Jump to content

system 32

წევრი
  • Posts

    1430
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by system 32

  1. 2 თვეა Avenger-ის ახალ მეთოდზე ვფიქრობ და ინტერესით ვკვდები :D
  2. სევენის დაყენების პროცესში არასდროს გამოუგდია ეგ აქამდე მაგ დისკავოდით?
  3. memtest 86+
  4. არა არა უბრალოდ უცხო CD/DVD დრაივი გაქვს და სევენი ვერ აღიქვამს და გიწერს ვინაა ვისთანააო, რა ცხოველიაო რა ფლეშკიდან დააყენე ვინდი. მეც მქონია ეგეთი შემთხვევა და ფლეშკით უპრობლემოდ დაყენდა .
  5. ორიგინალი ვინდოუსი დააყენე XP SP3, დრაივერები გადაწერე მწარმოებლის საიტიდან, დააყენე რაიმე მსუბუქი ანტივირუსი, მაგალითად NOD32, გათიშე ვინდოუსის განახლებები. ქულერი და მთლიანად მთელი კეისი გაწმინდე მტვრისგან, პროცესორს შეუცვალე თერმოპასტა და ყველა დეტალი გაწმინდე სათითაოდ, ბიოსი დეფაულტზე დააყენე და შედეგი დაწერე
  6. რატოა უაზრობა? კაცს აინტერესებს, იმაზე მაინც უპასუხეთ რატოა უაზრო. და არამგონია უაზრო იყოს...
  7. არ იქნება შენთან ეგ, იმიტომ რომ Hyper Threading ტექნოლოგია არ აქვს შენს პროცესორს და 1 ბირთვი აქვს. საკმაოდ სუსტი პროცესორია. Hyper Threading ტექნოლოგია უზრუნველყოვს პროცესორის გამომთვლელი მექანიზმი გაყოს ორ ნაწილად და იყოს "ვირტუალურად ორ ბირთვიანი" . და შენი პროცესორს არც რეალური 2 ბირთვი აქვს და არც "ვირტუალური" ორი ბირთვი(Thread) ამიტომ რჩება მხოლოდ 1 ინფორმაციის გამომთვლელი მექანიზმი.
  8. საერთოდ მწარმოებლები რეკომენდაციებს იძლევიან რომ ერთი მწარმოებლის კიტი გამოვიყენოთ ამ შემთხვევებში, ეს იმიტომ რომ ზოგიერთი სხვადასხვა ფირმის ოპერები ვერ ეწყობიან ერთმანეთს და შეიძლება სისტემა საერთოდ არ დაიბუთოს ან დაიბუთოს მაგრამ სისტემაში გაურკვევლობა იყოს ტაიმინგების, ვოლტაჟების, ორ არხიანი არქიტექტურის და სიხშირეების, სწორედ ამიტომ გვირჩევენ მწარმოებლები კიტის გამოყენებას. მაგრამ თუ გაქვთ ორი სხვადასხვა ფირმის ოპერა და უპრობლემოდ ეწყობიან ერთმანეთს მაგას რა ჯობია? მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ტაიმინგებიც ნორმაშია ვოლტაჟიც და სიხშირეებიც, მითუმეტეს ამბობ დუალში მუშაობენო. CPU-z-ს სქრინები რომ დადო მემორი და SPD ტაბების კარგი იქნება. ოღონდ SPD-ში ორივე მოდულის სქრინი ანუ ჩამოშალე რა გვერდზე.
  9. მოიცა კაცო... რატომ გგონია რომ მაინცდამაინც ვიდეოს ბრალია? იქნებ პროცესორი ხურდება? ან მაზერის ჩიპსეტი? და იმიტომ ითიშება კომპიუტერი? პარალელურად აიდა64 ჩართე და სენსორზე ადევნე თვალი მაგ ბენჩის დროს პროციკას და მაზერის ტემპერატურას. თუ გგონია რომ მაგ ვიდეოს ბენჩს რომ უშვებ მარტო ვიდეო იგრუზება შემცდარხარ ძალიან.
  10. EZ-Flash ასუსის უტილიტაა და არა DFI-ს... თემის ავტორმა კაი ხანია უკვე პრობლემა მოაგვარა და ამიტომ დახურეთ თემა.
