Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7783
  • Joined

  • Days Won

    90

Everything posted by Type-X

  1. ბოლო დრაივერს ჩემთანაც აქვს პრობლემები. 30 FPS არა, მაგრამ მომენტებში ძალიან ჭედავს და არასტაბიური FPS მაქვს. Nvidia-ს ბრალია და ალბათ რაღაცას მოუხერხებენ.
  2. იყოს ამ პროგრამაზეც თემა. ჯერ-ერჯობით ინფორმაცია არ მაქვს, რომ ნორმალური აღწერა გავაკეთო, ამიტომ ძირითადით შემოვიფარგლები. პროგრამა არის სრულიად უფასო და მისი გადმოწერა შეგიძლიათ ოფიციალური ვებ-გვერდიდან: blender.org ეს ვიდეო გაკვეთილების ბმული: Blender 2.6 Essential Training ინფორმაცია პროგრამის შესახებ: Blender (ENG) Blender (RUS) Blender (GEO) Blender არის ერთი ერთი ლიდერი პროგრამა, სხვა უფასო პროგრამებს შორის. გადახედეთ ამ ნამუშევარს: Salio BMX პროგრამაში შესაძლებელია ნებისმიერი გზის ძალიან მარტივად გაკეთება და შემდეგ მისი პირდაპირ თამაშში კონვერტაცია ესეც რამოდენიმე გამოსადეგი გაკვეთილი, რომელიც დიდი ხნის წინ მე თვოთონ ვცადე.
  3. Physics Development Early Development Preview (WIP) Brabham BT44B 1975
  4. გუშინ მხოლოდ პედლები მოვხსენი და აღარ გამიგრძელებია გაკეთება, რადგან ვიდეოებს ვუყურებდი და რომ შევხედე აზრიც არ ქონდა წმენდის დაწყებას. ხანგრძლივი პროცესია და გუშინ ვერანაირად ვერ მოვასწრებდი ყველა პედლის პოტენციომეტრის მოხსნას, გაწმენდას და შემდეგ აწყობა, შემოწმებას. ამიტომ დღეს დილიდან შევუდექი საქმეს და ეხლა მოვრჩი ცოტა გამეწელა პროცესი, რადგან პირველად გავაკეთე და თან ერთი პოტენციომეტრის გაწმენდის შემდეგ შევამოწმე შედეგი, მაგრამ არაუშავს ღირდა წვალებად, რადგან ყველა პრობლემა გადაიჭრა. ჩემს შემთხვევაში პრობლემა ჰქონდა აქსელერატოს და გადაბმულობას (მუხრუჭი არ ურევდა). 2 პედლის ნაცვლად სამივე გავწმინდე, რადგან მტვერი საკმაოდ იყო შესული თითოეულ მათგანში (როგორც პედლების კორპუსში, ასევე უშალოდ თითო პედალში) რასაც სურათებზე დაინახავთ. არცერთი სტატია არ წერია ამ საკითხზე ქართულად, ამიტომ შევედცები მეთვითონ ავხსნა რა როგორ კეთდება. შევუდგეთ საქმეს ინსტრუმენტების სია: ინბუსიური გასაღები - Hex key (სასურველია არ იყოს ჩინური). ზომები: 2.5 მმ და 5.0 მმ სახრახნისი (სასურველია გრძელი) ბრტყელტუჩა, რომელსაც არ აქვს ხრახნები ნემსი, მახათი ან სპეციალური ხელსაწყო ლითონის გასაწევად სველი ხელსახოცი ან კონტაქტების საწმენდი სპრეი სანამ დაშლით პედლებს გაითვალისწინეთ, რომ არსებობს პოტენციომეტრების გაწმენდის 2 გზა: 1) შედარებით მარტივი, რომლის დროსაც შლით პედლებს და შემდეგ კონტაქტების გამწმენდი სპრეით ასხურებთ სითხეს პოტენციომეტრში. ამოძრავებთ პოტენციომეტრს (ანჯღრევთ) და შემდეგ სულს უბერავთ ან ცოტახანი ელოდებით მის გაშრობას. ანალოგიურად აკეთებთ იგივეს სხვა პოტენციომეტრებზეც. ბოლოს აწყობთ ყველაფერს იმ თანმიმდევრობით, როგორც დაშალეთ და ნახულობთ მიღებულ შედეგს (ადარებთ ძველს). უკეთესად ამ კომენტარშია ახსნილი ეს მეთოდი. in order to clean the potentiometers you do not have to go this far. you just need to get access to the pots ( do not remove or open them up. you will need a can of spray contact cleaner ( it comes with a plastic tube ). spray a small amount inside the pot through the case opening. then rotate the pots several times by