-
Posts
139 -
Joined
-
Last visited
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MuFaS
-
Logitech G27 საჭეზე ცენტრალური ჩამრთველ/გამომრთველის დაყენება
MuFaS replied to MuFaS's topic in Sim Racing
eXtreme-Hunter როგორ ხარ კახა ? ფანატეკი არა, თრასმასტერი მქონდა და ვერ მასიამოვნა იმან, ამიტომ ეს დავითრიე მერე პლიუს მაგარ რაღაცეებს ვუყებენ, F1-ის საჭეს, მერე გაჩვენებ მთლიან პროექტს აქაც ვაპირებ თემის გახსნას -
Logitech G27 საჭეზე ცენტრალური ჩამრთველ/გამომრთველის დაყენება
MuFaS replied to MuFaS's topic in Sim Racing
ეს საჭე... ესეც ვიკლუჩატელები: ჩვეულებრივი, კვებაზე წავა ეს კი USB-სთვის 4-იანი -
გამარჯობათ, მაქვს Logitech G27 საჭე, რომელიც ფაქტიურად სულ ჩართულია კვებაზე და USB-იც სულ შეერთებულია, ანუ ფაქტიურად არასოდეს ვხსნი მაგიდიდან... ამიტომ გადავწყვიტე დავუყენო ცენტრალური ჩამრთველ/გამომრთველი, რომ USB-სა და კვების გამოძრობის გარეშე ჩავრთო და გამოვრთო ხოლმე... ორ კაბელზეა ვიკლუჩატელი დასაყენებელი, კვებაზე და USB-ზე. ამიტომ გამოცდილი და მცოდნე ხალხის რჩევა მჭირდება. საჭე ძალიან ძვირფასია (ჩემთვის) და რომ არ დავწვა, ან რამე არ დავმართო... მოკლედ კვების კაბელის შემთხვევაში პრობლემა არაა, სულ ორი წვერისგან შედგება ეს კაბელი (+ და -), ამიტომ პლიუსს გადავჭრი და დაუერთებ ვიკლუჩატელს... აი რაც შეეხება USB-ს, აქ 4 წვერი გვაქვს (ზოგჯერ 5-იც), და რომლები უნდა გადავჭრა და ვიკლუჩატელზე დავაერთო არ ვიცი... ერთი ვარიანტი მაქვს, გადავჭრა და ყველა მათგანი დავაერთო 4-იან ვიკლუჩატელზე. დავძებნე და ვიპოვე 4-იანი ვიკლუჩატელი ამაზონზე, აი 5-იანი და მეტიანი უკვე ვეღარ ვიპოვე... ამიტომ გამოდის ორი ვილუჩატელი უნდა დავაყენო ამ შემთხვევაშიუ, ერთი კვებისთვის და მეორე USB-ისთვის, რაც არ მინდა. მინდა რომ ერთ ცენტრალური ვიკლუჩატელის ჩაირთოს/გამოირთოს კვებაც და USB-იც... ნეტში დავძებნე და ამ დიაგრამას მივაგენი USB-ს ამ 4 წვერიდან, წითელი არის +5 ვოლტიანი კვება, შავი არის მინუსი/დამიწება, ხოლო მწვანე და თეთრი ინფორმაციის წვერებია... ხოდა დაუშვათ რომ გადავჭრა წითელი, ან წითელი და შავი, და დავსვა ვიკლუჩატელზე, ხოლო ინფორმაციის წვერები კი დავტოვო შეერთებული, ხო არ დავაზიანებ საჭეს? მოკლედ რჩევა მჭირდება რა და არ დაგეზაროთ, მადლობა წინასწარ...
-
1 წლის წინ მეხი ჩამოვარდა და მაზერი დამიწვა, Wifi-იც დაწვა და პახოდუ სვიჩი მეყენა კიდე 8 პორტიანი და ის პორტებიც დაუწვა სადაც შეერთებული მქონდა ლანი... არავინ თქვას რომ როუტერი მიყენია და სანამ კომპიუტერამდე მოაღწევს ის დაიწვებაო. მერე ბინა გამოვიცვალე და სპეციალურად დამიწებიანი შტეფცელები დავაყენე და ახლა დამიწებული მაქვს კომპი, თუმცა ქსელის კაბელის დამიწებაზე არასოდეს მიფიქრია. ამიტომ ძალიან გამიხარდა ამ თემას რომ გადავხედე და ქსელის კაბელის დამიწებაზე წავიკითხე... აწი ქსელის კაბელსაც დავამიწებ.. კითხვა მაქვს NEIRON-თან: ქსელის კაბელი საუყკეთესო ხარისხის მაქვს ნაყიდი, რომელსაც ფოლგაც აქვს და პახოდუ ერთი გათლილი ჟილაც მიყვება იმ 8 წვერს... ხო არ ჯობია ფოლგას და იმ გათლილ ჟილას ერთად შემოვახვიო დამიწების კაბელი??? თუ მარტო ფოლგაზე საკმარისია?
