-
Posts
1781 -
Joined
-
Last visited
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by 19gio71
-
ხო სრიალით კი დასრიალებს მაუსი მაგრამ რათ გინდა ისარი გაშეშებულია და რად უშვებენ ეგეთს მაინც ვერ გავიგე რა ... მადლობა გამოხმაურებისათვის
-
მოკლედ ახლობელმა იყიდა მაუსის ხალიჩა( ჩინურია რაღა თქმა უნდა) წითელი ფერისაა თუ ამას მნიშვნელობა აქვს, მაუსის ისარი გაშეშებულია ანუ რეაქცია არა აქვს მაუსის მოძრაობაზე და რა უნდა იყოს მიზეზი? ძველ მაუსის ხალიჩაზე და კომპის მაგიდაზეც მოძრაობისას ყველაფერი რიგზეა მოკლედ ეს ჩინური არ მოწონს ალბათ თუ რა ჭირს ვერ გავიგე...
-
ორივე სმარტფონი შედარებით დაბალი კლასის სმარტფონია მაგრამ ცუდები ნამდვილად არაა მე პირადად Sony-Ericsson WT19i Live ავიღებდი ახლობელს აქვს და და ნორმალურია, ხმაც კარგი აქვს ორ დინამიკზე , ბრაუზერიც სწრაფი აქვს , მეორე ტელესთან შედარებით საუბრის რეჟიმში თითქმის 9 საათით მეტხანს ძლებს , სენსორებიც სწრაფია და გამართულად მუშაობს . მოკლედ მგონი არ ინანებ ,მაგ ფასთა კატეგორიაში საუკეთესოა თან თუ მუსიკასთან მწყრალად არა ხარ აიღე....
-
და ეს სისტემა რა შუაშია უფრო დამიზუსტე, ამის წინ იგივე ვინდოუსი წელიწადნახევარი მეყენა და მხოლოდ იმიტომ გადავაყენე რომ ვინჩესტერი მქონდა 200 გბ. იანი და მისი შეცვლა მომიწია ადგილი აღარ მქონდა ზედ, მეგობარს დაეწვა იმას ვაჩუქე .ვინჩესტერი რომ არ შემეცვალა მგონი ისევ ის ვინდი მექნებოდა.....
-
რავი საეჭვო არაფერია მე მგონი არა ისე მეზარება ვინდოუსის გადაყენება მხოლოდ ამის გულისათვის არა მიღირს
-
ბოლო ერთი კვირაა ესე აკეთებს არც არაფერი მაგრამ ნერვებზე მოქმედებს ანუ რა ხდება კომპიუტერის ჩართვისას ვინდოუსი 30 წამში იტვირთება გამოდის დექსტოპი ჩვეულებრივ მაგრამ ინტერნეტ დაკავშირება ვერ ხერხდება ინტერნეტის ხატულასთან ტრიალობს ძებნის ნიშანი ესე 2 წუთი მერე როგორც იქნება უკავშირდება ინტერნეტს მერე გამოჩნდება გაჯეტები და ბოლოს მაიკროსოფტის ანტივირუსიც გამწვანდება . ანუ ამას ყველაფერს დექსტოპის გამოსვლიდან თითქმის 2 წუთზე მეტი უნდება არა და აქამდე ყველაფერი ნორმალურად იყო. ვინ-7 მიყენია ერთ წელზე მეტია უკვე მაგრამ სხვა მხრივ მგელივითაა 5 ანზე მუშაობს და ვერ გავიგე რა ჭირს ქსელის დრაივერიც ხელახლა ახალი ვერსია დავაყენე , ანტივირუსიც სულ გამოვრთე , გაჯეტებიც(თუმცა ეს რა შუაშია მაგრამ მაინც მოვსინჯე) მაინც ესეა და რისი ბრალია თქვენი აზრით , ხო მოდემი მაქვს და სილქნეტის ინტერნეტის სტანდარტ პაკეტი. გამოხმაურებისათვის წინასწარ მადლობა
-
Uploaded with ImageShack.us დახმარება მესაჭიროება და ეხლავე აგიხსნით , აგერ ფოტოზე ორი ცხრილია მინდა რომ დაბლა ცხრილში ვერტიკალურ სვეტებს შორის დაცილება გავზარდო ან შევამცირო ისე რომ ზედა ცხრილში დაცილება ვერტიკალურ სვეტებს შორის არ შეიცვალოს . როგორ გავაკეთო ან თუ კეთდება ეგრე საერთოდ? ამიხსენით და მადლობელი დაგრჩებით
-
მე კი ეგ ანტივირუსი მიყენია წელზე მეტია 12 საათი მინიმუმ ჩართულია ინტერნეტში ყოველდღე და სისტემა მგელივითაა . ერთი წელი არცერთი ანტივირუსის ხელში არ გაუძლია ჩემ ვინდოუსს, თან არც მაწუხებს თავისთვის ჩუმად აკეთებს თავის საქმეს.....