working the pedal up and down. problem solved. note - the contact cleaner can be purchased at any electronics supply store or repair shop. 2) შლით საერთოდ ყველაფერს: დაწყებული პედლების კორპუსიდან, თამთავრებული პედლებით და პოტენციომეტრებით (თითოეულ პედალზე). ორივე გზის გამოყენების შემთხვევაში, შედეგი ერთნაირია, უბრალოდ განსხვავდებაა დროში. პირველ მეთოდს თუ გამოიყენებთ, დიდი ალბათობით 1-2 თვეში იგივე დაემართება პედლებს. ყველა ადამიანი ამ საკითხს ინდივიდუალურად უყურებს და არც მე ვარ გამონაკლისი ამ შემთხვევაში. მე პირადად მეორე გზა ავირჩიე, რადგან მგონია, რომ დიდი ხანი პოტენციომეტრების გაწმენდა აღარ მომიწევს. კორპუსის მოხსნის შემდეგ, აი ესეთი მდგომარეობა დამხვდა. რაც ვიყიდე მხოლოდ ერთხელ გავწმინდე და ისიც მხოლოდ მტვრისგან, პოტენციომეტრები არ გამიწმედია საერთოდ. დაშლის დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე და შემთხვევით რომელიმე სადენი არ დააზიანოთ. გირჩევთ სათითაოდ დაშალოთ თითოეული პედალი. მაგ: დაიწყოთ აქსელერატორის პედლით. მოხსენით პიტენციომეტრი და შემდეგ ისიც დაშალოთ 4 ნაწილად. გაწმინდოთ, ააწყოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ სხვა პედალზე და არა ორი ან სამი ერთდროულად დაშალოთ და ბოლოს ერთად ააწყოთ. პედლის დაშლის დროს (არ აქვს მნიშვნელობა რომელია) კარგი იქნება თუ დაიმახსოვრებთ სად რა ფერის სადენია შეერთებული, რომ აწყობის დროს ამაზე დრო აღარ დაკარგოთ. რათქმაუნდა შესაძლებელია გამოიყენოთ წინასწარ არსებული სქემა ასევე ყურადღება მიაქციეთ რომელ კბილანაში ზის პედალი. აქსელერატორი სხვანაირად არის და გადაბმულობა სხვნაირად, ამიტომ ესეც დასამახსოვრებელი ფაქტორია. ყურადღება გაამახვილეთ ზემოთ დადებულ სურათზე. უფრო კარგად, რომ მიხვდეთ ქვემოთ დადებულ სურათს შეხედეთ. აწყობის დროს უნდა იცოდეთ, პედალზე დამაგრებული ექვსი კბილი როგორ უნდა ჩაჯდეს პოტენციომეტრის კბილებში. ამიტომ სანამ დაშლით, კარგად დააკვირდით კბილანების ადგილმდებარეობას. რთულია პოტენციომეტრის მოხსნა და შემდეგ მისი ნაწილებად დაშლა (ლითონის კორპუსის კბილების გადაწევა, პლასტმასის საფარის დაზიანების გარეშე). ვითომ არაფერი, მაგრამ როდესაც სათანადო ხელსაწყო არ გაქვს გაწვალდები. მე მამა პაპურ ხერხს მივმართე და ნემსი გამოვიყენე ამის გასაკეთებლად. ვინმე თუ ამ მეთოდს გამოიყენებთ, მაშინ მახათს უფრო გირჩევთ როდესაც ყველაფერს მოხსნით და პოტენციომეტრს ბუდიდან გამოიღებთ და მის ვიზუალს გაეცნობით, შემდეგ დაიწყეთ ლითონის კორპუსზე კბილების გასწორება, რადგან პოტენციომეტრი გახსნათ. ამისთვისაც მე ნემსი და სახრახნისი გამოვიყენე. ფრთხილად გახსენით, რადგან ცენტრში შავ ნაწილს ქარხნული საპოხი უსვია. მე არ მომიშორებია და ისე დავტოვე როგორც იყო. ეს უკვე ასაწყობად გამზადებული და გაწმენდილი პოტენციომეტრი. აწყობა მარტივია და ხდება ისევ იგივე თანმიმდევრობით, როგორც დაშლა. ლითონის ხუფი სწორად დაახურეთ და არ აგერიოთ. დაიამხსოვრეთ იმით, რომ ჭრილი უნდა ქონდს ქვემოთა მხარეს. პირინციპში სულ ესაა, უფრო უკეთესად ვიდეოშია ყველაფერი ახსნილი აღმოჩნდა, რომ მუხრუჭის სატერფულის ზამბარა ძალიან ფოტოგენური გამოვიდა და ერთ ლამაზ სურათს გაჩუქებთ :))
  5. 1 თვეზე მეტია რაც ეს ტესტები მიმდინარეობს. ამჟამინდელი ბოლო სატესტო პატჩი: Test Patch 0.6P2 ეს კიდევ მეგობრის ახალი ვიდეო მონტაჟი ოფიციალური გვერდი FB-ზე: Vano Paniashvili
