Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7771
  • Joined

  • Days Won

    89

Everything posted by Type-X

  1. 1.6.1 - Fixed Oculus Rift rendering 1.6.2 - Chat app : fixed flicker when receiving message and app is locked - Chat app : added bold and italic font style support (BOLD=1, ITALIC=1) - Changed advertising billboards backgrounds from Black Cat County - Small changes in the MX5 Cup rear suspension bump steer, electronics and brake bias. - Improved MX5 Cup car tyre heating. - Modified RX7 stock camber setup range - Improved Supra Drift steering geometry - Improved AE86 steering geometry - Corrected Supra front splitter active aero. Now it activates after 60mph/98kmh (it was wrongly set at 60kmh) - GT3 and GT2 cars have now a default setup with longer 6th or final gear ratio to aid AI with higher top speeds on circuits with long straights - Some fine tuning on GT3 Balance of Performance - Fixed backfire issue on Toyota AE86 Tuned - Fixed cameracar sounds for cars of Japanese Pack - Fixed Nissan GT3 leds timing - Improved livery selection previews in the UI - Full window mirror texture for Oculus - Oculus pixel per display is now available as setting in Documents/Assetto Corsa/cfg/oculus.ini [SETTINGS] PIXEL_PER_DISPLAY
  2. Racer (simulator) Racer - სრული სახელი: Racer Free Car Simulation არის სრულიად უფასო (freeware) და ყველასათვის ხელმისაწვდომი (source available) ვიდეო თამაში - სიმულატორი (simulator), რომელიც მუშაობს Microsoft Windows, Linux, და Mac OS X პლატფორმაზე. Racer-ი შეიქმნა როგორც მართვის სიმულატორი და მას გააჩნია ყველა ის თვისება, რომლის ნახვაც ჩვეულებრივ შესაძლებელია სხვა სარბოლო სიმულატორებში. კონკრეტულად კი ისეთი ფუნქციების როგორიცაა: შეჯიბრი ბოტ (AI) მანქანებთან ან რეალურ ოპონენტებთან და მრავალი მოთამაშის რეჟიმის (multiplayer mode) გამოყენება. თუ Racer-ს შევადარებთ სხვა კომერციულ სარბოლო თამაშებს, მაშინ მის სუსტ მხარეებად ჩაითვლება ის რომ: სიმულატორში არ არის ცვეთა/დაზიანების ფიზიკა და კარიერის რეჟიმი (career mode). Racer-ი რენდერისთვის იყენებს OpenGL-ს და არა DirectX-ს. უფასო ვერსიასთან ერთად არსებობს ფასიანიც და ესაა: Cruden-ი. Cruden-ზე საუბარი მეხუთე გადაცემაში (Fifth Gear): Racer-ის ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება არის გახსნილობა. პროგრამული უზრუნველყოფა შენარჩუნებულია მხოლოდ შემქმნელის რუდ ვან გალის მიერ, მაგრამ მანქანები, გზები და სხვა ინფორმაცია მოცემულია და ახსნილია დოკუმენტებში. ასევე, მანქანის და გზების შექმნის ინსტრუმენტები მოთავსებულია თამაშის მთავარ საქაღალდეში. სწორედ ამის შედეგად შეიქმნა და გამოიცა დიდი რაოდენობით მანქანები შემდეგი სახესხვაობით: Formula