მათე
მოდერატორი-
Posts
15271 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
თემას დავხურავ რადგან ალტაში ნაყიდ მონიტორს აშკარად არ უფიქსირდება დედპიქსელები, უაზრო მწვანე ნათება ან რამე მსგავსი პრობლემები, რომელსაც ამ თემის განმავლობაში პირველად ვისურვებდი რომ გადამეცვალა იმ 4k მოდელში ბენქივით 5 თვეში თუ გაუბერა ეგ უკვე აღარ ვიცი, ვნახოთ მომავალში რა და როგორ იქნება. speaker-ებს შევუქებ, ბასები არ აქვს დიდად თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ ამის ხმით. მგონი რაც ამ თემაში მონიტორები ვიცვალე ყველაზე კარგი სპიკერები ამას აქვს. ბენქს ქონდა თითქოს ბასები მაგრამ ხმით ამასთან ახლოსაც ვერ მოვა. უცნაურია რადგან წინა ლენოვოსაც 3 W-იანი დინამიკები უწერია და ამასაც და ამხელა სხვაობა რომაა. ბენქს 2.5-იანები ქონდა. 3 წლიანი გარანტია კი აქვს ისე ამ მოდელს. 1000-ში ერთხელ წათამაშებისთვისაც გამომადგება თუ მოვაგდე oculink eGPU dock და რამე GPU-ს გამოვკარი ხელი. ძალიან ჭირს რასაც ვუყურებ ნორმ gpu-ს შოვნა კაი ფასად. nvidia-ზე წავიკითხე ისე უბერავსო რაღაც მაგათი ახალი gpu-ებიო.
-
ამ ეკრანზე ყველაფერი დიდია და სუფთა გამოსახულება აშკარად არაა გარჩევადობის გამო. აი 2008-იან ლეპტოპს რომ ეკრანები ქონდა ეგეთი შეგრძნება მაქვს რომ ვუყურებ. ტყუილად არ მქონია ეხლა გადავამოწმე 14 ინჩზე 1280x800 იგივე ppi აქ რაც ამ 2k-ს 27-ზე. ნუ ძალიან დაბალია რა 2025 წელს იგივე ppi რაც 2000-იანი წლების ლეპტოპებს ქონდა. 4k-ზე სკალინგი დაბალი მქონდა ხოშიანი ჩვენება იყო და ბევრად მეტი ეტეოდა ეკრანზეც. ნუ რას ვიზამ რაც არის არის. გეიმინგში კია საკაიფო 240 hz-თ. არ მეგონა ნაღდად მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა ყოფილა 2k vs 4k ნუ ამ ზომაზე როგორც მინიმუმ. 21-22-იანზე ნორმალური იქნება 2k. თუმცა მაინც დაბალი 133 ppi ექნება. 150 ppi-ს დაბლა რასაც ვუყურებ არ ღირს მონიტორის ყიდვა რა თუ გინდა ისიამოვნო. კარგია თუ გადადის ხალხი მაღალ რეზოლუციებზე.
-
დღეს ცხელი ხაზი არ მუშაობს ალტაში. ხვალ დავრეკავ მიანც. ეგება გადამიცვალონ ამაში https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/lenovo-n27p-67c3gcc4us-black.html ეს ისაა pcshop-ში 2 ცალიდან ორივეს რომ პრობლემა ქონდა ან ამაში https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-27-s8-ls27d804uaixci.html მიუხედავად იმისა რომ 60 hz-იანია, დინამიკები ბევრად უარესი აქვს, freesync და vrr არაფერი არ აქვს მაინც ჯობია ამ მონიტორს რასაც ვუყურებ. არა რა 27" ზე 4k-ზე ნაკლები არის აი საშინელება. დიდი შეცდომა დავუშვი 2k რომ ავიღე.
