მარტივი ინტერფაისით არის nanoCAD შეგიძლია უფასოდ ჩამოწერო ოფიციალური საიტიდან ან რუსული ტორნეტიდან .ან Graphite™ Precision CAD. მაგ პროგრამებს რა თქმა უნდა AUTOCAD ჯობია ,რომელსაც უპრობლემოდ ჩამოწერ რუსული ტორნეტიდან მეც პირადად მადედან ჩამოვწერე ცოტა გააქტიურებაა სპეციფიკური მაგრამ ტუტორეალც დევს AUTOCAD ის ფორუმზე. NANOCAD შედარებით მარტივი პროგრამაა გამოსაყენებლად შედარებით იოლია თუმცა სპეციფიკურ ცოდნას მაინც მოითხოვს . Graphite™ Precision CAD ეს პროგრამა მინახავს მაგრამ არ გამომიყენებია შედარებით სუსტია და რავი. სხვა რაიმე ისეთი მარტივი ნამდვილად არ ვიცი და მგონი არც არის
მე პირადად HP1102 ვიყიდე ულტრაში 199 ლარად ,თუმცა იგივე პრინტერი ალტაში 189 ლარიც ღირს , ძალიან კარგი კომპაქტური ლაზერული შავთეთრი პრინტერია, მე კმაყოფილი ვარ . თუმცა 320 ლარი თუ გაქვს შემოთავაზებული ვარიანტი ბევრად უკეთესია . აგერ ალტას ლინკიც http://www.alta.com.ge/geo/products.php?action=details&id=31300
არა ახალი ცალკე კატრიჯი რომ იყიდო ის კი დაგიბეჭდავს 100% ანუ სადღაც 1600 გვერდამდე როგორც ამიხსნეს , პრინტერს კი მოყვებაო სატესტოდ დამუხტულიო ანუ სადღაც 70% ესე მითხრეს და რავი აბა . ანუ განულების გარეშე შანსი არაა დაბეჭვდის რომ დავტენო?
ხო მიშა მაგრამ მე როგორც ამიხსნეს ახალი კატრიჯი 70% არისო დატენილი და მე მგონი სადღაც 700 გვერდს უნდე ეყოსო მგონი...... ეჰ ამაზონიდან გამომწერი მე ნამდვილად არა ვარ თან რაიონში ვცხოვრობ , ანუ რომც დავტენო განულების გარეშე არ დაბეჭდავს ხოოო? თბილისში არ იქნება ეგეთი აპარატი გასაყიდელი? მადლობა გამოხმაურებისათვის, გაიხარეთ
მოკლედ მაქვს ეიჩპის 1102 ლაზერული პრინტერი ჯერ კი ბეჭდავს მაგრამ მაინტერესებს ჩიპის განულება როგორ ხდება ან განულების გარეშე თუ დაბეჭდავს , ან ხომ არ იყიდება ეგ ჩიპები ცალკე , თუ კი სად იყიდება და რა ღირს . კი იცით რომ რაიონში ვცხოვრობ და აქ ძალიანაც რომ გინდოდეს კომპიუტერისას ვერაფერს იშოვი და დატენვაც კი ჭირს . თუ ვინმე ერკვევით გთხოვთ დამაკვალიანოთ, მადლობა წინასწარ
ეს ბოლოხანია ვერანაირ ფოტოს ვეღარ ვტვირთავ ვერც სოციალურ ქსელებზე და ვერც pix.ge-ზე რომელსაც ფორუმისთვის ვიყენებდი ხოლმე . მიცევ ფოტოს ატვირთვას და ტვირთავს და ტვირთავს უსასრულოდ არც არაფერს არ წერს ფოტო კი მხოლოდ რამდენიმე კილობაიტიანი შევარჩიე სპეციალურად ,აქამდე საიტის ბრალი მეგონა მაგრამ დღეს ისევ დამჭირდა და იგივე გააკეთა . რისი ბრალი შეიძლება იყოს? ხო იგივეს შვრება სხვა საიტებზეც . მადლობა წინასწარ