-
პრინტერია HP-1105, კატრიჯი 285A ჩვეულებრივი კონტაქტიანი ჩიპია. ნუ ჯერ ერთხელ დავტენე და ჩიპის განულება არ დაჭირვებია მაგრამ ალბათ უახლოეს ხანში დამჭირდება და არ ვიცი როგორ მოვიქცე .....
-
და ეგ სითხე სად იყიდება? ან როგორ ვიკითხო?
-
მადლობა ძმა აუცილებლად ვცდი ხვალე... ვინმე დაწერს ვისაც ექნება პრაქტიკული გამოცდილება .....
-
ხო მაგრამ რომელი ჯობია მანდედან ეგა საქმე , აი თუნდაც აქედან http://www.ultra.ge/products.php?type=products_subtype&id_products_subtype=118&mid=10_118
-
ხო ეგ კი ვიცი წყალი რომ არ უნდა გადიოდეს მაგრამ როგორ ვიკითხო მინის საწმენდი ტილო? და შემდეგ მშრალი ტილოთი გაწმენდა აღარ უნდა? ეჰ ძმაო მაგდენი ფული რომ მქონდეს .......
-
ხოო? ანუ ეგ ნაჭრები მშრალია ხომ ? ჩვეულებრივი წყლით ასველებ და წმენდ ხოო? ალბათ აქაც იქნება ვსინჯავ მაინც და ლაქებს არ ტოვებს? ან ხომ არ ჩხაპნის? აქ ეგ სპრეი არ იყიდება თორემ მაგასაც ვცდიდი, თბილისში კი იმდენი არჩევანია ძნელია თუ ვერ ერკვევი საუკეთესო შეარჩიო...
-
დღეს LCD მონიტორების გამწმედი საშვალებების ფართო არჩევანია მე პირადად ACME -ს გამწმენდს ვხმარობდი სველი და მშრალი სალფეთქები რომ არის და მაგარი უკმაყოფილო ვარ ლაქებს ტოვებს (რაიონში თბილისისაგან განსხვავებით არჩევანი არ არის). მაინტერესებს რომელია კარგი ხარისხის გამწმენდი საშვალება თბილისში მიწევს ჩამოსვლა მინდა ვიყიდო რამე და ვისაც გაქვთ ამ მხრივ გამოცდილება გაგვიზიარეთ და მადლობელი დაგრჩებით
-
უფრო გასაგებად დაგვიწერე თუ არ ხუმრობთ და ეგრე გამოვა რამე (ჩიპის განულებას ვგულისხმობ)
-
დაშალე ჯობია ძველი ტონერს რაღაცნაირად გამოყრი მაგრამ ნარჩენი ტონერის ბუნკერი გასასუფთავებელი იქნება ყველა ვარიანტში მაინც დაშლა მოგიწევს , ანუ დაშალე ყველა ვარიანტში რა ჯადოქრობა მაგას უნდა ძაან მარტივია ,გაითვალისწინე რომ უხეშად არ შეეხო ფოტობარაბანსა და სხვა დეტალებსაც. აკრიბე შენი კატრიჯის ტიპი იუთუბზე და ვიდეოგაკვეთილებიც ბლომად იქნება და დაამუღამებ მარტივია ძაან....