-
ამ ბოლო ხანს მონიტორებს ვარჩევდი მეც 4 ცალი ეგეთი ფუნქციით გამოვიცვალე. ბრაკები იყო, ოღონდ თვითონ პანელის პრობლემები ქონდათ, ზოგს ბარნ, ზოგს დედ პიქსელები და ა.შ. არცერთზე არ ქონდა ეგ პრობლემა არადა რომ ვეძებდი პრობლემებს მაგას წერდნენ ხოლმე. განსაკუთრებით დაძინება გაღვიძების მერე ურევენო type C-ზეო. ეგ უფრო მონიტორის ბრალი იქნება მასე რომ ვერ მუშაობს. ცადე მაინც მონიტორის firmware-ს განახლება შეიძება უშველოს კიდეც. კაბელებს მე რაც მოყვებოდა იმას ვიყენებდი. ბოლოს რაც ავარჩიე ამ მონიტორს უკვე არ აქვს type C პორტი და დავბრუნდი ისევ DP-ს გამოყენებაზე.
-
კი fresync premium უწერია ამასაც. ოდნავ უკან გავწიე და წავა რა. 400 ნიტსი აქვს ამას. ხო ოლედი სამუშაოდ არ ვარგა ნამდვილად თვალებს ძალიან ღლის და მაგის ბარნს უარე ეხლა კიდე. ტელევიზორიც მაგიტომ ავარჩიე ის TCL რომ ოლედ არც მანდ არ მინდა. იაფი არ ჯდება ნამდვილად მითუმეტეს ოლედი და რომ იცი რომ მასე ეკრანები უფუჭდება რთულია ყიდვა.
-
გამოსახულება უკეთესი იყო იმ 4k-ებზე. ეს ეხლა 1-1 ში დგას. კი იქ სკალირება მქონდა ისე რომ 2k-სა და 4k-ს შორის ყოფილიყო და იდეალური იყო. აქ ეხლა ცოტა მოშორებით ვზივარ ეკრანისგან რომ პიქსელები არ ვნახო. ისე ეგ უკვე კარგი იქნება შორს ჯდომა და წარწერებიც ოდნავ დიდია ვიდრე მე როგორც მეყენა მაინც ისინი. ნუ მაინც ვფიქრობ რომ 4k ჯობია ნებისმიერ ვარიანტში. ისედაც ყველაფერი 4k-ში იღებს უკვე ვიდეოებს და ნეტივად უყურებ. ფილმებიც და ყველაფერი. 240 hz რომ აქვს ბონუსია. 1000-ში ერთხელ რომ წავუთამაშებ ვისიამოვნებ საკაიფოდ. დავტესტე წეღან dod ultra-ზე 240 ფპს კი იძლევა ეს კარტა. დირტზეც კაი დიდი fps უნდა მომცეს. freesync და vrr რომ აქვს და gsync compatible-ა ეგეც ასწორებს. ამ წინა 2 ლენოვოზე არაფერი ეგ ტექნოლოგია არ ქონდა და საზიზღარი ტეარინგი ქონდა იგრებში. vsync-ს ჩართავ და მერე უკვე ინპუტ ლეგი ქონდა. ნუ ჯამში გეიმინგში იმ წინებს 10 თავით ჯობია რათქმაუნდა. სამუშაოდ ვერ ჯობია. ვიტყოდი ოდნავ ჩამორჩება კიდეცთქო. რაღაც აი უკეთესი გამოსახულება ქონდათ იმათ 4-ვეს.
-
დღეს ვნახე ალტაში ეს TV საოცარი ჩვენება აქვს. შავი ფერი OLED_ვით იყო. შუაში მიუხედავად იმისა რომ ძალიან ნათელი ობიექტი იყო ხაზები ძალიან გამოკვეთილად ჩანდა და არანაერი blooming არ ჰქონდა. გავოცდი პირდაპირ. ამ ფასად საოცარი ტელევიზორია ნამდვილად. ამ დღეებში მოვაგდებ ამ ტვს.