დავაყენე AUTOcad--8 (რუსული ვერსია) და მაინტერესებს სიმბოლოები სადაა? ვერ მივაგენი ანუ დიამეტრის აღმნიშვნელი სიმბოლო მინდა და ვერ ვნახე , ვინც ერკვევით ამ პროგრამაში ალბათ მიხვდებით რაც მინდა . აქამდე NANOcad-ს ვხმარობდი და იქ ეგრევე ეწერა ზომებში სიმბოლოები აქ კი ვერ მივაგენი . ვერანაირად სურთი ვერ ავტვირთე ალბათ ინტერნეტს ჭირს რაღაც. მოკლედ სიმბოლოები სად მოვძებნო რომ ზომებში გამოვიყენო ვინც იცით დამეხმარეთ. მადლობა წინასწარ
თუ ვინმე იყენებთ ამ პროგრამას გამარკვიეთ როგორ გავაკეთო რომ მოდელში შესრულებული ნახაზი გადავიტანო ფურცელზე ხან რომ გადამაქვს ისეთი დიდი ზომაა რომ გამოვაჩინო ნახაზი სულ ვაპატარავებ და ფურცელიც თითქმის ქრება როგორც ფოტოზეა ხან ნორმალურად ჯდება . არც რაიმე ლიტერატურა მაქვს, ინტერნეტში მოძიებულით რაღაცას ვწვალობ მაგრამ ეს ვერ გავარკვიე როგორ გადავიტანო იქნებ დამეხმაროთ აგერ ფოტოც :
თუ ვინმე სარგებლობთ ამ პროგრამით მითხარით როგორ გავუთიშო განახლება , ვერსად მივაგენი. ტორნეტიდან ჩამოვწერე კრეკიც მოყვა, აქტიურდება , მაგრამ როგორც კი ინტერნეტს ჩავრთავ ორ დღეში უკვე ყიდვას მთხოვს. ან ეგეთივე ფუნქციის რაიმე სხვა პროგრამა მირჩიეთ მარტივი და დაკრეკილი. მადლობა წინასწარ
მადლობა მიშა . თუ ამ ორს შორის რაიმე სერიოზული სხვაობაა, ფასში დიდი განსხვავება არაა და HP ვიყიდი და თუ მინიმალური სხვაობაა CANON- ს ავიღებ და იეფადაც გამოვალ. რა მირჩევ?
ხო მაგრამ 100 ლარამდეა სხვაობა თითქმის , მე კიდევ იაფად მინდა მით უმეტეს ხშირად არ მჭირდება, მე რომლებიც დავწერე მაგათ კატრიჯებისა და სახარჯი მასალებს თუ ვიშოვნი ადვილად? რაიონში ვცხოვრობ და აქ ეგეთი საერთოდაც არაა , მაინტერესებს თბილისში ხომ ვიშოვი ნუ საიტებზე კი ვნახულობ რომ მაღაზიებში არის მაგრამ კონკრეტულად მაგ მოდელებზე მიდის თუ არა ის სახარჯი მასალა ვერ ვხვდები თუ სულ ერთია შავთეთრზე?
პრინტერის ყიდვა მინდა, ლაზერულის და იაფიანის .საერთოდ ვერ ვერკვევი პრინტერებში ამიტომ გთხოვთ მირჩიოთ ამ ორი პრინტერიდან რომელი უკეთესია ვიყიდო, ისეთი მინდა რომ შემდგომი მომსახურეობაც რომ იეფი დამიჯდეს (ანუ კატრიჯები ადვილად იშოვებოდეს და იაფიც იყოს)ხშირად არ მჭირდება ასე რომ დატვირთვა არ ექნება.თუ სხვა ვარიანტი არის უკეთესი მაგ ფასებში მირჩიეთ. მადლობა წინასწარ
გასწორდა, cclaner-ით წავშალე ყველაფერი და ეხლა ინახავს მგონი გამოყოფილი მოცულობა გადავსებული იყო,კი ვხმარობდი ამ პროგრამას მაგრამ ექსპლორერის გასუფთავებას რაც შეეხებოდა პტიჩკები ყველგან მოხსნილი ქონდა არც დავკვირებივარ აქამდე. მადლობა ყველას და გთხოვთ დახუროთ
We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.