მათე
მოდერატორი-
Posts
15264 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
ეს ძალიან მაგარი მოდელი ჩანს. მისი ინტეგრირებული გრაფიკა 20 CU Navi რომელიც საკმაოდ ძლიერი იქნება ინტეგრირებულისთვის. Radeon RX Vega M GL-ს რომელიც დღესაც არსებიბს და დევს ინტელის CPU-ებში აქვს იმდენივე CU მაგრამ ძველი არქიტექტურა და არის GTX 1050 -ს დონეზე, თუმცა აქვს HBM მეხსიერება. ამ ახალს არქიტექტურა ახალი აქვს და HBM-ც რომ არ ქონდეს GTX 1050-ს მაინც მიუახლოვდება. საკმაოდ იაფად შეიძლება არც ისე ცუდი კომპაქტური სათამაშო კომპის აწყობა. იმედია მაგ გრაფიკას ლეპტოპებშიც ჩადებენ. მანდ უფრო მნიშვნელოვანია თხელი დაბალი ენერგომოხმარების ნორმალური სათამაშო ლეპტოპი დისკრეტული ბარათის გარეშე მაგარი რამე იქნება.
-
გუშინ უნდა მისულიყო ამანათი USA2GEORGIA-ში და ასე აწერია Nov 30, 2018 17:00pm Delivery Attempted - No Access to Delivery Location გქონიათ ასეთი შემთხვევა? რა უნდა ვქნა ამ დროს?
-
http://lmgtfy.com/?q=asus+zenfone+3+ubuntu+touch
- 40 replies
-
- Ubuntu
- Smartphone
-
(and 2 more)
Tagged with:
-
HEALTH ტაბი დადე. 5 წელში დეგრადირდა შეილება კვება და ვეღარ ქაჩავს.
-
რა შუაშია 3.5-იანი რამდენს მოიხმარს? აი ეგ 7-10 ვატი რომ არ რჩებოდა მაგიტომ მქონდა მეც ეგ პრობლემა. აქაც დავწერე მაგიტომაც რომ კარგ კვებაზე უნდა დაიტესტოს სისტემა აუცილებლად.
-
მქონდა ასეთი შემთხვევა. HDD საერთოდ ჩერდებოდა და ისევ იწყებდა ტრიალს ისმოდა ამის ხმა. ამ დროს ყველაფერი იფრიზებოდასავით წამიერად, სულ ლაგები და რავი. ბოლოს აღმოჩნდა კვების ბრალი. არ ყოფნიდა სისტემას. არც შენ გაქ მთლად კარგი კვება და სხვა ხარისხიან კვებაზე დატესტე ჯობია.
-
მე ქართულად გამორიცხულია რამეს ვუყურო ძაან ცუდად ახმოვანებენ აი ძაან. მთელ ხიბლს უკარგავს ფილმს. რუსულად დაჟე ერთიდაიგივე ტიპებს ერთნაერი ხმით ახმოვანებენ ხოლმე და თანაც ძაან საკაიფოდ. ღადაობებიც მაგრად აქვთ ხოლმე ინტონაცია და რამე. ქართულად იმინა დაღლილი ხმით დაგეძინება კაცს რასაც არ უნდა უყურებდე. მე პირადად ინგლისურად ვუყურებ ხოლმე მაინც. სერიალებიც ჯერ მაინც ინგლისურად იდება და ისედაც ინგლისურად ვუყურებ და ფილმებსაც არ ვაფუჭებ ორიგინალშივე ვუყურებ. ძაან ასწორებს ორიგინალში ყურება.
- 3412 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ეხლა დრონის ელემენტის უვარგისობის გამო ამინაზღაურა ნაწილი სელერმა. მაგრამ დამირეფანდა უკვე გაუქმებულ კარტაზე. კარტის წაშლა ვერ მოვახერხე როცა გავაუქმე მაშინ paypal-დან. და ეგ თანხა რათქმაუნდა გაუქმებულ ანგარიშსა და ბარათზე ვერ დაბრუნდება და paypal-ს ანგარიშზე ხომ ჩამერიცხება? მაგ ვალის გადახდას ყოფნის კაკრას და პრობლემაც მოგვარდება ასე მარტივად. სად წავა თანხა ასეთ დროს?