-
ახლა ვეძებდი ნვიდიას დრაივერში და რაღაცეები ვნახე მარა ვერ გავერკვიე... აქედან ხო არ შეიძლება რამე შეიცვალოს? რეზოლუციას როგორც ხედავთ 1366X768 მიყენია მაგრამ Native-ს 1920X1080-ს მიჩვენებს (რომლითაც იწყებს კომპის ჩართვას)
-
ხოა ანუ ეგ ვთქვი, ვიდეო კარტიანი ლეპტოპი ვცადე და HDMIიანი პორტით და პირდაპირ კაბელით შევაერთე, გადამყვანის გარეშე და იქაც მსგავსი რაღაცეები გააკეთა... ანუ ის ლეპტოპიც ვერ ქაჩავდა მაქსიმალურ რეზოლუციაზე და მომიწია დაბალზე დაყენება, მარა ჩართვისას ისევ მაქსიმალურზე იწყებს ჩართვას და ჩართვის მომენტში ზოლებისმაგვარ დეფექტებს აჩვენებს, მარა მერე ქრება ეს ყველაფერი, ვინდოუსის ჩართვისას... გასაგებია რომ ძლიერ ვიდეო კარტაზე პირდაპირ გაუშვებს 1920/1080ზე და ბოლომდე მაგ რეზოლუციით ჩაირთვება, მაგრამ შედარებით სუსტ ვიდეოზე, დაბალ რეზოლუციაზეც მუშაობს, და ვერ ვიპოვე მისათითებელი რომ თავიდანვე დაბალი რეზოლუციით ჩართოს... თვითონ ტელევიზორის მენიუშიც ვიქექები მარა იქ არაფერია მსგავსი რომ შევცვალო
-
რა ვერ ქაჩავს? ძალიან მშვენივრადაც ქაჩავს... ეტყობა არ წაიკითხე ყურადღებით რაც დავწერე... ამ რეზოლუციაზე 1366X768 ვამუშავებ და მუშაობს ლომიუვით, თამაშებიც ვითამაშე და ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ კომპიუტერის ჩატვირთვის მომენტში ტვ მიჩვენებს მაქსიმნალურ რეზოლუციას (1920/1080ზე), და მერე უკვე როცა ვინდოუსი იწყებს ჩატვირთვას, ცვლის რეზოლუციას და გადაყავს ჩემს მიერ მითითებულ რეზოლუციაზე (1366X768-ზე)... ხოდა მინდა რომ თავიდანვე ჩემს მიერ მითითებულრეზოლუციაზე ჩაირთოს... DVI - DVI კაბელი კიმაქვს მაგრამ ტელევიზორს არ აქვს DVI პორტი. ლეპტოპზეც ვცადე, ვიდეო კარტიან საკმაოდ მძლავრ ლეპტოპზე და იქაც მსგავსი რაღაც გააკეთა, ანუ თავიდან ტვირთავს დიდი რეზოლუციით და მერე გადაყავს ჩემს მიერმნითითებულ რეზოლუციაზე, ანუ არამგონია DVI to HDMI გადამყვანის ბრალი იყოს... აი ეს გადამყვანი მაქვს
-
ვიდეოს შეცვლა ისედაც მინდა მაგრამ, სანამ შევცვლი მანამდე მინდა ეს პრობლემა გავასწორო მათე, 3D-ზე სულ არ ვამუშავებ, პროსტა ეს რეზოლუციის ამბავი მოვაგვარო რა
-
კომპიუტერზე შევაერთე 40"-იანი Full HD 3D LED მონიტორი HDMI/DVI პორტით, რეზოლუციაზე ვიწვალე დიდ ხანს... ავტომატურად დამიყენა 1920X1080-ზე, რაზეც როგორც ჩანს ვიდეო კარტა ვერ ქაჩავდა და სიგნალს არ უშვებდა, გამოსახულება არ მქონდა, თუმცა ვინდოუსი ჩატვირთული იყო. ბრმად ვიჩალიჩე და რეზოლუცია ჩამოვიყვანე 1366X768-ზე და მივიღე მშვენიერი გამოსახულება. კომპიუტერიც და მონიტორიც მშვენივრად მუშაობს, თუმცა მაქვს მცირე პრობლემა. კომპიუტერის ჩართვის დროს (კომპიუტერის მონაცემები რომ ეწერება ეკრანზე) ისევ 1920X1080 რეზოლუციით იწყებს მონიტორი მუშაობას, ვატყობ რომ მაგრად უჭირს, გაურკვეველ "იეროგლიფებს და ხაზებს" მიჩვენებს, მაგრამ უკვე ვინდოუსი რომ იტვირთება და იუზერი უნდა აჩვენოს, მაგ დროს ქრება ეკრანი და რეზოლუცია დგება ოპტიმალურზე (1366X768-ზე), და კომპიც ირთვება პრობლემების გარეშე. მინდა რომ თავიდანვე ოპტიმალური (ჩემს მიერ მითითებული) რეზოლუციით ჩაირთოს კომპი, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე, იქნებ მირჩიოთ რამე, ან დამეხმაროთ... ეს ვიდეო კარტამაქვს nVidia 8800GT და შეერთებული მაქვს HDMI კაბელით, რომელიც DVI to HDMI გადამყვანით მაქვს დაკავშირებული, რადგანაც ვიდეო კარტას HDMI პორტი არ აქვს
-
Shopen ფლეშკით ვცადე ჩაწერა მარა არ შედის, ბიოსი არ აქვს მაკბუქსო წავიკითხე რამოდენიმეგან, ზოგი წერდა აქვსო და კლავიშების კომბინაციებს წერდნენ Command+Option+O+F მაგრამ არ შედის და ვერაფერი ვერ გაუგე Boot Camp ვერ ვიპოვე, მემგონი არ არის ჩაწერილი. გადმოვწერე ინტერნეტიდან მარა ვერ ვაინსტალირებ. რა ვქნა მითხარით?
-
მეგობრებო დახმარება მჭირდება... რუსეთიდან გამომიგზავნეს MacBook Air და რაღაც საშინელება აყენია, მაკი ვიცი რაც არის, ნუ პროფი არ ვარ მაგრამ ასე თუ ისე ვერკვევი, მაგრამ აქ მაკის რაღაც მოდიფიცირებული ვარიანტი აყენია, ინტერფეისი შეცვლილია და ორიგინალზე არ გადმოდის... თან WiFi გათიშული აქვს და ვერაფრით ვერ ჩავრთე, ინტერნეტი არ ამქვს მოკლედ... ამიტომ გადავწყვიტე თავიდან მოვიშორო ეს "მარაზმი" და დავაყენო ვინდოუს 7. მაგრამ ბიოსში ვერ შევდივარ, ვერც ფლეშკიდან ვერ მოვახერხე ვინდოუსის ჩაწერა... არ მინდა მაკი საერთოდ, ამოშლა მინდა ძირფესვიანად და მხოლოდ ვინოუსი მინდა რომ დავაყენო... არის ამის შესაძლებლობა? თუ არის დამეხმარეთ, თუარადა შევე ცდები ისევ Boot Camp Assistant-ის მეშვეობით დავაყენო. მარა ეს ხერხი ვცადე, გადმოვწერე Boot Camp Assistant-ი და ფლეშკით გადავიტანე მაკბუქზე მარა იქ ვეღარ დავაინსტალირე, არადა თვითონ პროგრამა ან არ არის დაინსტალირებული ან მე ვერ ვიპოვე... მოკლედ დამეხმარეთ, ვინც გამოცდილი ხართ ამ საკითხში
-
XBOX 360-ის ემულატორები გამოვიდა, ხალხი წერს რომ მუშა არისო, ვიდეოებიც დაიდო უკვე... ორი ვერსია მაქვს გადმოწერილი, ერთი ავამუშავე მეორე ვერა... მარა სავარაუდოდ ორივემ უნდა იმუშაოს. მე ჩემ კომპზე მიწერს რომ მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებო, ავტვირთავ და ცადეთ თქვენთან.... ძლიერი კომპი ჭირდება: ჩემი კომპის მონაცემებია: Intel Core 2 duo 2.66 GHz 8 GB Ram nVidia 8800 GT 1 GB ამაზე ძლიერი კომპი უნდა, მიახლოებული უნდა იყოს XBOX-ის პერფორმენსთან
-
ჩინეთის შედეგები: კვალიფიკაცია 1.გ.ნოზაძე 1.32.961 2.რ.ვარაზაშვილი 1.33.350 3.ნ.ადეიშვილი 1.34.272 4.ი.წიწილაშვილი 1.34.287 5.ს.მაჩაბელი 1.35.193 6.დ.ფალავანდიშვილი 1.36.148 7.დ.ლობჯანიძე 1.37.134 8.ბ.ჯიქია 1.38.365 რბოლა 1.გ.ნოზაძე 25 ქულა 2.რ.ვარაზაშვილი 18 ქულა 3.ს.მაჩაბელი 15 ქულა 4.ი.წიწილაშვილი 12 ქულა 5.დ.ფალავანდიშვილი 10 ქულა 6.დ.ლობჯანიძე 8 ქულა 7.ნ.ადეიშვილი 6 ქულა 8.ბ.ჯიქია 4 ქულა საუკეთესო წრე: რ.ვარაზაშვილი 1.34.612 ვიდეო მიმოხილვა მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს http://www.simracing.ge/?p=1709&lang=Ge
