მოგესალმებით ყველას,
ბოლო პერიოდში ჩემ კომპიუტერს შევატყვე რომ ვეღარ მიქაჩავს სათანადო დონეზე (პროგრამებისთვის/თამაშებისთვის) და გადავწყვიტე დარაზგონება, თუმცა ამ საკითხში ფაქტიურად არაფერი გამეგება, ადრე არასოდეს დამირაზგონებია კომპი, ამიტომ გთხოვთ დამეხმაროთ. ფორუმზე გადავიკითხე რამოდენიმე თემა, ბევრი სასარგებლო ინფორმაციაც მივიღე, თუმცა მარტო მაინც არ მინდა გავრისკო, რადგანაც ბევრგან წავიკითხე რომ არსებობს რისკი.
მოკლედ დაგიწერთ ჩემი კომპიუტერის მონაცემებს დეტალურად:
პროცესორი: Intel Core 2 Duo E6750 2.66GHz 775 სოკეტი
მაზერი: Gigabyte G41MT-S2PT
ოპერატიული: DDR3 2x4GB (ჯამში 8GB)
ვიდეო: nVidia 8800GT 1GB
მყარი მეხსიერება (HDD): Hitachi 500GB
ქულლერი: Asus (უბრალო)
კვება: 400W
ოპერაციული სისტემა: Windows 7 Ultimate SP1 64bit
დაახლოებით თვენახევრის წინ კორპუსს დაეცა მეხი, დაწვა კავკასუსის აპარატურა, დამიწვა როუტერი, და ქსელის კაბელს წამოყვა და დამიწვა მაზერიც (კომპიგამორთული მქონდა). ხელოსანს შევამოწმებინე და მარტო მაზერი იყო დამწვარი... მივედი ალგორითმში და გამოვაცვლევინე მაზერი, ჯერ რაღაც ელიტგრუპის მაზერი დამიყენეს, მითხრეს ვინდოუსი იქნება გადასაწერიო, ხოდა სახლში ვეჩალიჩე და ვერაფრით ვინდოუსი ვერ გადავაყენე. მიუტანე უკან. შეამოწმეს და თურმე იმ მაზერს არ ქონია ჩემი პროცესორს E6750 მხარდაჭერა, რაღაც სიხშირეები არ ემთხვევაო, არადა ორივე 775 სოკეტი იყო... მედე ადგნენ და ძლივე ერთი მაზერი მოძებნეს Gigabyte-ის ფირმის, ჯერ ამაზეც მეუბნებოდნენ არ მიდის არც აქო, მარა მერე იჩალიჩეს, იჩალიჩეს და ჩამირთეს კომპი. სახლში რომ მოვიტანე აშკარად ვატყობ რომ ვერ მუშაობს ისე როგორც საჭიროა... არადა 2გბ მქონდა ოპერატიული, და 8გბ ჩავაყენებინე, ეგეც ალგორითმში, წესით უნდა გაძლიერებულიყო, თუმცა აშკარად ვერ არის ისე, რასაც ველოდებოდი. ეჭვი მაქვს რომ პროცესორის სიხშირე, თუ რა შეიძლება იყოს, ნუ დამიწიეს... შეიძლება ვცდები...
პლიუს ამას ემატება ისიც, რომ ზოგიერთ თამაშზე კომპიუტერი მირესტარტდება. შემიძლია მთელი დეღეები ვამუშაო გადაბმულად და არ დაარესტარტებს, ხოლო ზოგიერთ თამაშზე კი მირესტარტებს დაახლოებით 10-15 წუთში. დარესტარტების შემდეგ ორიდან ერთ შემთხვევაში კომპიუტერზე თარიღი და დრო ირევა... ადრე არასდროს მირესტარტებდა კომპიუტერს, თუ ძალიან დაიტვირთებოდა ხოლმე, გამიჭედავდა თამაშს, ან გამომაგდებდა, მაგრამ არ მირესტარტებდა...
მერე ვიფიქრე ქულერი ვერ აგრილებს შეიძლებათქო და რამოდენიმე ტესტი ჩავატარე, ჩავრთე იგივე თამაშები, რაზეც მირესტარტებს ხოლმე კომპს, ჩავკეცე და ტემპერატურები შევამოწმე, 55 გრადუსს არ აცილებია არცერთხელ, დარესტარტების შემდეგაც გადავამოწმე ტემპერატურა მაგრამ იქაც მაქსიმუმ 45-50 გრადუსი დამიფიქსირა...
დღეს კი ერთერთი ვიდეოს რენდერს ვაკეთებდი Sony Vegas Pro-ში, ხოდა კომპმა ძალიან მაგრა გაჭედა, შევამოწმე ტემპერატურა და 67 გრადუსამდე იყო ასული, პროცესორი 99-100%-ით იყო დატვირთული და ოპერატიული სულ რაღაც 2.5 გბ-ზე... თუმცა არ გადაურესტარტებია. როგორც კი რენდერს მოვრჩი ტემპერატურა ეგრევე 40 გრადუსზე ჩამოვიდა წამიერად...
ესეც სქრინი:
გამოცდილო ხალხო, იქნებ მირჩიოთ რამე... და თუ შესაძლებელია დამეხმაროთ დარაზგონებაში