-
მოკლედ რამდენიმე დღეა მაქვს სერიოზული პრობლემა. 29$-დ იყო i3 8100 დავითრიე იასნია ხოდა რამდენიმე წუთში წაიშალა listing ცივმა ოფლმა დამასხა. აღმოჩნდა რომ ვიღაცას გაუტეხია მისი ექაუნთი და დაუდია ამ ფასად. მე ეგრევე paypal-დან დავაქენსელე მერე ebay-მ მომწერა მეილი რო ასე მოხდაო და დააქენსელეო და ლინკი იყო იქიდანაც დავაქენსელე. ჩამირიცხეს 29$ ორჯერ ერთხელ კარტაზე დამიბრუნდა და მეორე თურმე paypal-ს ანგარიშზე დადებულა. ლეპტოპი რო გამოვიწერე 29$ წაუღია paypal-დან და დანარჩენი კარტიდან. მაგის მერე 1 თვე გავიდა ეხლახანს მომივიდა მეილი შევედი paypal-ზე და მიზის -29$. მაგით გავარკვიე მერე რაც მომხდარა. ხოდა პრობლემა იმაშია რომ ვრიცხავ თანხას და 2-3 წუთში უკან მიბრუნებს და წერს არ გაქ უფლებაო. მოკლედ მივწერე ebay-ს საფორტს, paypal-ს საფორტს, paypal-ს facebook-ზეც ვესაუბრე, TBC-საც მივწერე, TBC-მ თანხა გეჭრებათო და მერე უკან აბრუნებსო paypal-ო. paypal-მა საქართველოდან ვერ ჩარიცხავო კარტითო, ბაკის ექაუნთი მიაბიო. რო შევდივარ მენიუში add US bank account მარტო ესე აწერია. რა არ ვქენი და ვერა და ვერ ვიხდი ამ ვალს. იქეთ ვეხვეწე სხვადასხვა გზები ვნახოთ თქო. paypal-მა გინდა თუ არა უნდა გადაიხადოო და მონახე როგორმე გზაო. აზრზე არ ვარ რა ვქნა. ხოდა ან ის მითხარით როგორ ჩავრიცხო თანხა paypal-ს ანგარიშზე რო გაანულოს ეს ნეგატიური ბალანსი. ეხლა უკვე ძველ ბარათებს ვერ ვშლი ნეგატიური ბალანსის გამო არ მაშლევინებს. შეიძლება ვერც გავაუქმო ექაუნთი. ეხლა რომ ავდგე და ავიღო ახალი ბარათი მივაბა ბანკში ახალ ანგარიშს ეს ბარათები გავაუქმო ანგარიშებიანად ორივე TBC-ში. ebay-ზეც ახალი ექაუნთი გავაკეთო და ეს ახალი paypal მივაბა. ხომ არ იქნება რამე პრობლემა ისევ? ებაიზე ჩემ ძველ ექაუნთს დამიბლოკავენ მაგის გამო? paypal-ს რო დაბლოკავენ ვიცი. ebay-ზე 29 დადებითი შეფასება მაქ სწრაფი გადახდის გამო არადა. ტიპებს იქეთ ვეხვეწე და ვერანაერად ვერ მეხმარებიან.
-
რაღათქმაუნდა მეორე. Do Not Track-ს პირობის მოცემას რა უნდა, შესრულებაა ძნელი თორემ ბოლო პტიჩკას tor browser მოგინიშნავს თუ გინდა. მანდ ერთნაერი fingerprint აქვს ყველას, ისე კი ჩვეულებრივ ბრაუზერში რაც უფრო მეტ დაცვას ეცდები მით მეტად გამორჩეული იქნები და იოლად ამოსაცნობი
-
ეხლა ჩამოგვივიდა და 11 ლარია სხვაობა არადა ერთიდაიგივე სელერიდან ვიყიდეთ ერთიდაიგივე დროს და ამ წუთას ჩამოგვივიდა ორივეს. რომელია სანდო აბა?