-
დღეს 28 აპრილს, 10 საათზე: ჩინეთი, შანხაი კვალიფიკაცია 10 წუთი რბოლა: 32 წრე თამაში: rFactor მოდი: RFT 2012 V2 (პატჩით) საბურავები: სოფთი-მედიუმი (სავალდებულოა) დაშვებულია: Gearbox-ზე ავტომატური რეჟიმი. დაშვებულია: Traction Control-ი LOW-ზე, დაშვებულია: Auto Clutch. დაშვებულია: Launch Control (სავალდებულოა) დანარჩენი ყველა დახმარება დაბლოკილია. საწვავი: Normal საბურავების ცვეთა: X2 სერვერი: SimRacing.ge პაროლი: 2013 გახსნილია სერვერი... OverDozeD auto clutch და gearbox უბრალოდ ნებადართულია... ვისაც უნდა ავტომატიკით ივლის ვისაც უნდა მექანიკით, ამგაზე არაა შეზღუდვა... უმრავლესობა მექანიკით ვართ...
-
პირველი ეტაპის შედეგები და ვიდეორევიუ http://www.simracing.ge/?p=1696&lang=Ge
-
Vepar საჭით თამაშობ?
-
ახალი თემა დაქოქილია, მოდერს ვთხოვ ეს დახუროს
-
მოგესალმებით ყველას, ვიწყებთ F1-ის მორიგ სეზონს სიმრეისინგში თამაში: rFactor მოდი: RFT 2012 V2 (მცირე პატჩით) დაშვებულია: Launch Control დაშვებულია: Auto Clutch დაშვებულია: Automatic Gearbox დაშვებულია: Traction Control-ი Low-ზე საწვავი: Normal საბურავების ცვეთა: X2 წრეების რაოდენობა: 50-75% ჩემპიონატის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია განთავსდება ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.simracing.ge/ საიტზე ასევე მოქმედებს ფორუმიც შარშანდელის მსგავსად, ყველა რბოლის შემდეგ გაკეთდება მცირე რევიუ და პატარა კლიპი, რბოლის ფრაგმენტების ამსახველი ჩემპიონატის ფორმატი ფაქტიურად იგივე დარჩა, დაემატება პრაქტიკის სესიები. კვლავ შეიცვალა ქულების დაწერის მექანიზმი. დაუბრუნდით 25 ქულიან პრინციპს. ქულა დაეწერება ყველა პილოტს ვინც გაივლის სარბოლო დისტანციის ნახევარს (წრეების 50%) და გავა 1-10 ადგილებზე. ყოველ დღე, საღამოს 20:00 საათიდან გახსნილი იქნება სერვერი, ონლაინ პრაქტიკებისთვის, ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ შემოხვიდეთ სერვერზე და ივარჯიშოთ. ხოლო კვირას, 22:00 საათზე კი გვექნება კვალიფიკაცია და შემდეგ რბოლა. კვალიფიკაცია იქნება 10 წუთიანი, შემდეგ 2-3 წუთი შესვენება (სიგარეტის მოსაწევად ), ბოლოს კი რბოლა. რბოლა იქნება რეალური F1-ის რბოლების 50-75%. რბოლის დაწყებამდე, სტარტის წინ გვექნება გასახურებელი წრე, რაც უკეთესად და ოპტიმალურად გაახურებთ ამ ერთ წრეში საბურავებს, მით უკეთესი გექნებათ სტარტი. სერვერი: SimRacing.ge პაროლი: 2013 რბოლის სტარტზე აუცილებელი მოთხოვნაა Launch Control-ი, რომლის გამოყენებაც შეეძლება ყველას. შეგახსენებთ რომ ლანჩ კონტროლი სტარტის აღების დროს არის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება (ვიდეოტუტორიალს მოგვიანებით დავდებ) კალენდარი 