-
Posts
1430 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
1
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by system 32
-
დღეს მოვხსენი ქულერი დასაზეთად და იქ დავაკვირდი მაზერზე რაღაც ესხა თითქოს და გამხმარი იყო შავი ფერის კონდენსატორებთან პროცესორთან, და ვითომ კონდენსატორებს გასდით? მივუტანო მაზერის ხელოსანს? ტუ მართლა ის დაღუნულ სოკეტიანი მაზერი მოვიყვანო მწყობრში? :D
-
http://b.pix.ge/n/0zq4n.jpg
-
ვოლტაჟი ავტომატურზეა და ტაიმინგები აქ ნახე http://b.pix.ge/a/9yvps.jpg
-
არა მანამდეც შვებოდა, წინა ოპერებს რაღაც დაემართა Super Talent DDR2-800 2GB მქონდა და რომ ვრთავდი კომპს საერთოდ არ ირთვებოდა ანუ არც ბიოსი წრიპინებდა საერთოდ ჩუმად იყო და არ ირთვებოდა მოკლედ კომპი და იმის მერე ჩავუსვი ეს მაგრამ იმ ოპერებზეც იგივეს მიკეთებდა.
-
არა გადაფლეშვის მერე მუშაობდა კარგა ხანი უპრობლემოდ და ერთი 2 თვეა რაც ესე დაეწყო. სოსო ანუ შეიძლება რომ ოპერების ბრალი იყოს? ახლებია თან და ეგ ნაკლებად მგონია.
-
გაუმარჯოს! ამ ბოლო დროს ჩემს კომპიუტერს დასჩემდა ასეთი პრობლემა: როცა ვმუშაობ Opera-ში ან რაიმე სხვა პროგრამაში უცებ გაჭედავს ყველაფერი, ერთი 2 წუთი არის გაჭედილი შემდეგ უცებ გამოვა ლურჯი ეკრანი და დარესტარტდება ავტომატურად, ისე სწრაფად ხდება ეს ყველაფერი რომ წაკითხვას ვერ ვასწრებ რას მიწერს, მაგრამ მერე რომ ჩაირთვება გამოაქვს Don't Send და მიწერს Windows Has recovered from serious Problem-ო და შევყავარ მაიკროსოფტის საიტზე და იქ წერია რომ ეს შეცდომა ნიშნავს იმასო რომ შენი ბიოსი და პროცესორი ერთმანეთთან ვერ ჯდებაო. რესტარტის შემდეგ კომპი აგრძელებს მუშაობას უპრობლემოდ დაახლოებით 1-2 საათი(გააჩნია დატვირთვას) და შემდეგ პრობლემა ისევ მეორდება. ჩემი კონფიგი არის შემდეგი: მაზერი: MSI G31M2 V1 (MS-7383) CPU: Intel Pentium4 640 RAM: Zeppelin DDR2-800 1GB HDD: ST3320620AS OS: Windows XP Professional SP3 Original MSDN Graphics: Asus EN8500GT+Cooler PSU: 300w(შეიძლება ამაზე იეჭვოთ მაგრამ 2 წელი ისე ამუშავა ამ კვებამ რომ ბლუ სქრინი არ ვიცოდი რა იყო ეხლა ამის ბრალი ნაკლებად მგონია). გავაკეთე შემდეგი: 1. ბიოსი განვაახლე ბოლო 1.4 ვერსიაზე. 2. ბიოსი დეფაულტზე დავაყენე ყველაფერი, არ მაქვს არაფერი დარაზგონებული. 3. შევამოწმე ოპერატიული memtest 86+ -ით და არანაირი პრობლემა არ აქვს. 4. შევამოწმე ვინჩესტერი HDTune-ით და არანაირი პრობლემა არ აქვს, გარდა იმისა რომ წერს 38 შეცდომა აქვსო კონტაქტისო და ეს შეიძლებაო გამოწვეული იყოსო დაზიანებული კაბელითო, კაბელი გამოვცვალე, მაგრამ არანაირი შედეგი, მოკლედ ამის ბრალი ნაკლებად მგონია იმიტომ რომ ამ პრობლემას თითქმის ყველას უწერს მაგრამ ყველასთან უპრობლემოდ მუშაობს და ამ შეცდომას ზოგი საერთოდ არ თვლის ხარვეზად მოკლედ ვინც იცით მიხვდებით რაზეც ვამბობ. 5. ვინდოუსი გადავაყენე სევენიც დავაყენე და XP-იც ორიგინალის ასლები, სხვადასხვა დისკებიდან, მაგრამ არანაირი შედეგი. 6. დრაივერები გადმოვწერე მწარმოებლის საიტებიდან. 7. ტემპერატურები შევამოწმე და ნორმაშია ყველაფერი. 8. ვირუსებზე შევამოწმე სხვადასხვა LiveCD-ებით(Kaspersky, DR.web) და არანაირი ვირუსი. 9. კვება დავტესტე და ყველაფერი ნორმალურად აქვს, სხვა კვებაც ჩავუყენე უფრო ძლიერი მაგრამ შედეგი იგივე. რისი ბრალი უნდა იყოს თქვენი აზრით?