-
კილო 8 $ არაა? 9- ლარი გამოდის ეხლა ვიანგარიშე. მაგაზე არაა ვერ ვიტან ეგეთ რამეს აი ტყუილ უბრალოდ რატო უნდა გადავუხადო U2G-ს მაგიტომ ვკითხულობ. ავაწონინებ აუცილებლად. ისე სელერმა თუ არა ამათ თუ გადაფუთეს ძაან არ გავიგო ეხლა მეც რა. ქართულმა ბიზნესმა რო ყველგან ყველაფერი უნდა იჩალიჩოს ეგ მაგრად ტეხავს რა. ვერ ენდობი ვერავის.
-
ვოლტაჟი იყოს იგივე ამპერაჟი კი ან იგივე ან მეტი და არ იქნება პრობლემა. ბევრჯერ მისინჯია მეც და არ შემქმნია პრობლემა. დაჟე 0.5 ვოლტიც რო იყოს სხვაობა ეგეც დიდად არაფერი. 1 ვოლტი თუა სხვაობა უკვე ცუდია.
-
ebay-დან გამოვიწერე დრონი, ჩამოვიდა და წონა უწერია 2 kg. არადა რეალურად shipping weight არის 1.54 kg. რატომ მახდევინებენ 10-12 ლარით ზედმეტს? სად შეიძლება გასაჩივრება ან რამე?
-
stan lee დაბრედილა https://www.hollywoodreporter.com/news/stan-lee-marvel-comics-legend-721450 https://www.imdb.com/name/nm0498278/
- 3412 replies
-
- 2
-
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
@Gogla1990 ეხლა 2019-ში მაგრად უნდა დაეცეს ssd-ების ფასები 0.08 $ GB-ზეო წერენ. მართალი თუ აღმოჩნდა ძალიან მაგარი იქნება. HDD-ებს საბოლოოდ ჩაანაცვლებს. ბიუჯეტურ ლეპტოპებშიც კი SSD-ებს ჩადებენ და ამით 90% უზერებისთვის კომპიუტერები საგრძნობლად აჩქარდება.
-
არ არის ეგ სოფტი სწორი. არც შენი ssd-ა 100% საღ სალამათი. S.M.A.R.T. ყველაფერს ამბობს 85%-ზეა wear leveling count რაც ითვლის მაგ SSD-ს სიცოცხლის ხანგრძლივობას. The Wear Leveling Count (WLC) SMART value gives us all the data we need. The current value stands for the remaining endurance of the drive in percentage, meaning that it starts from 100 and decreases linearly as the drive is written to. The raw WLC value counts the consumed P/E cycles, so if these two values are monitored while writing to the drive, sooner than later we will find the spot where the normalized value drops by one. ესეც ჩემი მგელი სულ 1065 დღე (on + off) სულ 92 დღე (on) სულ ჩაწერილია 11.6 TB საშუალო 10.97 GB/day
-
link შემეშალა. ქართულ ფონტზე რო მიყენია არ აკოპირებს ხოლმე და ძველი დაკოპირებული იდება ხოლმე ჩასმის დროს. ეს ვიგულისხმე https://www.overclockers.ge/index.php?/forum/47-linux-სისტემები/
-
NVIDIA GeForce RTX 20XX Series - ზოგადი თემა
მათე replied to Magdalena's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
2070-ებში ყოფილა დიდი სხვაობა. nvidia-ს გამოუშვია ორი ჩიპი TU106-400-A1 და TU106-400A-A1 განსხვავება არის 400 და 400A. ამათში 400A მოიპოვება მხოლოდ 599$-იან 2070-ებში, ხოლო უბრალო 400 499$-იანებში. განსხვავება 5-10%-ა და უბრალო 400 ზოგან რაზგონითაც კი ვერ ეწევა 400A-ს. ამას პლიუს ის რომ ეს ახალი კარტები იბრიდებიან და მათი ფასების გათვალისწინებით და კიდე იმით რომ მათი სახელი რა ტექნოლოგიაზეცაა დაფუძნებული მხოლოდ ერთ თამაშს აქვს შეიძლება ითქვას რომ ჯერ-ჯერობით მაგარი ცუდი სერიაა და არ ღირს ყიდვა. https://linustechtips.com/main/topic/991272-gamersnexus-discovers-nvidias-secret-highly-binned-2070-chip-not-all-2070s-are-made-equal/ -
ჯერ ერთი უკვე არასწორი ინფორმაცია გაქვს. mint ubuntu-ზეა დაფუძნებული და LMDE თვითონ სახელი არის ეს Linux Mint Debian Edition ანუ LMDE debian-ზეა დაფუძნებული. განსხვავებაა package manager-ში. იქ კრეფ sudo apt-get install აქ კრეფ sudo pacman -S ზოგადად pacman საუკეთესო პეკეჯ მენეჯერია მე თუ მკითხავ. მანჯაროზეც ჩვეულებრივ დააყენებ ყველაფერს. გექნება გაცილებით ახალი სოფტი ვიდრე დებიანზე ან უბუნტუზე. მანჯაროზეც და არჩზეც საკმაოდ ლაღად ეშვებიან პროგრამები 3 ეკრანიც მშვენივრად უერთდება და მუშაობს მანჯაროზე და მეტიც იმუშავებს ხოშიანად. დაყენებაც მარტივია განლაგებების და ა.შ.
-
რათქმაუნდა ასე უნდა მოიქცე. უბრალოდ ახალ კომპში არ გადაიტანო ეგენი ცალკე შეინახე. P.S. გაცილებით უსაფრთხოდ თუ გინდა იყო კიდე აქეთ შეიხედე https://www.overclockers.ge/index.php?/forum/47-linux-სისტემები/
-
NVIDIA GeForce RTX 20XX Series - ზოგადი თემა
მათე replied to Magdalena's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
Nvidia RTX 2080 Ti Cards Have A Serious Problem -- They Keep Dying https://www.forbes.com/sites/jasonevangelho/2018/10/30/nvidia-rtx-2080-ti-cards-have-a-serious-problem-they-keep-dying/#304bb4186b2a https://forums.geforce.com/default/topic/1078162/rtx-2080ti-massively-die-/?offset=10 https://www.reddit.com/r/nvidia/comments/9r7oon/if_you_ever_remember_my_first_pc_the_gpu_died/?ref_source=embed&ref=share იმედია აქ არ გიყიდიათ ეგ კარტები ჯერ და აცლით სხვებს იყვნენ ტესტერები -
Valve-ს შესანიშნავი პროექტის proton-სა და Steam play-ს წყალობით უკვე 2600-ზე მეტი windows-ს თამაში მუშაობს linux-ში შესანიშნავად. https://www.protondb.com/ რათქმაუნდა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი თამაში დაემატება ამ სიას და პროდუქტიც დაიხვეწება , რაც ძალიან ბევრ ადამიანს მიცემს საშუალებას უარი თქვას windows-ზე და გადავიდეს ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც პატივს ცემს მის მომხმარებლის პირად სივრცეს.
-
legends-მა სულ გაუბერა. ჯერ დათუნიათი დაამარცხეს რაღაცა დრაკონი თუ ეშმაკი და ეხლა რქიანი ჯადოსნური ცხენი გაჩითესცისარტყელას ფერებში ჯადოსნურ მტვერს ავრცელებდა რქიდან
- 3412 replies
-
- 1
-
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
venom-ზე წავედი გუშინ ქულების და სხვების აზრების მიუხედავად და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეგ ქულები არის სისულელე. არანაერად არ უნდა გადაწყვიტო მაგით რას უყურებ და რას არა. მშვენიერი ფილმია გასართობად უყურებს კაცი. მაინც ფანტასტიკაა და ასწორებს. რო გამოვა მაგარ ხარისხში კიდევ უნდა ვუყურო ჩემს ტელევიზორზე.
- 3412 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