One, GT, vintage, სატვირთო, სედანები და ა. შ. აგრეთვე, გავრცელდა სხვადასხვა სახის გზები: დაწყებული ჭეშმარტი სარბოლო გზებით და დამთავრებული დრაგით (drag strips), მთიანი გზებით და თქვენ წარმოიდგინეთ ავტოსადგომებითაც. Racer პირველად გამოვიდა 2000 წლის 29 აგვისტოს და ამ დღიდან მოყოლებული მუდმივ განახლებაში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში Racer-ის მოყვარული საზოგადოების რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. Racer-ის მთავარი ფორუმი და სპეციალური განყოფილება გახსნილია და დიდი ხანია არსებობს RaceDepartment-ის ფორუმზე. ლიცენზია: Racer-ის პროგრამა არის სრულიად უფასო (freeware) მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას არაკომერციული მიზნებისთვის იყენებენ. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს კოდის ძველი ვერსია, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია (source code). მანქანებს და გზებს გააჩნია სხვადასხვა სახის ლიცენზია და მათი გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ. როგორც ზემოთ ავღნიშნე, Racer-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე არის მისი ღია ფორმატი, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი მისი სუსტი მხარეა: მისი დახურული წყარო (closed-source stance) და დეველოპერების გუნდი. Racer-ის საზოგადოება ხელს უწყობს ტესტირებას და ხშირად რჩევას აძლევს დეველოპერებს რა ფუნქციები დაამატონ თამაშს მომავალში. სამწუხაროა მაგრამ რეალობაა, რომ Racer-ის დეველოპერები ძალიან არიან დამოკიდებულნი დროზე და ამიტომ ვერ ახერხებენ არსებულის განვითარებას, რაც განაპირობებს იმას, რომ განახლებები ხდება ძალიან იშვიათად. თუმცა როდესაც განახლება გამოდის, ის შეიცავს არაერთ სიახლეს, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს საკუთარი მანქანების ან გზების მოდიფიკაციასა და განვითარებაში. თამაშის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://racer.nl მოდები და გზები: Racer Free Car Simulation | ВКонтакте ჩემი გადაღებული სურათები: თამაშის გადმოსაწერი ბმული მოდებით: Racer Free Car Simulation (Racer Pack 2 - V0.8.45) მოთხოვნები: Windows XP/2003-Server/Vista/Windows 7 (32/64 bits); Pentium IV ან AMD პროცესორი. ნებსიმიერი 1Ghz-იანი იმუშავებს ნორმალურად, მაგრამ კარგი ვიდეო დაფის ქონდა მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ, რომ სიმულატორის beta ვერსიებს არ აქვს Windows 95/98/ME (პრობლემები font-ებთან დაკავშირებით) მხარდაჭერა. კარგი 3D ვიდეო დაფა (OpenGL-ის და Cg-ის მხარდაჭერით) ისეთი როგორც nVidia (სასურველია) ან AMD/ATI. დეველოპერები ძირითადად მუშაობენ მხოლოდ nVidia-ს ბარათებზე (და drivers-ებზე), ასე რომ რეკომენდირებულია მისი ქონა Race-ისთვის. nVidia 8800GT ან ნებისმიერი ახალი ვიდეო დაფის ქონა სასურველია. DirectX9.0c ან უკეთესი. ვიდეოები: ehune01 და Skybh (გადმოსაწერი ბმულის სანახავად ჩამოშალეთ ვიდეოს აღწერა). დროა გავაკეთო პატარა სერვერზე შესვლის გზამკვლევი. იმისთვის, რომ Racer-ი ითამაშოთ მეგობრებთან ერთად, ამისთვის საჭიროა გქონდეთ: - Racer-ის 090RC6-ზე ახალი ვერსია (სასურველია RC10). ბევრი წვალება რომ არ დაგჭირდეთ, ამიტომ გავაკეთე თამაშის ვერსია სადაც უკვე დავამატე სერვერზე შესასვლელად საჭირო ყველა მანქანა და გზა. ამიტომ გადმოწერეთ ეს ვერსია: Racer v0.9.0 RC10 (22-8-2014) ამაარქივების შემდეგ ჩართეთ თამაში (დაყენება არაა საჭირო) და გაასწორეთ რეზოლუცია და კონტროლები. ამის შემდეგ მიყევით ინსტრუქციას პუნქტების და სურათების მიხედვით. 1) თამაშის მენიუში ნახეთ "Multiplayer lobby" და შედით. 2) დააწკაპუნეთ მაუსი nl lobby-ზე (<= Server-ზე) 3) წაშალეთ lobby.racer.nl 4) და ჩააკოპირეთ df-racing.ddns.net 5) შემდეგ დააჭირეთ Ok-ს. ამის შემდეგ გაიგებთ ხმას და ქვემოთ დაინახავთ წარწერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ Lobby-ს df-racing.ddns.net-ზე. 6) ზემოთ მარჯვენა მხარეს დაინახვთ გრაფას Nick და დააწკაპუნეთ მასზე მაუსის ღილაკით, რადგან შეცვალოთ ორიგინალი სერვერის მიერ მინიჭებული სახელი. 7) წაშალეთ MyNick და 8) ჩაწერეთ თქვენი სახელი. ბოლოს დააჭირეთ Ok-ს. 9) პუნქტს "Hide unjoinable races" მოუშალეთ მონიშვნა, რადგან დაინახოთ თავისუფალი სერვერი. 10) მონიშვნის მოხსნისთანავე გამოჩნდება სერვერი 11) დააწკაპუნეთ სერვერის სახელზე ორჯერ ან უფრო უკეთესია მონიშნოთ სერვერი (მაუსის მის დასახელებაზე ერთი დაკლიკებით) და დააჭიროთ ღილაკ Join-ს. ღილაკზე დაჭერისთანავე გაიგებთ ხმას და დაიწყება 30 წამიანი ათვლა სერვერზე შესასვლელად. 30 წამის გასვლის შემდეგ გამოჩნდება გზის ჩატვირთვის სურათი (რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ). სერვერზე შესვლისთანავე ირთვება შუქნიშანი და იწება რბოლა. სულ ეს არის, სასიამოვნო გართობას გისურვებთ
  3. არ გამიკეთებია. Hotlap ცადე, გუშინ დაწყების ადგილმდებარეობა შევუცვალე.
  4. კი, მაუსით არის + სტანდარტული setup. კიდევ მოაკლებს
  5. ეხლა შევალ Z4-ით 1:30.537 მქონდა. ეს ვანო ფანიაშვილის დრო BMW M1-ით. გუშინ ვთხოვე გავლა
  6. არა, Z4-ით მე აღარ მივლია. ადრე გამოვედი. საუკეთესო დრო რამდენი იყო Z4-ით ?
  7. ნორმალური არ მინახავს არსად
  8. დღეს სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. ეხლა დავჯექი და რუსთავის გზაში შევიტანე მცირე კორექტირებები. ვინმეს ხომ არ გინახავთ ბოქსები თუ მუშაობს ?
  9. ბოლო შედეგი რაც დევს ეგ stock მანქანითაა დაფიქსირებული, მაგრამ საჭის დროა და თან ძალიან კარგი (თუ ნამდვილია რათქმაუნდა). არჩევის დროს ამბობ თუ გზაზე რომელიც ჩანს ? არჩევის დროს ჩემთანაც ჩანს ნაწერები, მაგრამ ახალ ვერსიაში ვგეგმავდი მაგის წაშლას. გზაზე კი ჩვეულებრივად მუშაობს map-ი.
  10. ვერა, ბევრად დაბალ დროში გაიარა ერთმა რუსმა. დიდი ალბათობით საჭით.
  11. ეს ჯგუფი: Sim Racing - Georgia ეს გვერდი: Sim Racing Georgia
  12. ვინც არ ხართ ჩემს FB-ს ჯგუფში არ გეცოდინებათ, რომ რუსები დღეს ატარებენ კონკურსს მე და ჩემი მეგობარი ვიღებთ მონაწილეობას და დიდი ალბათობით ის გაიმარჯვებს, რადგან მაუსით (დახმარებების გარეშე) სასწაულ დროში გაიარა Tsukuba-ს გზა რუსები ჯერ-ჯერობით ჩემს დროსაც ვერ უახლოვდებიან ჩართული დახმარებებით
  13. გამოვიდა და ვიყიდე ეხლა ვნახავ როგორია Assetto corsa - Japanese Pack
  14. Nissan Skyline GT-R34 Nismo Z-Tune თემა: Nissan Skyline GT-R34 Nismo Z-Tune Mod by Vano Paniashvili Test Drive 2013 Dodge Viper SRT თემა: 2013 Dodge Viper SRT Mod by Vano Paniashvili Test Drive ნამუშევრების გვერდი Facebook-ზე: Vano Paniashvili
  15. მე მონიშნული მაქვს თოლია და 0-ზე მიყენია. ამბობენ არის უმნიშვნელო სხვაობა მონიშნულსა და მოუნიშნავს შორისო, მაგრამ მე პირადად ვერ ვამჩნევ.
  16. Fiat-ით არ მივლია, მაგრამ დახმარებების გარეშე და მაუსით ამ დროებში ვიარე Lotus-ებით.
  17. საჭის ბაზის ქვეშ არაფერს არ ვდებ, რადგან ჩემთან პირდაპირ მაგრდება მაგიდაზე. პედლების ქვემოთაც არაფერი არ მიდევს, მაგრამ იატაკზე დაცურავს და გრძელი ფანერი მაქვს დადებული პედლებსა და კედელს შორის. ესე ერთ ადგილზე კარგად ფიქსირდება. საჭის დრაივერი დააყენე ? პროფილი შექმენი თამაშებისთვის ? თუ მაგას არ შექმნი ცალ ცალკე ყველა თამაშისთვის, მაშინ იმ პარამეტრებს გამოიყენებს საჭე, რაც global-შია მითითებული. ეგ ეფექტები შეგიძლია თამაშიდანაც გათიშო ან დაუწიო. AC-ში მინუმემზე მაქვს ხოლმე დაყენებული და სხვა თამაშებში მთლიანად ვთიშავ.
  18. როგორც მანქანის ღვედი ისეა ესეც. ხშირად როცა თამაშობ ცვდება და ბოლოს წყდება. არაერთხელ მინახავს FB-ს ჯუფში გაწყვეტილი Fanatec-ის ღვედის სურათი.
  19. ეგრე მაინც კარგად ვერ შამოწმებ. ჯობია რამე თამაშში ნახეო. მესამე გრაფაში როცა იქნები საჭეზე დააჭირე ნებისმიერ ღილაკს და დაიწყებს ბრუნვას. ყოველ ღიკაზე დაჭერისას FFB-ს სხვადასხვა ეფექტია. ნუ ამით მიხვდები მარტო რომ FFB მუშაობს.
  20. რაც კახამ დაწერა ზემოთ ეგ არის ზუსტად. პოტენციომეტრების გაწმენდა უნდა ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში G27-ის უმრავლესობას ემართება ეგ პრობლემა. თუმცა სპრეი იყიდება და პორბლემაც მოგვარებადია. მე თვითონ მაქვს რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი მეორადი G25 350 ლარად mymarket.ge-ზე და დღემდე არაფერი პრობლემა არ შექმნია. პედლებიც ნორმალურად მუშაობს, საჭეც და გადაცემათა კოლოფიც. ხო მართლა შემოწმების დროს გადაცემათა კოლოფი კარგად ნახე. თუ ძალიან ნახმარია, მაშინ სიჩქარეებში გადართვის დროს შეიძლება არასორად აღიქვას რომელიმე სიჩქარე. მაგ: მესამეში ჩაგდების დროს შეიძლება 1-ში გადაგირთოს თამაშში. G27-ზეც დაახლოებით ესე იქნება. ბოლო გრაფაში - მესამეში რო გადახვალ გრაფა არ გათიშო და საჭეს როცა მოაბრუნებ ან რომელიმე პედალს დააჭერ, გამოჩნდება ყველაფერი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.