-
მადლობა ყველას გამოხმაურებისათვის გასაგებია ყველაფერი . გთხოვთ დახუროთ
-
ხო და ეგ გვაინტერესებს როგორ ხდება ჩიპის განულება , ან სხვა მეთოდი თუ არსებობს ? ჩიპებიც იყიდებაო და სად...? ვიცი რომ გასანულებელი ხელსაწყო არსებობს მაგრამ აქ ვერსად ვიყიდი მგონი...
-
ეგ მეც მაინტერესებს ეგეთი პრინტერი მაქვს ოღონდ 1105 -ია .ნუ მე პირდაპირ გავხსენი და ეგრე დავტენე მაინც გახსნა ჯობია ჯერ ერთი ბუნკერში ტონერის ნარჩენი ყრია ეგ უნდა გამოყარო , გამოასუფთაო სხვადასხვა ტონერი ერთმანეთს რომ შეერიოს ბეჭვდის ხარისხი ფუჭდება თან ნარჩენის ბუნკერიც ხომ გასასუფთავებელი, იქნება მე პირადად გახსნით უფრო გამართლებულად მიმაჩნია თან მარტივია ძაან რამე ისეთი ჯადოქრობა ნამდვილად არ უნდა , ჩემ პრინტერში 85A კატრიჯია უკვე ორჯერ დავტენე და ახალივით ბეჭდავს ულტრაში ვიყიდე 1505 ტონერი 6 ლარი მივეცი და ორჯერ დავტენე . ჩიპს რაც შეეხება აი მად ალბათ გავიჭედები მე რაიონში ვარ და მით უფრო . არისო სადღაც გასაყიდელი მხოლოდ ჩიპები 6000 ფურცელზე გათვლილი 25-30 ლარი ღირსო მგონი (სადაა მე არ ვიცი) ან რაიმე ეშმაკობაც იქნება და თუ ვინმე გვეტყვის კარგი იქნება , ან ჩიპი სად იყიდება ეგებ ეგ იცოდეთ ვინმემ ..... გეთანხმები ნამდვილად ეგრეა . ერთი ორ სიტყვას ჩიპზეც თუ გვეტყვი ეგ ხომ მთლად კარგი იქნება
-
აქამდე არ გადამიხდია ინტერნეტის საშვალებით გადასახადები და მაინტერესებს რამდენად დაცულია ინტერნეტის მეშვეობით პლასტიკური ბარათით გადახდა ანუ იქ ვწერ ბარათის კოდს და რამდენად ვარ დაცული რომ ეს კოდები სხვის ხელში არ მოხვდება , კონკრეტულად "გადაიხადე გე" საიტის მომსახურეობა მაინტერესებს ამ კუთხით და თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება გამიზიარეთ. მადლობა წინასწარ
-
მე მგონი შეგიძლია აირჩიო რისი კლონის შექმნა გინდა და ყველა პროგრამის კლონი არ გააკეთო....
-
დახურეთ ეს თემა თუ შეიძლება, გამოვასწორე ერთ ერთ რუსულ ფორუმზე დავსვი იგივე შეკითხვა და მითხრეს რომ ძველი ტონერს ხომ არ დაამატე ახალი ტონერიო მეც სწორედ ესე მოვიქეცი ძველი არ გამომიყრია . ეხლა გამოვყარე სულ გამოვასუფთავე ჩავყარე ახალი ტონერი და მგონი უფრო ხარისხიანად ბეჭდავს ვიდრე ახალი რომ იყო . (ნაწილები არ შემიცვლიაარცერთი). მადლობა ყველას ვინც დახმარებას ცდილობდა
-
მაგაში კი ვერ დაგეთანხმები სულ მცირე 15 კასეტა მაინც მაქვს , თან რაშია საქმე იცი ზოგი ისეთი პირადულია რომ არც მინდა სხვებმა ნახონ (საიდუმლო კი არაფერია მაგრამ მაინც) ეს ტიუნერი გამოდგება ამ საქმეში? http://www.pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=136&category_id=29&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka
