-
Posts
139 -
Joined
-
Last visited
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MuFaS
-
matusala კი ეგეც კარგი ვარიანტია, წინასწარ რომ გათვალო პიტსტოპ სტრატეგია და შაბლონებად გქონდეს.. (მე არ ვიყენებ მაგას, 21 ღილაკი მაქვს საჭეზე თუმცა კარგი ვარიანტია)
-
კახა, რფ-ს უფრო მარტივად აქვს პიტსტოპი... თუ მარტო საბურავს ცვლი, და იგივე ტიპის კომპლექტს აყენებ, მაშIნ არაფერი არაა საჭირო... პირდაპირ შეხვალ ბოქსებში და გამოცვლიან... სულ 4 ტიპის მშრალი კომპლექტია, აქედან რბოლაზე მხოლოდ 2 იქნება... ასე რომ ან იგივე კომპლექტი უნდა დატოვო, ან მეორე დააყენო. რეის 07-ისგან განსხვავებით აქ სათითაოდ ყველა საბურავის მითითება არ უნდა... მენიუს ერთხელ შეხვალ, საბურავის ტიპს გამოცვლი და ვსო, არც დასტური უნდა და არც არაფერი, პიტზე თვითონ შეგიცვლის საბურავებს... არც სკაიპით ახსნა მეზარება თუ რამეა არ მოგერიდოს იცოდე MuFaSX ამით ვარ სკაიპში, დამამატე...
-
კი კახა, სერვერზეც უნდა იყოს მოდი დაყენებული. მაგართ თუ სქინის ჩაგდება გინდა, ეგ არაა აუცილებელი სერვერზე რომ იყოს... უბრალოდ შენ შენ სქინს დაინახავ, სხვა მოთამაშეები კიი შენ ორიგინალი სქინით დაგინახავენ... თუ გინდა გამომიგზავნე შენი სქინი და ჩქავაგდებ სერვერზე, რომ ვიდეოშიც მაგ სქინით გამოჩნდე, უბრალოდ სხვები უნდა გააფრთხილო რომ ეგ მანქანა არ აიღონ, რადგანაც მერე ისინიც მაგ სქინით გამოჩნდებიან... პ.ს. კახა F1-ის ჩემს ვიწყებთ ამ ტურნირის დამთავრების შემდეგ და არ აპირებ გამოსვლას? თუ კი, მაშინ გუნდებს და პილოტებს ვანაწილებთ უკვე და შემატყობინე...
-
მაკაუს რევიუ ეს არის საბოლოო შედეგები: სატურნირო მდგომარეობა შემდეგი რბოლა: მანი-კური (მოყვება თამაშს) სულ 4 მოდია, WTCC 2006, WTCC 2007, WTCC 2010, STCC 2, ამ მოდებიდან ნებისმიერი მანქანა შერგიძლია, ნებისმიერ ეტაპიზე/ტრასაზე
-
მათე კარგი შედეგებია პირველი რბოლისთვის, მშვენიერი, მე რბოლაზე ვერ შემოვედი, ვიდეო კარტა მიხურდებოდა და მითიშავდა კომპს, ხვალ თერმოპ[ასტაუნდა წაუსვა... ასე რომ არ მიყურებია ყველაფრისთვის, სერვერიდან რაც ვნახე აგილები ასე განაწილდა, გამეორებას ვნახავ და საბოლოო შედეგებს ხვალ დავწერ, საიტზე განვაახლებ სატურნირო მდგომარეობას...
-
კვალიფიკაცია 1.გიო ნოზაძე - 5 ქულა 2.ლაშა ჭანტურია - 4 ქულა 3.ნიკა ადეიშვილი - 3 ქულა 4.დავით ლობჯანიძე - 2 ქულა 5.რამაზ ვარაზაშვილი - 1 ქულა 6.სოსო ბეგოიძე 7.ლევან ლომსაძე 8.იკა წიწილაშვილი 9.მათე მანაგაძე 10.კახა ხიზანიშვილი რბოლა 1 1.გიო ნოზაძე - 25 ქულა 2.ნიკა ადეიშვილი - 18 ქულა 3.დავით ლობჯანიძე - 15 ქულა 4.ლაშა ჭანტურია - 12 ქულა 5.რამაზ ვარაზაშვილი - 10 ქულა 6.ლევან ლომსაძე - 8 ქულა 7.მათე მანაგაძე - 6 ქულა 8.კახა ხიზანიშვილი - 4 ქულა 9.სოსო ბეგოიძე - 0 ქულა 10.იკა წიწილაშვილი - 0 ქულა რბოლა 2 1.რამაზ ვარაზაშვილი - 25 ქულა 2.ლაშა ჭანტურია - 18 ქულა 3.გიო ნოზაძე - 15 ქულა 4.დავით ლობჯანიძე- 12 ქულა 5.ნიკა ადეიშვილი - 10 ქულა 6.მათე მანაგაძე - 8 ქულა 7.ლევან ლომსაძე - 0 ქულა 8.კახა ხიზანიშვილი - 0 ქულა 9.სოსო ბეგოიძე - 0 ქულა 10.იკა წიწილაშვილი - 0 ქულა
-
მანი კური გაცილებით ადვილი ტრასაა, ეს მაკაი იმენა რელსებია ბიჭებო დღეს ვერ ვახერხებ ლაივის გაშვებას, რაღაც ტექნიკური პრობლემა მაქ... მომავალი რბოლიდან $#^#(|დები
-
დღეს, 3 მარტს, საღამოს 10 საათზე (22:00). მეექვსე ეტაპი. ჩინეთის გრან-პრი (მაკაუ). კვალიფიკაცია: 15 წუთი რბოლა 1: 10 წრე (როლინგ სტარტით) რბოლა 2: 10 წრე (რევერსიული სტარტით) დაშვებული იქნება Gearbox-ზე ავტომატური რეჟიმი. დაშვებულია Auto Clutch. დანარჩენი ყველა დახმარება დაბლოკილია. საწვავი: Normal საბურავების ცვეთა: Normal სერვერი: Georgian Racing პაროლი: 2013 დღეს სამივე სესიაზე მზიანი ამინდია... პ.ს. ბიჭებო დღეს იმის გამო რომ გვემატება 3 კაცი, სავარაუდოთ დაუშვებთ Traction Control-ს, დაგეხმარებათ მანქანის კონტროლში, არ დაგავიწყდეთ მენიუდან ჩართვა... ასევე 2 სიტყვით აგიხსნით სესიების თანმიმდევრობას... პირველი იქნება კვალიფიკაცია 15 წუთი, სადაც რამდენი წრეც გინდათ იმდენი მოარტყით, უნდა აჩვენოთ საუკეთესო დრო, რაზეც დამოკიდებულია თქვენი რბოლის პოზიცია, ვინც უკეთეს წრეს აჩვენებს, ის უკეთეს პოზიციაზე იქნება რბოლის სტარტზე... (შედით სეთაფში და ჩაასხით 2-3 წრის საწვავი, ასე მანქანა მსუბუქია და უფრო კარგ დროს აჩვენებთ, ხოლო რბოლების წინ არ დაგავიწყდეთ 10 წრის საწვავის ჩასხმა) შემდეგ მოდის პირველი რბოლა, რომელზეც იქნება როლლინგ სტარტი (ვინც როლინგ სტარტი არ იცის რა არის, ვიდეოებს გადახედეთ პირველ პოსტში და მიხვდებით. ანუ სტარტს იღებთ მოძრაობიდან, მაგრამ გაზს არ ადგავთ ბოლომდე, ნაჩვენები იქნება მწვანე დროშა და ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გაზის მიდგმა), პირველი რბოლის შემდეგ მოდის მეორე რბოლა. თუ პირველ რბოლას გამოეთიშეთ არ გახვიდეთ სერვერიდან, რადგანაც მერე უკან ვეღარ შემოხვალთ... ასევე თუ რბოლაზე ბოქსებიდან გამოხვედით, ESC ღილაკს აღარ დააჭიროთ და უკან აღარ დაბრუნდეთ ბოქსებში, თორემ დისკვალიფიცირებული იქნებით ამ რბოლაზე და ტრასაზე ვეღარ გამოხვალთ... მეორე რბოლაზე იქნება გრიდიდან სტარტი. ანუ ჩვეულებრივი სტარტი, გაჩერებული ხართ, აინთება წითელი შუქი, უნდა დაელოდოთ ამ შუქის ჩაქრობას და მერე დაიძრათ, თუ შუქის ჩაქრობამდე დაიძრებით, ფალს სტარტი იქნება და მიიღებთ ჯარიმას. სტარტის დროს ვინც ავტომატიკათი დადიხართ, არავითარ შემთხვევაშI არ დააჭიროთ გაზს, სანამ შუქი არ ჩაქრება, რადგანაც ავტომატიკაზე გაზი ეგრევე ძრავს მანქანას. მექანიკით ვინც დადიხართ ნეიტრალში გექნებათ და არ არის პრობლემა გაზის მიცემა... მეორე რბოლაზე, პოზიციები ნაწილდება რევერსიულად.. ანუ პირველ რბოლაზე პირველი რვა მონაწილე, შეცვლის ადგილებს. პირველზე გასული სტარტს აიღებს მე-8 ადგილიდან, მეორეზე გასული - მე-7 ადგილიდან, მე-3 გასული - მე-6 ადგილიდან და ა.შ. ახლა რაც შეეხება იმ შემთხვევას თუ ჯარიმა მიიღეთ... ჯარიმა არის Stop & Go, ანუ ჯარიმის მიღებიდან მომდევნო 3 წრის განმავლობაში უნდა შეხვიდეთ პიტლეინში, გაჩერდეთ წამი და გამოხვიდეთ, ამას ავტომატურად გააკეთებს კომპიუტერი, მაგრამ პიტლეინში შესვლამდე არ დაგავიწყდეთ სპიდლიმიტერის ჩართვა (პიტლეინში დაშვებულია 60 კმ/ს-მდე სიჩქარით მოძრაობა, ამიტომ ლიმიტერი ავტომატურად დააგდებს სიჩქარეს 60-მდე), თუ პიტლეინში შეხვალთ მაღალი სიჩქარით, მაშინ მეორეჯერ მიიღებთ ჯარიმას, და მომდევნო წრეებზე კიდევ შესასვლელი იქნებით, ყურადღებით იყავით ამ მხრივ. თუ ჯარიმას არ მოიხდით 3 წრის განმავლობაში, თამაში ავტომატურად მოგანიჭებთ დისკვალიფიკაციას ამ სესიაზე/რბოლაზე, ჯარიმა მომდევნო რბოლაზე არ გადადის... კიდევ თუ რამე შეკითხვები გექნებათ მითხარით
-
ნასტროიკებზე რომ დავიწყო წერა დღეს, ხვალ და ზეგ ვერ მოვრჩები მაგას ასე ერთ დღეში ვერ დაუმუღამებ, ვერც ერთ კვირაში, დრო ჭირედება... ამ ტოპიკს გადახედე, ყველაფერი დეტალურად მაქვს ახსნილი http://www.simracing.ge/Forum/viewtopic.php?f=62&t=954 თავიდან შეიძლება რთული მოგეჩვენოს ყველაფერი, ეგრეც არის, მაგრამ საბაზისოს მაინც გაუგებ, გამოიტან აზრს... მეც და ბიჭებიც ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, სეთაფებსაც მოგაწოდებთ და მოგეხმარებით აწყობაში
-
როგორ შევცვალოთ საბურავები Race 07-ში (ასევე მანქანის გარემონტება როგორ ხდება პიტსტოპზე) [media=] ბიჭებო, ჩემპიონატს გააჩნია საკუთარი არხი იუთუბზე, სადაც მოიძიებთ ყველა ვიდეოს ჩემპიონატის შესახებ... http://www.youtube.com/user/MuFaS2009 ასევე ჩემპიონატს გააჩნია ფეისბუქის და ტვიტერის გვერდებიც, დაალაიქეთ https://www.facebook...imRacingGeorgia https://twitter.com/SimRacingGE
-
maxoooooo პირველ გვერდზე დევს გადმოსაწერი ლინკი და საერთოდ ყველაფერი კიდევ დავდებ http://www.simracing.ge/?p=431#more-431 რაც შეეხება ხვალინდელ რბოლას, დაიწყება საღამოს 10 საათზე (22:00) მაკაუს ტრასა არის მიმდინარე ჩემპიონატში ერთერთი ყველაზე რთული ტრეკი, ასე რომ თუ მაინცდამაინც ძნელი მოგეჩვენოთ აქ ტერება, არ დანებდეთ... მომავალი ტრასები გაცილებით უკეთესი სატარებელია, ეს ტრასა უბრალოდ ბიჭებმა მოითხოვეს და ჩავსვით კალენდარში, ერთი სამავოზკა ტრასა სულ არის ხოლმე კალენდარში F1 მონაკო, აქ ეს ასე რომ გულს ნუ აიცრუებთ და მომავალი რბოლისთვის შესაძლოა ტრექშენ კონტროლი დავუშვათ, ახალი მოთამაშეებისთვის სპეციალურად სერვერი გახსნილია ახლა, შეგიძლიათ ივარჯიშოთ... რაც შეეხება მანქანებს, 4 მოდია შერჩეული, რომ შეხვალთ სერვერზე, შეგიძLიათ აირჩიოთ ამ ოთხი მოდიდან ნებისმიერი მანქანა... ერთი კლასია ყველა ჰონდა, სეატი, ბმვ, ალფა, ვოლვო, ფორცვაგენი, პეჟო, ოპელი და ა.შ. მოკლე WTCC-ს მანქანებია რა
-
გამარჯობათ, მოკლედ აგიხსნით რა პრობლემაც გვაქვს... სარბოლო თამაშებს ვთამაშობთ ონლაინში... რომელიც მუშაობს შემდეგნაირად, ერთერთი ხსნის Dedicated server-ს და დანარჩენები პოულობენ ამ სერვერს, შედიან სერვერზე და თამაშობენ... ასეთი არის რამოდენიმე თამაში, მაგალითად rFactor-ი, ასევე Race 07 და ა.შ. მოკლედ სერვერმა რომ იმუშაოს უპრობლემოდ, საჭიროა პორტების გადამისამართება, კონკრეტული თამაშისთვის არსებობს კონკრეტული პორტები... ახლა გეტყვით პრობლემა რაში მდგომარეობს: ჩემ კომპიუტერზეც და ჩემი მეგობრის კომპიუტერზეც ორივეგან იდენტურად გვაქვს გაკეთებული ყველაფერი, როცა მე ვხსნი სერვერს, სხვები შემოდიან უპრობლემოდ, და მეც შევდივარ ჩემ სერვერზე უპრობლემოდ, მაგრამ როცა ჩემი მეგობარი ხსნის სერვერს, ჩვენ შევდივართ მის სერვერზე, არც პინგი გვაქ არც არაფერი, მაგრამ თვითონ ვერ შემოდის თავის სერვერზე, 5000 აქვს პინგი... რისი ბრალი შეიძლება იყოს? სერვერის გახსნისას რეკომენდირებულია ფაირვოლის გათიშვა, ასევე ანტივირუსის გათიშვა, ასეც ვაკეთებთ ხოლმე, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე, მეგობარს ასეთი პრობლემა აქვს... ვინც კომპეტენტური ხართ ამ საკითხში იქნებ დაგვეხმაროთ როგორც ვხვდები, მის კომპიუტერში უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ ვერ ვხვდები რა...
-
ჩართულია ახლა სერვერი, მთელი დღე ჩართული იქნება
-
ხიდვა არ ჭირდება თამაშს, გადმოსაწერი ვერსია პირველ პოსტში დევს... სერვერს რაც შეეხება საღამოს 7-8 საათიდან ღამის 1-2 საათამდე სულ ჩართულია, დღესაც გავხსნი საღამოს და დავწერ აქ...
-
კარგაია რომ სურვილი გამოთქვით მონაწილეობის ყველანაირად დაგეხმარებით, რაც შეგვიძლია... პირველ პოსტში წერია ყველაფერი, რბოლები არის ყოველ კვირა დღეს, მანამდე არის პრაქტიკები (ვარჯიში), საღამოს სერვერი გახსნილია სულ, შეგიძLიათ შეხვიდეთ და ივარჯიშოთ, მანქანა შეარჩიოთ, დიდი არჩევანია, წინა/უკანა ვედუში, სეთაფი ააწყოთ, თქვენ გემოზე მოირგოთ, და ა.შ.
-
ლაივი გაუშვი ეხლა პრაქტიკის, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ბიჭების ვარჯიშს http://www.simracing.ge/?page_id=165
-
შემდეგი რბოლა კვირას არის 3 მარტს, მაკაუს ტრასაზე (ერთერთი ყველაზე რთული ტრეკია) ასე რომ სერვერი გახსნილია საღამოობით სულ, ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძLიათ შემოხვიდეთ და ივარჯიშოთ, 4-5 კაცი სულ არის სერვერზე სერვერი: Georgian Racing პაროლი: 2013
-
მოგესალმებით ყველას, უკვე რამოდენიმე წელია ქართველი სიმრეისერები ვატარებთ ჩემპიონატებს სხვადასხვა კლასებში და თამაშებში... უკვე დიდი გამოცდილება გავაქ ამ მხრივ, სამაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს ჩემპიონატები. არც 2013 წელია რათქმაუნდა გამონაკლისი, წელს დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე ჩემპიონატის ჩატარება... ამჯერად უკვე დავიწყეთ კუზავნოი ჩემპიონატი ტურინგ კლასში (ე.წ. WTCC). თამაში შერჩეულია - ძალიან მაგარი სარბოლო სიმულატორი RACE07 (Race Injection) ნელნელა გვემატებიან ახალი მონაწილეები, რაც კიდევ უფრო ამყარებს სიმრეისინგის განვითარების პერსპექტივას საქართველოში... იმედი მაქვს რომ აქ გახსნილი თემით მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება... სპეციალურად ქართველი სიმრეისერებისთვის დაარსებულია ვებგვერდი http://www.simracing.ge/, საიტზე იდება აბსოლიტურად ყველანაირი ინფორმაცია ჩემპიონატის შესახებ, ასევე ყველა სიმულატორის და სარბოლო თამაშების შესახებ სიახლეები... სატურნირო ცხრილი, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ჩათვლაში. ყველა რბოლის ვიდეო მიმოხილვა, შედეგები... ასევე საიტს გააჩნია LIVE არხი, სადაც ეტაპობრივად პირდაპირ ეთერში გადაიცემა რბოლები, ასევე გააჩნია ფორუმიც, სადაც განიხილება აბსოლიტურად ყველაფერი სიმრეისინგის შესახებ... მაშ ასე: WTCC 2013 - საქართველოს ჩემპიონატი სიმრეისინგში თამაში: RACE07 (Race Injection) მოდი: WTCC2006, WTCC2007, WTCC2010, STCC2010 (მოდები თამაშს მოყვება) გადმოწერეთ თამაში => http://www.simracing...?p=431#more-431 ესეც მცირე რევიუ, თამაშზე რომ შეგექმნათ წარმოდგენა რბოლების ფორმატი: პრაქტიკა (15 წუთი) კვალიფიკაცია (15 წუთი) რბოლა 1 (12 წრე) როლლინგ სტარტით რბოლა 2 (12 