-
მაგისთვის ბევრი პროგრამა არსებობს, მაგალითად CPU-Z, Everest, AIDA64, PCWizard, ან უბრალოდ გახსენი კეისი და წაიკითხე რა წერია დედაპლატაზე :)
-
პირველ რიგში დაწერე რა დედაპლატა გაქვს :)
-
იტრიალებდა :)
-
არ ვიცი რა დავარქვა ამ პრობლემას და ამიტომ ვწერ ასეთ სახელს! :(
system 32 replied to შაკო's topic in აპარატურული პრობლემები
რატომ? რამეს გიწერს? ბოლო Hiren's BootCD გადაწერე 14.1 და იქიდან სცადე, თუ არ ქნა მაშინ ამოიღე ოპეატიული, სლოტი გაწმინდე და თაბახის ფურცლით ოპერატიულს ფეხები გაუწმინდე. -
არ ვიცი რა დავარქვა ამ პრობლემას და ამიტომ ვწერ ასეთ სახელს! :(
system 32 replied to შაკო's topic in აპარატურული პრობლემები
1. ბიოსი დეფაულტზე ჩამოყარე. 2. ოპერები გატესტე სათითაოდ MEMTEST-ით. 3. ვინჩესტერი გატესტე HDtune-ით. 4. ვინდოუსი თავიდან დააყენე და გადაწერე მწარმოებლის ორიგინალი დრაივერები. 5. დააყენე ანტივირუსი და დაასკანირე. 6. ტემპერატურები შეამოწმე. თუ არ უშველა დაწერე რა მაზერი გაქვს, რა პროცესორი, რა ოპერები და რა ვიდეოკარტა. შედეგი დაწერე. -
შეიძლება მაგრამ ბიოსის წაშლა ძნელია, იმ შემთხვევაში ზიანდება ბიოსი თუ განახლებას უკეთებ და შუქი წავა უცებ. მაგრამ მე როგორც ვიცი მაინც უნდა ჩაირთოს მაგრამ დაგიწერს რომ BIOS-ი არასწორია ან რამე ეგეთს და მერე მოგთხოვს რომ მაზერის დისკი ჩადო და იქიდან აღადგინოს, ზოგიერთ ასუსზე ესეა და MSI-ზე ვერ გეტყვი.
-
ჩიპსეტის დრაივერი განაახლე ჯერ სანამ ბიოსს განაახლებ, თუ არ უშველა მერე ვიფიქროთ ბიოსის განახლებაზე.
-
რატომ გგონია რომ პროცესორია მკვდარი?
-
შეუთავსებლობის პრობლემას არ გავს. 1. ბიოსი გაანულე ელემენტით ან ჯამპერით. 2. გამოაერთე ყველა სხვა დამატებითი მოწყობილობა, მაგალითად ვინჩესტერი, დისკ წამკითხავი და ა.შ. ანუ დატოვე მარტო კვება, მაზერი, პროცესორი, ოპერატიული და ვიდეოკარტა. 3. ვიდეოკარტა სხვისგან ითხოვე ცოტა ხნით და სცადე იმით. თუ პროცესორი, კვება და ოპერატიული სხვა მაზერზე მუშაობდა მაშინ მაზერი რჩება რა ან ვიდეოკარტა, მოკლედ შედეგი დაწერე.
-
მოგვარდა პრობლემა? თუ მოგვარდა დაწერე როგორ მოაგვარე.
-
Intel R 3.0 და დდრ2 1გბ ბევრს არაფერს ნიშნავს, დაწერე რა სიხშირეზე მუშაობს ოპერატიული და პროცესორის ზუსტი კოდური დასახელება :)
-
პირველ რიგში დაწერე რომელი პროცესორი გაქვს და რომელი ოპერატიული, რომ მივხვდეთ რადენად თავსებადია ეგ ნაწილები მაგ ახალ მაზერთან.
