-
Posts
1430 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
1
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by system 32
-
აბა თუ ვინდიც არ ყენდება რომელ გაძლებაზეა ლაპარაკი?
-
ვინჩესტერის ბრალია რა, XP ალბათ დიდად არ აქცევს ყურადღებას ინსტალაციისას ვინჩესტერს. :)
-
HDTune-ით გატესტე აბა ვინჩესტერი და Health-ტაბის სქრინი დადე.
-
თვითონ მაზერის USB-ის პრობლემას გავს. ჩიპსეტის დრაივერი განაახლე აბა მწარმოებლის საიტიდან.
-
ვიდეოკარტა მინდა ვიყიდო და გამარკვიეთ რა კვებაზეც
system 32 replied to Harry Potter's topic in დახმარება
არ გირჩევ მაგ კარტას, მითუმეტეს თუ თამაშებისთვის გინდა ძალიან გაბანძდა ეგ მქონდა და მაგრად გამაწვალა. -
ეგეთი შემთხვევა მქონია 478 სოკეტიან მაზერზე და ბოლოს დიაგნოზი დავუსვი მაზერის გარდაცვალება , კვება სხვა ჩავუდგი და მაინც ეგრე ქნა. სხვა ყველა მოწყობილობა გამოვაერთე ვიდეოს, ოპერების და პროცესორის ჩათვლით და ისე რომ ჩავრთე მაინც ეგრე გააკეთა. შენც ეგრე გააკეტე ანუ მარტო მაზერს მიაერთე სხვა კვება და ნახე. თუ მკვდარია მაზერი და გადაგდებას აპირებ მე მომეცი არ გადააგდო :ugly_confused2:
-
არა-k ვერსიაზე საერთოდ რაზგონი მოსულა? მაგაზე ხომ ქლოქ გენერატორი პროცესორშივე ჩადეს და BCLK-ით რაზგონი სამუდამოდ მოკვდა?
-
არამგონაია, მაგ დროს როგორც ვიცი ჩაირთვება და პოსტის ეკრანზე დაწერს CPU Ucode Error თუ რაღაც ამდაგვარი და მაგის მერე უნდა განაახლო ბიოსი. ის პოსტ კარტა ჩაუდგი და ნახე აბა რას დაწერს. და შედეგი დაწერე რასაც დაწერს. :)
-
კასპერა რათქმაუნდა ყოველთვის მაგარია, მაგიტომაცაა ძნელი გასატეხი და ძვირი პროდუქტი. ასევე კომპიუტერისთვისაც საკმაოდ მძიმე.
-
ვერა, ალბათ სენდი გაქვს და მაგაზე ეხლა გამახსენდა მარტო მამრავლით შეგიძლია პროცესორის რაზგონი, მაგრამ ეგ ოპერებზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ამიტომ როგორც გითხრეს სცადე აბა და მეხსიერების მამრავლი მოუმატე ბიოსსში თუ არის და 16 დააყენე.
-
i5 2500K თუ ეს პროცესორი გაქვს მაშინ BCLK 160-ზე უნდა დააყენო ჯერ თუ არ ვცდები. და მერე გაზარდო ოპერების სიხშირე.
-
ელემენტით უნდა გაანულო მაშინ როდესაც კომპიუტერი საერთოდ არ ირთვება. ხოლო როცა ირთვება და უბრალოდ არეულია მაშინ უნდა გამოიყენო ეგ load setup default, ანუ ეგ ბიოსის თითქმის ყველა პარამეტრს ქარხნულ მნიშვნელობებზე დააყენებს ავტომატურად.
-
მართალი ხარ მასეა. მაგრამ ვინჩესტერების უმეტესობა როდესაც ბედ ბლოკები გაჩნდება, ავტომატურად შვება მაგ პროცესს თავისი რეზერვიდან გამოყოფს მეხსიერებას, ამ შემთხვევაში მემგონი რეზერვი უკვე ამოწურულია. მაინც სცადე HDD Regenerator-ი.
-
რა კლავიატურაა? USB თუ PS/2? თუ USB-ია მაშინ დაწერე სხვა USB მოწყობილობები როგორ მუშაობენ? მაგალითად ფლეშკები? თუ PS/2-ია მაშინ დაწერე როგორ აღიქვამს სისტემის ტემპერატურებს პროგრამები ანუ რამდენად სწორად.(<-- თუ ეს გაგიკვირდა მაშინ აგიხსნი რატომაც გკითხე) და საერთოდ ბიოსი დეფაულტზე დააყენე.
-
ვიდეოკარტას ხომ არ აქვს პრობლემა ან კვებას? ბიოსში რა ხდება? ბიოსი დეფაულტზე დააყენე. თუ ყველაფერი გადადე სხვა ნაწილები მაშინ ბარემ ვიდეო და კვებაც მიაყოლე თუ არ ქნა მაინც ესეიგი მაზერის ბრალია, ან ვინჩესტერის კონტროლერის, თუ სატაა ide რეჟიმზე გადართე ბიოსიდან. შედეგი დაწერე.
-
რა ქნა გაკეთდა? თუ გაკეთდა დაწერე როგორ მოაგვარე.
-
ჩიპსეტი მაგ შემთხვევაში არაფერ შუაშია. მეხსიერებასთან მაგ ჩიპსეტს არაფერი ესაქმება, იმიტომ რომ მაგ მაზერს რისი პროცესორების მხრადაჭერაც აქვს, იმ პროცესორებშია მეხსიერების კონტროლერი, ეგ ჩიპსეტი გამოიყენება უბრალოდ დაბასიჩქარიანი მოწყობილობებისთვის, მაგალითად SATA, USB, Audio და ა.შ. რაც შეეხება PCIe არხებს, მეხსიერებასა და ინტეგრირებულ ვიდეოს(ნაწილობრივ ჩიპსეტი), ეგ უკვე პროცესორზეა დამოკიდებული.