წრე) რევერსიული სტარტით რბოლის გარდა ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს საღამოს 10 საათიდან სერვერი იქნება გახსნილი, პრაქტიკისთვის... სერვერი: Georgian Racing პაროლი: 2013 ჩემპიონატის ფორმატი: ჩემპიონატის თითოეული ეტაპი ჩატარდება კვირაში ერთხელ. თითოეულ ეტაპი ჩატარდება შემდეგნაირად: ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს იქნება თავისუფალი პრაქტიკები, ხოლო კვირას იქნება პრაქტიკა (15წუთი), კვალიფიკაცია (15 წუთი), რბოლა 1 და რბოლა 2. კვაიფიკაციაზე გაირკვევა თუ როგორ განაწილდებიან პილოტები პირველი რბოლის სტარტზე. პირველი რბოლის დასრულების შემდეგ, პილოტები რევერსიულად დადგებიან მეორე რბოლის სტარტზე (პირველი რბოლის შედეგების გათვალისწინებით). ანუ პირველ რბოლაზე გამარჯვებული, მეორე რბოლაზე სტარტს აიღებს ბოლო ადგილიდან... პირველ რბოლაზე მე-2 ადგილზე გასული, მეორე რბოლაზე სტარტს აიღებს ბოლოს წინა ადგილიდან... პირველ რბოლაზე მე-3 ადგილზე გასული, მეორე რბოლაზე სტარტს აიღებს ბოლოდან მესამე ადგილიდან და ა.შ. ქულების დაწერის პრინციპი: ქულები იწერება როგორც კვალიფიკაციის შემდეგ, ასევე ორივე რბოლის შემდეგ... შენიშვნა: ქულები დაეწერება ყველას ვინც გაივლის თითოეული სესიის მთელი დისტანციის 50%-ს 5 ეტაპი უკვე ჩატარებულია, დარჩენილია კიდევ 5 ეტაპი... ესეც კალენდარი: ბრნო - 27 იანვარი (ჩატარებულია) სილვერი - 3 თებერვალი (ჩატარებულია) სუზუკა - 10 თებერვალი (ჩატარებულია) მონცა - 17 თებერვალი (ჩატარებულია) იმოლა - 24 თებერვალი (ჩატარებულია) მაკაუ - 3 მარტი მანი-კური - 10 მარტი კურიტიბა - 17 მარტი რინგი - 24 მარტი რუსთავი - 31 მარტი აქვე დავდებ წინა რბოლების ვიდეოებსაც, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი [media=] [media=] [media=] მსურველებმა შევასეთ განაცხადის ფორმა: განაცხადის ფორმა: რეგლამენტი (წესები და რეგულაციები): ჩემპიონატში მონაწილე პილოტები და გუნდები 1) ვანო მძელური - გიო მამალაძე (Subaru Team) 2) სოსო ბეგოიძე - ნიკა ადეიშვილი (Rustavi Team) 3) რამაზ ვარაზაშვილი - დავით ლობჯანიძე (GR Team) 4) ლაშა ჭანტურია - თორნიკე გიგუაშვილი (Racha Team) 5) კახა ხიზანიშვილი - ლევან ლომსაძე (Uncle & Co) 6) ზუკა ბაქრაძე - გიორგი ნოზაძე (HRT) 7) ირაკლი წიწილაშვილი - დავით ფალავანდიშვილი (SRG Team) 8) რამაზ მესხიძე - ლექსო ჯავახიშვილი
-
გამოვცვალე ქსელის კარტა და ინტერნეტიც ჩაირთო... ქსელის კარტის ბრალი ყოფილა... დიდი მადლობა ბიჭებო
-
რაღაცა ვერ არის მემგონი ქსელის კარტის ბრალი არამგონია იყოს, თითქოს მუშაობს, არც პრობლემას აგდებს არაფერს... თან ადრე მუშაობდა ნორმალურად
-