  6. პელდებმა ამ დღეები ძალიან აურია. მომიწევს გაწმენდა (ისედაც დამაგვიანდა). ესეც ვიდეო თუ მომავალში ვინმეს დაგჭირდებათ. ესეც თემა: SPIKING PEDALS FIX: Clean your Logitech G25/G27 Pedal Pontentiometers
  7. გზის ჩატვირთვის პრობლემა მოვაგვარე. როგორც ყოველთვის Nvidia-ს Driver-ის პრობლემა იყო. ესეც გიორგი ნოზაძის ვიდეო
  8. Dell приступила к продажам в России новых мониторов для организаций и частных пользователей
  9. ‎Assetto Corsa‬ - First Praga R1 Teasers Kunos Simulazioni უკვე გამორჩეულია ბოლო პერიოდის sim racing-ის სიახლეებში. ჩვენ მივიღებთ ახალ სიახლეებს ყოველკვირეულად და როგორც ჩანს ეს არ შეწყდება. ლიცენზირების პროექტის მენეჯერმა Marco Massarutto-მ უკვე გამოაქვეყნა მომავალი Praga R1 sportscar-ის პირველი 2 სურათი Assetto Corsa-ს სიმულატორისთვის. Praga R1 არის sportscar წარმოებული Praga Racing-ის მიერ, რომელიც დაფუძნდა პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკაში). ამ სარბოლოდ მომზადებულ ტრეკის მანქანას აქვს მთლიანად კარბონის ძარა. ავტომობილი აღჭურვილია ისეთი სარბოლო სპეციფიკური უსაფრთხოების მოწყობილობებით როგორიცაა: ინტეგრირებული ცეცხლმაქრი სისტემა, HANS სისტემის მხარდაჭერა, ჩაფხუტის მხარდაჭერა და ასევე 6 წერტილიანი ღვედები. Praga R1-ის ავტომობილი აღჭურვილია RenaultSport derived 2.0L მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 210 hp-ს უკანა საბურავებზე Hewland JFR-ის დახმარებით - თანმიმდევრული 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით. მისი მასა შეადგენს მხოლოდ 572 kg-ს. R1-ს ძალა წონის შეფარდებასთან აქვს 356 hp/ton. R1-ის გარდა, Praga აგრეთვე მუშაობს Praga R1S-ზე, რომელსაც აქვს 235bhp და აგრეთვე Praga R1T-ზე, რომელიც აღჭურვილია Renault F4R 832 ტურბო ძრავით და აქვს 340bhp. ოფიციალური ვიდეოები: ბოლო განახლების და ოკულუსის შთაბეჭდილებები სხვასთან არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჩემთან Nordschleife-ის არცერთი გზა აღარ ირთვება v 1.7 განახლების შემდეგ.
  10. Version 0.6 released ვიდეოები:
  11. თამაშის კონტროლები (Controls): Racer-ში შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა სახის კონტროლერი: საჭე, მაუსი და კლავიატურა. S - მანქანის დაქოქვა (Start the engine) L - მაშუქების ჩართვა (Lights) P - შეჩერება (pause) Ctrl + (მოიცავს რამოდენიმე ფუნქციას, რომელიც გვეხმარება ყველა პანელის გაქრობაში, რადგან გადავიღოთ სუფთა სურათი) - V - მაჩვენებელთა დაფა (Clocks) - G - სიჩქარე, სიჩქარეში გადართვა (Racing) - F - კადრების რაოდენობა წამში (FPS) Shift + (აგრეთვე შეიცავს რამოდენიმე ფუნქციას) - A - ავტო პილოტის (auto pilot) ჩართვა მაშინ თუ გზაზე ჩაწერილია წრის გავლის მარშუტი. ასეთ შემთხვევაში მანქანა ივლის გზაზე, ჩვენი დახმარების გარეშე (როგორც AI). - F - მანქანის აღდგენა (restoration of the car) - R - თავიდან დაწყება (restart) - ~ - Console-ის ბრძანებები (commands) - მოცემული ბრძანებების შეყვანის შემდეგ ხდება: Console-ის გრაფის გამოსაჩენად კლავიატურაზე აჭერთ ღილაკთა კომბინაციას Shift + ~ (Tilde-ს ღილაკს) snow 1 - იწყება თოვლი snow -1 - იზრდება თოვლიან საფარზე მოჭიდება (traction) rain 