Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15287
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    130

Everything posted by მათე

  1. მარტო პროცს რა მნიშვნელობა აქვს ნოუთბუქის მთლიანი მონაცემები დადე იქნებ იყიდოს. 4 ბირთვიანი თუა მართლა კაი ვარიანტი იქნება მაგ ფასში (თუ არსებობს ეგეთი ნოუთის პროცესორის მოდელებში ისე ვერ ვერკვევი)
  2. 660 ჯობია 650 ti boost-ს. ახალი რა ერთი თაობისაა და 660 ერთი საფეხურით მაღლა დგას.
  3. რამდენიმე ტაბი გავხსენი მათ შორის ესეც და რო ვნახე მეთქი არასწორად ჩაიტვირთათქო და გავთიშე.
  4. მეც მსგავსი ქულერი მქონდა ქსაილენსის ბოქსი და 3.8-ს დებდა მაგაზეც. დიდად არ ხურდებოდა მაინც ძაბვას არ ვამატებდი. სიცხეები რო იყო მაშინ გრუზზე 60-მდე ადიოდა მარტო. ეხლა ასეთი მაქ მაგრად აგრილებს 40-45 აქ სიცხეში ტემპერატურა გრუზზე 3.91-ზე.
  5. ვიდეოკარტას უკან რაც უკეთია პლატაზე საფარი ეგაა ბექპლაიტი. მშვიდობაში, რომელი იყიდე ევგა თუ გიგაბიტი?
  6. მე ჩემსაში 140 მივეცი აქ საქართველოში. ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის კვებაა. ისე კი გამოწერა თუ გაწყობს corsair, fsp, enermax, cooler master, xfx, seasonic (შეიძლება ზოგი გამომრჩა) ამ ბრენდების ნახე 500-550 და ზევით. რათქმაუნდა უბრალო 650-ს მერე 660 ღირს ოღონდ ჯერ კვება გამოცვალე.
  7. არა. მაგაზე არ მიაერთო ეგეთი კარტები. ჯობს უკეთესი კვება დაითრიო. ეხლა რაც გაქ მაგ 650-ს 64 w უნდა მარტო და მაგას შეილება არაფერი უქნას, თუმცა არაა მიზანშეწონილი მასეთ კვებებზე კაი ვიდეოს მუშაობა. 650 ti boost ან 660 მაგაზე არავითარ შემთხვევაში არ ჩართო.
  8. 1280x1024-ზე გაქ ალბათ. გინდა 660 იყიდე გინდა 660 ti მაგ ეკრანზე სუ ყველაფერს აუწევ რაც კი თამაშს გააჩნია. უბრალოდ სამომავლოდ რათქმაუნდა უფრო ძლიერი ჯობს. 1920x1080-ზე გადადი. ეგეთი ეკრანები მინიმუმ 21 ინჩიანებია და ზევით. თამაშებისთვის და ფილმებისთვის მაგარი რამეა. იგივე ips მატრიცაზე იდეალური ჩვენებები აქვთ და საკამოდ იაფებიცაა. მოჭრილი როგორ. 430 სრულიც მოჭრილივითაა. ანუ ის რკინა რო აქ იმაზე დაბალია კარტა? ასეთია? ] ისე მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქ. უბრალოდ ზოგს არ ევასება კარტები პატარა PCB-თ. მე რო მკითხო თუ გინდა ამხელა იყოს და 680-ს ძალა ქონდეს სიამოვნებით ჩავაყენებდი.
  9. მასეც იყო ჩემთან თავიდან. როცა ვიყიდე მაშინ რაზგონი უბრალოდ გაგებული მქონდა რო კაი რამე იყო, მაგრამ ფინანსები არ მეყო ვიდეოსთვის და იძულებული გავხდი h55 ჩიპსეტი მეყიდა და მაგარი გამიტყდა რო არ რაზგონდებოდა. მერე გამოვიდა ბიოსის აფდეითი. (ასუსმა ან ინტელმა მაგრა გამისწორა) და მივარაზგონე ეგრევე. სენდის და ივის i3-ებს კი ჯობს ასეთ სიხშირეებზე და მეტი რა ქნას.
  10. მასე ვერ იტყვი იმის 3.9 ამის 7,0-საც გახევს შუაზე. აგერ ჩემი მაქსიმალურ რაზგონზე რაც ჩემი სისტემით შევძელი რათქმაუნდა სტოკ ვოლტზე. 4.0-ზე სტაბილურია 4.2-ზე ვერაა. შენთან შეილება ემატებოდეს ვოლტიც და კაი გაგრილებით 4.3-ზე დასვავ უპრობლემოდ. 1600-იანი ოპერები დაითრიე და კაი კვება და მიარაზგონე. ისე ამ პროცესორზე 3.2 ნაღდად არაა საკმარისი არც 4.3 (ორბირთვიანია და ნელ-ნელა მატულობს 4 ბირთვიანის მხარდაჭერით თამაშების რაოდენობა) მაგრამ სტოკთან შედარებით სერიოზული სხვაობა აქვს.
  11. უძლებს რომელია. კაი მაზერ/ოპერები მომცა 4.3-ზეც დავსვამდი. აქ ძაბვას ვერ ვუზრდი და 4,0 ghz მაქ ზედა ჭერი 24/7 სთვის ისე კი სუპერ პისთვის და fritz chess-სთვის 4.2 ghz-ზეც ადის, მაგრამ ბენჩებში იქრაშება ისევ და ისევ ძაბვის უკმარისობის გამო. დანარჩენი კარგად აგიხსნა ზემოთ G1ORG1-მ
  12. 660-ც კაი კარტაა და 660 ti-ს თუ ვერ გაწვდი გული არ დაგწყდეს. უმეტეს იგრებს ულტრაზე ვთამაშობ ჩემი სისტემით პრინციპში crysis 3 very high-ზე (ეს ქონდა მგონი მასიმუმი) დავხურე და რა გასაკვირია (შენსას გავს ოღონდ პროციკა რაზგონზე მაქ) 1920x1080-ზე. ისე კი რათქმაუნდა 660 ti უკეთესი იქნება.
  13. რა გახდა ეს სტარტ ღილაკი მაგის გამო რო ოპერაციულ სისტემას დაიწუნებ 1000-ში ერთხელ ვხმარობ მაგ მეტროსაც და ეს უფრო სწრაფია დაჟე ვიდრე ჩვეულებრივი სტარტ. ვინც ვერ დაემშვიდოა ძველ სტარტს უყენია სტარტ 8 თუ რაღაც და ერორებს ყრის ხოლმეო და მაგაზე უფრო წვალობენ მგონი ვიდრე უსტარტობით ამ vs-ს კიდე აზრი აღარ აქვს windows 8-მ 7-ს უკვე ყველა ასპეკტში აჯობა
  14. რად უნდა ფიქრი ესაა საუკეთესო სიხშირეებითაც და გაგრილებითაც http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16814125462 ეს რო იყიდო არა? უფრო იაფია და ბევრად კარგ სიხშირეებზეა http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16814127742 უი ეს 2 gb- ყოფილა ის გიგაბიტი აიღე
  15. აქედან გადაწერე
  16. ისე საერთოდ dual core ნიშნავს რომ პროცესორი ორ ბირთვიანია. მაგალითისთვის ჩემი პროცესორიც dual core i3-ია. აი core 2 duo კიდე კონკრეტული პროცესორების ოჯახია. ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველა core 2 duo არის dual core მაგრამ ყველა dual core არაა core 2 duo. ასე რომ ასე პირდაპირ ვერ იტყვი რომელია ძლიერი, კონკრეტულ პროცესორებს გააჩნია.
  17. უბრალო 650 თუ გაქვს და 650 ti boost-ზე გინდა გადასვლა განსხვავებას იგრძნობ თუნდაც მაგ პროცესორზე. ეგ კარტა შენსაზე 40%-თ სწრაფია. ისე ბარემ 660 რო დაგეთრია კარგი იქნებოდა. რათქმაუნდა გააჩნია რომელში რამდენის დამატება მოგიწევს. ფორუმზე გადახედე ბევრს უდევს 660-ები (650 ti boost შედარებით იშვიათი კარტაა) და ნახე შენ კარტაში თუ გაგიცვლიან და რამდენის დამატებას მოგთხოვენ.