1) მელბურნი (ავსტრალია) - 14 აპრილი 2) შანხაი (ჩინეთი) - 21 აპრილი 3) საჰირი (ბაჰრეინი) - 28 აპრილი 4) მონრეალი (კანადა) - 5 მაისი 5) მონტე კარლო (მონაკო) - 12 მაისი 6) სილვერსტოუნი (ბრიტანეთი) - 19 მაისი 7) ჰოკენჰაიმი (გერმანია) - 2 ივნისი 8) მონცა (იტალია) - 9 ივნისი 9) სპა (ბელგია) - 8 სექტემბერი 10) ვალენსია (ესპანეთი) - 15 სექტემბერი 11) მარინა ბეი (სინგაპური) - 22 სექტემბერი 12) იონამი (კორეა) - 6 ოქტომბერი 13) სუზუკა (იაპონია) - 13 ოქტომბერი 14) ნიუ დელი (ინდოეთი) - 20 ოქტომბერი 15) ინტერლაგოსი (ბრაზილია) - 27 ოქტომბერი 16) ოსტინი (ამერიკა) - 3 ნოემბერი 17) იას მარინა (აბუ დაბი) - 10 ნოემბერი რეგლამენტში შევიდა ცვლილებები, ამიტომ ყველას გთხოვთ, გადაიკითხეთ კიდევ ერთხელ... F1-ის ჩემპიონატის რეგლამენტი სერვერი: SimRacing.ge პაროლი: 2013 სერვერს გახსნის ან იკა, ან მე... გუნდები და მრბოლელების სია იხილეთ აქ: http://www.simracing.ge/Forum/viewtopic.ph...95&p=1088#p1088 ჩემპიონატის ყველა მონაწილე ვალდებულია შეავსოს განაცხადის ფორმა და ამის შემდეგ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონატში (შენიშვნა: განაცხადის მეორეჯერ შევსება არაა საჭირო) განაცხადის ფორმა 1. სახელი: 2. გვარი 3. ასაკი: 4. ქალაქი: 5. კონტროლერი: (საჭე, ჯოისტიკი, კლავიატურა) 6. ტარების კლასი: (დამყწები, მოყვარული, პროფესიონალი) 7. გამოცდილება: DiRT, GTR, iRacing, Live for Speed, netKar PRO, rFactor, ARCA Sim Racing, GT Legends, Driver, WRC, Test Drive Unlimited, Ferrari Virtual Academy, Nascar Racing, GRID და ა.შ. სხვადასხვა ინსტრუქციები ჩემპიონატისა და თამაშის/მოდის შესახებ: თამაში rFactor-ი და მოდი RFT 2012 V2 გადმოწერეთ => http://www.simracing.ge/Forum/viewtopic.php?f=53&t=2 ტრასების კრებული გადმოწერეთ => http://www.simracing.ge/Forum/viewtopic.php?f=54&t=986 პატჩი გადმოწერეთ: http://www.simracing.ge/Forum/viewtopic.ph...95&p=1116#p1116 ლანჩ კონტროლის ინსტრუქცია: http://www.simracing.ge/Forum/viewtopic.ph...95&p=1133#p1133 პიტსტოპის და საბურავების შეცვლის ინსტრუქცია: http://www.simracing.ge/Forum/viewtopic.ph...95&p=1121#p1121 ასევე მინდა გითხრათ რომ, სანამ იკითხავთ, სერვერი გახნილია, თუ არა? უბრალოდ შედით საიტზე http://www.simracing.ge/, დააჭირეთ LIVETIMING-ს და გადახვალთ ლაივტაიმინგზე, სადაც ნაჩვენები იქნება გახსნილია, თუ არა, სერვერი. ლაივტაიმინგზე გამოჩნდება ყველანაირი ინფორმაცია, თუ რამდენი მონაწილეა სერვერზე, ვის რა დრო აქვს, სექტორების მიხედვით, ვინ ბოქსებშია და ვინ ტრასაზე, და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ლაივტაიმინგიდან შემოხვიდეთ სერვერზე: დადექით სერვერზე, გამოჩნდება Join ღილაკი, დააჭირეთ, გახსნის თამაშს და ავტომატურად მოძებნის სერვერს, შეიყვანეთ პაროლი და სერვერზე შემოხვალთ. სულ ესაა...