  11. გაუმარჯოს! ფლეშკიდან უკვე რამდენჯერმა დავაყენე ვინდი XP რა ხოდა Hall.dll ფაილს ვერ ვპოულობო ზოგან დამიწერა ინსტალაციის ბოლოს და ვინდოუსიც აღარ გაეშვა, ვერ მივხვდი რისი ბრალია რა არადა დატესტილი საინსტალაციოდან ვწერ ფლეშზე ვინდს, რავი ალბათ გქონიათ ასეთი შემთხვევა და რისი ბრალია ხომ არ იცით? საინსტალაციო ორიგინალია და Wintoflash-ით ვწერ, ფლეშკის დაფორმატებაც ვცადე ბევრანირად, მაგრამ როცა გაუსწორდება ყენდება და როცა არა მაშინ მაგას აგდებს შაც ფონზე და აღარ ბუთავს ხოლმე არც ფლეშკიდან რომ თავიდან დავაყენო და არც ვინდოუსს ტვირთავს, მერე თავიდან ჩავწერ ხოლმე ვინდს და როცა გაუსწორდება წაიღებს ხოლმე.
  12. Crashfree თუ არ აქვს მაზერს შეიძლება მაზერი გადასაგდები გახდეს.
  13. არ აქვს ბიოსის განახლებას აზრი, არაა ახალ ვერსიაში ეგ პრობლემა მოგვარებული... ნუ ალბათ რაიმე ბაგია... სხვა ახსნას ვერ ვუძებნი, ან ბიოსის პარამეტრია რაიმე არეული, დეფაულტზე ჩამოყარე ბიოსი და სადაც Usb ეწერება ყველაფერი Enabled-ზე ან Auto-ზე დააყენე. სხვა პორტში სცადე აბა კიდევ მაგ მაზერს ვნახე რომ აქვს USB 3.0 პორტებიც და ალბათ ამ 3.0-ს რაიმე ლიმიტები აქვს, სტანდარტულ 2.0-ზე შეაერთე და ისე ნახე, თუ არ იცი რომელია სტანდარტული 2.0 მაშინ ყველა პორტში სათითაოდ სინჯე.
  14. USB Keyboard Support, ან USB Legacy Support ბიოსში ჩართულია?
  15. მაშინ მაზერის მოდელი მითხარი ზუსტად და მე ვნახავ თუ უშველის ბიოსის განახლება, შეიძლება რაიმე ბაგია. მოკლედ დაწერე რა მაზერია.
  16. დაიცა დაიცაა... რატომ ფლეშავ ბიოსს? ჯერ ის უნდა დააზუსტო ახალი ბიოსის ვერსიაში ეგ პრობლემა მოგვარებულია? ბიოსის დაფლეშვას ნუ ეხუმრები )
  17. ჩიპსეტის დრაივერი დააყენე მწარმოებლის საიტიდან
  18. სენსორი ურევს ალბათ...
  19. MFT? ეგ რა არის? პირველად გავიგე... იქნებ ამიხსნა.
  20. დრაივერპაკეტი სცადე, DriverPack Solution ან Samdrivers, 99% შანსია რომ დაყენდეს.
  21. ეს რომელ სოკეტზე იქნება? 2011? თუ 1155? ვერ მივხვდი...
  22. რა სისულელეა... ვინდოუსის დისკთან ვინდოუსის ჩატვირთვა რა შუაშია? ვინდოუსი ვინჩესტერზე წერია და არა ოპტიკურ დისკზე. ბიოსიდან ვინჩესტერი დააყენე როგორც პირველი ჩამტვირთავი მოწყობილობა.
  23. CRC? რაზგონი? პირველად გავიგე რომ ეგ შეცდომა რაზგონის გამო შეიძლება ყოფილიყო, მე რამდენი შემთხვევაც მქონია ყოველთვის ვინჩესტერის ბრალი აღმოჩენილა ბოლოს.
  24. როგორც ჩანს პროცესორი გაქვს ორ ბირთვიანი, Hyper Threading ტექნოლოგია კი თითო ბირთვს კიდევ ვირტუალიზაციას უკეთებს, ამიტომ ჯამში გამოდის, 4 ინფორმაციის დამმუშავებელი მექანიზმი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.