-
@George ეს ავიღე საბოლოოდ რაღა მექნა არ ვიცოდი უკვე. https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/lenovo-27-legion-y27qf-30-67a7gac3eu-raven-black.html ნორმალური მონიტორია, ნორმალური ჩვენებით. 240 hz თამაშებში კი მაგრად იგრძნობა ისე და სკროლინგის დროსაც მაგრად ასწორებს. თუმცა ცა და დედამიწაა პიქსელების ზომა. 109 ppi ძალიან ცოტაა. ხმა მიუხედავად იმისა რომ იმ წინა ლენოვოსაც 2 ცალი 3 W-იანი დინამიკები ეყენეა და ამასაც. 1.5-ჯერ მაღალი ხმა მაინც აქვს ამას. ეტყობა რომ უფრო მაღალი სერიისაა, თუმცა აი გარჩევადობა დაბალია რა. მოკლედ არავის გირჩევთ 27" ზე 4k-ზე ნაკლების აღებას. რისთვისაც არ უნდა გინდოდეთ. 4k-ს მიაწექით, 150 ppi-ზე დაბლა მონიტორებს არ გაეკაროთ არავინ.
-
U2724D ვნახე 120 hz-იანი 2k 2000:1 თან უწერია ips black. ბლექი კი არა მუქი ნაცრისფერი უფრო იყო. ნებისმიერ სხვა მონიტორს რაც იდგა მაღაზიაში გაცილებით უკეთესი შავი ფერი ქონდა. ამას შავი ხო არ ქონდა და რაღაც tint-ვით ქონდა. ძალიან არ მომეწონა მაგის ჩვენება. რავიცი რაღა ავიღო არ ვიცი. მოვნახავ აბა ერთი რამე მოდელს კიდე და დავწერ. 2k-ზე ჩამოვალ ალბათ რა. თუმცა მაღაზიაშიც რო ვნახე ნუ შედარებით ახლოდან ჩანდა კი პიქსელები, თუმცა 50+ სმ-დან არ ვიცი გამოჩნდება თუ არა პატარა წარწერებზე coding-ს დროს.
-
@George პირველი benq veli store-ზე ვიყიდე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ultra-სი იყო. მაგას image retention პრობლემა გამოუვლიდან თვეების მერე. მაგ მოდელზე ცნობილი ყოფილა ისე მერე რომ მოვსერჩე. მაგის მერე დავიწყე პრობლემების სერჩვა. დანარჩენი pc shop-ში. აი ამათთან ნაყიდს სამივეს დედ პიქსელების პრობლემა გამოუვლინდა. იმ ბენქს ეგ ნამდვილად არ ჭირდა. თუმცა: dell P2723QE 2022-2023 წლის მოდელი იყო. ეს N27p Lenovo წინაც და ამ წამს რაც მაქვს უკვე მეორე 2024 წლისაა როგორც ვნახე. პარტიასაც ვერ დააბრალებ. უფრო ეგ მომენტია რა. დეფექტურ სერიებს იაფად იღებენ ჩვენები და აქ ყიდიან. ბიძაჩემმა რომ ნახა ეხლა ესეც და წინაც მე ვერც ვნახავდი და შემრჩებოდაო და კაკრას მასეთი იქნება 90% ალბათ. ზოგმა შეიძლება დაიკიდოს. მეც ვიკიდებდი აგერ წინა მოდელზე იმ დედ პიქსელებს უბრალოდ ის მწვანე ნათებაც რომ გაუჩნდა მაგიტომ გავაქანე საგარანტიოში, თორემ დავწერე კიდეც რომ მაგ დედ პიქსელების გამო არ ვაპირებდი დაბრუნებას დიდად არ ეტყობოდა. მარა ასე ყოველდღე რომ რაღაც ემატებოდა ტეხავდა ხვალ ამას რომ ჩავაბარებ უკან ისევ alta ში ვაპირებ, ისევ რა ჯერ არ მიცდია მანდ უფრო ვენდობი რავიცი. ერთხელაც მოვსინჯო. მაგათ თუ გაამართლეს კაი რეკლამას კი მოვცხებ მაგათთვის ამ ჩემი ისტორიით. https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/lenovo-27-legion-y27qf-30-67a7gac3eu-raven-black.html ამას ვფიქრობ წინა გვერდზეც გკითხე. ჩინურ BAE მატრიცაზეაო. მაგრამ არ ჩანს ცუდი. ცოტა მოძვირო კია ამათთან შედარებით რაც მქონდა. არც 4k არაა და type C-ც არ აქვს მგონი. ისე ეგ მაგრად ტეხავს ჩემთვის მაგრამ უკვე აღარ დავეძებ იმენა მუშა მონიტორი მინდა სამუშაოზე მაგრად ვიჭედები უმონიტოროდ 14" იან ლეპტოპის ეკრანზე მარტო.
-
ზედმეტად კარგი ფასი იყო და ეხლა როგორც უდევს არ მგონია ეგ ვინც წაიღო იმას ექნა. ლინკზე უნდა გადახვიდე 100 ლარად ყიდის ეხლა დაზიანებულს. ფიზიკური დაზიანება ხომ დაეტყობოდა და არ მიიბრუნებდა. რადგან ეგეთი მიიბრუნა ე.ი. მანამდეც აჩმახებდა ალბათ ეგ მონიტორი.
-
მოკლედ 99.99% დავრწმუნდი იმაში რომ ძალით მოაქვთ ესეთი დეფექტური პროდუქცია. ალბათ ჩალის ფასში იღებენ იქ და აქ ხალხს ტენიან. 3 ბრაკი იყო pcshop-ში. ულტრაში ნაყიდმა იმ ბენქმა ნახევარ წლამდე კი იმუშავა მარა მერე მაგრად აურია მაგანაც გამოსახულების დატოვების პრობლემა საშინელი იყო. ასე არ ხდება 4 ახალი მონიტორი იყიდო და 4-ვე ბრაკი იყოს. ეს გამართლება გაუმართლებლობა აღარაა. აშკარად დეფექტური პროდუქცია შემოაქვთ საქართველოში და მომხმარებლებს ატენიან ახალი კარგის ფასად.
-
@George გუშინ მწვანე ნათება გაუჩნდა შუა ცენტში და წავიღე დღეს ვაჟაზე. მეტი არ იყო ახალი გლდანში იყო და მანდაც მომიწია გასვლა რომ ამეღო. ტექნიკოსი არააო და აღარ ჩართეს ეტყობა. მოვიტანე სახლში ჩავრთე და რამდენიმე შავი წერტილები აქ. დაზუმვა არც დაჭირდა ეგრევე ეტყობა ბევრ ფერზე შავის გარდა
-
ჰო რავიცი, აგერ ფაქტია 3-დან 3-ვე ბრაკია. მეილიც მივიწერე დოკუმენტი რომ არსებობდეს რომ მეორე დღესვე დავაფიქსირე პრობლემა. თვალით აქ უფრო რთული შესამჩნევი კია ვიდრე იმ დელზე იყო. ეგ ტელეთი დავზუმე საკაიფოდ და ისე გადავიღე. თვითონ მონიტორი ფუნქციებით იმ დელს ბევრად მირჩევნია. შესამჩნევი რომ არაა იოლად ამიტომ გადავწყვიტე დატოვება რა. ოდნავ რამე გაუარესდება პრობლემა დაემატება გავაქანებ ეგრევე საგარანტიოში როგორც მოველაპარაკე. ზომას რაც შეეხება 109 27-ზე ჩემთვის პატარაა და კოდში შავ ფონზე კუთხეებში ვამჩნევ რომ არაა smooth გადასვლები და არ მომწონს. მაგიტომ ვირჩევდი აქ სულ 4k-ებს. კი 27-იანი 5k-ც ვნახე მაგას 200+ აქვს. თუმცა 163 რაც ამას აქვს საკმარისია მაინც. 125%-ზე მიყენია მე სკელინგი რომ წარწერები პატარა არ იყოს. თუ გაძლო და მეტი პრობლემა არ დაემატა ეს მონიტორი მეყოფა მეც თქვენი თქმისა არ იყოს კაი 5+ წელი. ულტრავაიდი არ მომეწონა 34-იანი ნამეტანი დიდი pixel-ები აქვს მაგასაც მაგრამ რაც არ მომეწონა მაინც იყო ის რომ ნამეტანი განიერია რა. ეს მომწონს აი პირდაპირ ვზივარ და ვუყურებ მთელს ეკრანს და ბლომად რაღაცები ეტევა. იქ უკვე თავი უნდა ატრიალო ან ფანჯარა შუაში გახსნა, მაგრამ თუ შუა ნაწილს იხმარ ულტრავაიდი რაღად მინდა მაშინ. ერთადერთი ფილმებში აქვს აზრი და ისეთ საქმეში სადაც საიდ ბაი საიდ გინდა დიდი ფანჯრები. მე ეგ საჭიროება არ მაქვს. ფილმი კი გაასწორებდა, მაგრამ ძალიან იშვიათად ვუყურებ რომ სამაგისოდ გამეკეთებინა გათვლა.