-
3 ცალი დუალში? ეგ არ მესმის თუ ახალი მაზერია და სამ ცალიანი კიტია მაშინ ხომ ტრიპლ ჩანელს ჩართავდა? და დუალში 3 ცალი როგორ გამოდის? 2 ცალი მოდული დუალში და 1 სინგლში? :D
-
POST Card-რა და როგორ დიაგნოსტირებისას
system 32 replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
კარგი რამეა, ვიყიდე და მომეწონა :) -
3 ცალი მოდული დუალში რანაირად მუშაობს? :xelitavi:
-
ეხლა რაც არ უნდა დააყენო ყველაფერს წაგიშლის მაინც , მოკლედ თავიდან გადააყენე ვინდი და მერე D დისკი არ გახსნა სანამ ანტივირუსს არ დააყენებ, თორემ თუ იქაა ვირუსი ისევ თავიდან გავრცელდება, არც ფლეშკა გახსნა ისე თუ დარწამუნებული არ ხარ რომ სუფთაა. მერე დააყენე ანტივირუსი და დაასკანირე D დისკი და ფლეშკები.
-
სოსომ არ გაგცა ამ თემაზე პასუხი? ხო ეგრე იცის გაფუჭებულმა ვიდეო კარტამ ეკრანს არ რთავს <------- ?????
-
მოკლედ IDE ტექნოლოგიის "პლიუსი" იყოს ის, რომ შეიძლებოდა ერთ კაბელზე ორი მოწყობილობის დასმა, მაგალითად ვინჩესტერის და ოპტიკური დისკ წამკითხავის. კაბელის ერთი მხარე უნდა დააერთო მაზერზე (ეს მხარე როგორც წესი ლურჯია ხოლმე) და მეორე ორი კი უნდა შეაერთო ამ მოწყობილობებში. მაგრამ ამისთვის საჭიროა ეს ორი მოწყობილობა დააკონფიგურო, ისე რომ "ერთმანეთს გაუგონ" ერთ კაბელზე. ამისათვის არსებობს მოწყობილობის ორი(სხვებიცაა მაგრამ ჩვენ ეს ორი გვჭირდება) რეჟიმი, ამ რეჟიმებს ქვიათ ერთს Master-ი და მეორეს Slave. როცა ჩვენ ვაერთებთ ორ მოწყობილობას ერთ კაბელზე ამისათვის ერთი მოწყობილობა უნდა დავაკონფიგუროთ როგორვ მასტერი და მეორე როგორც სლეივი, შენს შემთხვევაში ვინჩესტერი უნდა დააკონფიგურო როგორც მასტერი და ოპტიკური დისკ წამკითხავი როგორც სლეივი. თუ ორივეს მასტერად დააყენებ მერე სისტემა ვერცერთს ვერ დაინახავს, ან ორივეს როგორც სლეივი ან პირიქით ოპტიკურ დრაივს მასტერად და ვინჩესტერს სლეივად. მოკლედ ვინჩესტერი უნდა იყოს მასტერი და და ოპტიკური დრაივი სლეივი. ამის დაკონფიგურება ხდება მარტივად, შემაოტრიალე უკან ეს მოწყობილობები და შეხედე, იქნება ნემსებივით პინები, და წამოცმული იქნება ჯამპერი. მერე დახედავ ზედ მოწყობილობაზე მინიშნებას და იმის მიხედვით "დაარჭობ" ჯამპერს ამ პინებზე, ანუ უნდა ნახო, რომელ პინებზე უნდა "დაარჭო" ჯამპერი რომ მასტერი გახდეს და ოპტიკურ დრაივზე როგორ უნდა დაარჭო რომ სლეივი გახდეს, ამის ინსტრუქცია ზედვე აქვთ ხოლმე მოწყობილობებს დააკვირდი და მიხვდები. ხოლო თუ კაბელის ორი ბოლო ერთმანეთთან ვერ წვდება მაშინ დააკვირდი კეისს, ხომ არის თაროებივით სადაც დაყენებულია ოპტიკური დრაივი და ვინჩესტერი, შენც ჩამოიტანე ცოტა დაბლა ოპტიკური დრაივი ან ცოტა მაღალ "თაროზე" აიტანე ვინჩესტერი რომ ერთმანეთთან ახლოს იყვნენ რა. იმედია გასაგებად ავხსენი.
-
ანტივირუსი გიყენია? თუ არ გიყენია, ესეიგი ვირუსი გავრცელდა ისევ. თუ ეგრეა თავიდან მოგიწევს გადაყენება, მაგრამ რომ გადააყენებ, D, ფლეშკა ან რაიმე სხვა დისკი არ გახსნა სანამ ანტივირუსს არ დააყენებ, თორემ თუ ვირუსია ისევ გავრცელდება სისტემაში. ფლეშკა შეგიძლია შეაერთო, ოღონდ დარწმუნებული იყავი რომ სუფთაა.
-
აბა ოპერები გატესტე MEMTEST 86+ ით. და HDTune-ით ვინჩესტერი გატესტე, თუ საერთოდ არ ირთვება რაიმე LiveCD-ით ჩაიტვირთე და იქიდან გატესტე HDtune-ით ვინჩესტერი.