კი ეს არის, მეორე კომპიუტერით შევდივარ უპრობლემოდ, მაგრამ იმით ვერა, არ შევიდა, მანამდეც ვცადე
-
არა, მაგის ბრალი არაა, ეგ როცა ჯ-ლინკი გაქვს მარტო, მაგ შემთხვევაშI ჭირდებოდა ადრე, ეხლა როცა მოდემი გიდგას (4 პორტი აქ), არ ჭირდება, სხვა კომპიუტერებზეც მიცდია და მუშაობს უპრობლემოდ... ადრე მასე მქონდა, პირდაპირ კომპში შედიოდა კავკასუსის კაბელი და სანამ არ დარეკავდი მანამდე სხვა კომპზე ვერ აამუშავებდი (ქსელზე ძახილის ნიშანს ხატავდა), ეხლა 50 ლარიანი პაკეტი მაქ, და მაგას არ ჭირდება აგერ სქრინები ინტერნეტ ექსპლორერზე მოზილაზე
-
არა არა, ძველი კომპია, Wifi-ს ვერ მიიღებს, არ აქვს უსტროისტვა, კაბელით მინდა... მიჩვენებს რომ შემოდის ინტერნეტი, მაგრამ არც ექსპლორერი და არც მოზილა, არ ხსნის, არ შედის ნეტში Pentium 4 1.6GHz 384MB DDR1 40 GB HDD nVidia FX 5500
-
გამარჯობათ, დღეს ბავშვს ავუწყვე ჩემი ძველი კომპიუტერი, რომელსაც უკვე რამოდენიმე წელია აღარ ვხმარობ... ჩაწერე ახალი ოპერაციული სისტემა (XP), რომელმაც ავტომატურად დააყენა ყველა დრაივერი (ხმის გარდა, რომელიც ხელით დავაყენე) მაგრამ პრობლემა მაქვს ინტერნეტთან დაკავშირებისას. დრაივერი აყენია, Local Area Connection-იც მაქვს ნეთვორქში, IP-ებიც ჩავწერე, მაგრამ ინტერნეტს ას უკავშირდება. სანამ IP-ებს და DNS-ებს ჩაუწერდი მიწერდა "ლიმიტედ ქონექშენო", ჩავწერე და გასწორდა, მაგრამ ინტერნეტ ექპლორერით რომ შევდივარ მიწერს, No Connection Available... ან Work Offline, მოკლედ ინტერნეტს ვერ ვუკავშირდები. სახში WI-FI მოდემი მიყენია, იქიდან წამოვიყვანე კაბელით და შევაერთე, კაბელი მუშაობს, მეოპრე კომპზე შევამოწმე და მოდის ინტერნეტი, მაგრამ იმ ძველ კომპზე პრობლემა მაქ... ქსელის დრაივერის ხელით ჩაწერაც ვცადე მაგრამ, იგივეს შვება, დრაივერს წერს/ ინტერნეტი მაინც არაა (მაზერზე არ აქვს ინტეგრიებული ქსელის კარტა, დაყენებული აქვს, ადრე ვამუშავებდი, ეხლა რა ჯანდაბა ეტაკა ვერ ვხვდები) დამეხმარეთ გამოცდილო ხალხო, მადლობა წინასწარ შემჭამა ბავშვმა, მულტფილმებს გაიძახის სულ და კომპთან აღარ მაჯენ ს იქნებ მიშველოთ :)
-
ისე ეგ მეც ვიფიქრე თავიდან, მაგრამ ადრეც ხო იგივე პროცესორი და ვიდეო მქონდა და მაშინ არ მიჭედავდა, მაზერის შეცვლით არამგონია რამე შეცვლილიყო, თან ადრე 2ცალი DDR2 მეყენა, ეხლა DDR3-ები ჩავაყენე, როგორც მე ვიცი DDR3-ებს უფრო ნაკლები კვება ჭირდება.... ნუ რა ვიცი თქვენ უფრო გარკვეულები ხართ მაგ საკითხშI, როგორც მირჩევთ ისე მოვიქცევი... მიკლედ პირველ ეტაპზე ქულერს გამოვცვლი, ესე 30-35 ლარად ვერ ვიყიდი ისეთ ქულერს, ამ საქმეში რომ გამომადგეს? მაგალითად ეს http://maxitop.ge/product_id.php?id_moika=674 ან ეს http://maxitop.ge/product_id.php?id_moika=675 ???