-
წინა გვერდზე ნახე მიდევს ფოტო დელზე 1 ქონდა და მაგაზეც დავაბრუნე. უბრალოდ მაგას ძაან ეტყობოდა იმენა შავ ფონს შეხედავდი და ეგრევე წერტილივით ჩანდა. სურათებშიც ეტყობა რომ ამას გაცილებით ნაკლებად უნათებს. მონიტორს რომ ვუყურებ იმ მანძილიდან არ ჩანს თვალით ამაზე. ამიტომ დავურეკე და დავაფიქსირე. ესეც და განათების ამბავიც რომ არ იმახსოვრებს brightness-ს. უკვე მაგრად დავიღალე ამ მონიტორების ყიდვა დაბრუნებაში. უამრავ დროს, ნერვებსა და ფულს ვხარჯავ. ამათ დავურეკე ეხლა დავაფიქსირე პრობლემები და ვუთხარი ვიტოვებ იმ პირობით რომ თუ გაუარესდება ან რამე სხვა გამოჩნდება 1-ც რომ დაემატოს ან უფრო ნათლად გაათანოს როგორც დელზე ეგრევე რომ ჩანდათქო მომაქ ეგრევეთქო რა. არ არის პრობლემაო მეილზე ვუფიქსირებ ეხლა ფოტოებსაც ჩავუგდებ ამ მონიტორის რომ მერე შარი არ მომდონ არ გვისაუბრიაო ან ვისაც ვესაუბრე ის რომ წავიდეს. სერვის ცენტრში თანამშრომელი იყო და მერე მიაწოდა ვიღაც უფროსს.
-
-
ვიცი, ეგ გაჭედილი პიქსელია. ოდნავ წკიპურტის მირტყმაა მაგის საუკეთესო წამალი. ამას იმენა მკვდარი პიქსელები აქვს. შავ ფონზე თეთრად ანათებენ. ხო აღარ ვიცი. 2024 წლის მოდელია ეს. 3 ცალი ქონდათ ვაჟაზე, ეხლა 2 აქვთ დარჩენილი. 2კ მართლა არ მომისინჯია 109 პპი მეცოტავა. 150+ მინდა რა ლეპტოპზეც და ამაზეც მასე მაქ და კმაყოფილი ვარ ტექსტის ყურებით. როგორც ხედავ დაჟე მაღალსიხშირულის აღებას ისევ 60 ჰზ ოღონდ 4კ მირჩევნია. არა ბიუჯეტურების გამო კი არა უფრო იცი რა მგონია. აი რაღაც ბატჩიდან რომ %-ად ბევრი იბრაკება მაგ ბატჩებს ალბათ შედარებით იაფად იღებენ ქართული კომპანიები და ეგეთები მოაქვთ ალბათ ჩვენთან. რავიცი სამი მონიტორი ვიყიდე მაღაზიაში სულ ახალი და 3-ვე ბრაკი? ხვალ ლატარეის ბილეთს ვიყიდი ერთ რავიცი ასე თუ მიმართლებს. ისე იმ წინა დელზე ძაან მარტივად ჩანდა ის მკვდარი პიქსელი და ფოტოც იოლად გადავუღე. ამაზე შედარებით რთული დასანახია ეს მკვდარი პიქსელები 2 აქვს. ეგ ელიენვეარი არაფრით გამორჩეული