-
http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=2633#bios <--- აი ესაა მაგ მაზერის ბიოსის ფაილები ვერსიების მიხედვით, ისე რატომ ფლეშავ ბიოსს? იმ პროცესორს მაინც არ წაიღებს იმიტომ რომ CPU Support List-ში როგორც სოსომ გითხრა უწერია N/A, ანუ მხარდაჭერა არ აქვს, რომც ჰქონდეს და ბიოსის ვერსია არ ემთხვეოდეს ჩაირთვებოდა კომპი მაგრამ დაგიწერდა რომ პროცესორის მიკრო კოდს ვერ აღვიქვამო, და თვითონვე დაგაფლეშინებდა ბიოსს. უმიზეზოდ ბიოსის დაფლეშვა არაა რეკომენდირებული, იმიტომ რომ რისკია, შეიძლება დენი წავიდეს ან რამე და მაზერი დაიბრიდოს.
-
რა მაზერი გაქვს ზუსტად მომწერე მოდელი. ევერესტიდან დააკოპირე ან AIDA64-დან.
-
არევით არაფერს აურევს, თუ არ გააკეთებს : )), რაც შეეხება ბიოსის ფაილს, უნდა ნახო ზუსტად ეგ მაზერი, მწარმოებლის საიტზე შენს შემთხვევაში გიგაბაიტის საიტზე. რაც შეეხება ბიოსის განახლების პროცესს, ეგ ცოტა შარიანი საქმეა იმიტომ რომ უპს თუ არ გაქვს და დენი წაგივიდა დაფლეშვის მომენტში, შეიძლება მაზერი სასტიკად დაზიანდეს. მოკლედ თუ გადაწყვიტე განახლება გააკეთე შემდეგი. 1. გადაწერე სასურველი ბიოსის ფაილი და შეინახე Floppy დისკეტაზე, ფლეშკაზე, ან ვინჩესტერზე, ოღონდ გაითვალისწინე სადაც ამ ფაილს შეინახავ ის დისკი უნდა იყოს აუცილებლად FAT32/16/12 ფაილურ სისტემაში დაფორმატებული. 2. დაარესტარტე კომპი და ჩართვისას დააჭირე ღილაკს END, გაიხსნება Gigabyte-ს ბიოსის გასაახლებელი უტილიტა სახელად Q-Flash. 3. მიარჭე მერე ეს ფლეშკა ან ფლოპი, მოკლედ რაზეც ბიოსის ფაილი შეინახე. 4. შემდეგ მიუთითე ის დისკი სადაც ეს ფაილია შენახული და როცა დაინახავს ამ ფაილს მერე უკვე მიხვდები და განაახლებ ადვილად.
-
უიჰჰჰჰ... ვინტს ეხლა დავაკვირდი SATA III 6Gb/s-ს სტანდარტისაა, ხოლო მაზერის სატა კონტროლერი SATA II 3Gb/s არის, წესით უნდა წავიდეს, Intel-ზე როგორც ვიცი მიდის, მაგრამ Nvidia-ს ვერ გეტყვი, ბიოსში შედი და ნახე ხედავს თუ არა.
-
რა საჭიროა ახლიდან დაყენება? თუ დამატებით პარტიციად გინდა გამოიყენო ეგ ვინტი, Disk Managment-ი გახსენი და იქ იქნება აუთვისებელი ცარიელი სივრცე და იქიდან შეგიძლია დაამატო როგორც ახალი პარტიცია ოღონდ არა Primary პარტიცია. ოღონდ ჯერ ბიოსში უნდა ნახო როგორ ადეტექტირებს მაზერი ვინტს, შეიძლება ავტომატურ რეჟიმში ვერ დაინახოს და ხელით უნდა გაწერო ვინტის მონაცემები მაგალითად თავაკების რაოდენობა და ა.შ. მაგრამ ეს ძალიან იშვიათია მოკლედ რაც გითხარი ისე გააკეთე და შედეგი დაწერე.
-
რა მაზერი გაქვს? რა ვინტი იყიდე IDE თუ sata? ბიოსში ჩანს ახალი ვინჩესტერი? Disk Managment-ის სქრინი დადე.
-
ასუსმა თქვა ვინჩესტერიდან არ გამოვა ეგ საქმეოოო, ან ფლოპი უნდა ან ფლეშკაო გახსენიო EZ Flash-იო და შეაურჭე ფლეშკა ან ფლოპი რომელიც შეიცავს ბიოსის ფაილს, მერე აჭირეო TAB-სო რომ აირჩიო სწორი დრაივიო(ფლოპი ან ფლეშკა) და როცა იპოვისო ენთერს გლიჯეო და რომ განაახლებს მერე თავისით დაარესტარტებს :)
