Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7783
  • Joined

  • Days Won

    90

Everything posted by Type-X

  1. ვინც არ ხართ ჩემს FB-ს ჯგუფში არ გეცოდინებათ, რომ რუსები დღეს ატარებენ კონკურსს მე და ჩემი მეგობარი ვიღებთ მონაწილეობას და დიდი ალბათობით ის გაიმარჯვებს, რადგან მაუსით (დახმარებების გარეშე) სასწაულ დროში გაიარა Tsukuba-ს გზა რუსები ჯერ-ჯერობით ჩემს დროსაც ვერ უახლოვდებიან ჩართული დახმარებებით
  2. გამოვიდა და ვიყიდე ეხლა ვნახავ როგორია Assetto corsa - Japanese Pack
  3. Nissan Skyline GT-R34 Nismo Z-Tune თემა: Nissan Skyline GT-R34 Nismo Z-Tune Mod by Vano Paniashvili Test Drive 2013 Dodge Viper SRT თემა: 2013 Dodge Viper SRT Mod by Vano Paniashvili Test Drive ნამუშევრების გვერდი Facebook-ზე: Vano Paniashvili
  4. მე მონიშნული მაქვს თოლია და 0-ზე მიყენია. ამბობენ არის უმნიშვნელო სხვაობა მონიშნულსა და მოუნიშნავს შორისო, მაგრამ მე პირადად ვერ ვამჩნევ.
  5. Fiat-ით არ მივლია, მაგრამ დახმარებების გარეშე და მაუსით ამ დროებში ვიარე Lotus-ებით.
  6. საჭის ბაზის ქვეშ არაფერს არ ვდებ, რადგან ჩემთან პირდაპირ მაგრდება მაგიდაზე. პედლების ქვემოთაც არაფერი არ მიდევს, მაგრამ იატაკზე დაცურავს და გრძელი ფანერი მაქვს დადებული პედლებსა და კედელს შორის. ესე ერთ ადგილზე კარგად ფიქსირდება. საჭის დრაივერი დააყენე ? პროფილი შექმენი თამაშებისთვის ? თუ მაგას არ შექმნი ცალ ცალკე ყველა თამაშისთვის, მაშინ იმ პარამეტრებს გამოიყენებს საჭე, რაც global-შია მითითებული. ეგ ეფექტები შეგიძლია თამაშიდანაც გათიშო ან დაუწიო. AC-ში მინუმემზე მაქვს ხოლმე დაყენებული და სხვა თამაშებში მთლიანად ვთიშავ.
  7. როგორც მანქანის ღვედი ისეა ესეც. ხშირად როცა თამაშობ ცვდება და ბოლოს წყდება. არაერთხელ მინახავს FB-ს ჯუფში გაწყვეტილი Fanatec-ის ღვედის სურათი.
  8. ეგრე მაინც კარგად ვერ შამოწმებ. ჯობია რამე თამაშში ნახეო. მესამე გრაფაში როცა იქნები საჭეზე დააჭირე ნებისმიერ ღილაკს და დაიწყებს ბრუნვას. ყოველ ღიკაზე დაჭერისას FFB-ს სხვადასხვა ეფექტია. ნუ ამით მიხვდები მარტო რომ FFB მუშაობს.
  9. რაც კახამ დაწერა ზემოთ ეგ არის ზუსტად. პოტენციომეტრების გაწმენდა უნდა ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში G27-ის უმრავლესობას ემართება ეგ პრობლემა. თუმცა სპრეი იყიდება და პორბლემაც მოგვარებადია. მე თვითონ მაქვს რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი მეორადი G25 350 ლარად mymarket.ge-ზე და დღემდე არაფერი პრობლემა არ შექმნია. პედლებიც ნორმალურად მუშაობს, საჭეც და გადაცემათა კოლოფიც. ხო მართლა შემოწმების დროს გადაცემათა კოლოფი კარგად ნახე. თუ ძალიან ნახმარია, მაშინ სიჩქარეებში გადართვის დროს შეიძლება არასორად აღიქვას რომელიმე სიჩქარე. მაგ: მესამეში ჩაგდების დროს შეიძლება 1-ში გადაგირთოს თამაშში. G27-ზეც დაახლოებით ესე იქნება. ბოლო გრაფაში - მესამეში რო გადახვალ გრაფა არ გათიშო და საჭეს როცა მოაბრუნებ ან რომელიმე პედალს დააჭერ, გამოჩნდება ყველაფერი.
  10. გამარჯობა. ადრე 450-470 ლარში იყიდებოდა ხოლმე G27-ები. ეხლა ცოტა გაძვირებულია დოლარის კურსის გამო. მეორადში 500-550 ლარის გადახდა ნამდვილად ღირს (გააჩნია მდგომარეობას). ესენი კარგი ვარიანტებია. Logitech G27 Logitech G27
  11. ხვალ ყველა კამერას შევცვლით სადრიფტაო მონაკვეთზე. მივწერე უკვე და დავდებ როცა განვაახლებთ