არ ყოფილა და ტყუილად ღირსო 100$-თ მეტი იგივე G2724D სთან შედარებით. ვითომ გეიმინგი რამე რუმე და ფასი გაბერეს. წინა დელს სანამ ვიყიდდი მაგ ქსიაომის ყიდვა გადავწყვიტე ფირმვეარს შევამოწმებთქო 1.0.7 მაინც რომ ქონოდა, თუმცა რომ დავრეკე აღარ გვაქვსო ეგ მოდელიო და არც ვიცით როდის იქნებაო. არადა მაგარი მონაცემები აქვს მაგას ყველანაერად HDR-ს მხრივ. ისე კი ახლანდელსაც არ ვუჩივი განათება საკმარისზე მეტი აქვს ჩემთვის. ვინდოუსში დავაკვირდი ისე რაღაც მომენტში მისით უმატებს განათებას. რაღაც ამ ამდს ადრენალინს ვუკავშირებ მისით რომ ხტება ხოლმე ჩემთან და ვერ მოვაგვარე ეგ პრობლემა. linux-ზე განათება მარტო მაშინ ადის 100%-ზე როცა იღვიძებს ამ მონიტორზე. ეგ როგორც დავწერე DCI-P3 პროფილში მხოლოდ. ფოტოც გადავუღე ეს მესამე არც ჩანდა უცებ ეხლა ფოტოზე ვნახე და მერე შევნიშნე მონიტორზეც. ფოტოზე მწვანე და მელნისფრად ჩანს ისე თუ გახსნი ფოტოს დიდად
-
@George მოვრჩი ფილმებს, თამაშებს და ჩავუჯექი შემოწმებას. 1 firmware bug ვუპოვე. DCI-P3-ზე რომ გიყენია და კომპი დაიძინებს-გაიღვიძებს 100% brightness აყენებს. არადა მენიუში უწერია რომ 30-ზე მეყენა. შედიხარ 31-ზე აწევ ან 29-ზე ჩამოწევ და ჩამოხტება. ეს ნუ მარტივად მოვაგვარე DDC/CI-თ შეგძლებია კომპიდან კონტროლი და გაღვიძებისას ვაჭერ ბრაითნესის კნოპკას და სწორდება. მაგრამ.... 2 მკვდარი პიქსელი აქვს. ზუსტად შუა ცენტრის ოდნავ მარცხენა მხარეს. ვახ ამის დედა ვატირე, ქართულ მაღაზიებში უპრობლემო მონიტორი ვერ ვიყიდე. ეს მესამეა დღეს რაც ავიღე. PC shop-ში და მანდ ნაყიდი მეორე მონიტორი ის დელი და ეს lenovo ორივეს მკვდარი პიქსელების პრობლემა აქვს. აუ მაგრად დავიღალე უკვე რა.
-
კი აშკარად მაგარი პანელი უყენია. სტენდი ფიზიკურად გავს იმათსას, უბრალოდ მონიტორზე ჭანჭიკებით მაგრდება. ძირს სხვათაშორის 2 ჭანჭიკით ემაგრება ფეხი და ყანყალით საერთოდ არ ყანყალებს. ის დელი სხვათაშორის უფრო ყანყალებდა მაგიდაზე შეხებისას. ბენქზე არ შემინიშნავს.
