირევა, და 2010 წელზე დგება (მაზერის გამოშვების თარიღზე), ხოდა მაზერის ელემენტების ბრალი ხო არ იქნება? ანუ ძველი ელემენტები რომ იყოს, მაგის გამო არის შესაძლებელი რომ კომპს არესტარტებდეს? მაზერის ლინკი მოვიძიე http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3960#sp პროცესორის http://ark.intel.com/products/30784/Intel-Core2-Duo-Processor-E6750-4M-Cache-2_66-GHz-1333-MHz-FSB ოპერატიული ვერ გავიგე რა მოდელია (GEIL არის მგონი, მარა რა სიხშირეებზე მუშაობს არ ვიცი) მოკლედ ამ ფორუმზე წავიკითხე, ეს პროცესორი დარაზგონებული აქვთ და რაღა ჩემი არ დარაზგონდება აგერ 4000 MHz-ეც აქვს დარაზგონებული ზუსტად ჩემნაირი ვიდეოკარტით http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=334015 აგერ კიდე სხვებიც: http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=490097 http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=279133 http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=321691 თუ გაგრილებაზეა მარტო ბაზარი, ხვალ წავალ და რამეს ნორმალურს დავითრევ
  5. კვების ბლოკი, 500 ვატი კი აწერია მაქსიმუმი, მარა მონიშნული 400 აქვს და რავიცი რავი ამ კვებაზე ადრე არასოდეს პრობლემა არ მქონია ესეც ბიოსის სურათები, რავი ყველაფერი გადავიღე
  6. 2 GB მქონდა DDR 2 თავიდან, მაშინ მაზერიც სხვა მქონდა ASUS P5KC, მარა მაზერი რო დამეწვა ვიფიქრე ბარემ DDR 3-ზე გადავალთქო და ახალ მაზერთან ერთად ოპერატიულიც ბარემ 8 გბ დავაყენებინე, ის ძველი 2გბ ოპერატიულები სახლში მიყრია, დამწვარ მაზერთან ერთად... ანუ თავიდან პირველი მაზერი რომ დამიყენეს, ჩემი Core 2 Duo E6750 პროცესორი არ ირთვებოდა, მერე ნათესავის Dual Core ჩავსვი და იმაზე ჩაირთო, ხოდა რო მოუტანე ასე მითხრეს შენი პროცესორის სიხშირე არ ემთხვევა მაზერისასო დუალ კორის დაემთხვა და იმიტომაც ჩაირთოო მერე როგორც ზემოთ დავწერე გიგაბიტის მაზერი გამოიტანეს და იმაზეც ვერ რთავდა თავიდან, მარა მერე 15 წუთიანი ჩალიჩის მერე ჩართო... ბიოსის ფოტოებსაც ავტვირთავ ეხლავე... პროცესორზე მიყენია უბრალო გაგრილება, ასუსის უბრალო ქულერი, მარა ეგ არაა პრობლემა, ხვალევე გამოვცვლი მაგას და რამე ნორმალურს დავაყენებ, თუ დარაზგონდება ეს კომპი, თუარადა რაზე გამოვცვალო...
  7. მოგესალმებით ყველას, ბოლო პერიოდში ჩემ კომპიუტერს შევატყვე რომ ვეღარ მიქაჩავს სათანადო დონეზე (პროგრამებისთვის/თამაშებისთვის) და გადავწყვიტე დარაზგონება, თუმცა ამ საკითხში ფაქტიურად არაფერი გამეგება, ადრე არასოდეს დამირაზგონებია კომპი, ამიტომ გთხოვთ დამეხმაროთ. ფორუმზე გადავიკითხე რამოდენიმე თემა, ბევრი სასარგებლო ინფორმაციაც მივიღე, თუმცა მარტო მაინც არ მინდა გავრისკო, რადგანაც ბევრგან წავიკითხე რომ არსებობს რისკი. მოკლედ დაგიწერთ ჩემი კომპიუტერის მონაცემებს დეტალურად: პროცესორი: Intel Core 2 Duo E6750 2.66GHz 775 სოკეტი მაზერი: Gigabyte G41MT-S2PT ოპერატიული: DDR3 2x4GB (ჯამში 8GB) ვიდეო: nVidia 8800GT 1GB მყარი მეხსიერება (HDD): Hitachi 500GB ქულლერი: Asus (უბრალო) კვება: 400W ოპერაციული სისტემა: Windows 7 Ultimate SP1 64bit დაახლოებით თვენახევრის წინ კორპუსს დაეცა მეხი, დაწვა კავკასუსის აპარატურა, დამიწვა როუტერი, და ქსელის კაბელს წამოყვა და დამიწვა მაზერიც (კომპიგამორთული მქონდა). ხელოსანს შევამოწმებინე და მარტო მაზერი იყო დამწვარი... მივედი ალგორითმში და გამოვაცვლევინე მაზერი, ჯერ რაღაც ელიტგრუპის მაზერი დამიყენეს, მითხრეს ვინდოუსი იქნება გადასაწერიო, ხოდა სახლში ვეჩალიჩე და ვერაფრით ვინდოუსი ვერ გადავაყენე. მიუტანე უკან. შეამოწმეს და თურმე იმ მაზერს არ ქონია ჩემი პროცესორს E6750 მხარდაჭერა, რაღაც სიხშირეები არ ემთხვევაო, არადა ორივე 775 სოკეტი იყო... მედე ადგნენ და ძლივე ერთი მაზერი მოძებნეს Gigabyte-ის ფირმის, ჯერ ამაზეც მეუბნებოდნენ არ მიდის არც აქო, მარა მერე იჩალიჩეს, იჩალიჩეს და ჩამირთეს კომპი. სახლში რომ მოვიტანე აშკარად ვატყობ რომ ვერ მუშაობს ისე როგორც საჭიროა... არადა 2გბ მქონდა ოპერატიული, და 8გბ ჩავაყენებინე, ეგეც ალგორითმში, წესით უნდა გაძლიერებულიყო, თუმცა აშკარად ვერ არის ისე, რასაც ველოდებოდი. ეჭვი მაქვს რომ პროცესორის სიხშირე, თუ რა შეიძლება იყოს, ნუ დამიწიეს... შეიძლება ვცდები... პლიუს ამას ემატება ისიც, რომ ზოგიერთ თამაშზე კომპიუტერი მირესტარტდება. შემიძლია მთელი დეღეები ვამუშაო გადაბმულად და არ დაარესტარტებს, ხოლო ზოგიერთ თამაშზე კი მირესტარტებს დაახლოებით 10-15 წუთში. დარესტარტების შემდეგ ორიდან ერთ შემთხვევაში კომპიუტერზე თარიღი და დრო ირევა... ადრე არასდროს მირესტარტებდა კომპიუტერს, თუ ძალიან დაიტვირთებოდა ხოლმე, გამიჭედავდა თამაშს, ან გამომაგდებდა, მაგრამ არ მირესტარტებდა... მერე ვიფიქრე ქულერი ვერ აგრილებს შეიძლებათქო და რამოდენიმე ტესტი ჩავატარე, ჩავრთე იგივე თამაშები, რაზეც მირესტარტებს ხოლმე კომპს, ჩავკეცე და ტემპერატურები შევამოწმე, 55 გრადუსს არ აცილებია არცერთხელ, დარესტარტების შემდეგაც გადავამოწმე ტემპერატურა მაგრამ იქაც მაქსიმუმ 45-50 გრადუსი დამიფიქსირა... დღეს კი ერთერთი ვიდეოს რენდერს ვაკეთებდი Sony Vegas Pro-ში, ხოდა კომპმა ძალიან მაგრა გაჭედა, შევამოწმე ტემპერატურა და 67 გრადუსამდე იყო ასული, პროცესორი 99-100%-ით იყო დატვირთული და ოპერატიული სულ რაღაც 2.5 გბ-ზე... თუმცა არ გადაურესტარტებია. როგორც კი რენდერს მოვრჩი ტემპერატურა ეგრევე 40 გრადუსზე ჩამოვიდა წამიერად... ესეც სქრინი: გამოცდილო ხალხო, იქნებ მირჩიოთ რამე... და თუ შესაძლებელია დამეხმაროთ დარაზგონებაში
  8. STI-228 მაგ ფუნქციას ქვია Picture-in-Picture
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.