-
პიტსტოპის და საბურავების შეცვლის ინსტრუქცია: http://www.simracing.ge/Forum/viewtopic.php?f=77&t=995&p=1121#p1121 უკეთეს ვიდეოს გავაკეთებ მერე
-
WTCC წელს აღარ იქნება, თუ გადავწყვიტეთ კუზავნოი, მაშინ GT კლასი იქნება, ბევრად სწრაფია WTCC -ზე და უკეთესი სამართავია ბევრად, თან ისეთი სუპერქარებია როგორიცაა: ფერარი, ლამბორგინი, ასტონ მარტინი, მაკლარენი, მერსედესი, ბმჭ, აუდი, ფორდი, ნისანი და ა.შ
-
lomsa ხო ზუსტას ბევრი მაგალითად ძალიან სწრაფი მრბოლელია, მაგრამ გონებაგაფანტულობა "ჭირთ" და ყველანაირი ჩატი უკვე ხელს უშლით. მაგალითა კიმი რაიკონენი, ლუის ჰემილტონი, ფაქტიურად უკრძალავენ თავიანთ ინჟინრებს რადიოს გამოყენებას, მხოლოდ სწორ მონაკვეთებში თუ ესაუბრებიან ხოლმე... ბევრჯერ ყოფილა, ჩატისთვის შემიხედავს და მოსახვევში ოპტიმალურად ვეღარ შევსულვარ.. ზოგი ვაფშე შეცდომებს უშვებს... მოკლედ ჩატი არ შეიძლება სანამ ყველა არ დააფინიშებს რბოლას, დაჟე მილოცვავ არ შეიძლება გამარჯვებულისთვის ეს იმიტო გკითხე რომ ვერ გადაგაჩვიე ჩატს
-
Razer ვიცი ლექსო რომ შენ გამოხვედი შენი ნებით, მაგრამ გამეორება ნახე, ლურჯი დროშა გქონდა წრეზე გასწრებდნენ რამაზა და ვანო და შენ ფაქტიურად ბრძოლა აუწიე ეგ არის ყოვლად დაუშვებელი, განსაკუთრებით, როდესაც 1-2 პოზიცია ბრძოლობს ერთმანეთში. ხოდა შესაბამისად ეგ გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მივიღეთ თუმცა მაგაზე არ იდარდო, ეგ უბრალოდ ფორმალობაა მეტი არაფერი შტრაფიც ისეთივე ნაწილია ავტოსპორტის, როგორც სხვა ელემენტები საერთო ჯამში მშვენივრად ჩაატარე ჩემპიონატი, იმედი მაქვს სხვა ტურნირებზეც შემოგვიერთდები ასევე მათესაც კარგი სტარტი ქონდა, თანდათან მოუმატა, მარა მერე როგორც ჩანს დაეკარგა მუღამი... lomsa ლევან, ერთი კითხვა მაქვს შენთან. სკაიპში კი გესაუბრე მაგრამ აქ უნდა გკითხო უნდა გაგატელევიზორო, თუ როგორცაა ეგ მოკლედ რბოლის/კვალიფიკაციის წინ რომ ვამბობთ ხოლმე, შეწყდა ჩატითქო, როგორ ფიქრობ რატომ ვამბობთ მაგას? ან რატომ არ არის დაშვებული ჩატი რბოლის დროს?