-
@George ეს მონიტორი დავითრიე https://pcshop.ge/product/lenovo-n27p-27-ips-4k-usb-c-black/ overall რასაც ვუყურებ ამ ფასში ალბათ საუკეთესო მონიტორია ვისაც 4k უნდა. თან 2024 წლის მოდელია. ის დელი 2022-ს იყო. სტენდი ჭანჭიკებით უმაგრდება და მარტო ტაიპ ც კაბელი მოყვება. სამართავადაც ცალკე ღილაკები აქვს ჯოისტიკი არა, ამ გზით ძალიან იაფია და თვითონ მონიტორი იმ წინა დელი რაც ვიყიდე 1300 ლარიან იმას ჯობია. ტაიპ სდან 65 ვატს იძლევა დინამიკებიც აქვს 3 ვატიანი, HDR-ც აქვს და DCI P3 95% ახვატი, განათებაც მეტი აქვს. იმ დელს მარტო ტაიპ ც ქონდა 90W-ს იძლეოდა. HDR, DCI P3 95%, დინამიკები და ასეთი განათება იმ დელს სულ არ ქონდა და ბენქს 1600 ლარიანს 2.5 ვატიანები ქონდა. ხო RJ 45 პორტიც არ აქვს ესეც უგდებს ფასს იმ ორისგან განსხვავებით, თუმცა იმათ გინდ ქონია გინდ არა მაინც 1 Gbit/s პორტია და მე არაფერში მარგია. ძალიან ნელია 1 Gbit/s, 2.5 Gbit/s მაინც მჭირდება მინიმუმ სახლის სერვერსა და კომპს შორის. მაგ ბენქზე გაცილებით უკეთესი ხმა კი აქვს ამას. კვმ სვიჩი არ აქვს განსხვავებით ბენქისგან, თუმცა ფასში 700 ლარია სხვაობა და კვმ სვიჩს გარეს დავითრევ იმაზე უკეთესს ვიდრე ამათ აქვთ ინტეგრირებული სულ რაღაც 100 ლარად. USB hub სამივეს აქვს ანუ ამაშიც არ ჩამორჩება ეს იაფიანი იმათ. გამოსახულება მშვენიერია იმ ბენქისგან არ განსხვავდება დიდად იმასაც DCI P3 95% ქონდა. მომწონს როცა მთავარი რაცაა ის კარგი აქვს მოწყობილობას და ეს ფოე ფოე რაღაცების გამო არ აქვს ზედმეტად გაბერილი ფასი. 900 ლარად 4k-ს უკეთესს ნამდვილად ვერაფერს ვიყიდდი ახალს. გადატრიალებული მაქვს მთელი ქართული მაღაზიები.
-
კონსოლი ჭირივით მეზიზღება. PC-ზეც მშვენივრად მიერთდება რო რამე. იმედია ტელევიზორში მაინც გამიმართლებს და მონიტორებში რა პრობლემებიც მქონდა აქ არ მექნება.
-
დავუარე სახლში ეკრანებს მონიტორი ჯერ ვერ დავითრიე მაგრამ ტვ მგონი უფრო იოლი ასარჩევია. ეს შევარჩიე და ამ ფასში რამე უკეთესი ხომ არ გეგულებათ? 3200 ლარი აწერია ეხლა. ან თვითონ ეს მოდელი როგორია? მართლა ასეთი მაგარია როგორც აქებენ? TCL 65C855 (2024) QD-Mini LED 4K Google TV https://alta.ge/tv-photo-video-audio-game-consoles/lcd-oled-tvs/tcl-65c855-2024-qd-mini-led-4k-google-tv.html
-
ეს წინები რაც ვიყიდე nano ips-ები იყო? რა სხვაობაა მაგ ნანოსა და უბრალოს შორის? კი ppi ვნახე. რავიცი ეს სპიკერები 7W-იანები რომაა და KVM რომ აქვს 90W-იანი type C- თ მომეწონა. განათებას უჩივიან ცოტა ისე. ჩემთან სადაც მიდგას არც ისე ნათელია ადგილი და ზოგადად ღამე უფრო ვმუშაობ ხოლმე ისედაც.
-
ძაან მწირი არჩევანია რა @George ამ მოდელზე რას იტყვი? https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/lg-34-34wq75c-b-curved-ultrawide.html ულტრავაიდისკენ იმიტომ წავედი რაღაცებზე კი უარს ვიტყვი მაგრამ ფილმებზე მაინც იქნება ეგ სასიამოვნო შავი ზოლები საერთოდ არ ექნება.
-
@George ეს მოდელი? Y27qf-30 https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/lenovo-27-legion-y27qf-30-67a7gac3eu-raven-black.html ვახ ეს გაძვალტყავებული ყოფილა type C საერთოდ არ აქვს არც rj 45-ს მისაერთებელი არადა 2k -ა და ამოდენა ფასი ადევს.