  18. რატო დაუჯდება 760 შენს 670-ზე ძვირი? 550-ად გიდევს შენ და აბა დათვალე ეს 760 რამდენი დაჯდება თავის 18%-იანად http://www.amazon.com/MSI-N760-TF-2GD5-OC/dp/B00DIH8OW8/ref=sr_1_3?s=electronics&ie=UTF8&qid=1375040984&sr=1-3&keywords=gtx+760 260$+47$+ტრანსპორტირებას რაც მოუწევს. 550-ც კი არ დაუჯდება (თუ 500 ლარად ან ნაკლებად აძლევ სხვა საქმეა) კვების ბრენდს დიდი მნიშვნელობა აქ ჯერ ჯობს გაარკვიო რომელი გაქ და 12 ვოლტზე რამდენი ამპერი აქ. ზედ ეწერება. რომელი 650 გაქ შენ Ti boost თუ გაქ არანაერად არ ღირს 660-ზე გადასვლა
  19. gts 450-ზე არამგონია ნახო დაითრიე კაი კარტა და ნახავ. მაგაზე უკეტესი გრაფიკით რამდენიც გინდა იმდენი თამაშია pc-ზე. ეგ უბრალოდ ფოტორეალიზმია რასაც შენ გრაფიკას უწოდებ.
  20. მანდ უნდა დაძებნო ყველაზე უკეთესი პერფორმანსი რომელ სიხშირეზე ექნება. შესაძლოა ნაკლებზე უკეთესი ქულები და ფპს მოგცეს. ამას გადახედე http://www.hardocp.com/article/2012/09/19/asus_geforce_gtx_660_directcu_ii_overclocking_review/1#.UfUFN41SKlc
  21. Up-ც გაუკეთეთ ხოლმე თუ შეძლებთ.
  22. 1156 სოკეტიდან მოყოლებული ჩრდილოეთ ხიდი მემორი კონტროლერი და რავი კიდე რა პროცესორშია, სენდიდან მოყოლებული ერთ die-ზე ზის ანუ იმენა ერთ ჩიპზე. მაგის პრობლემა ნაღდად არა აქ ინტელს. ახალი ჰასველის მობილური სეგმენტის პროცესორების ბენჩები გაქ ნანახი? რა გაგრილება მაგათ აქვთ და სტოკ 2600k-ს ჯობნიან. მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ მეტს იმიტომ ითხოვს რომ ბევრად უკეთეს პროცესორს ჩააყენებდნენ ვიდრე ეგ 8 ბირთვიანი amd-ა. დესკტოპზე ხო აქვთ 8 ბირთვიანი 4.0 ghz-ზე რომელსაც სტოკი 4 ბირთვიანი 3570k ამარცხებს. ხოდა აქაც მსგავსადაა რა. სისულელეა იმის თქმა რომ ინტელი ვერ გააკეთებდა ისეთ პროცესორს რომელიც იგივე დენს მოიხმარდა რასაც ეს 8 ბირთვიანი და არ აჯობებდა მაგას პერფორმანსში. თან 22 nm-ზე იქნებოდა რაც თავისთავად ნიშნავს ნაკლებ დენის მოხმარებას და მაღალ სიხშირეს ამას დაუმატე არქიტექტურა. მე ნაღდად არ ვიყიდი ამ კონსოლებს თუმცა მირჩევნია 50-60 $ მეტი მიმეცა და ქონოდა ის ჰარდი რაზეც მე ვლაპარაკობ.
  23. სულ თავიდან რო დავაყენე ჩემთან ჩართვისას მაუსის ისარი არ ჩნდებოდა ხოლმე არც მაუსი ენთო. გამოძრობა და სხვა პორტში დაერთებაც არ შველოდა. მარტო გადატვირთვა. მერე დავაყენე რაც კი update-ები გამოვიდა და მოგვარდა პრობლემა თავისით. მერე ასეთი არაფერი დამართნია.
  24. ბიოსში ნახე ასეთი რამ უნდა იყოს AC97 ან HD და გადაცვალე ერთი მეორეზე და მერე სინჯე იქნებ ამუშავდეს. P.S. ის სისტემა გაქ რაც გვერდზე გიწერია? თუ ასეა თუ შეძლებ და პატარა რევიუსავით გააკეთებ ფორუმს ძაან წაადგება იმიტომ რომ ეგ საკმაოდ ახალი სისტემაა და ყველასათვის საინტერესო იქნება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.