  12. სამწუხაროდ მაგ ადგილებს არ ეშველება AC-ს ბრალია. ზოგჯერ ინთება მაგ ადგილზე და ზოგჯერ არა (ვერ გაიგებ რაზეა დამოკიდებული). თან ასფალტზე არ გამოვა მაგის გაკეთება. შედი Assetto Corsa\content\tracks\rustavigp\data და cameras_start.ini ფაილი გახსენი. ყველაფერი წაშალე და ეს ჩააკოპირე. უკეთესი კამერებია.
  13. სურათები რომ დადო შეგიძლია, ზუსტად რა ადგილზე ხდება ?
  14. ‪Assetto Corsa‬ - Rustavi International Motorpark - Final version‪ უკვე 2 კვირაა რაც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი (RIM) გადაგვაქვს rFactor-იდან Assetto Corsa-ს სიმულატორში. საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. თუმცა 2 კვირიანი მუშაობს შემდეგ კარგი შედეგი მივიღეთ და ამით კმაყოფილები ვართ. იმედია თქვენც მოგეწონებათ გზის მთავარი პრიორიტეტები - მხოლოდ Race mode-ში მუშაობს სასტარტო შუქნიშანი (Start Light Red/Green) - 21 სასტარტო წერტილი (Start Point) - 21 Pit - მუშაობს ბოტები (AI) - მოძრავი კამერები (Fly Cam) - მომუშავე ჩვეულებრივი გზის კამერები ახალი ცვლილებები: - ძალიან ბევრ ადგილზე დაფიქსირდა ასფალტის საფარი - შეიცვალა ბევრი ობიექტის ტექსტურა - დაემატა მომუშავე შუქნიშანი - დაზიანება მიენიჭა რამოდენიმე მთავარ ობიექტს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რამოდენიმე პიროვნებას - Vano Paniashvili-ს გზის შემოწმებისთვის, შეცდომების (bag) შეტყობინებისთვის და რჩევებისთვის - ჩემს მეგობარს რომელიც ამ საქმეში ძალიან დამეხმარა - Tornike Giguashvili-ს (Formulad) რომლის გარეშეც არც rFactor-ში არ იქნებოდა ეს გზა და მითუმეტეს არც Assetto Corsa-ში ასე რომ დიდი მადლობა თორნიკეს იმ შრომისთვის რაც რუსთვის ავტოდრმის კეთებაში ჩადო. დასაფასებელია ! გადმოსაწერი ბმული: Download - Rustavi International Motorpark For Assetto Corsa
  15. The best racing games of all time P. S. რუსთავის ავტოდრომის ახალ ვერსიას ველოდები მალე, რადგან რამოდენიმე ბაგი აღმოვაჩინეთ და იმედია გამოსწორებას შევძლებთ. ესეც ახალი ინფორმაცია Are you ready to get invaded by JDM? Assetto Corsa Japanese Pack - Available on Steam by 05.18.2016
  16. თითქმის საბოლოო ვერსიაა. თუ რაიმე შეცდომას შეამჩნევთ დაწერეთ. შევცვალეთ ძალიან ბევრი ტექსტურა და რამოდენიმეც გადავაკეთეთ. მუშაობს ყველა ფუნქცია, რაც საჭიროა. გისურვებთ სასიამოვნო გართობას Download - RIM
  17. კი, მაგრამ დიდი სხვაობას მე ვერ ვგრძნობ ხოლმე. თან AC-ს რაღაც უცნაურობა ჭირს საფარზე. როცა შევცვლი და სხვაზე გადავწევ, ვითამაშებ და გამოვალ, მერე ისევ სტანდარტულზე აბრუნებს. ჩემთან ესეა ყოველ შემთხვევაში. აქ დევს პირველი ვერსია: Download
  18. ჯერ არ ვიცი, მაგრამ წესით მალე. ფიზიკაში რას გულისხმობ ?
  19. პირველი სურათები თამაშიდან. ჯერ კიდევ ბევრი ტექსტურაა შესაცვლელი.
  20. ‪Assetto Corsa‬ - Rustavi International Motorpark რამოდენიმე დღეა რაც ერთ ადამიანს დავეკონტაქტე და შეიძლება ძველი რუსთავის ავტოდრომის გზა გადავიტანოთ AC-ში. ზუსტად არ ვიცი რა როდის იქნება და ბევრი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით არ მაქვს. სავარაუდოდ მარტივი კონვერტირება იქნება, თუმცა ყველაფერმა გამართულად უნდა იმუშაოს და იმედია ესეც მოხდება
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.