1 - იწყება წვიმა (რათქმაუნდა ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ 1-ის ნაცვლად ნებისმიერი სხვა ციფრი) Console-ის კიდევ 2 ბრძანება: Start engine - ძრავის დაქოქვა (იგივეა რაც კლავიატურაზე "S" ღილაკის ფუნქცია) Stop engine - ძრავის ჩაქრობა/გათიშვა (the engine stalls) - "S" ღილაკით ეს ვერ ხერხდება, ამიტომ თუ ძრავის გამორთვა დაგჭირდებათ, მაშინ შეიყვანეთ მოცემული ბრძანება Console-ში F1 - სახაზავი, რომლითაც იზომება წრის დრო (Ruler to measure time lap) F2 - გამეორების წარდგენა (Including replays) F4 - სარკეების ჩართვა/გამორთვა, სარკეების ჩართვა + ვირტუალური სარკე (Mirror) F5 - ყველა მართვის დამხმარე სისტემის (all control systems driving) ჩართვა/გამორთვა (Enable/Disable) F6 - რუკა (Map) F9 - საუბარი/მიმოწერა (Chat) F12 - სურათის გადაღება (Screenshots) სურათები ინახება Racer-ის მთავარ საქაღალდეში: Racer/data/dump მანქანის გადატანა Racer-ში: გაკვეთილები ჩემი პირველი ექსპორტი racer-ის 0655 ვერსიაში:
  12. ესეც ახალი დრო
  13. მე პირადად მარტივად ვაყენებ საჭეს. პირდაპირ ვირჩევ პრესეთს და შემდეგ apply-ს ვაჭერ. ავტომატურად აყენებს ყველაფერს. პედლები თუ არასწორად იქნება, მაშინ თოლია მოუნიშნე სამივეს გვერდზე და გასწორდება. ერთადერთი გადაცემათა კოლოფს უნდა მარტო დაყენება, რომ სიჩქარეები აღიქვას. ესეც რუსთავის ავტოდრომი: Link როცა გადმოწერ გზას, შემდეგ ეს ფაილი ჩაასწორე: Link
  14. Windows 10 გაქვს დაყენებული ? კრეკი მაგაზე არ მუშაობს როგორც ვიცი.
  15. ჯერ ჯერობით საუკეთესო დროები, რაც შევძელი Pant Mawr-ზე კიდევ უკეთესი შედეგის დაფიქსირება შეიძლება
  16. საინტერესო ვიდეოები Can you make it ! ახალი ეპიზოდები დანარჩენი აქ: How to Bunnyhop Tailwhip with Matthias, Alex, Terry and Daniel Dhers
  17. ABS მაინც არ იძლევა დიდ სხვაობას და თუ ქინდა ბოლომდე ჩაურთე. შევიკირიბოთ ერთ დღეს მინიმუმ 4-5 კაცი სერვერზე და რამოდენიმე წრე ვიაროთ. 5-6 წრე დასაწყისისთვის, სანაიტერესო გამოვა. პენალტები შეგიძლია იქიდან ჩართო საიდანაც ABS რთავ და სხვა დახმარებებს.
  18. კარგია, მაგრამ მე ვფიქრობ, ესე აზრი არ აქვს შეჯიბრს. ყველა სხვადასხვა სეთაფებით და სხვადასხვა პარამეტრებით დადის. შესაბამისად დროშიც დიდი სხვაობა გამოდის. ჩემმა მეგობარმა, რომელიც მინიმუმ 1-2 წამით ჩემზე სწრაფია, სტადრატული სეთაფით და მაუსით 32-ზე უკეთესი დრო ვერ აჩვენა, რაც დაუჯერებელიაა :)) ამიტომ მეთვითონ შევამოწმე და მივხვდი, რომ ყველაფერი 3 რამეზეა დამოკიდებული. 1) ამინდი 2) დრო 3) ტემპერატურა გარდა ამისა, პენალტებიც უნდა იყოს მონიშნული და დახმარებებიც გათიშული. სასურველი იქნება, რომ გამეორებაც დაიდოს, რადგან ბევრ ადგილზე თავისუფლად შეიძლება მოჭრა და რამოდენიმე წამის ამოღება. ამის მერე უკვე რაღაც აზრი გაჩნდება, რომ ვიღაცის დროს დაეწიო.
  19. მგონი არაა სტანდარტული სეთაფით. 1:28.381 ძალიან კარგი დროა P. S. დავიჯერო ABS და ყველა დახმარება სულ გათიშული გაქვს ? მე ყველაფერი გათიშული მაქვს და მაგ დროში ვერანაირად ვერ დავდივარ. სულ უშეცდომოთ რომ ვიარო ყველა მოსახვევში მაინც ვერ ვაჩვენებ ეგეთ დროს, რადგან ABS-ის გარეშე ძალიან მალე იბლოკება საბურავები. ხვალ კიდევ ვცდი, მაგრამ მეეჭვება დაბალი 28 ვაჩვენო ან 27.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.