-
ჩავასწორე ყველაფერი რუსთავის შედეგები: კვალიფიკაცია არცერთ პილოტს არ გაუვლია კვლიფიკაცია, შესაბამისად არც ქულები დაიწერა რბოლა 1 1.გიო ნოზაძე - 25 ქულა 2.ვანო მძელური - 18 ქულა 3.ალექსანდრე თუშიშვილი - 15 ქულა 4.ლევან ლომსაძე - 12 ქულა 5.სოსო ბეგოიძე - 0 ქულა 6.რამაზ ვარაზაშვილი - 0 ქულა 7.სანდრო (sandroEVO) - 0 ქულა რბოლა 2 1.ვანო მძელური - 25 ქულა 2.რამაზ ვარაზაშვილი - 18 ქულა 3.ლევან ლომსაძე - 15 ქულა 4.გიო ნოზაძე - 12 ქულა 5.სანდრო (sandroEVO) - 0 ქულა 6.სოსო ბეგოიძე - 0 ქულა 7.ალექსანდრე თუშიშვილი - 0 ქულა (დაიკავა მე-5 ადგილი, თუმცა დისკვალიფიცირებული იქნა რბოლიდან, ლურჯი დროშის იგნორირებისთვის) WTCC ჯორჯია 2013-ის სტატისტიკა საბოლოო სატურნირო მდგომარეობა... გიოს ბოლო გამარჯვებით გუნდურ ჩათვლაშიც გიოს და ზუკას გუნდმა HRT-იმ გაიმარჯვა, მეორე ადგილი რამაზას და ლობჯანას გუნდმა დაიკავა GR Team, ხოლო მესამე ადგილზე ლაშას და თორნიკეს გიუნდი გავიდა Racha Team... ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა ლევან ლომსაძე, რომელიც ჯოისტიკით თამაშობდა და მიუხედავად ამისა მე-8 ადგილი დაიკავა 102 ქულით და არცერთი შტრაფი არ მიუღია ჩემპიონატის განმავლობაში
-
დაწვრილებით განვლილი ჩემპიონატის შესახებ იხილეთ აქ http://www.simracing.ge/Forum/viewtopic.php?f=76&t=933&start=10 თქვენი მონამორჩილი MuFaS
-
რუსთავის შედეგები: კვალიფიკაცია არცერთ პილოტს არ გაუვლია კვლიფიკაცია, შესაბამისად არც ქულები დაიწერა რბოლა 1 1.გიო ნოზაძე - 25 ქულა 2.ვანო მძელური - 18 ქულა 3.ლევან ლომსაძე - 15 ქულა 4.ალექსანდრე თუშიშვილი - 12 ქულა 5.სოსო ბეგოიძე - 0 ქულა 6.რამაზ ვარაზაშვილი - 0 ქულა 7.სანდრო (sandroEVO) - 0 ქულა რბოლა 2 1.ვანო მძელური - 25 ქულა 2.რამაზ ვარაზაშვილი - 18 ქულა 3.ლევან ლომსაძე - 15 ქულა 4.გიო ნოზაძე - 12 ქულა 5.სანდრო (sandroEVO) - 0 ქულა 6.სოსო ბეგოიძე - 0 ქულა 7.ალექსანდრე თუშიშვილი - 0 ქულა (დაიკავა მე-5 ადგილი, თუმცა დისკვალიფიცირებული იქნა რბოლიდან, ლურჯი დროშის იგნორირებისთვის) WTCC ჯორჯია 2013-ის სტატისტიკა საბოლოო სატურნირო მდგომარეობა... ბოლო გამარჯვებით გუნდურ ცათვლაშიც გიოს და ზუკას გუნდმა HRT-იმ გაიმარჯვა, მეორე ადგილი რამაზას და ლობჯანას გუნდმა დაიკავა GR Team, ხოლო მესამე ადგილზე ლაშას და თორნიკეს გიუნდი გავიდა Racha Team... ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა ლევან ლომსაძე, რომელიც ჯოისტიკით თამაშობდა და მიუხედავად ამისა მე-8 ადგილი დაიკავა 105 ქულით და არცერთი შტრაფი არ მიუღია ჩემპიონატის განმავლობაში
